ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარული ომის შუაგულში

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2013-02-23, 4:33 PM | შეტყობინება # 31

842
83  +
   ±
Offline
ბავშვებო, მადლობა რომ კითხულოოობთ:*:** მითხარით თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ შემთხვევაში ნინაზე? და საერთოდ, პერსონაჟებზე... happy

T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2013-02-23, 6:21 PM | შეტყობინება # 32

266
15  +
30  ±
   ±
Offline
ვერ გამიგია ჯოში უფრო მომწონს თუ გიორგი ))
ჯოში, გიორგი, ჯოში, გიორგი,ჯოში, გიორგი, ჯოში, გიორგი..... აა biggrin ველი ახალ თავს happy



Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2013-02-25, 4:48 PM | შეტყობინება # 33

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ver gavamtyuneb namdvilad,wina games ase tbilad dashordnen gio da nina da meore dilit ki isev civad umzerda titqos arc araferi momxdarikos :)) vnaxot am ori urtiertobidan ra gamova sabolood biggrin malee axalii tavii kiss

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2013-02-25, 7:40 PM | შეტყობინება # 34

842
83  +
   ±
Offline
T-MOMSEN, ერთი პერიოდი მეც მაბნევდა ეგ კითხვა და არ ვიცოდი საბოლოოდ რა მექნა ან ერთისთვის ან მეორესათვის. biggrin მაგრამ ახლაა... biggrin biggrin
Mari_Ami, ეგ იმიტომ რომ იეჭვიანა, რადგან კახა და ნინა ერთად ცხოვრობდნენ biggrin biggrin
შემდეგი თავი დღეს ან ხვალ... ვცდილობდი თავები არ გამომლეოდა, მაგრამ არ გამომივიდა მგონი...:DDD
მადლობა რომ კითხულოობთ kiss :* kiss

