არ დავთმობდი, მაგრამ...
|
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2012-04-28, 8:21 PM | შეტყობინება # 20 |
842
Offline
| III თავი
ესეც ასე! დღეისთვის საფიქრალი აღარაფერი მაქვს. ზურას შევურიგდი, ლელა უკმაყოფილო სახით გაგვშორდა და ახლა ჩემს დაქალებთან და ზურასთან ერთად კაფეში ვზივარ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დღით ვისიამოვნე. თუ რა თქმა უნდა, რამემ არ ჩამიშხამა... და ეს ‘რამე’ უკვე გამოჩნდა. დავინახე, როგორ ამოდიოდნენ კიბეებზე ჩემი და, და მასთან ერთად ვიღაც კაცი. უკან კი ხტუნვა-ხტუნვით ჩემი დიშვილი-მაკო მოყვებოდათ. კაცს კარგად დავაკვირდი. საკმაოდ სიმპატიური იყო, კარგადაც ეცვა და ჩემი საყვარელი-ცისფერი თვალები ჰქონდა. ვგიჟდები ცისფერ თვალებზე, ვინმეს თვალები თუ მომეწონა, მერე მთელი დღე ვცდილობ მისი მზერა დავიჭირო და ასე ვუყურო. ბევრჯერ უხერხულ მდგომარეობაშიც ჩავვარდნილვარ ამის გამო, ზოგს ალბათ გიჟიც ვეგონე... ამ კაცსაც ისეთი თვალები ჰქონდა, აქედანაც კარგად ვხედავდი, რომ მას ძალიან ლამაზი და ღრმა თვალები ჰქონდა. ზურამ ჩემს მზერას თვალი გააყოლა და იქ მამაკაცი რომ დაინახა, არ ესიამოვნა, სახე გაუმკაცრდა. სახე ჩემს ყურთან ახლოს მოიტანა და ჩამრჩურჩულა. - თვალები სხვაგან ნუ გაგირბის საყვარელო. გავუცნიე და წინ გადავიხარე, წვენით სავსე ჭიქა ავიღე და ერთიანად მოვიყუდე. - რა არის ელე, არ დაიხრჩო, - გაეცინა სოფოს. - შენ მაგაზე არ ინერვიულო, - თვალი ჩავუკარი. თავი ზურასკენ მივწიე და ჩუმად ვუთხარი. - ზურ, არ შეიძლება ასეთი კარგი კაფე გქონდეს. - ვითომ რატომ? - გაუკვირდა მას და ეჭვით შემომხედა. - ხომ ხედავ, ისეთი კარგი კაფეა, რომ ყველა სიმპატიური კაცი აქ შემოდის. მარტოები არ არიან, მაგრამ არც ესაა პრობლემა, - მხრები ავიჩეჩე და გავუცინე. - შენს ხელში მგონი კაფის აბრაზე უნდა დავაწერო ‘მამაკაცებისთვის შესვლა აკრძალულია.’ მერე რაღას იტყვი, სულ ქალები რომ იქნებიან, - ჩემს პროვოკაციაზე არ წამოეგო ზურა. - ორიენტაციის შეცვლას არ ვაპირებ, - სიცილით ვუთხარი და სკამიდან წამოვდექი. - საით? - ხელი დამიჭირა და ქვემოდან ზევით ამომხედა. - საყვარელი უნდა ვნახო, - ტკბილად გავუღიმე. - ვინოო? - ერთად წამოიყვირეს გოგოებმა. მათკენ მივტრიალდი და თვალი ჩავუკარი. ყველაფერს მიხვდნენ, მაგრამ მაინც გაკვირვებული სახეები ჰქონდათ. ეტყობა არ ეგონათ, თუ დღეისთვის ‘სცნების’ ჩატარებას კიდევ ვაპირებდი. ზურას ხელი გავაშვებინე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდი, ზურა სკამიდან მაშინვე წამოდგა და მკლავზე მაგრად მომიჭირა ხელი. - ნუ თამაშობ ელე, მიდი დაჯექი, - მითხრა ძალიან მშვიდი ხმით. მისი სახე ჩემს სახესთან ძალიან ახლოს იყო... ყურთან ახლოს მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი და მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. მან ეს იგრძნო და ამით ისარგებლა.. წელზე ხელი მაგრად მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. ახლა ძალიან მინდოდა მთელი სხეულით მივკროდი ზურას და ვნებიანად მეკოცნა, მაგრამ თავს ვიკავებდი. მთელი ჩემი ძალა მოვიკრიბე და მას თვალებში შევხედე. - გამიშვი ზურა, - ვუთხარი წყნარად. - რომ არა? - სიცილით მკითხა და წელზე ხელი უფრო მომიჭირა. - მაგას მერე ნახავ, თუ ხელს არ გამიშვებ, - ახლა უკვე მკაცრი ტონი მქონდა. - არ შემაშინო ერთი. იცი რა საყვარელი ხარ როცა ბრაზდები? გაბრაზებული პატარა კნუტი... - ბოლო სიტყვები დაიჩურჩულა და ტუჩთან ახლოს მაკოცა. - გეყო უკვე დღეისათვის კოცნები, - გავუღიმე. მან ხელები მოადუნა და თბილად გამიღიმა, მე კი ამით ვისარგებლე და ხელიდან დავუსხლტდი. იმ მაგიდისკენ წავედი, სადაც ლიკა და ის ვიღაც კაცი იჯდა, მისთვის ზედმეტად სიმპატიური კაცი... უკან ზურას მწველ მწერას ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ არ გამომეკიდებოდა. თავის ადგილას დაჯდებოდა და მშვიდი გამომეტყველებით უყურებდა ჩემს საქციელს. თუ ძალიან გადავაჭარბებდი, მხოლოდ მაშინ ჩაერეოდა. უკვე თითქმის მათ მაგიდასთან ვიყავი, ისინი კი ვერ მამჩნევდნენ, საუბრით იყვნენ გართულნი. უკან მივიხედე, თვალი ჩვენს მაგიდას შევავლე და ზურა დავინახე, რომელიც მაგიდასთან წყნარად იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ვიცოდი, რომ ეს სიწყნარე მოჩვენებითი იყო, ამ სიტუაციაში არ დამანახებდა, რომ ეჭვიანობდა. გოგოები კი მოტრიალებულები იყვნენ და პირდაღებულები უყურებდნენ ლიკას, მის ნახვას აქ არ ელოდნენ. მეც ძალიან გამიკვირდა, როდის აქეთ იყო, რომ ლიკა კაფეებში დადიოდა, თან ასეთ კაფეში. მათ მაგიდასთან მივედი და წინ დავუდექი. პირველმა იმ სიმპატიურმა კაცმა შემამჩნია, ჩემსკენ გამოიხედა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. მერე კი რაღაც უცნაურად ჩაიცინა და მისი ზღვისფერი თვალები შემომანათა. მეც პირდაპირ თვალებში ვუყურებდი. არ მინდოდა გვერდზე გაეხედა, მინდოდა სულ მისი ლამაზი თვალებისთვის მეცქირა, ისინი საშინლად მიზიდავდნენ და მათ უსასრულობაში ვიკარგებოდი... ამ კაცმა ჯერ მხოლოდ მისი თვალებით საშინლად მომხიბლა. თითქმის ისე, როგორც ზურამ, პირველად რომ დავინახე... რა იქნებოდა ზურასაც რომ ასეთი თვალები ჰქონდეს? ჩემი საყვარელი თვალები... ფუ, რაებს ვბოდავ! ზურა მაინც სულ სხვაა, ჩემი ზურა... ჯერ ამ კაცს არც კი ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ ‘ჯერ.’ - ელენე, - ფიქრებიდან ლიკას ხმამ გამომარკვია. ძლივს მოვაშორე მზერა იმ ულამაზეს თვალებს და მისკენ გავიხედე. - გამარჯობა ლიკა, - გავუღიმე. - დეიდა! - წამოიყვირა პატარა მაკომ, სკამიდან ჩამოხტა და ჩემკენ გამოქანდა. - გამარჯობა პატარა, - მაკო ხელში ავიყვანე და მის დიდ ლოყებს ვაკოცე. სულ არ გავდა ლიკას. პირიქით, მას ჩემი პატარაობა ჰქონდა, რაც ძალიან მიკვირდა, მაგრამ ამავე დროს მიხაროდა კიდეც. მე და მაკო ქუჩაში ერთად რომ გავივლიდით, ყველას დედა-შვილი ვეგონეთ. ამაზე ლიკა ძალიან ღიზიანდებოდა და ერთი პერიოდი მაკოს არსად გაყვანის უფლებას არ მაძლევდა. იმაზეც ბრაზდებოდა, რომ მის ყოფილ ქმართან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. არადა მშვენიერი კაცია. რა მისი ბრალია, თუ ლიკა უვარგისი ცოლი აღმოჩნდა და ახლა ყველაფერს მას აბრალებს. - დეიდა?! - გაიმეორა იმ კაცმა. ჰმ... სასიამოვნო ხმა მართლაც ჰქონდა, მაგრამ ჩემი ზურა მას მაინც ჯობია..! - ხო, მე და ლიკა დები ვართ. არ ვგავართ არა? ყველას უკვირს, - დავიწყე ტიკტიკი. მე და ლიკა ერთმანეთს არც გარეგნობით და არც ხასიათებით არ ვგავდით. ხასიათები არ მიკვირს, მაგრამ სულ მიკვირდა ვის დაემსგავსა ასეთი. არა, ვერ ვიტყვი, რომ უშნო და შეუხედავია, მიანც ჩემი დაა ბოლოს და ბოლოს. უბრალოდ მას არ ჰქონდა ტანის ისეთი მოყვანილობა, როგორიც მე და დედას გვაქვს. გრძელი, სწორი ფეხები, დიდი ტუჩები და პატარა ცხვირი. დედა ახალგაზრდობისას მოდელი იყო და მისგან გამომყვა ასეთი კარგი ტანი. ლიკას კი დიდი ცხვირი ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე ოპერაციის დამსახურებით, ჩემ ცხვირს ჰგავდა. არც ტანი ჰქონდა შესაშური. დიდი ვერაფერი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სახე კი ჰქონდა. ერთი შეხედვით ძალიან თბილი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. მის მაგალითზე ვისწავლე, რომ ადამიანი გარეგნობის მიხედვით არ უნდა შეაფასო. ხასიათებით სულ არ იყო თბილი ადამიანი, მხოლოდ მაკოსთან იყო თბილი და გულთბილი, მისი შვილია ბოლო-ბოლო. - ჰოო... მართლაც არ გავხართ ერთმანეთს, - გაიცინა და ისევ ამათვალიერა. - ელენე, შენ აქ რა გინდა? - დაბნეულად მკითხა ლიკამ. მის კითხვაზე გამეცინა, რა ჭკვიანური კითხვაა... - იგივე კითხვა მაქვს შენთანაც. მე აქ ყოველ დღე დავდივარ, აი შენ კი ასეთ დაწესებულებებში სიარულს მიჩვეული არ ხარ, - ჩემი მწარე ენა მაინც გამოვაჩინე. - ახლა შეეჩვევა, - ჩაურთო კაცმა. - შენ თუ შეაჩვევ არ ვიცი. მე კი უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს, - ირონიულად ჩავიცინე. - ელენე დასვი ბავშვი, - მითხრა მკაცრი ხმით. - როგორც გინდა, მაგრამ მძიმე სულ არ არის. მაკო ძირს დავსვი და მისკენ დავიხარე. ამ დროს კაბა უფრო მაღლა ამეწია და ჩემი ფეხები გამოაჩინა. - რაო პატარა, ისეთი მსუბუქი ხარ შენს ასაკთან შედარებით. სახლში ხომ არ გაშიმშილებენ ჩემი წამოსვლის მერე? - როგორც ვხედავ, ირონია ისევ შეგრჩენია, - მითხრა ლიკამ და მაკო კალთაში ჩაისვა. - ირონია ჩემი ერთგული მეგობარია, - თვალი ჩავუკარი. სახეზე აწითლდა. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ საშინლად ბრაზდებოდა, ცოტაც და წყობილებიდან გამოვიდოდა. მითუმეტეს ის არ მოსწონდა, რომ აქ, იმ კაცის წინაშე ასე ველაპარაკებოდი. უცნობისკენ მივტრიალდი და დამაბრმავებლად გავუღიმე. - ამდენი ხანია აქ ვარ და შენი სახელიც არ ვიცი, - დანანებით წარმოვთქვი. - ბაჩო, - გამიღიმა მან. მე ხელი გავუწოდე, ის კი სკამიდან წამოდგა, ჩემი ხელი მის დიდ ხელში მოიქცია და ტუჩებით შეეხო მას. თან პირდაპირ თვალებში მიყურებდა. ზურასთვის ეტყობა ეს ბოლო წვეთი იყო, სკამიდან წამოდგა და ჩვენთან მოვიდა. სწორედ ამ დროს ბაჩომ ხელი გამიშვა. ზურამ კი მას გამანადგურებელი მზერით შეხედა. - ჩვენი წასვლის დროა ძვირფასო, - მითხრა მან და წელზე ხელი მომხვია. - თქვენ ხომ ამ კაფის მეპატრონე ხართ, - იცნო ბაჩომ. - ასეა, - ცივად უპასუხა ზურამ. როგორ მსიამოვნებდა, როცა ის ეჭვიანობდა. როცა მასთან ერთად ვიყავი და სადმე ახალგაზრდა მამაკაცს დავინახავდი, ყოველთვის გამომწვევად გავივლიდი მის წინ, ისიც რა თქმა უნდა თვალებს გამომაყოლებდა. ზურა კი ამაზე გიჟდებოდა. იცოდა, რომ ამას სპეციალურად ვაკეთებდი, მაგრამ როგორც ის ამბობდა, ვერ იტანდა, როცა მის საკუთრებას სხვა ასეთი თვალებით უყურებდა. ისეთით, როგორითაც ყველა კაცი მე მიყურებდა ქუჩაში. - ამ კაფის მეპატრონე ზურა, - ლიკა ფეხზე წამოდგა და ზურას გაუღიმა. - მე ელენეს და ვარ, ლიკა. - ლიკა, შენი პერსონა აქ არავის აინტერესებს, - ხელი ავუქნიე და ზურას მივუტრიალდი. - წავედით? - ჩანთა აიღე, - თბილად გამიღიმა და მისი თბილი ხელი ჩამკიდა. მიყვარს, როცა ასე დავდივართ ქუჩაში, ხელჩაკიდებულები.. კაბაზე რაღაც მოქაჩვა ვიგრძენი და ქვემოთ ჩავიხედე. იქ კი მაკო იდგა და ბავშვურად მიღიმოდა. - ჩემი საყვარელი პატარა, - დავიხარე და ხელში ავიყვანე. ჩემი ძმის გარდა იმ სახლში საიდანაც წამოვედი, მეორე ადამიანია რომელიც ნერვებს არ მიშლის და სიგიჟემდე მიყვარს. - ხომ კიდევ გნახავ? - მკითხა ენის ჩლიფინით. - რა თქმა უნდა, თან სულ მალე, - გავუღიმე და ძირს დავსვი. - სულ მალე? სახლში დაბრუნებას თუ არ აპირებ როგორ... ჩაერია ლიკა. - ეგ შენ არ გეხება, - უხეშად ვუთხარი, ზურას ხელი ჩავკიდე და მაგიდისკენ წავედი. გოგოებს დაემშვიდობა და მერე მე შემომხედა. - მანქანაში დაგელოდები, - მითხრა. ხელებით სახე დამიჭირა და მაკოცა. წინააღმდეგობა არც მე გამიწევია, მის სხეულს მთლიანად მივეკარი და ხელები კისერზე შემოვხვიე. მაგრამ ისე უცებ გამცილდა, და სიცილ-სიცილით კიბეებისკენ გაემართა. - საზიზღარი, - ჩავიბურტყნე ჩემთვის. - მიდიხართ? - მკითხა სალომ. - აჰა, - თავი დავუქნიე და ნიას ჭიქიდან წვენი მოვსვი. - ანუ დღეს სახლში არ გელოდო, არა? - ეშმაკური ღიმილით მკითხა ნიამ. - ჩემი მიხვედრილი, - გოგოებს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და გასასვლელისკენ წავედი. გარეთ როგორც კი გავედი, მაშინვე ზურას საშინლად დიდი შავი ჯიპისკენ წავედი და ძლივს ავხტი მანქანაში. - ეს და ჰამერი რამ გაყო რა, მომტყდა ფეხები აქ ჩახტომა-ამოხტომით, - დავიწყე ბუზღუნი. - აქამდე ძალიან მოგწონდა, - გამიღიმა მან. - აქამდე შენ მეხმარებოდი, - ტუჩები გავბუსხე. - ახლაც დაგეხმარები, - ხელი სახეზე ნაზად მომისვა. - ახლა ის მითხარი, შენმა დამ სახლიდან წამოსვლაზე რაც თქვა. ვიცოდი, რომ ამას ყურადღებას მიაქცევდა. ამის დამალვას არც ვაპირებდი, ყველაფრის თავიდან მოყოლა დავიწყე... სწორედ მაშინ დავამთავრე თხრობა, როცა ზურამ სახლის წინ მანქანა გააჩერა. უხმოდ გადავიდა და ჩემი მხრიდან კარები გამიღო. ხელში ამიყვანა და მანქანიდან ისე გადამიყვანა. - არაუშავს ჩემი ლამაზი, ახლა ყველაფერს მე დაგავიწყებ, - მითხრა და ჩემს ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა. აი ჩემი ადგილი სად არის, მასთან... მხოლოდ მასთან ვგრძნობ ასე თავს, სხვა კაცები ჩემი ღირსი არ არიან..! მანქანა დაკეტა და ხელში აყვანილი მის უზარმაზარ სახლში შემიყვანა, მეორე სართულზე ავიდა და ჩემი საყვარელი ოთახის კარებისკენ წავიდა. ახლა მართლა ყველაფერი დამავიწყდება...
| |
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: შაბათი, 2012-04-28, 8:30 PM | შეტყობინება # 21 |
225
Offline
| | |
|
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2012-04-28, 10:12 PM | შეტყობინება # 23 |
842
Offline
| IV თავი
ვუყურებდი ზურას, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და თან მე მიღიმოდა და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ასეც იყო, მე ბედნიერი ვიყავი..! მასთან ერთად თავს სულ სხვანაირად ვგრძნობდი, თითქოს სულ სხვა ადამიანი, სულ სხვა ელე ვიყავი. და ეს მსიამოვნებდა, მიყვარდა ყველა ის შეგრძნება რასაც მასთან ერთად განვიცდიდი. მისი თბილი ღიმილიც მიყვარდა და მისი თვალები, რომლებიც ყოველთვის მე მიყურებდნენ ისე, როგორც სხვას არავის. მისი ერთი გამოხედვით მაგრძნობინებდა, რომ მე მისი ვიყავი და მას ვჭირდებოდი. ჩემთვის კი იმაზე ბედნიერება არაფერი არ იყო, როცა ზურა ისე მიყურებდა, როგორც ახლა და მაგრძნობინებდა, რომ ვჭირდებოდი, ჩემს გარეშე არ შეეძლო. ჩვენს შორის იყო რაღაც ისეთი კავშირი, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. მე მისი ვიყავი, ის კი ჩემი. ერთი მთლიანობა ვიყავით... და ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური კავშირი. ვგრძნობდი, რომ მასთან სხვა რაღაცით ვიყავი დაკავშირებული. რაღაც უფრო ძლიერით და უხილავით. მაგრამ მიყვარდა კი ის? ამ კითხვას ყოველთვის თავს ვარიდებდი. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიყვარდა და ის ურთიერთობაც მარცხით დამთავრდა. სიყვარულს ყოველთვის გავურბოდი, თითქოს მისი მეშინოდა, არ მინდოდა მის გამო დავტანჯულიყავი. სწორედ ამიტომ გავურბოდი ამ კითხვასაც. არ მინდოდა ზურა შემყვარებოდა, მერე კი მას თოჯინასავით მივეგდე და ამით დავტანჯულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ზურა არ ‘მიმაგდებდა’ და არ მიმატოვებდა, თუ მე ამას მე არ მოვისურვებდი. თუმცა ორივემ კარგად ვიცოდით, რომ მე ეს არ მომინდებოდა. ზურა არ დამთმობდა, არც მე დავთმობ მას, არასოდეს. არ მიყვარს, როცა ვინმე გზაზე მეღობება, მითუმეტეს თუ ეს ზურას ეხება. ერთხელ ნიამ მითხრა, ფრთხილად იყავი არ შეგიყვარდესო.Mმე კი ამაზე გამეცინა და ვუპასუხე, რომ სიყვარულის აღარ მჯეროდა, ის უბრალოდ ჩვენი ილუზიაა და სინამდვილეში არ არსებობს. ეს მხოლოდ მიჩვევაა, რომელსაც რაღაც დროის მერე ადამიანები სიყვარულს არქმევენ. ეს რომ ვუთხარი, ნიამ კინაღამ თავში რაღაც ჩამარტყა. რომ შეგიყვარდება მერე ნახავო, მე კი არ მჯერა რომ ვინმე შემიყვარდება... თუმცა თუ მიჩვევა სიყვარულია, მე ზურას უკვე საკმაოდ შევეჩვიე, ზედმეტადაც კი... ვგრძნობ, რომ მასზე ვარ დამოკიდებული... - რაზე ფიქრობ ასეთი სახით? - მკითხა ზურამ და საწოლზე ჩამოჯდა. - არაფერზე, - გავუღიმე და კისერზე ხელები მაგრად შემოვხვიე. მან კი ჩემ შიშველ წელზე მისი თბილი ხელი დამადო და მისკენ მიმიზიდა. - მაინც? - მკითხა მან ეშმაკური ღიმილით და ჩემი სახის შესწავლას შეუდა. თითებს სახეზე ნაზად მისვამდა და თან ძალიან თბილად მიღიმოდა. - ისეთზე არაფერზე, - თავი გავაქნიე და მხარზე თავი დავადე. - ელეე, - პატარა ბავშვივით შემომხედა. თავს არ დამანებებდა, სანამ არ ვეტყოდი. - მაკოზე და ჩემ ძმაზე ვფიქრობდი, - რაც შემეძლო დამაჯერებლად მოვიტყუე. - მაკო მომენატრება. ლიკა მისი ნახვის უფლებას არ მომცემს, - ეს საკითხი კი ნამდვილად მაწუხებდა, მაგრამ მასთან დანებებას მაინც არ ვაპირებდი. - ეგ გაწეხებს ჩემი სულელი? - გაიცინა და თავზე მაკოცა. - შენთვის ეს უაზრობაა, - გავბრაზდი. - ნუ ბრაზდები. შენ ძმას ისედაც ნახავ ხოლმე როცა მოგინდება, იმ პატარაზე კი ნეტავ რა გადარდებს, გადაიტან რამენაირად. - იმ პატარას სახელი აქვს-მაკო, - ახლა კი ნამდვილად გავბრაზდი. - ჰო, სახელი ყველას აქვს, - ჩაიცინა. - ხომ იცი, პატარები არ მიყვარს, მაღიზიანებენ, - დაიჭყანა. - ხოდა იყავი მთელი ცხოვრება მარტო, - რაღაცნაირად ნიშნის მოგებით ვუთხარი, თვითონაც არ ვიცი რატომ. - მარტო რატომ? შენ ხომ მყავხარ, - გაიცინა და უფრო მიმიხუტა. - მერე სიბერემდე ხომ არ გეყოლები, - გავიცინე. არა, გულის სიღრმეში ნამდვილად არ მეცინებოდა, მაგრამ ასე იყო საჭირო, უნდა გამეცინა. ზურას სხვა ქალთან ვერ წარმოვიდგენდი, სიბერეშიც კი. - რატომაც არა, სად გამირბიხარ, - მხრები აიჩეჩა. - იქნებ გაგექცე, - გავუცინე. - ვერ გაბედავ, - თვალები დამიბრიალა და მერე უდარდელად გამიღიმა. - გინდა ვცადოთ? - გავუცინე და მკლავებიდან უცბად დავუსხლტდი. ოთახიდან სწრაფად გავვარდი და უკვე კიბეზე უნდა ჩამერბინა, რომ მან მკლავში ძლიერად დამიჭირა და მისკენ მიმატრიალა. - არ გამოგივიდა, - მითხრა დამცინავად და კედელთან ახლოს მიმიყვანა, ხელი ჩემი სახის აქეთ-იქიდან დააწყო და თავისი სახე ახლოს მოწია. ვეღარ მოვითმინე და ჩემით ვაკოცე, ხელები გავინთავისუფლე და მის თმებში შევაცურე. მიყვარს, როცა ასე ვნებიანად მკოცნის. - და მაინც, რა დარწმუნებული ხარ, რომ სულ შენთან ვიქნები? - ისევ ჩემსას ვაგრძელებდი. მან არაფერი მიპასუხა, ხელში ამიყვანა და ოთახში საწოლზე დამსვა. გადასაფარებელი ისე გაასწორა, რომ ჩემ შიშველ სხეულს ფარავდა. თვითონაც გვერდზე მომიჯდა და ნაღვლიანად შემომხედა. - ისე ლაპარაკობ, თითქოს უკვე გადაწყვეტილი გაქვს სადმე წასვლა, - ეს ისეთი ტონით და ისეთი სახის გამომეტყველებით მითხრა, რომ გული დამეწვა. ახლა მივხვდი, რომ მისთვის უფრო ბევრს ვნიშნავდი, ვიდრე ის ჩემთვის. ის ჩემზე იყო დამოკიდებული მთლიანად. და არა მხოლოდ ფიზიკურად, ეს სულიერი კავშირიც იყო... - არსადაც არ წავალ, - დავაიმედე. - უბრალოდ... - სიტყვებს ვეძებდი. - შენ ქალი გჭირდება, რომელიც დაგირეცხავს, გაგიუთავებს და მოგივლის. ოჯახის ქალი... მე კი ასეთი არ ვარ და ვერც ვერასდროს ვიქნები. შენც ძალიან კარგად იცი ეს. არ ვიცი საერთოდ რატომ დავიწყე ეს ლაპარაკი. ერთი წუთის წინ მე არ ვამბობდი, რომ ზურას არავის არ დავუთმობდი? ახლა კი მევე ვეუბნებოდი, რომ მას სხვანაირი ქალი სჭირდებოდა, არა ჩემნაირი... - ეგ მე ვიცი როგორი ქალი მჭირდება, - ნაზად გამიღიმა მან. - შენ რომ არ მჭირდებოდე, ახლა შენთან არ ვიქნებოდი და ისეთი ქალის ძიებაში ვიქნებოდი, რომელიც დამირეცხავს, გამიუთავებს და საჭმელს გამიკეთებს. - ახლა ასეთი გჭირდება, ანუ მე... რამდენიმე წლის მერე კი უკვე თბილი, ოჯახური კერა მოგინდება, - ფუ! ნეტავ რაებს ვბოდავ, რა ოჯახური კერა, რის ოჯახის ქალი, რა სისულელეა! ასეთი ქალი რომც გამოჩნდეს, მას მაინც არ დავუთმობ ზურას! თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ყველა კაცს ბოლოს მაინც ასეთი ქალი უნდოდა. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა მითხრა: ,,ელე, ჩვენ, ბიჭები ვის აღარ მოვედებით, რომელ ღობე-ყორეს, ყველა ლამაზ გოგოს ,,დავკერავთ’’ და მოვივლით, მაგრამ ბოლოს მაინც მასთან ვრჩებით, ვისაც ნამდვილი, გულრწფელი სიყვარული შეუძლია და ვინც ოჯახის ქალია, ვისთანაც მყუდრო, პატარა და ლამაზი ოჯახი გვექნება.’’ აი სწორედ ეს სიტყვები გამახსენდა ახლაც. არ ვარ მე ოჯახის ქალი და არც არასდროს არ ვიქნები! ამას არც ზურასთვის არ გავაკეთებ. ,,არ’’ კი არა, ,,ვერ’’ გავაკეთებ. დედაჩემი სულ იმას მიმეორებდა, ეგეთი ხასიათი რომ გაქვს დაიღუპები, ცოლად ვინ მოგიყვანსო. მე კი ვპასუხობდი, ცოლად მოყვანა და ოჯახი არც მინდა, პატარა ფუმფულა ლოყებიანი ბავშვი მინდა-თქო. ამ სიტყვებზე სულ გიჟდებოდნენ ის და მამაჩემი და ხელს ჩაიქნევდნენ, ამის გამოსწორება მაინც არ იქნებაო. - და შენ როგორი ხარ? - ღიმილით მკითხა. - მე ოჯახის ქალი არ ვარ. - აბა? - თავს მაინც არ მანებებდა. - არც მთლად წესიერი, - გამეცინა და თვალი ჩავუკარი. - მე წესიერი ქალები არ მიყვარს, - დამეჭყანა. - გააჩნია შენ ,,წესიერში’’ რას გულისხმობ. აბა მამაჩემს ჰკითხე. ქუჩაში რადენჯერმე თვალი რომ მომკრა, კინაღამ ინფაქტმა დაარტყა კაცს, - გამეცინა. - ჰაჰ, ასეთს რას სჩადიოდი? - სიცილით მკითხა. - ისეთს არაფერს, რასაც სხვა დროს არ ვაკეთებ. ძმაკაცებთან ერთად იყო და ეტყობა ისე შერცხვა, გვერდი ამიარა, არც შემოუხედავს. აი მისმა ბებერმა ძმაკაცებმა კი თვალი გამომაყოლეს, ამაზე ხომ სულ მთლად გაგიჟდა და სახლში ლექციები ჩამიტარა, - სიცილ-სიცილით მოვუყევი. ზურას შევხედე და გამიკვირდა. დაძაბული იჯდა, მუშტები შეეკრა და უაზრო სახით მიყურებდა. არა, მე კი არ მიყურებდა, სადღაც ჩემს იქით, უსასრულობაში. ასე მხოლოდ მაშინაა, როცა საშინლად გაბრაზებულია. ხელზე ხელი დავადე და ფრთხილად ვკითხე: - ზურა რა მოგივიდა? - არაფერი. მამაშენმა დიდი შეცდომა დაუშვა, - თავისთვის ჩუმად თქვა. - არ მითხრა ამაზე გავბრაზდიო, - გამიკვირდა. - მერე მეც კარგი რაღაც გავუჩალიჩე, - ამის გახსენებაზე გულიანად გავიცინე. მაშინ მისი სახე შეუფასებელი იყო. ზურამ პირი გააღო, რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ჩემი მობილურის ხმამ შეაჩერა. საწოლიდან გადავიწიე, იატაკზე დადებული მობილური ავიღე და ვუპასუხე. - გისმენთ. - როგორ არის ჩემი საყვარელი დაიკო? - იკა იყო. - იკაა, როგორ გამახარე. ძალიან კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? მომენატრეე, - მისმა ხმამ ძალიან გამამხიარულა. - მშვენივრად. მეც მომენატრე სულელო. ამიტომაც, ახლა ადექი და ჩემთან მოდი. ჩემ საყვარელ ბარში ვარ მარტო და კომპანიონი მჭირდება. - აჰა კარგი. ჩავიცმევ და ახლავე გამოვვარდები, - გამიხარდა და საწოლიდან მაშინვე წამოვხტი, ტანსაცმლის ძებნა დავიწყე. - არ დააგვიანო. - არ ინერვიულო, გკოცნიი, - ჩავყვირე ტელეფონს და გავთიშე. როგორც იქნა ჩემი კაბა ვიპოვე და მაშინვე გადავიცვი. ზურამ ჩაახველა და ჩემი ყურადღება ამით მიიქცია. - შეიძლება გავიგო ვის კოცნი და საით მიგეჩქარება? მას შევხედე და ტუჩები გავბუსხე. - ჩემი ძმა იყო, ახლა მასთან მივდივარ, - ავუხსენი და ფეხსაცმლის ჩაცმა დავიწყე. საწოლიდან ადგა, ჩემთან მოვიდა და ფეხსაცმელი თვითონ ჩამაცვა. თმები გამისწორა და გამიღიმა. - მალე დაბრუნდი იცოდე, - თითი დამიქნია. - იქიდან ნიასთან შევივლი, გამოსაცვლელ ტანსაცმელს ავიღებ და ისევ შენთან მოვალ, - გავუღიმე და ნაზად ვაკოცე. - გაითვალისწინე, მე კიდევ დიდ ხანს არ გაგიშვებ, შენ კი ტანსაცმელი უნდა გეყოს, - მითხრა და თვალი ჩამიკრა. - აჰა, - თავი დავუქიე. ჩანთა ავიღე და პირველ სართულზე ჩავედი, ზურაც თან მომყვებოდა. - იქ შენებურად არ გაერთო, - გამაფრთხილა და კარი გამიღო. - ჩემ ძმასთან ერთად ვიქნები ბოლო-ბოლო ზურა. დამშვიდობებისას ვაკოცე და სახლიდან გამოვედი. ტაქსი მაშინვე გავაჩერე, ჩავჯექი და ფანჯრიდან ზურას ხელი დავუქნიე, ისევ კარებში იდგა და მიღიმოდა. მძღოლი სწრაფად ატარებდა მანქანას და ნახევარ საათში უკვე ბარის წინ ვიყავი. ფული გადავუხადე და შენობაში შევედი. რა თქმა უნდა, მაშინვე ყველას თვალი ჩემკენ მოიმართა. თვალებით იკა მოვძებნე და მასთან მივედი. - იკუშ, - გადავკოცნე და მის გვერდით სკამზე დავჯექი. - უყურე, ახლა ამათ ჰგონიათ, რომ ჩემი გოგო ხარ და როგორ შურთ ჩემი, - ჩაიცინა მან. - ხედავ რა და გყავარ, დამაფასე, - სიცილით ვუთხარი. - ისე პომადა მაინც წაგესვა, გეტყობა ნიასგან არ მოდიხარ. გაკვირვებულმა შევხედე, ვერ მივხვდი რას იგულისხმა. ჩანთიდან პატარა სარკე ამოვიღე და მხოლოდ მაშინ მივხვდი მისი სიტყვების აზრი. იკას უხერხულად გავუღიმე და ღია ფერის ბლესკი ამოვიღე. - ეხლა სიმართლე მითხარი: მართლა ნიასთან ხარ თუ იმასთან, რა ჰქვია? - ზურა, - შევახსენე. - ჰო, ზურასთან... - გუშინ ნიასთან ვიყავი, ახლა ზურას სახლიდან მოვდივარ და კიდევ რამდენიმე დღე იქ ვიქნები, არ ვიცი რამდენი, - სიმართლე ვუთხარი. დამალვას რა აზრი ჰქონდა, თანაც მისი მოტყუება არ მიყვარდა. - ისე ეგ კაცი მერე უნდა გამაცნო, - სხვათაშორის შენიშნა. - შენთან ერთად ვინ იყო, მეორე ლუდიც რომ გიდევს, - სხვა თემაზე გადავიტანე ყურადღება. - აა ეს. მოვა ახლავე... აი, მოდის კიდეც, - ხელი ჩემს უკან გაიშვირა. უკან გავიხედე და ძალიან სიმპატიური ბიჭი დავინახე, ჩემი ასაკის ან ოდნავ დიდი. ჩვენთან მოვიდა და გამიღიმა. - თქვენ ისე ერთმანეთს იცნობთ, - გვითხრა იკამ. - საიდან? - ერთდროულად ვიკითხეთ და ორივეს გაგვეცინა. - ეს ჩემი დაა-ელენე. ეს კი ჩემი მეგობარი. თქვენ ერთ დროს ერთად არ იყავით? Aჰო კი, ეგრეა... ბავშვობის სიყვარული და რამე, - გაიცინა იკამ და ლუდი მოსვა. - ვაუ, ესეიგი შენ ის ელენე ხარ, მე რომ მიყვარდა ბავშვობაში, - გაიღიმა და ჩემს გვერდით სკამზე დაჯდა. - ისე შენც გიყვარდა ელე, - შემახსენა იკამ. - მახსოვს, - შევუბღვირე. - ანუ გახსოვარ? - გაუხარდა სანდროს. - ასე გამოდის, - უხალისოდ ვუპასუხე. - ჩემი სახელი? - გამომცდელად მკითხა. - სანდრო, - ვთქვი ამაყმა იმით, რომ მისი სახელი სწორად მახსოვდა. - არ დაგვიწყებივარ, - გაუხარდა. - დღევანდელ დღემდე არც გამხსენებიხარ. ძველი ურთიერთობების შესახებ მოგონებებს ნაგავში ვაგდებ. - ნაგავში, - ჩაიცინა მან. - მეც ნაგავში გადამაგდე ხო? - თვითონ დატვინე, - უხეშად ვუთხარი და ოფიციანტს სასმელის მოტანა ვთხოვე, ოღონდ არაალკოჰოლურის. ჰო, ეს ის სანდროა, მე რომ ბავშვობაში სიგიჟემდე მიყვარდა.. თუმცა ეს მაშინ მეგონა, რომ მიყვარდა, ახლა კი... ახლა მე ზურა მყავს, ჩემი ზურა..! თუმცა სანდრო ერთადერთი კაცია, რომელმაც ჩემი ,,სიყვარულის’’ მოპოვება შეძლო. მაგრამ მე ხომ სიყვარულის არ მჯერა..! მას გავხედე, რომელიც ლუდს გემრიელად სვამდა, ჩემკენ გამოიხედა და თვალი ჩამიკრა. მთელ სხეულში ჟრუანტელმდა დამიარა... აი აქ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება ისევ აირ-დაირეოდა...
| |
|
|
|
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: კვირა, 2012-04-29, 10:36 AM | შეტყობინება # 27 |
225
Offline
| | |
|
|
|
|
|