♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2013-02-03, 0:58 AM | შეტყობინება # 49 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 3 ალბათ დამეთანხმებით, როდესაც დილით ყინულიანი წყლის ტალღა გაღვიძებს, გაცოფება გიპყრობს და მზად ხარ ამის ჩამდენი წამებით მოკლა. მაგრამ როდესაც გეგმის შესასრულებლად წამოხტები და ხელში შენი საუკეთესო მეგობარი შეგრჩება, მკვლელობის გეგმები გეფუშება, სამაგიეროდ გაცოფება ორმაგად გიპყრობს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო სოფიც. ლიზა კი მისი მიმიკების დანახვაზე ბჟირდებოდა. -შენ საერთოდ ნორმალური ხარ?-ჰკითხა კოპებშეკრულმა სოფიმ. -არა რა თქმა უნდა. როდის ვიყავი?-სიცილს არ წყვეტდა გოგონა. -ცანცარა!-ჩაიბურტყუნა სოფიმ და სააბაზანოში შელასლასდა. -გითხარი უკვე დღეს ახალი კლუბის გახსნაზე რომ მივდივართ?-გასძახა ლიზამ მეგობარს და თვითონ უდარდელად ჩაეფლო პუფში. -არ გითქვამს და თუ ნორმალურად არ ამიხსნი რა ხდება, არსადაც არ წამოვალ!-დავარცხნილ-გამოფხიზლებული სოფი სააბაზანოდან გამოვიდა და ჩაცმას შეუდგა. -რა გჭირს შენ? მოხდა რამე?-დაქალის უხასიათობა არ გამოჰპარვია ლიზას და სოფისაც მისი კითხვის გაგონებისთანავე თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. -მგონი ყველაფერი დამთავრდა-ამოისლუკუნა სოფიმ და მეგობარს ჩაეხუტა.-გუშინ კიდევ დამირეკა და იცი რა მითხრა? მიყვარხარო! -შე სულელო, რა გატირებს მერე? -ვერ გაიგე რა გითხარი? მითხრა რომ ვუყვარვარ და არა ისე, როგორც მეგობარი! სიყვარული ამიხსნა! -რა? გაგიჟდა თუ საპირველაპრილოდ იხუმრა? -ზუსტად იგივე ვკითხე მეც, მაგრამ როგორც ამბობს არ ხუმრობს. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ცოლობაც კი მთხოვა, წარმოგიდგენია? ასე თუ გააგრძელებს, მასთან ურთიერთობას წერტილი უნდა დავუსვა, მაგრამ არ მისი დაკარგვა მინდა... -სოფი, ახლა დამშვიდდი და მოდი ისე ვიმსჯელოთ. შენ არ იცი ის ვინ არის, რას საქმიანობს, სად ცხოვრობს, მის შესახებ არაფერი არ იცი! სწორედ იმიტომაც ვერ ეშვები, რომ იდუმალია და შინაგანად გგონია, რომ საბოლოოდ აუცილებლად გამოიცნობ ვინაა. მაგრამ მოდი, აბა ერთი წუთით წარმოიდგინე, რომ ის, ვიღაც შენი ნაცნობია. რას იზამ ასე რომ მოხდეს? -საშინლად გავცოფდები! პირველ რიგში იმიტომ, რომ თუ ნაცნობია, ამხელა სპექტაკლი რაში დასჭირდა? მეორე რიგში კი, რას ცდილობდა? უნდოდა თავი შეეყვარებინა და მერე გაემხილა თავისი ვინაობა? ნუთუ იმის ეშინია, რომ თუ გავიგებ ვინაა, მასთან ურთიერთობა აღარ მომინდება? ესეიგი რა გამოდის, რომ ცხოვრებაში მასთან არც ისე კარგი ურთიერთობა მაქვს? -ნამდვილად! არ შეიძლებოდა ასე იქამდე გეფიქრა, სანამ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი? გაიხსენე რამდენჯერ გთხოვეთ ყველამ, რომ შეშვებოდი, მაგრამ შენ ორი ყურის პრინციპით მოქმედებდი. ახლა კი, ზიხარ და ნიანგის ცრემლებს ღვრი. მერედა რის გამო? მოდი ახლა კარგად დაფიქრდი და მიპასუხე, რას აპირებ? -თამაშში ავყვები და გავარკვევ ვინაა. მაგრამ ღმერთს ვთხოვ ვინმე ნაცნობი არ გამოდგეს, თორემ ნამდვილად ბირთვული აფეთქება მოხდება. -თუ თამაშში აყოლას გადაწყვეტ, თითოეული სიტყვის წინასწარ გათვლა მოგიწევს. ეჭვი მაინც არავიზე გაქვს? ხმას მაინც როგორ ვერ ცნობ? -არ ვიცი ლიზა, არ ვიცი. წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს. ტვინი ამტკივდა უკვე ამაზე ფიქრით. -ხოდა მაშინ მოდი დაწყნარდი, ყველაფერზე კარგად დაფიქრდი და როცა დაგირეკავს, დალაგებულად ელაპარაკე. არც ძალიან ცივად, რომ არ დააეჭვო და თან ისე, რომ გამოტეხო. ახლა კი გვეყო ამ თემაზე. მიდი, გაემზადე და წავედით, საღამოსთვის ახალი კაბა და აქსესუარები გვჭირდება და მაღაზიების შემოვლა არ გვაწყენდა! თან, შეიძლება გიო და მისი ძმაკაცებიც წამოვიდნენ, მათ შორის დანიც! -მაშინ მე არ წამოვალ!-მტკიცედ განაცხადა სოფიმ და ხელები გაასავსავა. -რატომ? მასთან შეხვედრის გეშინია? თუ მის პირისპირ საკუთარი თავის გაკონტროლებას ვერ შეძლებ? ერთადერთხელ შემოგხედა თვალებში და ჩემთან ფეხარეული მოხვედი და სულაც არ მიკვირს მასთან პირისპირ ყოფნის რომ გეშინია!-დასციმა ლიზამ და საპასუხო ”გამანადგურებელი მზერაც” მიიღო. ლიზას ხრიკმა გაჭრა, სოფი მალევე მოემზადა და საყიდლებზე წავიდნენ. მოგატყუებთ, რომ გითხრათ ბევრი იარესთქო, რადგან ასე ნამდვილად არ ყოფილა. გოგონებს უკვე შერჩეული ჰქონდათ ადგილი, სადაც მიდიოდნენ ყოველთვის, როცა რაიმე სჭირდებოდათ. ახლაც იქ იყვნენ და სამი საათის განმავლობაში არჩევდნენ ტანსაცმელს დღევანდელი საღამოსათვის. ბოლოს, როგორც იქნა სოფიმ მოკლე, ზურგზე მოხსნილი, წითელი კაბა შეიძინა, ლიზამ კი შედარებით დახურული, იმავე სიგრძის ცისფერ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. სახლში რომ დაბრუნდნენ, უკვე შებინდებულიყო და წასვლის დროც ახლოვდებოდა, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში ”ის” ერთხელაც კი არ გამოჩენილა. სოფი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, მღელვარებას შეეპყრო. ”მას” რომ დაერეკა, როგორ უნდა დალაპარაკებოდა? ისე, თითქოს გუშინდელი საუბარი საერთოდ არ ყოფილა, თუ ყველაფრის ახსნა მოეთხოვა? გაურკვევლობა აცოფებდა და ახლა სწორად ასე გრძნობდა თავს. წასასვლელადაც უგულოდ ემზადებოდა. მხოლოდ იმის გამო მიდიოდა, რომ ლიზასთვის დაემტკიცებინა ის, რაც სიმართლე იყო_მას დანი ოდნავადაც არ აინტერესებდა და არც მასთან შეხვედრას გაურბოდა. სანამ შხაპი მიიღო, თმა გაიშრო, მაკიაჟი გაიკეთა და წითელ კაბასა და შავ ტყავის ქურთუკში გამოეწყო, ლიზაც მოვიდა და ერთად გაემართნენ კლუბის პრეზენტაციაზე. სოფი მთელი გზა ჩუმად იჯდა, თავს უცნაურად გრძნობდა. უაზროდ ღელავდა, მაგრამ თვითონავ ვერ გაეგო იმიტომ, რომ დანის ნახვა მოუწევდა, თუ იმიტომ, რომ ”ის” არ ჩანდა. ეს სიტუაცია საოცრად ემსგავსებოდა შტორმის წინ დაწყნარებულ ძღვას და სოფისაც სწორედ ეს აშინებდა. კლუბში მალევე მივიდნენ. გახსნას არაჩვეულებრივად არ ჩაუვლია. ყველაფერი ზედმეტად ჩვეულებრივი იყო. ლენტის გაჭრა, ტორტი, შამპანური, ფეიერვერკი... სამაგიეროდ სიტუაცია გამოდგა ბრწყინვალე. არ გავდა ”ტიპიურ ქართულ კლუბებს”. არც ”ელიტის” წარმომადგენლები აკლდნენ აქაურობას, რამდენიმე ჭიქა ვისკის შემდეგ ყველაფერს რომ ივიწყებდნენ და თავაშვებულნი ერთობოდნენ. სოფი ყოველთვის ცდილობდა ასეთი ხალხისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ახლა ყველაფერი ზედმეტად აღიზიანებდა. საშინელ ხასიათზე იყო და როცა ხვდებოდა, რომ მისი უხასიათობა დანის მოუსვლელობით იყო გამოწვეული, უფრო და უფრო ბრაზდებოდა. მართალია ის მისთვის არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ მაშინ რატომ ფიქრობდა მასზე ამდენს? ისეთ ხასიათზე იყო, რომ ყევლაფერზე ნერვები ეშლებოდა, ამიტომ გადაწყვიტა ცოტა ხანი აქაურობას გარიდებოდა და გარეთ გავიდა. ცივმა სიომ, სახე ასე თამამად რომ მიუშვირა, გამოაფხიზლა. შესცივდა კიდეც, მაგრამ შიგნით შესვლას აქ ყოფნა ერჩივნა. ყურსასმენები გაიკეთა და ნელი ნაბიჯით ქუჩას გაუყვა. თვითონაც არ იცოდა სად, მაგრამ მიდიოდა... ყველაფერი შენელებულ კადრებში ეჩვენებოდა. ერთ-ერთი ბაღის ხის სკამზე ჩამოჯდა, თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია. არ იცოდა რა სჭირდა. მთელი სულით ყვებოდა მუსიკას, მაგრამ ესეც ვერ ამშვიდებდა. უცბად, მობილური აუმღერდა და დედამიწაზე დაანარცხა. შეტყობინება იყო უცხო ნომრიდან. სოფიმ გადაწყვიტა გაუხსნელად წაეშალა, მაგრამ როდესაც გაიფიქრა, რომ შეიძლებოდა ”ის” ყოფილიიყო, მაშინვე გახსნა და გაოგნებისგან თვალები შუბლზე აუვიდა. შეტყობინების ტექსტი შემდეგნაირი იყო: ”კლუბი ”....”. სცენაზე გასასვლელი მარჯვენა კულისი. მსხვერპლი: ლევან გამყრელიძე. მის გადასარჩენად გაქვს სამი წუთი.” გოგონა საერთოდ არ დაფიქრებულა იმაზე, რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი უბრალოდ ბოროტი ხუმრობა ყოფილიყო. სირბილით წავიდა იმ კლუბისკენ, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ხალხს ხელით იშორებდა, წინ მიიწევდა და როდესაც საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მივიდა და იატაკზე სისხლის გუბეში ჩაწოლილი ის ტიპი ამოიცნო, ცოტა ხნის წინ ზედმეტად თამამად რომ ელაპარაკებოდა და ”ყავის დასალევად” სახლში გაყოლას სთხოვდა, კინაღამ შეიშალა. ბიჭს ერთი ტყვია თავში ჰქონდა ნასროლი და ასევე ვენები გადაჭრილი. სოფი ჩაიმუხლა და ის იყო გაყინული სხეულისთვის ხელი უნდა წაევლო, რომ მიხვდა რასაც აკეთებდა და სასწრაფოდ პოლიციის ნომერი აკრიბა. ხუთ წუთში იქაურობას უკვე კრიმინალისტები ათვალირებდნენ და ყველაფრის დეტალურად გამოკვლევას ცდილობდნენ. ყველაზე უცნაური ის ფაქტი იყო, რომ მკვლელობის ადგილას, გვამის გვერდით სიმ-ბარათი იპოვეს. სწორედ ის სიმ-ბარათი, რომლიდანაც სოფის შეტყობინება მიუვიდა. თავად სოფი კი ერთ-ერთ გამომძიებელს ჩვენებას აძლევდა. ყველაფერი დეტალურად მოუყვა. ისიც უთხრა გარდაცვლილთან მცირე წაკამათება რომ მოუვიდა მისი სითავხედის გამო. გამომძიებელს ამის გაგონებისას სახე შეეცვალა და თვალებში ისეთი თვითკმაყოფილება ჩაუდგა, თითქოს ეს-ეს არის საქმე გახსნაო. სოფი ვერც კი ხვდებოდა მისმა ფრაზამ გამომძიებელი რა დასკვნამდე მიიყვანა. როდესაც თხრობა დაასრულა, ბატონმა ვახტანგმა უთხრა, რომ საქმის გახსნამდე ქალაქიდან არ გასულიყო, რადგაც ისიც ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ითვლებოდა. ამის გაგონებისას სოფი კინაღამ შეიშალა. თავის შეკავებაც ვერ მოახერხა ისე მიახალა ”მისტერ სამართლიანობას”: -იცოდეთ, სანამ ყველაფერს არ გაარკვევთ, არცკი გაბედოთ და ბრალი არ დამდოთ. ფეხებზე მკიდია თქვენი ბრძანება და თუ დამჭირდება ქალაქიდანაც გავალ და ქვეყნიდანაც! იმის გამო, რომ ის ტიპი ზედ მეკიდებოდა და წავკამათდით, არ გაქვთ უფლება, რომ მკვლელობაში დამდოთ ბრალი!-სოფიმ ვერც შენიშნა ისე გადავიდა ყვირილზე, მაგრამ ახლა ეს საერთოდ არ ადარდებდა იმდენად შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. ბატონი ვახტანგი კი თვალებგაფართოებული უყურებდა. ბოლოს სანამ სოფი უარეს რაღაცეებს იტყოდა, ლიზამ სიტუაციის დაძაბვა შენიშნა და ბოდიშის მოხდით მეგობარი გვერდით გაიყვანა. -გაგიჟდი? რეებს ეუბნები! -მაგ ნაბიჭვარმა იცი რა მითხრა?-არ ცხრებოდა გოგონა-შენს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ხარო. ბინძური ძაღლი! კინაღამ შევიშალე სისხლიანი გვამი რომ დავინახე და თურმე მე მომიკლავს! იდიოტი! -სოფი! ახლა დაწყნარდი და მომისმინე! შენ უდანაშაულო ხარ და არც არაფრის არ უნდა გეშინოდეს. ის სწორედ შენს რეაქციას აკვირდებოდა. მესმის, ძნელია ასეთი რაღაც დაგაბრალონ და მშვიდად შეხვდე, მაგრამ ასე იმ იდიოტს აფიქრებინებ, რომ მართალია. -რაც უნდა ის იფიქროს, უბრალოდ, ვერ ავიტან უსამართლოდ რომ დამდონ ბრალი! არ შემიძლია ამას შევეგუო. -არც მოგიწევს შეგუება, იმიტომ რომ ბრალს არაფერში დაგდებენ. აქ დამელოდე, გავიგებ ვჭირდებით თუ არა კიდევ და შემდეგ წავიდეთ.-ლიზა პოლიციელებისკენ გაემართა, სოფი კი იქვე ბარის მაგიდასთან მოკალათდა. იქაურობა ხალხისგან მთლიანად დაცლილი იყო. ზოგმა პოლიციის მოსვლამდე მოასწრო წასვლა, ზოგი დაკითხვის შემდეგ გაუშვეს. მხოლოდ პერსონალი, სოფი, ლიზა და გამომძიებლები იყვნენ დარჩენილნი. სოფი გარეგნულად არ იმჩნევდა, მაგრამ საშინლად შეშინებული იყო. ერთიანად აკანკალებდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა. იმის გააზრებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა, რომ მას იმ ბიჭის გადარჩენა შეეძლო, ახლა სისხლში ამოსვრილი რომ იწვა. კლუბიდან რომ არ წასულიყო და შემდეგ უკან დასაბრუნებლად დრო რომ არ დაეკარგა, შეიძლებოდა ახლა ის ბიჭი ცოცხალი ყოფილიყო. სამი წუთი არც ისე დიდი დროა, მაგრამ როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ეხება, თითოეული წამი მნიშვნელოვანია და მათი დაკარგვა სოფის ამ ბიჭის სიკვდილის ფასად დაუჯდა. მერე რა, რომ მას საერთოდ არ იცნობდა? ისიც ხომ ისეთივე ადამიანი იყო, როგორიც სოფი და მასაც ხომ ისევე ჰქონდა სიცოცხლის უფლება, როგორც ყველას? გოგონა თავს დამნაშავედ გრძნობდა და ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს უხერხებდა. მაგიდას ხელებით დაეყრდნო და თავი შიგ ჩარგო. თვალებს ხუჭავდა თუ არა, მაშინვე ყველაფერი შენელებულ კადრებში ახსენდებოდა. ახსენდებოდა როგორ წაიკითხა შეტყობინება, როგორ მირბოდა კლუბისკენ და შიგნით შესულმა სისხლში ამოსვრილი გვამი როგორ დაინახა. ახლა კი, ეს იდიოტი გამომძიებელი ეუბნებოდა, რომ ისიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. სოფი სრულიად მოწყვეტილი იყო დედამიწას და სადღაც შორს დაფრინავდა. ტვინს იჭყლეტდა იმაზე ფიქრით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო იმ შეტყობინების ავტორი და შესაბამისად მკვლელი. ან რატომ გაუგზავნა ეს შეტყობინება მაინცდამაინც სოფის? კლუბში ხომ უამრავი ადამიანი იყო, მმაგრამ რატომ სოფი? გოგონა დედამიწაზე მხარზე მამაკაცის ძლიერი ხელის შეხებამ დაანარცხა და თვითონაც ვერ მიხვდა მოულოდნელობისგან თუ შიშისგან, შეხტა. უკან რომ მიიხედა ისე გაოგნდა, რომ პირიც კი ღია დარჩა. -შენ? აქ რას აკეთებ?-სოფი კვლავ გაოგნებული უყურებდა თავისი ბენდის დრამერს_ალექსს. მასთან არც ისეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რომ ახლა აქ მხოლოდ მის სანუგეშებლად მოსულიყო. საერთოდაც, ძალზედ უცნაური ბიჭი გახლდათ. გრძელი, შავი თმითაც ხომ გამოირჩეოდა, მაგრამ ხანდახან ისეთ უცნაურობებსაც იტყოდა, თავის გარეგნულ მხარეს საერთოდ ფარავდა. ხმას იშვიათად იღებდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ამბობდა. ალექსი გიოსაც კარგად იცნობდა, ძმაკაცებიც კი იყვნენ. გოგონებს ყოველთვის უკვირდათ, როგორ პოულობდა გიო მასთან საერთო ენას, მაგრამ ალექსი ძმაკაცებთან სულ სხვანაირი იყო, საერთოდ არ ჰგავდა იმ პირქუშ ბიჭს, სოფი რეპეტიციებზე რომ ხედავდა. -გიოს გამოვყევი. ახლა ლიზასთანაა, გამომძიებელს ელაპარაკებიან. გავიგე რაც მოხდა, ძალიან ვწუხვარ. ვიცი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ და იმედია ეს მალე გაირკვევა. თუ დახმარება დაგჭირდება, შენს გვერდით მიგულე.-სოფი დაბნეული იყო, რადგან ალექსის ამხელა მონოლოგი არასდროს მოესმინა. ბიჭიც უცნაურად გრძნობდა თავს, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ბოლოს, ვეღარ მოითმინა და სოფი გულში ჩაიკრა. -გმადლობ, რომ მოხვედი,-ამოიბლუყუნა სოფიმ და თავი მისი მკლავებისგან გაინთავისუფლა. თვითონაც ვერ მოასწრო გააზრება ისე სწრაფად გაიფიქრა, ახლა გიოს სხვა ძმაკაცის მოსვლა უფრო გამიხარდებოდაო და ისევე სწრაფად უკუაგდო ეს აზრი, როგორც გაუჩნდა. ამასობაში გიო და ლიზას დაბრუნდნენ. გიო სოფის მოეხვია და დაძაბული, მაგრამ მაინც თბილი ხმით უთხრა: -შენი დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემ. ეს ამბავიც მალე გაირკვევა. ახლა კი წავიდეთ აქედან.-ის იყო კლუბიდან უნდა გასულიყვნენ, რომ ბატონი ვახტანგი წამოეწიათ და მკაცრი ხმით განაცხადა. -მოქალაქე გიორგაძე! თქვენ ჩვენ უნდა წამოგვყვეთ! ასე უბრალოდ ვერ გავუშვებთ ადამიანს, რომელმაც უკანასკნელმა ნახა გარდაცვლილი და პირველმა_მისი გვამი.-სოფი ადგილზე გაყინა ამ ხმამ. თითქოს გონება გაეთიშა, თავი ძლივს შეიკავა იქვე რომ არ წაქცეულიყო, მაგრამ გიომ მაინც იგრძნო როგორ ეცლებოდა გოგონა ხელიდან და სწრაფადვე მიეშველა. ბოლოს, როვა სოფის საღად აზროვნების უნარი დაუბრუნდა და გარშემო ნათელი თვალებით მიმოიხედა, აღმოაჩინა, რომ წინასწარი დაკავების საკანში, მუხლებზე ხელებშემოხვეული კუთხეში იჯდა...
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
Rhaegar | თარიღი: კვირა, 2013-02-03, 3:38 AM | შეტყობინება # 53 |
...to porcelain, to ivory, to steel.
15
Offline
| ოო ნეტა რა ხდება? შეიძლება ალექსი დასაბნევად ჰყავს ნათიას შემოყვანილი და სინამდვილეში მკვლელი გიო ან დანი იყოს ;დ მარა რავიცი. შეიძლება სიყვარულს ალექსი უხსნის, მკვლელი კი სულ სხვაა, ან პირიქით... Mari_Ami, სულ ადვილად იყიდდა ახალ ნომერს და იმით გამოუგზავნიდა მესიჯს, რა პრობლემაა (ბოლომდე ვერ გავიგე რა გეწერა, ამიტომ თუ სულ სხვა რამეს გპასუხობ არ გაგიკვირდეს )
ისე იმ უცნობს მხოლოდ წერდა თუ ელაპარაკებოდა კიდეც? (თუ ელაპარაკებოდა, ნაცნობი თუ იყო ალბათ იცნობდა, არა? ნუ შეიძლება ის ხმას იცვლიდა მარა მაინც :დ) ალექსის ამბავი უცნაურია, ეჭვმიტანილი N1!! საინტერესო თავი იყო
"When the snow falls and the white winds blow, the lone wolf dies but the pack survives.”
| |
|
|
T-MOMSEN | თარიღი: კვირა, 2013-02-03, 8:53 PM | შეტყობინება # 60 |
266
Offline
| Quote (♥vampiressa♥) ხანდახან ისეთ უცნაურობებსაც იტყოდა, თავის გარეგნულ მხარეს საერთოდ ფარავდა. ხმას იშვიათად იღებდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ამბობდა ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ჩუმი და უცნაური ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე ფსიქოფატები და გიჟები ტვინში რაღაც გადახრებით ვითომ თავის თავში ჩაკეტილები და წყნარები, უცებ, მოულოდნელად იფეთქებენ ხოლმე ატომური ბომბასავით. ისე რომ არავინ მათგან ასეთ რამეს არ ელოდება. "ის" და მკვლელი ერთი და იგივე პიროვნება მგონია, რომელსაც გაგიჟებით უვარს სოფი,უკვე სიგიჟის ზღვარსაა და მზადაა ყველას ყელი გამოჭრას ვინც კი მას რაიმე ზედმეტს ეტყვის.დაგენიძლავებით, პროლოგში "კაცის გაბოროტებული ხმაც" სწორედ ეს ფსიქოპატია (ნუ რათქმა უნდა ) ხომ იცით საშინელებათა ფილმებში როგორც ხდება ხოლმე, "თუ ჩემთან არ იქნები, არც სხვასთან არ იქნებიო და მერე კლავენ საწყალ გოგოებს
| |
|
|