სიყვარული ომის შუაგულში
|
|
|
bella-vampire | თარიღი: კვირა, 2013-03-31, 3:46 PM | შეტყობინება # 62 |
842
Offline
| XIII თავი
გარნიზონში ვეღარ ვჩერდებოდი, ყველაფერმა აზრი დაკარგა. ვარდისფერი სათვალეები სამუდამოდ მოვიხსენი და ახლა მხოლოდ შავ-თეთრს ვხედავდი. გიოს გარეშე ყველაფერი უფერული და უმნიშვნელო მეჩვენებოდა. ნელ-ნელა უფრო და უფრო ვმძიმდებოდი სულიერად, ხსნას კი ვერსად ვხედავდი. ერთადერთი, რაც მიშველიდა, მისი ნახვა იყო. მინდოდა რომ ისევ მოვექციე თავის ძლიერ მკლავებში, ვნებიანად ეკოცნა და არასოდეს, არასოდეს გავეშვი! თუმცა მე თვითონ გავუშვი ის... მიუხედავად იმისა რომ მთელი გულით ვუყვარდი, ვიცოდი, უარს მაინც არ იტყოდა წასვლაზე. გიორგის ხასიათში არ ჯდებოდა ეს. მეც ვეგუებოდი მის გადაწყვეტილებას... არა, ვერ ვეგუებოდი! შეუძლებელია შეეგუო იმას, რომ შენი საყვარელი ადამიანი ომშია წასული, სხვის გამო აყენებს საფრთხეში საკუთარ სიცოცხლეს და ერთხელაც, როდესაც ამას უკვე ყველაზე ნაკლებად ელი, შეიძლება ცოცხალიც ვერ დაბრუნდეს... ამის გაფიქრებაზეც კი გული მეკუმშებოდა და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ყოველი დილა ტირილით იწყებოდა და ყოველი დღე სველი ბალიშით მთავრდებოდა... კოშმარები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. არ სემეძლო რაიმეში კარგი და ღირებული დამენახა, გიორგის გარეშე ყველაფერი გაუფერულდა. იყო მხოლოს ის, მისი სახე, ხმა და მოჩვენება, რომელიც ყველგან დამყვებოდა. ორი კვირის შემდეგ უბრალოდ ძალა აღარ მყოფნიდა, რომ ნორმალური ადამიანივით გამეგრძელებინა ცხოვრება. მე არ ვიყავი ნორმალური, გიორგის გარეშე საერთოდ არავინ ვიყავი... ძალა არ მყოფნიდა, რომ საკუთარი თავისთვის თუნდაც ჭამა დამეძალებინა, როდესაც მადა საერთოდ არ მქონდა. მაგრამ მხოლოდ იმის იმედით, რომ როდესაც გიო დაბრუნდებოდა მე ზუსტად მაშინ არ გავმხდარიყავი ცუდად, ძალით ვჭამდი, საერთოდ ძალით ვცხოვრობდი... მაინც და მაინც სწორედ ამ დროს მოუნდა ჩემს უფროსს ჩემთან კონტაქტი. ბატონ დავითს სურდა, რომ მასალის რაღაც ნაწილი გადამეგზავნა მისთვის და მეც, როგორც დამჯერი თანამშრომელი, ვასრულებდი ყველაფერს, რასაც მეტყოდა. მასთან კონტაქტი კარგს თუ არა ცუდ ზეგავლენას ნამდვილად არ ახდენდა ჩემზე, პირიქით. ქართული ენის მონატრებულს, მისი ბოხი ხმაც კი ჩიტის გალობასავით მესმოდა. - ნინა, უკვე თითქმის ხუთი თვეა რაც შენ და კახა ერაყში ხართ, არ გგონია რომ დაბრუნების დროა? რამდენიმე წამს თვალთ დამიბნელდა და ვცდილობდი ბოლომდე ჩავსწდომოდი უფროსის სიტყვებს. მას უნდა რომ დავბრუნდეთ? დავბრუნდე და გიორგი აქ დავტოვო? შეუძლებელია! - ბატონო დავით, დარწმუნებული ვარ კახა ძალიან საინტერესო კადრებს ჩამოიტანს, თუკი კიდევ დავრჩებით. აქაც ბევრი საინტერესო რამ ხდება, თან ჩანაწერებიც დაწერაც გადავწყვიტე, - დავიწყე ბლუკუნი. - როგორც ვხედავ, ერაყმა დაგატყვევა, - ირონიულად ჩაეცინა. - აქ ყველაფერი ძალიან საინტერესოა, - სხვა სიტყვები ვერ მოვძებნე. ჩემს უფროსს დავავიწყე ჩემი და კახას დაბრუნების საკითხი, სხვა სანერვიულოც არ მაკლდა. თუმცა ვხვდებოდი, რომ... იშვიათად თუ დავფიქრებულვარ, რა მდგომარეობაში არიან ჯარისკაცის ცოლები, როდესაც მათი მეუღლეები ომში მიდიან. საერთოდ, როგორია ჯარისკაცის ცოლობა? ალბათ შიში შენი ცხოვრების თანამგზავრი ხდება სხვა ყველაფერთან ერთად, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში... როდესაც ჩემი და გიოს ურთიერთობა ნორმალურად არც იყო ჩამოყალიბებული, მხოლოდ მაშინ დავიწყე ამაზე სერიოზულად ფიქრი. ის ჯარისკაცია, მე ჟურნალისტი... ცხელ წერტილებში ერთად ყოფნას თითქოს არაფერი გვიშლის, მაგრამ არც ისე მიმზიდველი პერსპექტივაა მთელი ცხოვრების თუ არა, ნახევარის გატარება მაინც მუდმივი შიშის ქვეშ. თუმცა მართალია ყველა ადამიანს ეშინია, გააჩნია ვის რისი, მაგრამ ომში გატარებულ დღეებს არაფერი შეედრება. საქართველოში ბევრი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია, მაგრამ არ არის ის ერთი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. მათალია აქაც არ ვართ ერთად, მაგრამ ყოველ წვრილმანზე მახსენდება გიო. როგორ მაღვიძებდა ყოველ დილით კოცნით, როცა დილით საუზმეს მივირთმევ, მახსენდება როგორ ლამაზად და აკურატულად ალაგებდა ჭურჭელს ამ მაგიდაზე და შემდეგ გარეთ ერთად გავდიოდით ხელიხელჩაკიდებულები. საღამოობით ჩემს გვერდით იწვა საწოლში, ათას რამეზე ვსაუბრობდით და იქამდე არ მიდიოდა, სანამ არ ჩამეძინებოდა. ეს იყო ჩემი პირადი ზღაპარი, პირადი საოცრება, რომლის გარეშეც ვეღარ ვსუნთქავ, ჰაერი აღარ არის. ფილტვები მას ითხოვენ... ჰაერი აღარ მაქვს-ის უსასრულობაში გაიფანტა, ჩემთვის აღარ არის... მიუხედავად იმისა, რომ აღარაფრის ხალისი აღარ მქონდა და გიოს გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი, იყო კიდევ ერთი რამ... როდესაც რაიმე მინდა, ჩემი გაჩერება ძალიან ძნელია. ახლა კი გიოს ნახვა მინდოდა და უკან დახევას არ ვაპირებდი. მართალია წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მოვხვედრილიყავი იქ, მაგრამ ამაზე ფიქრსა და გეგმების დასახვას არ ვწყვეტდი... გამიკვირდა, როდესაც გენერალმა დამიბარა და როცა მისი სახე დავინახე, მთელ ტანში შიშმა დამიარა. ნუთუ გიორგის შეემთხვა რაიმე და ამისთვის დამიბარა? მაგრამ არა, ჩვენ ეს არ შეგვემთხვეოდა! საბოლოოდ მაშინ ამოვისუნთქე, როდესაც სრულიად სხვა თემაზე დაიწყო ლაპარაკი. ჩვენი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, პოლკოვნიკმა კი თავაზიანობისა და ჯელტმენობის ნიშნად გამომაცილა და ერთმანეთს გარეთ დავემშვიდობეთ. გარეთ გამოსულმა არც კამერა არ ამოვიღე და არც ინტერვიუების ასაღებად მოვემზადე. ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას ჩემი კოტეჯისაკენ. მაგრამ... ყოველ წამს ვგრძნობდი ვიღაზის დაჟინებულ მზერას, უკან მიხედვისას კი საეჭვოს ვერაფერს ვამჩნევდი. მაინც დავეჭვდი და ინსტიქტურად ფეხს ავუჩქარე, მაგრამ წინ ვიღაცას შევეფეთე. ბოდიშების ხდით უკან დავიწიე და უცნობს შევხედე. გარეგნობაზე ეტყობოდა რომ აქაური იყო, მუსლიმი... - გამარჯობა, - მითხრა დამტვრეული ინგლისურითა და საშინელი აქცენტით. - ბოდიში თუ შეგაშინე. - არა რას ამბობ, ეს მე დაგეჯახე, - დავიბენი, რადგან ერაყში ყოფნის დროს აქაური მამაკაცები იშვიათად თუ გამომელაპარაკებოდნენ ხოლმე, ისიც ინტერვიუების დროს. მათი ტრადიციების გამო თავს იკავებდნენ უცხო ქალთან მარტო საუბარზე და თან, არც ასე დაჟინებით მათვალიერებდნენ, რადგან ქალზე დიდხანს ყურება ჰარამია(ცოდვა) მათთვის. - შენ ჟურნალისტი ხარ ხომ? რომელი ქვეყნიდან? - საქართველოდან, - ზრდილობისთვის გავუღიმე. მას კი სახეზე ისეთი გამომეტყველება გამოეხატა, რომ ეტყობოდა, საქართველოზე ბევრი არაფერი იცოდა. - კარგია... გენერალთან იყავი ახლა, არა? რაიმე ხომ არ ხდება? - შეშინებული სახე მიიღო, მაგრამ კარგად მივხვდი რომ მსახიობობდა. თუმცა იმას ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ მისვამდა ამდენ კითხვას. - არაფერი სერიოზული, უბრალოდ ვისაუბრეთ. სანერვიულო არ გაქვს, - ისევ ყალბი ღიმილი. - ძალიან კარგი! - თითქოს შვებით ამოისუნთქა. - ხო მართლა, შენ სახელიც არ ვიცი. მე ისმაილი ვარ. - მე ნინა. - შენს მეგობრადა და გადამრჩენელად მიგულე, - თავი დამიკრა. - მადლობ, - ახლა უკვე სერიოზულ ეჭვებში ვიყავი ამ ისმაილის გამო. ვინ არის? რა უნდა? იმედია გიოს დატოვებული იარაღის გამოყენება არ მომიწევს... - ნინა, - დამიძახა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და შვებით ამოვისუნთქე, რომ ამ უცნაურ პიროვნებას მოვშორდებოდი. - უკაცრავად, მეძახიან. ნახვამდის. - დროებით, ნინა, - გამიღიმა, მე კი ზურგი შევაქციე და ჩემი გადამრჩენელისაკენ გავწიე. შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ვგრძნობდი იგივე დაჟინებულ მზერას, მაგრამ ისევ ვერ ვხედავდი ვერაფერ საეჭვოს. ჩემმა ეჭვებმა კი პიკს მიაღწია, როდესაც აფორიაქებული გენერალი და პოლკოვნიკი დავინახე. ისინი რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ, გზა და გზა კი რამდენიმე ჯარისკაცს რაღაც უთხრეს, რაზეც არც ერთს არ ჰქონია კარგი რეაქცია. ჩემდაუნებურად ამ ყველაფერს ისმაილთან ვაკავშირებდი. ზედმეტად საეჭვოდ მეჩვენებოდა მისი საქციელი და მითუმეტეს ასეთი დამთხვევა. თუმცა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა ყველანაირი ექსცესების გარეშე. ღამე ისევ სველი ბალიში და მონატრებაგამჯდარი ყოველი წამი... თვალები დავხუჭე და გიოს სახე წარმომიდგა თვალწინ. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს აქ იყო, ჩემ გვერდით იწვა საწოლზე... აი, ახლა გადავბრუნდები მეორე მხარეს, თვალებს გავახელ და... სიცარიელე... ბალიში, რომელსაც ისევ აქვს მისი სურნელი... ბალიშს ჩავეხუტე, ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი და ასე ჩამეძინა... დილით ისევ ჩვეულებრივი რუტინა დაიწყო, გიოს გარეშე... თვითონ მოვამზადე საუზმე და მარტომ მივირთვი საჭმელი, მარტომ... ყველა საჭირო ნივთი ავიღე და გარეთ გავედი. სიტუაცია სრულიად შეცვლილი დამხვდა. ყველანი აღშფოთებულები იყვნენ, ერთმანეთში გაცხარებით საუბრობდნენ და შეშინებულები აცეცებდნენ აქეთ-იქით თვალებს. მინდოდა ვინმესთან მივსულიყავი და მეკითხა რა მოხდა, მაგრამ ჩემი სახელის გაგონებამ შემაჩერა. - ნინა, - ვიღაც ჩურჩულით, ფრთხილად მეძახდა. უკან მივიხედე და ისმაილი დავინახე, რომელიც კოტეჯის კედელს ამოფარვოდა და ფრთხილად იყურებოდა. - რა ხდება? რა სჭირს ყველას? ან შენ რატომ იყურები ასე? - მაშინვე მივაყარე კითხვები. - წამოდი, ყველაფერს აგიხსნი, - ხელი გამომიწოდა, მაგრამ უნდობლად შევხედე, რაც კარგად დააფიქსირა. - მენდე, - მითხრა მან, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა წავყოლოდი ამ უცნობ ადამიანს. ლაპარაკში ვერც კი შევამჩნიე, როგორ მივუახლოვდით ერთმანეთს და ახლა კოტეჯს ვიყავით ამოფარებულები, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ზურგი მაინც ჩანდა. - ნინა, - გავიგე უკნიდან და მივტრიალდი. ასე კედელს ამოფარებული ისმაილი გამოჩნდა, რაზეც მან ჩემთვის გაუგებარ ენაზე(ალბათ არაბულზე) შეიგინა და მის უკან ვიღაც კაცი გამოჩნდა იარაღებით ხელში, რომელიც ისმაილს რაღაცას უყვიროდა, თან უკუსვლით მირბოდა. ვერც კი გავიაზრე, როგორ ჩამჭიდა ხელი ისმაილმა, მეორე ხელით იარაღი ამოიღო და სადღაც გამაქანა. უკნიდან შეძახილები და იარაღის ხმა მესმოდა, მაგრამ ტყვიების ზუზუნმა ყველა სხვა გადაფარა. ინსტიქტურად თავი დავხარე და ვცდილობდი ისმაილის ხელისაგან გავთავისუფლებულიყავი, რომელიც არაფრის დიდებით არ მიშვებდა. თუმცა მაინც მოვახერხე, ფეხი ოდნავ დამიცურდა და წავიქეცი. ისმაილმა სიმძიმის გამო ხელი ერთი წამით გამიშვა და მეც ვისარგებლე ამით, ჯიბიდან გიოს დანატოვარი იარაღი ამოვიღე, რომელიც საბედნიეროდ გადატენილი იყო და ისმაილს მივუშვირე, მაგრამ ის აღარ მიყურებდა, ჩემს იქით იყურებოდა. შემდეგ რაღაც ჩაილაპარაკა, ზიზღით შემომხედა და როდესაც იარაღით ხელში დამინახა, გაიქცა, თან იარაღი მოიმარჯვა და სროლა დაიწყო. ერთ წამში მოვახერხე იმის გააზრება, რომ თავს ვერაფრით დავიცავდი, თვალები მოვჭუტე და საშინელი ტკივილი ვიგრძენი მხარში. შიშისაგან, გაურკვეველი ტკივილისაგან და ემოციური შოკისაგან, სიბნელეში ჩავიძირე...
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - კვირა, 2013-03-31, 3:47 PM | |
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-04-10, 5:46 PM | შეტყობინება # 65 |
842
Offline
| XIV თავი
თვალები გავახილე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი ტკივილი მხარში, რომელიც საშინლად მბოჭავდა. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, რადგან რაიმეზე ფოკუსირება მიჭირდა და ვეცადე ბოლო მოვლენები გამეხსენებინა. ჩემი ბოლო მოგონება კი ის იყო, თუ როგორ ვიწექი მიწაზე და ტყვიების ზუზუნის გარდა არაფერი მესმოდა. ახლა კი ნამდვილად არ ვწევარ მიწაზე. მხედველობის ბოლომდე აღდგენის შემდეგ გავარკვიე, რომ ოთახში ვიყავი და საწოლზე ვიწექი. ტვინი უარს აცხადებდა ადეკვატურად ფიქრზე, თუ როგორ აღმოვჩნდი ჩემთვის უცხო გარემოში, მაგრამ ლოგიკური აზროვნების უნარი საბედნიეროდ არ მქონდა დაკარგული და მივხვდი, რომ ისევ გარნიზონში ვიყავი... კარის გაღების ხმა გავიგე და დავინახე კაცი, რომელიც საშინლად ჰგავდა იმ ექიმს, რომელიც ჯოშთან იყო ბოლო წუთებში... ჩემთან ახლოს მოვიდა და ოდნავ დაიხარა, რომ შევეთვალიერებინე. - თავს როგორ გრძნობ, ნინა? - ნორმალურად. რა მოხდა? - სერიოზული არაფერი, ტყვიამ გაგკაწრა, - შეხვეულ მხარზე მინიშნა. - ეს არ მიგულისხმია. რა მოხდა გარნიზონში? ახლა რა მდგომარეობაა? - გეტყობა რომ ჟურნალისტი ხარ, - ჩაეცინა. - კაცი, რომელიც შენს გატაცებას ცდილობდა, ტერორისტი აღმოჩნდა. როგორც გავიგე, საკმაოდ დიდი ხანი ყოფილა გარნიზონში, ინფორმაციებს აგროვებდა და თავის მოკავშირეებს ატყობინებდა. თუმცა საბოლოოდ, საწადელს ბოლომდე ვერ მიაღწია, როგორც მივხვდი. სულ ეს არის, რაც ვიცი. ზედმეტი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავს იკავებენ. - რა ბედი ეწია ისმაილს საბოლოოდ? - ექიმმა გაკვირვებულმა შემომხედა. - რამდენიმე დღის წინ თვითონ გამეცნო, - ავუხსენი. - გაიქცა. მეტი არაფერი ვიცი, - სახვევი გამომიცვალა, ცოტა ხანი კიდევ იწექიო მითხრა და გავიდა. ისმაილზე და მის მოკავშირეებზე დავიწყე ფიქრი... ე.წ. ფიდაები გამახსენდა და მათი სტრატეგიები. ზუსტი ასლი... დარწმუნებული ვიყავი, თავდასხმის გეგმას დიდი ხანი ამზადებდნენ და კიდევ უფრო დიდი ხანი ელოდნენ შესაფერის მომენტს, მაგრამ რაღაც ვერ წავიდა ისე. დროზე ადრე გამოააშკარავდნენ... იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ისმაილი მისი ნამდვილი სახელი არ იყო, მაგრამ იმას ვერ ვხვდებოდი, რაში ვჭირდებოდი მე, უბრალო ჟურნალისტი საქართველოდან. აი ის კი ასი პროცენტით ვიცოდი, რომ ასე იოლად უკან არ დაიხევდნენ და დასახული მიზნის ასასრულებლად ყველაფერს გააკეთებდნენ. ექიმს დავუჯერე და ცოტა ხანი მართლაც ვიწექი, მაგრამ უმოქმედოდ ვეღარ გავძელი და გარეთ გავედი. ხელი არ მტკიოდა, მაგრამ ოდნავ დისკომფორტს მაინც მიქმნიდა და ამიტომ ნელა დავდიოდი. გარეთ თითქმის ყველგან ვაზნები ეყარა. საშინელი სანახავი იყო გარნიზონი, დიდი ხნის წინ მიტოვებულ საცხოვრებელს ჰგავდა... გარნიზონის ეზოში სატვირთო მანქანა ხმაურით შემოვიდა და ჩემი ყურადღებაც მიიპყრო. ყველამ იქითკენ გაიხედა. მანქანა ჯერ არც კი იყო გაჩერებული, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცი სწრაფად გადმოვიდა და იქითკენ გაიქცა, სადაც წესით გენერალი იმყოფებოდა ხოლმე. იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდებოდა გარნიზონში, დავასკვენი რომ კარგი ამბავი არ მოუტანიათ. ვიცოდი რომ ისმაილი და მისი მოკავშირეები ასე იოლად არ დანებდებოდნენ და სწორედ ამიტომ ვიგრძენი შიში. ერაყში ყოფნის დროს, პირველად ვიგრძენი შიში საკუთარი თავის გამო. გვერდით არ მყავდა არავინ, ვისი იმედიც მექნებოდა და ვისაც დავეყრდნობოდი გაჭირვებისას. კახა დიდი ხანია რაც წავიდა... გიორგი კი... ის ყველაზე მთავარია ჩემს ცხოვრებაში. და ისიც არ არის ახლა ჩემს გვერდით... მანქანიდან დანარჩენი ჯარისკაცებიც გადმოვიდნენ, სულ რაღაც სამნი და პირველს მიყვნენ უკან. უახლოეს ერთ საათში ვერაფერს გავიგებდი, ამიტომ კოტეჯში შესვლა და დასვენება გადავწყვიტე. საძინებელში მაშინვე საწოლზე წამოვწექი და ბალიში ჩავიხუტე, რომელსაც ისევ შერჩენოდა გიოს სუნი... ცოტა ხანი ჩამთვლიმა... გამოღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ თითქმის ორი საათი იყო გასული. თავის მოწესრიგების შემდეგ, გადავწყვიტე გენერალთან მივსულიყავი. იქ კი... ვიღაცამ უხეშად მომახალა რომ გენერალი დაკავებული იყო და ჩემთვის არ ეცალა. ამიტომ მოურიდებლად მივეჭერი პოლკოვნიკს, რომელსაც დერეფანში შემთხვევით მოვკარი თვალი. - გამარჯობა. - ნინა, - ჩემი დანახვით აშკარად გაკვირვებული იყო. - თავს როგორ გრძნობ? - გმადლობ, კარგად. მაგრამ თქვენთან საუბარი მინდა, მიხვდებით ალბათ რაზეც. მან უბრალოდ თავი დამიკრა და თავის კაბინეტში შემიძღვა. რბილ სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი, მაგრამ უეცრად ჩემი ყურადღება საწერ მაგიდაზე დადებულმა რევორველმა მიიქცია. ეს გიოს დატოვებული იარაღი იყო... - გეცნობა, ხომ? - თითით მინიშნა მასზე. მე უბრალოდ თავი დავუკარი, ვერაფერი ვერ ვთქვი. გიოს არ უნდა დაეტოვებინა ჩემთვის იარაღი, მისი ტარების უფლება არ მქონდა... - ნინა, მე ყველაფერს ვხვდები, მაგრამ... ეს სახიფათოა და შეიძლება ორივესთვის საბედისწეროდ დასრულდეს. ჩვენ ომში ვართ, ნინა. იქ, სადაც ადამიანები არ ინდობენ ერთმანეთს, სრული განუკითხაობაა და არც კი იცი, მეორე დღეს გაიღვიძებ თუ არა, რადგან შეიძლება მძინარეს ყუმბარა აგიფეთქონ. - ყველაფერი მესმის, პოლკოვნიკო. მაგრამ... რა ბედი ეწია იმ ტერორისტს? - მე ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რატომ აგირჩია მაინც და მაინც შენ და პასუხსაც მივაგენი. მას არ გამოეპარებოდა შენი და აფციაურის ურთიერთობა. ამას დამატებული ის, რომ ბოლო დროს ხშირად გქონდა საუბრები ჩემთან და გენერალთან. იფიქრა, რომ შენგან გაიგებდა უფრო მეტ ინფორმაციას, მაგრამ როდესაც ყველაფერი ცუდად წაუვიდათ, შენი ტყვედ წაყვანა ჩაიფიქრა ალბათ. იფიქრა, რომ ზედმეტად მნიშვნელოვანი პიროვნება იყავი. ჩვენს ადგილას აფციაური დაუფიქრებლად გასცემდა გარნიზონის ყველა საიდუმლოს, რომ შენ გადაერჩინე. - გიორგის უყვარს თავისი საქმე და მისი ერთგულია, - მაშინვე მის დაცვაზე გადავედი. - ვიცი, - ჩაიცინა. შემდეგ იარაღას გახედა და გამომიწოდა. - ჩემი ცოლი ავღანეთის ომში გავიცანი, ჟურნალისტია. ყველაფერი მესმის... მეც ყველაფერი მესმოდა... მან იცოდა ჩემი და გიოს მდგომარეობა... მადლიერების ნიშნად გავუღიმე და იარაღი გამოვართვი. იმ ღამეს შედარებით მშვიდად მეძინა, რადგან გვერდზე ბალიშზე იარაღი მედო. რამდენად სცვლის ადამიანს შეყვარება... გიო დამეხმარა ჩემი შიშების დაძლევაში და მასწავლა, როგორ უნდა ვუყურო ცხოვრებას სწორად. ცხოვრება არ არის ვარდისფერ ფერებში, მაგრამ მასში მხოლოდ შავ-თეთრიც არ ჭარბობს. მათ გარდა არსებობს უამრავი ფერი, რომლებიც გვეხმარება ცხოვრების აღქმაში და მისი მრავალფეროვნების დანახვაში. თუკი ყოველ დღე იმ აზრით გაიღვიძებ რომ სიცოცხლის კიდევ ერთი, შესანიშნავი დღე გაგითენდა, რომელიც უამრავ შესაძლებლობას გაძლევს, ცხოვრება აღარ იქნება ისეთი რუტინული, როგორიც აქამდე გეგონა... გიორგიმ დამანახა, რომ არ არსებობს შიში, რომლის დაძლევაც შეუძლებელია. უბრალოდ ერთხელაც დახუჭავ თვალებს, მოიკრებ მთელს შენს ძალასა და ემოციას, და ყველაფერი გამოვა. მთავარია მთელი გულით მოინდომო და გვერდით გყავდეს ისეთი ადამიანი, რომლის იმედი ყველგან და ყოველთვის გექნება. თუკი ცხოვრების ყოველ დღეს, ყოველ წამს დააფასებ, ის უფრო ღირებული, მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება. და რაც მთავარია, სასურველი...
...
დილით როგორც ყოველთვის, ერთი და იგივე-საუზმე მარტო... მაგრამ სამაგიეროდ, გვერდზე მედო გიოს ნაჩუქარი იარაღი, რომელიც ამდენი გაპრიალებისაგან უკვე თვალს მჭრიდა... კოტეჯის კარი გამოვაღე თუ არა, წინ კაპიტანი შემეჩეხა აწეული ხელით. - სწორედ ახლა ვაპირებდი დაკაკუნებას, - გამიღიმა, მაგრამ ეტყობოდა, რომ არ იყო ღიმილის ხასიათზე. - რა ხდება? - მის უკან მდგომარე მანქანებზე ვანიშნე, რომლებშიც ჯარისკაცები სხდებოდნენ და ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტი. მართლა რა ჯანდაბა ხდება? - ნინა, მეზობელ გარნიზონში უკვე გაუსაძლისი მდგომარეობაა. ჩვენ ვეღარაფერს გავხდებით... ამერიკიდან სპეც-რაზმს აგზავნიან, ჩვენი გარნიზონიც საგრძნობლად დასუსტდა, დამხმარე ძალები გვესაჭიროება. ბიჭები მიდიან, რათა დაშავებულები წამოიყვანონ, დარჩენა საკუთარ სურვილზეა დამოკიდებული. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა წასვლა დაიჩემა და ჩვენც დავთანხმდით, რადგან ეს მაქსიმუმ ორი დღითაა. ვიფიქრე, რომ შენც მოგინდებოდა. - რა თქმა უნდა! - წამოვიყვირე სიხარულისაგან. - ახლავე გავემზადები! სახლში შევედი და პატარა ზურგჩანთაში ჩავალაგე ყველაფერი, რაც კი საჭიროდ ჩავთვალე. - ტაილერ, - დავუძახე ჟურნალისტს, რომელიც ჯარისკაცებთან ერთად ჯდებოდა მანქანაში. - შენც მოდიხარ? - ხო! - ვუპასუხე სიხარულისაგან გაბადრულმა. ყველანი ჩავსხედით მანქანაში და უკვე გავდიოდით გარნიზონიდან, როდესაც გულისგამაწვრილებელი, განწირული ყვირილი მოგვესმა...
...
გზა გარნიზონამდე-ეს იყო... ვერც კი აღვწერ სიტყვებით. საოცრად შთამბეჭდავი, დამამახსოვრებელი და აღმაშფოთებელი. ყველაფერს ეტყობოდა, რომ ომი იყო გაჩაღებული. მანქანები სწრაფად, მაგრამ ფრთხილად დადიოდნენ. სახურავზე რამდენიმე შეიარაღებული კაცი იყო ასული თავდაცვის მიზნით. და როდესაც გარნიზონში მივედით... ეს იყო ნამდვილი სასაკლაო... სწორედ ისეთი, წიგნებში რომ ვკითხულობდი და ფილმებში ვუყურებდი, მაგრამ რეალურად, საკუთარი თვალით დანახული, ბევრად შემზარავი... - დავიგვიანეთ, ყველა ააფეთქეს... ისევ შიში... ვაზნები ბალახივით იყო მოფენილი მიწაზე და გვამები... ნორმალურად ვერც კი დავდიოდი და შიშისაგან ვკანკალებდი, რომ რომელიმეს ოდნავადაც არ შევხებოდი. როდესაც გავიაზრე, რომ ერთ სულიერ არსებასაც ვერ ვხედავდი, კანკალი ამიტყდა. - ნინა, დამშვიდდი, - ტაილერი მხრებზე ხელებს მიჭერდა და ცდილობდა ჩემი კანკალი შეეჩერებინა, მაგრამ ტვინი მხოლოდ ერთ რამეზე რეაგირებდა. გიო! სად არის? რა მოუვიდა? - გიო, - ჩავიბუტბუტე და ვიგრძენი, რომ ძალა მეცლებოდა, მხოლოდ ტაილერის წყალობით ვიდექი ფეხზე. მაგრამ სანამ სიბნელეში ჩავიძირებოდი, ბუნდოვნად დავინახე რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი, რომლებიც ჩვენკენ მოდიოდნენ. შემდეგ სროლის ხმები ერთმანეთში აირია და მუცელში ტკივილისაგან თვალწინ ყველაფერი დატრიალდა...
| |
|
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2013-04-19, 0:27 AM | შეტყობინება # 67 |
842
Offline
| XV თავი უმთვარო ღამესავით შავი სივრციდან რაღაც ძალამ წამის მეასედში გადამისროლა თვალისმომჭრელ სინათლეში, სადაც გარშემო ყველაფერი თეთრი იყო... გამაღიზიანებელი შუქი საბედნიეროდ მალევე გაქრა და გამოჩნდა ცისარტყელის ფერებში ჩაძირული ბაღი. თავბრუსდამხვევად სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა და გარემო უბრალოდ უფლებას არ გაძლევდა, რომ თავი ბედნიერად არ გეგრძნო. ეს იყო ადგილი, სადაც ნებისმიერი მოკვდავი ისურვებდა ცხოვრებას, ან თუნდაც რამდენიმე წუთით ნახვას, რომ შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ესაზრდოა ამ საოცარი ადგილის სიმშვიდითა და უღმერთო სილამაზით. თქვენ რას იფიქრებდით, სრულიად მოულოდნელად ასეთ ადგილას რომ აღმოჩენილიყავით? ალბათ გაურკვევლობისა და მოულოდნელობის შეგრძნებით თავს დაბნეულად იგრძნობდით... მაგრამ შემდეგ, როდესაც ამ საოცარი ადგილის ყველა სიკეთესა და სიტკბოებას აღმოაჩენდით, ჩემსავით დაგივლიდათ სიამოვნების ჟრუანტელი და სხეულის თითოეული უჯრედი ბედნიერებისაგან აგევსებოდათ. ამ დროს ბედნიერებისა და სიამოვნების განცდის გარდა ყველა სხვა გრძნობა ითიშება. ყველა, რაც კი უსარგებლოა ადამიანის ბედნიერებისათვის... და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ჩემს წინ პატარა, თეთრებში ჩაცმული, ხუჭუჭთმიანი გოგონა გაჩნდა. ანგელოზივით იღიმოდა და ხელს მიქნევდა. - გამარჯობა, პატარავ, - მის წინ ჩავიმუხლე და გაუაზრებლად მოვეფერე ქერა კულულებზე. - შენი წასვლის დროა, - გამიღიმა, ხელზე ხელი მომკიდა და... ყველაფერი წამის მეასედში მოხდა... თვალისმომჭრელი სინათლე, უმთვარო ღამესავით შავი სივრცე და... მოცისფრო სიბრტყე... კედელი... ინსტიქტურად ვეცადე რაიმე მოძრაობა გამეკეთებინა, მაგრამ თვალის დახუჭვისა და გახელვის გარდა ვერაფერი შევძელი. გამიკვირდა, რადგან რამდენიმე წუთის წინ სრულიად სხვა გარემოში ვიყავი და თავისუფლადაც ვმოძრაობდი... გულის გამაწვრილებელმა წრიპინმა და სხვა უცნაურმა ხმებმა მაცნობა, რომ ეს ნამდვილად არ იყო სასიამოვნო გარემო. მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ ოთახში ვიყავი და საწოლზე ვიწექი... მოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და გამაღიზიანებელ ხმაურზე კი წარმოდგენაც არ მქონდა... ისევ გაისმა ხმა, რომელიც კარის გაღებისას გამოწვეულ ხმაურს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმას, რაც აქამდე მესმოდა. ვერ ვხედავდი, მაგრამ სამაგიეროდ, სმენასთან პრობლემები არ მქონდა და მკვეთრად მესმოდა ნაბიჯების ხმა. ჩემს წინ თეთრხალათიანი, სათვალებიანი კაცი იდგა და მაკვირდებოდა. - თავს როგორ გრძნობ, ნინა? - ნორმალურად. თქვენ ვინ ხართ? - შენი ექიმი, - ჩაეცინა. ექიმი? ანუ რა, გამოდის რომ საავადმყოფოში ვარ? რატომ? რა მოხდა? - სად ვარ? რა მჭირს? - გავაჟღერე ჩემთვის საინტერესო კითხვები. - ის, რომ არაფერი გახსოვს, ნორმალურია, არ დაპანიკდე. საავადმყოფოში ხარ, მაგრამ ახლა უკვე არაფერი გემუქრება. და რა, აქამდე მემუქრებოდა? საშინლად მომინდა უკან დაბრუნება. იქ, ცისარტყელის ფერებიან ბაღში... და რატომ მითხრა იმ პატარამ, რომ ჩემი წასვლის დრო იყო? ნუთუ არ ვიმსახურებდი იქ დარჩენას... ექიმისგან ვერ გავიგებდი იმას, რაც მაინტერესებდა. საკმაოდ უჟმური და უთქმელი აღმოჩნდა, რადგან იმ დროის განმავლობაში რაც მსინჯავდა, არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ მედდას აძლევდა მითითებებს. ბოლოს მითხრა რომ დამესვენა და ოთახიდან გავიდა. და რა საინტერესოა, რის გაკეთებას მოვახერხებ ,,დასვენების” გარდა, თუკი საწოლიდანაც კი ვერ ვდგები? კარის გაღების ხმა კვლავ გაისმა და ამჯერად ჩემთვის ნაცნობი სახეები გამოჩნდნენ. ჩემი დედიკო და მამიკო... - დე, მა, როგორ მიხარია თქვენი ნახვა, - სიხარულისაგან სახე გამებადრა. - ნინა, - დედიკო აცრემლიანებული თვალებით მოვიდა ჩემთან და ჩამეხუტა. - როგორ გვანერვიულე. - იცი, შენი ბედიდან გამომდინარე გამიკვირდებოდა უვნებელი რომ დაბრუნებულიყავი, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო, - თქვა მამიკომ და თავზე მომეფერა. - კარგი, მაგრამ თუ მეტყვით აქ როგორ და რატომ აღმოვჩნდი, ძალიან გამახარებთ. - არაფერი გახსოვს? - შეიცხადა დედამ. - ექიმმა ხომ გაგვაფრთხილა, - ნაზად მიეფერა მამა დედას. - ნინა, შენ ერაყში დაგჭრეს. ეცადე გაიხსენო... შვიდ თვეზე მეტ ხანს იყავი იქ... ერაყი... გონებაში ნელ-ნელა უდაბნოსა და გარნიზონის ფოტოები ამოტივტივდა, თუმცა მოგონებები ბუნდოვანი იყო... მაგრამ როდესაც შავი თვალები და დამაბრმავებელი ღიმილი გამახსენდა, ყველაფერი ნათელი გახდა. გიორგი... ჩემი გიო..! როდესაც ვაზნებითა და გვამებით სავსე გარნიზონი გამახსენდა, გული შემეკუმშა. იქ ერთი სულიერიც კი არ იყო დარჩენილი ცოცხალი, გიორგიც არ იყო იქ... ცოცხალი... ყველა ემოცია, გულის ტკენა, ტკივილი, მონატრება, სიყვარული... ყველაფერი ერთად მომაწვა და რომ არ მეტირა, გავგიჟდებოდი. უცერემონიოდ ამივარდა ტირილი და მშობლების შეშფოთებული მზერაც დავიმსახურე. - გიორგი, - ამოვისლუკუნე. ამ დროს მედდა შემოვიდა და დედამ სთხოვა, რომ დამამშვიდებელი მოეცათ ჩემთვის. - არა! - მაშინვე გავაპროტესტე. - უნდა გავიგო... როგორ არის? სად არის? რიგ-რიგობით ვუყურებდი დედასა და მამას, მაგრამ ორივეს სახეზე გაურკვევლობა იკითხებოდა. - ნინა, ვის გულისხმობ? - მკითხა დედამ და მე მივხვდი, რომ მათ არაფერი იცოდნენ გიოზე. - კახა სად არის? - გამახსენდა ჩემი ხვედელიძე და იმედი მომეცა, რომ ის მაინც იყო კარგად და შეეძლო რაიმე ეთქვა გიოს შესახებ. - დერეფანში, - მიპასუხა მამამ. - დაუძახეთ! რამდენიმე წუთში ჩემს წინ სრულიად უვნებელი ხვედელიძე იდგა და ისევ ისე მიღიმოდა, როგორც ადრე. - დადიანი, ასეც არ შეიძლება. უკვე შენი წიკვინიც კი მომენატრა. - წიკვინი? - შევიცხადე. - ნერვებს მიშლი უკვე, - შევუბღვირე. - ხომ დაგპირდი, - გამიღიმა და მხრები ამიჩეჩა. გამახსენდა... ის დამპირდა და პირობაც შეასრულა... მაგრამ... გიოც დამპირდა, რომ დაბრუნდებოდა. ახლა კი არსად ჩანს... - მართალია, - სევდიანად გამეღიმა. კახა მაშინვე ჩემთან გაჩნდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. - ყველაფერი მომიყევი რაც იცი, გთხოვ, - დაკონკრეტების გარეშეც მიხვდებოდა, რისი გაგება მინდოდა. - ნინა, რა ჯანდაბა გინდოდა იმ გარნიზონში? - ხვედელიძე, ჩემს გადაწყვეტილებებზე ბჭობა საჭირო არ არის! - თვალები დავქაჩე. - ზუსტად რა მოხდა იქ? რაიმე იცი მის შესახებ? - ხმამაღლა გიოს სახელი ვერ წარმოვთქვი... - გიორგი იქამდე წავიდა გარნიზონიდან, სანამ აფეთქება მოხდებოდა. გაიგო, რომ ტერორისტები აპირებდნენ თავდასხმას და შენთან წამოვიდა. ამ დროს იმავე დაჯგუფების ტერორისტებმა ის გარნიზონი ააფეთქეს, სადაც მე ვიყავი. მოკლედ, გიორგი ამ მოვლენების შუაში აღმოჩნდა, ისევე, როგორც შენ. თითქოს შვება ვიგრძენი... აფეთქების დროს ის არც ერთ გარნიზონში არ ყოფილა... - ახლა სად არის იცი? კახამ თავი გააქნია. - აფეთქების დროს მეც დავშავდი, მაგრამ არც ისე სერიოზულად. შენი შემთხვევა უფრო მძიმე აღმოჩნდა. შინაგანი სისხლდენა გქონდა და ძლივს გადაგარჩინეს სიკვდილს ერაყში. შემდეგ კომაში ჩავარდი, საქმეში სახელმწიფო ჩაება და ორივე საქართველოში დაგვაბრუნეს. ნინა, თითქმის ერთი თვე იყავი კომაში, - სახეზე ყველა ემოცია გამოესახა და მივხვდი, რომ ის მართლაც ძალიან ნერვიულობდა ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წუთას ვუშლიდით ერთმანეთს ნერვებს, ჩვენ შორის იყო ის ძლიერი გრძნობა, რასაც მეგობრული, და-ძმური სიყვარული ჰქვია. - მერე? - ვკითხე მოუთმენლად. - ამ დროის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდი რაიმე მცირე ინფორმაცია მაინც მომეპოვებინა გიორგიზე, მაგრამ ვერაფერი შევძელი. სახელმწიფოც ეძებდა ქართველ ჯარისკაცებს, უმრავლესობა ოპერაციების შემდეგ სამშობლოში დააბრუნეს, მაგრამ ზოგზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. მათ შორისაა გიორგიც. მთელ სხეულში ტკივილის ტალღამ დამიარა, რამდენიმე წამით თვალთ დამიბნელდა და გონება გამეთიშა. - ეს რას ნიშნავს? - ვიკითხე ხმის კანკალით. - მათ შესახებ არავინ არაფერი იცის. ვერც საავადმყოფოებში იპოვეს და ვერც გარდაცვლილებს შორის ვერ ამოიცნეს. მათ ძებნას არ წყვეტენ, მაგრამ... - აღარ დაასრულა კახამ. - მაგრამ რა? რა? რა გინდა რომ ამით მითხრა? - ყვირილზე გადავედი. მკლავდა ის აზრი, რომ გიორგიზე არავინ არაფერი იცოდა. არც მკვდრებში იყო და არც ცოცხლებში... - ნინა, დამშვიდდი. - როგორ გინდა რომ დავმშვიდდე? მეუბნები, რომ აფეთქების დროს არც ერთ გარნიზონში არ ყოფილა, მაგრამ ამავე დროს არ იცი სად არის. არავინ იცის! როგორ გინდა რომ ეს ამბავი მივიღო? შენ არც კი გესმის... ის, გიორგი... არ შეიძლება ასე გამქრალიყო, არა... ისტერიული ტირილი ამივარდა, ვერ ვწყნარდებოდი. თვალწინ წარმომიდგა მისი სიყვარულით სავსე შავი თვალები, ღიმილი, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა, მე მიჩქარებდა გულს... მისი ძლიერი მკლავები, რომლებიც მთელი ძალით მიხუტებდნენ და მაგრძნობინებდნენ, რომ არასდროს არსად არ გამიშვებდნენ. მის მკლავებში თავს დაცულად, ბედნიერად და სასურველად ვგრძნობდი. რატომ მოხდა ყველაფერი პირიქით? რატომ ვეღარ ვგრძნობ მის ძლიერ მკლავებს და სიყვარულით სავსე მზერას? სად წავიდა დაპირებები, რომ არასდროს დამტოვებდა მარტოს? სიტყვები უსასრულობაშო გაქრა, ისე, როგორც წვიმაში ქრება ცრემლები...
...
ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოდან გამომწერეს. სახლში დავბრუნდი. სახლში, სადაც ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ნივთები მე არ მეკუთვნოდა. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც აქ არ ვყოფილვარ და მონატრების ნაცვლად გაუცხოებას ვგრძნობ. მაღიზიანებს ყველაფერი, რაც ერაყთან და ,,მასთან” არ არის დაკავშირებული. ჩემში ძველი ნინა მოკვდა, რადგან ყველაზე საყვარელი ადამიანი არ არის ჩემს გვერდით. თავისუფლად სუნთქვაში მხოლოდ იმის გაგებაც დამეხმარებოდა, რომ ჩემთან არა, მაგრამ სადღაც მაინც არის. სადღაც, თუნდაც ჩემგან შორს... მთავარია დედამიწაზე დააბიჯებდეს, სუნთქავდეს, თავისუფალი იყოს... მაგრამ ცნობები დაკარგულების შესახებ იგვიანებდა. უკვე აღარავის სჯეროდა, რომ მათი ძებნა შედეგს გამოიღებდა და რომელიმეს მაინც იპოვიდნენ. ნელ-ნელა, თითქოს ,,უმტკივნეულოდ” გვაცნობეს, რომ ძებნა შეწყვიტეს. სახელმიფომ დაკარგულები გმირებად გამოაცხადა და პარაკლისი ჩაატარა დაღუპულებისათვის. ეს იყო და ეს. ამით დასრულდა მათი ისტორია და დავიწყებას მიეცა. გმირები დაკარგულებად ჩათვალეს და ხალხმაც ნელ-ნელა მიივიწყა მათი ამბავი. ხალხს უყვარს სხვის ტრაგედიაზე საუბარი, მაგრამ ისევე ადვილად ივიწყებენ, როგორ ადვილადაც საუბრობენ მასზე. მაგრამ ადამიანებისათვის, რომლებთაც ეს ტრაგედია უშუალოდ შეეხო, არ არის ადვილი დაივიწყონ ის, რამაც სამუდამოდ შეცვალა მათი ცხოვრება. ადამიანები არ იცვლებიან, მისტირიან წარსულს, რომელშიც ბედნიერები იყვნენ... დრო კი არ ჩერდება, მაშინაც კი, როცა გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა.Dდრო გადის, თუნდაც ყოველი წამი აუტანელ ტკივილს გაყენებდეს. დრო უჩვეულოდ გადის-ხან ნელა მიიზლაზნება, ხანაც მოხედვასაც ვერ მოასწრებ, ისე გაირბენს. ასე თუ ისე, დრო მაინც გადის. ჩემნაირისთვისაც კი... სწორედ ასე, ხან ზლაზვნით, ხან სინათლის სიჩქარით გადიოდა დრო, მაგრამ არაფერი ახალი არ ხდებოდა და მეც ერთ ადგილას ვიყინებოდი. გიორგის გარეშე ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა არაფერი, რასაც რაიმე მნიშვნელობა და აზრი ექნებოდა. ყველაფერი დიდ ლაბირინთს დაემსგავსა, რომელსაც თავს ვერასდროს დააღწევ. ზუსტად! ვერასოდეს გავთავისუფლდებოდი იმ მტანჯველი გრძნობებისა და უდიდესი დანაკლისის შეგრძნებისაგან, რომელიც შიგნიდან მწვავდა, მთელ ორგანიზმს მიწამლავდა. უსასოობის მორევში ჩაძირული თავისუფლად ვიტყოდი, რომ მარტო ვიყავი, მაგრამ ამის თქმის უფლებას გიო არ მაძლევდა. ჰო, გიორგი, რომელიც ყველგან თან დამყვებოდა. ვგრძნობდი მის სიყვარულით სავსე გამოხედვას, ვხედავდი ღიმილს, რომელიც გულს მიჩქარებდა და მუცელში პეპლებს მიცეკვებდა, დაძინებისას, მისი ძლიერი მკლავების შეგრძნებისას მშვიდად მეძინა, საუზმისას კი ჩემს წინ იჯდა და უდარდელად იღიმოდა, სწორედ ისე, როგორც ადრე... ყველგან ის იყო, მხოლოს ის, მისი სახე, ხმა და მოჩვენება, რომელიც ყველგან დამყვებოდა. მოჩვენება... არ გავგიჟებულვარ. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად უფლებას ვაძლებდი, რომ ბოლომდე გაბატონებულიყო ჩემზე და რეალობას მოვეწყვიტე. რად მინდა რეალობა, თუკი მასში ის არ არის, ვისთვისაც ყველაფერს გავწირავ და ვისთვისაც მივატოვე ახლა რეალობა...
...
ორი თვე გავიდა. დიდი დროა... დიდი არა, უსასრულოდ გაწელილი წამები, საათები, დღეებია გაწელილი უშენობის განცდაში და ნელ-ნელა სუნთქვაც ჭირს. იხუთება ჰაერი, ბინძურდება, ნადგურდება, ფერმკთალდება გარშემო ყველაფერი. დროში ისე გავიყინე, რომ ჟამთა სვლას სამუდამოდ ჩამოვშორდი. უკვე მერამდენე დღეა, სულში სიჩუმე გამეფდა... უკვე მერამდენე დღეა, უსასოობის მორევში ვიძირები და უშედეგოდ ვცდილობ, ავიტანო უშენოდ განცდილი ყოველი წამი... დარდში მოგონება გამეყინა, მონატრება ამოტივტივდა და სულიც გამეყინა... ფილტვები შენ გითხოვენ... თურმე ცხოვრებაში ყველაზე დიდი სასჯელი ის მელოდა, რომ უშენობისათვის უნდა გამეძლო, გიო...
...
- ნინა, ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, გთხოვ, - უშედეგოდ მეჯუჯღუნებოდა ელი. - კარგი, - მხრები ავიჩეჩე და მეორე მხარეს გავიხედე. - საერთოდ შენს მზერას ვგულისხმობდი, ზოგადად, - თვალები გადაატრიალა. ორი თვის განმავლობაში, ელი ყოველ დღე მოდის ჩემთან და მიჩიჩინებს, რომ ცხოვრება გრძელდება და ჩემს ოთახში გამოკეტვა კარგს არაფერს მომიტანს. ვაფასებ მის მეგობრობას, მისნაირ მეგობარს ყველა ინატრებდა, მაგრამ მე სამწუხაროდ არ მშველის მისი ვიზიტები და მხარში დგომა. მხოლოდ ერთი რამ მიშველიდა, მაგრამ ეს შეუძლებელია... - ელი, ხომ იცი ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ახლა კატასტროფულად ცუდად მოქმედებ ჩემს ნერვულ ფსიქიკაზე. - ანუ ოთახში გამოკეტვა კარგად მოქმედებს? - ირონიულად ჩაიცინა. - მე გეტყვი რაც უნდა გააკეთო! - თვალები გაუბრწყინდა. მე კი გული შემიწუხდა იმის წარმოდგენით, თუ რა ,,სატანჯველს” მომიფიქრებდა ჩემი მეგობარი. - წიგნი დაწერე! ვიგრძენი, როგორ გამიფართოვდა თვალები. - სერიოზულად გეუბნები, დადიანი და ნუ მიყურებ ისეთი თვალებით, თითქოს გიჟი ვიყო. - იმასაც ხომ ვერ მომახსენებდით, რაზე დავწერო? - ერაყზე. ყველაფერზე, რაც იქ იყო. ამის შემდეგ ჩუმად ადგა და ოთახიდან გავიდა. მე კი სერიოზულად დავფიქრდი მის ნათქვამზე. ეს მტკივნეული იქნება, ყველაფერი, ყველა დეტაილ ისევ გაცოცხლდება და ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარებზე მარილის დაყრასავით იქნება. მაგრამ... განა ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, ახლაც არ ცოცხლობს ჩემში? ახლაც და ყოველთვის! ეს იქნება უბრალოდ დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ყველაფერი იყო, ნამდვილად მოხდა და მერე, როცა სიბერეში გონებაც მიმტყუნებს, არ მომეჩვენება რომ უბრალოდ ჩემი გამოიგონილია ეს ისტორია. და თუკი ყველა დეტალის გახსენება და წიგნის დაწერა დამეხმარება იმაში, რომ სამუდამოდ უკვდავყო გიორგი აფციაური-როგორც გმირი, რომელმაც სხვებს შესწირა სიცოცხლე და როგორც ადამიანი, რომელსაც უსაზღვრო სიყვარული შეეძლო, მაშინ რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? იმ საღამოსვე დავიწყე წერა. საშინლად რთული, საპასუხისმგებლო და მტკივნეული აღმოჩნდა საკუთარი ისტორიის წერა, მითუმეტეს თუ მას ასეთი დასასრული აქვს. მაგრამ... წერისას ყველაფერი ზსუტად წარმომიდგა თვალწინ, კადრები ერთმანეთს ცვლიდნენ და განმეორდა ყველა ის ემოცია, რასაც მაშინ ვგრძნობდი. სახეზე ცრემლები მსდიოდა და ხელები მიკანკალებდა, მაგრამ წერას მაინც არ ვწყევტდი. ხან კლავიატურას, ხან კი ლეპტოპის ეკრანს მივჩერებოდი და ყოველი სიტყვის დაწერისას ემოციები ერთმანეთს ცვლიდნენ. ისევ იქ ვიყავი, ერაყში, გიორგის ვხედავდი პირველად და მის ძლიერ მკლავებს ვგრძნობდი, რომლებმაც დაცემისგან გადამარჩინეს. ,,მუქი ფერის კანი, დიდი, მიმზიდველი ტუჩები და გიშრისფერი თვალები, რომლებშიც სიცივისა და სიმკაცრის მეტს ვერაფერს ამოიკითხავდით, მაგრამ მაინც საოცრად მიზიდავდა. ამ ყველაფერს მისი დამაბრმავებლად გულთბილი ღიმილიც დაემატა და თეთრი, ჩაწყობილი კბილები, რომლებიც მისი კანის ფერთან საოცარ კონტრასტში იყო.” სიტყვა სიტყვაზე, გრძნობა-გრძნობაზე... ყველაფერი წამის მეასედის სიზუსტითა და ემოციების ზუსტი განმეორებით ხდებოდა. ყელში ბურთი მახრჩობდა, მაგრამ ზუსტად ამ დროს მივხვდი, რა ბედნიერი ადამიანი ვიყავი, რომ ეს ყველაფერი გამოვცადე. განვიცადე ყველაზე აღმაფრთოვანებელი გრძნობა-ნამდვილი სიყვარული, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. Gავიცანი საოცარი ადამიანები, რომლებიც გმირები არიან იმით, რასაც აკეთებენ. ვნახე ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ვერც კი ვიოცნებებდი. ჩემს თვალწინ გადაიშალა სრულიად განსხვავებული სამყარო ყველა მისი სიკეთითა უარყოფითი მხარეებით. ცხოვრებას რეალურ ფერებში დავუწყე იმის მიუხედავადაც კი, რომ ახლა ყველაზე ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ცხოვრებაში შავ-თეთრის გარდა არსებობს სხვა უამრავი ფერიც, რომლებიც გვეხმარება ცხოვრების აღქმაში და მისი მრავალფეროვნების დანახვაში. ყოველი ახალი დღე კი მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დაუსრულებლად ვიფიქრო გიორგიზე და მისი პორტრეტი მედგას თვალწინ მანამ, სანამ სამუდამოდ არ ჩავიძირები ღრმა და უსასრულო ძილში.
...
სამი თვის შემდეგ, უკვე წიგნის პრეზენტაციაა, რომელიც ჟურნალისტმა დაწერა. ჟურნალისტმა, რომელიც ნახევარ წელზე მეტი გაატარა ერაყში, ნახა ბევრი სიკვდილი, სიხარული და ნამდვილი სიყვარული შეიგრძნო. გაიგო სახელმწიფო საიდუმლოებები, რომლებზე საუბარიც აკრძალულია ყველა ქვეყანაში. მკითხველებისათვის ეს არის მორიგი ისტორია, რომელსაც წაიკითხავენ, ისიამოვნებენ და ბოლოს შეიძლება ერთ-ორი ცრემლიც ჩამოუგორდეთ ლოყაზე, რადგან სიყვარულის მორევში ჩაიძირნენ და უბრალოდ გული დასწყდათ, რომ წიგნს არ ჰქონდა ბედნიერი დასასრული. ,,იმას, ვისაც საკუთარი განცდები არა აქვს, სხვების ვნებათა ღელვა ისევე აღაგზნებს, როგორც თეატრი ან მუსიკა.” ჩემთვის კი ეს არის... ჩემი ცხოვრების ისტორია, რომელიც სამუდამოდ გამყვება, ასეთ რამეს ვერ დაივიწყებს ადამიანი. ის გრძნობები, განცდები, სიტყვები და ის ტკივილიც კი, რომლისთვისაც მუდამ ღვთის მადლობელი ვიქნები. ზოგს ეს ტკივილიც არ აქვს. მე კი ტკივილი არ მაძლევს იმის დავიწყების საშუალებას, რომ ოდესღაც ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობდი თავს. ახლაც ბედნიერი ვარ, რადგან ეს ყველაფერი განვიცადე და ეს იქნება ყველაზე ტკბილი და ძვირფასი მოგონება ჩემი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. - ნინა, დროა, - მენეჯერი მატყობინებს, რომ ჩემი სიტყვის წარმოთქმის დროა. ვნერვიულობ, არ ვიცი რა ვთქვა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველა ის გრძნობა დამეხმარება, რაც იყო, მე განვიცადე და ახლაც სათუთად იმალება ჩემი გულის კუნჭულში. - მოგესალმებით, - ვამბობ მიკროფონში და ვგრძნობ, როგორ მიშრება პირი ნერვიულობისაგან. - პირველ რიგში, მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ, რომ აქ მოხვედით და დამაფასეთ, - ბანალური სიტყვები. - მინდა გითხრათ, რომ... - ჯანდაბა, აქ რა უნდა ვთქვა? - ალბათ ყველას გაინტერესებთ, ზუსტად რაზეა ეს წიგნი. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მინდა რაღაც მოგიყვეთ... ერაყში, სადაც საშინელი ჰავაა და ჰაერი ფილტვებამდე ვერ აღწევს, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება მაშინ, როცა უყურებ, როგორ აწამებენ ქალებსა და ბავშვებს, გესმის მათი განწირული ყვირილი და ვერაფრით ეხმარები. უძლური ხარ. ზუსტად აქ, გავიცანი ადამიანი, რომელმაც დამარწმუნა, რომ... ომში განსხვავებული სცენები არ არსებობს ომში ყველა სცენა ერთნაირია. ყოველი ჩავლილი დღე ისტორიის ნაწილია. მე გავიცანი ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს ისტორიას ქმნიდნენ და ამით საკუთარ სიცოცხლეს აყენებდნენ საფრთხის ქვეშ. ერთ-ერთმა მათგანმა სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. გიორგი აფციაური-ზუსტად მასზეა ეს წიგნი. ეს არის ერთი დიდი ისტორია, რომლის წაკითხვაც ზოგს აატირებს, ზოგს დააფიქრებს ცხოვრებაზე... ჩემთვის კი ე სარის ამბავი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს გონებასა და გულში. ამბავი, რომელმაც სულ სხვანაირად დამანახა სამყარო და რისთვისაც ღვთის მადლობელი ვარ, რადგან ასეთ სიყვარულზე ვერც კი ვიოცნებებდი. სიტყვა დავამთავრე და ვიგრძენი, რომ ამოვისუნთქე. ვერასდროს ვიტანდი დიდი აუდიტორიის წინაშე ლაპარაკს. მითუმეტეს, თუ ჩემს ისტორიაზე უნდა მესაუბრა. ხალხმა ტაში დაუკრა და შემდეგ ერთმანეთში გააგრძელა წიგნის გარჩევა. სხვას არც უნდა მოელოდე მკითხველისაგან... მე კი... მე გული საგულეში აღარ მეტეოდა, როდესაც შემოსასვლელში ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული მაღალი, დაკუნთული, გარუჯულკანიანი ადამიანი დავინახე. სახეს ვერ ვარჩევდი, მაგრამ მისი ფიზიონომია იმდენად ახლობელი და იმდენად მტკივნეული იყო, რომ ემოციები ვერ შევიკავე. - მეჩვენები... - ჩავიჩურჩულე ჩემთვის. უამრავი წყვილი თვალი მიყურებდა, მე კი მთელი სიჩქარით გავვარდი და ჯარისკაცს ჩავეხუტე. - ნამდვილად მეჩვენები, ისევ ჩემი გონებაა... - ჩუ, - თითები ტუჩებზე ამაფარა და თვალებში ჩამხედა. ჩემი საყვარელი გიშრისფერი თვალები, ისინი ისევ ისე სიყვარულით მიმზერენ... - მე ხომ დაგპირდი, ნინა. ჯარისკაცი კი ყოველთვის ასრულებს დანაპირებს. - გიო... - მხოლოდ ამის დაჩურჩულება მოვასწარი, სანამ მისი ტუჩები მთელი ძალით დააკვდებოდნენ ჩემსას და ჰაერში ამიტაცებდნენ მისი ძლიერი მკლავები. მონატრებული სურნელი... ის აქ არის! ის მართლა აქ არის და ეს არ არის ჩემი ავადმყოფი გონების ნაყოფი. გიორგი აფციაური ყოველთვის ასრულებს დანაპირებს! ეს როგორ შეიძლებოდა დამვიწყებოდა... როდესაც კიდევ ერთხელ შევიგრძენი მისი ტკბილი ტუჩები, მივხვდი, რომ აქედან დაიწყო ჩემი პირადი სამოთხე, რომელიც უსასრულოდ გაგრძელდებოდა...
დასასრული
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2013-04-19, 0:41 AM | შეტყობინება # 68 |
842
Offline
| ესეც ბოლო თავი...^^ თითქოს გულიც დამწყდა რომ დავამთავრე, მაგრამ რომ გამეგრძელებინა უკვე ძალიან გაიწელებოდა... ბავშვებო, ყველას ძაალიან, ძალიან დიდი მადლობა! მადლობა, რომ კითხულობდით და თქვენს აზრს გამოხატავდით. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს, მართლა^^ თქვენი მხარში დგომა და თითოეული სიტყვაც ძალიან მახარებს!^^ ეს მოთხრობა დავასრულე, ძლივს... ახლა "დაუმთავრებლებზე" მიდგა ჯერი, ისინი უნდა დავამთავრო და მერე დავიწყებ ახლის წერას, თორემ იდეები მაწუხებს:DDD
| |
|
|
|
T-MOMSEN | თარიღი: პარასკევი, 2013-04-19, 7:06 PM | შეტყობინება # 70 |
266
Offline
| bella-vampire, მეც ვიტირე ამ თავზე, თან ძალიან ბევრი! ჯერ იმიტომ ვტიროდი რომ მეგონა გიო მართლა მოკვდა, მერე სიხარულის ცრემლები იყო რომელიც შესანიშნავმა დასასრულმა გამოიწვია-ამ მომენტში თან ვტიროდი და თან ვიცინოდი, იმდენი ემოცია იყო რომ... მერე სიცილს თავი დავანებე და ისევ ავბღავლდი იმიტომ რომ ბოლოში "დასასრულიო" წავიკითხე... ძალიან ლამაზი,სევდიანი, ბევრ რამეზე დამაფიქრებელი ისტორია იყო. მეც მაქვს ეს ყველაფერი გამოვლილი. მამაჩემი 6 თვე ავღანეთში იყო და სიტყვებით ვერ აღვწერ მაშინ რა გამოვიარე. მოკლედ აქ ყველაფერი იყო: შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო, სიყვარული, მეგობრობა, სიხარული, ტკივილი.... არ ვიცი რა ვთქვა, ასეთ დიდ ემოციებს ჩემში ბევრი მოთხრობა ვერ იწვევს. მაგრამ აი ეს სულ სხვა იყო
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: კვირა, 2013-04-21, 2:23 PM | შეტყობინება # 71 |
436
Offline
| აჰჰჰ რა ორიგინალური შეხვედრა მოუწყვე,ამდენი ხნის შემდეგ როცა იმედი იყო,მაგრამ ასრულება შეუძლებელი^__^ ადამიანური განცდები აქ ისე საუცხოოდ იყო გამოვლენილი .! Perfect
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-05-08, 3:18 PM | შეტყობინება # 72 |
842
Offline
| ♥vampiressa♥, T-MOMSEN, Mari_Ami, ძაალიან დიდი მადლობა ჩემო თბილებო! მიხარია რომ ასე მოგეწონათ, მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენი სიტყვები... იმედია შემდეგი მოთხრობაც ასევე მოგეწონებათ... ვიცი რაზეც უნდა დავწერო, უბრალოდ დაწყება მიჭირს:DDD
| |
|
|