სიყვარული ომის შუაგულში
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2013-02-09, 7:55 PM | შეტყობინება # 16 |
842
Offline
| Mari_Ami, ragac ideebi maqvs da vnaxot ra iqneba :DDD intriga ufro amis shemdeg rom motxrobas davwer iq iqneba charbad:DDD DreaMy, minda, magram vnaxot ra iqneba, cota sxva gegmebi maqvs me kidev... ^^
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: კვირა, 2013-02-10, 2:00 PM | შეტყობინება # 17 |
436
Offline
| bella-vampire, აბაა რა გეგმებიი ? ^__^ თავი მომწეონა და მომავალში ბევრ ახალს და საინტერესოს ველიი
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2013-02-11, 8:32 PM | შეტყობინება # 18 |
842
Offline
| IV თავი მგზავრობის შესახებ ჩემმა პროგნოზმა არ გაამართლა, ჯარისკაცები საკმაოდ მხიარულები აღმოჩნდნენ და ჩვენც კარგად ვიხალისეთ მათთან ერთად. ცოტა ხნით ისიც დამავიწყდა, რომ ერაყში მივდიოდი. მაგრამ მხოლოოდ ცოტა ხნით... როგორც იქნა თვითმფრინავი დაეშვა ბაღდადში და ზუსტად აქ დაიწყო ჩემი ნერვიულობა. რაიმე რომ ისე არ გავაკეთო? ეს ხომ ერაყია, სადაც ქალები სრულიად განსხვავებულად იქცევიან, სხვანაირად იცვამენ... აქ სრულიად განსხვავებული კულტურაა და მომიწევს, რომ მას პატივი ვცე... დამღლელი პროცედურების შემდეგ როგორც იქნა მოვახერხეთ აეროპორტიდან გასვლა, მაგრამ კინაღამ ისევ იქ შევბრუნდი. პირველი რეაქცია იყო: ,,მე აქ ვერ ვისუნთქებ!” - აქ რითი სუნთქავენ? - იკითხა კახამ. ანუ მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში... - მალე მიეჩვევით, ახლა აქ 46 გრადუსია, - გვითხრა იქ დამხვედრმა, როგორც მივხვდი მაიორმა. მე და კახამ ერთმანეთს საცოდავად გადავხედეთ. ნეტავ როდის იქნება ეს ,,მალე”? ჰაერი ფილტვებამდე ვერ აღწევს, ასე მგონია ცოტაც და დავიხრჩობი. - მე მაიორი გია ორველაშვილი ვარ, - ჯერ კახას ჩამოართვა ხელი, მერე მე. ჰმ, არადა ერაყში ქალზე ხელის შეხება არ შეიძლება, მაგრამ მაიორი ისეთი სიმპათიური აღმოჩნდა, მას ეპატიება... ნინა მორჩი სისულელეებს და კონცენტრაცია შენს საქმეზე გააკეთე, - შევუძახე საკუთარ თავს. კახამ თავი წარუდგინა, ახლა ჩემი ჯერია... - ნინა დადიანი, ჟურნალისტი, - ამაყად წარმოვთქვი და თავი ძლივს შევიკავე, რომ საკუთარ თავზე არ გამცინებოდა. მან მხოლოდ ცივად დამიკრა თავი და ზურგი შეგვაქცია. ამას რა, ზრდილობა არ ასწავლეს ჯარში? - არ გაგიმართლა ნინა, - გადმომიჩურჩულა კახამ, მე კი საპასუხოდ ფერდში ვუთავაზე. გარემო შევათვალიერე და იქ მყოფი ქალები შემეცოდნენ... მიუხედავად პაპანაქება სიცხისა, მათ მაინც სრულიად დახურული კაბები ეცვათ და ერთი ღერი თმაც კი არ უჩანდათ თავზე. შემდეგ ტანზე დავიხედე და ცოტათი შემრცხვა კიდეც... მოკლე შორტები და ბრეტელებიანი მაიკა მეცვა. მე ამაშიც კი მცხელოდა და წარმოდგენაც არ მინდოდა, როგორ იქნებოდნენ აქაური ქალები... მაგრამ ალბათ უკვე მიჩვეულები არიან... მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი, მათ ტრადიციებს პატივი უნდა ვცე-თქო, ასე ნამდვილად ვერ ჩავიცვამ. უბრალოდ შევეცდები, გამომწვევად არ ჩავიცვა და თვალში ზედმეტად არავის მოვხვდე, მაგრამ ეს საკმაოდ ძნელია ერაყში, როცა მათგან სრულიად განსხვავებული, კავკასიური გენები მეტყობა სახეზე... გარნიზონში სატვირთო მანქანით წავედით. მიუხედავად გაუსაძლისი სიცხისა და დაძაბულობისა, რომელიც ჰაერშიც კი შეინიშნებოდა, ჯარისკაცები მაინც ინარჩუნებდნენ მხიარულ განწყობას. კახა ამ ყველაფერს იღებდა და თვითონაც მხიარულობდა, ეტყობა უკვე მიეჩვია აქაურ ჰავას. მე კი განაბული ვიჯექი და გარემოს ვათვალიერებდი. გარშემო ყველაფერი ოქროსფერ ქვიშაში იყო ჩაფლული და ჰორიზონტი არ ჩანდა. მხოლოდ უდაბნოს იდუმალი სიჩუმე იყო ჩვენი მეგზური. გზად მხოლოდ რამდენიმე ბედუინი შეგვხვდა... რაც უფრო ვუახლოვდებოდით გარნიზონს, გული მით უფრო სწრაფად მიცემდა. გზაში იმდენი წყალი დავლიე, რომ მგონი მთელი მარაგი მე გავათავე. როგორც იქნა მივაღწიეთ გარნიზონამდე. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ერთსართულიანი პატარა კოტეჯებით, უამრავი ჯარისკაცით, ჟურნალისტებითა და რაც მთავარია, აღმოსავლური სულით. თავი პარალელურ სამყაროში მეგონა, რომელიც ჩემი სამყაროსაგან სრულიად განსხვავდებოდა. აქ არ იყო ბედნიერი სახეები, მხიარულობა და სილაღე... ყველას ეტყობოდა დაძაბულობა. კაცებს დაღლილი სახეები ჰქონდათ, ქალებს კი სევდიანი თვალები, რომლებშიც შიში იკითხებოდა, შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვისა... ამ ყველაფერს მხოლოდ ბავშვების მხიარული ჟრიამული ანეიტრალებდა. რა ბედნიერნი არიან პატარები, არაფერზე დარდობენ... ჯარისკაცები მაშინვე გადაანაწილეს გარნიზონში. მოსაწესრიგებლად და საცხოვრებლის დასათვალიერებლად რამდენიმე წუთი მისცეს. მე და კახამ კი გარნიზონის დათვალიერება დავიწყეთ, თან ყველაფერს ვიღებდით. მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და დასვენება მინდოდა, ცნობისმოყვარეობამ მძლია და მთელი გარნიზონი ფეხით შემოვიარე კახასთან ერთად, რამდენიმე იქ მცხოვრებსაც გამოველაპარაკე. ბოლოს როგორც იქნა ყველაფრის თვალიერება დავამთავრეთ და კოტეჯებისაკენ წავედით. ჩანთიდან ფოტოაპარატი ამოვიღე, გარშემო ყველაფერს ვაფიქსირებდი. ისე ვიყავი გართული ამ საქმიანობით, რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ წამოვკარი რაღაცას ფეხი. ცოტაც და დავეცემოდი, მაგრამ ვიღაცის ძლიერმა მკლავებმა შემაჩერეს და დაცემის უფლება არ მომცეს. ჩემს გადამრჩენელს შევხედე და სუნთქვა შემეკრა. მუქი ფერის კანი, დიდი, მიმზიდველი ტუჩები და გიშრისფერი თვალები, რომლებშიც სიცივისა და სიმკაცრის მეტს ვერაფერს ამოიკითხავდით, მაგრამ მაინც საოცრად მიზიდავდა. ამ ყველაფერს მისი დამაბრმავებლად გულთბილი ღიმილიც დაემატა და თეთრი, ჩაწყობილი კბილები, რომლებიც მისი კანის ფერთან საოცარ კონტრასტში იყო. ფეხზე მყარად დამაყენა, თან ტუჩებიდან ეშმაკური ღიმილი არ შორდებოდა. ალბათ მიხვდა, რა ზეგავლენაც მოახდინა ჩემზე, მე კი ვცდილობდი გამეხსენებინა როგორ მესუნთქა. - კარგად ხარ? - მკითხა ქართულად. რა?? ეს საოცრება ქართველია? შეუძლებელია, საერთოდ არ ეტყობა ქართველის არაფერი. - ქართული საიდან იცი? - ავტომატურად ვკითხე. ჩემს რეაქციაზე გაეცინა. - მამით ქართველი ვარ, დედა კი ამერიკელი ინდიელი მყავს, - ახლა ყველაფერი გასაგებია... - ნინა წასვლის დროა, - ოხ კახა, ამიერიდან გირჩევნია მიფრთხილდე. მაინც და მაინც ახლა რატომ მოხვედი? - გამარჯობა, - ხელი გაუწოდა უცნობმა, კახამაც ჩამოართვა. - ესე იგი ნინა, - ისევ მე შემომხედა და გამიღიმა. ამ ღიმილისაგან მუცელმა სალტო გააკეთა... - ბოდიში, მაგრამ მაიორი გვეძახის, - არ იშლიდა თავისას კახა. - კიდევ შევხვდებით, - გამიღიმა და გაგვშორდა. - უო, ნინა დადიანს ვიღაც მოეწონა? - ხითხითებდა. - მოკეტე კახა, - შევუბღვირე. ამასობაში მაიორ ორველაშვილთანაც მივედით, რომელიც იქვე გველოდებოდა. მან გვაჩვენა ჩვენი კოტეჯი, სადაც მე და კახას უნდა გვეცხოვრა. სახლი კეთილმოწყობილი იყო, ორი საძინებლით, სამზარეულოთი და საერთო აბაზანით, რაც დიდად არ მომეწონა, მაგრამ რას ვიზამდი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიცხეში - კონდენციონერი, რამაც ძალიან გამახარა. მის გარეშე სახლში ნამდვილად სიკვდილი მოგველოდა. აბაზანის მიღება როგორც ჯენტლმენმა, კახამ მე დამითმო. პაპანაქება სიცხეში ცივი შხაპი მესიამოვნა, მაგრამ მომაშია კიდეც. თმები ოდნავ შევიშრე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ბარგის ჩალაგების დროს სულ არ გამხსენებია აქაური ტრადიციები, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ სიცხე იქნებოდა და რაც შეიძლება თხელი და კომფორტული ტანსაცმელი წამოვიღე. ბოლო-ბოლო ავარჩიე, ჩავიცვი და სარკის წინ დავდექი. არაფერი ზედმეტი, ჩემს საყვარელ აქსესუარებს უნდა გამოვემშვიდობო, აქ ამის დრო არ არის... საათს დავხედე. უკვე ერთი საათზე მეტია, რაც კახა აბაზანაშია. და კიდევ იტყვიან რომ ქალები უფრო მეტ ხანს უნდებიან თავის მოწესრიგებას... საწოლზე წამოვწექი, ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის ჰანგებში ჩავიძირე... თუმცა უმოქმედოდ დიდ ხანს მაინც ვერ გავძელი და კახას მივუკაკუნე. - ცოცხალი ხარ თუ წყალს გაყევი? - ნწ, ნწ, ასე როგორ გაგახარებ დადიანი, - ძლივს გავიგე მისი ხმა წყლის შრიალში. - ხვედელიძე, იმედია წყლის მარაგს ბოლომდე არ ამოწურავ, თორემ იცოდე ვერ გადამირჩები, - შევძახე და კარს მოვშორდი. გარნიზონში წყალი სამ დღეში ერთხელ მოდიოდა, ამიტომ თითო კოტეჯს თავისი ბაკი ჰქონდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში უნდა გამოგვეზოგა, მაგრამ კახას ხელში ალბათ ერთი დღესაც არ გვეყოფა ჩვენ... მოწყენილობისაგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ამიტომ ფოტო აპარატი, ხელის კამერა ავიღე და გარეთ გავედი. ვიღებდი ყველაფერს, რისი გადაღებაც კი შეიძლებოდა. თან თვალებით იმ უცნობს დავეძებდი, მაგრამ ვერსად შევამჩნიე. ცოტა მოვიწყინე კიდეც, მისი სახელიც კი არ ვიცოდი. არადა მისი სახე გონებიდან ვერ მოვიშორე, თვალწინ მედგა... მაგრამ მალე მისი სახე აორთქლდა, როცა ჩემს წინ ვიღაც უცხოელი(ამ შემთხვევაში ამას დანამდვილებით ვამბობ. თუ ასე არ იქნა, მაშინ ყველაფერს თავს ვანებებ) დამიდგა და თეთრი კბილები გამოაჩინა. ქერა, გრძელი თმები ჰქონდა და საკმაოდ ნავარჯიშები სხეული. გარუჯულ კანზე ზღვისფერი თვალები ანათებდნენ და მის სახეს მეტ მომხიბვლელობას მატებდნენ. მაშინვე ჩემი საყვარელი გმირი გამახსენდა ფილმიდან ,,ტროა” ეს ადამიანი ზედგამოჭრილი აქილევსი იყო... - გამარჯობა ლამაზო, - მითხრა ინგლისურად, ხრინწიანი ხმით. თითქოს ენა გადავყლაპე, დამუნჯებული ვიდექი მის წინ და ელის სიტყვები მახსენდებოდა სიმპატიურ ბიჭებზე. ეს მართლა ხიფათია...
| |
|
|
|
|
Mari_Ami | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-14, 2:55 PM | შეტყობინება # 21 |
436
Offline
| aq ragaceebi moxdeba ^__^ shemdegi martla saintereso mechveneba
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2013-02-16, 7:19 PM | შეტყობინება # 22 |
842
Offline
| V თავი
ალბათ დიდხანს ვუყურებდი დებილივით, რადგან უცნობმა ჩაიცინა და შემდეგ ისევ ინგლისურად მომმართა. - ინგლისური არ იცი? - თუ არ ვიცი, ნეტავ როგორ ვუპასუხებ ამ კითხვაზე? - კი, კი, - გამოვფხიზლდი. - მე ნინა ვარ, საქართველოდან, - ნაზად გავუღიმე. - ჯოში, ამერიკიდან, - ხელი გამომიწოდა, მეც ჩამოსართმევად გავემზადე, მაგრამ ის ხელზე მეამბორა, თან მზერას არ მაშორებდა. - სასიამოვნოა, - ხმა ძლივს დავიმორჩილე. - ასეთი სილამაზის გაცნობა ჩემთვის დიდი პატივია, - ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი ღაწვებზე, ანუ გავწითლდი... - ყოველთვის მინდოდა ქართველი ჟურნალისტების გაცნობა, - განაგრძო მან. _ რას წარმოვიდგენდი, თუ ასე გამიმართლებდა, - თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა, თითქოს მზერით მაშიშვლებდა... - მე კი ამერიკელი ჟურნალისტის გაცნობა მსიამოვნებს, - თან ასეთის!!! - რომელი არხიდან ხარ? - არაფერი მნიშვნელოვანი, - ხელი აიქნია. მე კი მიკროფონს დავხედე, რომელსაც CNN ეწერა. - ანუ არაფერი მნიშვნელოვანი, არა? - ხელით მიკროფონზე ვანიშნე, მან კი ისეთი სახე მიიღო, პატარა ბავშვს კანფეტის მოპარვაზე რომ დაიჭერენ... - უკვე ვახშმის დროა, არ მოდიხარ? - სხვა თემაზე გადაიტანა ყურადღება. - სიამოვნებით, მაგრამ ჩემს ოპერატორს უნდა დაველოდო, - ზუსტად ამ დროს ჩვენკენ მომავალი კახა შევამჩნიე. - უკვე ვიფიქრე დაიხრჩო-თქო, - ვუთხარი სიცილით, მაგრამ როდესაც ჯოშის სახე შევამჩნიე, სასწრაფოდ გადავედი ინგლისურზე, ეს უტაქტობა იყო ჩემი მხრიდან... კახას და ჯოშს ერთმანეთი გავაცანი. კახამ ორაზნოვნად გადმომხედა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ჯოშმა დანარჩენი ჟურნალისტებიც გაგვაცნო, ყველამ კარგად მიგვიღო. ვახშამმა მხიარულად ჩაიარა, ყველაფერზე ვსაუბრობდით, გარდა ომისა. მაგრამ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იმის მოყოლა დაიწყო, თუ როგორ ეცადნენ რამდენიმე დღის წინ ჩვენს გარნიზონზე თავდასხმას, მაგრამ არ გამოუვიდათ. მე შვებისგან ამოვისუნთქე, კახამ კი დანანებით ამოიხვნეშა. როგორც ყოველთვის, ის ექსკლუზიურ კადრებზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე საკუთარ სიცოცხლეზე. თუმცა ამაშია პროფესიონალიზმი... ძალაუნებურად ჩემმა გონებამ ის კადრები წარმოიდგინა, თუ რა მოხდებოდა, გარნიზონზე თავდასხმა რომ განეხორციელებინათ. უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა... ჯოშმა ალბათ იგრძნო ჩემი დაძაბულობა, მაგიდის ქვემოთ ხელზე ხელი მომიჭირა, მე კი მადლობის ნიშნად გავუღიმე. მანაც თბილად გამიღიმა და საუბარი სხვა თემაზე განაგრძო... ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მე და კახას აშკარად გვეტყობოდა რომ დასვენება გვჭირდებოდა. ეს დანარჩენებმაც შეგვატყვეს და დასვენება გვირჩიეს. იქამდე კი მე და კახა ამერიკაში დაგვპატიჟეს ჩვენმა კოლეგებმა. კახა მგონი ამაზე სერიოზულად დაფიქრდა, მე კი უბრალოდ გამიხარდა და ვიფიქრე, რომ ცოტა ხნით წასვლა მართლაც არ იქნებოდა ცუდი. მაგრამ სამუდამოდ ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ გავძლებ, ჩემი სამშობლოს გარდა. პროფესიული წინსვლისთვის ამერიკა მართლაც კარგია, მაგრამ ყველაფერს საქართველოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად მირჩევნია. - იფიქრე ნინა, საინტერესო შემოთავაზებაა, - მითხრა ჯოშმა. - ეს შემოთავაზება უფრო კახასთვის არის მიმზიდველი, ჩემთვის არ მგონია. უცხო ქვეყანაში გადასახლება გამიჭირდება. - თუნდაც საყვარელი საქმისთვის? - თუნდაც. - აი მე კი ყველგან წავალ, სადაც საჭირო იქნება, საკმაოდ გაბედული და აზარტიანი ვარ, - ეს რა, ახლა თავს მაწონებს თუ მეჩვენება? - მგონი ის, რომ ერაყში წამოვედი, ჩემს გაბედულობაზე მეტყველებს, - ვუთხარი გაღიზიანებულმა. - არ მინდოდა შენი თავმოყვარეობა შემელახა, - თვალი ჩამიკრა. სისხლმა თავში ამასხა, ეს ამ ყველაფერს მე მეუბნება? პირი გავაღე რომ საპასუხოდ რაიმე მწარე მეთქვა, მაგრამ კახამ შემაჩერა. - უკაცრავად, მაგრამ ძალიან დავიღალეთ და დასვენება არ გვაწყენდა, - ხელი ჩამავლო და კოტეჯისაკენ წამიყვანა. - კახა, რატომ არასდროს არაფერს მაცლი? - გავიბუსხე პატარა ბავშვივით. - უცხოელ კოლეგებთან პირველივე დღეს შენი მწარე ენა არ უნდა გამოავლინო მგონი, - უხეშად მიპასუხა. მისგან ძალიან მეწყინა, ამას არ მოველოდი. კახამ პირველად მითხრა რაღაც უხეშად და პირველად აუწია ტონს ჩემთან. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მისი საქციელი ოდესმე ასე მატკენდა გულს, ის მე ძმასავით მიყვარდა... თვალები ამიცრემლიანდა... კახა ალბათ მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და ჩემკენ გამოიწია დასამშვიდებლად, მაგრამ მის ხელს ხელი ავკარი და უკან დავიწიე. - ასე აღარასოდეს აღარ მოიქცე! - კბილებში გამოვცარი თითოეული სიტყვა. - ჩემზე ხმის აწევას არავის ვაპატიებ კახა, - ჩემი სიტყვები მუქარასავით გაისმა. - კარგი ნინა, მაპატიე, მაგრამ ნუ ბავშვობ. - ეს ბავშვობა სულაც არ არის, - წამოვიყვირე გაოცებულმა. - უბრალოდ შენგან ასეთი საქციელი არ დამიმსახურებია, - წყენა სიბრაზეში გადამივიდა და თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. - აქ რა ხდება? - გავიგე ზურგსუკან ხმა და მივტრიალდი. ჩემ წინ ის უცნობი იდგა და ინტერესიანი თვალებით შეგვყურებდა მე და კახას. - არაფერი, შენს საქმეს მიხედე, - უპასუხა კახამ. ამ დროს თავი ვეღარ შევიკავე და სიმწრის ცრემლები გადმომიგორდა თვალებიდან. მიუხედავად სიბნელისა, უცნობმა მაინც დაინახა ეს და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. - მე შენ არ გეკითხები, - გამგმირავი მზერა ესროლა კახას, მერე ისევ მე მომიბრუნდა და მივხვდი, რომ ჩემგან პასუხს ელოდა. ჩემს ადგილას ყველა გოგოს ესიამოვნებოდა, როდესაც სიმპათიური ბიჭი მას იცავს, მაგრამ მისმა საქციელმა უფრო გამომიყვანა მდგომარეობიდან, სრულიად არამკითხე მოამბედ მომეჩვენა და გავღიზიანდი რომ ჩემს საქმეში ერეოდა. - უკვე გითხრეს რომ შენს საქმეებს მიხედო. ალბათ გეცოდინება, რა ემართებათ არამკითხე მოამბეებს, - ზურგი ვაქციე და კოტეჯის კარი მოვიჯახუნე. საძინებელში შევედი თუ არა, ბალიშში თავი ჩავრგე და მთელი ძალით ვიყვირე. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები... ასეთი რამ არასოდეს დამმართნია... თუმცა როგორ დამემართებოდა, როცა ცხოვრებაში ჩემთვის არასდროს არავის აუწევია ხმა, ასეთ მოქცევას მიჩვეული არ ვიყავი. უბრალოდ ძალიან მეწყინა კახასგან და საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. როცა ვბრაზდები, გარშემო ვეღარაფერს ვამჩნევ და ვრჩებით მხოლოდ მე და ბრაზი... ალბათ რას აღარ ფიქრობს ჩემზე ის უცნობი, ერთი გათამაბენული და უჭკუო გოგო ვგონივარ... ოთახიდან თავი ფრთხილად გავყავი რომ სადმე კახას არ შევჩეხებოდი. როცა დავრწმუნდი რომ არავინ იყო, დერეფანი ქურდულად გავიარე და აბაზანაში შევედი. შხაპი სწრაფად მივიღე და ისევ ფრთხილად გავედი საძინებელში. მართალია ერაყში დღე გაუსაძლისად ცივა, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ ცივი ღამეები იცის, ამიტომ თბილი საღამური ჩავიცვი და ლოგინში ჩავთბი, როდესაც კარზე კაკუნი გავიგონე. რა თქმა უნდა კახას გარდა სხვა ვერავინ იქნებოდა. ემოციებისაგან ძალიან გადაღლილი ვიყავი, თანაც ჩემი საქციელის ცოტა არ იყოს და მრცხვენოდა, ამიტომ თავი მოვიმძინარე. ვიგრძენი, როგორ გაიღო კარი, ესე იგი კახამ შემოიხედა. რამდენიმე წუთში ისევ გაისმა ხმა და მივხვდი, რომ კარი მიკეტა. ალბათ კახა მართალი იყო, მართლა ვბავშვობ... თუმცა ეს ყველაფერი მერე, ახლა ძილის ლამაზი სამყარო მელოდება. თვალები დავხუჭე და მორფეოსის სამეფოში გადავეშვი... დილით ექვს საათზე გამაღვიძა მაღვიძარამ. უკმაყოფილოდ დავიჯღანე და სასწრაფოდ ჩამოვკარი ხელი, რომ მისი გამაყრუებელი ხმა აღარ გამეგო. ჯარისკაცების დილის ვარჯიში უნდა გადაგვეღო და მათგან ინტერვიუები აგვეღო. ამიტომ სწრაფად ჩავიცვი და აბაზანაში დილის პროცედურებიც საგრძნობლად შევამცირე. ყველაფრის დასრულების შემდეგ სამზარეულოში გავედი, სადაც კახა უკვე სვამდა ყავას. - დილამშვიდობისა, - მივესალმე. - დილამშვიდობისა, - ისე მიპასუხა, თითქოს გუშინ არც არაფერი მომხდარიყო. - ჩაი თუ ყავა? - ჩაის დავლევ, - გავუღიმე. - ოღონდ მეთვითონ, - ვუთხარი, როდესაც ჩაიდნისაკენ წავიდა. - არ ხარ ვალდებული მე მომემსახურო. - გუშინდელი საქციელის გამოსწორებას ვცდილობ, ამიტომ მაცადე დადიანი, ამას სხვა დროს ვეღარ ეღირსები, - გამეცინა და მაგიდასთან მოვკალათდი. კახამ ჩაი დამისხა და ჩემს წინ მოკალათდა. თავიდან უხმოდ ვჭამდით, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. - ბოდიში მეც მაქვს მოსახდელი, ზედმეტი მომივიდა. - ბოდიში მე არ უნდა მომიხადო ნინა, ეს გიორგის ეკუთვნის. - ვის? - ვერ მივუხვდი. - იმ ბიჭს, გუშინ რომ გემრიელად უყვირე, - გადაიხარხარა. - არა მართლა, სერიოზულად ნინ, მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, პირიქით, შენს დაცვას ცდილობდა. - ვიცი, - თავი დავხარე. - სხვათაშორის მართლა კარგი ბიჭია, გუშინ ვილაპარაკეთ. ცალი წარბი ავწიე. - ზოგად საკაცობრიო თემებზე, - განმიმარტა. - აჰა, - ჩამეცინა. ჯარისკაცების ვარჯიში გადავიღეთ, რამდენიმესგან ინტერვიუც ავიღეთ, მაიორმა ორველაშვილმა და პოლკოვნიკმა ექსკლუზიურად ჩვენ მოგვცეს ინტერვიუები... მოკლედ, ჩვენი საქმე გავაკეთეთ და შემდეგ პატარა შესვენების მოწყობა გადავწყვიტეთ. ამ დროს ჩვენთან ჯოში მოვიდა, მოსალმების შემდეგ კი პირდაპირ მომახალა კითხვა. - ეს რა, ქრთამი იყო? - რას გულისხმობ? - დავიბენი. - მთავარ პოლკოვნიკთან მხოლოდ თქვენ ჩაწერეთ ინტერვიუ, როცა ის ყოველთვის დაკავებულია, - მხრები აიჩეჩა. თან თვალები ეშმაკურად უელავდა. მივხვდი რომ ამას სპეციალურად აკეთებდა და პროვოკაციაზე არ წამოვეგე. - სორრყ, - მშვიდად გავუღიმე და მისი სახის უსიამოვნო გამომეტყველებით დავტკბი. კოვზი ნაცარში ჩაუვარდა... შემთხვევით გიორგის მოვკარი თვალი და უბრალოდ გულმა არ მომცა იმის უფლება, რომ მასთან არ მივსულიყავი. - გამარჯობა, - პატარა მორცხვი გოგოსავით მივესალმე. ურიაქციო სახით შემომხედა, ასე კარგა ხანს მიყურა და მხოლოდ შემდეგ ამოიღო ხმა. - გაგიმარჯოს, - პირველად მომეჩვენა ადამიანის ხმა ასეთი გაყინული. მისი რეაქციის გამო ცოტა დავიბენი, მაგრამ ვარჩიე ყველაფერი პირდაპირ მეთქვა. - გუშინდელის გამო ბოდიში მინდა მოგიხადო, ჩემი მხრიდან უტაქტობა იყო... - არა, ჩემი მხრიდან უფრო იყო უტაქტობა სხვის საქმეში ჩარევა. ჯანდაბა! რამდენ ხანს უნდა მტანჯავდეს დანაშაულის გრძნობა? - მოდი არ გვინდა იმაზე ლაპარაკი, თუ რომელი უფრო უტაქტოდ მოვიქეცით. - ოკეი, - მხიარულად დამეთანხმა. - მაშინ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. მე ნინა დადიანი ვარ. - გიორგი აფციაური, თქვენს მონად მიგულეთ თავადის ასულო, - ხელზე მეამბორა. - სასაცილო ხარ, - მის მსახიობობაზე მეცინებოდა. - გმადლობ, - თავი დამიკრა. ამ დროს კახამ ჩაგვიარა გვერდზე. - დადიანი, შენთვის რაღაც საქმე გამოვძებნე, - თვალი ჩამიკრა და გაგვეცალა. მე ვერ მივხვდი მისი სიტყვების მნიშვნელობას და გაოცებული მზერა გავაყოლე, აი გიორგიმ კი დაძაბული. - რა მოხდა? - მასთან როგორ ხარ? - კახაზე თავით მანიშნა. მესიამოვნა რომ ჩემი ამბებით ინტერესდებოდა... - გუშინ ვიკამათეთ, მაგრამ დღეს ჩვეულებრივად. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, კამათი კი ყველას მოსდის, - პასუხად თავი დამიქნია. გვერდზე რაღაც უჩვეულო ხმა გავიგეთ და იქითკენ გავიხედეთ. - მეზობელი სოფლის შეიხთან მოლაპარაკება მიდის, რომ წყალი ყოველ დღე წამოვიდეს, - ამიხსნა გიორგიმ. - ამაზე უკეთესს ვერაფერს მეტყოდი, - გამიხარდა. ეს მართლაც კარგი ამბავია, თორემ კახას ხელში წყალი ნამდვილად ვერ გვეყოფა სამი დღე. - ნინა დროზე! - გავიგე კახას ხმა. როცა მისკენ გავიხედე, ისეთი სახე ჰქონდა რომ შემეშინდა. - მაპატიე გიორგი, უნდა წავიდე, - უკანმოუხედავად გავიქეცი კახასკენ...
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2013-02-16, 7:20 PM | შეტყობინება # 23 |
842
Offline
| bodishit, aamde ver movaxerxe dadeba:** mitxarit ras fiqoobt...
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2013-02-16, 7:20 PM | |
|
|
Mari_Ami | თარიღი: შაბათი, 2013-02-16, 7:57 PM | შეტყობინება # 24 |
436
Offline
| vaiime neta ra moxdeba haa? male mesachiroeba shemdegii tavii ^__^ joshi kargi tipia,magram gio ufro momwons
| |
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2013-02-19, 7:34 PM | შეტყობინება # 28 |
842
Offline
| VI თავი - და ამისთვის დამიძახე ასეთი განწირული ხმით? - ვბრაზობდი კახაზე. - მე ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობები ყოველთვის მახსოვს და პირნათლად ვასრულებ მათ, - აჭიკჭიკდა ხვედელიძე. - ახლა ჭკუის სწავლებას ნუ მოყვები ძალიან გთხოვ. - შენ იმაზე უფრო გაბრაზდი, გიორგისთან საუბარში ხელი რომ შეგიშალე, - წარბები აათამაშა კახამ. ეს ისე სასაცილოდ გააკეთა, რომ სიცილი ვერ შევიკავე. - ამჯერად ნერვებს ვერ მომიშლი, კახა, - ენა გამოვუყავი, ფოტოაპარატი ავიღე და იქ მყოფთა დაფიქსირება დავიწყე. ნაწილობრივ კახა მართალი იყო... როცა მისი სახე დავინახე, მართლა ვიფიქრე რომ რაიმე სერიოზული მოხდა და ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ როდესაც გავიგე რომ მხოლოდ იმისათვის დამიძახა, რათა მეზობელი სოფლის წარმომადგენლის ჩვენს გარნიზონში სტუმრობა გადაეღო, ამაზე საშინლად გავბრაზდი. ნუთუ ჩემს გარეშე ვერ გადაიღებდა? ოპერატორი ხომ ისაა და არა მე. თანაც ამით გიორგისთან საუბარში შემიშალა ხელი. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მეტად ამის გამო გავბრაზდი. ვინ იცის, კიდევ როდის მომეცემა მასთან საუბრის შესაძლებლობა. როდესაც მას ვხედავდი, ღმერთკაცივით მიმზიდველსა და მამაკაცურს, აზროვნების უნარს ვკარგავდი და სიტყვებს კონტროლს ვეღარ ვუწევდი. ასეთი რამ არასდროს დამმართნია, ეს ემოციები ჩემთვის უცნობი იყო და ამის გამო შიშსაც კი ვგრძნობდი. ერაყში, სადაც ომია გაჩაღებული და ყოველ ღამე იმის შიშით იძინებ, რომ შეიძლება დილით ვეღარც გაიღვიძო მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით უბრალოდ ნაღმს აგიფეთქებენ, აქ სასიყვარულო რომანების ადგილი ნამდვილად არ არის. მაგრამ რა ვქნა თუ ემოციებისა და გრძნობების კონტროლი ასე მიჭირს, როცა მას ვხედავ? - აბა, არ გშია? - ჩემს წინ ჯოში იდგა, რომელიც მეგობრულად მიღიმოდა. კიდევ ერთი მამაკაცი, რომლის გარეგნობაც ასე მაბნევს... - მშია, თან ძალიან, - გამოვუტყდი. ორივენი სპეციალური შენობისაკენ გავემართეთ, სადაც ჟურნალისტებისათვის მზა საჭმელი რიგდებოდა. საჭმელები ორივემ ავიღეთ და ერთ-ერთ მაგიდაზე დავსხედით. ჯოშმა იმდენი რამ აიღო, დარწმუნებული ვიყავი რომ ბოლომდე ვერ შეჭამდა. - ნინა, შენს ქვეყანაზე მომიყევი რაიმე, ძალიან მაინტერესებს. მასზე ცოტა რამ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ შენ უფრო საინტერესოს მომიყვები, - სკამზე მოკალათდა და მოსასმენად მოემზადა. - მაინც რისი გაგება გინდა? საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ვამაყობ რომ იქ დავიბადე. სხვათაშორის, პირველი ევროპელები იქ არიან აღმოჩენილი, - სიამაყითა და ცოტა არ იყოს, ნიშნის მიგებით ვუთხარი. - ეგ ვიცი, - ჩაიბუტბუტა პირგამოტენილმა. - მე უფრო ცხოვრების წესი და ტრადიციები მაინტერესებს. - ტრადიციებზე საუბარს თუ დავიწყებთ, ვერ დავამთავრებთ, - გამეცინა. - ანუ შენგან ვერაფერს გავიგებ? - ამოიხვნეშა. - მკითხე და გიპასუხებ, - მხრები ავიჩეჩე. მან უბრალოდ თავი გააქნია და ჭამა განაგრძო. არ მეგონა, ადამიანს ამდენის ჭამა თუ შეეძლო. - მაშინ შენს შესახებ მომიყევი, - უეცრად თავი აწია და პირდაპირ თვალებში შემომხედა. - მყავს მშობლები, უფროსი და, რომელიც გათხოვილია და მსოფლიოში საუკეთესო მეგობრები, - თითქოს ანკეტას ვავსებდი ისე ვთქვი. - თამამი განცხადებაა. - სამაგიეროდ სიმართლეა, - არ ვუთმობდი. - ყველა ადამიანი თავის მეგობრებზე ასე ლაპარაკობს. - ეს იმიტომ, რომ თითოეული ადამიანისათვის მისი მეგობრები განსაკუთრებულები და ძვირფასები არიან. - კარგი, ანუ სიტყვაში ვერ მოგიგებ. - სწორია, - სიცილით დავეთანხმე. - მშობლები აქ წამოსვლაზე როგორ დაგთანხმდნენ? - მათთვის ძნელი იყო იმ აზრთან შეგუება რომ მე ერაყში მოვდიოდი, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი და მშობლები მენდობოდნენ. - ვაუ. - რა? - ვერ მივხვდი მის წამოძახილს. - აღფრთოვანებული ვარ შენი პიროვნებით, ნინა. ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი, ამიტომ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი. - შენ რას მომიყვები საკუთარ თავზე? - ისეთი არაფერია მოსაყოლი, - მხრები აიჩეჩა. - მშობლებმა პატარაობისას მიმატოვეს, არცერთი არ მახსოვს. თორმეტ წლამდე ბებია მზრდიდა, მაგრამ შემდეგ გარდაიცვალა და ამიტომ თავშესაფარში მიმაბარეს. თითქმის ყოველ თვე სხვადასხვა ოჯახებში ვიყავი, სანამ სრულწლოვანი არ გავხდი. მერე ერთმა კეთილმა ადამიანმა შემიფარა და ქუჩის ბინძური ცხოვრებისაგან მიხსნა. ის დამეხმარა რომ შესაფერისი განათლება მიმეღო. ბედმა გამიმართლა და ერთ-ერთ არხზე დავიწყე მუშაობდა, შემდეგ ყველაფერი კარგად აეწყო და აქ ვარ, CNN-ის თანამშრომელი, - ხელები გაშალა. გაოცებული ვიჯექი და ყურებს არ ვუჯერებდი... მას ისეთი მხიარული, ლაღი და უდარდელი სახე ჰქონდა, რომ ვერც კი იფიქრებდით, თუ ასეთი მძიმე ცხოვრება ჰქონდა განვლილი. შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და ხმას ვერ ვიღებდი... - მაპატიე თუ დაგასევდიანე, - მომიბოდიშა მან და მხოლოდ ამის შემდეგ მოვეგე გონს. - არა რას ამბობ, ნუ მებოდიშები. პირიქით, გმადლობ რომ მომიყევი. გაკვირვებული ვიყავი ჯოშის გულახდილობით. საერთოდ ადამიანებს თავიანთ მძიმე წარსულზე საუბარი არ უყვართ, ჯოშმა კი ორი დღის გაცნობილს გამანდო თავისი რთული თავგადასავალი. ერთი მხრივ მიხაროდა, რადგან მან ამით ნდობა გამომიცხადა, ხოლო მეორე მხრივ მის პიროვნებაზე დამაფიქრა. ამ განსაცდელმა მას პირიქით, ძლიერი ხასიათი ჩამოუყალიბა, მაგრამ სამაგიეროდ გულგრილ ადამიანად ჩამოაყალიბა, რომელიც სამსახურის გარდა არაფერზე ფიქრობს და ამის გამო სიცოცხლეს დაუფიქრებლად სწირავს. - ეს ჩემთვის უკვე უბრალო ამბავია, - განაგრძო მან. - თითქოს მე არ გადამხდენია. მართალია, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო. ეს არის სულ შენი ჭამა? რომ გკითხო, გშიოდა, - უეცრად შეცვალა საუბრის თემა. - რაც მშიოდა ვჭამე უკვე, - მხრები ავიჩეჩე. - და ეს გეყო? - ცალი წარბი აწია დაეჭვებულმა. - დედაჩემივით ლაპარაკობ, - გამეცინა. ამ დროს ჩვენთან კახა მოვიდა და ზედმეტად სერიოზული სახით შემომხედა. - ნინა, პოლკოვნიკს ჩვენთან საუბარი სურს. - ყველაფერი კარგადაა? - დაინტერესდა ჯოში. - კი, კი, - სხაპასხუპით უპასუხა კახამ. - მაპატიე, - ჯოშს მოვუბოდიშე და კახას გავყევი. - რა ხდება? - გზაში ვკითხე კახას. - მგონი ისეთი არაფერი, - მხრები აიჩეჩა. ჩვენ ადმინისტრაციულ შენობაში შევედით, სადაც ძირითადად სამხედროების გარდა არავის უშვებენ. ჟურნალისტებისათვის ხომ საერთოდ დახურული ზონაა. დაცვამ შეგვამოწმა რომ რაიმე აპარატურა არ შეგვეტანა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიშვა შიგნით. პოლკოვნიკის კაბინეტის მოძებნა არ გაგვჭირვებია, რადგან ჩვენს მისვლაზე უკვე გაფრთხილებულები იყვნენ და გულისხმიერად მიგვასწავლეს გზა. კარზე დაკაკუნების შემდეგ მის კაბინეტში შევედით. - დასხედით, - მის წინ მდგომ სკამებზე მიგვითითა. - დღეს პოლკოვნიკი ჩამოვა, რომელიც გარნიზონს გადაიბარებს. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, მას გულთბილი დახვედრა მოვუწყოთ და დღეს საღამოს წვეულება მოვაწყოთ. თქვენც რა თქმა უნდა იქ უნდა იყოთ, მაგრამ არანაირი კამერა თუ შეიძლება. ამ საღამოს ჩვენ შევეცდებით ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ რომ ომში ვართ და ჩვეულებრივ, რიგით მცხოვრებლებად ვიქცეთ. ამიტომ თქვენც დაივიწყეთ რომ ჟურნალისტები ხართ,-გულთბილად გაგვიღიმა. მისი ასეთი გრძელი სიტყვით გაგვირვებული ვიყავი, რადგან რაც ვნახე, პოლკოვნიკი საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო. - მოპატიჟებისათვის დიდი მადლობა. ისე მოვიქცევით, როგორც თქვენ იტყვით, - უთხრა კახამ. - ჩვენი იმედი გქონდეთ, - გავუღიმე და კაბინეტიდან გამოვედით. - ვერაფერი გავიგე... - ჩავიბუტბუტე დაბნეულმა, მაგრამ თვითონაც არ ვიცი რატომ... კახას ჩაეცინა და გვერდით ჩამიარა. - წამოდი ნინა, იქნებ მისი მოსვლა მაინც დავაფიქსიროთ. ეჰ, არადა როგორ არ მინდა კამერასთან დამშვიდობება თუნდაც ცოტა ხნით... - წუხდა კახა. პოლკოვნიკისა და მისი ოჯახის გარნიზონში მოსვლა კახამ მაინც დააფიქსირა, მე კი ჩემს ოთახში ვიყავი და ტანსაცმელს უაზროდ შევყურებდი. - ნინა, პოლკოვნიკისაგან ინტერვიუც ავიღე. ხედავ? შენი საქმეც გავაკეთე, - ოთახში კახამ შემოყო თავი. - ყოჩაღ, - გულწრფელად გამიხარდა. - მაგრამ მე რა ჩავიცვა? შორტებითა და უბრალო მაიკით ხომ არ მივალ? - ნინა ეს არ არის გლამურული, - თითებით ბრჭყალები გააკეთა. - წეულება, რომლებზეც საქართველოში დადიოდი. - მაგრამ მათ ტრადიციებზე რას იტყვი? ყველასთვის გამაღიზიანებელი იქნება ჩემი ჩაცმულობა, - არ ვწყვეტდი წუწუნს. - აი, - ჩემოდნიდან რაღაც გრძელი კაბა ამოიღო და მე გადმომცა. თეთრი იყო, ნაჭერს თავისივე ორლამენტები ჰქონდა, შიგა და შიგ ღია ცისფერი გაფორმებებით. მართალია მუხლს ქვემოთ იყო, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ ამოღებული გული ჰქონდა. თუმცა დანარჩენებეს ეს ნამდვილად სჯობდა. - ეს ალბათ დედაჩემის ჩადებულია, - კახა ოთახიდან გავაგდე და მომზადება დავიწყე. არ მინდოდა თვალშისაცემი ვყოფილიყავი, ამიტომ ჩემი ქერა თმები უბრალოდ გავიშალე, თვალის ფანქარი და ტუჩსაცხი კი თითქმის შეუმჩნეველი იყო. - ნინ, მზად ხარ? - კახამ კარზე მოაკაკუნა. - ახლავე, - ყოველი შემთხვევისათვის ჩანთაც ავიღე და გარეთ გავედი. - ვაუ, დადიანი, ამდენ მამაკაცში ასე მიმზიდველად ჩაცმა შენი აზრით საშიში არ არის? - ნუ მაიმუნობ რა, - კბილებში გამოვცარი და გვერდით ჩავუარე. დანიშნულების ადგილას მანქანით თხუთმეტ წუთში მივედით. მაშინვე სხვა ქალების ჩაცმულობა შევათვალიერე და საბედნიეროდ, კომპლექსები მაშინვე მომეხსნა. მათ ფონზე თვალში ზემდეტად არავის მოვხვდებოდი... ჩემდა გასაკვირად ჯარისკაცებს ფორმა არ ეცვათ... მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ და ახლა ერაყში ვიმყოფები, უამრავ ჯარისკაცთან და მათ ოჯახებთან ერთად, ჯარის წესების შესახებ მაინც ბევრი არაფერი გამეგება. კახა ამაზე სულ დამცინის, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე გამაგებინოს. კახა ჯარისკაცებს შეუერთდა, მე კი მათ ცოლებთან გავმართე საუბარი. ზოგიერთი საკმაოდ განათლებული და საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. გადაწყვეტილი მქონდა, როგორც კი საქართველოში ჩავიდოდი, სტატიები გამომექვეყნა აქაურ ამბებზე, ყველაფერი დეტალურად ამეღწერა, ამისათვის კი მათთან საუბარი ძალიან მეხმარებოდა. რამდენიმე წუთს მარტო დავრჩი, იქ მყოფებს ვათვალიერებდი და თან წვენს ვსვამდი. - ერთობი? - უკნიდან ხავერდოვანი ხმა მომესმა. მივბრუნდი, ჩემს წინ გიორგი იდგა და დამაბრმავებლად მიღიმოდა. - ხალხის თვალიერებით, - გავუღიმე. - და ეს საინტერესოა? - გვერდით მომიდგა და დანარჩენებს გადახედა. - ფსიქოლოგია ნასწავლი გექნება, ამიტომ ამიხსენი რას ხედავ... მის ენთუზიაზმზე გამეცინა. - ადამიანების თვალების ყურება მომწონს, ისინი დიდ საიდუმლოს ინახავენ. ამიტომაცაა, რომ უმრავლესობა მათ მალავს. - მართლა? - მომიბრუნდა და თვალებში ჩამხედა. მისი დიდი, შავი თვალები თითქოს რაღაც მიუწვდომელსა და ბურუსით მოცულს ინახავდნენ... მაჰიპნოზებდნენ და მზერის მოცილების საშუალებას არ მაძლევდნენ. - ჩემს თვალებში რას ხედავ? - შენი თვალები უძიროა, რომელიც მის სიღრმეში მითრევს. ბევრ ემოციასა და განცდებს იტევს, მაგრამ მათ კარგად მალავ. პირველად როცა დაგინახე, შენს თვალებში მხოლოდ სიცივე და გულგრილობა ამოვიკითხე. - ახლა რას ხედავ? - ინტერესს, რომელსაც ვერ მალავ. - მე კი აღფრთოვანებას ვხედავ შენს თვალებში, - მითხრა ნიშნისმოგებით. მისი ტონი არ მესიამოვნა... ალბათ უფრო იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობდა. მე მართლაც აღფრთოვანებული ვიყავი მისით. - აღმოსავლეთში პირველად ვარ და მართლაც აღფრთოვანებული ვარ აქაურობით, - ვუთხარი მკაცრად. - ეჭვიც არ მეპარება, - ცინიკურად ჩაიცინა. ჩვენთან კახა მოვიდა და მისმა გამოჩენამ ცოტათი განმუხტა დაძაბულობა. გიორგიმ და კახამ მისალმების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. - დარწმუნებული ვარ კარგად ერთობით, მაგრამ ნინა პოლკოვნიკის ცოლს უნდა გავაცნო. მასთან საუბარი მოგეწონება. - ძალიან კარგი, - კახას სიხარულით დავთანხმდი. გამომშვიდობებისას კი გიორგიმ თვალი ჩამიკრა. მისი თავხედობა მაღიზიანებდა, მაგრამ ამავე დროს გიორგის პიროვნება საოცრად მიზიდავდა. მის გვერდით რაღაც ისეთს ვგრძნობდი, რაც აქამდე არასოდეს განმეცადა და ეს გრძნობა მაშინებდა კიდეც. მამაკაცის მიმართ აქამდე ასეთი ვნება არასოდეს განმიცდია. ბევრი მომწონებია, მაგრამ ეს... ამას უბრალოდ სიტყვებით ვერ ავღწერ... პოლკოვნიკის მეუღლე მართლაც ძალიან საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, მისგან ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე კიდეც ამ პატარა დროში. გიორგი და ჩემი გრძნობები თითქმის დამავიწყდა, როცა ის ვიღაც გოგოსთან ერთად შევნიშნე, რომელსაც მუსლიმური სამყაროს შესაბამისად ნამდვილად არ ეცვა... მეც არ ვიცი უეცრად რა დამემართა... უბრალოდ გაბრაზებული გარეთ გავედი რომ ჰაერზე დავწყნარებულიყავი. ღამე ისეთი ლამაზი იყო, რომ ვერც წარმოვიდგენდი. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გავყურებდი, ვგრძნობდი აღმოსავლურ სულს და თანდათან ვწყნარდებოდი... ჩემს უკან მოძრაობა გავიგე, მაგრამ არ მივბრუნებულვარ. თვალის კუთხიდან დავინახე რომ ჩემს გვერდით მდგარი გიორგი იყო. მესიამოვნა რომ გამომყვა... ის მე არ მიყურებდა, წინ იყურებოდა და თითქოს უსასრულობას შეჰყურებდა... - რაზე ფიქრობ? - ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე. - ადამიანებზე. რა საშინელი არსებები ვართ... - ადამიანი ყველაზე საოცარი არსებაა, გიორგი. - ამას იმიტომ ამბობ რომ შენ ომი არ გინახავს. როცა მეორე ადამიანს უმოწყალოდ კლავ, მაშინაც საოცარ არსებად ითვლები? არ მგონია... გულის სიღრმეში ჩვენ ყველანი მგლები ვართ, მონადირეები... უბრალოდ ჩვენს ინსტიქტებს ჩვენი მაღალი დონის აზროვნება და ტვინის განვითარება ფარავს. ადამიანი თავის ნამდვილ სახეს ომში იღებს, საკუთარი თავის გადასარჩენად თავისიანსაც კი გაწირავს... - ამას ისე ამბობ, თითქოს... - სათქმელი ვეღარ დავასრულე. - ომში ყველა ჯარისკაცი მკვლელია, ნინა, - შემომხედა და მე მივხვდი, რომ პირველ რიგში ის საკუთარ თავზე ლაპარაკობდა... ხმის ამოღება უბრალოდ ვეღარ შევძელი. ამის წარმოდგენა არ შემეძლო... ვიგრძენი, როგორ მაკანკალებდა შინაგანად. არ ვიცოდი ეს რის გამო იყო, მაგრამ თავს უცნაურად ვგრძნობდი და ეს მაფიქრებდა. ნუთუ აქ ყოფნა და გიორგისთან ურთიერთობა საერთოდ შემიცვლის ცხოვრებაზე აზრს? იმ სამყაროს შევეჩეხები, რომელსაც ყოველთვის ვარიდებდი თავს და მის არსებობას ვივიწყებდი. გიორგი უფრო მეტად მომიახლოვდა და ჩემკენ დაიხარა. ვხვდებოდი რის გაკეთებასაც აპირებდა, მაგრამ წინააღმდეგობას არ ვუწევდი, რადგან ეს მეც მინდოდა. უბრალოდ გრძნობებს მივენდე და თვალები დავხუჭე... პირველად გიორგის ცხელი ტუჩების ტკბილი გემო შევიგრძენი, მერე კი მისი ძლიერი ხელები ჩემს წელზე, რომლებიც მისკენ უხეშად მიზიდავდნენ, მე კი მათ ვემორჩილებოდი... გაუაზრებლად თუ გააზრებულად არ ვიცი, მაგრამ ხელები კისერზე შემოვხვიე და ჩემკენ უფრო მეტად მოვიზიდე იმის მიუხედავად, რომ ეს უკვე შეუძლებელი იყო. ვტკბებოდი მისი ტუჩებით და მეგონა, რომ ცაში ღრუბლებს შორის დავფრინავდი... ის უეცრად გაჩერდა, რათა სუნთქვა ორივეს აგვეღდგინა. თავი დავხარე რომ მისთვის თვალებში არ ჩამეხედა, მაგრამ ნიკაპზე ხელი ნაზად მომკიდა და ამაწევინა. თვალებში ჩავხედე, მათში უსაზღვრო ვნება და სითბო იკითხებოდა. იმის გაფიქრებაზე გავწითლდი, რომ ისიც იგივეს ხედავდა ჩემს თვალებში. გიორგიმ ლოყაზე ნაზად დამისვა ხელი, მე კი სიამოვნებისაგან გავიტრუნე. მისი ვნებიანი ტუჩების შეხედვისას მუცელი სურვლისაგან სალტოს აკეთებდა. მეტს უბრალოდ ვეღარ გავუძელი და მის ტუჩებს ისევ შევეხე ჩემით, რომ მათი სიტკბოება კვლავ მეგრძნო...
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: სამშაბათი, 2013-02-19, 9:54 PM | შეტყობინება # 29 |
436
Offline
| vaime rogor momewona,seriozulad gios fani var !
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2013-02-23, 4:32 PM | შეტყობინება # 30 |
842
Offline
| VII თავი ემოციებისაგან გადაღლილი ჩემს საწოლზე ვიწექი, ჭერს მივშტერებოდი და ფიქრებში ვიყავი ჩაკარგული. ვერ ვხვდებოდი, როგორი რეაქცია უნდა მქონოდა ამ ყველაფერზე... იმ წუთას უბრალოდ გრძნობებსა და ემოციებს ავყევი, მაგრამ არ ვნანობ. მთავარია რომ ის გავაკეთე, რამაც მაშინ ბედნიერება მომიტანა. ყველაზე ბედნიერად კი მაშინ ვგრძნობ თავს, როცა გიოს თვალებს ვიხსენებ. მათში იმდენი სითბო, იმდენი ზრუნვა იყო, რომ ფაქტიურად ფიზიკურად შევიგრძენი მისი საჭიროება. ეს ისეთი გრძნობა იყო, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოს. არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა ამ სიტუაციაში ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი: გიორგი ჩემთვის უბრალოდ აუცილებელი იყო იმისათვის, რომ თავისუფლად მესუნთქა. ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი მამაკაცის მიმართ ასეთ გრძნობებს და ეს ჩემთვის უჩვეულო იყო, მაგრამ ამავე დროს აღმაფრთოვანებდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ძალიან ახლოს ვიყავი მასთან, რასაც ადამიანები მთელი ცხოვრება ეძებენ. ფიქრები კარზე კაკუნმა გამაწყვეტინა. კახამ ოდნავ შეამოღო კარი და თავი შემოყო. ხელით ვანიშნე რომ შემოსულიყო. ისიც შემოვიდა და იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა. - ადრე წამოხვედი, - აღნიშნა მან. - დავიღალე, - ურცხვად მოვიტყუე. სიმართლე კი ის იყო, რომ გიორგი მაიორმა გამოიძახა სასწრაფოდ, არადა მაშინ მასთან დაშორება ყველაზე ნაკლებად მინდოდა... გამომშვიდობებისას მან უბრალოდ ლოყაზე ნაზად დამისვა ხელი და მითხრა რომ დამესვენა. არ მინდოდა გამეშვა, მინდოდა სულ ჩემთან ყოფილიყო და მისით დავმტკბარიყავი, მაგრამ როდესაც მაიორმა შემოგვხედა, უხერხულობისაგან საშინლად გავწითლდი გიოს საჩქაროდ დავემშვიდობე, რომ მაიორის მზერა აღარ მეგრძნო. თუმცა დაბნეულმა იმის შემჩნევა მაინც მოვახერხე, რომ მათთან ერთად კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი წავიდა, თანაც საკმაოდ დაძაბულები, მკაცრი გამომეტყველებით. გონებამ იმაზე დაიწყო ფიქრი რომ კარგი ამბავი არ იყო, მაგრამ გულმა მაშინვე დამავიწყა ყველანაირი სხვა საფიქრალი გიორგის გარდა... - მაიორი რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად უეცრად გაუჩინარდა და ამის შემდეგ სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. მალე დავიშალეთ. რაღაც არ მომწონს ეს ამბავი... შენ რას ფიქრობ? - არც მე, მაგრამ ხვალამდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ჯობია კარგად გამოვიძინოთ რომ ხვალ ადრე ავდგეთ, - სწორედ ამ დროს დამამთქნარა და მივხვდი, რომ გიო მართალი იყო, დასვენება მჭირდება. კახას გაეცინა და ღამემშვიდობისა მისურვა. - კახა, ეცადე გამოიძინო და ტვინი იმაზე ფიქრით არ იტკინო, თუ რა ხდება, ხვალ ყველაფერს გავიგებთ და მეტიც, დარწმუნებული ვარ რომ სერიოზული არაფერია. - შენც გამოიძინე ნინა, დაღლილი ჩანხარ, - მზრუნველურად გამიღიმა და გამახსენდა, როგორ მინდოდა ბავშვობისას უფროსი ძამიკო. კახა ოთახიდან გავიდა და მე მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან... თუმცა იმდენად შემაწუხა დაღლილობამ, რომ ფიქრის თავიც აღარ მქონდა. თვალები დავხუჭე და გიოს სახე წარმოვიდგინე. ასე ჩავიძირე მორფეოსის საუფლოში... ღამე მშვიდად მეძინა... ან როგორ შეიძლებოდა მშვიდად არ მძინებოდა, როდესაც გიორგი და მისი თბილი გამოხედვა მესიზმრებოდა... როდესაც მზემ თავისი პირველი სხივებით გაანათა არემარე, მე უკვე გაღვიძებული ვიყავი და სალამს ვუთვლიდი... პირველი დილა ერაყში, რომელსაც სიხარულით შევხვდი, რადგან მყავდა ადამიანი, ვისი გამოხედვაც ენით აღუწერელ ბედნიერებას მანიჭებდა. ამიტომ ლოგინიდან წამოვხტი და პიჟამოთივე გავედი მისაღებში, რომ აბაზანაში შევსულიყავი. მაგრამ ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გავიგე და დაუფიქრებლად წავედი მისკენ. მხოლოდ ბოლო მომენტში გამახსენდა, რომ შესაფერის ფორმაში არ ვიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და კარი გავაღე. იქ კი გიო დამხვდა, რომელიც გაკვირვებული მათვალიერებდა თავიდან ბოლომდე. რა თქმა უნდა, შესანიშნავი ჩვენება მოვუწყვე ჩემი თეთრეულის, ის კი კმაყოფილი სახით მათვალიერებდა. უცებ სახე გაუმკაცრდა და ცივი ხმით მითხრა: - მე კახასთან მოვედი. - აქ არის, ოღონდ სძინავს ჯერ, - მისმა საქციელმა დამაბნია და გაუაზრებლად ჟესტით შემოვიპატიჟე სახლში. ისიც შემოვიდა და თან შემფასებელი თვალით ათვალიერებდა ყველაფერს. ბოლოს ისევ მე ამათვალიერა ირონიული ღიმილით. გულში რაღაც ჩამწყდა, როცა მის თვალებში ის სითბო ვერ ამოვიკითხე, რომლითაც გუშინ მიყურებდა. დღეს ისევ ცივი მზერა ჰქონდა, რის მიზეზსაც ვერ ვხვდებოდი... - რა იყო? - ვეღარ მოვითმინე და უხეშად ვკითხე. - არ ვიცოდი შენ და კახა თუ ერთად ცხოვრობდით, - ურიაქციოდ მიპასუხა. ხტფუ, აი იდიოტი... და მაინც საყვარელი... ამ დროს კახა გამოვიდა საძინებლიდან. ისეთი სახე ჰქონდა სიცილი ვერ შევიკავე, რითაც ორივეს გაკვირვებული მზერა დავიმსახურე. - ხვედელიძე, ჩაიხედე სარკეში და ასე ნუ მიყურებ. ის მიხვდა რაზეც ვეუბნებოდი და მანაც ამათვალიერა. - თუ ფიქრობ რომ უკეთესად გამოიყურები, ძალინ ცდები, დადიანი, - პატარა ბავშვივით დამეჯღანა. გიო კი ორივეს გაკვირვებული თვალებით გვიყურებდა. - ვა გიო, როგორ ხარ ძმა? - ხელი ჩამოართვა კახამ. ორივემ მე შემომხედა, თითქოს ზედმეტი ვყოფილიყავი. ჩემმა თავმოყვარეობამ ეს ვერ მოითმინდა და ამაყად განვაცხადე: - აბაზანაში მივდივარ, - ბოლოს კარი მაგრად მოვიჯახუნე. ორი დეგენერატი... ჰო, ჩემი ეგო ზედმეტად ამაყია და მისი შემორიგება არც ისე ადვილა... თავი მოვიწესრგე თუ არა, მაშინვე საძინებელში შევედი და გამოვიცვალე. გიორგი და კახა ვერ დავინახე, ანუ სამზარეულოში შევიდნენ. მათზე გაბრაზებულმა გარეთ გასეირნება გადავწყვიტე. ყოველი შემთხვევისათვის ხელის კამერა ავიღე და გარეთ გავედი. ყველაფერი ისე უცნაურად გამოიყურებოდა... ჰაერშიც კი იგრძნობოდა დაძაბულობა, რისი მიზეზიც არ ვიცოდი... ხალხს ჩვეულებრივზე უფრო მეტად შეშინებული სახეები ჰქონდა, ზოგიერთ ჯარისკაცს კი იარაღი და მთლიანი აღკაზმულობა ეჭირათ, დანარჩენმებს ემშვიდობებოდნენ... დაბნეულმა თვალებით ვინმე ნაცნობის ძებნა დავიწყე, ვინც ამიხსნიდა რა ხდებოდა... აი ისიც, ჯოში! მისკენ გავიქეცი და ყველანაირი ზრდილობის ფარგლების უარყოფით, პირდაპირ ჩემთვის საინტერესო კითხვა დავუსვი. - ჯოშ რა ხდება? - ჩემ ხმას ნამდვილად ეტყობოდა ნერვიულობა. - შენ რა, არ იცი? - გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა. - რადგან გეკითხები, ე.ი. არა, - თვალები გადავატრიალე და მოუთმენლად შევხედე მას. - ნინა, გუშინ ღამე ჩვენს მეზობლად მყოფ გარნიზონს დაესხნენ თავს, - ეს ისეთი ტონით მითხრა, თითქოს მადანაშაულებდა რომ აქამდე არაფერი ვიცოდი. - მაიორმა გუშინ ღამევე შეკრიბა ჯარისკაცები და დავალებები მისცა. ნახევარი აქ დარჩება რომ ჩვენი გარნიზონი დაიცვას, ნახევარი კი მათ დასახმარებლად წავა. გამთენიისას უკვე ყველამ იცოდა ეს ამბავი. ნუ, შენ გარდა... რა სულელი ვარ, როგორ ვერ მივხვდი... მაიორმა სასწრაფოდ დაიბარა გიორგი, კახამაც რაღაცაზე ეჭვი აიღო... მე კი სულელი თინეიჯერი გოგონასავით მხოლოდ გიორგიზე ვფიქრობდი და სხვა არაფერი გამხსენებია. არა, მაინც როგორ ვერ მივხვდი? როგორ შემეძლო ჩემი მოვალეობები დამვიწყებოდა და მხოლოდ გიორგიზე გადამეტანა ყურადღება? თუმცა, მე ხომ... ჯანდაბა! რა დროს ეს არის, სამსახურს უნდა მივხედო... - ახლა რას აპირებ? - ვკითხე ჯოშს. - პოლკოვნიკმა ჟურნალისტებისათვის დახურულ ზონად გამოაცხადა, მაგრამ ჩემი უფროსობის წყალობით, თავისუფლად შემიძლია ექსკლუზიური კადრების მოპოვება,-ამაყად განაცხადა. - ეგ როგორ? - ვიკითხე სრულიად დაბნეულმა. - მათ იციან რომ რისკი მიყვარს, თანაც ექსკლუზიური კადრები სჭირდებათ, ასე რომ... ამ დროს თავში თითქოს ნათურა გამინათდა და ჯოშს იმედიანი თვალებით შევხედე. - ჯოშ, ხომ შეგიძლია მეც წამიყვანო? - სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა. - ნინა, ეს საშიშია, - თავი გააქნია. - როგორ გგონია, ჟურნალისტიკურზე რომ ვაბარებდი, არ ვიცოდი საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება რომ მომიწევდა? - გაღიზიანება ვერ დავმალე. - ნინა ეს საშიშია შენთვის, - ამჯერად უფრო მკაცრად გააქნია თავი. - საერთოდ აქ ყოფნაა საშიში, - უკმაყოფილომ ჩავიბუტბუტე.-გთხოვ, რა, - დავივიწყე სიამაყე, მაგრამ ჩემი ეგო მაინც მეწინააღმდეგებოდა. - კახას დაველაპარაკები, - ხელი ჩამკიდა და ჩემი კოტეჯისაკენ წამიყვანა. მისმა საქციელმა გამაკვირვა, მაგრამ თან იმედი მქონდა რომ თან წაგვიყვანდა. სახლში ხელჩაკიდებულები შევედით, გიორგი და კახა მისაღებში დაგვხვდნენ. კახას არ გაკვირვებია ჩვენი დანახვა, გიორგი კი თვალებით ბურღავდა ჩვენს ხელებს. მერე ჯოშს შეხედა გამანადგურებელი მზერით და მე უბრალოდ ვერ შევძელი კმაყოფილების დამალვა. ორივე ფეხზე წამოდგა და მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ კახას გამოეცვალა, კამერა და სხვა საჭირო ატრიბუტები აეღო. ის მზად იყო წასასვლელად... წასასვლელად... და მე რატომ არავინ არაფერს არ მეუბნება? - კარგია რომ მოხვედი ჯოშ, შენთან ვაპირებდი წამოსვლას,-უთხრა კახამ. - ვატყობ უკვე მომზადებულხარ, - აღნიშნა ჯოშმა. ჯოშისათვის ხელის გაშვება ვცადე, მაგრამ მან საპასუხოდ უფრო მეტად მომიჭირა და თბილად გამიღიმა. ეს უფრო დამნაშავის ღიმილს ჰგავდა... თუმცა იყო მასში რაღაც ისეთი... ძლიერი... მხოლოდ გარეგნობით არ ჰგავდა ჩემ საყვარელ გმირს, მასთან ნებისმიერი თავს უსაფრთხოდ იგრძნობდა... - ნინა, ალბათ უკვე ყველაფერი იცი, - ფიქრები კახამ გამაწყვეტინა. - ყველაფერი არა, - ჩემ მაგივრად ჯოშმა უპასუხა. ჯოშს უხეშად გავუშვი ხელი და კბილებში გამოვცარი. - იქ შენ მარტო არ წახვალ, - განვუცხადე კახას. - უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია ნინა, - ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა გიორგიმ. - პოლკოვნიკმა იცის რომ ჟურნალისტებიდან მხოლოდ ორნი მიდიან, კახა და ჯოში. დანარჩენები აქაც საჭირო ხართ. - ეს უსამართლობაა! - უკანასკნელად გავიბრძოლე. - თქვენ ყველა მიდიხართ და მე აქ ვრჩები. - ყველა არა, - შემისწორა კახამ. - პოლკოვნიკმა გიორგის გარნიზონში დარჩენა უბრძანა, რათა ყველაფერი გააკონტროლოს. ხომ შეიძლება ამ გარნიზონზეც მოაწყონ თავდასხმა... გიორგის გავხედე, მაგრამ მის სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მისი მოწყობილი იყო... სწორედ ამიტომ მოვიდა ადრიანად კახასთან სასაუბროდ. მან გუშინ ღამესვე დაგეგმა ყველაფერი... ყველაფერი დაგეგმა ჩემ გარეშე, ჩემი აზრის გაუთვალისწინებლად და ჩემი სურვილების საწინააღმდეგოდ... თავი მარიონეტად ვიგრძენი, რომელიც გიორგის სურვილებს ემორჩილებოდა... კი მაგრამ რატომ? რატომ აქვს მას ასეთი უფლებები? მხოლოდ იმიტომ რომ გუშინ მაკოცა? იმდენად ვიყავი გაბრაზებული და ნაწყენი, რომ ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი და თვალებიც კი ამიცრემლიანდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეეცვალა გიორგის გამომეტყველება, შეშფოთება დაეტყო და ოდნავ ჩემკენაც წამოიწია, მაგრამ ჯოშმა თავისკენ მიმაბრუნა და ლოყაზე ნაზად დამისვა ხელი. - თავს გაუფრთხილდი ლამაზო, - ისე მზრუნველურად მიყურებდა, რომ უბრალოდ უფლებას არ მაძლევდა, მეც იგივეთი არ მეპასუხა. ვგრძნობდი, როგორ უნდოდა თავისი ტუჩებით შეხებოდა ჩემსას, მაგრამ კახასა და გიორგის თვალწინ თავს იკავებდა. გულაჩუყებული რაც შემეძლო ძლიერად გადავეხვიე და ყურში ჩავჩურჩულე. - ფრთხილად იყავი ჯოშ, გთხოვ, - საპასუხოდ ხელები წელზე ძლიერად მომხვია და ოდნავ ამწია ჰაერში. შემდეგ ფრთხილად დამსვა და დიდი გაჭირვების შედეგად ხელები გამიშვა. მე რაც შემეძლო თბილად გავუღიმე და კახასკენ წავედი. ხელები გაშალა ჩასახუტებლად და მთლიანად მომაქცია მის მკლავებში. თავი მხარზე დავადევი, ცრემლებმა კი თავისით დამისველა ლოყა. მას რომ რაიმე მოსვლოდა, მართლა ვერ გადავიტანდი. ჩემი უფროსი ძამიკო იყო და მიუხედავად იმისა რომ არ გამოვხატავდი, მაინც ძალიან მიყვარდა. - თავს გაუფრთხილდი და უვნებელი დაბრუნდი, თორემ მართლა ვერ გადამირჩები, - ვუთხარი ტირილნარევი ხმით. მან უბრალოდ მხიარულად გაიცინა და გიორგის გახედა. - შენ გაბარებ, გაუფრთხილდი ამ გადარეულ ადამიანს, - სხვა შემთხვევაში გავუბრაზდებოდი, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს სიტყვები სიყვარულით იყო ნათქვამი. - რომ დავბრუნდები ისევ მოგიშლი ნერვებს, - სიცილით მითხრა. - დამპირდი, - ჩუმად, მაგრამ მკაცრად ვუთხარი. - გპირდები, - თავი დამიქნია და ისევ ჩამიხუტა. - უკვე წასვლის დროა, - თქვა ჯოშმა. ყველანი გასასვლელისაკენ გაემართნენ, მე ოდნავ ჩამოვრჩი და ვუყურებდი, როგორ მიდიოდა სამი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ორ მათგანზე განსაკუთრებულად ვნერვიულობდი და სწორედ აქ მომივიდა თავში ალბათ ყველაზე გიჟური იდეა. - ჯოშ, შეგიძლია ორი წუთით დარჩე? - სამივემ გაკვირვებულმა შემომხედა. - წავედით, - კახამ გიორგის ხელით კარისაკენ უბიძგა და შემდეგ მოხურა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა... უბრალოდ მინდოდა, რომ ჯოშს დაბრუნებისათვის სტიმული ჰქონოდა. შეიძლება ეგოისტურად და არასწორად ვიქცეოდე, მაგრამ უბრალოდ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, რომ მისი სიცოცხლის შენარჩუნებაში დარწმუნებული ვიყო... ვიცი, ჩემ საქციელს სხვანაირად გაიგებს და შეიძლება ერთ დღესაც ვინანო რომ ტყუილი იმედი მივეცი, მაგრამ ახლა თავს ვალდებულად ვგრძნობ ეს გავაკეთო... - ნინა, ვიცი რომ გაბრაზებული ხარ ჩემზე, მაგრამ... - გაბრაზებული აღარ ვიქნები, თუ დამპირდები, რომ უვნებელი დაბრუნდები და თავს არ გაწირავ კადრებისათვის, - ნერვიულობისაგან ხმა მიკანკალებდა. ჯოში ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ, მე კი ერთ ადგილას ვიდექი და მის მოძრაობას ვაკვირდებოდი. ძალიან ახლოს მოვიდა, მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა... ჩემი სახე ხელებს შორის მოიმწყვდია და თვალებში ჩამხედა, მზერა ტუჩებზე გადაიტანა და ოდნავ ჩაიღიმა. არ ვიცი რატომ, ალბათ უბრალოდ ვნებას ავყევი... ხელები კისერზე შემოვაჭდე და მთელი ძალით ვაკოცე... მის ძლიერ ხელებს მთელ სხეულზე ვგრძნობდი, სხეულის თითოეული უჯრედი რეაგირებდა და... ტვინი გაითიშა... დარჩა მხოლოდ ვნება და სურვილი, რომელსაც მთლიანად ვყავდი შეპყრობილი... ხელები მის გრძელ თმებში შევაცურე და ძლიერად მოვქაჩე, ჯოში თავისი ცხელი ხელებით ჩემს ფეხებს ქვემოდან ზემოთ დაუყვა და ჰაერში ამწია, მე კი წელზე ძლიერად შემოვაჭდე ფეხები... ზურგსუკან რაღაც მაგარი ვიგრძენი და მივხვდი, რომ კედელს ვეყრდნობოდი... ვგრძნობდი მის დაძაბულობასა და სურვილს, როცა მეც იგივეთი ვიტანჯებოდი... - ნინა, ნინა... - კოცნებს შორის ჩემს სახელს ჩურჩულებდა და ეს უფრო მმატებდა ვნებასა და სურვილს... ხელები მაიკის შიგნით შემიცურა და ჩემი სხეულის გამოკვლევა დაიწყო... სურვილისაგან გონებაარეულმა ხელი ქვემოთ ჩავაცურე მისი შარვლისაკენ, მაგრამ კანკალის გამო ვერაფერი მოვახერხე... ამ დროს ვიგრძენი, როგორ გაიხსნა ბიუსჰალტერი და ქვემოთ ჩაცურდა... თითქოს გონება გამინათდა, მივხვდი, რას ვაკეთებდი... მაგრამ ყველაფერი ისევ ნისლში მოექცა... ჩემი შორტის ელვას დასწვდა და გახსნა დაიწყო, მე კი მაისური გავაძვრე და მისი შიშველი მკერდით ვტკბებოდი... შორტი ქვემოთ ჩასრიალდა და მხოლოდ საცვალის ამარა დავრჩი, როცა კარზე კაკუნის ხმა დაიწყო... ჯოშმა ხმას ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ მე ნელ-ნელა გონება საბოლოოდ გამინათდა. - ჯოშ... ჯოშ გაჩერდი! ფეხები მის წელს მოვაშორე და იატაკზე დავდექი. ქვემოთ დავიხარე, შორტი და ბიუსჰალტერი ავიღე და სირცხვილისაგან გავწითლდი, როდესაც ჯოშს მოვკარი თვალი... - მაპატიე... - ორივემ ერთდროულად წარმოვთქვით. ჯოშს გაეცინა, მაგრამ ეს ნერვიულ სიცილს უფრო ჰგავდა... მე კი ნამდვილად არ მეცინებოდა... - ბოდიშს ნუ მიხდი ჯოშ, ჩემი ბრალია... - ეს სიმართლე იყო. - ნინა საკუთარ თავს ნუ აბრალებ, ეს მე უნდა გაგფრთხილებოდი და თავი უნდა შემეკავებინა, - დამნაშავედ ჩაღუნა თავი. მისკენ გავიწიე რომ მენუგეშებინა, მაგრამ ახლა ალბათ ჩემი შეხება უარესი იქნებოდა... - უბრალოდ თავს გაუფრთხილდი, კარგი? - რაც შემეძლო უდარდელად გავუღიმე. - არ ინერვიულო, - თავზე ნაზად მაკოცა და გარეთ გავიდა. თავი ყველაზე საშინელ ადამიანად ვიგრძენი... კარებს ოდნავ მივუახლოვდი და იქ მხოლოდ კახა და ჯოში დავინახე. - გიორგი პოლკოვნიკმა გამოიძახა, - მითხრა კახამ. მე ოდნავ გავუღიმე, თუმცა თვალებში ვერ შევხედე, შემრცხვა... - წავედით, - კახამ მხიარულად გამიღიმა და ჯოშთან ერთად ჯარისკაცებს შეუერთდა. იმ წუთას საშინელ ადამიანად ვგრძნობდი თავს, როგორ გავაკეთე ეს? მე ხომ ასეთი არ ვარ... ჩემს საძინებელში შევვარდი, ბალიშში ჩავრგე თავი და ბოლო ხმაზე დავიყვირე...
| |
|
|