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 6:47 PM | შეტყობინება # 35

842
83  +
   ±
Offline
VIII თავი


ვიღაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, მაგრამ ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი რომ გამერკვია, ეს რეალობა იყო თუ უბრალოდ სიზმარი... სიზარმაცე გაჭირვებით დავძლიე და თვალები მოვიფშვნიტე. შემდეგ ნელ-ნელა გავახილე, ჯერ ერთი, მერე მეორე. რამდენიმე წამი დამჭირდა იმისათვის, რომ სინათლეს შევჩვეოდი. როდესაც მთლიანად გამოვფხიზლდი, საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი გიორგი შევამჩნიე. მშვიდად იჯდა და მიყურებდა. მე კი სირცხვილისაგან თვალი ვერ გავუსწორე, ისევ ბალიშზე დავდე თავი და უსასრულობაში უაზროდ ყურება დავიწყე.
- ასე როდემდე უნდა იყო? - რამდენიმე წუთის შემდეგ მკითხა. ალბათ ჩემმა სიჩუმემ დაღალა.
- საქმე მაინც არაფერი მაქვს, - მხრები ავიჩეჩე.
- ნინა გეყოფა ძალიან გთხოვ.
- რა? - გულწრფელად გამიკვირდა.
- ისე იქცევი, თითქოს ამ ყველაფერში მე მადანაშაულებ. თუმცა შეიძლება მართალიც იყო... - ბოლო სიტყვები ჩუმად თქვა.
გამახსენდა, რომ გიორგიზე დილით გავბრაზდი, რადგან ყველაფერი მისი მოწყობილი მეგონა. შეიძლება ასეც არის და ჩემი გარნიზონში დარჩენა მისი იდეა იყო, მაგრამ ახლა უბრალოდ არ შემიძლია მასზე გაბრაზება. ახლა ჩემ თავზე ვბრაზობ... როგორ შემეძლო ასე მოვქცეულიყავი? ცხოვრებაში პირველად ავყევი ვნებას და პირველად მქენჯნის ასე სინდისი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და გიორგის ურთიერთობას სახელიც კი არ გააჩნია, ჩვენ საერთოდ ერთად არც კი ვართ, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ მის წინაშე. ეს ნამდვილად არ არის ჩემი საამაყო საქციელი... ნუთუ ერაყში ყოფნა ყველაფერზე შემაცვლევინებს შეხედულებებს? ნელ-ნელა ვხვდები, რომ ცხოვრებას ვეღარ შეხედავ ისეთ ფერად ფერებში, როგორშიც აქამდე ვხედავდი. ჩემი სიამაყე და ეგოისტობა კი საერთოდ ზედმეტია იმ სამყაროში, სადაც ამდენ ადამიანს უჭირს და სიკვდილს ებრძვის...
- შენზე გაბრაზებული არ ვარ, - დასამტკიცებლად მას შევხედე, მაგრამ მის თვალებს მაინც ავარიდე მზერა.
- მართლა? და ამას როგორ დამიმტკიცებ? - ეშმაკურად ჩაიცინა და ჩემკენ მოიწია. მე კი ვიგრძენი, თუ როგორ დავმძიმდი შინაგანად.
- გიორგი, - ჩემი ხმა უსუსურად ჟღერდა, მაგრამ ის მაინც მიხვდა რასაც ვგულისხმობდი და გაჩერდა.
- ჯანდაბა! თუ ასეთი უბედურის გამომეტყველებით ივლი მთელი დღეები, მართლა გაგგზავნი კახასთან, რომ თავი ბედნიერად იგრძნო ტყვიების ზუზუნში, - ირონია არ დაიშურა.
მისმა სიტყვებმა მიმახვერდა, რომ ბაბუას სიკვდილის შემდეგ, ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს უბედურად. და ისიც ჩემი სულელური საქციელის დამსახურებით... როდესაც საყვარელ ადამიანს ღალატობ, ეს უფრო შენ განადგურებს... საკუთარი თავი გზიზღდება და ორი ადამიანის ტკივილს ერთად გრძნობ... ეს საშინლებაა და ამაში სხვას ვერავის დავადანაშაულებ, თუ არა საკუთარ თავს.
