ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
შემდეგი გაჩერება_სიკვდილი

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2013-02-19, 1:19 AM | შეტყობინება # 121
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
აქ რა ამბავი გქონიათ! biggrin მე გათიშული მქონდა ნეტი და მხოლოდ ახლა ვნახე თქვენი კომენტარები biggrin უკვე მეორედ გამაკვირვეთ ბავშვებო, ამჯერად სოფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო. არ ვაპირებ ჩემი აზრი თავს მოგახვიოთ, მაგრამ რავიცი, სოფიც ხომ ისეთივე ამქვეყნიური ადამიანია თავისი მინუსებით და სისუსტეებით. რაც შეეხება იმ ფაქტს, დანი ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა და მაინც იკამათეს, იქ გარკვევით მიწერია რომ როდესაც დანიმ უთხრა ნუ ნერვიულობ არაა ჩემი სისხლიო, მაშინ ”აფეთქდა” სოფი biggrin არვიცი რატომ არის თქვენთვის ეს მიუღებელი, მაგრამ როდესაც მთელი საღამო მალოდინებენ და მერე ისე მოდიან თითქოს არაფერი, ავახსნევინებ კიარა უუუჰ biggrin biggrin და პლიუს კიდევ, ეხლა დანისთვის ახსნის საშუალება რომ მიმეცა, ჩამეფუშებოდა დაწყობილი გეგმები, ასე რომ სოფის მიუტევეთ, ჩემი ბრალი იყო biggrin biggrin biggrin
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ იყო თუ არა სწორი ვერსია, რა თქმა უნდა ამას არ გეტყვით happy მსურს ბოლომდე შევინარჩუნო ინტრიგანის ტიტული და ვინაიდან ინტერნეტის ხელშეუხებლობით ვსარგებლობ და თქვენი მუქარაც საბედნიეროდ ვერ შესრულდება, დავრჩები ”ბოროტი ნათია” და დაგტანჯავთ ფიკის ბოლომდე biggrin biggrin biggrin biggrin
ბავშვებო, მერვე თავი თითქმის დამთავრებული მაქვს, მაგრამ ამ კვირაში მიყოლებით მაქვს ოთხი საკონტროლო, ამიტომ სავარაუდოდ პარასკევამდე ვერ მოვახერხებ დადებას და ნუ მიწყენთ kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Rhaegarთარიღი: სამშაბათი, 2013-02-19, 1:40 PM | შეტყობინება # 122
...to porcelain, to ivory, to steel.
15
0  +
0  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, ara, uaryofiti damokidebuleba ar maqvs sofis mamis mimart, ubralod saechvoa saertod sofis ojaxis ambavi, jer kidev gauxsneli istoriaa... sheidzleba mkvleli ar iyos, magram vfiqrob rom am mkvlelobebs ukavshirdeba. da meore variantia aleqsi... sxvaze vize unda viechvo ar vici, dani agar mgonia biggrin
da sofis rac sheexeba, tu saxlshi sheushva barem bolomde daecada-tqo vifiqre, magram isic gasagebia ratomac gadawyvite ase biggrin ubralod mkitxvelis mxridan (romelsac ainteresebs devil ) gamagizianebelia biggrin




"When the snow falls and the white winds blow, the lone wolf dies but the pack survives.”

Mari_Amiთარიღი: სამშაბათი, 2013-02-19, 2:33 PM | შეტყობინება # 123

436
7  +
9  ±
   ±
Offline
mipatiebia

Jack♥sparrowთარიღი: სამშაბათი, 2013-02-19, 9:01 PM | შეტყობინება # 124
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
არა , დანი არ არის მკვლელი .
;დ
ასე მგონია,რომ იმ მკვლელს სოფი არ უყვარს , ანუ როგორ შეიძლება უყვარდეს,როცა ასეთ მდგომარეობაში აგდებს გოგოს.
ყველა მივხვდით, ხო, რომ ის ვიღაც სერიოზული მანიაკია სერიოზული ფსიქიკური პრობლემებით. და ის როოოო მკვლელი დანიააა , წარმოუდგენელია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! შანსი არ არის .
უბრალოდ ალბათ რაღაც მოხდა,სადმე ქუჩაში ან რაღაცა,არ ვიცი ან აგური დაეცა ან წაიიქცა ან რაღაცა და ისე დაუსისხლიანდა , თორემ აბა მკვლელი როგორ უნდა იყოს? ან მკვლელმა გააჩალიჩა სპეციალურად რაღაცააა რომ მერე სოფის დანიზე ეეჭვა? თუ რა ჯანდაბაა? არ მინდა,რომ სოფის დანი ეგონოს მკვლელი .....................................

cry cry cry cry cry cry cry cry



Mari_Amiთარიღი: სამშაბათი, 2013-02-19, 9:57 PM | შეტყობინება # 125

436
7  +
9  ±
   ±
Offline
vfiqrob kargi iqneba danisa da sofis romanis pararelurad gamodzieba chatardes da saqme gaixsnas, nati kiss tu gaitvaliswineb saaertod magari gamova

შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - სამშაბათი, 2013-02-19, 9:58 PM

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2013-02-22, 10:22 PM | შეტყობინება # 126
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
თავი 8
სოფიმ ის ღამე თეთრად გაათენა. ფიქრობდა დანის კოცნაზე და სხვა რამეზე ფიქრს უბრალოდ გულს ვერ უდებდა. არ შეეძლო დაეშვა ის ფაქტი, რომ დანი მკვლელი იყო. ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო! მაგრამ ფაქტები? დღეს ყველაფერი ისე დაემთხვა, რომ სოფის ეჭვი შეეპარა. ადრეც დანიმ ზუსტად გამოიცნო რომ მკვლელობა იმ კაფეში მოხდებოდა, სადაც ის და სოფი იყვნენ. ეს ყველაფერი ზედმეტად საეჭვო იყო. მაგრამ როგორ შეიძლებოდა სოფის სხვა რამეზე ეფიქრა, როდესაც ის კოცნა არ შორდებოდა გონებიდან. ეს ნამდვილად არ ყოფილა სოფის პირველი კოცნა, მაგრამ ასეთი პირველი იყო. ასეთი სხვანაირი, ტკბილი და მისი... კიდევ კარგი დროზე მოეგო გონს, თორემ... თორემ კარგად იცოდა ეს როგორც დამთავრდებოდა, თვითონ არ შეიყვანა დანი სახლში? ნეტავ ის რას ფიქრობდა სოფის საქციელზე? როგორ მიიღო ეს ყველაფერი? სოფის თავი სტკიოდა ამ ფიქრებისგან, მაგრამ როგორც კი კოცნა ახსენდებოდა, მთელ სხეულში სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა. რა იქნებოდა დღეს ყველაფერი სხვანაირად რომ მომხდარიყო? სოფი ხომ მაშინ მართლა ბედნიერი იქნებოდა. მაგრამ ახლა საკუთარი სიამაყე არ აძლევდა პატიების უფლებას. არც არაფრის მოსმენა არ უნდოდა და გული სტკიოდა იმის გამო, რომ დანისთან არაფერი არ გამოუვიდა.
დანიც თავის მხრივ თავს დამნაშავედ გრძნობდა. იცოდა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ შეეძლო. საკუთარი თავი უკანასკნელი სიტყვებით შეამკო იმის გამო, რომ სოფის გული ატკინა და ახლა ყველა გეგმას განიხილავდა მის დასაბრუნებლად. სოფის გრძნობებში უკვე ეჭვიც კი აღარ ეპარებოდა, ამაში დღევანდელმა კოცნამ დაარწმუნა. სოფის ცხელი ტუჩების გახსენებაზე სახე სიამოვნების ღიმილმა გაუნათა და საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ ეს გოგო მართლა უყვარდა. გადაწყვეტილი იყო, ხვალიდან მის დასაბრუნებლად მოქმედებას იწყებდა!
მეორე დილით სოფი ლიზას ხმამ გააღვიძა და კიდევ ერთხელ ინანა, რომ უხსოვარ დროშივე მისცა მას თავისი სახლის გასაღები.
-დროზე, მოყევი, დეტალურად! როგორ ჩაიარა გუშინდელმა საღამომ?-ლიზა სოფის საწოლზე ჩამომჯდარიყო და ცნობისმოყვარე თვალებით უყურებდა მეგობარს.
-არ შედგა...
-რა? როგორ თუ არ შედგა?
-როგორ და არ მოვიდა. მთელი საათი ველოდებოდი, ის კი არ მობრძანდა, შემდეგ კი სახლში ამომადგა დასისხლიანებული და დახეული პერანგით და მთხოვდა ახსნის საშუალება მიმეცა. გავლანძღე, მან კი მაკოცა, მერე გრძნობებს ავყევი, სახლში შემოვიყვანე და როგორც კი წამით მის ტუჩებს მოვშორდი, გონება გამინათდა და ვუთხარი წასულიყო. აი, სულ ეს იყო გუშინდელი საღამო!-სოფიმ გაცხარებულა ჩამოურაკრაკა ყველაფერი, მაგრამ კოცნის გახსენებისას გული შეუფრთხიალდა.
-არ არსებობს! კი მაგრამ, რატომ არ მოვიდა? ან პერანგზე რა სჭირდა?
-არ ვიცი. მითხრა რომ თავისი სისხლი არ იყო და მე ახსნის საშუალება აღარ მივეცი.
-შენ გოგო სულ გაგიჟდი? რას ქვია ახსნის საშუალება არ მიეცი?-აი აქ კი აფეთქდა ლიზა და სოფიც მიხვდა, რომ ლექციის მოსასმენად უნდა მომზადებულიყო.-რა იცი რა მიზეზი ჰქონდა? იქნებ რამე მოუვიდა, ავარია, ან რამე. ხომ იცი, რომ ტყუილად ასე არ მოიქცეოდა. შენ ასე არ მოგექცეოდა.
-ოჰ, რა მიზეზი უნდა ჰქონოდა, ალბათ თავის ”ჩიტუნებთან” ნებივრობდა.
-სისხლიანი და დახეული პერანგი?-ირონიულად შენიშნა ლიზამ და სოფიც მიხვდა, რომ ის მართალი იყო, მაგრამ ამას არაფრის დიდებით არ აღიარებდა.
-არ მაინტერესებს! მისი დანახვაც აღარ მინდა!
-კი, მჯერა, როგორ არა!-ლიზას სიტყვის დამთავრება და სოფის მობილურის ამღერება ერთი იყო. გოგონამ დაფეთებულმა დაუწყო მობილურს ძებნა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, როცა ეკრანზე დანის სახელი არ ციმციმებდა.
-დიახ!-უპასუხა დაბნეულმა, მაგრამ სახე მალევე გაებადრა!-როგორ ხარ? რამდენი ხანია არ შემხმიანებიხარ! სად იყავი? ნომერი შეიცვალე? მომენატრე! უი, რა მაგარია, გილოცავ! როდის ჩამოხვალ?-ლიზა დაბნეული უსმენდა აღფრთოვანებულ სოფის და ცდილობდა გამოეცნო მოსაუბრის ვინაობა. სოფის დიდხანს აღარ გაუგრძელებია საუბარი, მალევე გათიშა და ეშმაკური თვალებით მიაჩერდა ლიზას.
-აბა, გამოიცანი ვინ იყო?
-წარმოდგენაც არ მაქვს. მითხარი!
-გვანცა! ჩემი ჯგუფელი.
-ესპანეთში რომ იყო წასული?
-ჰო, ჩამოსულა უკვე თითქმის მთელი წელია, მაგრამ ახლა ისევ უწევს წასვლა ერთი კვირით და მთხოვა, რომ მუსიკალურ სკოლაში შემეცვალა.
-რა მაგარია! და რას ასწავლის?
-გუნდის მასწავლებელია. კიდევ კარგი ახლა ვისვენებ, თორემ ვერ შევცვლიდი, არადა ამდენი ნეგატივის შემდეგ ბავშვებთან ურთიერთობა ისე მჭირდება, როგორც არასდროს.
-მართლა ძალიან მაგარია! როდის იწყებ?
-ხვალვე! ერთ კვირას ასე გავიტან, მერე ერთ კვირაში სამსახურიც დამეწყება და გადამივლის ეს უაზრო დეპრესია.
-მშვენიერია! წეღან ამ ზარმა კი გადაგარჩინა, მაგრამ ახლა სადღა წამიხვალ? დროზე ამიხსენი რამ გიკარნახა ის ”გენიალური” იდეა, დანი ასე უაზროდ რომ გაგეშვა?
-კარგი რა ლიზა! კიდევ მას იცავ? იცი, რომ იმ პერიოდში, როდესაც სახლში ვიყავი, მკვლელისგან შეტყობინება მომივიდა? მერე კი დანი მომადგა დახეული და სისხლიანი მაისურით. შენ რას იფიქრებდი?
-ნუთუ შენ ის იფიქრე, რომ დანი მკვლელია?
-არ ვიცი! მართლა არ ვიცი, მაგრამ ეს ფაქტი უმნიშვნელო ხომ არ არის? ხომ შეიძლება მართლა მკვლელი მიყვარდეს?
-მოდი ლოგიკურად დავალაგოთ მოვლენები: მკვლელი კლავს ყველა იმ მამაკაცს, რომელსაც შენთან უმნიშვნელო კავშირი მაინც ჰქონია, მათი სისხლით კი მარადისობის ნიშანს ხატავს. იმას, შენზე რომ მუშაობს ადასტურებს შეტყობინებები, რომელთაც თითოეული მკვლელობის შემდეგ გიგზავნის. მე პირადად ორი ვარიანტი მაქვს. ან ვიღაცას მანიაკალურად უყვარხარ და თავის კონკურენტებს იშორებს, ან შენზე შურისძიება უნდა რაღაცის გამო და ჯერ გაგიჟებს.
-მე ვფიქრობ პირველი ვარიანტი უფრო სარწმუნოა, რადგან ვიღაცას შურისძიება რომ უნდოდეს, პირველ რიგში ჩემთვის ძვირფას ადამიანებს მოკლავდა.
-ეგეც მართალია... ყველაფრის გათვალისწინებით დანი მართლაც რომ იდეალური ვარიანტია, მაგრამ ვერ ვიჯერებ რომ შეიძლება ის მკვლელი იყოს.
-არც მე არ მინდა ამის დაჯერება, ეს უბრალოდ შეუძლებელია...
-მესმის სოფი, მაგრამ ცივი გონებით თუ ვიმსჯელებთ, მასზე უკეთესი ვარიანტი არავინაა.
-სადაცაა მართლა შევიშლები და ის ფსიქოპატიც მიაღწევს თავის მიზანს!-სოფი გაბრაზებული წამოხტა, სწრაფადვე ჩაიცვა და ლიზას უთხრა:
-წამო, გვანცა ვნახოთ, სახლში გაჩერება აღარ შემიძლია!
სოფი და ლიზა მონატრებულ მეგობართან დიდხანს დარჩნენ და კარგადაც უსაყვედურეს იმის გამო, ამდენი ხანი რომ არ გამოჩენილა. გვანცა ძალიან თბილი და პოზიტიური გოგონა იყო, წარმოუდგენელია ვინმეს არ მოსწონებოდა. სოფი მასთან გაცნობის დღიდანვე დაახლოვდა და როდესაც ლიზას გააცნო, ისიც აღფრთოვანებული დარჩა მისით. გვანცამ სწავლა ესპანეთში გააგრძელა და არც აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ პატრიოტულმა სულმა სძლია და ვეღარ გაძლო. ახლა კი დაქალის ქორწილის გამო მიდიოდა ერთი კვირით. მუსიკალური სკოლის დირექტორს უთქვამს, თუ დროებით შემცვლელს იპოვი, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგიშვებო და ისიც სოფიზე უკეთესს ვის იპოვიდა? სწორედ ამიტომ სთხოვა მას დახმარება. დღეს ღამე მიფრინავდა და ახლა თან ბარგს ალაგებდა, თან გოგონებს ეჭორავებოდა.
-გვანც, ფრენა რომელზე გაქვს?-იდეა მოუვიდა სოფის.
-გამთენიისას, ოთხზე. რა ხდება?
-არა, არაფერი, ისე გკითხე.-გაუცინა სოფიმ, გონებაში კი უკვე გეგმებს აწყობდა.
-მგონი დროა ჩვენ წავიდეთ, დაისვენე შენ და რომ ჩამოხვალ ისევ არ დაიკარგო!-სოფიმ ლამის ძალით წამოათრია ლიზა იქიდან, რადგან გვანცას გაფრენამდე გეგმის განხორციელება მოესწრო.
-რა დაგემართა?-გაუკვირდა ლიზას.
-გვანცას გაცილება უნდა მოვუწყოთ!
-ანუკას, მარის, სალის, ლაშას, გიგის და იკას დავურეკოთ!-აყვა ლიზაც.
-მართალია! თან რამდენი ხანია არ შევკრებილვართ!
-წამოდი, ჯერ რამე მყუდრო ადგილი მოვძებნოთ და მერე შევუთანხმდეთ ბავშვებს!
გოგონებმა ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ერთი მყუდრო რესტორანი იპოვეს და ბავშვებსაც დაურეკეს. საბედნიეროდ ყველა თავისუფალი იყო და შეკრება პრობლემას არ წარმოადგენდა, ამიტომ, როცა ათი საათისთვის რესტორანში შეიკრიბნენ, იკა გვანცას მოსაყვანად გაუშვეს. ყველა ამჩნევდა მათ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ, მაგრამ თვითონ არაფერს აღიარებდნენ, ბავშვები კი ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ და ახლაც ამ მიზნით გაუშვეს იკა.
როდესაც ნახევარი საათის ნაცვალად, ისინი ერთ საათში დაბრუნდნენ და გაღიმებული სახეებით, ხელჩაკიდებულნი შემოვიდნენ, ყველამ მაშინვე ამოიკითხა მათ თვალებში, რომ გრძნობებმა ორივეს სიამაყეს აჯობეს.
საღამომ მშვენივრად ჩაიარა, ყველა კარგად გაერთო. ერთმანეთი იმდენად ჰყავდათ მონატრებული, ვეღარ სცილდებოდნენ. ყველამ უსაყვედურა გვანცას ამდენი ხანი დაკარგვის გამო, მაგრამ მან თავი იმით იმართლა, რომ ირაკლისთან შეხვედრას უფრთხოდა, შემდეგ კი გაიცინა და აკოცა. მათ გარშემო ბედნიერება და სითბო ტრიალებდა. სოფიც დამუხტა ამ აურამ და დროებით ყველაფერი დაივიწყა. კარგადაც დალია და როცა გვანცა გააცილეს და უკან ბრუნდებოდნენ, ლიზამ ძლივს დაარწმუნა რომ დანისთან არ დაერეკა.
მეორე დილით სოფიმ პირში მკვდარი ვირთხის გემოთი გაიღვიძა და ხუთი წუთი ცდილობდა საკუთარი სხეულის ნაწილების შეგროვებას რომ ცალი თვალი მაინც გაეხილა. საკუთარი თავი დაარწმუნა და ორივე თვალი ერთდროულად გაახილა. როგორც იქნა წამოდგომა მოახერხა, ხუთ წუთში სააბაზანომდეც მიაღწია და სარკეში ჩახედვისას მაშინვე გამოფხიზლდა. მის სახეს მხოლოდ ციცი შხაპი და მაგარი ყავა თუ დაალაგებდა. მოსამზადებლად ერთი საათი ჰქონდა, ანუ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. ნახევარ საათში უკვე ადამიანს დაემსგავსა და ჩაცმასაც შეუდგა. რადგან მუსიკალურ სკოლაში მიდიოდა, კლასიკური სტილი არჩია, თმებიც ცხენის კუდად შეიკრა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და როდესაც ყველანაირად მზად იყო, სახლიდან გავიდა. მგზავრობისას მობილური დანის შეტყობინებებისაგან გაასუფთავა, საერთოდ ყველაფერი გააქრო რაც მასთან იყო დაკავშირებული და მტკიცედ გადაეწყვიტა, რომ მის მიმართ გულგრილი გამხდარიყო. მუსიკალურ სკოლაშიც მალევე მივიდა და ამაზე საფიქრელად აღარ ეცალა. დირექტორის კაბინეტს მიაშურა და დაკაკუნების შემდეგ შიგნით შევიდა. ტყავის სკამის საზურგე შეეგება, ფეხის ხმის გაგონებისას კი იქიდან მაღალი, ღმერთკაცის აღნაგობის, ჩალისფერთმიანი ბიჭი ამოიმართა და სოფისკენ შემობრუნდა. წამით გოგონას სუნთქვა შეეკრა, მაგრამ თავი მალევე აიყვანა ხელში და მშვიდად მიესალმა.
-მე სოფი გიორგაძე გახლავართ. გვანცა გელაშვილმა გამომგზავნა, რომ იმ ერთი კვირის განმავლობაში, რომლის გაცდენაც მოუწევს მე შევცვალო.
-ვიცი, უკვე მომახსენეს. მე გიგა ნაცვლიშვილი ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა, სოფი!-ბიჭმა სოფის ხელი ჩამოართვა, ამ უკანასკნელმა კი ხელზე ნაზი მოჭერა იგრძნო...
-ეს შენი გაკვეთილების ცხრილია, წამოდი, პირველ კლასში წარგადგენ.-გიგამ გასვლისას სოფის წელზე ხელი მოხვია და წინ გაუშვა, გოგონამ კი თავი ზედმეტად უხერხულად იგრძნო და სწრაფადვე გაიარა.
პირველმა გაკვეთილმა ბრწყინვალედ ჩაიარა, ბავშვებს სოფი ძალიან მოეწონათ და სოფიც აღფრთოვანებული დარჩა მათი ხმით. რამდენიმე განსაკუთრებით გამორჩეული იყო, ახლავე ეტყობოდათ რომ წინ დიდი მომავალი ელოდათ. სოფიმ ძალიან არ დატვირთა, ჯერ პირის აპარატის სავარჯიშოები გააკეთებინა, შემდეგ გამები ამღერა და გაკვეთილის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე გაუშვა. იმ დღეს ყველა კლასში ასე მოიქცა და ბავშვების სიმპატიაც დაიმსახურა. მასწავლებლები ეჭვის თვალით კი უყურებდნენ, როგორც ახალგაზრდას და არაპროფესიონალს, მაგრამ მისთვის მთავარი ბავშვების აზრი იყო. გიგამ ლამის ყველა კლასში წარადგინა და მთელი დღე უკან დაჰყვებოდა. სოფი შეაწუხა კიდეც ამდენმა ყურადღებამ. პირველი შთაბეჭდილება სრულიად შეეცვალა და გიგას ისე აღარ უყურებდა, როგორც სიმპატიურ მამაკაცს. გაკვეთილების შემდეგ მან გოგონა იქვე ახლოს მდებარე კაფეში დაპატიჟა და ისიც მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ უარის თქმა მოერიდა.
გიგა გაუთავებლად ლაპარაკობდა. არც მანქანაში გაჩერებულა და არც კაფეში. სოფის იმდენი რამ მოუყვა, რომ გოგონას თავიც კი ასტკივდა. ბავშვობიდან მოყოლებული თითოეული მოვლენა დეტალურად აუღწერა და თან ამ ყველაფერს ისეთი მონდომებით აკეთებდა, რომ სოფი თავისდაუნებურად გაღიმებული უსმენდა. ბოლოს სახლამდეც მიაცილა და ეს ყველაფერი ასე თითქმის სამი დღე გრძელდებოდა. მესამე დღეს კი ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა...
სოფი სადაც არ უნდა წასულიყო დანი უკან დაჰყვებოდა. სკოლაში მისი ესკორტით მიდიოდა, იქიდან გამოსლსაც ბაიკზე ამხედრებული პრინცი ელოდა და ამაოდ ცდილობდა გოგონასთან დალაპარაკებას. დანი ამჩნევდა სოფი ყოველ დღე სკოლიდან ვიღაც ბიჭთან ერთად რომ გამოდიოდა, შემდეგ კი მანქანაში უჯდებოდა და სადღაც მიდიოდნენ. ისე ცოფდებოდა, მზად იყო ადგილზევე მოეკლა, მაგრამ სოფის გამო ჩერდებოდა. მესამე დღეს კი, როდესაც გაკვეთილები დამთავრდა და ბავშვები ეზოში იყვნენ გამოსულები, დანიმ დაინახა სოფი და ის ბიჭი სიცილით რომ გამოვიდნენ გარეთ. სოფიმ გადაკოცნა და ის იყო აქეთ უნდა წამოსულიყო, რომ ბიჭმა მკლავში ხელი წაავლო და თავისკენ შეაბრუნა, შემდეგ კი მანქანისკენ წაიყვანა. სოფი ჯერ ღიმილით ცდილობდა თავის განთავისუფლებას, მაგრამ დანიმ როცა შეატყო, რომ გოგონას სახე ეცვლებოდა, მაშინვე მათთან მიიჭრა და გიგას პირდაპირ ყბაში უთავაზა. სოფი გაოგნებული უყურებდა, სეირის მაყურებლებიც შეიკრიბნენ გარშემო. გიგა დაბნეული თვალებით უყურებდა ხან სოფის, ხან დანის, გახეთქილი ტუჩიდან სისხლს იწმენდდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა.
-მეორედ კიდევ თუ მოიქცევი სოფის სურვილის საწინააღმდეგოდ, გეფიცები მოგკლავ!-უღრიალა დანიმ და ის იყო გიგასთვის მეორე ყბაც უნდა შეელამაზებინა, როცა სოფიმ მკლავში ხელი წაავლო და გვერდით გაათრია.
-შენ საერთდ ნორმალური თუ ხარ?
-რა გინდა?-დანი შეშლილი თვალებით იყურებოდა გიგას მხარეს, მაგრამ როცა დაინახა ბიჭი მანქანაში როგორ ჩაჯდა და წავიდა, ჩაეცინა, შემდეგ კი სოფის მიუბრუნდა:-ესეც შენი ”პრინცი”!
-დანი, რით ვერ შეიგნე, რომ უნდა შემეშვა?
-შენ რით ვერ შეიგნე, რომ ეგ შეუძლებელია?-გაეცინა დანის.-რატომ არ მაძლევ საშუალებას, აგიხსნა რა მოხდა მაშინ?
-არ მაინტერესებს და იმიტომ! შენთან დაკავშირებით არაფერი არ მაინტერესებს!
-რატომ არ მოგბეზრდა ეს უაზრო თამაში?
-შენ რატომ არ მოგბეზრდა ჩემი დევნა?-კითხვა შეუბრუნა სოფიმ.-შე-მეშ-ვი! დანი, მე მართლა მქონდა შენთან ურთიერთობის სურვილი, მაგრამ ეს ყველაფერი გაქრა, უბრალოდ აღარ მინდა. გთხოვ, გამიგე და დამანებე თავი, რადგან ეს ჩემთვის ისედაც ძალიან რთულია!-სოფი შემობრუნდა და გზას გაუყვა. დანი კიდევ რამდენიმე წუთს იდგა ასე, შემდეგ თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა, ბაიკის ძრავა ააღმუვლა და ადგილს მოსწყდა...
იმ ღამეს სოფის შეტყობინება მიუვიდა იმის შესახებ, რომ გიგა ნაცვლიშვილი მოკლული იყო...
სოფის მორიგეობა დაიწყო ”პროსპეროს წიგნების მაღაზიაში”. პირველივე დღეს მოკლული იპოვეს ბიჭი, რომელიც სოფის წიგნის ფასთან დაკავშირებით შეეკამათა.
სოფი მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე წავიდა. საღამოს მოკლული იპოვეს ბიჭი, რომელმაც სოფისთან იცეკვა.
სოფის ბენდს კონცერტი ჰქონდა კლუბში. იმავე ღამეს მოკლული იპოვეს ბიჭი, რომელმაც სოფი სასმელზე დაპატიჟა.
სოფის ინტერნეტთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა და საოპერატოროში დარეკა. მოკლული იპოვეს ოპერატორი, რომელმაც სოფის უთხრა, რომ პრობლემა სავარაუდოდ მისი ლეპტოპის ბრალი იყო და ვერაფრით დაეხმარებოდა.
სოფი კლასის შეკრებაზე წავიდა. ღამით მოკლული იპოვეს სოფის კლასელი და მისი შეყვარებული მესამე კლასში.
უკვე ივნისის ბოლო იყო, სამი თვეა გრძელდებოდა მკვლელობები, პოლიციას კი ხელჩასაჭიდი არაფერი გააჩნდა. ყველა სიმ-ბარათი, რომლიდანაც სოფის შეტყობინება მოსდიოდა, სხვადასხვა ადამიანის სახელზე იყო გაფორმებული და მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა ბაზაში. ამით მკვლელის დოსიეს კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი ემატებოდა და ასე ივსებოდა, მაგრამ მაინც არ ჰყავდათ ერთი ეჭვმიტანილიც კი. სოფი კი ნელ-ნელა ფსიქიკურად იშლებოდა. ყოველ ღამე კოშმარებით დატანჯულს არც დღე ჰქონდა მოსვენება. სულ რაღაც ეჩვენებოდა, სიბნელეში მარტო ვერ რჩებოდა, უაზრო შიშები დასჩემდა. მობილურის ზარზე კანკალი ეწყებოდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა. პრინციპში თვალთვალი კი არ ეჩვენებოდა, ეს რეალური იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა. სამსახურში ყოფნისას ყველა კლიენტს ეჭვის თვალით უყურებდა და ერთხელ, როდესაც ერთმა უცნაური შესახედაობის ბიჭმა საფულის ამოსაღებად ხელი შარვლის უკანა ჯიბისკენ წაიღო, სოფის ეგონა იარაღს იღებდა და პირზე ხელი აიფარა, რომ არ ეკივლა. ლიზაც ვეღარ სცნობდა საუკეთესო მეგობატს. მუდამ მხიარული და კომუნიკაბელური სოფი ახლა დროის უმეტეს ნაწილს სახლში ჩაკეტილი ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ სიბნელის შიში გაუჩნდა, მაინც ჩაბნელებულ ოთახში იჯდა და ასე ვთქვათ, ასეთი გზით ისჯიდა თავს. თვლიდა, რომ არ ჰქონდა ბედნიერების უფლება მაშინ, როდესაც სხვები მის გამო სასტიკი სიკვდილით კვდებოდნენ. თუ არ მუშაობდა, სულ სახლში იჯდა, Pink Floyd-ის High Hopes-ს უსმენდა და უაზროდ იწვა ერთ წერტილს მიშტერებული. ლიზა უკვე სერიოზულად ნერვიულობდა მასზე, მაგრამ გოგონა ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ უბრალოდ დროებით მარტო ყოფნა სჭირდებოდა. სოფი ბენდსაც ჩამოშორდა. ვეღარ ახერხებდა გულით სიმღერას, გონება სულ გაფანტული ჰქონდა. სამსახურშიც მხოლოდ დროის გასაყვანად დადიოდა. დანი ყოველ დილით სახლთან ხვდებოდა, საღამოს კი სამსახურთან, მაგრამ გოგონა ისე იქცეოდა, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა. მართალია მის მიმართ გრძნობები განელების ნაცვლად უფრო გაუძლიერდა, მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებდა, რომ მასთან კონტაქტის დაწყების პირველივე დღეს, მიიღებდა შეტყობინებას მკვლელისგან, სადაც დანის სახელი ეწერებოდა, ეს კი ნამდვილად ბოლოს მოუღებდა. ერჩივნა თავი მისგან შორს დაეჭირა და ცოცხალი ენახა, ვიდრე გრძნობებს აჰყოლოდა და პირველი დღეს მის გვამთან ეტირა...
ახლაც სახლში იყო, სიბნელეში იატაკზე იჯდა და საკუთარი თმის ღერებს ითვლიდა. მზერა კვლავ ჩამქრალი და არეული ჰქონდა. ფანჯრიდან შემოსული მთვარის მკრთალი სინათლე თმაზე ეცემოდა და სიტუაციას უფრო ამძიმებდა. არ ტიროდა. ბოლოდ დროს საერთოდ ვეღარ ტიროდა, ემოციების გამოხატვა აღარ შეეძლო... თმის ღერების თვლა რომ მობეზრდა და მიხვდა, რომ ყველაფერი უაზრობა იყო, მზერა გაუნათდა, რადგან დაებადა გენიალური იდეა, რომელიც აუცილებლად უნდა განეხორციელებინა. მიხვდა რაც იხსნიდა არა მარტო მას, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლების მის გამო კვდებოდნენ. მიხვდა დაგაუკვირდა, აქამდე ეს როგორ ვერ მოიფიქრა. მაგრამ ადრე ამისთვის არ იყო მზად, ახლა კი ყველაფერზე წავიდოდა. იატაკიდან წამოდგა, შიშველი ფეხებით გაიარა ცივი იატაკი და მუსიკალურ ცენტრთან მივიდა. თითის ერთი მიჭერით ჩართო მუსიკა, რომელსაც ბოლო დროს განუწყვეტლივ უსმენდა. ოთახში Pink Floyd-ის High Hopes-ის მომაჯადოებელი ჰანგები გაისმა და სოფის მზერაც ოდნავ გაუნათდა. სულში ჩაწვდა თითოეული ნოტი და მისი გონება მოიცვა. სოფი ნელ-ნელა რწმუნდებოდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ნელა და მშვიდად შემოიარა სახლის ყველა ოთახი და ფანჯრები და კარი ჩაკეტა, პატარ-პატარა ღრიჭოები კი ჩვრებით ამოავსო და შემდეგ სამზარეულოში გავიდა. გაზქურასთან მისულმა ბოლოჯერ გაიფიქრა ნამდვილად უნდოდა თუ არა ეს და როდესაც დადებითი პასუხი მიიღო, გაზი გადახსნა...
ჟანგბადით სავსე სივრცეში მკრთალად შეირხა ჰაერი გაზქურის ზემოთ. სოფი ცოტა ხანს აკვირდებოდა ჰაერის მოძრაობას, შემდეგ კი უკან გაბრუნდა, საძინებელში შევიდა და იატაკზე დაწვა. თმა წყალმცენარეებივით გაეშალა ძირს და ცივ იატაკთან შეხებისგან მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. მუსიკის ჰანგებში იძირებოდა და ჩურჩულით ჰყვებოდა ფრაზებს. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა იმის შეგრძნებისგან, რომ დღეს ყველაფერს ბოლოს მოუღებდა. ამის შემდეგ არც ერთი ადამიანი აღარ მოკვდებოდა მის გამო. მუსიკა განუწყვეტლივ მეორდებოდა და სახლიც ნელ-ნელა ივსებოდა ბუნებრივი აირით. შეუმჩნეველ ნისლად ჩამოწვა სახლში და თანდათანობით სოფისაც ეუფლებოდა. გოგონა ჯერ კიდევ გონზე იყო, მაგრამ საღად ვეღარ აზროვნებდა, როდესაც სახლის კარის გაღების ხმა გაიგო. მძიმე ნაბიჯები ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ. სოფიმ მხოლოდ იმის გაფიქრება მოასწრო, რომ მალე სუნთქვას შეწყვეტდა და გონება გაეთიშა...



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

anka-anushkebiთარიღი: პარასკევი, 2013-02-22, 10:51 PM | შეტყობინება # 127

9
0  +
0  ±
   ±
Offline
vaime es ra gamiketeeeeeeeeeeeeeee cry cry cry cry cry rodis dadeb axla tavs???? sacyali gogo sicocxlis survili gauqres sad sad sad

T-MOMSENთარიღი: პარასკევი, 2013-02-22, 10:56 PM | შეტყობინება # 128

266
15  +
30  ±
   ±
Offline
მძიმე ნაბიჯებიო, ე.ი ვიღაც ბიჭი შემოვიდა და რატომღაც ეს ბიჭი დანი მგონია.
აუუ ახალი თავი მინდაა :((



littlegirlთარიღი: პარასკევი, 2013-02-22, 11:48 PM | შეტყობინება # 129
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
auu ra kai tavi iyooo da axali tavi mindaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa. ara ugvianes 2 dgisa biggrin



Mari_Amiთარიღი: შაბათი, 2013-02-23, 0:16 AM | შეტყობინება # 130

436
7  +
9  ±
   ±
Offline
kargi tavi iyo, da es mkvleli cota ar iyos mombezrdasavit sul ertferovania,tu sofis mamakacebs uklavs mashin tvitonac iaqtiuros ragacit, es ra gaugonari ragacaa ra :\ an es policia xom saerttod gadamrevs

შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - შაბათი, 2013-02-23, 0:17 AM

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2013-02-23, 2:02 AM | შეტყობინება # 131
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
მე კიდევ მგონია,მკვლელი გადაარჩენს,ოღონდ ანუ გადაარჩენს , მაგრამ არ გამოჩნდება თუ როგორცაა.
სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება და საერთოდაც სუიციდამდეც თუ მივიდოდით,ნე ზნალა :/



Vampire-Barbieთარიღი: შაბათი, 2013-02-23, 2:13 PM | შეტყობინება # 132

352
5  +
7  ±
   ±
Offline
აუ ეხლა ეს ბიჭი ის ალექსი რო იყოს biggrin და რა მაინტერესებს იმ დღეს რა შინაარსის შეტყობინება მოუვიდა სოფის დანიზე რო იეჭვა? wink


Rhaegarთარიღი: შაბათი, 2013-02-23, 4:55 PM | შეტყობინება # 133
...to porcelain, to ivory, to steel.
15
0  +
0  ±
   ±
Offline
აწწწ რა საინტერესო თავი იყო! დასასრული ძაან მომეწონა, მხატვრულად და ლამაზად გიწერია happy



"When the snow falls and the white winds blow, the lone wolf dies but the pack survives.”

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2013-02-23, 6:51 PM | შეტყობინება # 134
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ბავშვებო, დიდი მადლობა ყველას თითოეული კომენტარისთვის. სამწუხაროდ ვერ შეგპირდებით რომ ახალი თავი მალე იქნება, ალბათ მაქსიმუმ ერთ კვირაში. აქამდე დაწერილი მქონდა და იმიტო ვდებდი კვირაში ორ თავს და ეხლა პარალელურად ვწერ და ვკრიფავ. დაწერასაც ვერ ვახერხებ სახლში ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს და სკოლაში გაკვეთილებზე ვწერ biggrin ასე რომ უნდა ამითანოთ და გამიძლოთ biggrin
Quote (Vampire-Barbie)
და რა მაინტერესებს იმ დღეს რა შინაარსის შეტყობინება მოუვიდა სოფის დანიზე რო იეჭვა?

ჩვეულებრივი, როგორც ყოველთვის მისდის ხოლმე, გარდაცვლილის ვინაობა და ადგილი. დანიზე იმიტომ იეჭვა რომ მკვლელობა იმ შუალედში მოხდა, როდესაც სოფი სახლში დაბრუნდა და დანიმ კი რესტორანშიც დააგვიანა და მერე სისხლიანი პერანგით მიადგა.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Vampire-Barbieთარიღი: შაბათი, 2013-02-23, 8:48 PM | შეტყობინება # 135

352
5  +
7  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, ააა მომიტევეთ გონებაშეზღუდულობა biggrin

ძებნა: