ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარული ომის შუაგულში

Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 5:07 PM | შეტყობინება # 46

436
7  +
9  ±
   ±
Offline
kiss

შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - ორშაბათი, 2013-03-04, 5:07 PM

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2013-03-07, 2:17 PM | შეტყობინება # 47

842
83  +
   ±
Offline
მადლობააა kiss
ნინას რაც შეეხება, რა თქმა უნდა შიშსაც გრძნობს. როგორ შეიძლება ერაყში იყო და შიშს არ გრძნობდე?... თუმცა ამასთან ერთად ნელ–ნელა იაზრებს სხვა რამეებსაც და ომის სიმძიმესაც გრძნობს საკუთარ თავზე...
მე ცოტა სხვანაირი მინდოდა გამომსვლოდა, მაგრამ მგონი რომანში უფრო გადავვარდი biggrin biggrin
შემდეგ თავს ცოტა ხანში დავდებ kiss

Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2013-03-07, 4:00 PM | შეტყობინება # 48

436
7  +
9  ±
   ±
Offline
happy

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2013-03-07, 6:31 PM | შეტყობინება # 49

842
83  +
   ±
Offline
X თავი


ერაყში ყოფნისას ემოციებისა და გრძნობების დაფარვას მივეჩვიე. იქ, სადაც ადამიანები შვილებს, მამებსა და ძმებს კარგავენ, ჩემი შიშები ყოვლად უსარგებლოა...
სწორედ ამიტომ, მშვიდად დავიხარე და ეშლი წამოვაყენე. მიუხედავად იმისა, რომ შინაგადან ვკანკალებდი და ცოტაღა მაკლდა ტირილამდე, გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი. იქვე სკამი დავინახე და იქითკენ წავედი. ეშლი დავსვი და მეც გვერდზე მივუჯექი.
- დამშვიდდი და ყველაფერი მომიყევი, - ბოლოში ხმა მაინც ჩამიწყდა.
- ის... ის მოიყვანეს, ნინა, - ამოისლუკუნა. - და მე არ მიშვებენ, არავის უშვებენ...
- ვიზე ამბობ? - მისმა სიტყვებმა დამაბნია.
- ჯოში დაჭრილია, ნინა, - ცრემლები გადმოსცვივდა. - ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა და ახლა მასთან ექიმია. ორმა ჯარისკაცმა მოიყვანა. ღმერთო, მადლობა მათ, - ცაში აიხედა და მისი ლამაზი სახე ცრემლებმა დაასველა.
- ის კარგად იქნება, - მტკიცედ ვთქვი, თუმცა არ ვიცოდი ამ სიტყვებით ეშლის ვარწმუნებდი, თუ საკუთარ თავს.
მე და ეშლი იმ შენობასთან მივედით, სადაც ჯოში ჰყავდათ. დანარჩენი ჟურნალისტებიც იქ იყვნენ და სხვებიც, უბრალოდ გარნიზონის მცხოვრებნი...Dდიდი წვალებისა და თხოვნის მიუხედავად, დაცვამ არც ერთი არ შეგვიშვა. ეშლი დაუფარავად ტიროდა, მე კი მთელი ძალით ვიკავებდი ცრემლებს.
უცებ კარი გაიღო და იქიდან გიორგი გამოვიდა დაქვავებული სახით. მაშინვე მასთან მივირბინე, მისი სახისა და ტკივილით სავსე თვალების შემხედვარემ თავი ვეღარ შევიკავე, ცრემლები წამომივიდა... მან უსიტყვოდ ჩამიხუტა, მე კი თავი მხარზე დავადე და უხმოდ ავტირდი...
- შენი ნახვა უნდა, - თქვა ცივი, ურიაქციო ხმით. სახეზე დავაკვირდი და ისიც ასევე გამოიყურებოდა, მხოლოდ თვალებში იკითხებოდა ის ტკივილი, რომელსაც ვერ ფარავდა.
თავი უხერხულად ვიგრძენი და ეშლის გავხედე.
- ეშლი შევიდეს, - ვუთხარი გიოს.
- ჯოშს უნდა, რომ შენმა შემხედვარემ დალიოს სული და ამისთვის მე ბოდიშს მიხდის, - თვალები დახუჭა, მე კი გაკვირვებისაგან გამიფართოვდა. მხოლოდ ის გამიკვირდა, რომ გიორგის უხდიდა ბოდიშს.
მისი ნახვა მინდოდა, მაგრამ ერთი წამით ეშლის ადგილას წარმოვიდგინე თავი. ჯოშის ადგილას რომ გიორგი ყოფილიყო, გავგიჟდებოდი... მითუმეტეს რომ არ მენახა...
- მაშინ ჯერ ეშლი შევა, - ვუთხარი გიორგის, ცრემლები მოვიწმინდე და ეშლისაკენ წავედი.
- ეშ, მიდი, შენ შედი ჯერ, - ვუთხარი და კარებისაკენ ვუბიძგე, მან კი შეშინებული თვალებით შემომხედა.
ვხვდებოდი რომ ჯოშის ასეთ სიტუაციაში ნახვა არ უნდოდა, ეშინოდა, რომ უკანასკნელად ჩახედავდა მის ლურჯ თვალებში. მეც იგივეს განვიცდიდი, არ მინდოდა გამეაზრებინა რომ დღეს ჯოშს უკანასკნელად ვნახავდი, მაგრამ ჩემი გრძნობები ეშლისაგან განსხვავდებოდნენ. ჯოში მიყვარდა, პატივს ვცემდი და ვაფასებდი, მაგრამ ის არ იყო მამაკაცი, რომელსაც ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი. მე ის მიყვარდა როგორც პიროვნება, ნიჭიერი, კეთილი და ბრძოლის უნარიანი ადამიანი, მაგრამ არა როგორც მამაკაცი.
ეშლის კარამდე მივყევი, დანარჩენი გზა მარტომ გააგრძელა. ამის შემდეგ ექიმის გარდა ყველა გამოვიდა. მე კი კედელს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. ვგრძნობდი, როგორ ვძიმდებოდი ნელ-ნელა... მთელი გულით მინდოდა ჯოში გადარჩენილიყო და ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი აღმოჩენილიყო.
- ყოჩაღი ბიჭია, როგორ უძლებს ტკივილს, - გავიგე პოლკოვნიკის ხმა.
რამდენიმე წუთში კარის გაღების ხმა გავიგე, თვალები ოდნავ გავახილე და ატირებული ეშლი დავინახე.
- სულ ცოტა დარჩა, - ხმის კანკალით თქვა და გადამეხვია. - ნინა, გთხოვ, ვერ ვუყურებ ამას, არ შემიძლია... გავგიჟდები... არ დატოვო მარტო, გთხოვ, - ხელზე ხელი მომიჭირა და თვალებში ჩამხედა. ჯოშთან შესვლა საერთოდ რომ არ მდომოდა, ეშლის ასეთ მზერას უარს მაინც ვერ ვეტყოდი.
ოთახში შევედი და სპეციალურ საწოლზე მწოლიარე ჯოში დავინახე. სისხლისაგან შეძლებისდაგვარად გაეწმინდათ, მაგრამ ტანსაცმელი მთლიანად სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. ფეხების კანკალით მასთან მივედი და თავთან ჩავიმუხლე. თავი ნელა შემოატრიალა, ეტყობოდა, რომ ძალა თითქმის აღარ ჰქონდა. სუსტად გამიღიმა და ხელი გაამოძრავა, მე კი ხელზე ხელი მოვუჭირე და საპასუხოდ გავუღიმე, მაგრამ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
- ნინა, - ჩახლეჩილი, მისუსტებული ხმით ძლივს ლაპარაკობდა.
- აქ ვარ, - ჩემი ხმა უკეთესად არ ჟღერდა. - არ ილაპარაკო, ძალებს გაუფრთხილდი.
- არა, - თავი გააქნია. - უნდა მოვასწრო... ვგრძნობ, რომ ცოტა დარჩა, სულ ცოტა... მე კი მინდა გითხრა, რომ ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა ადამიანი და... - ჩაახველა და ტკივილისაგან სახე შეუწუხდა. - ეს ადამიანი შენ ხარ, ნინა. იმის მიუხედავად, რომ ახლა ვკვდები, ბედნიერი ვარ რომ შენი ნახვის შესაძლებლობა მომეცა, - აქ უკვე თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა. - ნუ ტირი, მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ მომაკვდავს შემიძლია შენ გიყურო, ანგელოზს, რომლის ცრემლიც გულს მითბობს, მაგრამ... მაგრამ არ იტირო, ანგელოზები არ ტირიან. შენი ტკბილი ტუჩების შეგრძნება სამარემდე მიმყვება, - ხელი ოდნავ აწია და სახეზე მომეფერა. მე კი თავი გულზე დავადე და მთელი ძალით დავიწყე ტირილი. ახლა ყველაფერს გავაკეთებდი, ოღონდ ჯოში არ მომკვდარიყო, ოღონდ ასეთ მდგომარეობაში არ მენახა...
- ნინა, ჯიბეში... - თითები ჯიბისაკენ წაიღო. სურვილს მივუხვდი და ჯიბიდან პატარა, დაკუჭული ფურცელი ამოვიღე.
- მერე წაიკითხე. ვეღარ... მთავრდება...
- ჯოშ, გთხოვ...
ცრემლებისაგან მის სახესაც ვეღარ ვხედავდი ნორმალურად. თვალები ხელებით ამოვიწმინდე და ჯოშს თვალებში ჩავხედე. მისი ზღვისფერი, ყოველთვის მხიარული და ეშმაკური თვალები აღარ ანათებდნენ, სიცოცხლეს აღარ ასხივებდნენ. მანათობელი სხივი გაქრა, ჩაიფერფლა უსასრულობაში...
- არა, - უსუსურად ამოვისლუკუნე და ჯოშს გულზე დავადე თავი. ის აღარ სცემდა, გაქვავებული იყო...
ექიმმა ძალით წამომაყენა ფეხზე, თან ვიღაცის სახელს იძახდა, მაგრამ აღარაფერი მესმოდა. ვგრძნობდი რომ გონებას ვკარგავდი და ფურცელს მთელი ძალით მოვუჭირე ხელი. უცხო ადამიანების სახეებში ბუნდოვნად შევამჩნიე გიორგი...