- მე უბრალოდ დავიღალე და ამ წუთას სულ არ მაინტერესებს ის გარნიზონი და ის, თუ რამხელა წარმატებას მომიტანდა მასზე სიუჟეტის გაკეთება. უბრალოდ... ყველაზე დეგენერატი ადამიანი ვარ, - მოგუდული ხმით ძლივს ვთქვი. ცრემლებს მთელი ძალით ვიკავებდი და ყელში ბურთი მებჯინებოდა. არ მინდოდა გიორგის შევცოდებოდი, უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე, ემოციების კონტროლით ვერასდროს დავიკვეხნიდი...
- ნინა, ასე ნუ ამბობ, - გვერდით მომიჯდა და ხელზე ხელი დამადო.
- შენ მე წესიერად არც მიცნობ, - თავი გავაქნიე.
- საკმარისად გიცნობ იმისათვის, რომ მივხვდე დეგენერატი არ ხარ, - ორივეს ჩაგვეცინა. - ახლავე დავბრუნდები, - თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
მარტო დარჩენილმა შვებით ამოვისუნთქე. მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ვერ ვბედავდი. მიუხედავად ყველაფრისა, გიორგი მე კარგად არ მიცნობდა და არ მინდოდა, რომ ჩემზე ცუდი შტაბეჭდილება შექმნოდა. სანამ გიორგი ისევ დაბრუნდებოდა ოთახში, გონებაში ათასი ვარიანტი განვიხილე თუ როგორ მეთქვა მისთვის დილანდელი ამბავი... ამასობაში კი გიორგი ჩაით სავსე ფინჯანით შემოვიდა და თბილად გამიღიმა. საპასუხოდ მეც გავუღიმე, მაგრამ ჩემს ღიმილს აშკარად ეტყობოდა, რომ დამნაშავის ღიმილს უფრო ჰგავდა.
- მადლობა, - თვალები დავხარე და ფინჯანი გამოვართვი.
ჩაი ყოველთვის მშველოდა და ნერვიულობას მიხსნიდა... გიო ისევ იქ ჩამოჯდა და მშვიდად დამიწყო ყურება.
- რა? - ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.
- რა? - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა, თან ტუჩის კუთხით ჩაეღიმა. საპასუხოდ არაფერი ვუთხარი, უბრალოდ თვალები გადავატრიალე.
- უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ცუდი განწყობა მალე გადაგივლის, - მხრები აიჩეჩა.
- რადგან ასეთი გემრიელი ჩაი მომიმზადე, ხასიათი უცბად გამომიკეთდება ახლა, - ვეცადე მხიარულად გამეცინა, მაგრამ ბუნებრივად არ გამომივიდა. შინაგანად ისევ ცუდად ვიყავი...
- ანუ არ გინდა ამ თემაზე საუბარი, - დასკვნის სახით თქვა გიორგიმ.
მე გამიკვირდა, რომ ასე ადვილად ხვდებოდა ჩემს ხასიათს. მართალია მსახიობური ნიჭით ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ არც გადაშლილი წიგნივით ვიყავი.
- არ ვიცი... - თავი ჩავხარე. - უნდა გითხრა... ჯოში, ის...
- ნინა, ჯოშს რომ არ მოსწონებოდი გამიკვირდებოდა კიდეც,-ცალყბად ჩაეღიმა.
- მაგრამ მე... ანუ სანამ წავიდოდა... - სიტყვებს ვერ ვპოულობდი და ხელებს ვიშველიებდი. - ის გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა, - ამოვიხვნეშე.
სულ რამდენიმე წამით მის სახეზე გაურკვევლობა გამოიხატა, მაგრამ შემდეგ სახე ნელ-ნელა შეეცვალა... თვალები უემოციოდ გაეყინა და სახე გაუქვავდა... მის დანახვზე გული უსიამოვნოდ შემეკუმშა. ეს ყველაფერი ჩემი ბრალია და სხვას ვერავის დავადანაშაულებ.
- გიო... - ვეცადე რაიმე მეთქვა, მაგრამ ჩემი ხმა ისეთი გამაღიზიანებელი მომეჩვენა, რომ გაჩუმება ვარჩიე.
- სჯობს დაიძინო, ნინა, - გამყინავი ხმით წარმოთქვა და ოთახიდან გავიდა.
გული საშინლად მიცემდა, ასე მეგონა ცოტაც და გაჩერდებოდა... როგორ შეიძლება ასე მცირე დროში ადამიანი შენთვის ამდენად ძვირფასი გახდეს? თუმცა ეს არ გამომივლენია, მაგრამ გიორგი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა ამ რამდენიმე დღეში... და ეს არ იყო არც თინეიჯერული გატაცება და არც ჩვეულებრივი ვნება სიმპათიური ბიჭისადმი... ამის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია... უბრალოდ მინდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო, ბედნიერი ჩემს გვერდით... და თუკი მის სახეზე ბედნიერ ღიმილს დავინახავდი ჩემ გარეშე, მე მის დათმობაზეც მზად ვიყავი... ალბათ სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული... გიყვარდეს და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვდე, გარდა მისი ბედნიერებისა. ალბათ სწორედ ნამდვილი სყვარულის დროს ივიწყებს ადამიანი ეგოიზმს, ისევე, როგორც მე ვივიწყებ ახლა...
გიოს რჩევას დავუჯერე და დაძინება ვცადე. იმდენად მინდოდა სამყაროს გამოვთიშვოდი, რომ მალევე ჩამეძინა...
როგორც იქნა აღმოვაჩინე რომ ხმაური, რომელიც მესმოდა, არ მესიზმრებოდა და ეს რეალობაში ხდებოდა. თვალები გავახილე, მაგრამ სინათლის გამო მაშინვე დავხუჭე.
- ბოდიში, ფარდების გაფარება დამავიწყდა, - გავიგე ვიღაცის წკრიალა ხმა. უცნობი ინგლისურად ლაპარაკობდა, მე კი ცნობისმოყვარეობამ მძლია და თვალები ფრთხილად გავახილე. ამჯერად შუქს აღარ შევუწუხებივარ, ფარდები გაფარებული იყო...
ოთახში მყოფ უცნობს შევხედე... ჩემს წინ პატარა, საყვარელი გოგო იდგა და მიღიმოდა. ძალაუნებურად მეც გამეღიმა, მის ღიმილზე სხვანარად ვერ უპასუხებდი...
- მე ეშლი ვარ, შენ ნინა, ხომ? - საყვარელი, წკრიალა ხმა ჰქონდა და ბავშვური, ლამაზი სახე.
- კი... - ვუპასუხე დაბნეულმა. - ვინ ხარ?
- მთხოვეს რომ... უფრო სწორად გადავწყვიტე გამეგო როგორ ხარ... ჯოშის მეწყვილე ვარ მე, - დაბნეული სიტყვებს ძლივს აბამდა.
- ვინ გთხოვა? - გული ამიჩქარდა, იქნებ...
- მთხოვეს, - თვალები უდანაშაულოდ დაახამხამა.
- ეშლი, გთხოვ, - სიამაყე დავივიწყე და ამ ნახევრად უცნობ ადამიანს ვთხოვე სიმართლე ეთქვა.
- კარგი, ოღონდ არ ჩამიშვა, - მუდარით სავსე თვალებით შემომხედა, მე კი ჟესტით ვანიშნე რომ გაეგრძელებინა, - გიორგი აფციაურმა, მაგრამ გამაფრთხილა რომ შენთვის არაფერი მეთქვა.
გულში სითბო ჩამეღვარა... ანუ ყველაფრის მიუხედავად გიორგი მაინც ზრუნავს ჩემზე...
- მადლობ, - ეშლის გავუღიმე და წამოვდექი. საათს როცა შევხედე, გაოცებისაგან პირი ღია დამრჩა... უკვე მეორე დღის თორმეტი საათი იყო, მე კი გუშინ საღამოს დავიძინე. ნუთუ ამდენი ხანი მეძინა?
ეშლის ვუთხარი რომ დამლოდებოდა, თავად კი აბაზანაში შევედი. იქიდან გამოსულს სამზარეულოდან ხმები მომესმა. იქითკენ გავემართე და დავინახე, როგორ ადუღებდა წყალს ეშლი.
- ზრუნვისათვის მადლობელი ვარ, მაგრამ შეწუხება არ ღირს, თავადაც შემიძლია, - უცხო ადამიანებისაგან ზრუნვასა და ამდენ ყურადღებას მიჩვეული არ ვიყავი, ამიტომ ძალიან მეხამუშა მისი საქციელი...
- ნუ ნერვიულობ, ყავის დალევა მომინდა და ორივესთვის ავადუღე წყალი, - გამიღიმა, მე კი მის ბუნებრივობაზე გამეცინა...
ერთად ვისაუზმეთ, თან ჯოშზე და მათ საქმიანობაზე მიყვებოდა. შევატყვე რომ ჯოშზე ძალიან ნერვიულობდა. რა თქმა უნდა მეც ვნერვიულობდი მასზე და კახაზე, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო...
