არ დავთმობდი, მაგრამ...
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 10:06 PM | შეტყობინება # 61 |
842
Offline
| VIII თავი
მთელი სავაჭრო ცენტრი შემოვიარე, სულ ბავშვების მაღაზიებს ვათვალიერებდი და გული სიხარულითა და სითბოთი მევსებოდა. ბავშვის ტანსაცმელი... ყველა ისე ძალიან მომეწონა, რომ მომინდა მეყიდა. მაგრამ თავი შევიკავე. ჯერ მხოლოდ ერთი თვის ვიყავი, ტანსაცმლის ყიდვა ბავშვისთვის კი ადრე იყო. ამიტომ, სათამაშოების მაღაზიაში ძალიან დიდი დათუნია ვიყიდე. ისეთი, მე რომ ყოველთვის მინდოდა. ყოველთვის მიყვარდა დიდი და რბილი სათამაშოები. რამდენიმე ფერად-ფერადი ბუშტიც ვიყიდე და სავაჭრო ცენტრიდან გამოვედი, ტაქსში ჩავჯექი და სახლში წავედი. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი, მალე დედა გავხდებოდი, პატარა ანგელოზის დედიკო. მძღოლმა სახლის წინ გააჩერა მანქანა, იმხელა დათვით და ბუშტებით ძლივს გადმოვედი მანქანიდან, სახლში შევედი და მისაღებ ოთახში დავდე ყველაფერი. ბუშტები დათვს დავაკავებინე ხელში და გამეცინა. ჩემს თავს მე თვითონ გავუკეთე საჩუქარი. წელზე ხელის შეხება ვიგრძენი, ზურა უკნიდან ჩამეხუტა და მასთან ძალიან ახლოს მიმწია. - ეს ყველაფერი ვისთვის იყიდე? არ გვყავს ჩვენ ბავშვი საბედნიეროდ, - ჩაიცინა მან. ისევ ეს სიტყვები ბავშვზე... გული საშინლად მეტკინა... - ბავშვებს ასე რატომ ვერ იტან? - მისკენ შევბრუნდი და თვალებში ჩავხედე. მისი ასეთი საქციელი უკვე მაღიზიანებდა. - აბა წარმოიდგინე, ჩვენ რომ სახლში ბავშვი გვყავდეს, - თვალები გადაატრიალა. - რა გაუძლებდა მის ტირილს. როცა არ ტირიან კი ბატონო, ძალიანაც საყვარლები არიან, მაგრამ პატარები სულ ტირიან, ამიტომ არ მიყვარს პატარა ბავშვები. - აჰა, გასაგებია, - ჩავიბუტბუტე. სწორედ ახლა გადავწყვიტე, რომ ზურას ბავშვის შესახებ არაფერს ვეტყოდი, ვერასდროს ვერაფერს ვერ გაიგებდა. ამისთვის კი მისი დათმობაც მომიწევდა. ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მაგრამ ასე მოხდა. ზურას არ დავთმობდი, მაგრამ გამოჩნდა მასზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში-ჩემი შვილი, რომლისთვისაც მე ყველაფერს გავაკეთებ, ზურასაც კი დავთმობ და ამას არ ვინანებ. სხვა ქალთანაც რომ დავინახო, ამასაც გავუძლებ. ვიცი, ძნელი იქნება, მაგრამ ამის ძალას ის მომცემს, რომელიც ჩემშია. მას რომ შევხედავ ყოველთვის ზურა გამახსენდება, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს. ის ხომ მისი შვილიცაა... ჩემი მობილურის ხმა გავიგე და ზურასგან თავი გავინთავისუფლე. ტელეფონი ავიღე და მაშინვე ნიას წივილი მომესმა. - უნამუსოო! არ უნდა გეთქვა ჩემთვის? არ გაპატიებ ამას არასდროოს! მოეთრიე ახლა ჩემთან, სანამ კიდევ ხასიათზე ვარ და მომიყევი ყველაფერი დეტალებშიიი! - გაჰკიოდა ნია. მივხვდი რასაც გულისხმობდა. ალბათ სოფოს წამოცდა ყველაფერი. ამ ამბით ისეთი გახარებული და აღტკინებული იყო, რომ წინასწარ ვიცოდი, გოგოებთან ამას მაინც იტყოდა. - ნუ წივი ოღონდ, ყურები მეტკინა. გამოვალ ახლავე. - 20 წუთში ჩემთან არ ყოფილხარ, ვერ გადამირჩები. შენს მდგომარეობასაც დავივიწყებ იცოდე! - დამემუქრა ის. მე კი ამაზე სიცილი ამივარდა. ვიცოდი, არც არაფერს არ გააკეთებდა და ტყუილად მემუქრებოდა. ტელეფონი გავთიშე და ჩანთა ხელში ავიღე. - ზუურ, მე ნიასთან უნდა წავიდე, გოგოები მელოდებიან. მასთან მივედი, უცებ ვაკოცე და კარებისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი. - მე გაგიყვან, - შემომთავაზა მან. - არა იყოს, ნუ შეწუხდები, - აღარაფრის თქმა აღარ დავაცალე, კარი სწრაფად გამოვიხურე და ტაქსში ჩავჯექი, რომელმაც ჩემ ბედზე ზუსტად მაშინ გამოიარა... ნიას სახლის კარები სოფომ გამიღო, რომელიც დამნაშავის სახით მიყურებდა. - ელლ... - დაიწყო მან, მაგრამ მე შევაწყვეტინე. - კარგია, რომ შენ უთხარი. პირველ რეაქციას გადავურჩი,-მას გავუღიმე და მისაღებ ოთახში შევედი, სადაც ნია და სალო მელოდნენ. ჩემს დანახვაზე ორივენი წამოხტნენ ჩემკენ გამოიქცნენ. - მობრძანდა ქალბატონი! როგორ არ გვითხარი? - ახლა სალომ დაიწყო. - ჩვენი ორსულაა. მგონი უკვე მუცელიც კი გეტყობა, -გაიცინა ნიამ. გამიკვირდა... მეგონა ნიაც დამაყრიდა როგორც ტელეფონზე, მაგრამ ეტყობა აზრი შეიცვალა... - თქვენ როლები გაცვალეთ? - გამეცინა. - ეგრე გამოდის, - მათაც გაეცინათ. მერე ნიამ და სალომ ერთად დამსვეს დივანზე, ბალიშები გამისწორეს და სულ იმას მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ მინდოდა. ისე მექცეოდნენ, თითქოს უკვე დიდი ხნის ორსული ვიყავი, მუცელი ძალიან მეტყობოდა და ნორმალურადაც ვერ დავდიოდი. ისეთი სასაცილოები იყვნენ... მე და სოფო მათზე ვიცინოდით. - გეყოფათ! - თვალები დავუბრიალე მათ. - ორსულად ვარ, ბავშვს ველოდები. ავად კი არ ვარ, ასე რომ მექცევით. ამის შემდეგ ორივენი ცოტათი დაშოშმინდნენ... - ყველაფერი მოგვიყევი, - თავზე ხელი გადამისვა სალომ და ძალიან თბილად შემომხედა. ყველაფერი მოვყევი... ისიც, დღეს რომ მაღაზიებში ვიყავი და ჩემ თავს საჩუქარი გავუკეთე. ზურას შესახებაც ყველაფერი ვუთხარი და ჩემი გადაწყვეტილებაც გავაცანი. სამივეს ძალიან გაუკვირდა. - დარწმუნებული ხარ? - მკითხა დაბნეულმა სალომ. - შენ ხომ ყოველთვის ამბობდი, რომ შენ თვითონ ზურას არაფრის დიდებით არ დათმობდი... - ვამბობდი, რომ არ დავთმობდი. ასეც იყო... მართლაც არ დავთმობდი მას, მაგრამ მომიწევს... მის რეაქციას ვერ ავიტან, ვიცი არ გაუხარდება. დღეს მითხრა, რა კარგია, რომ ბავშვი არ გვყავსო. რომ გაიგოს, შეიძლება ბავშვის მოშორებაც კი მთხოვოს. მე კი ამას ვერ გავუძლებ. ამის გამო, ვიცი ზურა შემძულდება, მე კი ეს არ მინდა, ვერ გავუძლებ ამ სიძულვილს... ამიტომ ჯობია ჩემით დავთმო, მე წავიდე მისგან, ვიდრე ის ჩემგან... რამდენიმე წუთი ოთხივე ჩუმად ვიყავით, ეს სიჩუმე კი არ მაწუხებდა, პირველად ცხოვრებაში მგონი... თვალები დავხუჭე და დივანის საზურგეს მივეყრდენი. რატომღაც თვალწინ ის ადგილი წარმომიდგა, სადაც ყოფნა ძალიან მიყვარდა, სულ ვისვენებდი ხოლმე. იმ ადგილთან ბავშვობის მოგონებები მაკავშირებდა. - აბა ახლა რა უნდა ქნა? - მკითხა სოფომ. - ნიასთან გადმოვალ საცხოვრებლად, - ნიას გავხედე, რომელმაც სიხარულით დამიქნია თავი. - ზურასთან ურთიერთობას ნელ-ნელა შევწყვეტ. ვაფიქრებინებ, რომ სხვა კაცი მყავს, რომელთანაც მასზე მეტად მინდა ყოფნა. მერე კი მოულოდნელად გავუჩინარდები, - ჩემი მთელი მოთმინება და ძალა დამჭირდა, რომ ეს სიტყვები თითქმის უემოციოდ მეთქვა. ძალიან მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ბავშვისთვის ასე ჯობდა. - იმაზე არ გიფიქრია, რომ ბავშვს მამას ართმევ? - უეცრად მკითხა სალომ. გაკვირვებულმა შევხედე, ეს აზრი თავში არც მომსვლია, ამაზე არც კი მიფიქრია... - მაპატიე, მაგრამ შენს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. იცი რა ძნელია, როცა უმამოდ იზრდები? არ იცი... არ იცი იმიტომ, რომ მთელი შენი ბავშვობა მამაშენი ყოველთვის შენს გვერდით იყო. მაგრამ... მაგრამ მე ყველაფერი კარგად ვიცი. უმამოდ გავიზარდე, მისი სითბო ყოველთვის მაკლდა. დედაჩემიც შენნაირად მოიქცა და ჩემზე არ დაფიქრდა.Mმე მამა არ მინდოდა? მკითხა მე ვინმემ? არა, რა თქმა უნდა, ყველა თავის თავზე ფიქრობდა. დღეს კი... როცა მამაჩემი ვიპოვე, უფრო სწორად მან მიპოვა... გაიგო, რომ მთელი ოცი წელი მას შვილი ჰყავდა. შვილი, რომელზეც მან არაფერი იცოდა. ძალა არ დაიშურა და მომძებნა. ვერ ავღწერ იმ ბედნიერებას, როცა მამაჩემი დავინახე. სანამ მეტყოდა, რომ მამაჩემი იყო, მე ეს უკვე ვიგრძენი. იქამდე ვიცოდი ყველაფერი, სანამ ის მეტყოდა. დღეს კი, ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან სანატრელი მამა ვიპოვე, რომელიც ამ ქვეყნად ყველას მირჩევნია. დედაჩემსაც, რომელიც მთელი ცხოვრება შრომობდა, რომ მე არაფერი მომკლებოდა. მაგრამ სამაგიეროდ მე მშობლების სითბო მაკლდა. სითბო, რომელსაც ახლა მამაჩემი მაძლევს... ვუსმენდი მას და არ მჯეროდა.. არა, მე ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია რაც ვიცი, მაგრამ არ მჯეროდა, რომ ოდესმე შეიძლებოდა ჩემს შვილსაც ასე ელაპარაკა. ეგოისტად ჩავეთვალე. ეს აზრი საშინლად მტკენდა გულს, მაგრამ მე ხომ საშინლად ჯიუტი ვარ. - შენი კარგად მესმის სალ, მაგრამ მაინც ისე მოვიქცევი, როგორც ვთქვი! ჩემს შვილს არ სჭირდება ისეთი მამა, რომელიც არ მოეფერება, არ დააწყნარებს ტირილის დროს, მხოლოდ იმიტომ რომ ტირილის ხმა აღიზიანებს და ყურებს სტკენს. არც მე, არც შენ და არც არავის არ მოუნდება ასეთი მამა. ჩემი შვილისთვის კი მე ყველაზე საუკეთესო მინდა. საალ... - მისკენ მივიწიე და თვალებში ჩავხედე. - გპირდები, რომ ჩემს შვილს არაფერი დააკლდება, მითუმეტეს მშობლების სითბო! რამდენიმე დღეში ნიასთან გადავსახლდი. ზურას ეს ამბავი საშინლად არ მოეწონა და მიზეზებს მთხოვდა, მე კი რა აღარ მოვიგონე, ისიც კი ვუთხარი, ნია თავის შეყვარებულს დაშორდა-მეთქი, როცა მათი ურთიერთობა სინამდვილეში ძალიან სერიოზული იყო. არ გამიკვირდებოდა, ცოტა ხანში ნია ჩემს წინ თითზე ბეჭდით რომ დამენახა. დაახლოებით ორი კვირა ნიასთან ვიყავი. ამ დროის განმავლობაში ზურას თავს საგრძნობლად ვარიდებდი. ის ამას ხვდებოდა და საშინლად ღიზიანდებოდა, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეეძლო. დღეს კი უკვე მეოთხე დღეა, რაც ზურა არ მინახავს. ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, მაგრამ ჩემი უარის და უაზრო მიზეზების გაგონების შემდეგ გაბრაზდა და აღარ მირეკავდა. ალბათ ელოდა, რომ მე დავურეკავდი. ის კი არ იცოდა, რომ მე უკვე აღარასოდეს დავურეკავდი. ზურას გამოსამშვიდობებელი წერილი დავუწერე, სადაც ყველაფერი სიცრუე იყო. ვიცი, რომ ამით უდიდეს ტკივილს მივაყენებ, მაგრამ მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მე კი... არავინ არ იცის რამდენი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს წერილი დამეწერა მისთვის, რამდენი ცრემლი დავღვარე და როგორ მტკიოდა გული... გადავწყვიტე, სანამ ზაფხულია ყაზბეგში წავიდე. ჩემს საყვარელ ადგილას... სადაც თავს ყოველთვის მშვიდად ვგრძნობ. იქ სახლი მაქვს, ბიძაჩემმა მაჩუქა. ზურამ ამის შესახებ არაფერი იცის, ამიტომ იქ უსაფრთხოდ ვიქნებით მე და ჩემი შვილი. ჩვენთან ერთად კი სოფოც. გოგოებმა ჩემი მარტო გაშვება არ მოინდომეს. სალოს და ნიას არ ეცალათ, ისინი ისევ თავიანთი ბიჭებით არიან დაკავებულნი. ამიტომ გადაწყდა, რომ სოფო წამოვიდოდა ჩემთან ერთად. სამივეს უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მე არ მინდოდა, რომ ჩემს გამო ნიას და სალოს თავიანთი შეყვარებულები მიეტოვებინათ. სოფო კი თავისუფალი იყო, ჩემსავით თავისუფალი... სწორედ ახლა ვსხედვართ მარშუტკაში, რომელიც რამდენიმე წუთში ყაზბეგის მიმართულებით დაიძვრება. ვემშვიდობები თბილისს და იმ მოგონებებს, რომლებიც მასთან და ზურასთან მაკავშირებს. უკან დავბრუნდები... დავბრუნდები, მაგრამ მაშინ სულ სხვა ელენე ვიქნები, უკვე დედიკო ელენე...
| |
|
|
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-02, 0:00 AM | შეტყობინება # 67 |
842
Offline
| IX თავი
უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მე და სოფო ყაზბეგში ვართ. უკვე ორი თვის ორსული ვარ, მუცელი სულ ცოტათი მაქვს გამობერილი. სოფო უკვე შევაწუხე, საწყალს გასწყდა წელი საზამთროების მოტანაში. საზამთრო ყოველთვის მიყვარდა, ორსულობის პერიოდში კი უფრო შემიყვარდა. ყოველ დღე ახალ-ახალი საზამთრო უნდა ვჭამო, თუ არადა ისტერიკა მეწყება. მაღაზია კი საკმაოდ ქვემოთაა, დიდი დაღმართი უნდა ჩაიარო. ეს არაფერი, მაგრამ ეწვს-შვიდ კილოიანი საზამთროს ამოტანა აღმართზე მართლა ძნელია. თუმცა ჩემი სოფო ამისდა მიუხედავად მაინც არ წუწუნებდა, ყველა ჩემს კაპრიზს იტანდა. - ახლა მხოლოდ ორი თვის ხარ და ასეთი ხასიათი გაგიხდა, მერე რა გაგიძლებს შენ...ალბათ ყველას გადაგვჭამ, - იცინოდა სოფო. მე კი საზამთროს მივირთმევდი გემრიელად, ამ სიცხეში მსიამოვნებდა. სოფოს ავხედე და დავეჭყანე. - ორსული ვარ, შენს ნათლულს ველოდები და ამიტომ ჩუ! მეც არ მსიამოვნებს სულ რაღაც რომ მინდა და სულ რომ ვწუწუნებ, მაგრამ რა ჩემი ბრალია... - მხრები ავიჩეჩე და ისევ საზამთროს მივუბრუნდი. საერთოდ ყაზბეგში დიდი სიცხეები არ იცის. დღე თბილა, სიცხე არასოდეს შეგაწუხებს, მაგრამ საღამოს თბილად ჩაცმა აუცილებელია, თორემ მე კანკალი მიტყდებოდა ხოლმე. ჩემთვის კი სიცივე არ შეიძლება, ჩემ პატარას არ უნდა შესცივდეს... მაგრამ დღეს საშინლად ცხელა, შემაწუხებელი გახდა უკვე. ამიტომ მთელი დღეა საზამთროს ვჭამ, თავს ვერ ვანებებ. ცივია და მსიამოვნებს. გუშინ გოგოებს ველაპარაკე, თბილისში უარესი სიცხე ყოფილა და მალე ისინიც ამოვლენ ჩემთან. ამ ერთი თვის განმავლობაში ისინი ორჯერ იყვნენ ჩემთან, თავიანთ შეყვარებულებთან ერთად. სალო უკვე დანიშნულია. ეს ამბავი ისე გამიხარდა, რომ ტირილი დავიწყე. ორსულობის პერიოდში ძალიან გულჩვილი გავხდი, ყველაფერზე მეტირება... ადრე მხოლოდ ღამე ვტიროდი, მარტო მას ვუმხელდი ჩემს დარდსა და ტკივილს, დღე კი ცრემლებს არასდროს ვღვრიდი, დღის მოტყუება შემეძლო, მაგრამ ღამე მარტო ვრჩებოდი. მაშინ კი თავს ვერ ვიკავებდი და ემოციებისგან ვიცლებოდი. ახლა კი მთლიანად შევიცვალე, ჩემში რაღაც შეიცვალა... ახლა უკვე დღეც ვტირი, ჩემს ცრემლებს ნებისმიერი დაინახავს, ქუჩაში უბრალო გამვლელიც კი. მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბაღი დავინახე, სადაც მშობლები მე და ჩემ და-ძმას გვასეირნებდნენ ხოლმე, როცა პატარები ვიყავით. ბავშვობა გამახსენდა და თვალზე ცრემლი მომადგა. მომინდა ისევ ის უდარდელი პატარა ბავშვი გავმხდარიყავი, რომელსაც არაფერი ადარდებს, გარდა სათამოშოებისა... ხასიათიც შემეცვალა, რაღაცნაირი გავხდი... ხანდახან ჩემს თავს მე თვითონ ვერ ვუგებ... თითქოს ჩემი სიამაყე და დამოუკიდებლობა სადღაც გაქრა, ხშირად ვგრძნობდი თავს დაუცველად და ეს გრძნობა საშინლად მიშლიდა ნერვებს. ყელში რაღაც ბურთი მებჯინებოდა, თვალები ცრემლებით მევსებოდა და უკარება ვხდებოდი. ამ დროს სოფოსაც ვეუხეშებოდი, ახლოს არ ვიკარებდი და ოთახში მარტო ვიკეტებოდი. მონატრების გრძნობა მკლავდა... ვერასდროს ვერ ვიტანდი, როცა რაღაც ან ვიღაც მენატრებოდა. ამ ბოლო დროს კი სულ ასე ვიყავი... ხანდახან უაზროდ მენატრებოდა რაღაც ან ვიღაც, ვერც ვხვდებოდი. ამ დროს ქუჩაში გავდიოდი, უაზროდ დავბოდიალობდი თვალცრემლიანი და მუცელს ვეფერებოდი, მხოლოდ ის მაძლევდა ძალას და მომავლის იმედს... იმედს, რომ ჩემ ცხოვრებას აზრი დაუბრუნდებოდა. მან აზრი კი მაშინ დაკარგა, როცა თბილისიდან წამოვედი და იქ დავტოვე ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. ზურა... ჩემი ზურა... საშინლად მენატრებოდა ის, მისი სითბო და მისი ალერსი... თითქოს სადღაც გულის სიღრმეში ჩემს საქციელსაც კი ვნანობდი, მაგრამ ისევ ისეთი ჯიუტი დავრჩი და ამაში ჩემს თავსაც არ ვუტყდებოდი. სალო ამ თემაზე ნელ-ნელა შემაპარებდა ხოლმე კითხვებს, მაგრამ რაც შემეძლო თავს ვარიდებდი. არ ვუტყდებოდი მათ, რომ ზურას ამბები მაინტერესებდა. ისინიც ჩემს ხვეწნას არ ელოდებოდნენ და თვითონ მიყვებოდნენ ყველაფერს. ჩემი წერილის წაკითხვის შემდეგ პირდაპირ ნიასთან მისულა, მეძებდა, მაგრამ ვერ მიპოვა... თურმე ჩემს ძმასთანაც მისულა, მაგრამ მან თვითონ არაფერი არ იცოდა. ჩემი საქციელი მასაც ძალიან გაუკვირდა. იცოდა, რომ ზურას არ დავთმობდი, არანაირი სხვა კაცი არ მაინტერესებდა და ზურას ჩემით არ მივატოვებდი. მაშინვე ყაზბეგში ამოვიდა.. აქ, ჩემს სახლში... იცის, როცა რამე მაწუხებს ყოველთვის აქ მოვდივარ. ამ ამბავთან დაკავშირებით, მანაც სალოს აზრი გაიზიარა, მაგრამ ყველაფერი შენი გადასაწყვეტიაო მითხრა. სახლში ყველას მან გააგებინა, რომ ორსულად ვიყავი. დედას და მამას ძალიან გაუხარდათ, დამირეკეს და დიდხანს ვილაპარაკეთ. ჩემმა შვილმა მათთანაც შემარიგა, ახლა ისევ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორც ადრე... მეგობრული... მაკოს ძალიან გაუხარდა, რომ პატარა მეყოლებოდა მალე. შემპირდა ყოველთვის ვეთამეშებიო. ლიკას რეაქცია კი არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს. იმითაც არ შეიწუხა თავი, რომ მხოლოდ ერთხელ დაერეკა ჩემთვის და უბრალოდ მოვეკითხე... უეცრად გული საშინლად შემეკუმშა... ისევ ჩემი ზურა გამახსენდა.. არა, ახლა უკვე ‘ჩემი ზურა’ აღარ არის. ასე დაძახების უფლება არ მაქვს, მაგრამ გულს მაინც უხარია... თუმცა ვგრძნობ, რომ ის ისევ ჩემია, ისევ მეძებს და იმედს არ კარგავს. ‘ძვირფასი ლელა’ ჩემი წამოსვლის შემდეგ თურმე ყოველ დღე დადის ზურას კაფეში, მასთან დაახლოებას ცდილობს, მაგრამ ის სრულ იგნორს უკეთებს. ეს კი მახარებს, ძალიან მახარებს... იმას ნიშნავს, რომ მისი ბოლო სიტყვები ტყუილი არ ყოფილა.. ‘ იცი, რომ მიყვარხარ.. ძალიან მიყვარხარ ელე... მაგრამ მოთმინების ფიალა მეც მაქვს და არ მინდა, რომ აივსოს. მაგრამ დაგელოდები, ჩემ ელეს დაველოდები, სანამ შემიძლია სულ..!’ მართალი უთქვამს, ახლაც მელოდება... მელოდება, მაგრამ რამდენ ხანს დამელოდება? - ეელ, მოსაღამოვდა, ძალიან კარგი ჰაერია და ცოტა გავისეირნოთ რა. პატარამ სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს, - ჩემი ფიქრებიდან სოფოს ხმამ გამომარკვია. - ჰო სოფ, მართალი ხარ, - ნაღვლიანად გავუღიმე. - თუმცა მე მარტო წავალ, ასე მირჩევნია, - სკამიდან წამოვდექი და აივნის მოაჯირთან მივედი. ჩემი სახლი ძალიან კარგ ადგილას იყო, თითქმის ყველაზე მაღალზე. აივნიდან კი მყინვარწვერი პირდაპირ ჩანდა, ახლა კი ბურუსში იყო გახვეული და ისე კარგად ვერ ვხედავდი. მისი ყურება ძალიან მიყვარდა, რამდენიმე დღის წინ ავიტეხე, მინდა მყინვარწვერზე ფეხით ავიდე და ეკლესიაში შევიდე-თქო. ეს რომ სოფოს ვუთხარი, გაგიჟდა, შენთვის როგორ შეიძლებაო. მაგრამ მე ვიცი, რომ სანამ აქ ვარ, ამას აუცილებლად გავაკეთებ! - დარწმუნებული ხარ? - თვალები მოჭუტა. - კი. - მაშინ, თუ რამეა დამირეკე, - გამიღიმა და აივნის მოაჯირს მიეყუდა. მე კი ეზოში ჩავედი, ქვემოდან ხელი დავუქნიე, ჭიშკარი გავაღე და გზას გავყევი. გზას, რომელიც არ ვიცოდი საით მიდიოდა... სიარული დიდი ხანი მომიწია, გზა აღარ და აღარ წყდებოდა. მაგრამ ბოლოს ერთ ლამაზ ადგილს წავაწყდი. მარჯვნივ დიდი, უზარმაზარი სახლი იდგა, ძალიან ლამაზი იყო. მის წინ, გზის მარცხენა მხარეს კი ძალიან ლამაზი პარკი იყო. სულ მწვანე, სხვადასხვა ფორმის ბუჩქებით იყო გაფორმებული, ბევრი ფერად-ფერადი ყვავილი იყო, ბუჩქებს შორის კი სკამები იდგა. ერთ-ერთი სკამი ავირჩიე და დავჯექი. მაშინვე გავიფიქრე, რომ როცა ჩემი შვილი დაიბადება, აუცილებლად მოვიყვანდი ამ ადგილას და ვანახებდი ამ სილამაზეს. თვალები დავხუჭე და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. ყოველთვის მიყვარდა ყაზბეგის ჰაერი, თითქოს რაღაც განსაკუთრებულად სხვანაირია, ჩემთვის ძვირფასია... რაღაცის გაღების ხმა გავიგე, მერე მანქანის ბორბლების ხმა გავარჩიე და მაშინვე თვალები ვჭყიტე. იმ უზარმაზარი სახლის ეზოდან მანქანა გამოვიდა, ჩემთვის ძალიან ნაცნობი მანქანა... ვერცხლისფერი აუდი... სკამი, რომელზედაც მე ვიჯექი, გზის ნაპირას იყო. ამიტომ სანდრომ უცებ შემამჩნია ჩაწეული ფანჯრიდან. გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, მის რეაქციაზე გამეცინა... მანქანიდან გადმოვიდა და ჩემკენ წამოვიდა, ეჭვნარევი მზერით მიყურებდა. ალბათ ჯერ კიდევ ეპარებოდა ეჭვი, მე ვიყავი თუ არა... - ეგრე ნუ მიყურებ, მოჩვენება კი არ ვარ, - გავუცინე. - მე კი მეგონა, რომ მეჩვენებოდი, - გაეცინა და გვერდზე მომიჯდა. - აქ შენს ნახვას არ ველოდი.. - აბა სად ელოდი? ყაზბეგი ხომ ჩემი მხარეა, მთლიანად ჩემია.. - ნუ მიისაკუთრე ეხლა შენ, - გაეცინა მას. - არ არის თუ რა, - ბავშვივით ენა გამოვუყავი და სიცილი დავიწყე. ამ დროის განმავლობაში ერთი ჩვევა გამომიმუშავდა: სიცილის დროს მარჯვენა ხელს ყოველთვის მუცელზე ვიდებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს ბავშვს ვიცავ, ისეთი გრძნობა მაქვს. სანდრომ ჩემ ხელს თვალი გააყოლა და მუცელს დააკვირდა. ვიწრო მაიკა მეცვა, სადაც ჩემი მუცელი კარგად ჩანდა. სანდრო ადვილად მიხვდებოდა ყველაფერს. ამომხედა და ცალი თვალი მოჭუტა. - ვითოომ? - დაიჭყანა. - აჰაა, - თავი დავუქნიე და ისევ სიცილი ამიტყდა. ამ ბოლო დროს უაზროდ ვიცინი ხოლმე ხშირად, ესეც ორსულობის ბრალია ალბათ. ნერვებზე სულ არ ვფიქრდები, ყველაფერს ორსულობას ვაბრალებ... - ვაა, ყოჩაღ შენ.Eეე.. რანაირად? ვაა, - მასაც სიცილი აუტყდა თავის დაბნეულობაზე. - სანიი, ოღონდ არ მითხრა ახლა, არ ვიცი ქალი როგორ ორსულდებაო, - დავცინე. - ბიოლოგიურადაც გეტყვი თუ გინდა, ექიმი ვარ, - თვალი ჩამიკრა. აი მისი ექიმობის ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი. - შენ და ექიმი.. ვაი.. - გამეცინა. - რანაირი ექიმი ხარ შენ? არ მჯერაა, - თავი გავაქნიე. - თუ შეიძლება შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ ქალბატონო. ძალიანაც კარგი ექიმი ვარ, - სიამაყით თქვა. - ქირურგი. - ქალბატონო არა, საქალბატონე, - მარჯვენა ხელის არათითი თვალწინ დავუტრიალე. - ჯერ არა? - გაუკვირდა მას. - რა ჯერ არა, რაებს ბოდავ, - გავბრაზდი. - მე და ოჯახის ქალი წარმოგიდგენია? სულ სხვა ცნებები ვართ, - თავი გავაქნიე. - იყავი მაშინ ასე, - მითხრა სიცილით. - ვიქნები კიდეც, - ვუთხარი ნაღვლიანმა. მართლაც ასე ვიქნებოდი... ვიცოდი, რომ მე სხვა ადამიანი ისე არ შემიყვარდებოდა, რომ მას ცოლად გავყოლოდი და ოჯახი მყოლოდა. ამიტომ მომიწევდა ასე, მარტო დარჩენა. თუმცა რატომ მარტო? მე ჩემი შვილი მეყოლებოდა გვერდით. ერთადერთი კაცი, რომელთანაც ოჯახის შექმნაზე შეიძლებოდა დავფიქრებულიყავი, ეს ზურა იყო. მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია, ჩემი დამსახურებით... ვაღიარებ ამას... მე და სანდრომ კიდევ დიდ ხანს ვისაუბრეთ, ძალიან გამართო. ის ღამე არცერთს არ გაგვიხსენებია და ისე ვიქცეოდით, თითქოს არც ყოფილა. ეს კი მე ძალიან მახარებდა. მინდოდა მე და სანი მეგობრები ვყოფილიყავით, მართლა კარგი მეგობრები... ის ისეთი ტიპია, რომ ყოფილ შეყვარებულებთან მეგობრობა არ უჭირს, მართლა გულწრფელი მეგობრობა. არც მე არ გამიჭირდებოდა ეს მასთან. ახლა, როცა ჩემში მეორე იყო, ზურას სისხლი და ხორცი, ჩვენი სიყვარულის შედეგი...
| |
|
|
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-02, 8:10 PM | შეტყობინება # 73 |
842
Offline
| X თავი
მალე ჩემთან გოგოებიც ამოვიდნენ თავიანთ შეყვარებულებთან ერთად. მათმა ამოსვლამ ძალიან გამახარა, სახლში სულ ხმაური და მხიარულება იყო. ნიამ რომ დაინახა ამდენ საზამთროს ვჭამდი, გადაირია. საზამთროსკენ როცა გავიხედებოდი, სულ თვალებს მიბრიალებდა და მისი ჭამის უფლებას არ მაძლევდა, მოიწამლებიო. მის მაგივრად კი ნესვი მომაჩეჩა, ეს არ მოგწამლავს და უფრო სასარგებლოაო. არადა ნესვი არასდროს არ მიყვარდა. თუმცა, ორსულობის დროს ისიც მეგემრიელა და სიამოვნებით ვჭამდი. ნიას შეყვარებულს ჯიპი ჰყავდა. ასეთ მანქანას კი მყინვარწვერზე ასვლა არ გაუჭირდებოდა. მართალია მე ფეხით მინდოდა ასვლა, მაგრამ ვიცოდი, ამის უფლებას არავინ არ მომცემდა და ამიტომ გავჩუმდი, მანქანით ასვლასაც დავჯერდი. ერთ საღამოს ჯაბა მარტო დავიგულე, როგორც იქნა ნიას გარეშე იყო... - ჯააბ, რაღაც მინდა გთხოვო, - საწყალი სახით შევხედე. - ნუ მიყურებ ეგეთი სახით. რაღაც ისეთი უნდა მთხოვო ახლა შენ, გული მიგრძნობს.. - ისეთი როგორი... ჩემი დაქალის შეყვარებული ხარ და ვერაფერსაც ვერ გეტყვი ‘ისეთს’, - გავიცინე. ჯაბას გაეცინა, მაგრამ თვალები მაინც დამიბრიალა. - რა იცით თქვენ ეს თვალების დაბრიალება რა, პატარა ბავშვი კი არა ვარ, - დავიწყე წუწუნი. - ორსული ვარ და არ შეიძლება ჩემი არც შეშინება და არც ნერვიულობა. ვერ გაიგეთ თქვენ რაა, - ტუჩები გავბუსხე. - კარგი ჰო, კარგი, - გაეცინა მას. - აბა, რისი თხოვნა გინდოდა? - შენი მანქანა ხომ ჯიპია, აღმართზე და ცუდ გზებზეც კარგად დადის. ჰოდაა... გერგეტის სამებასთანაც კარგად ავა... ერთი წუთი გაკვირვებული მიყურებდა, მერე ყველაფერს რომ მიხვდა, გაეცინა და თავი გააქნია. - ვერა ხარ შენ რა, - ხელი ჩაიქნია. - ჯაბააა, მიდი რაა, გეეხვეწებიიი.. - ჩემი სიკვდილი გინდა? მომკლავენ გოგოები, - თავი გააქნია. - გოგოები პრობლემა არაა, შენ ის თქვი, ხომ თანახმა ხარ? - ერთი ორსულად არ იყო რა... - გაეცინა და თავი დამიქნია. - ყველაზე მაგარი სიძე ხარ, - ჩავეხუტე და გოგოებისკენ სამზარეულოში სწრაფად წავედი. - ახალი ამბავი მაქვს, - წინ დავუდექი მათ. ყველამ შეწყვიტა ის, რასაც აკეთებდნენ და გაკვირვებული სახეებით შემომხედეს. - მაინც? - იკითხა სალომ. - ხვალ ყველანი მივდივართ სამებაში, - ტაში შემოვკარი. - ამან სულ გააფრინა, - გაიცინა სოფომ. - სოფიკო გაჩუმდი! - თითი დავუქნიე. - ჯაბას მანქანით წავალთ ყველანი. სულ მინდოდა გერგეტის სამებაში შესვლა, პატარაობისას ვიყავი, მაგრამ აღარ მახსოვს, - დანანებით ვთქვი. - ორსულად რომ ხარ ეგ არაფერია? - მკითხა დოინჯშემოყრილმა ნიამ. - ფეხით ხომ არ ავდივარ, მანქანით მივდივართ. - წავიდეთ ხო, მეც მინდა ნახვა, - გამიღიმა სალომ. მასთან მივედი და ჩავეხუტე. - ტკბილი ძილი ყველას, ჩვენ გვეძინება უკვე, - დავამთქნარე და ხელი ჩემ ოდნავ გამობერილ მუცელზე დავიდე. ყველას ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ჩემს ოთახში შევედი, საშინლად მეძინებოდა... დილით ათ საათზე გამეღვიძა, ჯერ კიდევ ყველას ეძინა. თოთოეულს ცალ-ცალკე ჩამოვუარე და ყველა გავაღვიძე. - წავიდეთ დროზე, თორემ მერე დაცხება, - ვწუწუნებდი სულ. მაგრამ იმდენი იზოზინეს, რომ სახლიდან მხოლოდ თორმეტზე გავედით. მე ჯაბას გვერდით, წინ მინდოდა დაჯდომა, მაგრამ არ დამსვეს და ჩემს სასურველ ადგილას გუკა-სალოს შეყვარებული დაჯდა. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ძალიან წყნარად ვიჯექი და ფანჯარაში ვიყურებოდი. ჩემი სიჩუმე ყველას უკვირდა, რადგან ორსულობის პერიოდში სულ ვლაპარაკობდი, ენას არ ვაჩერებდი. გუკა იცინოდა, ჩემი და სალოს შვილს შენი ტიკტიკი არ დაანათლო, თორემ მერე რა გაგიძლებთ ორივეს ერთადო. ამის გამგონე სალომე წითლდებოდა, ეს კი ძალიან მიკვირდა. სალომე მხოლოდ მაშინ წითლდება, როცა უხერხულ მდგომარეობაში იყო. მისთვის კი უხერხული მდგომარეობები თითქმის არ არსებობდა... ისიც კი ვიფიქრე, ორსულად ხომ არ არის-თქო, მაგრამ ეს რომ სალოს ვუთხარი, გადაირია, ერთი გაბერილიც გვეყოფაო... მანქანაში სრული სიჩუმე იყო... მიხვდნენ, რომ საუბარი არ მინდოდა და ყველა გაჩუმდა... მე კი ვიყურებოდი ფანჯარაში და ყაზბეგის სილამაზით ვტკბებოდი, აქაურობა საოცრად მამშვიდებდა. ბევრს ძალიან უკვირდა, რადგან უმეტესობას ზღვა ურჩევნია მთას, მაგრამ მე პირიქით ვიყავი... ზღვაზე მივდიოდი გასართობად და დროის გასატარებლად, მაგრამ ნამდვილი დასვენებისთვის მთა ჩემი წამალი იყო, მითუმეტეს ყაზბეგი, ჩემი მხარე... პეიზაჟების ყურებით ისე გავერთე, რომ ვერც კი შევამჩნიე დრო როგორ გავიდა და როგორ მივედით დანიშნულების ადგილას. მანქანიდან მაშინვე გადმოვედი და ეკლესიას შევხედე, რომლის ახლოდან ნახვას დიდი ხანია ვნატრობდი, ჩემი სახლიდან ხედი არ მაკმაყოფილებდა... შორიდან რომ ის ისეთი პატარა ჩანდა, ძლუვს რომ ვარკვევდი.. ახლა ჩემს წინ უდიდესი ეკლესია იდგა, რომელიც თავისი სიძველითა და გამძლეობით იწონებდა თავს... აქეთ-იქით მიმოვიხედე და საოცარი სილამაზე დავინახე... გარშემო სულ მთები იყო, ზემოდან კი მთელი ყაზბეგი ხელისგულივით ჩანდა... ჩემთან ნია მოვიდა, ხელი ჩამკიდა და ეკლესიაში შემიყვანა. როცა იქ შევედი, თითქოს სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი, ყველა დარდი გამიქრა... და თითქოს მუცელში რაღაც მოძრაობა ვიგრძენი.. მუცელზე ხელი დავიდე, თითქოს ჩემ პატარას ვეფერებოდი... მხოლოდ ორი თვის ორსული ვიყავი და ბავშვი ვერ გამოძრავდებოდა, ვიცოდი, მაგრამ მაინც რაღაც სიხარული ვიგრძენი... ლოცვის შემდეგ ეკლესიის მთელი ეზო შემოვიარე, ყველანი კუდში დამყვებოდნენ, ფრთხილად იყავიო.. მე კი თითქოს მათი არ მესმოდა, ყურადღებასაც არ ვაქცევდი და ჩემთვის დავდიოდი... მაგრამ სამწუხაროდ წამოსვლის დროც დადგა, მე კი ეს არ მინდოდა... ბოლო მომენტში, როცა უკვე მანქანაში ვჯდებოდი, ეკლესიისკენ შევტრიალდი, პირჯვარი გადავიწერე და თვალზე ცრემლი მომადგა... მე თვითონაც არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც ძალიან უცნაური ვიგრძენი, რამაც ჩემი მოწყენა გამოიწვია. ასე ვიყავი სულ, უეცრად და უმიზეზოდ მოვიწყენდი ხოლმე, მერე კი უცებ გავმხიარულდებოდი.. ამასაც ორსულობას ვაბრალებდი... თუმცა იქამდეც ასე ვიყავი, მაგრამ ხმამაღლა ამას არ ვაღიარებდი... ყველანი სახლში დავბრუნდით, საშინლად მშიერი ვიყავი და მაშინვე მაცივარისკენ გავემართე. იმდენი რამე გამოვიღე, რომ მეთვითონაც შემეშინდა, ამდენს რა მაჭმევსთქო... მაგრამ ახლა ხომ მე ორის მაგივრად ვიკვებებოდი... ამიტომ ყველაფერი შევჭამე, ჯაბა მაშაყირებდა, ჭამაში მეც გადამიჯოკრეო... კიდევ ერთი კვირა გავიდა, ყველანი წავიდნენ და ისევ მე და სოფო დავრჩით... აქაურობა ძალიან მომწონდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დიდი ხანი აქ ვეღარ გავჩერდებოდი, საკმარისად დავისვენე უკვე.. ქალაქში მინდოდა დაბრუნება, სადაც სიცოცხლე ჩქეფს.. აქ კი... ეს ადგილი თითქოს მიტოვებულ სოფელს გავდა, სადაც ძირითადად სულ ბებრები ცხოვრობენ, ხანდახან თუ ჩამოვლენ მათთან შვილები და შვილიშვილები და მხოლოდ ეს თუ გაამხიარულებდა ამ გარემოს. ასეთი სიტუაცია მონატრების გრძნობას უფრო მიძლიერებდა და თბილისში ჩასვლას მანდომებდა.. იქ, სადაც ჩემი ცხოვრება იყო ყველაფრისდა მიუხედავად. სადაც ჩემი ყველაზე ძვირფასი მოგონებები დავტოვე, ყველაზე ძვირფასი ადამიანი მივატოვე... ზურაზე ფიქრი ისევ არ მშორდებოდა, საწოლში ჩავწვებოდი თუ არა და შუქს ჩავაქრობდი, მაშინვე მისი სახე მიდგებოდა თვალწინ. მისი დამწუხრებული თვალები, როცა ვუთხარი, რომ ისევ ნიასთან გადავდიოდი საცხოვრებლად. ვხედავდი, არ უნდოდა ჩემი გამოშვება, ყველაფერს აკეთებდა, რომ მისგან არ წამოვსულიყავი... ნეტავ სცოდნოდა, როგორ მიჭირდა, როგორ არ მინდოდა მას მოვცილებოდი და მიმეტოვებინა... დრო თავისთვის მიჰქროდა, მე არ მელოდებოდა... მე კი ვერ შევძელი და ფეხი ვერ ავუწყვე... მხოლოდ ის მანუგეშებდა, რომ ჩემში იზრდებოდა მეორე, ჩემი შვილი, რომელიც მომავლის იმედს მაძლევდა... მუცელი თანდათანობით უფრო მეზრდებოდა, უკვე სამი თვის ორსული ვიყავი, მუცელიც უკვე შესამჩნები გამიხდა... დროს კარგად ვატარებდით, მე, სოფო და სანდრო. ჰო, სანდროც ჩვენთან ერთად იყო... მე და ის ძალიან დავვახლოვდით. ისეთი ურთიერთობა გვქონდა, როგორიც მინდოდა, რომ გვქონოდა. დავვახლოვდით, როგორც კარგი მეგობრები.. ხანდახან მე და სანი მარტოც მივდიოდით ხოლმე სასეირნოდ, ამაზე სოფო ცოტა ეჭვიანობდა და სანდროს ეხუმრებოდა, დაქალი არ ‘ამახიოო.’ - საან, დავიღალე წამო რა სახლში, - ვუთხარი ერთ-ერთი სეირნობის დროს და მხარზე დავეყრდენი. - წამოდი გაბერილო, მანქანაში ჩაგსვამ, - ხელში ამიყვანა და მანქანამდე ისე მიმიყვანა. წინა სავარძელზე დამსვა, მერე თვითონაც გვერდით მომიჯდა და მანქანა დაძრა. მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, კომფორტულად.. ისე, როგორც ჩემ ძმასთან.. - გუშინ დედას და მამას ველაპარაკე და მითხრეს, რომ მოვენატრე, - ვუთხარი მას. - შენ? - მკითხა გაღიმებულმა. - როგორ გგონია? - გავიცინე. - ახლა, როცა მეც დედა ვხდები, მათი ძალიან კარგად მესმის და არც ვამტყუნებ. ალბათ მათ ადგილას მეც ისევე მოვიქცეოდი, არ ვიცი... მაგრამ ფაქტია, რომ ისევ ჩემი დედიკო და მამიკო არიან. - მართლა ძალიან მიხარია ელ, - ცალი ხელით თმა გადამიწია და გამიღიმა. - როგორ ფიქრობ, დბრუნების დროა? - მგონი კი, - თავი დავუქნიე. გამომხედა და თვალი ჩამიკრა, მე კი საპასუხოდ თმები ავუჩეჩე და თვალები დავხუჭე, ჩამეძინა... ახალი ამბავი სოფოსაც ვუთხარით, ძალიან გაუხარდა.. თბილისი მასაც მოენატრა... ორ დღეში მთლიანად მზად ვიყავით და ახლა სანდროს მანქანაში ვისხედით, თბილისისკენ მივდიოდით. იქ, სადაც ბედნიერება ვიპოვე და ამ ბედნიერების ნაყოფი ახლა ჩემშია, ჩემში იზრდება და მალე ამ ქვეყანას მოევლინება...
| |
|
|
|
|