ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
შემდეგი გაჩერება_სიკვდილი

littlegirlთარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 4:47 PM | შეტყობინება # 76
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
Mari_Ami, zuraa, vaxtangi xom mokvda biggrin



Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 6:02 PM | შეტყობინება # 77

436
7  +
9  ±
   ±
Offline
saontereso da damafiqrebelia egec biggrin tavi gamiiskda

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2013-02-08, 0:41 AM | შეტყობინება # 78
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dzalian saintereso mosazrebebi gaqvt bavshvebo, martalia arafris minishnebasac ki ar vapireb, magram getyvit rom kargad msjelobt biggrin biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Mari_Amiთარიღი: პარასკევი, 2013-02-08, 3:24 PM | შეტყობინება # 79

436
7  +
9  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, da mainc axlos vart rom vicodet ? :}

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2013-02-09, 7:03 PM | შეტყობინება # 80
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
თავი 5
სოფი ავტობუსის გაჩერებაზე იდგა და მძღოლს გონებაში მისთვის ცნობილ ყველა ენაზე სასტიკად ლანძღავდა. ძალიან აგვიანდებოდა, ავტობუსი კი არ ჩანდა. დღეს მისი მორიგეობის ბოლო დღე იყო და შემდეგ ორი კვირა ისვენებდა, ამიტომ გაცდენა მისი მხრიდან უნამუსობა იქნებოდა. იმ დღეს ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, შესვენებაზე უნდა მოესწრო და გიოსთვის საჩუქარი შეერჩია_ მისი დაბადების დღე იყო. შემდეგ საკონდიტროშიც უნდა გაევლო, რადგან ლიზას პრეზენტაცია ჰქონდა და ვერაფერს ასწრებდა. ბოლოს კი პირდაპირ ლიზას სახლში უნდა ასულიყო და მასთან ერთად გიოსა და მისი ძმაკაცებისთვის სუფრა გაეშალა. ამ ყველაფერზე ფიქრითაც კი იღლებოდა. საშინლად აგვიანდებოდა, ავტობუსი კი არსად ჩანდა. სოფი გზის პირზე გავიდა რომ გაეხედა და სწორედ აქ დაუშვა შეცდომა. საეჭვოდ ახლოს იდგა გუბესთან, როდესაც ”ვიღაც ბაიკზე ამხედრებულმა დეგენერატმა” კატასტროფული სიჩქარით ჩაუქროლა და გუბის წყლით გააგრილა. სოფი იმდენად გამწარდა, რომ შუა თითიც კი დაანახვა, მაგრამ როდესაც ბაიკის სერია ამოიცნო, კინაღამ გული წაუვიდა. შავი ”იამაჰა ” სერიით AB 0160 ჯერ გაჩერდა, შემდეგ კი ნელი სვლით წამოვიდა უკან. სოფიმ გარშემო დაბნეული თვალებით მიმოიხედა და ვინმე ნაცნობის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერავინ იპოვა. ამასობაში შავი ”იამაჰა” მის წინ გაჩერდა და წითელი ჩაფხუტის მიღმა დანის მწვანე თვალებმა გამოანათა. ბიჭმა ჩაფხუტი მოიხსნა და ისეთი ღიმილით გაიღიმა, ლამის სოფიმ გულის შეტევა მიიღო. სოფის გულში ფეიერვერკი იყო, მაგრამ გარეგნულად წარბშეუხრელად იდგა და იბღვირებოდა.
-ო, ეს ვინ ყოფილა!-წაუსტვინა დანიმ.-მაპატიე ლამაზო, ვერ შეგამჩნიე. მოდი, დანაშაული რომ გამოვისყიდო, მე წაგიყვან სადაც მიდიოდი.
-შენი აზრით, ასეთ ფორმაში სადმე წავალ, იდიოტო?
-როგორი ბრაზიანი ხარ, სოფი... ჩემი მიზეზით დროის დაკარგვა ხომ მოგიწევს სანამ გამოიცვლი, ამიტომ მე უცბად მიგიყვან დანიშნულების ადგილზე.
-ერთხელაც მეყო შენთან ერთად ბაიკით ქროლვა! მირჩევნია დავაგვიანო, ვიდრე შენთან ერთად დავჯდე ბაიკზე!-კბილებში გამოსცრა სოფიმ. ძალიან უჭირდა მასთან ასე ლაპარაკი, რადგან სინამდვილეში ერთი სული ჰქონდა როდის მიუჯდებოდა დანის უკან, წელზე ხელებს შემოხვევდა და საკუთარ სიცოცხლეს მიანდობდა. მაგრამ ასე იყო საჭირო, დანის არაფრის დიდებით არ აგრძნობინებდა, რომ მასზე ჭკუას კარგავდა. კაცებს მიუწვდომელი ქალები უფრო იზიდავთ, ამიტომ სოფიც ასე აპირებდა მოქცევას.
-იცოდე, არ შეგეხვეწები. მოდიხარ თუ წავიდე?-სოფიმ საათს დახედა, ათ წუთში სამსახურში უნდა ყოფილიყო, ავტობუსი კი არ ჩანდა. თავი დაარწმუნა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, შინაგანად დამშვიდდა და ეცადა ხმის აკანკალების გარეშე ეთქვა:
-ათ წუთში ”პროსპეროს” წიგნების მაღაზიაში უნდა ვიყო.
-ჰმ, ათი წუთი კი არა, დროც დაგრჩება ისე სწრაფად მივალთ. დაჯექი, ჯერ სახლამდე მიგიყვან.
სოფიმ უცბად გამოიცვალა. ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ ასე იმიტომაც იცვამდა, რომ თვითონ მოსწონდა და არა იმიტომ, რომ ”მას” მოსწონებოდა. ორ წუთში უკვე დაბლა იყო. დანიმ ხელი გაუწოდა, რომ დაჯდომაში დახმარებოდა, მანაც თავისი გაყინული ხელი ძლიერად ჩაჭიდა და უკან მიუჯდა. ხელები არ შემოუხვევია, უბრალოდ მსუბუქად მოკიდა.
-კარგად მომკიდე ხელები!-ჩაეცინა დანის, ტყავის ქურთუკი შეიკრა, ჩაფხუტი ჩამოიფარა, ძრავა ააღმუვლა, სოფის ჰკითხა მზად იყო თუ არა და შემდეგ ტყვიასავით გაიჭრა წინ.
სანამ ავტობანზე გავიდოდა, შეიძლება ითქვას ნელა იარა, მაგრამ იქ უკვე სოფიმ იგრძნო როგორ მოუჭირა დანიმ გაზს ხელი. გოგონამ ვერც გააცნობიერა ისე ძლიერად შემოხვია ხელები, რაზეც დანის ჩაეცინა და სიჩქარეს კიდევ უფრო უმატა. სოფი ნამდვილად არ იჯდა პირველად ბაიკზე, გამოცდილება გიოსთან მიიღო, მაგრამ თავი ასე არასდროს უგრძნია. ფრენის შეგრძნებას იმის შეგრძნება ემატებოდა, რომ ”მას” ხვევდა ხელებს და მთელი სხეულში ჟრუანტელი უვლიდა. ტკბილ აგონიაში იძირებოდა და იმ სურვილის მიუხედავად ხელის გაშლა რომ უნდოდა, უფრო და უფრო ეხვეოდა დანის.
იმის გათვალისწინებით, რომ დანის არც შუქნიშნებზე გაუჩერებია და საკმაოდ გადაჭარბებული სიჩქარითაც იმოძრავა, დანიშნულების ადგილზე ზუსტად შვიდ წუთში მივიდნენ. სოფი მის ზურგზე იყო აკრული და სანამ დანიმ არ ჩაახველა, ვერ მიხვდა რომ უკვე მისულიყვნენ. უხერხულად შეიშმუშნა და ფრთხილად ჩამოვიდა ბაიკიდან. თვითონაც ვერ ხვდებოდა სიჩქარის, თუ დანის სიახლოვის გამო, თავბრუ ეხვეოდა და წაბარბაცდა კიდეც, დანიმ მიაშველა ხელი რომ არ წაქცეულიყო.
-ცუდად ხომ არ ხარ?-შეშფოთდა ბიჭი.-სულ გაყინული ხარ...
-არა, უბრალოდ...
-ჩემმა სიახლოვემ აგაღელვა?-თვითკმაყოფილი ღიმილი სტყორცნა დანიმ და სოფის საპასუხო მზერაც მიიღო.
-აღარ მცალია შენთვის. წავედი! და გმადლობ, რომ მომიყვანე.-სოფი მაღაზიისკენ გაემართა, გზაში კი დანიმ მიაძახა:
-პასუხი არ გამეცი, ანუ ჩემმა სიახლოვემ აგაღელვა, ლამაზო!-შემდეგ კი ბაიკი ააღმუვლა და სადღაც გაუჩინარდა.
სოფი მთელი დღის განმავლობაში გაბრუებული იყო. თავს იმდენად ამსუბუქებულად გრძნობდა, ეგონა დაფრინავდა. ”მისმა” ზარმა და მემილიონედ ხელის თხოვნამაც კი ვერ გაუფუჭა ხასიათი. მშვიდად უთხრა თუ თემას არ შეცვლი, საერთოდ ნუღარ დამირეკავო და გაუთიშა. უაზროდ იღიმოდა და დრომაც შეუმჩნევლად გაირბინა. შესვენებაზე გიოს საჩუქარზე ირბინა. მათარა და ”ჯეკ დენიელსი” და მისივე სიმბოლოიანი სანთებელა უყიდა_დარწმუნებული იყო მოეწონებოდა, შემდეგ მისი საყვარელი კაფედან ყავა გამოიტანა და სამსახურში დაბრუნდა. საკონდიტროში უკვე დარეკილი ჰქონდა და სამსახურის შემდეგ ტორტიც მზად დახვდებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა პრობლემა მოგვარებული ჰქონდა, ახლა მხოლოდ დროის გასვლას უნდა დალოდებოდა. დიდხანს ლოდინი არც დასჭირვებია. ყოველთვის, როცა მუშაობის ბოლო დღე ჰქონდა, დრო მალე გადიოდა და დღევანდელი დღეც არ ყოფილა გამონაკლისი. სოფიმ სამსახურის შემდეგ საკონდიტროში გაიარა და იქიდან პირდაპირ ლიზასთან წავიდა. მას უკვე სახლის დალაგებაც მოესწრო და ყველაფრის მომზადებაც.
-მხოლოდ სუფრა დამრჩა გასაშლელი, დანარჩენი ყველაფერი მზად არის. რას აიჩემა ამ ბიჭმა ეს სახლში დაბადების დღის გადახდა რა, ყოველ დღე კლუბებში დადიან ეგ და მაგის ძმაკაცები და ახლა სახლში მოუნდა!
-კაი, ნუ წუწუნებ! რომელი ხელსახოცი ჯობია დავდო, წითელი თუ ლურჯი?
-ლურჯი მადას აკარგინებს, ეგ დადე!-გაეცინა ლიზას.
-ცანცარა!-ენა გამოუყო სოფიმ და მაგიდის გაშლა განაგრძო.
-ისე, გიომ რომ ტორტზე არაფერი იცის გითხარი?-გასძახა ლიზამ მეგობარს და ლანგარზე დალაგებული პიცის ნაჭრებით სასტუმრო ოთახში შევიდა.
-ოჰ, სიურპრიზი? ძალიან კარგი! შენ არ უნდა გაემზადო? მიდი გამოეწყვე და ამას მე მივხედავ!
-სოფი, კარგი რა, ისედაც ასე დაგასაქმე!
-უანგაროდ კი არ გეხმარები მერე!-დასცინა გოგონამ.
-კარგი, მაშინ წავალ და ჩავიცვამ, ახალი კაბა ვიყიდე!-თვალები გაუბრწყინდა ლიზას და ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა საძინებლისკენ.
ყველაფერს მალე მორჩნენ. ტორტიც მაცივარში გაამწესეს, სუფრაც გაშალეს, მუსიკაც შეარჩიეს და სასმელითაც გაამდიდრეს მაგიდა. სტუმრების მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, სოფი სახლში გადავიდა გამოსაცვლელად. როგორც ლიზას შეპირდა, ხუთ წუთში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ როდესაც გააცნობიერა, რომ იქ დანიც იქნებოდა, ხუთი წუთი ერთ საათად გადაექცა. მთელი გარდერობი გადმოალაგა, მაგრამ ვერაფერი შეარჩია. თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ უნდოდა განსაკუთრებულად გამოწყობილიყო. ერთი თეთრი კაბა მოეწონა, ულამაზესი იყო, მაქმანებით გაწყობილი, მაგრამ ზურგი მთლიანად მოშიშვლებული ჰქოდა და იფიქრა, რომ პირველივე ჯერზე ასეთი კაბა, მეტისმეტი იქნებოდა. მაინც ჩაიცვა თავის გადაწყვეტილებაში დასარწმუნებლად, მაგრამ სარკეში რომ ჩაიხედა, ისე მოეწონა, გახდა აღარ მოუნდა. მაღალქუსლიანი, კრემისფერი ფეხსაცმელი, ამავე ფერის, ჯაჭვებით გაწყობილი და ტყავის ქურთუკი შეუსაბამა, მაკიაჟიც გაიკეთა, თმა სანახევროდ აიკეცა და სახლიდან გავიდა.
სანამ თავისი კორპუსიდან ლიზას კორპუსამდე არსებული მცირე მანძილი გაიარა, ასე ეგონა საუკუნე გავიდა. კიბეებზე ასვლისას გულის ცემამ საგრძნობლად უმატა და როცა დააკაკუნა, უკვე ძლივს სუნთქავდა. მაგრამ მან ხომ არ იცოდა წინ რა ელოდა...
ლიზას სახლიდან ხმამაღალი მუსიკის და სიცილის ხმა გამოდიოდა. მაშინ, როცა უკვე სოფიმ გადაწყვიტა რომ კაკუნს ვერ გაიგებდნენ და ჯობდა ლიზასთვის დაერეკა, კარი გაიღო და მის მიღმა ყურებამდე გაღიმებული დანი გამოჩნდა, რომელსაც ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა და მეორეში ვისკის ბოთლი.
-ისა, მგონი კარი შემეშალა, ხო?-აკანკალებულიხმით იკითხა სოფიმ და მაშინვე გააცნობიერა რა სისულელეც თქვა.
-შემოდი, რას დგახარ კარებში?-ლიზამ მეგობრის დანახვისას გაიცინა, მაგრამ როდესაც მისკენ მიმართული დანის მზერა შენიშნა, სოფი სასწრაფოდ საძინებელში შეათრია და კითხვები დააყარა.
-ოო, გეყოფა! ამ წამს მოვედი გოგო! გამიშვი გიო მაინც ვნახო.
-დაიცა! ქურთუკი დატოვე, მაგ კაბას თავის ეშხს ნუ უკარგავ!-თვალი ჩაუკრა ლიზამ, ქურთუკი გახადა და ხელის კვრით გააგდო გარეთ.
-გიო, გილოცავ საყვარელო! ეს შენ!-სოფიმ მეგობარს საჩუქარი გადასცა, რომელიც როგორც ივარაუდა გიოს ძალიან მოეწონა.
მალევე მან და ლიზამ ტორტიც შემოიტანეს და ყველას გაოცება გამოიწვიეს. გიომ ორივე მაგრად ჩაიხუტა და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. საღამო კარგად წავიდა, ბევრი იმხიარულეს, სასმელის დახმარებითაც და მის გარეშეც. სოფის დანის ფარული მზერები არ გამოჰპარვია და, რა თქმა უნდა, ეს გიომაც შენიშნა, ამიტომ დრო იხელთა თუ არა, დანი ცალკე გაიყვანა.
-შე ჩემა, მე შენ ხომ გაგაფრთხილე სოფიზე?
-მერე რა არ მოგწონს? რამე ზედმეტი გავაკეთე?
-ჯერ არა, მაგრამ აპირებ!
-შენ ხო არ უბერავ, ბიჭო? კაცობას მასწავლი?
-არაფერსაც არ გასწავლი! ეს დედანატირები, გეუბნები რო არაა ეგ საშენო გოგო და შეუშვი მაგ გასიებულ თავში რა!
-ოე! აბა დაწყნარდი ეხლა! მთვრალი ხარ და რაღაცეებს ბოდიალობ!
-სასმელს არც არასდროს ვუმართივარ და არც ახლა მმართავს, გაიგე?
-შე ჩემა, რა გჭირს? ნუ ასერიოზულებ! და საერთოდაც რას გეტყვი იცი? მომწონს ძმაო ეგ გოგო!
-დანი, შეიგნე რო სოფისთან ”ერთი ღამის პონტი” არ გამოგივა!
-არც ვაპირებ! მომწონს როგორც გოგო და არა როგორც ნაშა!
-რა თქვი?
-რაც გაიგე! მომწონს ეგ გოგო! ახლა კმაყოფილი ხარ? მეც მომეწონა ვიღაც ისე, რომ ”ერთი ღამის პოტი” არ მაიტერესებს!
-იცოდე, სიტყვაზე გენდობი! გენდობი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ძმაკაცი ხარ, მაგრამ ამავე მიზეზის გამო იმაზე ასჯერ მეტს მოგთხოვ, რამდენსაც სხვას მოვთხოვდი. თვალს არ მოგაშორებ და იცოდე, რომ შენს გამო სოფის თვალზე ერთი ცრემლიც რომ დავინახო, არ შეგარჩენ! ხომ ხედავ რო დასავით მიყვარს და თუ შენ თავში დარწმუნებული არ ხარ, ჯობია შეეშვა. მოსულა?
-მოსულა!-ბიჭებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ბავშვებთან გავიდნენ.
დანი გაოცდა, როდესაც სოფი ლიზას გვერდით ვერ დაინახა. ოთახსაც მოავლო თვალი, მაგრამ არსად ჩანდა, ის კი ამ წუთიდანვე აპირებდა სოფისთვის ბრძოლის დაწყებას.
-ლიზა, სოფი სად არის?
-უი, არ ვიცი!-გაუკვირდა ლიზასაც.-მმ, აივანზე ნახე აბა! ისე არც ალექსი ჩანს არსად და შეიძლება ბენდის ამბავზე ლაპარაკობენ.
სოფი მართლაც აივანზე აღმოჩნდა, მაგრამ არა ალექსთან ერთად. მარტო იყო და მობილურით ვიღაცას რაღაცას უყვებოდა. დანიმ მოითმინა ვიდრე საუბარს დაამთავრებდა, შემდეგ კი ვისკის ჭიქებით ხელში მასთან გავიდა. სოფის მშვიდად მიუდგა გვერდით და ცალი ჭიქა გაუწოდა. გოგონას გული აუჩქარდა და სისხლი სახეზე მიაწვა, საბედნიეროდ ბნელი ღამე ფარავდა მისი სახის სიწითლეს.
-ყველაფერი კარგადაა? რას აკეთებ აქ მარტო?-დანის ხმა ისე მშვიდად ჟღერდა, სოფის ჟრუანტელმა დაუარა და სასწრაფოდ ვისკი მოსვა, რომ ცოტათი მაინც დამშვიდებულიყო.
-მეგობარმა დამირეკა და იმიტომ გამოვედი.
-ოჰ, ”მეგობარმა”?-დანიმ ეს სიტყვა განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა.
-დიახ, ”მეგობარმა”!-არც სოფი დარჩა ვალში.
-მერე ეგ შენი ”მეგობარი“ არ იეჭვიანებს როცა გაიგებს, რომ საღამო ისეთი სიმპათიური მამაკაცის გარემოცვაში გაატარე, როგორიც მე ვარ?-თვითკმაყოფილი სახით გაიკრიჭა დანი.
-ნამდვილად არა. იცის, რომ საეჭვიანო არაფერი აქვს.
-ვითომ?-დანიმ სოფის ხელი თავის დიდ ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა, შემდეგ კი გოგონა ისე მისწია თავისკენ, რომ პირდაპირ თვალებში ჩააცქერდა. დანის ცხელი სუნთქვა სოფის სახეზე ეხებოდა და პირდაპირ ჭკუიდან შლიდა. ისიც გრძნობდა ამას და საოცარი თვითკმაყოფილების შეგრძნება ეუფლებოდა. ის იყო სოფის ხელი შიშველ ზურგზე მოხვია, რომ გოგონა დენნაკრავივით უკან გაიწია.
-გეყოფა!
-რა მეყოფა?-ჩაეცინა დანის და ცალი ხელით დაეყრდნო მოაჯირს, ისე, რომ სოფისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ჩემით მანიპულირება!
-ანუ გინდა თქვა, რომ შენზე გავლენას ვახდენ?
-არა!-მაშინვე იუარა სოფიმ, მაგრამ იცოდა, რომ ტყუოდა.
-ხმა გიკანკალებს...-”სხვათაშორის” შენიშნა დანიმ.
-მცივა და იმიტომ! და საერთოდაც, შევედი მე შიგნით!-სოფი შიგნით შევიდა და კარი მოიჯახუნა. დანიც უკან მიყვა, თან სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. სოფი ისეთი აღელვებული იყო, პირდაპირ ვისკის ჭიქა მოიყუდა და ბოლომდე გამოცალა. გონება გათიშული ჰქონდა და საღად აზროვნება აღარ შეეძლო. წეღანდელი შემთხვევა რომ ახსენდებოდა, მთელს ტანში სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა. კიდევ კარგი დროზე მოეგო გონს, თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა. მაგრამ სოფი კარგად აცნობიერებდა, რომ თუ დანის პირველივე მცდელობისას მის ჭკუაზე გაივლიდა, ის მას დაგულებულად ჩათვლიდა და ოთხმოცდაათი პროცენტით ინტერესიც დაეკარგებოდა. დანის არ უნდა ეგრძნო, რომ სოფი მასზე ჭკუას კარგავდა.
-რამე მოხდა სოფი?-გოგონა შეაკრთო ალექსის ხმამ.
-არა, რატომ მეკითხები?
-ძალიან ბევრს სვამ. ხმას უნდა გაუფრთხილდე.
-ო, მოიცა რა! ხმაზე გამახსენდა, რეპეტიცია როდის გვაქვს?-სოფიმ ალტერნატიულად შეცვალა თემა.
-მმ, არ ვიცი. იყოს ორშაბათს?
-იყოს, მაგრამ დილითვე, კარგი?
-კარგი, გავაგებინებ ბავშვებს.-უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთს აღარ ჰქონდა სათქმელი. ბოლოს ისევ ალექსმა დაარღვია სიჩუმე:
-ძალიან ლამაზი ხარ სოფი...
-მადლობა...-სოფი დადუმდა. უკვე აღიზიანებდა ეს სიჩუმე. თვალებით ლიზას დაუწყო ძებნა, მაგრამ მის ნაცვლად დანის დაჟინებულ მზერას წააწყდა.
-იცი, უკვე გვიანია, მოდი მე წავალ.-სოფი ალექსს დაემშვიდობა და ლიზას მოსაძებნად გაემართა. ის სამზარეულოში აღმოჩნდა, ტორტს ჭრიდა.
-შემჭამეს უკვე! მესამედ მოითხოვეს ტორტის დამატება!-იცინოდა ლიზა.
-რომ კითხო არ უყვართ ტკბილეული!-აჰყვა სოფიც.-ეჰ, წავედი ეხლა მე, დავიღალე ძალიან.
-ახლა წადი, მაგრამ ხვალ ყველაფერს დეტალურად მომიყვები!
-რომ გაიღვიძებ ამოდი ჩემთან და! თუ კარს არ გაგიღებ, ესეიგი მძინავს, მაგრამ შემოდი მაინც, ხომ გაქვს გასაღები.-თვალი ჩაუკრა სოფიმ.-წავედი, გიოსაც დავემშვიდობები. მანამდე გამოდი შენც და გამაცილე.
გიოს გვერდით, რა თქმა უნდა, დანი აღმოჩნდა და როდესაც გაიგო რომ სოფი წასვლას აპირებდა, სასწრაფოდ წამოდგა_”გავაცილებო”. გიოს ჩაეცინა და სოფის წინააღმდეგობის მიუხედავად, ძმაკაცს ”დაავალა” მისი გაცილება.
-რა გაცილება, ხომ კარგად ხართ? მოპირდაპირე კორპუსში მივდივარ.
-მერე რა? ღამის სამი საათია, რა იცი რა ხდება?
-მთვრალები ხართ!-სოფი ბოლო საბაბს ჩაეჭიდა, მაგრამ ამაოდ!
-ვინ, მე?-შეურაცხყოფილი სახე მიიღო დანიმ.-მე ვარ მთვრალი? რა სისულელეა!
-ღმერთო ჩემო! წამოდი მაშინ, მივდივარ მე უკვე!-სოფიმ ქურთუკი შემოიცვა, ჩანთა აიღო და გავიდა. უკან დანი გაჰყვა, სახლში დარჩენილი ლიზა და გიო კი სიცილით სკდებოდნენ.
-ეი, საით?-გაუკვირდა დანის, როდესაც გოგონა კიბისკენ გაემართა.
-მაგ ლიფტში მე არ შემოვალ! იმის მერე მეშინია რაც ერთხელ მანდ ნახევარი საათი სიბნელეში გავატარე.
-მოიცა რა, წამოდი, ნუ გეშინია! ამ სიბნელეში კიბეებით ჩასვლა უფრო საშიშია.
-მაინც კიბეებით მირჩევნია. თუ მოდიხარ, წამოდი, თუ არადა წავალ.
-რა ჯიუტი ხარ!
-სწორად მიხვდი!-გაუცინა სოფიმ, მაგრამ მისკენ წამოსული დანის საეჭვო ღიმილმა უცბად დაასერიოზულა და, ცოტა არ იყოს, შეაშინა კიდეც. დანიმ წელზე ხელი მოხვია, ხელში აიყვანა და ნახევარ წამში ლიფტში შეარბენინა. სანამ სოფი დანის შემკობას მოასწრებდა, მან უკვე მოახერხა ღილაკზე ხელის დაჭერა და სოფისაც სუნთქვა შეეკრა.
-თუ რამე მომივა, იცოდე შენ სინდისზე იქნება!-ამოიკნავლა სოფიმ და კედელს მიეყრდნო. დანი კარგად ერთობოდა მის სახეზე, მაგრამ როდესაც სოფი მას თავისი სურვილით ჩაეხუტა, მიხვდა რომ გოგონა არ ხუმრობდა.
-ნუ გეშინია, სულ ცოტაც და...-მართლაც მალევე გაიღო კარები და სოფი მაშინვე გარეთ გავარდა. ნიავის შეხებამ გამოაფხიზლა და ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-აბა, დაძლიე შიში?
-არა! მაინც არ ვიმგზავრებ ამ ლიფტით. ზოგადად ლიფტების კი არ მეშინია, მხოლოდ ამის.
-თუ შიშის დაძლევას არ ეცდები, ის ყოველთვის შეძლებს დაგიმორჩილოს და გაკონტროლოს. ყოველთვის უნდა ებრძოლო საკუთარ თავს.-დანი იმდენად მშვიდად და დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ სოფი ამან გააოცა. არ ეგონა ამ მექალთანე ბიჭს ასეთი საუბარი თუ შეეძლო. სოფი ყოველ წამს ოცდებოდა მისით და ამის დამალვა უფრო და უფრო უჭირდა.
-გინდა ცოტა გავიაროთ? ფეხით, ან თუ გინდა ბაიკს გამოვიყვან...
-შეგახსენებ, რომ ნასვამი ხარ. ბაიკით სიარული ფხიზელზეა სარისკო და შენ მთვრალს მოგინდა გასეირნება?-სოფიმ ეს სრული სერიოზულობით უთხრა, დანიმ კი მის სიტყვებზე გულიანად გაიცინა.
-მთვრალი კი არა, ისე რომ ვიყო საკუთარი სახელი რომ არ მახსოვდეს, ბაიკით სიარულის მაშინაც არ შემეშინდება და შეგიძლია მენდო. გამოვიყვანო?
-არა, იყოს. ახლა არ გვინდა.
-მაშინ ფეხით გავიაროთ...-არ ეშვებოდა დანი.
-დანი, ძალიან დავიღალე. დღეს დილიდან გადარბენაზე ვარ და ახლა დაძინებაზე მეტად არაფერი არ მინდა. მოდი, ჯობია ავალ სახლში.
-დღეის შემდეგ ამდენი ხნით ვეღარ გნახავ.
-რატომ? კიდევ შევიკრიბებით ბავშვები. დათბა ახლა და ათას ადგილას შეგვიძლია წავიდეთ.
-შენ ყოველთვის გაურბიხარ ჩემთან სიახლოვეს. და გინდა გითხრა რა გაშინებს? საკუთარი თავი! ხვდები, რომ ჩემთან თავის კონტროლი გიჭირს და გეშინია, რომ ერთხელაც ამას ვეღარ შეძლებ...-დანი თანდათან უახლოვდებოდა მას და ბოლო სიტყვები გოგონას ყურთან დაამთავრა.
-და შენც ამით ისარგებლებ...-სოფის სუნთქვა იმდენად გახშირებული ჰქონდა, რომ ძლივს ამოიბლუყუნა. უკვე გრძნობდა, რომ თავის გაკონტროლებას ვეღარ ახერხებდა.
-შენ მე არ მიცნობ, სოფი.-ჩაეცინა დანის.-არასდროს, არც ერთი ქალის სისუსტით არ მისარგებლია და მითუმეტეს შენით არ ვისარგებლებ...
-შეწყვიტე! თავბრუს ნუ მახვევ!
-კიდევ მე გახვევ თავბრუს? როგორი უსამართლო ხარ.
-ჯობია, მე წავალ. გმადლობ, რომ მომაცილე.-სოფი დიდხანს ფიქრობდა გაეკეთებინა თუ არა ეს, მაგრამ ბოლოს მაინც გარისკა, დანის ლოყაზე ნაზად აკოცა, შემდეგ კი შებრუნდა და სწრაფად აირბინა პირველი სართული. საბედნიეროდ ლიფტი იქვე ელოდა, თორემ დანის მზერას დიდხას ვეღარ გაუძლებდა და... არა, ის არ უნდა მიმხვდარიყო სოფის გრძნობებს! ეს ყველაფერს გააფუჭებდა, მაგრამ სოფის უფრო და უფრო უჭირდა ამ ყველაფრის დამალვა. მასთან სიახლოვისას გული თავისდაუნებურად უწყებდა ფართხალს, მუცელში კი პეპლები დაფარფატებდნენ.
სახლში შესვლისთანავე პიჟამაში გამოეწყო, კარადის თავიდან დიდი ყუთი ჩამოიღო და საწოლზე მოკალათდა. ამ ყუთში მისთვის ძვრიფას და მნიშვნელოვან ნივთებს ინახავდა, ახლა კი დრო იყო ერთი მათგანი გამოეყენებინა. ყუთიდან ძველებური, ლამაზი და ორიგინალური დღიური ამოიღო, კალამი მოიმარჯვა და წერა დაიწყო. დაიწყო იმ დღიდან, როდესაც პირველად ნახა დანი და მას შემდეგ ყოველი მნიშვნელოვანი დღე და ახალი გრძნობა აღწერა დღევანდელი დღის ჩათვლით. არ იცოდა მისი ეს ბედნიერება და პეპლები მუცელში რამდენ ხანს გასტანდა, ამიტომ უნდოდა თითოეული წამი დამახსოვრებოდა. თვითონაც ვერ შენიშა ისე გაავსო დღიურის დიდი ნაწილი მასზე საუბრით და იმ გრძნობის აღწერით, რომელსაც მთლიანად მოეცვა და რომელიც ყოველ წამს უფრო და უფრო ძლიერდებოდა. იმითაც კი ბედნიერდებოდა, მასზე რომ წერდა, ფიქრი კი უკვე ჩვეულებად ჰქონდა ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ეძინებოდა, წერას მაინც არ წყვეტდა. მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა დაძინება, როცა სქელი ფარდის მიღმა მზის მკრთალმა სხივებმა შემოიხედეს. იმდენად აღფრთოვანებული იყო დღევანდელი დღით, რომ ეგონა თვალის მოხუჭვას ვერ შეძლებდა, მაგრამ ბალიშზე თავი დადო თუ არა, მაშინვე გაითიშა. რომ სცოდნოდა დილით როგორი სიურპრიზი ელოდა, ნამდვილად ვერ მოახერხებდა დაძინებას, შიშის გამო... რომ სცოდნოდა რომ იმ დროს, როცა მას მშვიდად ეძინა კიდევ ერთი მკვლელობა ხდებოდა, ნამდვილად ვერ მოისვენებდა. ახლა კი, ახლა ისეთი გათიშული იყო, რომ ვერც ზარის ხმა გაიგო და ვერც ცოტა ხნის შემდეგ მოსული შეტყობინების...



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2013-02-09, 7:08 PM | შეტყობინება # 81
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ბავშვებო, ის მომენტი საიდანაც სოფი დანის ბაიკზე შემოუჯდება, 100% სიმართლე მიწერია იმის გამოკლებით, რომ მე ნამდვილად პირველად ვიჯექი ბაიკზე და თუ გადაჭარბებულად ან ზედმეტად სუბიექტურად აღწერილს ჩათვლით, მომიტევეთ, სხვანაირად უბრალოდ ვერ აღვწერდი ამ მომენტს happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Vampire-Barbieთარიღი: შაბათი, 2013-02-09, 10:22 PM | შეტყობინება # 82

352
5  +
7  ±
   ±
Offline
ისევ პირველი ვარ cool დაიცა ეხლავე წავიკითხავ biggrin


Vampire-Barbieთარიღი: შაბათი, 2013-02-09, 10:40 PM | შეტყობინება # 83

352
5  +
7  ±
   ±
Offline
მომეწონა როგორც ყოველთვის, მაგრამ ეს ერთი ნახვით შეყვარების პონტი არ მომეწონა, რაღაც ზალიან მალე შეუყვარდა სოფის დანი, თუ მე მეჩვენება ასე? wink


Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2013-02-09, 11:59 PM | შეტყობინება # 84
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
what the hell ?/// sad
სოფის ალბათ სმს მოუვა რომ შეეძლო გადაერჩინა კიდევ ერთი ადამიანი და ვერ გადაარჩინა,მხოლოდ იმიტომ რომ ეძინა. აუუუ მომეშალა ნერვებიიიი
დანი ჩემია-თქო ხო ვთქვი <333333

რა საყვარელი წყვილია,უბრალოდ ვერ გავერკვიე, ალბათ ვერც სოფი გაერკვია
დანი უყვარს თუ ის ტიპი ?



Mari_Amiთარიღი: კვირა, 2013-02-10, 1:56 PM | შეტყობინება # 85

436
7  +
9  ±
   ±
Offline
მე კი მგონია დანისთან ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება)) ან თვითონ სოფი დაშორდება ან ის უცნობი ჩაიდენს რაღაცას

Immortalთარიღი: კვირა, 2013-02-10, 6:32 PM | შეტყობინება # 86
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
ნათი, ახლა ჩავუჯექი და აღფრთოვანებული ვარ. შენი წერის სტილზე აღარაფერს ვამბობ, აქ ყველამ იცის რომ არაჩვეულებრივი ხარ. მიხარია ასეთი რაღაც რომ წამოიწყე. ნამდვილად საინტერესო და ჩამთრევია.
უცნობზე არ გამოვთქვამ ჯერ-ჯერობით ვარაუდებს, მოვლენების განვითარებას დაველოდები.
თუმცა, მგონია, რომ შემდეგი მსხვერპლი დანია...



Mari_Amiთარიღი: კვირა, 2013-02-10, 7:19 PM | შეტყობინება # 87

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ან თუნდაც ეს მსხვერპლი აღმოჩნდეს დანი :}

Immortalთარიღი: კვირა, 2013-02-10, 8:10 PM | შეტყობინება # 88
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
Mari_Ami, ზუსტად ეგ ვიგულისხმე :დ
,,რომ სცოდნოდა რომ იმ დროს, როცა მას მშვიდად ეძინა კიდევ ერთი მკვლელობა ხდებოდა, ნამდვილად ვერ მოისვენებდა.''...



littlegirlთარიღი: კვირა, 2013-02-10, 10:19 PM | შეტყობინება # 89
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
xoo mec mgonia ro dani mokles. ar mewynebaaa biggrin



♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2013-02-11, 2:33 AM | შეტყობინება # 90
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ბავშვებო დიდი მადლობა ყველას, მახარებს თქვენი კომენტარები kiss ნუუკ, მადლობა რომ დრო გამონახე და წაიკითხე, ხომ იცი როგორ გაფასებ kiss მიხარია ბავშვებო რომ მოგწონთ, მაგრამ ცოტა არ იყოს ჩემთვის გაუგებარია ზოგი დანის მიმართ რატომ ხართ ასე ნეგატიურად განწყობილი wacko


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: