♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2013-02-16, 10:24 PM | შეტყობინება # 107 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 7
სოფი ერთ-ერთი საკმაოდ პრესტიჟული და ძვირადღირებული მაღაზიის გასახდელში იდგა და სარკეში იყურებოდა. უკვე დაღლილი იყო შესაფერისი ვარიანტის ძებნით, როდესაც სრულიად შემთხვევით ეს არაჩვეულებრივი კაბა აღმოაჩინა. ერთი შეხედვით თითქოს არაფრით გამორჩეული, მაგრამ გოგონას ტანზე მის ხილვას არაფერი სჯობდა. შიშველ მხრებს შავი მაქმანი უფარავდა, რომელიც ნაზად მიცურავდა ქვემოთ და მკერდთან უფრო მუქი ტონალობის შავ, დავარდნილ ნაჭერს ერწყმოდა. ამის შემდეგ უკვე ეს ნაჭერი ევლინებოდა სოფის დამცველად და მართლაც მცველივით ეკვროდა მოხდენილ სხეულზე. კაბა მუხლს ზემოთ მთავრდებოდა, იდეალურ ადგილას იმისთვის, რომ სოფის მშვენიერი ფეხები არც ვულგარულად, მაგრამ საკმაოდ მიმზიდველად გამოეჩინა. გოგონა აკვირდებოდა თავის სხეულს, მაგრამ წამით მზერა სახისკენაც გაექცა. უდაო იყო, რომ სარკიდან გასაოცარი სილამაზის გოგონა უცქერდა, უძირო, ჭაობისფერი თვალებით, გადაკალმული წარბებით, მაღალი ღაწვებითა და იდეალური ზომისა და ფორმის, მადისაღმძვრელი ტუჩებით. სოფის გაეცინა თავის ფიქრებზე და ანარეკლმაც იგივე გაიმეორა. იცინოდა არა მხოლოდ ტუჩებით, არამედ მთელი სახით, ყველაზე ლამაზად კი ეს მის თვალებში ჩანდა. წამით სოფი გაბრუებული უყურებდა თავის ანარეკლს, მაგრამ საკუთარ თავს როდი ხედავდა, სარკიდან მომღიმარი დედამისი უცქერდა. გოგონა შეაკრთო ამ აზრმა. მართალია ყველა ეუბნებოდა, რომ რაღაცით ჰგავდა ”იმ ცნობილ მხატვარს”, თვითონაც არ უარყოფდა ამ აშკარა მსგავსებას, მაგრამ ახლა, სარკიდან დანახულმა საკუთარმა თავმა, გონებაში ღრმად ჩაბეჭდილი, დედის სურათი ამოუტივტივა და მისი ანარეკლი შეცვალა. სწორედ ამ ცვლილებამ შეაკრთო სოფი და სასწრაფოდ გამოვიდა გასახდელიდან.
აშკარა იყო, რომ გარშემომყოფებზე შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან რამდენიმე წყვილი თვალი ერთდროულად, ურცხვად მიაშტერდა.
-სოფი, დავიწყო შენი ქათინაურებით შემკობა, თუ პირდაპირ გითხრა, რომ თუ ამ კაბას არ იყიდი, სრული იდიოტი იქნები?-გულღიად გაუცინა ლიზამ.
-არ არის საჭირო, ისედაც ვყიდულობდი. მაგრამ ფასისა და ჩემი ხელფასის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ...
-ნუ დაიწყე ახლა! გამოიყენე ის ფული, რაც დედაშენმა დაგიტოვა. ხანდახან საკუთარ თავზეც თუ იფიქრებ, ამის გამო ნამდვილად არ დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში! ახლა კი, გამოიცვალე, იყიდე და სადმე წავიდეთ, თორემ სასტიკად მშია!
გოგონები ასეც მოიქცნენ და მაკდონალდსს მიაშურეს. ცოტა ხნით გვერდზე გადადეს კალორიები, ჯანსაღი საკვები, მითები სწრაფი კვების პროდუქტებთან დაკავშირებით და ისე გემრიელად გადასანსლეს ყველაფერი, რომ მეც კი ნერწყვი მომადგა! თან
საუბრობდნენ და კარგად ერთობოდნენ, რის გამოც დრო ისე გაეპარათ, რომ ვერც კი შენიშნეს.
დროსთან ერთად მეც გამოვიპარე და ცოტა ხნით იმ საზარელი მკვლელის ბუნაგში გადავინაცვლე, რომელმაც ყველას აუფორიაქა სული. ამის მიუხედავად, ის ახლა მაშვიდად ზის დივანზე, წინ დამდგარ დაბალ მაგიდაზე სურათები დაუყრია და სანთლის შუქზე გულდასმით არჩევს შემდეგ მსხვერპლს. ფოტოებს ისეთი სახით დასჩერებია, შეიძლება ითქვას უკმაყოფილოც კია, რომ არჩევანის გაკეთება და ამაზე დროის დაკარგვა უწევს. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ჰყავს გასასტუმრებელი იმქვეყნად. აი, გუშინაც კიდევ ერთი დაემატა! არადა ხომ შეეძლო იმ დალოცვილს თავისი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინა და დროზე მიეტანა სოფის მიერ შეკვეთილი პიცა. ის კი იდგა და იდიოტივით ყურებამდე გაღიმებული დაუფარავად ეფლირტავებოდა სოფის გვერდით მდგარ მაგიდასთან განთავსებული სამი გოგონადან ყველაზე გამომწვევად ჩაცმულ ქერათმიანს. მისი საქციელის გამო სოფის შეკვეთა დაუგვიანდა და პიცერიიდან უკმაყოფილოც კი გამოვიდა, რაც ჩვენ სისხლიან მკვლელს ძალიან, ძალიან არ მოეწონა! ასე დღითიდღე იზრდებოდა მისი სიაც, რაც სულაც არ ახარებდა, მაგრამ უბრალოდ თავს ვალდებულად თვლიდა ეს გაეკეთებინა. იზრდებოდა წითლად გადახაზული ფოტოების რიცხვიც და კიდევ ერთი რამ, რაც პოლიციელებს არც კი შეუმჩნევიათ. მკვლელი ყველა მსხვერპლს, თმის პატარა კულულს აჭრიდა და საგულდაგულოდ ინახავდა ერთიციცქნა კონტეინერებში. ამ ბოლო დროს იმდენი დაუგროვდა, რომ კარადაში ცალკე თაროც კი გამოუყო, იარაღებისა და დანების მეზობლად. ყოველთვის, როდესაც კარადის კარს გამოაღებდა, სიამაყით ივსებოდა. ამ ბოლო დროს ერთფეროვნებაც აღარ ხიბლავდა და ცდილობდა თითოეული მკვლელობა განსაკუთრებული, კარგად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ამიტომ მათ დაგეგმვასაც დიდ დროს ანდომებდა, ამით დაღლილს კი ხანდახან თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანაც ვეღარ ართობდა. ყველაზე დასამახსოვრებელი მკვლელობა ჯერ არ ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ მისი ამაყი ეგო გრანდიოზულ შოუს უკვე გეგმავდა. არამხოლოდ სოფისთვის განკუთვილს, არამედ ისეთს, რომელზეც მთელი ქვეყანა ალაპარაკდებოდა. ამ შოუსთვის რამდენიმე დეტალი უკვე მოფიქრებული ჰქონდა, მაგრამ დასახვეწად და გასალამაზებლად კიდევ ბევრი რამ აკლდა. ამიტომ იჯდა და დაუზარელად ეცნობოდა სხვადასხვა მწერლების მიერ დაწერილ დეტექტივებს და ამავე ჟანრის ფილმებს. რა თქმა უნდა, უშუალო კოპიოს არ გააკეთებდა, უბრალოდ ყველასგან ამოკრებდა ”მარგალიტებს” და ამ ყველაფერს თავის გენიალურ იდეებსაც დაუმატებდა. ახლა თავს დამნაშავედ გრძნობდა სოფი მარტო რომ ჰყავდა დატოვებული, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ გოგონა სანდო ხელში იყო. ამ ბოლო დროს სულ უფრო უჭირდა მისი თვალთვალი და თან ამავდროულად შეუმჩნევლად დარჩენა, ეს კი აუცილებელი იყო. აუცილებელი იყო ეთვალთვალა მისთვის, რათა არასაჭირო ხალხი მოეშორებინა. ახლაც,
ამაზე დაიწყო თუ არა ფიქრი, მოსვენება დაკარგა, ამიტომ მორიგი მსხვერპლის ფოტო და ის დღიური აიღო, სადაც მასზე ინფორმაცია ეწერა, ახალ სიმ-ბარათთან, იარაღთან და დანასთან ერთად შავ ჩანთაში ჩადო, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და თავისი ბუნაგიდან გავიდა. ყველაფერი მანქანაში დააბინავა, საჭეს მიუჯდა და როდესაც ძრავა ააღმუვლა, ცოტათი დამშვიდდა. ადგილს ტყვიასავით მოსწყდა და გაეშურა თავისი ”მოვალეობის” შესასრულებლად. გოგონების პოვნა არც გასჭირვებია. მაკდონალდსიდან ახალი გამოსულები იყვნენ და ქუჩას მიუყვებოდნენ. მანქანით გაყოლა და შეუმჩნევლად დარჩენა ცოტა არ იყოს სირთულეს წარმოადგენდა, მაგრამ რადგან მან იცოდა რომ ეს მისი ”მოვალეობა” იყო, საკუთარი თავის მობილიზება მოახდინა და გოგონებს გაჰყვა. ბევრი დევნა არც დასჭირვებია, რადგან ისინი ავტობუსში ავიდნენ და სახლისკენ გაემართნენ, ამიტომ მას ცოტაოდენი დრო გამოუჩნდა დღევანდელი მკვლელობის დასაგეგმავად. სიჩქარეს უმატა, სოფის კორპუსთან მალევე მივიდა, მაგრამ მანქანა საკმაოდ მოშორებით დააყენა, თან ისე, რომ გოგონას სახლის ფანჯრები მხედველობის არიდან არ დაკარგვოდა, შემდეგ კი ჩანთიდან დღიური ამოიღო და ეცადა იქ ჩაწერილი ინფორმაციის მიხედვით დაეგეგმა მკვლელობის ადგილი...
* * *
სოფი აბაზანაში ნებივრობდა. მშვიდი მუსიკა, სურნელოვანი სანთლები, აბაზანაში ცხელი წყალი და იქვე ბოკალი წითელი ღვინით. აი, რა იყო ის, რაც მას რელაქსაციის საშუალებას აძლევდა. თმა ისე აეკეცა, რომ არ დასველებოდა, ხელში კი დედამისის დღიური ეჭირა და ალბათ მეასედ კითხულობდა. ახლა ყველაზე უკეთ ესმოდა მისი, რადგან თვითონაც შეყვარებული იყო. ესმოდა და აღარ კიცხავდა მას იმისთვის, რომ ”იმ კაცთან” ურთიერთობა ისე დაიწყო, რომ მასზე საერთოდ არაფერი არ იცოდა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ბოლოს ასეთ მდგომარეობაში, რადგან მან მხოლოდ მაშინ გაიგო რომ ლევანს ცოლ-შვილი ჰყავდა, როცა თავისი ორსულობის ამბავი ახარა. ლევანიც ადგა და სიტყვის უთქმელად წავიდა. ნატოს ისე დეტალურად ჰქონდა აღწერილი ის ტკივილი, რომ სოფიმაც კი იგრძნო და ახლა უფრო მეტად გაუჩნდა მამამისის ნახვის სურვილი, მაგრამ ასევე მასთან შეხვედრის შიშმაც შეიპყრო. ლევანმა შვილზე უარი მანამდევე თქვა, სანამ დაიბადებოდა და ახლა რატომღა მოინდომებდა მის ნახვას? არადა, სოფის უმარტივესად შეეძლო მისი პოვნა. დღევანდელ საქართველოში ხომ სულაც არ არის ადამიანის პოვნა რთული, როდესაც მისი სახელი და გვარი იცი. მაშინ, რა უნდა გაეკეთებინა? გაერისკა და ენახა მამამისი, თუ ცხოვრება კვლავ მის გარეშე გაეგრძელებინა? ეს იყო კითხვა, რომელზეც დღიურის პირველად წაკითხვის დღიდან ფიქრობდა, მაგრამ პასუხი ჯერაც არ ჰქონდა. ღვინო მოსვა და დღიური გვერდით გადადო. თვალები დახუჭა და მთლიანად შოპენის მელოდიებში ჩაიძირა. ცდილობდა
დამშვიდებულიყო, მაგრამ რა დაამშვიდებდა, როცა იცოდა, რომ სულ მალე დანის ნახავდა. წამის მეასედში ისიც კი გაიფიქრა, რომ არ წასულიყო და პირველივე ”პაემანზე” ფრენით მისვლის ნაცვლად, უბრალოდ თავი დაეფასებინა, მაგრამ მაშინვე გაეცინა თავის ფიქრებზე! ის არ იყო ასეთი ადამიანი. არ ეკუთვნოდა იმ გოგონების რიცხვს, რომლებიც მთელი დღე ბიჭის ზარს მხოლოდ იმისთვის ელოდებიან, რომ არ უპასუხონ. არ უყვარდა ადამიანის ზედმეტად გაწვალება და ბოლოს დათანხმება. აკეთებდა იმას, რაც სურდა, ზედმეტი ხვეწნისა და თავის დაფასების გარეშე. ახლაც, რატომ უნდა მოეტყუებინა დანი და ეთქვა, რომ მისი ნახვა არ სურდა, როცა ეს პირიქით იყო? მაგრამ ეს შეხვედრა საშინლად აღელვებდა. როგორ ჩაივლიდა ან დანი როგორ მიიღებდა სოფის მისვლას? აღიქვამდა როგორც ჩიტს მახეში და შეიცვლებოდა მის მიმართ? სოფიმ მხოლოდ ის იცოდა ზუსტად, რომ დღეს ფხიზელი გონებითაც კი ვერ შეძლებდა დანისთვის რამეზე უარი ეთქვა და აცოფებდა თავისი უძლურება ამ მხრივ. ის ხომ ყოველთვის დამოუკიდებელი, თავისუფალი გოგონა იყო და აკეთებდა იმას, რაც თავად სურდა. ახლა კი მთლიანად დანიზე გახდა დამოკიდებული. შეიძლება უხეშად ან გაცვეთილად ჟღერდეს, მაგრამ დანი მის ნარკოტიკად იქცა. მან ადგილი არამარტო მის გულში, გონებაშიც დაიკავა და გოგონას ეს ფაქტი სულაც არ აწუხებდა. ახლაც, მასზე ფიქრებისგან მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და სასწრაფოდ წყლიდან ამოვიდა, რომ გამშრალებულიყო და გამოფხიზლებულიყო. ტანზე პირსახოცი შემოიხვია და შიშველი ფეხებით გავიდა თავის ოთახში. ტუალეტის მაგიდას მიუჯდა და სავარცხლით თმის ვარცხნა დაიწყო, თან თავის ანარეკლს აკვირდებოდა. უყვარდა სარკეში ყურება, რადგან როგორც ჩარლი ჩაპლინმა თქვა, ის არასოდეს იცინოდა, როცა თვითონ ტიროდა. შეეძლო საათობით მჯდარიყო და საკუთარი ანარეკლისთვის ეცქირა. ყოველთვის პოულობდა რაღაც ახალს, რადგან მისი სული მისსავე თვალებში იკითხებოდა და ადვილად გასცემდა. ახლა კი გოგონას თვალებში სიხარული და მოუთმენლობა იკითხებოდა. პირდაპირ უელავდა თვალები, ისე შეეპყრო ამ ორ გრძნობას და მათთან ერთად სიყვარულს! თმის დავარცხნას რომ მორჩა, გარდერობიდან დღეს ნაყიდი არაჩვეულებრივი კაბა გამოიღო და მოირგო. ღია ზურგი და მაქმანები მისი სუსტი წერტილი იყო და კაბების უმეტესობაც სწორედ რომ ამ სტილში ჰქონდა, მაგრამ დღეს მხოლოდ მაქმანებით დაკმაყოფილდა, რადგან ღია ზურგიანი კაბა მეტისმეტად სარისკო იქნებოდა. მართალია არც ეს კაბა იყო ნაკლები, მაგრამ ნამდვილად არ აპირებდა ტომარა ჩამოფარებული წასულიყო საყვარელი მამაკაცის მოსახიბლად. არც ისე მკვეთრი, ნაზი მაკიაჟი გაიკეთა, კაბას წითელი ფეხსაცმელი და ჩანთა შეუხამა და უკვე მზად იყო. თმისთვის ხელიც არ უხლია, უბრალოდ ჰქონდა გაშლილი და ბოლოებში ბუნებრივად დახვეული. მხოლოდ სადა აქსესუარი ჩაიმაგრა. უკვე შეეძლო წასულიყო, მაგრამ მაინც თავს იკავებდა. რაღაც აჩერებდა და ეს რაღაც ნერვიულობა იყო. ბოლოს თავს სძლია და სახლიდან გავიდა. რადგან ბარათზე მაგიდის ნომერიც კი იყო მითითებული, იმაზე არ ღელავდა, რომ ვერ მიაგნებდა. უბრალოდ ის აღელვებდა, როგორ ჩაივლიდა საღამო.
გამოძახებული ტაქსი კორპუსთან ელოდა. უკანა სავარძელზე მოკალათდა, მძღოლს მისამართი უთხრა და დროებით შეწყვეტილი ფიქრი კვლავ განაგრძო. ფანჯარას თავი მიადო და ასე უყურებდა როგორ მიდიოდნენ ხეები, ერთმანეთში ირეოდნენ ქალაქის განათებები და ხალხიც ქაოსურად მოძრაობდა. შეყვარებული წყვილი, გოგონა ძაღლით, ბიჭების ჯგუფი, დაღლილი, მოღუშული სახეები, ხელგაწვდილი მათხოვარი... ყველანი ერთმანეთში ირეოდნენ და ერთ დიდ აურზაურს ქმნიდნენ. სოფის თვალები აუჭრელა ამ სანახაობამ და საათს დახედა. ცხრის ათი წუთი იყო, ანუ უკვე დაიგვიანა, ეს კი მისი სტილი არ იყო. არ ესმოდა რატომ იგვიანებდნენ გოგონები შეხვედრებზე ლამის მთელი საათით, როდესაც სინამდვილეში ერთი სული ჰქონდათ როდის ნახავდნენ საყვარელ ადამიანს. თვითონ ყოველთვის პუნქტუალურობით გამოირჩეოდა და ვერ იტანდა, როცა ალოდინებდნენ, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ დანის ეს არ გააბრაზებდა. დიდხანს აღარ უვლიათ, მძღოლმა მანქანა პირდაპირ რესტორნის კართან გააჩერა, სოფიმაც ფული გადაუხადა და გადავიდა. იდგა და შესვლას ვერ ბედავდა. სულ რამდენიმე წამში მას ნახავდა, ჩახედავდა იმ მწვანე თვალებში ასე რომ უყვარდა და როგორც ყოველთვის გონება გაეთიშებოდა. სოფიმ ღრმად ჩაისუნთქა და შიგნით შევიდა. იქ არაჩვეულებრივი გარემო დახვდა. აქამდე მისი არსებობა არც კი იცოდა და ახლა სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. დიდი დარბაზი შუა საუკუნეების სტილში იყო მოწყობილი, უამრავი მრგვალი მაგიდა იდგა ერთმანეთისგან იდეალური დაშორებით და მაგიდაზე დადგმული სანთლები რომანტიულ გარემოს ქმნიდნენ, რომელსაც მშვიდი მუსიკა, ახლა დარბაზში რომ იღვრებოდა, კიდევ უფრო ამძაფრებდა. სოფისთან უნიფორმაში გამოწყობილი, მომღიმარი ბიჭი მივიდა და დახმარება შესთავაზა. სოფიმ მაგიდის ნომერი უთხრა და ბიჭმაც იქამდე მიაცილა, შემდეგ კი ჰკითხა რამეს ხომ არ ინებებდა სანამ მისი კავალერი მოვიდოდა. დანის აქ არ ყოფნით გაოცებულმა სოფიმ უარი უთხრა და მაგიდას მიუჯდა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა. უკვე ცხრის ნახევარი იყო, დანი კი ჯერაც არ მოსულა. რას ნიშნავდა ეს? გოგონა დაპატიჟა რესტორანში რომელშიც ასეთი რომანტიული გარემოა და თვითონ არ მივიდა? დაგვიანება გამორიცხული იყო იმის გათვალისწინებით, რომ დანი ბაიკით გადაადგილდებოდა და მანიაკალური სისწრაფით ატარებდა. სოფი დაბნეული თვალებით იყურებოდა და ვერ ხვდებოდა რა ექნა. დალოდებოდა თუ წასულიყო? მაგრამ მან ხომ არ იცოდა რატომ არ მივიდა დანი... იქნებ... იქნებ რამე შეემთხვა? ავარია, ან... სოფიმ სისხლი გაეყინა იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლებოდა დანი სისხლიანი მკვლელის გამო ვერ მოსულიყო. აკანკალებული ხელებით ამოიღო ჩანთიდან მობილური და დანის ნომერი აკრიბა. ქალის ხმამ მაშინვე აცნობა რომ მობილური ტელეფონი გამორთული, ან გასული იყო მომსახურეობის ზონიდან. გოგონას შეეშინდა, ძალიან შეეშინდა, მაგრამ როდესაც გააცნობიერა, რომ მკვლელისგან შეტყობინება არ მიუღია, შიში მაშინვე გაბრაზებით შეეცვალა. რას ნიშნავდა დანის საქციელი? რისთვის დაიბარა თუ მისვლას არ აპირებდა? ალბათ ახლა ვიღაც გოგოსთან ერთობა და სულაც არ ახსოვს სოფი! გოგონა სასწრაფოდ წამოდგა,
თვითონაც არ იცოდა რისთვის, მაგრამ მაინც, ფული მაგიდაზე დატოვა და რესტორნიდან გავარდა. ერთიანად კანკალებდა. ახლა ყველაზე მეტად სიჩქარე და ბაიკი უნდოდა, მაგრამ გიოს ვერ დაურეკავდა. იცოდა, მას ეს ყველაფერი რომ გაეგო, დანის ნამდვილად მოკლავდა და სულაც არ სურდა მის გამო ძმაკაცებს ეჩხუბათ. თავი ხელში აიყვანა, ტაქსი გამოიძახა და სახლში წავიდა. არ იცოდა დანი რატომ არ მივიდა, მაგრამ იცოდა ის, რომ მისი დანახვაც აღარ სურდა! გული ეტკინა როცა გააცნობიერა, რომ ყველაფერი ისე დამთავრდა, დაწყებაც რომ ვერ მოასწრო და თავისდაუნებურად ცრემლები წამოუვიდა. მათ შეჩერებას არც ცდილობდა, რადგან ის ტკივილი, რომელსაც ახლა განიცდიდა ცრემლებისთვის რომ არ გაეყოლებინა, ნამდვილად მოკლავდა...
სახლში შევიდა, მაგრამ შუქი არ აუნთია. გამოიცვალა, მაკიაჟი მოიშორა და შემდეგ პიანინოს მიუჯდა. მუსიკა ყოველთვის შველოდა... მისი თითები ნაზად შეეხო კლავიშებს და მთელს ოთახში ”მთვარის სონატის” მომაჯადოვებელი ჰანგები გაჟღერდა. უკრავდა თავდავიწყებით და ტკივილი დატოვების ნაცვლად უფრო უმძაფრდებოდა. ბეთჰოვენის ეს უდიდესი ქმნილება ყოველთვის უმძაფრებდა ემოციებს და ახლაც, ცრემლებისგან უკვე დაკვრასაც ძლივს ახერხებდა. თავი კლავიშებს დაადო და შეწყვიტა ცრემლებთან ბრძოლა, რადგან უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ვერ წარმოედგინა ოდესმე ასეთ ტკივილს თუ იგრძნობდა და იმასაც ხვდებოდა, რომ თავად იყო დამნაშავე, ახლა ასეთ დღეში რომ იყო. თვითონ რომ არ მოქცეულიყო ტუტუცი თინეიჯერივით, ახლა სახლში მშვიდად იჯდებოდა.
ფიქრებში ჩაძირული გოგონა მობილურის ხმამ გამოაფხიზლა. ეკრანს დახედა და გულმა ისე შეიფრთხიალა, თითქოს ამოხტომა უნდაო. დანი რეკავდა! გამოტოვებულ ზარებში კი ორმოცდაშვიდი ზარი და ერთი მესიჯი იყო. სოფიმ ტელეფონი დივანზე მიაგდო და შეეცადა მისი ხმისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც მან რეკვა შეწყვიტა, კარზე ძლიერი კაკუნი ატყდა. ძნელი გამოსაცნობი არ იყო ვინ იქნებოდა სოფის ღამეული სტუმარი, სწორედ ამიტომ გოგონა გაღებას არც აპირებდა, მაგრამ როდესაც კაკუნი ბრახუნში გადაიზარდა, უკვე შეწუხდა და კართან მივიდა.
-კარგს იზამ კარს თუ არ ჩამომიღებ. წაეთრიე აქედან!-რაც შეეძლო მშვიდად უთხრა, ყველანაირად ცდილობდა ხმას არ გაეყიდა.
-გამიღე, გთხოვ...-დანის ხმა ისე მავედრებლად ჟღერდა, რომ წამით სოფის ყველაფერი დაავიწყდა, მაგრამ საბედნიეროდ მალევე მოეგო გონს.
-დანი, წადი! ტყუილად იღლი ხელებს.
-გთხოვ, უნდა დაგელაპარაკო.
-არა, მე არ მინდა შენთან ლაპარაკი.
-სოფი, გეფიცები, სანამ კარს არ გამიღებ, აქედან ფეხს არ გავადგამ!
გოგონას მობეზრდა მასთან დავა, გადაწყვიტა ყველაფერი პირში მიეხალა და ამიტომ კარი გააღო. წამიერი შოკი მიიღო, როცა დანის თეთრი პერანგი ზოგან დახეული, ზოგან კი დასისხლიანებული დაინახა. ბნელი სახლიდან გამოსულს სადარბაზოს განათებამაც თვალი მოსჭრა და ისე აუცრემლიანდა, კინაღამ ცრემლები წასკდა.
-რა გჭირს? დამშვიდდი, ჩემი არ არის!-შეშფოთდა დანი სოფის სახის დანახვისას, შემდეგ კი გაეცინა და სისხლზე ანიშნა. ვერ წარმოედგინა როგორ უნდა აეხსნა სოფისთვის რა მოხდა სინამდვილეში. უყურებდა მის ჩაწითლებულ თვალებს და გული ეკუმშებოდა, რადგან იცოდა, რომ ეს მისი ბრალი იყო.
-რა გინდა?-თვალებში შეხედა სოფიმ და სახეზე კვლავ გულგრილობის ნიღაბი აიფარა.
-უნდა აგიხსნა რა მოხდა.
-რასთან დაკავშირებით? რამე მოხდა?-სოფიმ ისე შეიცხადა, თითქოს არაფერი იცოდა.
-გეყოფა თამაში, ბოდიში მინდა მოგიხადო.
-დანი, სერიოზულად გეუბნები. მოხდა რამე? რისთვის მიხდი ბოდიშს?
-ნუ მაგიჟებ! მინდა აგიხსნა რატომ ვერ მოვედი დღეს.
-უი, ვერ მოხვედი? მე არც ვყოფილვარ, ასე რომ, საბოდიშო არაფერია!-სოფის თამაში ისე კარგად გამოსდიოდა, კინაღამ თვითონაც დაიჯერა.
-ოჰ, მართლა? აბა მე ვარჩევდი მთელი დღის განმავლობაში რა ჩამეცვა? თუ მე მაქვს თვალები ტირილისგან ჩაწითლებული?-დანის ზედმეტად ირონიულად გამოუვიდა, ამან კი სოფი უფრო გააბრაზა და ის იყო კარი ცხვირწინ უნდა მიეხურა, რომ დანიმ დაიჭირა და ამის საშუალება არ მისცა.
-მაპატიე, გთხოვ... მომეცი უფლება, აგიხსნა რა მოხდა.
-არა, არ არის საჭირო. უკვე აღარ აქვს აზრი.
-ნუ მექცევი ასე!
-რა? მე ნუ გექცევი ასე? და ამას შენ მთხოვ? შენ, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში უკან დამსდევდი, ტყავიდან ძვრებოდი რომ როგორმე ჩემი გული მოგეგო, როგორც იქნა შენთან შეხვედრის სურვილი გამიჩნდა და რა გააკეთე? უბრალოდ არ მოხვედი! მთელი საათი გელოდე! წარმოგიდგენია როგორ იდიოტურ მდგომარეობაში ჩავვარდი? ისიც კი
ვიფიქრე, რომ იმ ნაძირალამ შენც სხვების ბედი გაგაზიარებინა. შენ კი იმ დროს, როცა მე ნერვიულობით ვკვდებოდი, ალბათ ვიღაც გოგოსთან ერთობოდი და სულაც არ გახსოვდა, რომ უნდა შევხვედროდით.-სოფიმ ვეღარ მოითმინა და ყველაფერი მიახალა, აღარაფერს აღარ მოერიდა და გრძნობები გაუშიშვლა. ატყობდა, რომ ნელ-ნელა ხმას უწევდა და ცრემლებიც სახეს უსველებდნენ, მაგრამ უკვე აღარ ანაღვლებდა.
-შენ რა მართლა მასე ფიქრობ?-გული ჩასწყდა დანის სოფის სიტყვების გაგონებისას. იცოდა, რომ გოგონა დღევანდელ ამბავს სხვანაირად გაიგებდა, იმასაც ხვდებოდა რომ დაახლოებით ასეთ დასკვნებს გააკეთებდა, მაგრამ მისგან ამ ყველაფრის მოსმენა და თან ცრემლების დანახვა, გაცილებით მძიმე აღმოჩნდა.
-კი დანი, ასე ვფიქრობ და ზღაპრების მოყოლა არ არის საჭირო. არ მაინტერესებს რა მოხდა და რატომ არ მოხვედი. უბრალოდ გული მტკივა, რომ ყველაფერი დაწყების გარეშე დამთავრდა. გთხოვ, წადი აქედან!-სოფიმ ამ ყველაფერზე ისეთი პასუხი მიიღო, რომ ვერც კი გაიფიქრებდა. ამაზე ბევრს ფიქრობდა, მაგრამ სულ სხვანაირად წარმოედგინა. ახლა კი... ახლა დანიმ სიტყვის დამთავრებაც არ დააცადა ისე აკოცა. თმაში ხელი შეუცურა და თავისკენ ნაზად მიიზიდა. ცდილობდა ყველაფერი სწორად გაეკეთებინა. არც ერთ გოგოსთან არ სჭირდებოდა ამაზე ფიქრი, მაგრამ სოფი ხომ ყველასგან განსხვავებული იყო. გოგონა თავიდან წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ შემდეგ ემოციურმა ფონმაც და საკუთარმა სურვილმაც აჯობა მის გონებას და დანის ნებას აჰყვა. ცალი ხელი კისერზე შემოხვია, მეორე თმაში შეუცურა და კოცნა უფრო გააღრმავა. დანიმ წელზე მოხვია ხელები და თავის სხეულზე მიიკრა, სოფიმ კი ფეხით სახლის კარი შეაღო და უკუსვლით შიგნით შევიდა, ისე, რომ დანის ტუჩებს არ მოშორებია. იქ მათ სიბნელე ელოდათ, რომელიც სიმყუდროვეს ჰპირდებოდათ, მაგრამ როდესაც გოგონა ფილტვების ჰაერით შესავსებად წამით დანის ტუჩებს მოსწყდა და სურვილითა და ვნებით სავსე მის თვალებს წააწყდა, ჯერ გონება გაეთიშა, შემდეგ კი სწრაფად მოეგო გონს, თავი ჩაღუნა და უკან გაიწია.
-წადი აქედან!-უთხრა მოგუდული ხმით და სასწრაფოდ საძინებელში გავარდა, არ უნდოდა დანის თვალწინ კიდევ ერთხელ ეტირა...
სახლში მდუმარება ჩამოწვა, რომელიც რამდენიმე წამში კარის დაკეტვის ხმამ დაარღვია და სოფი მიხვდა, რომ უკვე მარტო იყო, ამიტომ მისაღებში გავიდა და მობილური აიღო. დანის ზარების გარდა იქ კიდევ ერთი რაღაც დახვდა, რაზეც ჯერ გული თითქოს სულ გაუჩერდა, შემდეგ კი ისეთი ძალით დაუწყო ფეთქვა, რომ შეეშინდა არ ამოვარდნოდა. მობილურში მკვლელის შეტყობინება დახვდა, რაზეც სოფის ჯერ დანის დაგვიანება, შემედეგ კი მისი დახეული და სისხლიანი პერანგი გაახსენდა და ბოლო ძალებით შეეცადა არ გათიშულიყო. ნუთუ... ნუთუ მკვლელი უყვარდა?!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|