...

ვგრძნობდი რომ მთელი სხეული დაჭიმული მქონდა და სწორედ ამან გამაღვიძა. თვალები გავახილე და ჩემი საძინებელი ვიცანი. ჰმ, ჩემი საძინებელი... ამ ბოლო დროს მივეჩვიე ასე დაძახებას, მაგრამ აქ არაფერი იყო ჩემეული, თავს სახლში არ ვგრძნობდი... საწოლის გვერდზე მდგომ ტუმბოს გავხედე და ის დაკუჭული ფურცელი დავინახე. გული ამიჩქარდა... ოდნავ წამოვიწიე, საწოლში კომფორტულად დავჯექი და ფურცელი გავშალე. გაკრული ხელით ეწერა ლათინური ასოებით და ბოლოს რამდენიმე სიტყვა ქართულად. ინსტიქტურად ჯერ ქართული წავიკითხე.
,,დადიანი, არ ინერვიულო, თორემ ვერ გადამირჩები რომ დავბრუნდები. მიყვარხარ. ხვედელიძე.”
გამეღიმა... კახა ისევ თავის ამპლუაშია. და რაც მთავარია, შვება მომგვარა სიტყვებმა ,,რომ დავბრუნდბი.” ის დაბრუნდება! აუცილებლად!
,,მადლობა რომ ბრძოლისა და სიცოცხლის მიზანი მომეცი. მე დავბრუნდები, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოჯერ გნახო.” – ეწერა ინგლისურად.
გული შემეკუმშა, ეს ჯოშის ნაწერი იყო. და ის მართლაც დაბრუნდა. დაბრუნდა და უკანასკნელად მნახა...
კარი ოდნავ შეიღო და იქიდან გიოს თავი გამოჩნდა. როცა დამინახა რომ მეღვიძა და მას ვუყურებდი, უხერხულად ჩაეღიმა.
- მეგონა გეძინა.
- ახლახანს გავიღვიძე. შემოდი, - ხელით ჩემს გვერდზე ვუნიშნე.
ისიც საწოლზე ჩემ გვერდით მოკალათდა და ფურცელს დახედა.
- იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ასე იბრძვის სიცოცხლისათვის. იცოდა, რომ არაფერი ეშველებოდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. ბრძოლის უნარიანობა და სიცოცხლის სიყვარული დასაფასებელია.
- ჰო, მაგრამ ის... ის იმსახურებდა სიცოცხლეს, - ამოვიხვნეშე და ვიგრძენი, როგორ შემეკუმშა გული ტკივილისაგან.
- შენ მას სიცოცხლისა და გადარჩენის მიზანი მიეცი, ნინა, - თითქმის ჯოშის სიტყვები გაიმეორა. და მე მივხვდი, რომ ის მხოლოდ ჯოშის სიტყვებზე არ ამბობდა. მან იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე მე მეგონა. - მას ჰქონდა მიზანი, მაგრამ ომი არავის ინდობს. მთავარია, რომ ის ბოლო წუთებშიც ბედნიერი იყო, რადგან თავისი ბედნიერების მიზეზს უყურებდა, - ვიგრძენი რომ გავწითლდი და თავი ჩავხარე. - მას არ ეშინოდა და ეს მის სიძლიერეს ამტკიცებს.
- შენ გეშინია? - ვკითხე უეცრად.
- ომში ყველას ეშინია, გააჩნია ვის რისი.
- მაშინ რისი გეშინია შენ? - არ ვეშვებოდი.
- მე შენ გამო მეშინია.
გულში სითბო ჩამეღვარა... თავი უსაფრთხოდ და დაცულად ვიგრძენი. გიოს თვალებში ვუყურებდი და საკუთარ თავს ვხედავდი. ამდენი ემოციისაგან და გაურკვეველი სიხარულისაგან თვალები ამეცრემლა. გიომ ნაზად მომწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი და ტუჩებზე დამისვა ხელი. მისი შავი თვალების სიღრმეში ვიძირებოდი და მზერას ვერ ვაშორებდი. ხელით მის ჩაშავებულ თვალებს მივეფერე და თავისდაუნებურად გამეღიმა. ეს იყო პირველი გულწრფელი ღიმილი ამ ბოლო დროს. ვკვდებოდი ისე არ მინდოდა ეს მომენტი ოდესმე დამთავრებულიყო. გიომ მზერა ტუჩებზე გადაიტანა და გაუაზრებლად მეც იგივე გავიმეორე. მან გაიღიმა და თეთრი, ქათქათა კბილები გამოაჩინა. საპასუხოდ მეც ძალაუნებურად გამეღიმა. ერთმანეთის მოძრაობებს გაუზრებლად ვიმეორებდით და სწორედ აქ მივხვდი, რომ გიორგის გარდა მთელ ქვეყნიერებაში ჩემთვის არ არსებობდა სხვა მამაკაცი. მზად ვიყავი მთელი ჩემი სიცოცხლე მისთვის მიმეძღვნა. და როცა კიდევ ერთხელ შევიგრძენი მისი ტუჩების სიტკბოება, ამქვეყნად ყველა და ყველაფერი დამავიწყდა...
- მიყვარხარ, - გაუაზრებლად ჩავიჩურჩულე და არც მინანია, როდესაც გიოს ანთებული თვალები დავინახე.
ის ისევ დააცხრა ჩემს ბაგეებს და მეც იგივეთი ვუპასუხე. იმ წამს ყველაზე ბედნიერი ვიყავი...

...

ჯოშის სიკვდილის შემდეგ(ამის გაფიქრებაც ტკივილს მაყენებს) ეშლიმ ამერიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. ჯოშის ცხედარი თავის სამშობლოში უნდა გადაესვენებინათ, ეშლიმ წაყოლა მოინდომა და ეს არც არავის გაკვირვებია. გული მიკვდებოდა როდესაც მის ჩამქრალ თვალებსა და მისუსტებულ სახეს ვუყურებდი, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდი. ის დიდი ხანი ვერ გამოვიდოდა ამ მდგომარეობიდან და ეს ყველამ ვიცოდით. ამერიკაში კი, თავის ახლობლებთან და მეგობრებთან ყოფნა ალბათ ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა ტკივილს.
გარნიზონში სპეციალური მანქანა მოიყვანეს, რათა ეშლი და ჯოშის ცხედარი ბაღდადის აეროპორტამდე მიეყვანათ, იქ კი მათთვის განკუთვნილი თვითმფრინავი დახვდებოდათ. მე და გიო ხელიჩაკიდებულები მივედით ეშლისთან. ჩვენს ერთად დანახვაზე მის ლამაზ სახეზე ოდნავი ღიმილი გამოისახა, თუმცა თვალებს არ დაბრუნებიათ ის სხივი. ჯერ გიო დაემშვიდობა, შემდეგ მარტო დაგვტოვა.
- გახსოვს რომ ამერიკაში ხარ დაპატიჟებული? - მაშინვე პირველი სადილი გამახსენდა ჟურნალისტებთან ერთად და ჩემი და ჯოშის კინკლაობა ნერვებს რომ მიშლიდა... ნაღვლიანად გავუღიმე და თავი დავუქნიე.
- უნდა ჩამოხვიდე. ხომ ჩამოხვალ?
- აუცილებლად ჩამოვალ, გპირდები, - გავუღიმე. - ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით, - სახე მოექუფრა. - შენც ხომ ჩამოხვალ საქართველოში?
- შენსა და გიორგის ქორწილში? აუცილებლად! - გამიღიმა. ვიგრძენი, როგორ ავწითლდი ამის წარმოდგენაზე.
ერთმანეთს გადავეხვიეთ და ეშლი მანქანისაკენ წავიდა. უკანმოუხედავად ჩაჯდა, მე კი გული მეტკინა იმის წარმოდგენაზე, როგორ გრძნობდა ახლა თავს. ის ძალიან კარგი, კეთილი და საყვარელი ადამიანია, რომელიც იმსახურებს ბედნიერებას. და იმედი მაქვს, იპოვის კიდეც...
გიო გვერდზე მომიდგა, წელზე ხელი მომხვია და ერთად გავაცილეთ ეშლის მანქანა. მე უკვე ვიპოვე ჩემი ბედნიერება, რომელიც ახლა გვერდზე მედგა, მიღიმოდა და ოდნავ მიჭერდა ხელს წელზე. ეს იყო ის ადამიანი, რომელსაც ვანდობდი ჩემს სიცოცხლეს და მეყვარებოდა ბოლო ამოსუნთქვამდე...

T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2013-03-07, 9:05 PM | შეტყობინება # 50

266
15  +
30  ±
   ±
Offline
როგორ დამწყდა გული ჯოშზე... sad
თუმცა მაინც მიხარია რომ გიორგი ცოცხალია, ნინასთან ერთადაა და იმედი მაქვს ბოლომდე ასე გაგრძელდება.
იმედი მაქვს ხვედელიძე მალე დაბრუნდება, რაღაცნაირად ძალიან შემიყვარდა ეს პერსონაჟ happy happy



Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2013-03-07, 10:17 PM | შეტყობინება # 51

436
7  +
9  ±
   ±
Offline
me mgonia josis sikvdili ufro mdzafrad unda aggewera,mtavari personaji iyo mainc,ai ici rom vkitxulobdi guli ar amchuyebia (: sxvas rac sheexeba mixaria gios provneba aseti kargi romaa kiss

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 3:13 PM | შეტყობინება # 52

842
83  +
   ±
Offline
XI თავი


რამდენიმე დღე ჯოშის ამბავის გამო შოკიდან ვერ გამოვდიოდი. დაპროგრამებულივით ვაკეთებდი ყველაფერს. ვჭამდი, მეძინა, ვიღებდი ყველაფერს, რაც კი გარნიზონში ხდებოდა და ინტერვიუებს ვართმევდი ხალხს. მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი სიხარულსა და შვებას, როცა გიოს ვუყურებდი. ომის შუაგულში, ის გახდა ჩემი სამყაროს ცენტრი და ჩემი ღიმილის ერთადერთი მიზეზი. როდესაც მას ვუყურებ, ირგვლივ ყველაფერი ქრება და რჩება მხოლოდ მისი სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი შავი თვალები, დამაბრმავებელი ღიმილი, რომელიც გულს მიჩქარებს.
დღის იმ მონაკვეთს, როდესაც ორივენი თავისუფლები ვიყავით, მე და გიორგი ერთად ვატარებდით. საღამოს ჩემს დაძინებამდე ჩემთან იყო და დილით ჩემ გაღვიძებამდე მოდიოდა, თან მომზადებულ საუზმეს მახვედრებდა.
- ზედმეტად მანებივრებ. იცოდე, მივეჩვევი და თავს აღარ დაგანებებ, - ვუთხარი ერთ დილას, როდესაც მას ისევ, როგორც ყოველთვის, ლამაზად გაწყობილი სუფრა დამახვედრა.
- არ არის პრობლემა, - მკერდზე ძლიერად მიმიხუტა და ჩემს ტუჩებს მზერას არ აშორებდა. მე კი უბრალოდ არ შემეძლო მის სიახლოვეს თავი მომეთოკა, ამიტომ თითის წვერებზე ავიწიე და ვაკოცე. ვაკოცე თავდავიწყებით, მთელი გრძნობით, ვნებითა და იმ სიყვარულით, რომლის იქითაც აღარაფერი არსებობდა...
მან ნაზად მომკიდა ხელები და ჰაერში ამწია, მეც წელზე შემოვაჭდე ფეხები და ვეცადე კოცნა გამეღრმავებინა. ვიგრძენი როგორ ვიჯექი რაღაც ცივზე და მაგარზე, მაგიდა... მისი სიახლოვე, სითბო, ვნება და ჯერ კიდევ სიტყვით გამოუთქმელი სიყვარული, არასდროს მყოფნიდა. უფრო და უფრო მეტი მინდოდა და ვიცოდი რომ რაც დრო გავიდოდა, მასთან ყოფნის სურვილი მით უფრო გამძლავრდებოდა. შეუძლებელი იყო რომ დროს რაიმე დაეკლო ამ გრძნობისათვის. ყოველ დილით, როდესაც თვალებს ვახელდი, ფიქრი მაშინვე გიოსკენ მიდიოდა და თავისდაუნებურად მეღიმებოდა მისი სახის წარმოდგენაზე.
ვგრძნობდი რომ ორივეს გვჭირდებოდა ჟანგბადი, მაგრამ კავშირის გაწყვეტა ზედმეტად რთული იყო. როდესაც თვალები გავახილე, მაშინვე გიოს მომღიმარ სახესა და მბრწყინავ თვალებს შევეჩეხე. ლოყაზე ნაზად დამისვა ხელი, მერე ნელ-ნელა ფრთხილი მოძრაობებით ჩაუყვა და მაისურის ბრეტელი ქვემოთ ჩააცურა. ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა... თვალები დავხუჭე და ვიგრძენი, როგორ დასრიალებდნენ გიოს ხელები ჩემს სხეულზე. სახე რაც შეიძლებოდა ახლოს მივუტანე და თვალებში ჩავხედე. მასში იმდენი ემოცია ირეოდა, რომ გარჩევა ძნელი იყო...
- ნინა, - დაიჩურჩულა ჩახრინწული ხმით და ჩემს ბაგეებს დააკვდა.
ვგრძნობდი როგორ მემატებოდა სურვილი და მეჭიმებოდა მუცელი... ხელები გიოს მაისურის ქვეშ შევაცურე და მისი დაკუნთული სხეულის გამოკვლევა დავიწყე... მან კი ცალი ხელი წელზე ძლიერად შემომხვია, მეორე თმებში შემიცურა და ოდნავ მომქაჩა. თავისდაუნებურად კვნესა აღმომხდა და გავწითლდი იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი... მაგრამ გონებას ვეღარ ვაკონტროლებდი, ნორმალურად ფიქრის უნარი წამერთვა და ყველაფერი ნისლში იძირებოდა... ყველაფერი გარდა გიოს ცხელი ტუჩებისა და ხელებისა, რომლებსაც ძლიერად ვყავდი ჩაკრული... როდესაც სუნთქვის აღსადგენად რამდენიმე წამით დავშორდით ერთმანეთს, მაისური უხეშად გავხადე და სადღაც მოვისროლე... გიო ისევ დაეწაფა ჩემს ბაგეებს და ამჯერად აღარ იყო ისეთი ფრთხილი, ნაზი... მაგრამ მომწონდა მისი ასეთი ცვლილება, სიუხეშე... ეს კიდევ უფრო მიზიდავდა და გონებას მაკარგვინებდა. როდესაც ჩემი პერანგის ღილები თითქმის ბოლომდე იყო გახსნილი, უკან გადავიწიე და აქ გაისმა საშინელი ხმა... ინსტიქტურად მაშინვე ჩამოვხტი მაგიდიდან და გატეხილი ფინჯანი დავინახე. გიომ სიცილი დაიწყო, მე კი გავწითლდი.
- არ არის სასაცილო, გიორგი, - დავუბღვირე.
- არის! - მითხრა და ძლიერად მიმიკრა სხეულზე, მაგრამ სწორედ ამ დროს გაისმა კარზე კაკუნის ხმა.
უკვე მთელმა გარნიზონმა იცოდა რომ თუკი გიორგი აფციაურს ვერსად პოულობდნენ, ის ჩემთან-ქართველ ჟურნალისტ, ნინა დადიანთან იქნებოდა. ეს გარემოება უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა და დასაწყისში იმდენად მაღიზიანებდა, რომ მზად ვიყავი ჩემი ხელით მიმეხრჩო ყველა, ვინც კი უაზრო მზერით გამაცილებდა...
გიო მიხვდა რაშიც იყო საქმე და სახე უსიამოვნოდ დაემანჭა, მე კი მაისური ვესროლე რომ ჩაეცვა და საძინებელში შევედი.
დიდი ხანი მომიწია ლოდინი, უკვე მოთმინება მღალატობდა და მზად ვიყავი მათთან გავსულიყავი, რათა ჩემთვის საინტერესო ყველა კითხვა დამესვა. მაგრამ სწორედ ამ დროს შემოვიდა გიო ოთახში. მის სახეზე წავიკითხე რომ კარგი არაფერი ხდებოდა. უსიტყვოდ დაჯდა ჩემ გვერდით, მე კი მხარზე თავი დავადე და ავხედე.
- ახლა მაიორთან უნდა წავიდე, საგანგებო სიტუაციაა, - ამის გაგებისას, ვიგრძენი, როგორ მოიცვა შიშმა თითოეული უჯრედი. - მეზობელი გარნიზონი საშინელ მდგომარეობაშია, ჩვენი გაგზავნილი ჯარისკაცები საკმარისნი არ აღმოჩნდნენ. ამავე დროს არის საშიშროება, რომ ჩვენს გარნიზონზეც მოხდეს თავდასმა, ამიტომ გაძლიერებული დაცვაა საჭირო. თუმცა მაიორი თავს ვალდებულად თვლის, რომ დანარჩენებს დაეხმაროს. არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ვიცი რომ ყველაფერი სერიოზულადაა და მალე ალბათ ეს აღარ იქნება მშვიდობიანი გარნიზონი. ყოველი შემთხვევისათვის, მინდა ევაკუაციის თემაზე ვესაუბრო... - უეცრად შემომხედა და სახის გამომეტყველება შეეცვალა.
- ჯანდაბა, ნინა, მე შენ ახლა ჩემს პროფესიულ საიდუმლოებებზე გესაუბრები, რაც სასტიკად აკრძალულია! - არ ვიცი როგორ, მაგრამ დაძაბულს ოდნავ მაინც გამომივიდა ღიმილი.
იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ შეიძლებოდა გიორგი მეზობელ გარნიზონში გაეშვათ, ან სადმე სხვაგან.
- ჰეი, ასე ნუ ნერვიულობ, - გამიღიმა გიომ, მაგრამ მის თვალებში ყველაფერს ვხედავდი, ამჯერად ვერ გამოუვიდა გრძნობების დამალვა. ვხედავდი რომ აფორიაქებული იყო და შიშს ჰყავდა შეპყრობილი ისევე, როგორც მე. თუმც ისიც ვიცოდი რომ მას საკუთარი თავი გამო არ ეშინოდა...
- ჩემ თავზე არ ვნერვიულობ, - ჩავიბუტბუტე უკმაყოფილომ.
- საერთოდ ნურაფერზე ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება! - ნიკაპზე მომკიდა ხელი და თავი მაღლა ამაწევინა.
- ხომ მენდობი? - თავი დავუქნიე. - მაშინ დამშვიდდი, - ტუჩებზე ნაზად მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
მე კი დავრჩი მარტო, მარტო ჩემს გრძნობებსა და შიშებთან...
უსაქმურობისაგან ნერვიულობა უფრო და უფრო მემატებოდა, ამიტომ კამერით ხელში გარეთ გავედი და მაშინვე ვინანე. იქაურობა კიდევ უფრო უარესად გამოიყურებოდა, ვიდრე დღეს დილით. ამ საშინელი სურათის ყურება ვეღარ ავიტანე და ისევ უკან შებრუნება გადავწყვიტე. საწოლზე წამოვწექი, თვალები დავხუჭე, ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა დავიწყე და სრულიად სხვა სამყაროში გადავეშვი...
სახეზე შეხება ვიგრძენი და მაშინვე გავახილე თვალები. მაშინვე გიოს შავ თვალებს შევეჩეხე, ზემოდან მიყურებდა და თან მიღიმოდა. ეს არ იყო მისი ჩვეული, მხიარული და გულწრფელი ღიმილი, მაგრამ ადამიანი, ვინც მას არ იცნობდა, ნამდვილად ვერ მიხვდებოდა ამას.
ყურსასმენები მოვიხსენი და საწოლზე დავჯექი.
- რა მოხდა? - ვკითხე სულსწრაფად.
- ისეთი არაფერი, - მხრები აიჩეჩა. - ჯერ არაფერი სერიოზული არ ხდება. უბრალოდ მაირო მელაპარაკა, - თვალის კუთხით შემომხედა.
- ჩვენზე, - თითებით მანიშნა.
- რა? - ვიგრძენი, როგორ მომაწვა სისხლი საფეთქლებზე.
- დამშვიდდი, - გაეცინა. - უბრალოდ მკითხა, რა ხდებოდა ჩვენ შორის და შემახსენე, რომ შენ ჟურნალისტი ხარ, მე კი ჯარისკაცი და ორივეს გვაქვს ჩვენი მოვალეობები. ამიტომ, მადლობას გადამიხდის, თუ არ გაწყენინებ და არ გაგაქცევ აქედან, - ორივეს გაგვეცინა.
- შენ რა უთხარი?
- ვუთხარი, რომ თუკი ოდესმე ჩემ გამო იტირებდი, საკუთარი ხელით მოვიკლავდი თავს, - ეს ისე თქვა, როგორც ჩვეულებრივი სიტყვები, მე კი მათმა მოსმენამ შოკში ჩამაგდო.
გიო მიხვდა ჩემს რეაქციას და გაეღიმა. ცალი ხელი წელზე მომხვია, მეორე კი თმებში შემიცურა და სახე ძალიან ახლოს მომიტანა. მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი, რომელიც ვნებისაგან კანს მიწვავდა...
- ნინა, ნუთუ აქამდე ვერ მიხვდი რომ უბრალოდ ვგიჟდები შენზე? არა, კი არ ვგიჟდები, მიყვარხარ!
იმის მიუხედავად, რომ ომის შუაგულში ვიყავით, ჩვენ გარშემო უამრავ ადამიანს კლავდნენ და აწამებდნენ, სულის ტკივილამდე იტანჯებოდნენ სხვები, მე მაინც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანად ვიგრძენი თავი. ისევ ეგოიზმი... მაგრამ ეს იმდენად აღმაფრთოვანებელი, ტკბილი გრძნობა იყო, რომ მასზე უარის თქმა ჩემი მხრიდან ნამდვილი დანაშაული იქნებოდა.
სწორედ ამიტომ ავყევი გიოს კოცნაში და მოხდა ის, რაშიც დილით ხელი შეგვიშალეს...
მეორე დილით კი იმდენად დიდი ,,სიურპრიზი” მელოდა, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუკი ამდენად ძლიერი დამანგრეველი გრძნობები არსებობდნენ...

T-MOMSENთარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:50 PM | შეტყობინება # 53

266
15  +
30  ±
   ±
Offline
OMG.... cudaad vaar... giorgi, giorgi, girogi, giorgii happy happy happy
ise ra lamazad gqonda agwerili ninas grdznobebi, kitxva msiamovnebda :))
ragac dzalian cudi xdeba, imedia giorgis araferi mouva



littlegirlთარიღი: სამშაბათი, 2013-03-12, 2:25 PM | შეტყობინება # 54
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
gioooooooooooooo happy



Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-13, 5:56 PM | შეტყობინება # 55

436
7  +
9  ±
   ±
Offline
მორჩა, მე დავდნიიი ! ^___^

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2013-03-18, 3:29 PM | შეტყობინება # 56

842
83  +
   ±
Offline
ძალიან მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ, ბავშვებო kiss :**
ოპს, თურმე რამდენი ხანია არ დამიდია ახალი თავი biggrin
დღეს დავდებ ცოტა ხანში happy

Immortalთარიღი: ორშაბათი, 2013-03-18, 8:00 PM | შეტყობინება # 57
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
bella-vampire, ველით <3


bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2013-03-18, 8:51 PM | შეტყობინება # 58

842
83  +
   ±
Offline
XII თავი


დილით თვალები გავახილე თუ არა, მაშინვე დავხუჭე. გონებაში გუშინდელი ღამის სურათები ერთმანეთს ცვლიდნენ და ვგრძნობდი, როგორ ვიბერებოდი ბედნიერებისაგან, მაგრამ თვალების გახელა მეშინოდა, მეშინოდა ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩენილიყო და მწარე რეალობას არ შევჯახებოდი.
მიუხედავად ამ შიშებისა, თვალები ნელ-ნელა გავახილე და მომღიმარი გიორგი დავინახე, რომელიც საწოლზე იწვა ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი. ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი სახეზე და ლოყები ამიწითლდა. ის კი მიღიმოდა, მაგრამ მის ღიმილში მაშინვე დავიჭირე რაღაც, რაც არ მომეწონა. თვალები არ უბრწყინავდა და მიუხედავად იმისა, რომ მიყურებდა, თვალებში არ ჩაუხედავს. ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა... ვიცოდი და სწორედ ამიტომ ბედნიერება მაშინვე გაქრა... ალბათ შეამჩნია ჩემი ხასიათის ცვლილება, რადგან დამალვა ნამდვილად არ მიცდია. ჩემკენ გადმოიწია, თმებზე მომეფერა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა.
- დილამშვიდობისა, მძინარე მზეთუნახავო.
- დილამშვიდობისა, - გამეცინა დაძაბულობის მიუხედავად.
სახეზე მომეფერა, თან ჩემს ტუჩებს მზერას არ აშორებდა. თავი ნელა ავაწევინე და თვალებში ჩავხედე. ემოციები ვერ წავიკითხე... იმდენად ბევრი გრძნობა ირეოდა ერთმანეთში, რომ მათი წაკითხვა შეუძლებელი იყო.
- გიო, - ჩავიჩურჩულე დაგუდული ხმით.
მან უბრალოდ გამიღიმა და შუბლზე გადმოყრილი თმები გამისწორა. ვგრძნობდი რომ დაძაბული იყო, მისი დუმილი კი უფრო და უფრო მარწმუნებდა იმაში, რომ კარგი არაფერი ჰქონდა სათქმელი.
- პოლკოვნიკთან ვიყავი, - თქვა და მზერა ამარიდა, მე კი გული შემეკუმშა.
- მერე? - ვიკითხე გულის ფანცქალით.
- ნინა, შენ და კახა მალე საქართველოში დაბრუნდებით, - თვალებში მკაცრად ჩამხედა.
- რა? - გაკვირვებისაგან პირი დამრჩა ღია.
- არა! - წამოვიყვირე, როცა გონს მოვედი. - ეს შეუძლებელია, გიორგი აფციაურო! არც იფიქრო! საქართველოში არ დავბრუნდები, შენ გარეშე არსად წავალ!
- ნინა, არჩევანის საშუალება არ გაქვს.
- მართლა? - ნერვიულად ჩამეცინა. - ვერავინ დამაძალებს იმის გაკეთებას, რაც არ მინდა.
- შენ აქ მარტო ვერ დარჩები, - თქვა მშვიდად.
- მარტო? - ჩემმა დაბნეულობამ პიკს მიაღწია. - მარტო რატომ?
- ნინა, - თქვა ტანჯული ხმით და თმებზე ხელი დამისვა. - აქ დარჩენა უკვე საკმაოზე მეტად საშიშია, მე კი გარნიზონში მივდივარ, - ბოლო სიტყვები თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბოლო ხმაზე იყვირა. ყურებში ექოსავით მესმოდა, თუმცა ტვინამდე ბოლომდე ვერ დადიოდა მისი არსი, არ უნდოდა ამ ინფორმაციის მიღება...
- ანუ? - ხმა ძლივს დავიმორჩილე.
- დამშვიდდი, ნინა, - ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მომწმინდა.
მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ვტიროდი.
- არ მინდა, - ამოვისლუკუნე. - უბრალოდ... ვერ დაგშორდები,-მის ხელს ჩავებღაუჭე.
- არც ვშორდებით, - ნიკაპზე ხელი მომკიდა და თვალებში ჩამხედა. - ჩემი გჯერა? - თავი დავუქნიე. - ნინა დადიანი, ამქვეყნად შენზე ძვირფასი არავინ მყავს და არ დავუშვებ, რომ რაიმე მოგივიდეს. შენთან თუნდაც დროებითი დაშორებაც არ მინდა, მაგრამ აქ ვერ დაგტოვებ, მე კი სამსახურეობრივი მოვალეობები მაკისრია. დამთავრდა ჩემი ყოფნა მშვიდობიან გარნიზონში.
სისხლი გამეყინა... ის ომში მიდის, ნამდვილ ომში, სადაც ყოველ წამს ტყვიების ზუზუნი ისმის, ადამიანები ერთმანეთს დაუნდობლად კლავენ, გადარჩენის მინიმალური შანსია... ადამიანი, რომელიც გულის წასვლამდე, მთელი სულითა და გულით მიყვარს, მიდის იქ, საიდანაც არც კი ვიცი დაბრუნდება თუ არა... არა! ამის გაფიქრებაც კი აღუწერელ ტკივილს მაყენებს. სულსა და გულს მიყინავს და ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს სისხლისაგან ვიცლები...
- მაგრამ... გიო... - ამოვისლუკუნე. - არ მინდა რომ წახვიდე! ვერ გადავიტან ამას...
- ჩუ... ნინ, - თვალებზე მაკოცა და ძლიერად ჩამიხუტა. მე კი პატარა ბავშვივით მოვიკნუტე გიოს მკლავებში, თავი გულზე დავადე და ვეცადე ოდნავ მაინც დავმშვიდებულიყავი. ალბათ ისევ მისმა სიახლოვემ იმოქმედა და რამდენიმე წუთში შედარებით დავწყნარდი.
- ცუდზე ნუ ფიქრობ, ნინ, - უფრო ძლიერად მიმიხუტა და თავზე მაკოცა. შემდეგ გამასწორა, მე კი საბანი უფრო მოხერხებულად შემოვიხვიე შიშველ სხეულზე და გავწითლდი, როდესაც დავაფიქსირე, რა მზერით მიყურებდა.
- ბოდიში მაქვს მოსახდელი, - ტუჩის კუთხით ოდნავ ჩაეცინა, მაგრამ მაშინვე დასერიოზულდა. მე კი გაკვირვებული ვუყურებდი მას და ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა.
- რომ მცოდნოდა, რომ გარნზონში გამგზავნიდნენ... ანუ შენ...- ჩაეცინა. - ალბათ არ უნდა მომხდარიყო ეს მაშინ, როცა მე მეორე დღეს მივდივარ...
თავიდან მისმა ლაპარაკმა დამაბნია და ვერ ვხვდებოდი საერთოდ რას გულისხმობდა, მაგრამ როდესაც მისი აზრი დავიდა ჩემ ტვინამდე, თავი ძლივს შევიკავე რომ სიბრაზისაგან არ ავფეთქებულიყავი. საერთოდ რაზე ფიქრობს, როცა ასეთ სისულელს ამბობს? მე ხომ ბედნიერი ვარ! უფრო სწორად, ბედნიერი ვიყავი მანამ, სანამ გიორგი ახალ ამბავს ,,მახარებდა.” თუმცა... მალევე მივხვდი მისი სიტყვების დაფარულ აზრს და გამახსენდა ქართული მენტალიტეტი. სხვა დროს, სხვა ადამიანთან, შეიძლება მენანა ამგვარი საქციელი, მაგრამ გიოსთან ერთი წამითაც კი არ გამჩენია ეჭვის ჭია იმაში, სწორად ვიქცეოდი თუ არა. ყველაფერზე თანახმა ვიყავი...
- აფციაური, მოკეტე და მაკოცე!
თუმცა აღარ ვაცადე, თვითონ დავეწაფე მის ტკბილ ბაგეებს და სიამოვნების მორევში ჩავიძირე...

...

თუკი ცხოვრება გაძლევს დიდ ბედნიერებასა და სიყვარულს, ყოველთვის უნდა ელოდო, რომ ის ოდესმე მოითხოვს სამაგიეროს...
რა გრძნობაა, როდესაც შენთვის საყვარელ ადამიანს უშვებ იქ, სადაც ზუსტად იცი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ელის?
რა გრძნობაა, როდესაც ხედავ როგორ მიდის შენგან, შენ კი აანალიზებ, რომ მისი დაბრუნების შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ ამ აზრს მაშინვე იშორებ და სადღაც, მიყრუებულ კუნჭულში აგდებ?
ამის აღწერა შეუძლებელია, ეს უნდა გამოსცადო. ვერც ერთი სიტყვა, ვერანაირი ემოცია ვერ აღწერს იმას, რასაც ვგრძნობ. ასე მგონია, სული ლურსმანზე გამომედო და ახლა ნელა, მტანჯველად იხლიჩება ნაწილ-ნაწილ... ადამიანი, რომლისთვისაც სიცოცხლესაც კი დავთმობ, მიდის, რათა სხვებს შესწიროს თავისი სიცოცხლე, მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლოს და საკუთარი რისკის ქვეშ დააყენოს.
მეშინია... მეშინია რომ ვეღარ ჩავხედავ უძირო შავ თვალებში და ვეღარ დავინახავ მის დამაბრმავებელ ღიმილს, რომელიც ასე მიჩქარებდა გულს. მეშინია მისი დაკარგვის, ჩემი სამყაროს ცენტრის დაკარგვის... მასთან ერთად მეც დავიკარგები ამ უაზრო სამყაროში, გიორგის გარეშე არარაობა ვარ...

- ნინა, ნუ გაქვს ასეთი სახე, გთხოვ.
ორივენი გიორგის საცხოვრებელში ვიყავით. წასასვლედად ემზადებოდა და იარაღებს ამოწმებდა. მათ დანახვაზე ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. ჩემი მეგობრებისაგან განსხვავებით, არასოდეს დავინტერესებულვარ იარაღით. არადა ელიმ სროლაც კი ისწავლა. მე კი მხოლოდ ერთხელ მეჭირა ბიძაჩემის იარაღი და ისიც რამდენიმე წამით, რადგან მეტი ვეღარ შევძელი, შემაშინა...
- როგორი სახე უნდა მქონდეს? - ვკითხე გიორგის.
- არა ასეთი, - გავიკრიჭე და ოცდათორმეტივე კბილი გამოვაჩინე.
- ნინა, - ამოიხვნეშა და ჩემთან მოვიდა. მე კი მაშინვე ჩავეხუტე და თავი მხარზე დავადე.
- შენგან შორს ყოფნას ვერ გავუძლებ. უშენოდ ყველაფერი აზრს კარგავს.
მთელი ძალით ვეწინააღმდეგებოდი ცრემლებს, რომლებიც გათავისუფლებას ლამობდნენ. არ მინდოდა გიორგისთვის დამენახვებინა ჩემი ტირილი და უფრო მეტად დამემძიმებინა.
გიო უკან გაიწია, რაღაც აიღო და ხელში ცივი საგანი ჩამიდო. როდესაც დავხედე რა იყო, თავი ძლივს შევიკავე ყვირილისაგან, მაგრამ სამაგიეროდ, მოულოდნელობისაგან და შიშისაგან ხელი მაშინვე გავუშვი. ის კი იატაკზე დავარდა ხმაურით.
- არა გიორგი! - მტკიცედ ვთქვი. - იარაღს ნორმალურადაც ვერ ვუყურებ, არა თუ ხელში ვიჭერ.
- ეს შენი უსაფრთხოებისათვის არის, ნინ. წესით ამას არ უნდა გაძლევდე, მაგრამ ასე უფრო მშვიდად ვიქნები, ხმარებასაც გასწავლი, ძალიან ადვილია.
- ჯობია წესებს დავუჯეროთ. გიორგი, შენ არ გესმის, იარაღზე ალერგია მაქვს, სერიოზულად! ვერ დავიტოვებ, შიშისაგან მაინც ვერ გამოვიყენებ რომ დამჭირდეს.
- ნუ მეწინააღმდეგები. ყველანაირი შიშის დაძლება შეიძლება, მითუმეტეს ამის. აი, ნახე, - იარაღი ხელებში ჩამიდო და ზემოდან თავისი მოუჭირა, რომ არ გამეშვა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც მივეჩვიე, ჩემი თითები მოხერხებულად გადაადგილა და იარაღი ისე დამაჭერინა, ფილმებში რომ ვუყურებდი. ლოგიკით მივხვდი რომ ჯერ გადატენა, შემდეგ კი ჩახმახზე დამედებინა თითი.
- ამას რომ დააჭერ, ისვრის.
- ნანახი მაქვს ფილმებში, - ირონიულად გამეცინა.
გიორგი ისევ მავარჯიშებდა, საბოლოოდ კი მაინც შეძლო და იარაღი ხელში მარტოს დამაჭერინა. დამოუკიდებლად გადავტენე და სწორად დავიკავე ხელში. ჩემი თავით ვამაყობდი!
კარზე დააკაკუნეს და მაშინვე მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. გიორგი მიდიოდა, მე კი აქ ვრჩებოდი...
კარი გააღო და უცნობთან საუბარით მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა. შემდეგ კარი ხმაურით მიხურა, უკან დაბრუნდა და ჯავშანჟილეტი ჩაიცვა. ეს უკანასკნელი შტრიხი იყო... მის მოქმედებას არ ვუყურებდი, არ შემეძლო მეყურა როგორ ემზადებოდა წასასვლელად.
- ნინა... - დაიწყო მან.
- გეხვეწები, არაფერი თქვა. უბრალოდ ჩამეხუტე.
მაშინვე ჩემთან გაჩნდა და მის მკლავებს შორის მომიქცია. მე კისერზე მოვხვიე ხელები, თითის წვერებზე ავიწიე და თვალებში ჩავხედე. იმდენად ღრმა და უძირო თვალები ჰქონდა, რომ მათი ყურებისას ვშეშდებოდი და დროის შეგრძნებას ვკარგავდი.
- მიყვარხარ, - ორივემ ერთდროულად ვთქვით და გაგვეღიმა. თუმცა სულ არ მეღიმებოდა, ისევ და ისევ გიოს სიყვარული მაძლევდა ძალას.
ის ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს, თითქოს უკანასკნელი კოცნა ყოფილიყოს... მეც მთელი გრძნობით, მთელი ჩემი სიყვარულით ვუპასუხე...
კარზე ისევ დააკაკუნეს. სხვა გზა არ რჩებოდა, ერთმანეთს მოვშორდით, მაგრამ მზერით კონტაქტი არ გაგვიწყვეტია.
- აქ დარჩები?
- ჰო, არ გამოვალ.
ორივემ ვიცოდით რომ ასე სჯობდა... გიომ ნაღვლიანად გაიღიმა, კიდევ ერთხელ მაკოცა და ზურგი შემაქცია. მე კი მიმავალს პირჯვარი გადავწერე და ღმერთს ვევედრებოდი მის უვნებლად დაბრუნებას.
- უფალი გფარავდეს, - ჩავიჩურჩულე, ის კი შემობრუნდა, გამიღიმა და ზურგს უკან მიიხურა კარი.

ამ დღის შემდეგ ყველაფერი ერთფეროვანი გახდა. ვიძინებდი, ვიღვიძებდი, ინტერვიუებს ვიღებდი ხალხისაგან და ჩანაწერებს ვაკეთებდი, მოვალეობებს ვერსად გავექცეოდი. ვჭამდი მხოლოდ იმიტომ, რომ ცოცხალი ადამიანისათვის აუცილებელია, მადა არ მქონდა...
ყველაფერი უაზრო და უმნიშვნელო მეჩვენობოდა. არავინ იყო ისეთი, რომ ჩემთვის სულ უბრალო, პატარა, გულახდილი ღიმილი მოაეგვარა. თუმცა არა! ყოველ ღამე, ძილის წინ, თვალწინ მედგა გიოს სახე, ერთად გატარებული დღეების თითოეულ დეტალს ვიხსენებდი და მეღიმებოდა. ეს არ იყო ბედნიერი ღიმილი, ეს მონატრების ღიმილი იყო, მაგრამ ნამდვილი, გულახდილი...
ყველგან ის იყო... მაშინ, როდესაც სიუჟეტს ვიღებდი, როდესაც ვჭამდი, ან უაზროდ დავბოდიალობდი გარნიზონში, ყველგან... ყოველ წამს ჩამესმოდა გიოს ხმა და მის სიახლოვეს ვგრძნობდი, ვიცოდი რომ ჩემთან იყო.
ყოველ ღამე, დაძინებისას, ვფიქრობდი გეგმაზე, თუ როგორ აღმოვჩენილიყავი იქ, გიოსთან ერთად. როგორ წავსულიყავი გარნიზონში, რომელიც რეალურად არც კი ვიცოდი სად იყო. თუმცა ჩემი გეგმის განხორციელება არც ისე ძნელი ყოფილა. თუკი ადამიანი მოინდომებს, აუცილებლად მიაღწევს სასურველს.

T-MOMSENთარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-20, 8:01 PM | შეტყობინება # 59

266
15  +
30  ±
   ±
Offline
გიორგი მიყვარხარ! არც გაბედო სიკვდილი! ))
თამო გეხვეწები არ გაწირო ეს ანგელოზივით ბიჭი სასიკვდილოდ biggrin ერთი სული მაქვს ახალ თავამდე ))



Mari_Amiთარიღი: პარასკევი, 2013-03-22, 8:38 PM | შეტყობინება # 60

436
7  +
9  ±
   ±
Offline
რა კარგი თავი იიყო (( საყვარლებიი ^^
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა: