♥vampiressa♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-13, 7:09 PM | შეტყობინება # 93 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 6 -…და გამოშვებას ვიწყებთ დღის მთავარი თემით. თბილისში მკვლელობების სერია გრძელდება, მანიაკი კვლავ დაუსჯელი დაიარება ქალაქის ქუჩებში და ხალხს მოსვენებას უკარგავს. უკვე ორი თვეა გასული პირველი მკვლელობიდან, მაგრამ საქმე ჯერაც არ გახსნილა. ხალხი პანიკაშია. შეიძლება შემდეგი მსხვერპლი ნებისმიერი გახდეს. მაგრამ შეგახსენებთ იმასაც, რომ ყველა მოკლული მამაკაცია. როდის მოხერხდება საიდუმლოს ამოხსნა ან არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ეს საქმე გაუხსნელი საქმეების სიას შეემატოს? მოვლენათა განვითარების შესახებ უყურეთ ჩვენს არხს და ყველაზე სწრაფად გაიგეთ ახალი ინფორმაცია. ახლა კი სხვა ამბების შესახებ...-სოფის გამოშვების დანარჩენი ნაწილი აღარ მოუსმენია, ტელევიზორი გამორთო და პულტი დივანზე მოისროლა. შიში და ნერვიულობა უკვე გაცოფებაში გადასდიოდა. ცდილობდა რამე გზა გამოენახა რომ ეს ყველაფერი დაესრულებინა. მხოლოდ ის აშინებდა, რომ მკვლელის ყველა მსხვერპლი სოფისთან დაკავშირებული მამაკაცი იყო და სულაც არ გამორიცხავდა რომ შემდეგი დანი ყოფილიყო. ამას უკვე ვეღარ აიტანდა. სასწრაფოდ რამე უნდა მოეფიქრებინა. ერჩივნა მკვლელი პირდაპირ მას დაკავშირებოდა და ეთქვა რა უნდოდა, ვიდრე ასე ნელ-ნელა ამოეხოცა ყველა. გადაწყვიტა, რომ თუ პოლიცია ვერ ართმევდა თავს, თვითონ მიეხედა ამ საქმისათვის. ჩაიცვა, საჭირო ნივთები აიღო და პირდაპირ განყოფილებისკენ გაემართა. -მოქალაქევ, როგორც გითხარით ახალი ისევ არაფერია. რაიმეს თუ გავარკვევთ აუცილებლად გაგაგებინებთ. აქ ჯდომით და ლოდინით ვერაფერს მიაღწევთ. მკვლელის ადგილმდებარეობის დადგენას კი ვახერხებთ, მაგრამ სანამ მის აყვანას მოვასწრებთ, ის უკვე ქრება. -კი, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს რაიმე გზა, რაიმე თეორია მაინც. ნუთუ არავისზე არ გაქვთ ეჭვი? -არა, თორემ ამას თქვენზე პირველი ვერავინ გაიგებდა. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი თქვენ გიკავშირდებათ, მაგრამ საფრთხე არ გემუქრებათ. ძალიან უცნაური ამბავია... -ბატონო ზურაბ, თუ ამ საქმის გახსნა არავის შეგიძლიათ, იქნებ უფრო ზემდგომი ორგანოებიდან დაგეხმარებინათ ხალხი? თუ დაელოდებით, სანამ ყველა კაცი არ მოკვდება, რომელსაც ჩემთან რამენაირი კავშირი ჰქონია? -ანუ გინდათ თქვათ, რომ საქმეს თავს ვერ ვართმევ? თქვენ მე შეურაცხყოფას მაყენებთ! -თქვენ შეურაცხყოფის ატანაც არ გინდათ, მე კი ის უნდა ავიტანო, რომ ჩემს გამო ხალხი კვდება და ამის შეჩერება არ შემიძლია! -მოდით, ასე მოვიქცეთ, ახლა სახლში წაბრძანდით, დაისვენეთ, ჩვენ კი დღეს თქვენს მობილურზე შემოსულ ყველა ზარს გავაკონტროლებთ და ვეცდებით წინასწარ გამოვიცნოთ შემდეგი მკვლელობის ადგილი. -სწორედ ამაშია პრობლემა!-სოფიმ ვერც შენიშნა ისე აუწია ხმას.-ეცდებით! კი არ ეცდებით, უნდა გინდოდეთ რომ ეს აუცილებლად შეძლოთ! მე ახლა წავალ, მაგრამ იცოდეთ, რომ ამიერიდან დამოუკიდებლად ვიმოქმედებ!-სოფი სწრაფად გავიდა კაბინეტიდან და კარი გაიჯახუნა. არ იცოდა როგორ უნდა ემოქმედა დამოუკიდებლად, მაგრამ პირველ რიგში აპირებდა ყველა მკვლელობის ადგილას მისულიყო და მათ შორის რაიმე კანონზომიერება დაეჭირა. მარტო წასვლაც არ უნდოდა, ამიტომ გიოს დაურეკა და სთხოვა, რომ განყოფილებასთან მიეკითხა. ისიც, რა თქმა უნდა, დასთანხმდა, მაგრამ სოფის მის ნაცვლად დანიმ მიაკითხა. -მოიცა, შენ რა გინდა?-გაუკვირდა გოგონას. -გიოს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და მე მთხოვა წამოვსულიყავი. როგორ ხარ? -აჰა, სასწრაფო საქმე არა? უნამუსო! -ნუ ბრაზობ. რამე პრობლემაა? თუ ჩემი ნახვა არ გინდოდა, შემიძლია ახლავე წავიდე.-დანის თავისი სტრატეგია ჰქონდა და აპირებდა ამ ყველასგან გამორჩეულ გოგოსთან თვითონაც განსხვავებულად მოქცეულიყო. ახლაც ისე გულგრილად მოიკითხა, თითქოს მისთვის სულერთი იყო რა პასუხს გასცემდა. ამან სოფის გაოგნება გამოიწვია. გოგონა, რომელიც მისგან ყურადღებით იყო განებივრებული, ახლა იდგა და გაკვირვებას ვერ მალავდა. -არა, უბრალოდ გამიკვირდა შენი დანახვა.-ჩაილაპარაკა სოფიმ.-გიომ გითხრა რომ მთელი დღის დაკარგვა მოგიწევს? -კი, მითხრა რომ დახმარება გჭირდება, მაგრამ თვითონაც არ იცოდა რაში. რამე ხდება? ვინმე ხომ არ გაწუხებს? -არა, თუ იმ შეშლილ მკვლელს არ ჩავთვლით. პირადად მე ისიც არ მეხება, მაგრამ რასაც აკეთებს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ მოსვენება დამიკარგოს. რადგან გამოძიება ჯერ ისევ ერთ ადგილს ტკეპნის, გადავწყვიტე, რომ მე თვითონ ვიღონო რამე. პირველ რიგში, ვფიქრობ ყველა მკვლელობის ადგილი ხელახლა ვნახო და რამე კანონზომიერება ვიპოვო, რომ შემდეგი მკვლელობის ადგილზე ვარაუდი მაინც მქონდეს. -რა გინდოდა შენ კონსერვატორიაში? აფსუს, რა დეტექტივი დაკარგა საქართველომ!-დასცინა დანიმ და სოფის დაბღვერილი მზერაც მიიღო საჩუქრად.-ანუ, მთელი თბილისი უნდა შემოვიაროთ? -ასე გამოდის! აბა, დამეხმარები? -დაჯექი! პირველი გაჩერება?-ჩაიცინა დანიმ და ბაიკი ააღმუვლა. ბოლომდე გულგრილობა არ გამოუვიდოდა, რადგან მთელი დღე მასთან უნდა გაეტარებინა, მაგრამ არც ფეხქვეშ გაეგებოდა. მშვენივრად იცოდა, რომ გოგონებს არ მოსწონდათ ისეთი ბიჭები, რომლებსაც თავმოყვარეობის გრძნობა არ ჰქონდათ. ეს, რა თქმა უნდა, სოფიზეც ვრცელდებოდა, მაგრამ გოგონას არც მისი გულგრილობა სიამოვნებდა. პირველ რიგში, იმ კლუბში მივიდნენ სადაც პირველი მკვლელობა მოხდა, მაგრამ საეჭვოც კი ვერაფერი ნახეს. ვერ ხვდებოდნენ რატომ უნდა აერჩია მკვლელს ეს ადგილი. აქ ხომ არაფერი იყო არც საშიში და არც მისტიური. სხვა ადგილებიც შემოიარეს, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს. ვერანაირი ლოგიკით ვერ დააკავშირეს ეს ადგილები ერთმანეთთან და ბოლოს გადაღლილები ერთ-ერთ კაფეში შეჩერდნენ. სოფიმ ყავა და ნამცხვარი შეუკვეთა, დანიმ_ლუდი და ჩიპსები და ერთ კუთხის მაგიდას მიუსხდნენ. სოფი მშვიდად სვამდა ყავას და ნამცხვარს შეექცეოდა, მის ცქერაში გართულ დანის კი ხანდახან თუ გაახსენდებოდა ლუდის დალევა. -ძალიან დავიღალე. ვერ ვიტან ასეთ გაურკვევლობას. -ამას რატომ აკეთებ?-გულწრფელად ჰკითხა დანიმ. -როგორ თუ რატომ? ჩემ გამო ხალხი იხოცება და შემდეგი შეიძლება ნებისმიერი ჩემი ნაცნობი იყოს. -მათ შორის მეც? -თუნდაც! არაფერი არაა გამორიცხული. -ვიღაცას აშკარად მაგრად უყვარხარ!-ჩაიცინა დანიმ, მაგრამ მისთვის ეს სულაც არ იყო სასაცილო. ვერ აიტანდა სოფის შეშლილ თაყვანისმცემლებს. -არამგონია თუ ვუყვარვარ ასე გამოხატავდეს. -რატომ? კონკურენტებს იშორებს გზიდან. ძალიან ლოგიკურია. -შენ ასე მოიქცეოდი?-ჰკითხა სოფიმ და თვალებში მიაჩერდა. არ იცოდა დადებითი პასუხის მოსმენა უფრო გაახარებდა, თუ უარყოფითის. დადებითის შემთხვევაში დარწმუნდებოდა, რომ მისი ეჭვები დანის მისადმი გრძნობების არსებობის შემთხვევაში მხოლოდ ეჭვები არ იყო. მაგრამ ამავდროულად, შესაძლოა ის ახლა მკვლელთან ერთად იყო და ეს ფაქტი სულაც არ ახარებდა. არ იცოდა დანის უდანაშაულობა უფრო გაახარებდა, თუ ის, რომ მის მიმართ გულგრილი არ იყო. -არ ვიცი. ალბათ, არა.-ყოყმანით უპასუხა დანიმ და როცა სოფის სახის გამომეტყველების შეცვლა შენიშნა, უმალვე დაამატა:-იმას ვგულისხმობ, რომ მე შენი გულის მოსაგებად შენივე თაყვანისმცემლების ხოცვა არ დამიწყია. ვთვლი, რომ ჯობია ეს კაცური საქციელით გავაკეთო...-აი პასუხი, რომლის გაგონებაც სოფის ყველაზე მეტად ესიამოვნა. ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ ისე უცბად გაიღიმა, თავის გაკონტროლებაც ვერ მოასწრო. ეს, რა თქმა უნდა, დანის მახვილ თვალს არ გამოპარვია და თვითკმაყოფილი სახით ჩაიცინა. -რას ფიქრობ, სად შეიძლება მოხდეს შემდეგი მკვლელობა?-სასწრაფოდ დაუბრუნდა სოფი ძველ თემას და თან ცდილობდა თავი დაემშვიდებინა იმით, რომ აწითლებულ სახეს მაკიაჟი უფარავდა. -აქ!-დანიმ ისეთი დარწმუნებული სახით უპასუხა, რომ წამით სოფის მის წეღანდელ პასუხში ეჭვიც კი შეეპარა. დანი არც შემცდარა. ან როგორ შეიძლებოდა რომ შემცდარიყო... ეს მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი და ახალი დეტალებიც ჰქონდა დამატებული. კაფეს მეპატრონე კაცი იმ მაგიდასთან იყო მოკლული, ცოტა ხნის წინ სოფი და დანი რომ ისხდნენ. მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი და კედელზე მისივე სისხლით დახატული იყო მარადისობის ნიშანი. არც გამომძიებლებმა, არც კრიმინალებმა, არც სოფიმ და არც სხვა ნებისმიერმა არ იცოდა რას ნიშნავდა ეს. არც ის იცოდნენ ეს მუქარად ჩაეთვალათ თუ არა. რას ნიშნავდა ეს? ნუთუ მარადიული მკვლელობების სერიას? ან იქნებ მკვლელი რაიმეს მინიშნებას ცდილობდა? ამას ჩემო მკითხველო, ჩვენც სოფისთან ერთად შევიტყობთ არც თუ ისე ახლო მომავალში. ახლა კი მოდით, ტყუილად ტვინის ჭყლეტას შევეშვათ და სოფის სამზარეულოში გადავინაცვლოთ, სადაც ის და ლიზა ყავას მიირთმევენ და შოკოლადით იტკბარუნებენ პირს. -სოფი, აღარ იტყვი რა არ გასვენებს?-მეგობრის მოუსვენლობით შეწუხებულმა ლიზამ გადაწყვიტა სოფი პირველი ნაბიჯის გადადგმაზე წაექეზებინა. -ვიტყვი, სხვა გზა მაქვს? ვფიქრობ რომ არც არის სათქმელი, რადგან ეს ჩემზე ადრე იცოდი, მაგრამ მინდა შენც და საკუთარ თავსაც გამოგიტყდეთ იმაში, რომ... დანი შემიყვარდა...-სოფი შეწუხებული სახით ახედა მეგობარს და ტუჩი მოიკვნიტა. -ოჰ, ახალი თქვი შენ რამე!-გაეცინა ლიზას.-მაგას მე როდის მივხვდი იცი? -მაშინ, როდესაც შემამჩნიე როგორი რეაქცია მქონდა, როდესაც პირველად დავინახე როგორ აყენებდა დანი ბაიკს ავტოფარეხში? -მართალი ხარ! მაგრამ მაშინ დავრწმუნდი, როცა ერთხელ სეირნობისას ბაიკის ხმის გაგონებისას ერთიანად აგაკანკალა. -რა ვქნა?-კვლავ შეწუხებული თვალებით მიაჩერდა სოფი. -რა გირჩიო სოფი? ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გითხრა არის ის, რომ ფრთხილად იყო! შენც მშვენივრად იცი დანის მექალთანეობის ამბავი... მაგრამ ისიც იცი როგორ ცვლის მამაკაცს ნამდვილი სიყვარული. და კიდევ ერთი: თუ დარწმუნებული ხარ რომ დანი გიყვარს, შენი უცნობის ზარზე დღემდე გული რატომ გიფართხალებს? -აი, ეგ კითხვა არ მასვენებს ზუსტად! არ მინდა შევცდე. მაგრამ როცა მასთან ვარ... თავს სხვანაირად ვგრძნობ. მართალია გრძელვადიანი ურთიერთობა არც ერთ ბიჭთან არ მქონია, მაგრამ მათთან თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი. ეს გრძნობა კი სრულიად განსხვავებულია, არ ვიცი რა ვუწოდო. მასთან ყოფნის მაშინაც კი არ შემშინებია, როდესაც კაფეში ყოფნისას გავაცნობიერე, რომ შეიძლებოდა ის ყოფილიყო იდუმალი მკვლელი. -იმას თუ აცნობიერებ, რომ როცა დანისთან ურთიერთობას დაიწყებ და არ შემეწინააღმდეგო რომ ეს აუცილებლად მოხდება, ”უცნობის” სამუდამოდ დავიწყება მოგიწევს?-ლიზა ინტერესიანი მზერით მიაჩერდა მეგობარს, რომლის თვალებშიც გაურკვევლობა იკითხებოდა. წამიც არ გასულა და სოფის მობილური სწორედ რომ ”უცნობმა” აამღერა. -წინასწარვე გაფრთხილებ, თუ აპირებ ასმეერთედ მთხოვო ცოლობა, ტყუილად ანგარიშს ნუ დახარჯავ!-მაშინვე უთხრა სოფიმ, როგორც კი უპასუხა. -არა სოფი, ამჯერად სხვა გეგმები მაქვს. აღარ ვაპირებ გთხოვო ის, რაც ისედაც გარდაუვალია. აღარ ვაპირებ იმის თქმას, რომ მიყვარხარ. მინდა ისევ ისე ვისაუბროთ, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით. -იცი, ეგ აღარ გამოვა. ვეღარ გესაუბრები ისე, როგორც ადრე, ერთი მარტივი მიზეზის გამო_შენდამი ნდობა დავკარგე. და კიდევ ერთი დიდი მიზეზი მაქვს, რაც ვფიქრობ რომ უნდა იცოდე_შეყვარებული ვარ! -რა? გინდა მითხრა რომ ჩვენი მეგობრობა ვიღაც ბიჭის გამო აღარ არსებობს? -არა, ჩვენი მეგობრობა შენ გამო აღარ არსებობს და როგორც ვხვდები, მას არც არასდროს არ უარსებია, სამწუხაროდ... -არასწორად მსჯელობ სოფი, თან ძალიან არასწორად! -რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ რაც გითხარი სრული სიმართლეა. ახლა კი, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ... მშვიდობით!-სოფიმ გათიშა და მობილური მაგიდაზე დადო. რატომღაც ელოდა რომ კვლავ ამღერდებოდა, ისე, როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად ასე არ მომხდარა... -კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ დანი სიგიჟემდე გიყვარს! -რა?-მეგობარს ნათქვამს ვერ მიუხვდა სოფი და დაიბნა კიდეც. -რა და გახსოვს ყველა რამდენი ხანი ვცდილობდით შენს დარწმუნებას იმაში, რომ ”უცნობს” შეშვებოდი? შენ კი უარესს აკეთებდი. ახლა კი საკუთარი სურვილით, ადექი და ყველაფერს წერტილი დაუსვი. რას ვიფიქრებდი იმ გადარეული მაჩოს სიყვარული ასე თუ დაგაჭკვიანებდა! -ოხ ლიზა, რა მწარე ენა გაქვს!-შეუბღვირა სოფიმ, შემდეგ კი უცბად მზერა შეეცვალა და გულუბრყვილო სახით ჰკითხა:-იქნებ დანი სულაც არ მიყურებს სერიოზულად? -ღმერთო ჩემო, მე ვთქვი რომ დაჭკვიანდი?-თვალები აატრიალა ლიზამ.-რა უნდა გააკეთოს რომ დაგიმტკიცოს? ცეცხლის გული დაგინთოს? -ლიზა, მე მაგას არ ვგულისხმობ. ხომ შეიძლება, რომ როცა თავისად დამიგულებს ინტერესი გაუქრეს?-სოფის სიტყვა ნორმალურად დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ კარზე ზარი გაისმა, კარს მიღმა კი სოფის ფრიად სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა... -ეს თქვენ! თუ შეიძლება აქ ხელი მომიწერეთ!-უღიმოდა კურიერის ფორმაში გამოწყობილი ბიჭი, რომელსაც ხელში უზარმაზარი თაიგული ეჭირა და ძლივს ჩანდა. თაიგულს ბარათიც ჰქონდა, რომელიც სოფიმ სახლში შემოტანისთანავე ამოაცალა და მისი წაკითხვისას სახე კიდევ უფრო გაებადრა. -ნუ მომკალი, თქვი დროზე რა წერია!-ლიზა ადგილზე ცქმუტავდა. -რა და, დღეს, საღამოს რვაზე რესტორან ”.......”-ში ვარ დაპატიჟებული. ბოლოში კი მიწერილია: P.S. გამიხარდება თუ ამას პაემნად ჩათვლი. -აი ეს მესმის! აბა, კიდევ გჭირდება მტკიცებულებები? -მტკიცებულებები არა, მაგრამ ახალი კაბა კი ნამდვილად მჭირდება!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-14, 10:54 PM | შეტყობინება # 99 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| ჰაჰაჰაჰა მეცინება,ამდენი მკვლელობა ხდება სოფის თავს და ის შოკოლადით იტკბარუნებს პირს ;დ მის ადგილას,არ ვიცი რა დამემართებოდა. წარმოდგენა არ მაქვს.
რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ დანი ჩემთვის მინდა ? იმას კიდევ სოფი შეუყვარდა . ''ის'' უცნობი'' ვინღააა? დავიჯერო მკვლელია? ან რესტორანში მართლა მოხდება მკვლელობა ? ჩემი აზრით, ეს თაიგული მართლაც, დანიმ გამოუგზავნა, თუმცა რესტორანში რაღაც უნდა მოხდეს. მაგალითად , დანის მკვლელობის მცდელობა ( გაფრთხილებასავით ) ^^ საინტერესო იქნებოდა. ყველაზე საშინელება იქნება დანი რომ იყოს მკვლელი , მაგრამ ეგ შეუძლებელია, ეგრე მგონია, იმიტომ რომ დანი ამ რომანის პრინცად მიმაჩნია ^^ თანამედროვე პრინცად, მიუხედავად იმისა რომ პრინცესა მაღიზიანებს
| |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2013-02-15, 4:32 PM | შეტყობინება # 102 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| bavshvebooo, gamixarda amdeni komentari rom damxvdaa. nikas tqmisa ar iyos, martla ra unda gaaketos sofim, depresias mieces? rac sheudzlia yvelafers aketebs da tavs xom ar moiklavs imistvis rom mkvlelobebi shewydes. danis da sofis urtiertobas rac sheexeba, vicodi rom sxvadasxvanairi azri iarsebebda, arc vapirebdi tavidan am mxriv arafris daweras, magram xeli gameqca, mere ideebi mocunculdnen da 7tavi bolo tavia romelic akrefili maqvs, merve weris processhia, tu survili gaqvs davdeb dges meshvides
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|