bella-vampire | თარიღი: კვირა, 2012-04-29, 7:42 PM | შეტყობინება # 31 |
842
Offline
| V თავი
რაღაც უალკოჰოლო კოქტეილს ვსვამდი და თან სანდროს ვუბღვერდი. ის კი თვალს არ მაცილებდა, იკასიც არ ერიდებოდა. ჩემი ძმა კი ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. მისი საქციელი თითქოს მეწყინა კიდეც. მან მითხრა, რომ მარტო იყო, არადა თურმე სანდროსთან ერთად იყო. რაში დასჭირდებოდა ჩემი მოტყუება? ხომ იცის, რომ ახლა ზურა მყავს. იცის, რომ ძველ ურთიერთობებს არ ვუბრუნდები, წრეზე არ დავდივარ. - ელენ, რამდენი ხანი უნდა სხვა ეგ კოქტეილი? - მკითხა სანდრომ. - რამდენი ხანიც მომინდება იმდენი, - ვუპასუხე უხეშად და ჭიქა გამოვცალე. - მოხიტო დავლიოთ, - გადმოგვხედა მე და იკას. - სიამოვნებით, - მაშინვე დაეთანხმა იკა. - იკა, შენ რა, რაც დალიე არ გეყო? უნდა დათვრე? ძალიან მაინტერესებს სახლში ვინ მიგიყვანს, - ჩემ ძმასთან ერთად ასეთ სიტუაციაში არასდროს არ ვყოფილვარ, ბარში დასალევად... კლუბში ვიყავით რამდენჯერმე ერთად და მაშინ თავს მე ვარიდებდი, არ მინდოდა გავეკონტროლებინე. ახლა კი მგონი მე მიწევს მისი გაკონტროლება. - მარტო რატომ? შენ აქ რჩები? - გაეცინა სანდროს. - იმ სახლში აღარ ვცხოვრობ უკვე. ცალკე ვარ. იქ, სადაც მელოდებიან... - ვეცადე მიმეხვედრებინა, რომ ,,მარტო’’ არ ვიყავი. - ელ, ახლა კარგი ვარიანტია. დაურეკე იმ შენს... რა ჰქვია? სულ მავიწყდება... მოკლედ დაურეკე იმას და მოვიდეს, გავიცნობ, - მითხრა იკამ. რა საშინელი სანახავი იყო ის ასეთი, ენას პირში ძლივს ატრიალებდა. როგორ ვერ ვიტან მთვრალ კაცებს, ჩემში საშინელ გრძნობებს იწვევენ. - მას ზურა ჰქვია, ირაკლი. თანაც ის ასეთ ადგილებში არ დადის, თქვენსავით უსაქმურად არ ზის და არ ლოთაობს. გავბრაზდი..! - აჰა, ანუ ზურა... - ჩაილაპარაკა სანდრომ. - არა მგონია გაგიბრაზდეს, თუ ცოტას დალევ.. მოხიტო კი საუკეთესოა, თან დიდი ხანია არ დამილევია.. - შევატყვე, რომ სანდრო არ იყო მთვრალი, სულ რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული. მას ახსოვდა მოხიტოზე ჩემი რეაქცია და ამას იყენებდა. იცის, როცა მოხიტოს სმას ვიწყებ, მერე ვეღარ ვჩერდები. ამიტომ ყოველთვის ვერიდები ხოლმე, დიდი ხანია რაც არ დამილევია. - როგორც გატყობ, კარგი მახსოვრობა გაქვს, - მივახვედრე, რომ ეშმაკობას მივუხვდი. - მე ბევრი რამ მახსოვს, - თვალი თვალში გამიყარა და რაღაც უცნაურად შემომხედა. აი ესღა მაკლდა ახლა რა... საათს დავხედე, ათის ნახევარი ხდებოდა უკვე.. - სანდრო გვიანაა უკვე, იკა სახლში მიიყვანე ძალიან გთხოვ, არ მინდა მარტო წავიდეს, - მუდარით შევხედე, მას კი გაეცინა. - ხომ იცი, რომ როცა ასე მიყურებ ყველაფერს შეგისრულებ. ძალიან თბილად გამიღიმა. ისე, როგორც ადრე მიღიმოდა, ადრე ჩემი სანდრო მიღიმოდა... რატომღაც ტირილი მომინდა.. გამახსენდა, როგორ მიყვარდა ადრე ეს ადამიანი, მართლა მიყვარდა, ჩემი მთელი სიყვარულით.. მაშინ სიყვარულისაც მჯეროდა, ესეც მისი დამსახურებით. თუმცა ისიც მისი დამსახურებაა, რომ ახლა სიყვარულის არსებობის აღარ მჯერა. - ვიცი, - გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი. - იკუშ მივდივართ. - აჰა, მეძინება, - სკამიდან ძლივს წამოდგა, ისიც სანდროს დახმარებით. გამიკვირდა ასე მალე რომ დამთანხმდა, მეგონა კიდევ მოინდომებდა დალევას. ჩანთიდან საფულე ამოვიღე, რომ ფული გადამეხადა, მაგრამ სანდრომ ისეთი სახით შემომხედა, რომ ხელი გამიშეშდა. - ეგ შენი ზურა ბევრ ფულს გაძლევს, რომ ასე იხადო? მკითხა რაღაცნაირად, გაღიზიანებულმა. მე კი მის ნათქვამზე გავბრაზდი. ‘ბევრ ფულს გაძლევს’ ამ სიტყვებზე საშინლად გავბრაზდი, საერთოდ ვინ ვგონივარ!? - მოდი ყველაფერი გავარკვიოთ. საქმე ფულში არაა, ეს შენ კარგად იცი. არასდროს არაფერი არ მაკლდა. ფულის გიჟი არ ვარ და მის გამო ტყუილად არ ვწევარ ვიღაც-ვიღაცეებთან. ბოლო სიტყვებზე ყურადღება გავამახვილე, მიხვდეს ვისაც და რასაც ვგულისხმობ. ახლა ყველაზე მეტად მომინდა გაეხსნებინა ყველა თავისი შეცდომა, რაც ჩემთან დაუშვა. ყველაზე მძიმე შეცდომები, რომლებსაც მე არავის არ ვპატიობ, არავის..! და არც ის იყო გამონაკლისი! - მეგონა წარსულს არ იხსენებდი, - შემახსენა. - აქამდე არა, მაგრამ ახლა გავიხსენე. შენ კი ვხედავ, წარსული კარგად გახსოვს, მაგრამ ის არა, რაც მნიშვნელოვანია. - თქვენი ანგარიში, - ჩვენთან ოფიციანტი მოვიდა. სანდრომ ანგარიში ნახა და მაშინვე მიაჩეჩა ფული ოფიციანტს. - წავედით, - იკას ხელი მოკიდა და ბარიდან გაიყვანა, მეც მას მივყევი უკან. ვერცხლისფერი მანქანის უკანა კარები გამოაღო და იკა ჩასვა. ჰმ, აუდი... გემოვნება ჰქონია.. - ასე იდგები და არ ჩაჯდები? - ახლა მე მომიბრუნდა. - მე? შენს მანქანაში? არა არა, არ მინდა, - ეს იდეა სულაც არ მხიბლავდა. ჩემი მთვრალი ძმა უკანა სავარძელზე უკვე ხვრინავდა, მე და სანდრო კი თითქმის მარტონი ვიქნებოდით მანქანაში... ნამდვილად არაა კარგი იდეა. - ჩაჯექი ელე, არ ვიკბინები, - გამიცინა. - ტაქსით მირჩევნია წავიდე, - გზასთან ახლოს მივედი. ჩემს ბედზე მაშინვე გამოიარა ტაქსმა და თავისით გამიჩერა. შუშა ჩამოწია და... აღარ მინდა ტაქსი!! მანქანაში ვიღაც ჭუჭყიანი, საშინელი შეხედულების კაცი იჯდა. ეტყობოდა მთლად ნორმალურიც არ იყო. - სად წაგიყვანოთ გოგონი? - ეს ისეთი ტონით მითხრა, რომ ლამის იქვე გავხდი ცუდად და გული ამერია. - არა იყოს, ქმარს ველოდები, - მაშინვე მოვიტყუე. - უკვე გვიანაა და თქვენნაირი ქალისთვის მარტო ქუჩაში ყოფნა სახიფათოა. წინ დაბრძანდით, თავს კომფორტულად იგრძნობთ, - მითხრა მან და გამიღიმა, ოქროს კბილიც კი გამოუჩნდა. ბებერი ავადმყოფი, ლამის მამაჩემის ხელაა. - წადით და სხვა კლიენტი მოძებნეთ, - უხეშად ვუთხარი. მას ჩემი ნათქვამი გაუკვირდა, სახეზე დაეტყო.. - მე თვითონ არ ვარ კლიენტი? - იკითხა გაკვირვებულმა ირონიით. ამას ვინ ვგონივარ!! საშინლად გავბრაზდი. ვიგრძენი, რომ სახეზეც წამოვწითლდი, ასე მემართება, როცა ძალიან ვბრაზდები. პირი გავაღე, უნდა გამომელანძღა ის საშინელი ‘არსება,’ რომ წელზე ცხელი ხელი ვიგრძენი. შეშინებული უცებ მივტრილადი უკან და ჩემს წინ მხოლოდ სანდრო შემრჩა. მისი დანახვა მესიამოვნა კიდეც და ჩემი თავის გამიკვირდა. მაგრამ ასეთ სიტუაციაში სანდროსი კი არა, ჩემი უკანასკნელი ნაცნობის დანახვაც გამახარებდა. მარტო არ ვიყავი... - უკაცრავად, მაგრამ ეს ქალი უკვე დაკავებულია, - სანდრომ მხარზე მიმიხუტა, მე კი დავიძაბე. მასთან სიახლოვე ჩემთვის უჩვეულო იყო, ამდენი ხნის შემდეგ გადავეჩვიე. თუმცა მისგან მოდიოდა რაღაც სასიამოვნო აურა, მის სითბოს ვგრძნობდი. - ბედი გწყალობს ეტყობა, - მიმართა სანდროს მძღოლმა და მეგობრულად გაუღიმა. - სასიამოვნო ღამეს გისურვებთ, - თქვა მან და მანქანა უცბად დაძრა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. გავშეშდი და მისი სიტყვების აზრს მერე მივხვდი, გვიან... ‘სასიამოვნო ღამეს გისურვებთ.’ ფუფ, სანდროსთანღა მაკლდა ასეთები! - ფუ, ამის... - ხმამაღლა აღარაფერი მითქვამს, ჩემთვის დავაბოლოვე. - გინებაც ვისწავლეთ? - მკითხა სანდრომ. - შენს არ ყოფნაში ბევრი რამე ვისწავლეთ, - მისი ხელი უხეშად მოვიშორე და გვერდზე გავდექი. - მწარეე, - გაიცინა მან და მანქანისკენ წავიდა, მარტო დამტოვა. - დიდხანს უნდა იდგე მანდ? - ისე დამიძახა, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს. ხმა რომ არ გავეცი, მოტრიალდა და ხელით მანქანაზე მინიშნა. სხვა რა გზა მქონდა, დავემორჩილე და მანქანაში ჩავჯექი. - ასე არ ჯობია? - გამიღიმა მან. - დამჯერი გოგო, - პატარა ბავშვივით თავზე ხელი გადამისვა. - ხელები! - შევუბღვირე და მან მაშინვე უკან წაიღო, ორივე ხელი მოკიდა საჭეს. - ჯერ ჩემი ძმა მივიყვანოთ სახლში, შენ აიყვანე მე ამოსვლა არ მინდა, - გავაფრთხილე. - შენები არ მოგენატრნენ? - მაკო დღეს ვნახე, დანარჩენები კი არა, - მხრები ავიჩეჩე. - რა მოხდა? - სერიოზული ხმით მკითხა, დააინტერესა ალბათ. - ისეთი არაფერი, - მოკლედ ვუპასუხე, არ მინდოდა მასთან ამაზე ლაპარაკი. - ოქეი, არ გინდა ამაზე ლაპარაკი, - მიმიხვდა. - მაშინ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ... - იქ შეუხვიე, - ხელით ვანიშნე. - პირველივე სადარბაზო, მესამე სართული, კარი ხელმარჯვნივ. დროზე აიყვანე და მალე ჩამოდი, - მივაყარე ყველაფერი. სანდრო უხმოდ გადავიდა მანქანიდან, უკანა სავარძლიდან იკა ‘გადმოიტანა’ და სახლში შეიყვანა. მე კი ამასობაში ნიას დავურეკე. - ელენე იცოდე, რამე სერიოზული საქმე თუ არ გაქვს, მოგკლავ, - ყურმილის აღებისთანავე დამემუქრა ის. - შენ რა, გეძინა? - გამიკვირდა. - 12-ის ნახევარი ხდება ძვირფასო. შენ, რა თქმა უნდა, ზურასთან ერთად ძილისთვის არ გცალია. - მორჩი ლაქლაქს და მომისმინე. ჩემი ტანსაცმელი, რაც აუცილებელია ერთ პატარა ჩანთაში ჩამილაგე და გარეთ კარებთან დადე. მანქანით გამოვივლი და ავიღებ, შენ კი დაიძინე. - ოქეი, ზურასთან ერთად? - არა. ხვალ გნახავ და ყველაფერს მოგიყვები, გკოცნი, -ტელეფონი გავთიშე, რომ ზედმეტი კითხვები არ დაესვა. ამასობაში სანდროც დაბრუნდა. - რა რეაქცია ჰქონდათ სახლში მთვრალ იკაზე? - დავინტერესდი. - ამანაც თავისი დასავით დაიწყოო ასე თქვეს. აშკარად შენ გიგულისმეს, ხომ გიცნობ. შენ რა, ასეთი მთვრალი მიდიოდი ხოლმე სახლში? - თვალები დამიბრიალა. - თვალებს ნუ მიბრიალებ რა, - მკაცრად ვუთხარი. - და ასეთი მთვრალი მე სახლში საერთოდ არ მივდიოდი ხოლმე, - გავუცინე. - ანუ ასე თვრებოდი ხოლმე? - მას ჯერ კიდევ არ ეჯერა. - ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ასე არა. მთვრალი საერთოდ სახლში იშვიათად მოვდიოდი ხოლმე. - ბოლო ხუთი თვე რა შეიცვალა? - თვალის კუთხით გადმომხედა, ვითომ გზას უყურებდა. - ბოლო ხუთი თვე უკვე სხვა მაკონტროლებს, - გადავიკისკისე. - აქ გააჩერე და დამელოდე, - ვუთხარი და მანქანიდან უცბად გადმოვხტი. კარებთან ნიას მართლაც დაუტოვებია პატარა სპორტული ჩანთით ჩემი ტანსაცმელები. ის კარგად მიცნობდა და იცოდა, რა დამჭირდებოდა აუცილებლად. მანქანაში დავბრუნდი და ჩანთა უკანა სავარძელზე დავდე. - ეს რა არის? - ჩანთაზე მიმინიშნა და მანქანა დაქოქა. - ჩემ მეგობართან ვცხოვრობ რაც სახლიდან წამოვედი. შენც იცნობ, ნია ხომ გახსოვს? - ჰო, აბა რა. შენ და ის სულ ერთად იყავით. - ხოდა ახლაც სულ ერთად ვართ. მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს. მაგრამ ახლა ცოტა ხნით სხვაგან ვიცხოვრებ. - მაინც სად? - უცნაურად გამომხედა. - სხვა მეგობართან, - გავუღიმე. - შენ არ იცნობ, მდედრობითი სქესის არ არის, - რატომღაც მომინდა ცოდნოდა, რომ კაცთან მივდიოდი. სისულელეა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ცოტა მაინც იეჭვიანებდა, სულ ცოტა გულის სიღრმეში. იმედი არ გამიცრუვდა... სანდრომ მანქანა უცბად დაატორმუზა, ბორბლებმა საშინელი ხმა გამოსცეს და დავიჭყანე. ვერ ვიტან ამ ხმას.. - ვისთან მიდიხარ? - ძალიან ცივი ხმით მკითხა. - შენთვის სულ ერთი არ არის? - თავი მოვისულელე. - მოდი სიტუაციას ბოლომდე გაგაგებინებ. სწორედ ეს ხუთი თვეა, რაც მასთან ვარ. ეს არ არის უბრალოდ ქუჩაში შემხვედრი კაცი. ასე რომ არაფერი არ თქვა და მანქანა დაქოქე, - თვალები დავუბრიალე. - შენი თვალების ბრიალით ვერ შემაშინებ, ხომ იცი, - შემომცინა. - იმ კაცთან არ წახვალ! - მითხრა ხმამაღლა. - სანდრო! - ვუთხარი ისეთი ხმით, რომ გაეგო, ძალიან ვბრაზდებოდი. როცა ვბრაზდები, საშინლად ვლაპარაკობ და ხმაც რაღაც საშინელი მიხდება, ეს ყველამ იცის. დარწმუნებული ვარ, ეს სანდროსაც არ დავიწყებია. - ჩემი ცხოვრება შენ აღარ გეხება, შეიგნე! ჩემზე არანაირი უფლებები არ გაქვს! ეს უფლებები შენ სამი წლის წინ დაკარგე. ვერ დააფასე და დაკარგე კიდეც. ახლა კი ისეთ კაცთან ვარ, რომელიც მაფასებს და მიფრთხილდება შენგან განსხვავებით. ასე რომ მოკეტე და დაქოქე მანქანა, ან ტაქსით წავალ. მან გაბრაზებული სახით ერთი წუთი მიყურა, თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მერე უსიტყვოდ დაქოქა მანქანა და ჩემს მიერ მითითებული მისამართისკენ წავიდა. სანდროს ჩქარი სიარული ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ახლა სიჩქარეს ძალიან გადაამეტა. სიჩქარე მეც მიყვარდა, მაგრამ ახლა ვგრძნობდი, რომ გაბრაზებული იყო და ამის მეშინოდა. მანქანა პირდაპირ ზურას სახლთან გააჩერა. არ მინდოდა ენახა სად მივდიოდი, მანქანის მოშორებით გაჩერებას ვაპირებდი, მაგრამ ჩემ ჯინაზე სწორედ იქ გააჩერა. უკანა სავრძლიდან ჩანთა გადმოვიღე და მანქანიდან გადმოვედი. - გმადლობ, - უცებ ვუთხარი და კარები მივაჯახუნე. ჩქარი ნაბიჯებით წავედი სახლისკენ. მინდოდა რაც შეიძლება მალე ვყოფილიყავი ჩემ ზურასთან, მასთან თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობდი. ჩემს უკან სწრაფი ნაბიჯების ხმა გავიგონე, შევტრიალდი და ზუსტად ჩემს წინ, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით სანდროს სახე იყო. - რა გინდა? - უხეშად ვკითხე და უკან გაწევა ვცადე, მაგრამ ორივე ხელით მაგრად დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა ძალიან ახლოს. მის სუნთქვას ვგრძნობდი, რომელიც ერთ დროს ძალიან მიყვარდა, მთლიანად ის მიყვარდა. ახლაც რაღაც ვიგრძენი, ამდენი წლის შემდეგ. დავიწყებული მქონდა, მაგრამ მისმა გამოჩენამ ყველაფერი არია, თავში აზრები ისე დაქროდნენ, რომ ერთის დაჭერაც მიჭირდა. ერთი ხელი თმებში შემიცურა და ოდნავ მომქაჩა, სახე უფრო ახლოს მოიტანა, მეორე ხელი კი წელზე ძალიან მაგრად მომიჭირა და მთლიანად მისკენ მიმიზიდა. ჩემს ტუჩებს უცბად დაეწაფა. თავიდან ნაზად მკოცნიდა, თითქოს ეშინოდა ჩემთვის რამ ეარ დაეშავებინა. მე კი ვერ ვიტან სინაზეს. ხელები თმებში ჩევუცურე და მაგრად მოვქაჩე, ნაზი კოცნა ახლა უფრო ვნებიანში გადაიზარდა. ჩემი სხეულის თითოეული უჯრედით ვგრძნობდი მას, გულის ცემა გამიხშირდა. ჩანთა ძირს დავარდა, ფეხები წელზე შემოვხვიე, მან კი ხელში ამიყვანა და მანქანისკენ წამიყვანა. წინააღმდეგობა არ გამიწევია, მე თვითონ მინდოდა ეს ყველაფერი. სანდროსთან მინდოდა... მძღოლის გვერდით სავარძელზე დამსვა, თვითონ კი საჭესთან დაჯდა და მანქანის დაქოქვა სცადა, მაგრამ მე შევაჩერე. ვგრძნობდი, რომ უკვე ვეღარ მოვითმენდი. ცოტაც და ავფეთქდებოდი. კალთაში ჩავუჯექი და მის ტუჩებს დავეწაფე, არ მეგონა თუ ასეთი რეაქცია მექნებოდა სანდროს ამ ქმედებაზე. წესით მე ამას არ უნდა ვაკეთებდე. მანქანაში სანდროსთან ერთად, ზურას სახლის წინ... მაგრამ თითქოს ჩემში ველურმა ინსტიქტებმა გაიღვიძეს. სანდროს პერანგის ღილებს ვუხსნიდი, რომ უეცრად მისმა ტელეფონმა დარეკა. მეგონა ყურადღებას არ მიაქცევდა, მაგრამ მან ფრთხილად გამწია და ჯიბიდან მობილური ამოიღო. ეს არ მესიამოვნა და გვერდით სკამზე გადავჯექი. როცა კაცი ჩემთანაა, სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყოს! - კი კი, მოვალ მალე. არაუშავს, მოითმინოს... ჰო ვიცი, მეც... აი ამ დროს მანქანიდან გადმოვედი, ჩანთა ავიღე და სახლისკენ წავედი. - ელე, - სანდრომ თავისკენ მიმატრიალა. - რაო სანდრო? - ვკითხე ტკბილი ხმით. - სად მიდიხარ? - თვალების დაბრიალება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ძალიან კარგად იცოდა სადაც მივდიოდი. - დაიმახსოვრე ძვირფასო, მე შენი ‘სახმარი’ არ ვარ. წადი და ის მოძებნე, ვინც შენ პრობლემას გადაწყვიტავს, - თვალი ჩავუკარი და ქვემოთ ვანიშნე. ზურგი შევაქციე, მაგრამ მან ისევ დამიჭირა ხელი, თავისკენ არ შევუტრიალებივარ. უკნიდან მიმიხუტა მისკენ და კისერში მაკოცა. - შენ იქ არ შეხვალ, - მითხრა წყნარი ხმით. - შენ კი მანქანაში მიხმარ, - შევტრიალდი და გავუცინე. - გამიშვი, ჩემ კაცთან მივდივარ, - ხელი გავაშვებინე და მის წინ მყარად დავდექი. - მე შენ აღარ გეკუთვნი სანდრო, უკვე სხვისი ვარ, სხვისი ქალი, - ბოლო სიტყვაზე გავამახვილე ყურადღება. - ახლა კი... ალივედერჩი ძვირფასო... - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და უცბად შევედი სახლის ეზოში, ჭიშკარი ჩავკეტე. აქ ვეღარ შემოვიდოდა. თმები და ტანსაცმელი გავისწორე და სახლში შევედი, კარი ღია იყო. მისაღებში ზურა იჯდა, მარტო შარვალი ეცვა. აი ეს არის ჩემი კაცი, ჩემი ღირსი. სანდროს ათასჯერ სჯობია! ჩანთა იქვე დავაგდე, მასთან მივედი და კალთაში ჩავუჯექი. გავუცინე და ხელებით სახეზე ფერება დავუწყე, მაგრამ ის უემოციოდ მიყურებდა, არც ხელები შემოუხვევია ჩემთვის. ისე იჯდა, როგორც ჩემს მოსვლამდე იყო. ერთი წუთით თვალებში ჩამხედა და ყველაფერს მივხვდი. მან ყველაფერი დაინახა, აბსოლიტურად ყველაფერი. ვიცოდი სკანდალს არ ამიტეხავდა და არც ჩხუბს დამიწყებდა, ერთ საყვედურსაც არ მეტყოდა ამაზე, მაგრამ მისი ხასიათი ვიცოდი და იმასაც კარგად ვხვდებოდი, რა მოყვებოდა ამას. ის, რაც მე ყველაზე ძალიან არ მინდოდა ზურასთან დამმართნოდა. ვიცი, რომ ამას უბრალოდ ვერ გადავიტან. ხელები მომკიდა, მის გვერდით დივანზე ფრთხილად გადამსვა. თვითონ ადგა და სიგარეტს მოუკიდა. - ზემოთ ადი და შხაპი მიიღე, უჩემოდ დაიძინე. საბუთებს უნდა გადავხედო მე, - მითხრა და სიგარეტის ბოლი გამოუშვა. ვიცოდი, რომ საბუთები უბრალო მიზეზი იყო, ახლა ჩემთან ყოფნა არ უნდოდა. ყველაფერი დაინახა და უბრალოდ სხვა კაცის შემდეგ არ შემეხებოდა. როცა იცოდა, რომ წუთის წინ სხვა მეხებოდა და სხვა მეფერებოდა. მისთვის ეს საშინლად აუტანელი იყო, ვიცოდი ახლა მას გულში რა ემართებოდა და ჩემი სისუსტის გამო ჩემივე თავი მძულდა. დივანიდან წამოვდექი და მის წინ დავდექი, არ ვიცოდი რა გამაკეთებინა, ასე მხოლოდ ზურასთან ვარ. - ზუურ, - მხოლოდ ეს ვთქვი და თვალები ცრემლებით ამევსო. არ მინდოდა, რომ ეს მას დაენახა და თვალები ძირს დავხარე, იატაკს მივაშტერდი. თითით ნიკაპი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. იქ ყველაფერს დაინახავდა, რასაც მე ვერ ვიტყოდი. - დაწექი და მეც მოვალ, - მითხრა და თვალი ამარიდა. ვერ იტანდა ჩემს ცრემლებს, ჩემი დამხარება როცა არ შეეძლო საშინლად ბრაზდებოდა. მას ზურგი ვაქციე, კიბეებზე ავედი და პირველი ცრემლიც ჩამომიგორდა ლოყაზე... სულელი ვარ! შხაპის ქვეშ ერთი საათი ვიდექი, მინდოდა სანდროს ხელები ჩამომებანა. პიჟამო ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი, იქ სადაც ზურა წევს. მისი ბალიში ჩავიხუტე და დავსუნე. მე რომ მიყვარს ისეთი სუნი აქვს, ჩემი ზურას სუნი. ვუყურებდი მის ბალიშს და ცრემლები თავისით მომდიოდნენ უაზროდ. საშინელი მარტოობა ვიგრძენი... ჩემი ზურა მინდოდა, მისი ჩახუტება და მისი ალერსი. დროის უკან დაბრუნება მინდოდა, იმ ბარში საერთოდ არ მივიდოდი. ბევრი რამეც მომინდა.. ზურას ბალიში უფრო ჩავიხუტე და თვალები დავხუჭე, ჩემ წარმოსახვაში მაინც ვიქნებოდი მასთან, თვითონ დიდი ხანი არ მოვიდოდა ჩემთან...
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 3:33 PM | შეტყობინება # 42 |
842
Offline
| VI თავი
მეორე დღეს, დილით გაღვიძება არ მინდოდა. ვიცოდი, ისევ ზურას ცივი სახე უნდა დამენახა, ამას კი ვერ გავუძლებდი. ერთადერთი გამოსავალი კი უნივერსიტეტსში წასვლა იყო, ლექტორებს ჩემს თავს გავახსენებ. საწოლიდან ძლივს ავდექი, ლოგინის მეორე მხარეს დავხედე, ისევ ისეთი იყო როგორიც გუშინ. მივხვდი, რომ ზურას ღამე აქ არ ეძინა, ამის იმედი არც მქონდა. სახლში სხვა ბევრი საძინებელია, ალბათ რომელიმეში შევიდოდა. ან უფრო უარესი-თავის კაბინეტში დაიძინებდა. სინდისმა შემაწუხა, თან ძალიან. ზურა ასეთ რამეს არასდროს არ გამიკეთებდა, მე კი ის დავამცირე. ჩემი საქციელით ასე გამოვიდა, არაფრად არ ჩავაგდე. მინდოდა ეს სიტუაცია რამენაირად გამომესწორებინა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი როგორ. ახლა ყველაფერი ზურაზე, მის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ჩანთა არ ამომილაგებია, ახლა არაფერში არ ვიყავი დარწმუნებული. ვიწრო ჯინსი, შავი გრძელი მაისური და შავი ფეხსაცმელები ჩავიცვი მაღლებზე. ჩემი მაღალქუსლინი ფეხსაცმელების კოლექციაში ეს ყველაზე დაბალქუსლიანი იყო. შავ, პატარა ზურგჩანთაში ყველა საჭირო ნივთი ჩავდე. მაკიაჟის გაკეთება არ მინდოდა, უბრალოდ ბლესკი წავისვი, ღრმად ამოვისუნთქე და ქვემოთ ჩავედი. მაინტერესებდა ზურას რეაქცია, ან საერთოდ სახლში თუ იყო. თუმცა ის არაა ისეთი ადამიანი, რომ პრობლემებს გაექცეს. სასტუმრო ოთახში შევედი, ის იქ არ იყო. ჩანთა სავარძელში ჩავდე და სამზარეულოში გავედი. ზურა მაგიდასთან იჯდა, ყავას სვამდა და გაზეთს კითხულობდა. როგორ ვერ ვიტან, როცა ასე იქცევა. ასე მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა ცუდ ხასიათზეა. ვიცოდი, გაზეთის აზრზს ტვინს არ აყოლებდა, მაგრამ მაინც ჯიუტად ეჭირა. - დილამშვიდობისა, - ვუთხარი გაუბედავად. გაზეთს თვალი ძლივს მოაშორა, მხოლოდ ერთი წუთით შემომხედა, მგონი ვერც ვერაფერი ვერ დაინახა და ისევ გაზეთს მიუბრუნდა. - დილამშვიდობისა, - ჩაიდუდღუნა. მისი საქციელი ძალიან მეწყინა, მაგრამ ვიცოდი, რომ ვიმსახურებდი. ამ სიტუაციაში უკმაყოფილებას ვეღარ გამოვხატავდი, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. მაცივრიდან ანანასის წვენი გამოვიღე და მის წინ დავჯექი. მადა არ მქონდა და მარტო წვენს ‘ვწრუპავდი.’ - უნივერსიტეტში მივდივარ, - განვუცხადე მას. ყურადღებაც არ მოუქცევია, უბრალოდ თავი დააქნია. ამან საბოლოოდ გამაცოფა, ყველაფერი დავივიწყე და ფეხზე წამოვვარდი. მასთან მივედი და გაზეთი ხელიდან გამოვგლიჯე. - ძალიან საინტერესოა? - ვკითხე. - კი, თან ძალიან, - გამიღიმა და სცადა გაზეთი გამოერთმია ჩემთვის. - აააპპ, - ხელი უკან გავწიე. - თამაში მოგინდა ელე? - გაეცინა. - სულაც არა, - შევუბღვირე. - ელენე მომეცი გაზეთი, - წყნარად მითხრა და ხელი გამომიშვირა. - გაზეთი? ინებეთ, - გაზეთი რამდენჯერმე გადავხიე ისე, რომ მისგან მხოლოდ ნაკუწებიღა დარჩა. მის გამოწოდილ ხელში ჩავუდე და სამზარეულოდან გამოვედი. სასტუმრო ოთახში შევედი და ჩანთა ავიღე, აქედან უნდა წავსულიყავი. უნივერსიტეტამდე ჯერ ადრე იყო, ამიტომ ქუჩაში ბოდიალი მომიწევდა. უკვე კარებთან ვიყავი, რომ ზურამ მკლავში ხელი ჩამავლო და მისკენ მიმატრიალა. - ჩემი უნდა დავიბრუნო, - მითხრა მან და კედელთან მომამწყვდია, თვითონ ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან, მთელი სხეულით მეხებოდა და ხელს ხელზე მაგრად მიჭერდა. - მაინც რას გულისხმობ? - გამომწვევად ვკითხე. - აი ამას, - ჩემს ტუჩებს უცებ მხეცივით დაეწაფა. მეც სწორედ ეს მინდოდა. ჩანთას ხელი გავუშვი და ხელები კისერზე მაგრად შემოვხვიე. ხელი თმებში შემიცურა და მაგრად მომქაჩა. მეტკინა, მაგრამ მაინც გადავიკისკისე. - არანორმალური ხარ, - მითხრა მან და ყურსქვემოთ მაკოცა. - შენც თქვი ახალი რა, - გავუცინე და მოუთმენლად ვაკოცე. მის სხეულს მთლიანად მივეკარი, მინდოდა არსად გამეშვა. გულის ცემა გამიხშირდა და სუნთქვა შემეკრა ამდენი ემოციისგან. მინდოდა მეგრძნო ის, მთლიანად... ჩემი ზურა... მის ტკბილ სუნთქვას ვგრძნობდი და ნელ-ნელა გონებასაც ვკარგავდი, მთელ სხეულში ძალა გამომეცალა, ზურას რომ არ ვეჭირე, ალბათ წავიქცეოდი. სახეზე ხელებით მეფერებოდა და თბილად მიღიმოდა. - ჩემი ელე, შენს თავს არავის არ დავუთმობ! მარტო მე მეკუთვნი, ჩემი ქალი ხარ, - ტუჩთან ახლოს მაკოცა და ჩემს მარჯვენა ფეხს მაღლა აყვა. ახლა ვინანე, რომ დღეს კაბა არ ჩავიცვი. - არც მე არ დაგთმობ არასდროს, მაგრამ... - დამთავრება აღარ მაცადა, ტუჩებს მოწყურებული მხეცივით დაეწაფა, ხელში ამიტაცა და კიბეებზე აირბინა. ვეღარ ითმენდა, ვეღარც მე ვითმენდი... იმ დღეს უნივერსიტეტში რა თქმა უნდა არ წავსულვარ, არც მინდოდა. რომ მდომებოდა, მაინც ვინ გამიშვებდა... ზურას სულ მიხუტებული დავყავდი, თითქოს ჩემი დაკარგვის ეშინოდა. მე კი ვიცოდი, რომ მას არასდროს არ მივატოვებდი. ვერანაირი სანდრო ვერ გადამაწყვეტინებდა ამას. სულ მეუბნებოდა:’შენნაირი ქალისთვის ნებისმიერი კაცი ყველაფერს გააკეთებსო.’ მე კი არ მინდოდა ‘ნებისმიერი კაცი’ მე მხოლოდ ზურა მინდოდა. ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა, დღეები თავისთვის მიდიოდა... სანდროც აღარ გამოჩენილა და ეს მახარებდა. ჩემი წუთიერი სისუსტე მეც და ზურამაც დავივიწყეთ და ისე ვიქცეოდით, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ამისთვის კი მისი მადლობელი ვიყავი. უნივერსიტეტში გამოცდები დამეწყო, სწავლას ხელი სერიოზულად მოვკიდე, ამიტომ დრო თითქმის აღარ მქონდა. ახლა ზურასთან მთლიანად გადავსახლდი. ნიას სახლიდან ყველა ჩემი ნივთი წამოვიღე და ახლა ეს სახლი მხოლოდ ზურასი აღარ იყო, ეს უკვე ჩვენი სახლი იყო. ‘ჩვენი სახლი...’ ძალიან მომწონდა ეს ორი სიტყვა ერთად, ამიტომ ხშირად ვამბობდი. ზურას ამაზე ეცინებოდა, მაგრამ სიამოვნებდა კიდეც. ერთხელ გამეხუმრა, შენ მგონი დაოჯახებაზეც არ იტყვი უარსო. ეს არ მესიამოვნა, დაოჯახებაზე არც მიფიქრია. მე ისევ იმ აზრზე ვიყავი, რომ მხოლოდ შვილი მინდოდა. ზურას ნათქვამი ხუმრობაში გავატარე, დავეჯღანე და საუბარი შეუმჩნევლად სხვა რამეზე გადავუტანე. უნივერსიტეტში გამოცდები ჩავაბარე და ახლა თავისუფალი ვიყავი. ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად დავწერე და არ ვნერვიულობდი. თუმცა ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ აღარაფერზე ვნერვიულობდი. არაფერზე, ერთი რამის გარდა... ვგრძნობდი, რომ ჩემში რაღაც შეიცვალა, მთლიანად მე შევიცვალე... იმაზე უფრო საშინელი ხასიათი გამიხდა ვიდრე მქონდა. მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა. ზურა სულ გავაგიჟე, დღეში იმდენ შოკოლადს ვჭამდი, რომ მაცივარშიც ვეღარ ეტეოდა. შოკოლადი ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ასეთი ‘შემოტევებიც’ ხშირად მქონდა ხოლმე და არ მიკვირდა. ზურა მაშაყირებდა, იმდენ შოკოლადს ჭამ, მალე ჩვენ მეზობელ კაცს გადაუჯოკრავო. ჩვენი მეზობელი კაცი კი ალბათ 200 კილო იყო. საშინლად მსუქანი იყო, მისი ბრალიც არ იყო, საერთოდ არაფერს არ ჭამდა, მაგრამ ავადმყოფობა სჭირდა. ზურას ჯინაზე ყოველ დღე ვამოწმებდი ჩემ წონას და მხოლოდ რამდენიმე გრამი მქონდა მომატებული უმნიშვნელოდ. ჩემ შოკოლადის მანიას უკვე ყურადღებას აღარავინ აქცევდა, მეც მივეჩვიე ღამე გაღვიძებებს და შოკოლადის ჭამას. ას ყველაფერი ჩვეულებრივად მეჩვენებოდა, სანამ ჩემში სხვა ცვლილებებიც შევამჩნიე. შუადღისას გულის რევები ხშირად მქონდა ხოლმე, დილაობით თავბრუც მეხვეოდა. ზურა მთელი დღეები მუშაობდა, სახლში მხოლოდ საღამოს მოდიოდა და საბედნიეროდ ვერაფერს ვერ ამჩნევდა. სამაგიეროდ ჩემი მეგობარი სოფო ყველაფერს კარგად აკვირდებოდა, მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. ნია და სალო დაკავებულები იყვნენ. როგორც იქნა ორივეს გამოუჩნდა ისეთი ბიჭი, რომელმაც მათი გული მოინადირა. ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ამავე დროს გამიხარდა, რომ ჩემი მეგობრებიც ბედნიერები იყვნენ. ერთადერთი სოფო იყო თავისუფალი. ამიტომ, როცა ზურა სამსახურში იყო, მე და სოფო სულ ერთად ვიყავით. ის ყველაფერს ამჩნევდა და დუმდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა, ოთახში საწოლზე დამსვა, ის ჩემს წინ სავარძელზე დაჯდა და წყნარად დაიწყო საუბარი. - დავიჯერო ვერ ხვდები რა მოგდის? - თვალები მოჭუტა მან. - რას გულისხმობ? - თავი მოვისულელე. ყველაფერი კარგად მესმოდა და ყველაფერს ვხვდებოდი, მაგრამ ამის აღიარება არ მინდოდა. არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე მალე მოხდებოდა. არ ვიცოდი მზად ვიყავი თუ არა ამისთვის, ზურას რეაქციაზე ფიქრი საერთოდ არ მინდოდა. - თავს ნუ ისულელებ, არ გამოგდის, - შემომბღვირა სოფომ. - უბრალოდ... სოფ... მეშინია, - დავიჩურჩულე. - აი, ხომ ხედავ, მაინც ვაღიარე, - ხმას ავუწიე და ხელები ავიქნიე. - არაუშავს ელ, საშიში არაფერია. მე ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ, - გამიღიმა და ხელი ჩამკიდა, სახლიდან გამიყვანა და თავის მანქანაში ჩამსვა. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ არ ვიცოდი სად მივყავდი. - სად მივდივართ? - ცოტაც და პანიკაში ჩავვარდებოდი. - რამდენი ხანია მეგობრები ვართ... არ მენდობი? - ნაწყენი ხმით მკითხა. - ნუ სულელობ რა სოფიკო, - გავბრაზდი. - ხოდა, მაშინ გაჩუმდი, - მანქანა დაქოქა და მაღალი სიჩქარით სადღაც გააქანა... არა... მაინც მეშინია...
| |
|
|