- ჯოში, ის... ძალიან კარგი და განათლებული ადამიანი, დიდ პატივს ვცემ. და მეშინია მის გამო... - თავი ჩახარა და აქ მივხვდი, რომ ეშლისთვის ჯოში მხოლოდ კოლეგა არ იყო.
- ის კარგად იქნება, ისიც და კახაც! - ვთქვი მტკიცედ.
საუზმის დამთავრების შემდეგ გარეთ გავედით. მე ფოტო აპარატი და ხელის კამერა ავიღე, რომ ყველაფერი გადამეღო. თუმცა ნანახმა ყველა ჩემს ფანტაზიას გადააჭარბა... სულ რაღაც ერთ დღეში გარნიზონი საგრძნობლად იყო შეცვლილი... ხალხი უფრო მეტად იყო შეშინებული, ვიდრე აქამდე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიარაღებული ჯარისკაცები იდგნენ, გაძლიერებული დაცვა იყო... ახლა საბოლოოდ გავაანალიზე, რომ ომში ვიყავი, სადაც ადამიანები კვდებოდნენ, ქალები ქმრებსა და შვილებს კარგავდნენ, ბავშვები მამებს და უამრავ ადამიანს ეცლებოდა ხელიდან სიცოცხლე, რათა სხვებისათვის შეენარჩუნებინა. ეს იყო ნამდვილი გმირობა, რომლის სიტყვებით აღწერა უბრალოდ შეუძლებელია.
და მე უბრალოდ ყველანაირი ემოციის მოზღვავებას ვგრძნობდი. ვეღარ ვარჩევდი რა იყო ეს, სიბრალული, სასოწარკვეთილება, ზიზღი თუ უბრალოდ შიში...
კამერით ვიღებდი ირგვლივ ყველაფერს და ვგრძნობდი, რომ მეც ისე გამოვიყურებოდი, როგორც დანარჩენები-შეშინებული...
- ნინა, - გავიგე ეშლის ხმა და უკუ სვლით წავედი მისკენ, რადგან თან კამერით ვიღებდი, მაგრამ ფეხი რაღაცას წამოვკარი, კამერა ხელიდან გამივარდა და მეც მას მივყევი... თან ფეხი გადამიტრიალდა და გვერდულად დავეცი... ტკივილმა იმდენად მოიცვა მთელი ჩემი გონება და სხეული, სრულიად დამავიწყდა რომ ნახევარი გარნიზონი მე მიყურებდა. მოურიდებლად შევიგინე(თუმცა ქართულს იქ ცოტა თუ გაიგებდა) და სიმწრის ცრემლები გადმოვყარე. არ მინდოდა სხვების დასანახავად მეტირა, მაგრამ უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე, სიმწრისაგან თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი...
- ნინა, - ეშლი ჩემ გვერდით ჩაიმუხლდა და ნატკენი ფეხი ხელით ფრთხილად გამისინჯა, მაგრამ ტკივილი ვერ ავიტანე და ხელი უხეშად გავაშვებინე.
- მტკივა, - ამოვიკვსენე საცოდავად და შეშინებულმა ფეხს დავხედე. სანახაობა ნამდვილად არ იყო კარგი და შიშისაგან რომ შეიძლებოდა მოტეხილობა ყოფილიყო, ტირილი დავიწყე, ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი.
ეშლი თავზე ხელს მისვამდა და ჩემ დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ მშველოდა. ნატკენ ფეხზე ცივის შეგრძნება ვიგრძენი და მესიამოვნა, მაგრამ მეორე წუთში ტკივილის ახალმა ტალღამ დამიარა. გაბრაზებულმა გავიხედე, მაგრამ მხოლოდ გიორგი შემრჩა ხელში ყინულებით.
- უბრალოდ ვენები გაქვს აყრილი, საშიში არაფერია, - გამიღიმა და ნაზად დამისვა ხელი. შემდეგ ჩემთან მოვიდა და ხელში ამიყვანა, კოტეჯისაკენ წამიყვანა და თან ეშლის გასძახა, რომ თბილი წყალი მოემზადებინა.
როდესაც კოტეჯის კარი გააღო, თავი უკან შევატრიალე და დავინახე, როგორ შემოიყვანეს სამი გასისხლიანებული ადამიანი და შემდეგ როგორ მოჰყვა ამას განწირული ყვირილი... სხვა ვერაფრის აღქმა ვერ მოვასწარი, გიორგიმ კარი დახურა და მე ყველაფერი დამავიწყდა გარდა იმისა, რომ ფეხი საშინლად მტკიოდა...

littlegirlთარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:10 PM | შეტყობინება # 36
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
happy



T-MOMSENთარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:29 PM | შეტყობინება # 37

266
15  +
30  ±
   ±
Offline
გიორგიზე შეყვარებული ვარ surprised და როცა ვამბობ რომ გიორგიზე შეყვარებული ვარ, ვგულისხმობ რომ.... ყურებამდე ვარ მასზე შეყვარებული biggrin
გიორგი და ნინა ერთად, ჯოში და ეშლი ერთად და მოთხრობის დასასრულს ყველა ბედნიერია ჩემი ჩათვლით biggrin დიდი იმედი მაქვს რომ გიოს მოკვლას არ აპირებ, თან გადავყვები ალბათ ))
ძალიან ლამაზად გადმოსცემ ყველაფერს და სწორედ ამიტომაა რომ თითოეულ თავს რამდენჯერმე ვკითხულობ. ასე გააგრძელე happy




შეტყობინება შეასწორა T-MOMSEN - ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:30 PM

Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:17 PM | შეტყობინება # 38

436
7  +
9  ±
   ±
Offline
me giorgi gadamrevs,rogori tbilia happy arcifiqro mokla ! vergadavitan

Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:20 PM | შეტყობინება # 39

436
7  +
9  ±
   ±
Offline
me dzalian mixaria ase mal-male rom deb axal tavs kiss gmadlobt

bella-vampireთარიღი: კვირა, 2013-03-03, 7:15 PM | შეტყობინება # 40

842
83  +
   ±
Offline
T-MOMSEN,
მადლობაა!!! kiss მეც ისე მიყვარს ჩემი თითოეული პერსონაჟი, რომ მიჭირს მათთან "გამომშვიდობება", მაგრამ... ყველაფერს ნახავთ biggrin
Mari_Ami, მე ის მიხარია რომ თქვენ მოგწოონთ kiss
და ერთი კითხვა... სულ გიორგი, გიორგი... ჯოში არ მოგწონთ? biggrin biggrin

bella-vampireთარიღი: კვირა, 2013-03-03, 7:26 PM | შეტყობინება # 41

842
83  +
   ±
Offline
IX თავი


თითქმის მთელი დღის განმავლობაში გიორგი გვერდიდან არ მშორდებოდა, მივლიდა და მანუგეშებდა... მე კი მხოლოდ ისიც მყოფნიდა, რომ ის ჩემ გვერდით იყო, ყურში დამამშვიდებელ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა და მის გულზე მედო თავი. ამ სიტუაციაში იმაზეც მადლობელი ვიყავი, რომ ის უბრალოდ ნერვიულობდა ჩემზე და ზრუნავდა...
ვხვდებოდი, რომ რაღაც ხდებოდა, რადგან რამდენჯერმე დაუძახეს გიოს და როგორც სახეზე შევატყვე, საკმაოდ არასასიამოვნო საუბარი ჰქონდათ.
- რა ხდება? - ვიკითხე მისუსტებული ხმით, როდესაც უკვე მეოთხე დაძახების შემდეგ დაბრუნდა.
- მნიშვნელოვანი არაფერი, - გამიღიმა და თავზე ხელი დამისვა. თვალები დავქაჩე და ვაგრძნობინე, რომ პასუხმა არ დამაკმაყოფილა.
- ჟურნალისტსს პროფესიულ საიდუმლოებებს ვერ გავუმხელ,-თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
- გიორგი, - ამოვიხვნეშე. - მაშინ მითხარი, როგორც... - დავფიქრდი. - მეგობრას, - ვთქვი, როცა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
- მეგობარს? - თვალები მოჭუტა. - ოკეი... მეგობარს და როგორც ერთ-ერთ უსაყვარლეს პიროვნებას, გეუბნები, რომ დაისვენო.
მისი ნათქვამი ბედნიერს გამხდიდა, რომ არა... რამდენიმე სიტყვის გამოტოვება.
- აქ იქნები? - ვკითხე გულისფანცქალით.
- თუ შენ გინდა, - მხრები აიჩეჩა.
- თუ შენ გინდა, - გავუმეორე იგივე მკაცრად.
- მაშინ ვრჩები, - გამიღიმა.
ეს იყო ღიმილი... უბრალოდ ღიმილი, რომელიც ბედნიერს მხდიდა და რომელიც სითბოს ასხივებდა, ყველანაირ დარდს მავიწყებდა...
- კარგი. ახლა დავიძინებ, - უკვე საკმაოდ გვიანი იყო, თანაც დაღლილობას ვგრძნობდი და ამ ყველაფერს ჩემი მთქნარება ამტკიცებდა.
- ძილი ნებისა, - თავზე ფრთხილად მაკოცა და ხელი გადამხვია. მე კი უფრო მეტად მივიწიე მისკენ, თავი მკერდზე დავადე და ბედნიერად ამოვისუნთქე. ეგოისტობაა ბედნიერების გრძნობა იმის გათვალისწინებით რაც ჩვენს გარშემო ხდება, მაგრამ გრძნობებთან ჭიდილი არასდროს გამომდიოდა...
- ძილი ნებისა, - უკვე ძილბურანში მყოფმა ჩავიბუტბუტე...

...

ვხედავდი რომ ჩემ გარშემო მთლიანად სიწითლე იყო, სისხლი... უბრალოდ ვერ ვხვდებოდი ვის ეკუთვნოდა... ხელებზე დავიხედე და კანკალმა ამიტანა, მთელ სხეულში ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ვიცოდი რომ მე არ ვიყავი დაჭრილი. ვგრძნობდი რომ ძალა უნდა მომეკრიბა, ავმდგარიყავი, მაგრამ მოძრაობის უნარი წართმეული მქონდა... უბრალოდ გაშტერებული თვალებით ვუყურებდი სისხლს და ვგრძნობდი როგორ მეჭიმებოდა სხეულის თითოეული უჯრედი. დაბნეულობა, გაურკვევლობა, აღშფოთება და შიში, ძალიან დიდი შიში ნებას არ მაძლევდა მეფიქრა. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა რომ ჩემ გარშემო ყველგან სისხლი და... სისხლში ამოსვრილი გვამები იყო...

...

საკუთარმა ყვირილმა გამომაღვიძა... მაშინვე ხელების დაძაბულობა ვიგრძენი, რადგან მთელი ძალით ჩავფრენოდი ჩიხოლს.
- ნინა, - ოთახში გიორგი შემოვარდა და ჩემთან მოვიდა. მე კი ძლიერად ჩავეხუტე და პატარა ბავშვივით ტირილი ამივარდა.
- სისხლი... - ვსლუკუნებდი და თან გიოს მაისურს ვუჭერდი ხელებს.
- ჩუ... ნინა, დამშვიდდი, - ზურგზე დამამშვიდებელი ჟესტით ხელს მისვამდა.
ცოტა ხანში მისმა სიახლოვემ იმოქმედა. ტირილი შევწყვიტე და ცრემლიანი თვალებით ავხედე გიოს, რომელსაც გაკვირვებული და შეშინებული სახე ჰქონდა.
- ეს საშინელება იყო, - ამოვისლუკუნე.
- მოდი, მომიყევი, - საწოლზე კომფორტულად მოეწყო, მე ზურგით მიმიხუტა და ჩემ თმებთან დაიწყო თამაში.
მე კი ღრმად ამოვისუნთქე და მოყოლა დავიწყე...
როდესაც თხრობა დავამთავრე, გიომ უსიტყვოდ ჩამიკრა გულში და ასე ვყავდი ჩახუტებული დიდხანს...
- შხაპს მივიღებ, - ურიაქციოდ ვთქვი და წამოვდექი.
ცივი წყლის ჭავლის ქვეშ ერთ საათზე მეტი ვიდექი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ყველაფერზე და არაფერზე...
ბოლოს, როგორც იქნა, წყალი დავკეტე და ჩავიცვი. სამზარეულოში გასულს მაგიდა გაშლილი დამხვდა. ერთი თეფში, ერთი ჭიქა და კოვზი, ყველაფერი ერთისთვის...
ჭამას ჩუმად შევუდექი, გიორგი კი იქვე დივანზე იჯდა და რაღაც ფურცლებს ათვალიერებდა.
- რა არის? - ვიკითხე ანგარიშმიუცემლად.
- წერილები, - მხრები აიჩეჩა.
- ვისი?
- ქართველ ჯარისკაცებს ჩამოუვიდათ, - თქვა და თავი დახარა.
ისინი მეზობელ გარნიზონში იყვნენ წასულები... თავიანთი მოთხოვნით. ხომ შეიძლება წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწიოს... მე ჩემები გავაფრთხილე რომ არ მოეწერათ, არანაირი კავშირი. ისე, თითქოს არ ვარსებობ... ასე უფრო ადვილი იქნება შეგუება, თუ...
ჭიქა ხმაურიანად დავდგი, მაგიდა ავალაგე და ჭურჭლის რეცხვას შევუდექი. საქმე, რომელსაც ბავშვობიდან ვერ ვიტან.
მე და გიორგი ერთად გავედით გარეთ. მაშინვე შევამჩნიე ეშლი, რომელიც ხელს გვიქნევდა. გიოს გავხედე, მან კი ლოყაზე ხელი ნაზად დამისვა და გამიღიმა. ეს იყო ღიმილი, რომელიც გონებიდან ვერასდროს წაიშლება... ხელზე ხელი ოდნავ მოვუჭირე და ეშლისკენ წავედი. მიუხედავად განწყობისა, გრძნობებისა და ემოციებისა, მე მაქვს სამსახური, რომელშიც ყველა გრძნობა უსარგებლოა...

...

ვხედავდი, როგორ კვდებოდა ხალხი, როგორ იტანჯებოდნენ ღრმა ჭრილობებისაგან. სიკვდილს თვალებში უყურებდნენ და ცხოვრების იმ სიტკბოებას გრძნობდნენ, რასაც ადამიანი მხოლოდ სიკვდილის წინ განიცდის. მათ იცოდნენ რომ სიკვდილი უკვე ახლოს იყო, ამას სხეულის ყოველი უჯრედით გრძნობდნენ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ახსენდებოდათ ოჯახი, მეგობრები... ადამიანები, რომლებიც ელოდნენ, ისინი კი მათ ტოვებდნენ.
ყველაზე საშინელი ის არის, როდესაც უყურებ ადამიანის ტანჯვას და ვერაფრით ეხმარები. თავს უძლურად, უსუსურად და დაუცველად ვგრძნობ. ღმერთს ვევედრები რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, ოჯახისაგან მოშორებული ადამიანები სახლში დაბრუნდნენ. მე კი... მე... მე სადაცაა გადავიწვები ამდენი ემოციისაგან, გადაღლილობისა და დაძაბულობისაგან, მაგრამ ჩემი თავი ვის ადარდებს. მე არც ქმარი მყავს და არც შვილები. მართალია მყავს მშობლები, ყველაზე მაგარი მეგობრები, მაგრამ ისინი გადაიტანენ... მშობლებს ჩემ გარდა ჰყავთ ქეთი, შვილიშვილები... მეგობრებს კი... მათთვის ერთი კარგი, მხიარული და გიჟი მოგონება ვიქნები, რომელიც იყო, არსებობდა და ცხოვრება უხაროდა. შემდეგ მზე ჩავიდა და მოგონებაც მასთან ჩაიმალა. ეს იყო მთელი ისტორია, რომელიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა.
არ ვინანებ, თუკი ცხოვრებას აქ დავასრულებ. ამ მცირე ხნის განმავლობაში მე უკვე იმაზე მეტი ვნახე და გავიგე, რომ ზოგი მთელი ცხოვრება ვერ ასწრებს. განვიცადე ის შეგრძნებები, რაზეც არასოდეს მიოცნებია, ვნახე ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ მადლობელი ვარ ამ ყველაფრისათვის. ცხოვრების უფრო მეტად დაფასება ვისწავლე, სხვა თვალით შევხედე ყველაფერს და ვგრძნობ, რომ გავიზარდე. ცხოვრებამ მწარედ მომაგლიჯა ვარდისფერი სათვალე და რეალობა დამანახა. თუმცა ალბათ ესეც საჭირო იყო. მთელი ცხოვრება ვერ გამოვიკეტებოდი ჩემს სამყაროში და სიცოცხლის სილამაზეს ვერ დავიჯერებდი. სიცოცხლე ლამაზია გარკვეულ პერიოდში, მაგრამ ერთ დღესაც ეს ყველაფერი ცუდად მთავრდება. ან მოულოდნელად, ან გააზრებულად...
ასეთია ცხოვრების კანონი და მას ვერსად გავექცევით...

...

ორი კვირა გავიდა, რაც კახა და ჯოში წავიდნენ. შიშის ორი კვირა... ყოველ საღამოს ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ დაჭრილებსა და გარდაცვალებულებს შორის ისინი არ მოჰყავთ, ყოველ დილით კი ღმერთს ვევედრები, რომ დღეს ისინი არ მოიყვანონ...
დილით, როგორც ყოველთვის, კამერით ხელში გავედი გარეთ და ყველაფრის თვალიერება დავიწყე. ყოველ დილით იმაზე საშინელი სიტუაციაა, ვიდრე წინა ღამეს იყო...
- ნინა, - ჩემს წინ ტირილისაგან თვალებჩაწითლებული ეშლი იდგა და ნიკაპი უთრთოდა.
- ის... - მეტი ვეღარ შეძლო, უბრალოდ ჩაიკეცა და მე მივხვდი, რომ ღმერთმა ჩემი ვედრება არ შეისმინა...

Immortalთარიღი: კვირა, 2013-03-03, 9:28 PM | შეტყობინება # 42
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
ოოო აი ეს ნინა უკვე მომწონს biggrin იგრძნო ომის სიმძიმე და პასუხისმგებლობა. კარგია happy


Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 0:01 AM | შეტყობინება # 43

436
7  +
9  ±
   ±
Offline
aramgonia eshlis ecnoba joshis sikvdili :)) ninas pasuxismgebloba ki ara mgoni shishi ufro agedzro

Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 5:04 PM | შეტყობინება # 44

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ძალიან მომეწონა,კიდევ ერთხელ გადავიკითხე,მომეწონა სიზმრები როგორ გამდოეცი

შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - ორშაბათი, 2013-03-04, 5:04 PM

Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 5:06 PM | შეტყობინება # 45

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ყოჩაღ^_^
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა: