შემდეგი გაჩერება_სიკვდილი
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2013-01-25, 8:50 PM | შეტყობინება # 1 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| სახელწოდება: შემდეგი გაჩერება_სიკვდილი! ავტორი: ნათია (♥vampiressa♥) ბეტა: ანი (☆AnasteishA☆) დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე რეიტინგი: PG-13 ჟანრი: დეტექტივი, რომანტიკა სტატუსი: წერის პროცესშია პერსონაჟები:
პროლოგი ბაქანზე ხალხი ირევა, მატარებელს ელოდება. პიკის საათში ყოველთვის განსაკუთრებულად ბევრი ხალხი ელოდება ტრანსპორტს და არც მეტროა გამონაკლისი. ეს ადგილი ზოგისთვის თავშესაფარი გამხდარა, ზოგისთვის კი დროის გასაყვანი, გასაგრილებელი ადგილი. მეტროში ხომ ყოველთვის განსაკუთრებული სიგრილეა. მითუმეტეს ახლა, როცა ასე დაცხა. შუახნის ქალბატონი, ფართოფარფლებიანი შლიაპა რომ ახურავს და ყალბი მარგალიტებით იწონებს თავს, დაუღალავად ინიავებს მარაოს და იქვე გაცნობილ ახალგაზრდას ტვინს უჭედავს იმაზე ლაპარაკით, თუ როგორ კარგად ცხოვრობდა მისი ოჯახი ამ ”ვაი მთავრობის” მოსვლამდე. ახალგაზრდა სიცილს გაჭირვებით იკავებს და მშველელად მოვლენილ მატარებლის ვაგონს თავს აფარებს. მაგრამ არ უმართლებს, ქალი იქაც გვერდით უჯდება და განაგრძობს თავის მონოლოგს. -შემდეგი სადგური_ ”გოცირიძე”.-აცხადებს ქალის მოგუდული ხმა და კარებები იკეტება. ვაგონში უმრავლესობას დაღლილი სახე აქვს, მაგრამ ეს არცაა გასაკვირი, ისინი ხომ დამღლელი სამუშაოდან ბრუნდებიან. შლიაპიანი ქალბატონი კვლავ არ ცხრება და ახლა უკვე იმ ბიჭის ლანძღვას იწყებს წითლად შეღებილი თმა ეკლებივით რომ აუპრეხია და ცხვირზე საყურე გაუკეთებია. მას სულაც არ ესმის ქალის ლაპარაკი, მეტალს უსმენს ყურსასმენებით და იმაზე ფიქრობს თუ რა უთხრას მშობლებს სახლიდან ძვირფასეულობის გაქრობის მიზეზად. მის გვერდით მჯდომი გოგო კი ყველას დაკვირვებით ათვალიერებს და ცდილობს ხალხის მასაში თავისი პრინცი იპოვოს. თან ყოველ წუთს სარკეში იყურება და თმას ისწორებს. -”გოცირიძე”. შემდეგი სადგური_ ”ნაძალადევი”.-კვლავ გამოაცხადა ქალის ხმამ და სანამ კარებები დაიკეტებოდა ვაგონში ერთი გოგონა შემოვიდა. გრძელი, წაბლისფერი თმა გაეშალა, დაბნეული იყურებოდა და ვიღაცას ეძებდა. მატარებელი დაიძრა და გოგონამ თავი ძლივს შეიმაგრა. წინ მიიწევდა და ცდილობდა, რომ ”ის” ეპოვა. მატარებელი გვირაბში შევიდა თუ არა, ვაგონიდან ვაგონში გასასვლელ კართან მდგარმა, უცნაური შესახედაობის, კაპიშონწამოფარებულმა ტიპმა კარი გამოხსნა და მემანქანესთან შევიდა. რამდენიმე წამში ვაგონი შუა გვირაბში გაჩერდა, სინათლე ჩაქვრა და სროლის ხმა გაისმა, რომელსაც კივილის ხმა მოჰყვა. შემდეგ კი კაცის ბოროტულმა ხმამ გამოაცხადა_ შემდეგი გაჩერება_სიკვდილი! და როდესაც სინათლე აინთო, აღმოჩნდა რომ პირველი ვაგონის გარდა ყველა ჩახსნილი იყო...
შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - შაბათი, 2013-01-26, 3:56 AM | |
|
|
DreaMy | თარიღი: პარასკევი, 2013-01-25, 10:08 PM | შეტყობინება # 2 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| ♥vampiressa♥, natia, moxibluli var, lamazi txrobis stili gaqvs, chamtrevi. da rac mtavaria, gansxvavebulia. sworad gamartuli winadadebebi... ubralod personaJebis suraTebis dadeba araprofesionaluri midgomaa - es ubralod rcheva.
| |
|
|
|
|
|
|
|
|
Mari_Ami | თარიღი: შაბათი, 2013-01-26, 0:44 AM | შეტყობინება # 9 |
436
Offline
| DreaMy, meshenze gabrazebulivarr!
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2013-01-26, 3:53 AM | შეტყობინება # 10 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
DreaMy | თარიღი: შაბათი, 2013-01-26, 10:28 AM | შეტყობინება # 11 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| Mari_Ami, rato? :((( skaipidan ro wagshale? agar mwerdi da... ;d
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: შაბათი, 2013-01-26, 1:49 PM | შეტყობინება # 12 |
436
Offline
| DreaMy, ohh shenxo mwerdii,diaxac shenunda mogewera
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: შაბათი, 2013-01-26, 1:49 PM | შეტყობინება # 13 |
436
Offline
| ;d
| |
|
|
|
|