ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
შემდეგი გაჩერება_სიკვდილი

littlegirlთარიღი: კვირა, 2013-02-03, 9:25 PM | შეტყობინება # 61
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
Quote (T-MOMSEN)
ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ჩუმი და უცნაური ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე ფსიქოფატები და გიჟები ტვინში რაღაც გადახრებით

chems aleqsize wesierad ilaparake biggrin biggrin




T-MOMSENთარიღი: კვირა, 2013-02-03, 9:41 PM | შეტყობინება # 62

266
15  +
30  ±
   ±
Offline
littlegirl,
me mapatiea biggrin
jer wesivrad ar gamochenila da aleqsis sheyvareba rodis moaswari? biggrin



Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2013-02-04, 0:52 AM | შეტყობინება # 63

436
7  +
9  ±
   ±
Offline
Jack♥sparrow, forever giio ^__^

Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2013-02-04, 0:57 AM | შეტყობინება # 64

436
7  +
9  ±
   ±
Offline
littlegirl, me ki vambob chems gerardze kriinti^__^ imedia meorexarisxovani datvirtva ar eqnebaa

heey MCR
♥ I don't love you


შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - ორშაბათი, 2013-02-04, 1:10 AM

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2013-02-04, 1:24 AM | შეტყობინება # 65
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
aq ra ambebi yofilaaa biggrin chemive interesebidan gamomdinare vamjobineb araferze ar gipasuxot sanam rame ar wamomacdevinet am sawyal bavshvs biggrin biggrin biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

anka-anushkebiთარიღი: ორშაბათი, 2013-02-04, 11:51 PM | შეტყობინება # 66

9
0  +
0  ±
   ±
Offline
ვააააა ჩემი მოგვარე ყოფილააა biggrin biggrin biggrin ძალიან საინტერესოა ნათი და ვნანობ რომ შენს ძველ ფიკებს არ ვკითხულობდი,მოუთმენლად ველოდები ახალ თავ dry

littlegirlთარიღი: სამშაბათი, 2013-02-05, 2:34 PM | შეტყობინება # 67
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
T-MOMSEN, iiseti sayvarelia suratebi xo vnaxe da tan mgonia ro "is" aleqsiaa happy



Jack♥sparrowთარიღი: სამშაბათი, 2013-02-05, 9:08 PM | შეტყობინება # 68
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
სულ ვფიქრობდი, რომ პერსონაჟების სურათებს არ ვნახავდი არ ვნახავდი არ ვნახავდი ........... იმიტომ რომ შეიძლება იმედი გამცრუებოდა და როგორებიც წარმომედგინა პერსონაჟები გარეგნულად , ისეთები არ აღმოჩენილიყვნენ , მაგრამ ბოლოს მაინც ვნახე,სულმა წამძლია.
სოფი სხვანაირად წარმომედგინა, უფრო საყვარელი და სხვანაირი
დანი ნაშაა რა ;დ თითქმის იგივე წარმოდგენა მქონდა მასზე.
და ჩემთვის ყველაზე მეტად ალექსი აღმოჩნდა გამართლებული . აი , ზუსტად ეგეთი ტიპაჟი წარმომედგინა. რაღაცნაირი , თავისებური , უცნაური. შეიძლება ცუდი ბიჭიც აღმოჩნდეს საბოლოოოოოოოოოოოოოოოდ. ფსიქოპატი ;დ



♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-06, 2:55 PM | შეტყობინება # 69
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
თავი 4
სოფის პატიმრობა დიდხანს არ გაგრძელებულა. სულ რამდენიმე საათში მიაკითხა ბადრაგმა და მთავარ პროკურორთან წაიყვანა. როგორც გაირკვა ეს საქმე იმდენად სერიოზულად მიიჩნიეს, რომ მთავარ პროკურორს_ბატონ ზურაბს გადააბარეს. სოფის მის კაბინეტში შესვლისთანავე სიმშვიდის გრძნობა დაეუფლა. ეს კაცი სულაც არ გავდა ბატონ ვახტანგს და ისეთი თვალებით არ იყურებოდა, თითქოს ყოველ ადამიანში დამნაშავეს ეძებსო. ბატონმა ზურაბმა ბადრაგი კაბინეტიდან გაუშვა და სოფის სავარძელზე მიუთითა რომ დამჯდარიყო, შემდეგ კი მშვიდი, დამარწმუნებელი ხმით დაიწყო.
-ქალბატონო სოფიო!-პირველი სიტყვისთანავე შეუსწორა სოფიმ თავსი სახელი.-მართალია, რომ თქვენ ყველაზე მნიშვნელობან ეჭვმიტანილად მიიჩნეოდით და ფაქტიურად თქვენს გარდა სხვა არც არავინ განიხილებოდა, მაგრამ თქვენი დაკავებიდან ზუსტად ნახევარ საათში მოკლული იპოვეს ამ საქმის გამომძიებელი და ჩემი სახელოვანი კოლეგა, ბატონი ვახტანგი. მის გვამთან დატოვებულ ქაღალდის ნაგლეჯზე კი ეწერა: ”ეს თქვენ არასწორად გამოტანილი დასკვნისათვის! შემდეგში კარგად დაფიქრდით, სანამ ჩემს მიერ ჩადენილ გენიალურ მკვლელობას სხვას მიაწერდეთ!” სწორედ იმიტომ ავიღე ეს საქმე და არა იმიტომ, რომ ვახტანგმა თავი ვერ გაართვა. ამის გამო გამოირიცხა თქვენი კანდიდატურა.მართალია თქვენ ახლა უდანაშაულო ხართ, მაგრამ აშკარაა რომ მკვლელი თქვენზე მუშაობს. ამიტომ ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ დაცვა გამოგიყოთ და თქვენც თქვენის მხრივ აუცილებლად უნდა გაგვაფრთხილოთ, როცა ქალაქიდან გასვლას გადაწყვეტთ. ასევე უნდა გითხრათ ისიც, რომ თქვენს მობილურ ტელეფონს უკვე დავუყენეთ მოსასმენი აპარატი და თუ მკვლელი თქვენთან დარეკვას გადაწყვეტს, ჩვენ მაშინვე დავადგენთ მის ადგილმდებარეობას. ასე რომ, დაცული იქნებით!
-ბ-ნო ზურაბ, მობილურთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს, მაგრამ დაცვის გამოყოფას რაც შეეხება, სასტიკი წინააღმდეგი ვარ! ვერ ავიტან ყველგან ვიღაცეები რომ დამყვებოდნენ.
-კი მაგრამ, თქვენ საფრთხე გემუქრებათ.
-ვიცი, მაგრამ დაცვაზე უარს ვამბობ. გპირდებით, რომ თქვენს გაუფრთხილებლად ქალაქიდან არ გავალ. ახლა კი, შეიძლება რომ წავიდე?
-თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ დაცვაზე უარი არ თქვათ.
-შეიძლება წავიდე?-სოფიმ კითხვა ისე გაუმეორა, თითქოს ბოლოს ნათქვამი არც გაუგონიაო, თანხმობის შემდეგ კი კაბინეტიდან სწრაფად გამოვიდა, მიმღებში ყველაფერი დაუბრუნეს რაც აქ მოყვანისას ჩამოართვეს და სოფიმაც მაშინვე ლიზას ნომერი აკრიბა.
-გამოვედი! სახლში იქნები შენთან რომ ამოვიდე?
-რა? რა მაგარია! გინდა გიოს ვუთხრა გამოგიაროს?-ლიზამ ისეთი ხმით უპასუხა, რომ აშკარა იყო არ ეძინა.
-შენ რა კიდევ არ გძინავს? ხომ გაგაფრთხილეთ შენ და გიო ახლა დაისვენეთ და ხვალ მომაკითხეთთქო?
-კარგი რა სოფი, შენ როგორ ფიქრობ ასეთ დროს დაძინებას შევძლებდით? ვუთხრა გიოს გამოაგიაროს?
-არა, იყოს. ტაქსით წამოვალ, ახლა მძაფრი შეგრძნებების თავი არ მაქვს.-გაეცინა სოფის, შემდეგ კი მობილური გათიშა და პირველივე გამვლელ ტაქსიში მოკალათდა.
სოფის სახლში ასვლა არც უფიქრია, ახლა მარტო რომ ყოფილიყო შეიშლებოდა, მითუმეტეს ლიზასთან უკვე დარეკილი ჰქონდა, ამიტომ პირდაპირ მასთან ავიდა და ზარის ღილაკს თითი რომ მიაჭირა, სანამ კარი არ გაიღო აუ აუშვია. კარი ახალგაღვიძებულმა, თმაგაბურძგნულმა, წელსზემოთ შიშველმა გიორგიმ გაუღო და სოფის დანახვისას, გაბრაზებული მზერა გაოცებულით შეეცვალა.
-რომ არ მიყვარდე ჯერ გაწამებდი, შემდეგ მოგკლავდი და შენს გვამს გადავმალავდი! ლიზამ რომ მითხრა გამოუშვესო მაშინვე დასაძინებლად წავედი და ეგეც არ დამაცადე!-ამოიბურტყუნა გიომ და სოფი სახლში შეუშვა.
-შემთხვევით, შენ ხომ არ მოკალი ის ტიპი?-ენა გამოუყო სოფიმ და გადაკოცნა.-სადაა ლიზა? არ მითხრა სძინავსო, წეღან დავურეკე.
-კი არ სძინავს, გათიშული ხვრინავს! ხო იცი როგორი ქათამია! შენს ლოდინში ჩაეძინა!-გაიცინა გიომ.-თუ გინდა დაგეხმარები, რომ გავაღვიძოთ!-თვალებში ეშმაკუნები ჩაუდგა და ბოროტულად გაიცინა.-გუშინწინ მაცივრის წყლით გამაღვიძა!
-გაგიკვირდება და მეც! მაცივარში წყალი გაქვთ?-სოფიც ცელქობის ხასიათზე დადგა.
-რა ბანალურობაა სოფი, კარგი რა! მე უკეთესი იდეა მაქვს! მიდი აბაზანა ცივი წყლით აავსე და შემდეგ ლიზას ოთახში ფრთხილად შემოდი.-სოფიმ გიოს განკარგულება შეასრულა და როცა ლიზას ოთახში შევიდა, დაინახა როგორი ეშმაკური თვალებით დასცქეროდა გიო დაიკოს.
-მიდი, ზეწარს თავში მოკიდე ხელები და ფრთხილად გავიყვანოთ!-სოფი სიცილს ძლივს იკავებდა, მაგრამ როდესაც ლიზა პირდაპირ ცივი წყლით სავსე აბაზანაში ჩააგდეს, ვეღარ მოითმინა და გულიანად ახარხარდა. ლიზა კი გაწუწული ლეკვივით იყურებოდა, წითური თმა თვალებზე ჩამოყროდა და უფრო სასაცილო იერს აძლევდა.
-თქვენ, შენც და შენც, ვერ გადამირჩებით!-ამოიღრინა ლიზამ და აბაზანიდან ამოვიდა. პიჟამა ტანზევე შემოიწურა და ოთახისკენ გაემართა, შემდეგ კი უცბად შემობრუნდა და სოფის დაუძახა:
-წამომყევი ქალბატონო!
-გიო, თუ მტვრევა-მსხვრევის ხმა მოგესმა, ტაფით ხელში შემოიჭერი!-გადაუჩურჩულა სოფიმ გიოს და ლიზასკენ გაემართა.
-ახლა ბარი-ბარში ვართ, ასე რომ, ნუ მიბრაზდები!-დაიწყო სოფიმ მაშინვე, როგორც კი ლიზას ოთახში შევიდნენ და კარი მიხურეს.
-არ გიბრაზდები, უბრალოდ მინდა, რომ მოგკლა! მიდი, მოყეევი ეხლა დროზე რა მოხდა!
-რა მოხდა და პროკურორმა შენი დაკავებიდან მალევე ახალი მკვლელობა მოხდაო, ასე რომ ჩენ თავისუფალი ხარო. მობილურში მოსასმენი დამიყენეს უკვე, ეგ კი არა დაცვის გამოყოფაც უნდოდათ და ძლივს გადავარწმუნე. ფიქრობენ, რომ მკვლელი ჩემზე მუშაობს.
-ფიქრობენ კი არა, აშკარად მასეა! ვინ შეიძლება გემუქრებოდეს ან რატომ?
-არ ვიცი. უკვე ტვინი ამტკივდა მაგაზე ფიქრით, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლება იყოს. უკვე დავიღალე იმით, რომ ბოლო პერიოდში ჩემს გარშემო სრული გაურკვევლობაა!
-სოფი, იქნებ მართლა გეფიქრა დაცვაზე? ყოველი შემთხვევისთვის...
-ვიცი, რომ აშკარა საფრთხეში ვარ, მაგრამ ვერ ავიტან, რომ ყველგან დაკუნთული და სნობის გამომეტყველებიანი ტიპები დამყვებოდნენ. მოდი დავიძინოთ რა, გათიშული ვარ!-ამოიკნავლა გოგონამ და ლიზას კარადას მიაშურა თავისი პიჟამას ასაღებად. სოფი აქ იმდენად ხშირად რჩებოდა, რომ საკუთარი პირადი ნივთებიც კი ჰქონდა გამოყოფილი.
ის იყო პიჟამაში გამოწყობილი გოგონები საწოლში უნდა შემძვრალიყვნენ, რომ ბაიკის ხმა გაიგეს.
-გიოს მოვკლავ! სად წავიდა ამ გამთენიისას?-ამოიბურტყუნა ლიზამ და ფანჯრიდან გადაიხედა, მაგრამ უცბადვე შემოტრიალდა და ეშმაკური ღიმილით სოფის უხმო.
-დანი?-გაოგნდა სოფი გიოს სიმპატიური ძმაკაცის დანახვისას.-კი მაგრამ, აქ რა უნდა ან ვის ავტოფარეხში აყენებს ბაიკს?
-წარმოდგენა არ მაქვს! ჩემს კორპუსში შემოდის, მაგრამ თუ გიოსთან მოვიდა, ბაიკი ვის ფარეხში დააყენა?-არანაკლებ გაკვირვებული იყო ლიზაც.-მოიცა, ახლავე გავარკვევ!-ლიზა გიოს ოთახისკენ გაემართა და უკან მალევე დაბრუნდა კმაყოფილი სახით, რაც იმას ნიშნავდა, რომ საჭირო ინფორმაცია მოიპოვა!
-ესე იგი, როგორც გავარკვიე დანი ჩემს კორპუსში გადმოსულა საცხოვრებლად, ბოლო სართულზე, შესაბამისად თქვენი ფანჯრები ერთმანეთს უყურებს, რა რომანტიულია!
-იდიოტო!-შეუღრინა სოფიმ და საწოლში შეძვრა.-მე ვიძინებ, აღარაფერი აღარ მესმის და საერთოდ, რა ჯანდაბის გამო გადმოვიდა ჩვენ უბანში?
-ანერვიულდი სიხარულო? ნუ ღელავ, მალე გნახავს და ყველაფერს აგიხსნის.
-ლიზა! რა დაგემართა?
-მე არაფერი, მაგრამ შენ? მისი სახელის გაგონებისას ყოველთვის რატომ იბნევი?
-რა? არაფერსაც არ ვიბნევი, უბრალოდ გამიკვირდა!-”აღშფოთდა” სოფი.-გვეყოფა ახლა, მეძინება!-გოგონამ გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა, მაგრამ მთელი ღამის განმავლობაში დაძინება ვერ შეძლო. ფიქრობდა მკვლლზე, ”მასზე” და... და გიოს ზედმეტად სიმპატიურ ძმაკაცზე...
მომდევნო დღემ ზედმეტად მშვიდად ჩაიარა. სოფი კვლავ ლიზასთან იყო. მხოლოდ შებინდებისას გადავიდნენ სოფისთან და არც მაშინ გაჩერებულან სახლში. გზად მაღაზიაში ლუდი და ჩიპსები იყიდეს, სოფიმ გიტარა აიღო და პირდაპირ სახურავზე ავიდნენ. წესით კარგად უნდა ემხიარულათ, ამინდიც ხელს უწყობდათ ამაში, მიუხედავად იმისა რომ აპრილი ახალი დაწყებული იყო, არ ციოდა, მაგრამ პირველივე ჭიქის დალევის შემდეგ სოფის მობილური უცხო ნომრიდან გამოგზავნილმა შეტყობინებამ აამღერა. გოგონას მთელი სხეული გაეყინა, მუხლები და გული ერთდროულად აუკანკალდა, გაყინული თითებით გახსნა შეტყობინება და აცრემლიანებული თვალებით ძლივს მოახერხა ტექსტის წაკითხვა. შეტყობინების ტექსტი ისეთივე იყო, როგორიც პირველად. მხოლოდ მსხვერპლი და ადგილი იყო შეცვლილი. ასევე ბოლო მიწერილი იყო ასეთი ფრაზა: ”P.S. ლიზას უკან გაიხედე და დატკბი...” სოფიმ კითხვა დაამთავრა თუ არა, მაშინვე გაიგო სულის გამყინავი ყვირილის ხმა, რომელიც ლიზას უკან მდგარი კორპუსის სახურავიდან მოდიოდა. მსხვერპლი_სოფის პირველი თაყვანისმცემელი, თექვსმეტსართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოაგდეს...
-ეხლა შევიშლები!-ამოიკნავლა სოფიმ და სახურავიდან სასწრაფოდ ჩაირბინა, მკვლელობის ადგილას აპირებდა მისვლას. ლიფტის არსებობა არც გახსენებია, კატასტროფული სისწრაფით დაეშვა კიბეებზე და სადარბაზოსთან გიოს შეასკდა.
-რა ხდება, სად მიდიხარ?-გაოგნდა გიო სოფის შეშლილი სახის დანახვისას.
-ახალი მკვლელობა...-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა სოფიმ და ხელიდან გაუსხლტა, მაგრამ გიომ სწრაფადვე დაიჭირა და წასვლის საშუალება არ მისცა. ამასობაში აქოშინებული ლიზაც ჩამოვიდა.
-შენ რა გაგიჟდი? სად მიდიხარ?-შეუღრინა ლიზამ მეგობარს.
-უნდა ვნახო. გამიშვით!-სოფი ისტერიკის პირას იყო და დედამიწაზე ლიზას შემოლაწუნებამ დააბრუნა.
-არსადაც არ წახვალ! რას მოგცემს იქ მისვლა?
-ლიზა, ეს ჩემ გამო ხდება, უნდა მივიდე იქ!
-არა! ახლა ორივე ახვალთ სოფისთან და სახლიდან ცხვირს არ გაყოფთ. მე კი მივალ და გავარკვევ რა მოხდა.
-მეც შენთან ერთად წამოვალ და მორჩა! მაქვს უფლება გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღო!-სოფიმ ხმას აუწია და ის იყო უნდა წასულიყო, რომ გიომ მკლავში ხელი წაავლო და სახლამდე ძალით და ჯიჯღინის თანხლებით მიიყვანა.
-ყველაფერს რომ გავარკვევ, დავბრუნდები!-გიომ კარი გაიჯახუნა და გოგონები მარტო დატოვა.
-ხმა არ გამცე!-ცოფებს ყრიდა სოფი, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და გიჟივით დადიოდა წინ და უკან. ლიზა იქვე დივანზე იჯდა ჩუმად, იცოდა რომ ახლა მეგობრისთვის ხმის გაცემა სასტიკად აკრძალული იყო!
ოთახში გამეფებული მდუმარება სოფის ამღერებულმა მობილურმა დაარღვია. გოგონა შეაკრთო ამ ხმამ, მაგრამ როდესაც გააცნობიერა, რომ ეს შეტყობინების მელოდია არ იყო, ცოტათი დამშვიდდა და ეკრანზე არც დაუხედავს, ისე უპასუხა.
-გისმენთ!
-სოფი... როგორ ხარ ძვირფასო?
-შენ? სად იყავი დაკარგული?-სოფი ააღელვა ”მისმა” ხმამ და სანამ ჩაიკეცებოდა, სწრაფად ჩამოჯდა დივანზე.
-დრო მოგეცი დასაფიქრებლად. მიიღე სწორი გადაწყვეტილება?
-სიმართლე გითხრა მაგაზე საფიქრელად ნაკლებად მეცალა. ახლაც არ ვარ საღ გონებაზე. ჩემს გარშემო ორი მკვლელობა მოხდა და მკვლელმა ორივე ჯერზე მე დამდო პატივი პირველს გამეგო ეს ამბავი. ვიღაცამ ამომირჩია და ჩემი ცხოვრების დანგრევა გადაწყვიტა-სოფიმ ვეღარ მოითმინა და ცრემლები წასკდა, ლიზამ კი წყალი მიუტანა.
-რა? მართლა? ღმერთო, რა საშინელებაა! მე კი ასეთ მძიმე პერიოდში შენს გვერდით არ ვიყავი...
-მაგრამ შეგიძლია ახლა იყო. გთხოვ, შენი ნახვა მინდა...
-სოფი, ძვირფასო, ძალიან კარგად იცი, რომ ეს შეუძლებელია.
-გთხოვ, მჭირდები...
-მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ სოფი... ჩემი ნახვა თუ გინდა, დამთანხმდი და გახდი ჩემი მეუღლე.
-არა! ახლა ამ თემაზე არ გვინდა!
-კარგი, მაშინ ახლა წავალ და მოგვიანებით დაგირეკავ.
-დაგელოდები...-სოფიმ მობილური იქვე მიაგდო, თავი ლიზას ჩაუდო კალთაში და თვალები დახუჭა.
-ჩემი მტირალა გოგო...-თმაზე მიეფერა ლიზა და შუბლზე აკოცა.
-ასე მგონია ვიშლები... შიგნიდან ვიღაც ყველაფერს მწოვს, ვიცლები...
-ჩშშ, დამშვიდდი... ყველაფერი კარგად იქნება.
-მპირდები?
-გპირდები...-ლიზა ფრთხილად წამოდგა რომ ჩაძინებული გოგონა არ გამოეღვიძებინა. საძინებლიდან საბანი გამოუტანა და დააფარა, თვითონ კი იქვე სავარძელში მოკალათდა. დღეს სახლში წასვლას არ აპირებდა, ის მეგობარს სჭირდებოდა... გიოს შეტყობინება გაუგზავნა, რომ აღარ ამოსულიყო, ყურსასმენები გაიკეთა და მალევე ჩაეძინა.
მკვლელობები გრძელდებოდა. ზოგი ავტოავარიაში ყვებოდა, ზოგი ლიფტის შახტაში ვარდებოდა, ზოგი ”თავს იკლავდა” და ზოგსაც მატარებელი ეჯახებოდა. იცვლებოდა ყველაფერი, მკვლელობის ადგილი, სისასტიკე, მაგრამ უცვლელი რჩებოდა შეტყობინების ტექსტი და ის, რომ ყველა მსხვერპლი ის მამაკაცი იყო, რომელთანაც სოფის ერთხელ მაინც ჰქონდა ნაკამათები, ან რომელთა ყურადღებითაც ზედმეტად იყო შეწუხებული. სოფი ყველა მკვლელობის ადგილას მიდიოდა იმ იმედით, რომ მსხვერპლის გადარჩენას მოასწრებდა, მაგრამ იქ მხოლოდ სისხლში ამოსვრილი გვამი და მის გვერდით დაგდებული სიმ-ბარათი ხვდებოდა.
ბუნებაც იცვლებოდა. მზე უფრო ძლიერად აცხუნებდა, ხეებს კვირტები გამოსდიოდა და სოფის გულშიც გაზაფხული დგებოდა. მისი ყოველი დღე უკვე ერთმანეთს ჰგავდა და ამ არეულობაში ერთი დიდი და ნათელი წერტილი მაინც ჰქონდა. მართალია არ აღიარებდა, მაგრამ თვითონაც ხვდებოდა, რომ ამ წერტილს დანი ერქვა. დანი, რომელიც ყოველ დილით ბაიკის ძრავის ღმუილით აღვიძებდა. სოფი უკვე კარგად ცნობდა მისი ბაიკის ხმას და სხვაში არ ერეოდა. ან ფანჯრიდან უყურებდა ჩუმად, ან ”მაღაზიაში ჩადიოდა” და თვალში ეჩხირებოდა. როცა მისი დანახვისას სოფის გული და მუხლები ერთდროულად აუკანკალდა, მიხვდა რომ ღრმად შეტოპა და გადაწყვიტა, რომ სანამ ჯერ კიდევ შეეძლო საკუთარი თავის კონტროლი, სასწრაფოდ რაიმე ეღონა და დაევიწყებინა. ერთი კვირა გაძლო ისე, რომ მისი ბაიკის ხმის გაგონებისას არც ფანჯრიდან გადაუხედავს და არც დაბლა ჩასულა, მაგრამ ერთმა დღემ ყველაფერი შეცვალა და სოფის აიძულა ეთქვა, რომ შეყვარებული იყო...



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Vampire-Barbieთარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-06, 6:49 PM | შეტყობინება # 70

352
5  +
7  ±
   ±
Offline
პირველი ვარრრ biggrin შესანიშნავი თავი იყო. მეც თავს შევიკავებ ჩემი ვარაუდების გამოთქმიდან და დაველოდები მოვლენების განვითარებას


Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-06, 7:05 PM | შეტყობინება # 71

436
7  +
9  ±
   ±
Offline
vaiimee ar minda daniis sheyvarebuli iyos ))

Rhaegarთარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 0:38 AM | შეტყობინება # 72
...to porcelain, to ivory, to steel.
15
0  +
0  ±
   ±
Offline
ukve dani mgonia is ucnobi, misi fanjris win cxovrobs da albat iqidan gaigo titi ro gaichra biggrin rame tu meshleba ar imchnevt, ubralod gadakitxva da gadamomweba mezareba da iqidan vmsjelob, rac maxsovs biggrin
ise sofis rom ukve sheuyvarda dani cota mikvirs. araferi gauketebia iseti ro sofis rame grdznoba gaschenoda... nu mxolod simpatiurobis gamo siyvaruli ravi, sofis personajs unlike biggrin (arc suratebshi momwons didad, liza mirhcevnia :D) aleqsis personaji mainteresebs rogori iqneba da iqidan ufro gamovitant daskvnebs, me mgoni sheidzleba ubralod intrigis nawili iyos.
au saertod mkvleli liza an tviton sofi (gmertmanny, ra sastiki fantazia maqvs! :D), an sul sxva vigac ro iyos, warmoidginet natia axla rogor zis da ikricheba chvens komentarebze biggrin
ise kargi tavi iyo, siamovnebit chavikitxe :))




"When the snow falls and the white winds blow, the lone wolf dies but the pack survives.”

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 0:59 AM | შეტყობინება # 73
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Rhaegar, Mari_Ami, Vampire-Barbie, bavshveboooo happy happy happy happy
Quote (Rhaegar)
ise sofis rom ukve sheuyvarda dani cota mikvirs. araferi gauketebia iseti ro sofis rame grdznoba gaschenoda... nu mxolod simpatiurobis gamo siyvaruli ravi

acade adamiano, daiwyos moqmedeba danim jer biggrin xo miweria ertma dgem aidzula sofi etqva ro sheyvarebuli iyotqo, xoda dadges is erti dge jer biggrin biggrin tongue
mixaria rom mogwont da tqvens azrebs miziarebt bavshvebo happy happy happy
Quote (Rhaegar)
au saertod mkvleli liza an tviton sofi

agar shemidzlia amis damalva, vegar mogatyuebt, unda gitxratm rom mkvleli... var me biggrin biggrin biggrin
p.s. me da chemi daqali davnidzlavdit, rom motxrobis bolomde ver gamoicnobda mkvlelis vinaobas da jer-jerobit vigeb happy happy happy



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

littlegirlთარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 2:50 PM | შეტყობინება # 74
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
au ar minda ro dani sheuyvardees sad me minda"is" uyvardes biggrin
xoo k ide is batoni prokurori ra erqva damaviwyda, mamamisi mgonia biggrin




Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 3:55 PM | შეტყობინება # 75

436
7  +
9  ±
   ±
Offline
littlegirl, zura ggonia tu vaxtangii??

შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - ხუთშაბათი, 2013-02-07, 4:09 PM
ძებნა: