ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
არ დავთმობდი, მაგრამ...

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 7:27 PM | შეტყობინება # 46

842
83  +
   ±
Offline
RoB-dOd, vis ojaxshic me sheval vai imat lol biggrin biggrin
viku-vuku, madloba:** ki, cota xanshi davdeb...
♥vampiressa♥, nat ra ggonia? biggrin

♫_Ani_♫თარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 7:33 PM | შეტყობინება # 47

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ჰმმმ..ეს ბოლო რაღაც ისეთი იყო..მგონი მივხვდი(?) სოფოს რაც აქვს დაგეგმილი და იემდი მაქვს სწორედ არ მივმხვდარვარ :||| dry


bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 7:58 PM | შეტყობინება # 48

842
83  +
   ±
Offline
VII თავი

სოფო მანქანას ძალიან ნელა ატარებდა, ყველა შუქნიშანზე აჩერებდა და ეს ნერვებზე მშლიდა. ვერ ვიტან, როცა მანქანას ნელა ატარებენ, რისთვის არსებობს სიჩქარე? ამიტომ მიყვარს ზურასთან ერთად მგზავრობა, ყოველთვის სწრაფად ატარებს. ბავშვობიდან საჭესთან ზის და ამიტომ არ მეშინია.
- ვაიმე სოფო! - წამოვიყვირე და პირზე ხელი ავიფარე.
- რა მოხდა? - შეხტა.
- ნახე, კუმ გაგვისწრო, - ვუთხარი ძალიან სერიოზული სახით.
- რა? აბა? - საწყალმა სოფომ მართლა დაიჯერა.
სიცილი ავტეხე. ისეთი, რომ ვეღარ ვჩერდებოდი, მუცელიც კი ამტკივდა. საწყალი სოფო გაშტერდა. ისე შემომხედა, ჩემი თავი შეშლილი მეგონა. უკნიდან მანქანამ დაგვისიგნალა, სოფო ისე შეხტა, რომ უნებურად ფეხი გაზის პედალს მიაჭირა და მანქანა მაშინვე სწრაფად დაიძრა, ძლივს დაიმორჩილა საჭე. მე კი სიცილი ამიტყდა, ვეღარ ვჩერდებოდი..
- არანორმალური ხარ რა, - შემომბღვირა მან.
- მერე ნორმალურობაზე პრეტენზია ვის აქვს?- გადავიკისკისე.
- მოიცადე შენ, ცოტა ხანში დასერიოზულობა მოგიწევს.
- ეგ ვითომ რატომ? - არ მომეწონა მისი ასეთი ტონი.
- მოსავლელი და საზრუნავი გაგიჩნდება, - თვალი ჩამიკრა.
- შენ მოვლენებს ნუ უსწრებ, - შევუბღვირე.
- მოვედით, - სოფომ მანქანა გააჩერა და ძლივს გადმომსვა იქიდან. სკამს ჩავებღაუჭე, გადასვლა არ მინდოდა. ბოლოს მაინც დავნებდი და საავადმყოფოში შევედი. ლიფტით მესამე სართულზე ავედით და რომელიღაც კაბინეტის წინ გავჩერდით. კარები გაიღო და სასიამოვნო შეხედულების ქალი გამოვიდა, დაახლოებით 40 წლის იქნებოდა.
- გამარჯობა სოფი, - მიესალმა ჩემს სოფოს და გადაკოცნა.
- მირანდა, როგორ ხარ? - ისე გულთბილად გაუღიმა სოფომ ამ მირანდას, რომ ზოგჯერ ასე მეც არ მიღიმის ხოლმე.
- მშვენივრად ძვირფასო, გმადლობ... აბა, ეს არის ჩვენი პაციენტი? - ჩემკენ გამოიხედა.
- პაციენტი? არა არა, მე არაფერი მჭირს, - რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან და სოფოს თვალები დავუბრიალე.
- არა რა თქმა უნდა, - გამიღიმა მირანდამ. - მე გინეკოლოგი მირანდა ექიმი ვარ, - გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. მის ხელს უნდობლად დავხედე, თითქოს რამეს დამიშავებდა... თუმცა ბოლოს მის ხელს ოდნავ შევეხე, ვითომ ხელი ჩამოვართვი და მაშინვე გავუშვი. ჩემს ქცევაზე გაეცინა.
- წამომყევით, - გამიღიმა და კაბინეტისკენ მანიშნა.
განწირული თვალებით სოფოს შევხედე.
- მე გარეთ დაგელოდები ელ, შედი, კი არ იკბინება, - გაიცინა და ხელით კარებისკენ მიბიძგა.
როგორც იქნა, შევედი კაბინეტში მირანდასთან ერთად, სოფო კი გარეთ დარჩა. მოღალატე!!! მირანდა თავის სკამზე დაჯდა, მე კი მის წინ ვიჯექი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.
- აბა, დავიწყოთ... - გამიღიმა მან და აი აქ დაიწყო ჩემი წვალება. ათასი კითხვა დამისვა, ზოგი ისეთი, რომ მასზე პასუხის გაცემაც კი მეუხერხულა. არა, მორიდებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ უცხოსთან ჩემს ინტიმურ საკითხებზე საუბარი არც ისე სასიამოვნოა. ბოლოს, როცა ჩემი დაკითხვა დაასრულა, გამსინჯა და მიმართვაც დამიწერა.
- სისხლის ანალიზს ჩააბარებთ, პასუხი დღესვე იქნება და გავიგებთ, გახდებით თუ არა დედა, - მგონი მას ჩემზე ძალიან აინტერესებდა. გავუღიმე და მარჯვენა ხელით თმები გავისწორე. ალბათ მას შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ის, რომ ბეჭედი არ მეკეთა.
- გათხოვილი არ ხართ? - მკითხა გაკვირვებულმა.
- არა, არ ვარ.
- იმედია მალე გათხოვდებით, ოჯახი დიდი ბედნიერებაა.
აი ესღა მაკლდა-თქო, გავიფიქრე. არ მიყვარს, როცა ოჯახზე მელაპარაკებიან. ხმა რომ ამომეღო, რაღაც არასასიამოვნოს ვეტყოდი. ამიტომ გაჩუმება ვარჩიე, თავაზიანად გავუღიმე და ოთახიდან გამოვედი.
- მოგკლავ შენ, სოფიკოო, - მივვარდი სოფოს, რომელიც სკამზე წყნარად იჯდა. ჩემს დანახვაზე წამოვვარდა.
- რა მოხდა, მირანდა ექიმი ლეზბიანკა ხომ არ აღმოჩნდა?
მკითხა ძალიან სერიოზული ხმით, მერე ვეღარ მოითმინა და გადაიკისკისა.
- მე ეგ არ მჭირდება, - გავუღიმე. - ისე... შენ მაინც მარტო ხარ და... რომ გეცადა არა? - თვალი ჩავუკარი და დერეფანს გავუყევი.
- მწარე ხარ რა, - გაიცინა და ჩემთან ერთად შემოვიდა ლიფტში.
მეორე სართულზე ჩავედით და მინიშნებული კაბინეტი მოვძებნე. კარების წინ დავდექი და მას მივაშტერდი, ტუჩების კვნეტა დავიწყე. ასე მხოლოდ მაშინ ვშვრები, როცა ძალიან ვნერვიულობ.. ახლაც ასე ვიყავი... ბავშვობიდან ვერ ვიტან ნემსებს, საშინლად მეშინია.
- ეს შენი პატარასთვის უნდა გააკეთო ელ. მე ვერ შემოვალ, მარტო უნდა შეხვიდე, - გამიღიმა სოფომ და თავზე ხელი გადამისვა.
- პატარა არა ის. ჯერ საერთოდ ვარ თუ არა ორსულად არ ვიცი, - გავბრაზდი.
- არ მითხრა, რომ არ გინდა, - ცალი თვალი მოჭუტა.
- მოკეტე! - ოთახში დაუკაკუნებლად შევვარდი და ექიმს მიმართვა მივეცი. ჯერ ცოტა გამესაუბრა, მერე კი მთხოვა დავლოდებოდი, თვითონ კი გარეთ გავიდა.
ბავშვი... როგორ არ მინდოდა, ძალიანაც მინდოდა.. ჩემი პატარა... ჩემი პატარა შვილი, რომელიც სულ ჩემთან იქნება, მე კი მასთან... მოვუვლი და ყველანაირი ხიფათისგან დავიცავ. ვეცდები მისთვის კარგი დედიკო ვიყო, ყველაზე თბილი და მზრუნველი. არაფერს არ მოვაკლებ, საერთოდ არაფერს.. მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი, მამის სითბოს რამდენად იგრძნობს, საყვარელი მამიკოს სითბოს. ზურას რეაქცია საშინლად მაშინებდა, მას ბავშვები არ უყვარს, აღიზიანებენ.. ჯობს საერთოდ არაფერი გაიგოს, ვიდრე გაბრაზდეს და ბავშვი უარჰყოს, ამას უბრალოდ ვერ გადავიტან...
კარები გაიღო და ექიმი შემოვიდა, ხელში ნემსი ეჭირა, მთელ სხეულში დამიარა...
- ეს ნემსი მე უნდა შემარჭოთ?
ჩემს ნათქვამზე გაეცინა, ჩემთან ახლოს მოვიდა და წინ დამიჯდა.
- ნუ გეშინია ძვირფასო, ვერაფერს ვერ გაიგებ.
ტუჩები გავბუსხე. ვიცოდი, რომ მაინც მეტკინებოდა, ან ისე დავიძაბებოდი, რომ ნემსი შიგ ჩამიტყდებოდა. ბავშვობაში მშობლები სულ ამით მაშინებდნენ, ნემსის გაკეთებაზე ყოველთვის ვტიროდი. თვალები დავხუჭე, და დაველოდე ნემსს როდის ‘შემთხრიდა.’ თუმცა ეს დრო აღარ და აღარ დადგა, მგონი ჩემ ჯინაზე აჭიანურებდა.
- მორჩა ძვირფასო, შეგიძლია გაახილო თვალები.
გამიკვირდა. მან უკვე დაამთავრდა, მე კი ვერაფერი გავიგე... ჯერ ცალი თვალი გავახილე. დავინახე, რომ ექიმი ჩემგან მოშორებით იდგა და მიღიმოდა. მერე მეორეც გავახილე და უკვე მეც გავუღიმე.
- მორჩით? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- კი, - თავი დამიქნია.
- ვაიმე რა მაგარია, - სკამიდან წამოვხტი. - საერთოდ ვერაფერი გავიგე. ძალიან მაგარი ხართ, - სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი, ეს ქალი უკვე შემიყვარდა, ძალიან კეთილი სახე ჰქონდა.
- გმადლობ. ახლა კი, გარეთ გადი და დამელოდე. პასუხები ნახევარ საათში იქნება.
თავი დავუქნიე და გახარებული სოფოსთან გავედი. ასეთი მხიარული რომ დამინახა, გაუკვირდა.
- არ მითხრა, რომ ის ექიმი დაითანხმე და ნემსი არ გაგიკეთებია, - თავში ხელი შემოირტყა.
- შენი თავი არ გეცოდება? - დავცინე. - ნემსი გამიკეთეს და სისხლის ამიღეს, საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე, - ამაყი სახით შევხედე.
- ყოჩაღ მაგ ექიმს, თუ შენი მოწონება დაიმსახურა, - გაეცინა.
მთელი ნახევარი საათი მე და სოფო მოუსვენრად ვიყავით, ხან ვისხედით, ხან კი აქეთ-იქით დავდიოდით დარეფანში. როგორც იქნა ნახევარი საათი გავიდა და ოთახიდან ექიმის ნაცვლად, რომელსაც მე ველოდი, ექთანი გამოვიდა ხელში კონვერტით. ჩემთან მოვიდა და ღიმილით კონვერტი ხელში ჩამიდო, მერე კი უხმოდ გამშორდა. სოფო ჩემს წინ დადგა, ხან მე მიყურებდა, ხან კონვერტს.
- მომეცი მე გავხსნი, - ხელი კონვერტისკენ გამოიშვირა, მე კი უკან დავიწიე.
- არც იფიქრო, - თვალები დავუბრიალე. - შენს ლეზბიანკა მირანდასთან წავიდეთ, - გადავიხარხარე. სოფომ ისე შემომხედა, ალბათ გიჟიაო ფიქრობდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
მირანდას კაბინეტის კარი სოფომ კინაღამ შეამტვრია ისე გააღო.
- მირანდაა, მოდი დროზე გახსენი ეს კონვერტი, თორემ ეს უნამუსო მე არ მაძლევს უფლებას, - თითი ჩემკენ გამოიშვირა.
- თითის გაშვერა უზრდელობაა, - გავუღიმე და კონვერტი მირანდას გადავეცი.
მეც და სოფოც მირანდას პირდაპირ დავსხედით. ნერვიულობისგან ტუჩები უკვე სულ დავიჭამე. ახლა უნდა გადაწყვეტილიყო ჩემი ბედი, შეიცვლებოდა თუ არა ჩემი ცხოვრება. ვიცოდი, რომ ეს ბავშვი ცხოვრებას რაღაც მხრივ გამიძნელებდა, ბევრ რამეზე მომიწევდა უარის თქმა, ბევრი სიძნელის გადატანა, მაგრამ ეს ყველაფერი ამად მიღირდა! ახლა, როგორც არასდროს ისე მომინდა პატარა ბავშვი, ჩემი საკუთარი შვილი. მის გამო შეიძლება ზურაც კი დამეკარგა.. ზურა, რომელიც ჩემთვის განუსაზღვრად მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო. მაგრამ ეს ბავშვი სხვა დანარჩენს ფარავდა და აუფერულებდა.
მირანდამ კონვერტი გახნსა, რამდენიმე წუთი უყურა და შემდეგ გახარებული სახით ამომხედა.
- მომილოცავს მომავალო დედიკო, - ძალიან თბილად გამიღიმა.
- ვაიმე! - წამოიყვირა სოფომ და სკამიდან წამოხტა. მე კი გაშეშებული ვიჯექი, ვერაფერს ვერ ვახერხებდი. მხოლოდ სულელური ღიმილი გამომესახა სახეზე. ჩემდაუნებურად ხელი მუცელზე დავიდე, რომელიც ახლა ცოტა გამობერილიც კი მეჩვენებოდა. თვალები ცრემლებით ამევსო, ბედნიერების ცრემლებით... ახლა ბოლომდე გავიაზრე, რომ ჩემში მეორე სიცოცხლე იყო, მეორე იზრდებოდა. ახლა მე ორის ნაცვლად ვსუნთქავდი, ორის ნაცვლად ვიკვებებოდი და ყველაფერს ვაკეთებდი ‘მეორის’ ნაცვლად, რომელიც ჩემში იყო, ჩემი შვილი... ჩემში მეორე იზრდებოდა, რომელიც მალე დედიკოს დამიძახებდა, ის იქნებოდა ჩემი სიხარულის მიზეზი. დაველოდებოდი როდის გადადგამდა პირველ ნაბიჯებს, და როდის წარმოთქვამდა პირველად დედას... ჩემი და ზურას სიყვარულის ნაყოფი. ახლა გავაანალიზე ისიც, რომ ზურა მიყვარდა, ამ გრძნობას სხვა სახელს ვერ მოვუძებნიდი. ახლა მითუმეტეს უფრო ძლიერ შემიყვარდა, როცა მან ჩემი შვილი მაჩუქა, ჩემი ბედნიერება. არ ვიტყვი ‘ჩვენი’ შვილი-თქო, რადგან არ მინდა მოვლენებს წინასწარ გავუსწრო. ზურას რეაქციის ყველაზე მეტად მეშინოდა.
- ელლ, არაფერს არ იტყვი? - მკითხა სოფომ.
უხმოდ ავდექი და სოფოს ჩავეხუტე, ძალიან მაგრად. სიტყვები ზედმეტი იყო, ჩემს ემოციებს მაინც ვერანაირად ვერ გამოვხატავდი, შეუძლებელი იყო.
- დედიკო ხდები, - ყურჩი ჩამრჩურჩულა სოფომ.
- ჰო, - თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა და მაშინვე მოვიწმინდე. სოფომ მაშინვე თვალები დამიბრიალა.
- შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, - სოფომაც და მირანდამაც ერთად შემახსენეს.
- ბედნიერების ცრემლებია, - გავუღიმე მათ.
იმის შემდეგ, რაც მირანდა ისევ გამესაუბრა, მითითებები მომცა და შემდეგი ვიზიტიც დამინიშნა, მე და სოფო პირველ სართულზე ხელი-ხელ ჩაკიდებულები მივდიოდით გასასვლელისკენ, მაგრამ უცებ გავშეშდი, გავიყინე... თითქოს იატაკს შევეზარდე და ფეხებსაც კი ვერ ვამოძრავებდი.
- რა მოხდა? - მაშინვე პანიკაში ჩავარდა სოფო.
- ზურა, - დავიჩურჩულე.
მანაც შემამჩნია და მაშინვე ჩემკენ წამოვიდა.
- ელლ, შენ აქ რა გინდა, ცუდად ხომ არ ხარ? - ჩემი თავი ხელებსშორის მოიმწყვდია და თვალებში ჩამხედა.
- არა, რას ამბობს, - ჩემი მთელი მსახიობური ნიჭი გამოვიყენე და მხიარულად გადავიკისკისე. - აქ სოფოს გამოვყევი რაღაც საქმეზე.
- აა სოფ, ბოდიში ვერ შეგამჩნიე, - გაუღიმა სოფოს და თავისკენ მიმიზიდა, დამატრიალა და უკნიდან ჩამეხუტა თავისი ძლიერი ხელებით.
- შენ რას აკეთებ აქ?
- მეგობარს შეეძინა ბავშვი. უფრო სწორად ბავშვები. ბიჭი და გოგო, ტყუპები... - გაიცინა მან.
- ალბათ რა საყვარლები იქნებიან, - ბავშვების გაგონებაზე თვალები გამიბრწყინდა.
- საყვარლები კი არიან, მაგრამ სულ ტირიან და ნერვებს მიშლიან. ახლა ძლივს გამოვეპარე დროებით, თორემ წაიღეს ყურები, - დაიჭყანა. - რა შარშია გიორგი, რა გაუძლებს ახლა მაგათ. ბავშვები არა ის... - გულიანად გაიცინა.
ტანში უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, საშინელი სიცივე ვიგრძენი. ახლა ბოლომდე დავრწმუნდი, რომ ზურა ბავშვებს ვერ აიტანდა, უბრალოდ არ იყო ეს მისი, ბავშვების სიყვარული არ იყო მასში...
- კარგი, ჩვენ წავალთ, - მისი მკლავებისგან განვთავისუფლდი, სოფოს ხელი დავავლე და გასასვლელისკენ გავეშურე.
- რამე ხომ არ გავიწყდება? - მივიხედე და ტუჩებგაბუსხული იდგა, თან თვალებს მიბრიალებდა, ისეთი სასაცილო იყო...
- მიანც? - ეშმაკურად გავიცინე და მისკენ წავედი. ხელები კისერზე მაგრად შემოვხვიე მთელი ჩემი ძალით. მან ცალი ხელი წელზე შემომხვია, მისკენ ძალიან ახლოს მიმიზიდა, მეორე ხელი კი თმებში შემიცურა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ისე მინდოდა ახლა ზურასთან ყოფნა, ყველაზე ძალიან...
- ახლა რომ გითხრა მიყვარხარ-მეთქი, დამიჯერებ? - ყურში ნაზად ჩამრჩურჩულა.
გავშრი... ამ სიტყვებს არ ველოდი. მითუმეტეს ახლა და აქ. მას შევხედე, თვალებში ჩავხედე.. მათში კი მხოლოდ უსაზღვრო გულწრფელობა და რაღაც სხვა იკითხებოდა, ვერ მივხვდი რა იყო.
- მეც რომ გითხრა, მიყვარხარ-მეთქი, დამიჯერებ?
- მგონი კი, - გაეცინა.
- მაშინ მეც დაგიჯერებ..
- ხოდა, მაშინ მიყვარხარ, - ეს სიტყვები ისე თქვა, თითქოს მათთან ერთად გულიც ამოაყოლა. ვგრძნობდი, რომ ახლა ყველაზე გულწრფელი იყო.
- მეც მიყვარხარ, - თავი მის მხარს უკან დავმალე და კისერში ვაკოცე.
- უნდა წავიდე, სოფო მელოდება. სახლში გნახავ, - მისი ძლიერი მკლავებისგან თავი გავინთავისუფლე.
- ჩვენ სახლში, - გამიღიმა მან და ნაზად მაკოცა.
გამოვტრიალდი, ზურგი ვაქციე და ჩქარი ნაბიჯით სოფოსკენ წავედი. ის ყველაფერს მიხვდა, ამიტომ ხმა არ ამოუღია. უბრალოდ ხელი ძლიერად ჩამკიდა და გარეთ გამიყვანა. ცრემლები უაზროდ მომდიოდა, მათი შეჩერება არ შემეძლო. არც მინდოდა... თითქოს შინაგანად ვიცლებოდი, ძალა მერთმეოდა. მხოლოდ ის მაძლიერებდა, რომ ჩემში ჩემი პატარა ბავში იყო, ჩემი შვილი. აი, ახლა მარტო ‘ჩემი შვილი.’
- ვუყვარვარ, - ამოვისლუკუნე. - ვუყვარვარ, მაგრამ ბავშვს ვერ აიტანს. ვიცი, რომ უბრალოდ არ შეუძლია. მეც მიყვარს, მაგრამ ბავშვი უფრო მნიშვნელოვანია, - ვსლუკუნებდი.
- ვიცი ელ, ვიცი რომ გიყვარს, - სოფომ ცრემლები მომწმინდა, თვალებში ჩამხედა. - ახლა ბავშვზე უნდა იზრუნო.
- სწორედ მასზე ვფიქრობ და მასზე ვზრუნავ.
სოფო სახლში მარტო გავუშვი. არ უნდოდა, მაგრამ მე დავაძალე. მე კი მარტო წამოვედი, ტაქსში ჩავჯექი და ‘ქარვასლაში’ წავედი. იქ ხომ ბევრი მაღაზიებია, ბავშვების მაღაზიები. მუცელზე ხელი დავიდე და თითქოს ვიგრძენი, ჩემი შვილი ვიგრძენი. უბრალოდ მე მიხაროდა მისი არსებობა..!


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ორშაბათი, 2012-04-30, 7:59 PM

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 8:10 PM | შეტყობინება # 49
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaimeee ra sayvareli tavi iyooo happy happy happy happy happy happy happy happy happy ai ragacnairi happy happy happy happy da darwmunebuli var rom zurasac dzalian gauxardeba, sheidzleba tavidan ara, magram mere dzalian gauxardeba. ai shen kide intrigani xar qalbatoonoo da mawyvitav nervebs biggrin biggrin biggrin biggrin biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♫_Ani_♫თარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 9:03 PM | შეტყობინება # 50

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ვააააიიიჰ:| ყველა ემოცია გამომეხატა ამის კითხვის დროს,ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა!!!


viku-vukuთარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 10:00 PM | შეტყობინება # 51

397
10  +
12  ±
   ±
Offline
kargi iyo dzalian amagelvebeli vicodi rom ase moxdeboda me ufro zuras reaqcia mainteresebs tu ras izams roca gaigebs rom mama gaxdeba


RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 10:23 PM | შეტყობინება # 52

572
28  +
48  ±
   ±
Offline
)) რა სასოამოვნო იყო,ძალიან ემოციური. რა კარგად წერ კაცოო,გავგიჟდიი^ რა საყვარრეელიი<33 ეხლა მივხვდი რატო დაარქვი "არ დაგთმობდი,მაგრამ... " ხ ო?? თუ ვერ მივხვდი? იქნებ შეიყვაროს ზურამ ბავშვი?;-((

I Hate This FuCkinG Life <3

viku-vukuთარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 10:48 PM | შეტყობინება # 53

397
10  +
12  ±
   ±
Offline
RoB-dOd, imedia. magram tu ara shemzizgdeba zura !bolo-bolo misi shvilia da unda sheeguos imas rom mama gaxdeba!


♫_Ani_♫თარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 4:48 PM | შეტყობინება # 54

225
6  +
16  ±
   ±
Offline
Quote (viku-vuku)
magram tu ara shemzizgdeba zura !bolo-bolo misi shvilia da unda sheeguos imas rom mama gaxdeba!

ჰო მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ზურა ახალგაზრდაა და ასეთ რაღაცებზე არ ფიქრობს,ჯერ ცხოვრობით ტკბობა უნდა და პასუხისმგებლობის აღების ეშინია..თუმცა ეხლა რომც უარყოს,როგორც "99 ფრანკშია" ოქტავი რომ თავიდან უარყოფს შვილს,მერე ნანობს..შეუძლებელია რომ ბოლომდე უარყოს და კარგა ხნის შემდეგ სინდისმა არ დაქენჯნოს..ასე რომ ელეს კაცი მაინც მომწონს მე :დ



viku-vukuთარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 4:54 PM | შეტყობინება # 55

397
10  +
12  ±
   ±
Offline
♫_Ani_♫, sulac ar getanxmebi mamakacisgan sheiqmna qali , kacs tu araferi mostxove qals rogor unda mostxovo?! es ar aris sabami rasac aketeb imaze pasuxic unda ago! yvela qmedebas tavisi shedegi aq! me ele momwons magari gogonaa mitumetes axla....hm.. martoxela dedoa mexumrebi? yochag magas! surprised surprised


T-MOMSENთარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 7:27 PM | შეტყობინება # 56

266
15  +
30  ±
   ±
Offline
me mgoni chvawvdi am fikis sataurs biggrin da imedi maqvs ise ar moxdeba rogorc me vpiqrob rom unda moxdes... dzaaliaan sayvareli tavi iyooo daa dzaliaan mainteresebs momdevnooo )) zuraaaas reqciiis molodinshi suli damelia biggrin


♫_Ani_♫თარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 8:59 PM | შეტყობინება # 57

225
6  +
16  ±
   ±
Offline
viku-vuku, მოიცა მოიცა აქ კაცისგან რო შეიქმნა ეგ რა შუაშია?:0 მე გენდერული თაასწორობის მომხრე ვარ! biggrin არა,ეს რა შუაშია:) შეცდომებს ყველა ვუშვებთ,"სიყრმე ცთომილებაა და უმეცრება":)


viku-vukuთარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 9:35 PM | შეტყობინება # 58

397
10  +
12  ±
   ±
Offline
♫_Ani_♫, ra shuashia da mogewoneboda ele bavshvi rom mietovebina mxolod imitom rom zurastan ,,ertoboda'' da shemtxvevit daorsulda? biggrin biggrin biggrin biggrin


bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 9:38 PM | შეტყობინება # 59

842
83  +
   ±
Offline
oho, ra diskusia gagimartavt bavshvebo biggrin
shemdeg tavs male davdeb...
♫_Ani_♫, pasuxismgeblobis eshinia? ara, es ufro sxva ramea... mas martlac ar uyvars bavshvebi. mati tirili agizianebs. arian adamianebi, visac shvili ar undat. me tviton vicnob asets ramdenimes da nu gikvirt. tumca me zura mainc momwons happy

RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 9:41 PM | შეტყობინება # 60

572
28  +
48  ±
   ±
Offline
♫_Ani_♫, შეხედე ერთი ეს რაებს კითხულობს;პ;პ(99 ფრანკი,მე მომმმმწოოონნსს!)

I Hate This FuCkinG Life <3
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა: