bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2012-04-27, 5:34 PM | შეტყობინება # 5 |
842
Offline
| I თავი
მივუყვებოდი ქუჩას და ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე... ცხოვრებაზე, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მე მათი აზრი არ მაინტერესებს, რაც უნდათ ის იფიქრონ... თუმცა უნდა ვაღიარო, რომ როდესაც ყველა მხრიდან გაკრიტიკებენ, ძნელია ამის ატანა. დღეს ნერვებმა საბოლოოდ მიმტყუნა და ყველას პირში მივახალე რასაც ვფიქრობდი. ვეჩხუბე დედას, მამას და ჩემს უფროს დას. სახლიდან წამოვედი... ნათესავებიდან ერთადერთი ჩემი ძმა დამრჩა, ვისთანაც არ მიჩხუბია. არ ვიცი ეს როგორ მოხდა, მაგრამ მას ჩემთვის ერთი სიტყვითაც არ უთქვამს, რომ უკმაყოფილოა. არადა უკვე მომზადებული ვიყავი მასთან ჩხუბისათვის, პირველი ჩხუბისათვის.. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩხუბი არ მადარდებს, მაგრამ ვიცი, რომ ცოტა ხანში დამავიწყდება. დრო და დრო ისევ გამახსენებს თავს. შეიძლება დედასთან და ჩემს დასთან ჩხუბიც კი მომენატროს, მაგრამ მე ამას გადავიტან. ვიცი, რომ გადავიტან. ძლიერი ვარ... ტაქსი გავაჩერე, ჩემი ბარგი გადმოვიტანე და მძღოლს ფული გადავუხადე. ჩემი საუკეთესო მეგობრის-ნიას სახლის წინ ვიყავი. სხვაგან წასასვლელი არ მქონდა... არა, როგორ არ მქონდა, მაგრამ მეგობრებიდან ყველაზე კარგად ჩემი ნიას ესმოდა. მას ვუმხელდი ჩემი გულის ყველაზე ღრმა საიდუმლოებებს. პირველმა მან გაიგო რა ხდებოდა ჩემს სულში და რას ვაკეთებდი. მისმა რეაქციამ გამაკვირვა, არ გაჰვირვებია, თითქოს ამას ელოდა. - ვიცოდი, რომ ოდესმე შენც იტყოდი ამას და აღაიარებდი, რომ ეს სისულელე არ არის. არაუშავს ელე, ეს დანაშაული არ არის, - გამიღიმა და შუბლზე ნაზად მაკოცა. მე არც ვფიქრობდი რომ ეს დანაშაული იყო. არ იყო და იმიტომ... არაფერს არ ვაშავებდი... ჩემი საქციელით გულს არავის ვტკენდი, არავისთვის არაფერი წამირთმევია. თუმცა მშობლებისთვის მე ზედმეტად ‘გიჟი’ და ‘მოურჯულებელი’ ვიყავი. მათ არ მოსწონდათ ჩემი ცხოვრების სტილი. როგორც ისინი მეძახდნენ ‘თავაშვებული’ ვიყავი. მაგრამ ეს რაში გამოიხატებოდა ვერ ვხვდებოდი. მიყვარდა კლუბები, გართობა, ცოტა დალევაც... მაგრამ ცოტა, ზღვარს იქით არასდროს გადავსულვარ. მოკლედ ღამის ცხოვრება, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში არცერთ კლუბში აღარ წავსულვარ და ერთი ყლუპიც არ დამილევია. ჩემი თავისა მიკვირდა, სად ვიპოვე ამდენი თავშეკავების ძალა ჩემში? სწავლასაც უფრო სერიოზულად მოვეკიდე და ისევ ისეთი სტუდენტი გავხდი, როგორიც პირველ კურსზე ვიყავი. ჭკვიანი, ბეჯითი და სწავლაზე მოწყურებული. თუმცა ბოლოზე რა ვთქვა, სწავლაზე მოწყურებული ნამდვილად არ ვიყავი. უბრალოდ ვცდილობდი სწავლაში დრო მომეკლა და გამომდიოდა კიდეც. ახლა მესამე კურსს ვამთავრებ, ჟუნრალისტიკის ფაკულტეტზე ვარ, და ერთ-ერთ კარგ სტუდენტად ვითვლები. არ ვიცი რამ გააცოფა ასე ჩემი მშობლები. მითუმეტეს ახლა. ახლა, როცა არაფერი არ დამიშავებია, როცა ისეთი ვიყავი, როგორიც მათ უნდოდათ. სახლშიც არ ვუხეშობდი, ყველანაირად წყნარად ვიქცეოდი. გავიგებდი მაშინ რომ დაეწყოთ ჩხუბი, როდესაც სახლში წვეულებიდან გვიან დავბრუნდებოდი, მაგრამ ახლა არაფერი დამიშავეია, საერთოდ არაფერი... სწორედ ამან გამაბრაზა ყველაზე მეტად, მოთმინების ფიალა ამევსო, ბარგი ჩავალაგე და სახლიდან წამოვედი. აღარასოდეს დავბრუნდები იქ! იქ, სადაც ყველა მაკრიტიკებს და არავის არ მოვწონვარ. სადაც არ ვარ ბედნიერი, შებოჭილი ვარ სულ. მე კი ასე არ შემიძლია..! ნიას მშობლები საზღვარგარეთ არიან და მათ ერთადერთ ქალიშვილს არაფერს აკლებენ, არაფერი გაგვიჭირდება. ნიას ძმა კი უკვე დიდია და მუშაობს, მალე საკუთარი ოჯახიც ექნება. მე კი ბიძაჩემი მაფინანსებს იტალიიდან. სწავლის ფულსაც ის მიხდის და ყველაფერს მისრულებს, რასაც ვთხოვ. შვილი არ ჰყავს და მის მაგივრობას მე ვუწევ, ჩემი საყვარელი ბიძიკო... ნიას სახლის წინ ვიდექი და სულს ვითქმავდი. სამი ჩემოდანი მქონდა და საშინლად მძიმეები. საზიზღარმა ტაქსის მძღოლმა დახმარება არც კი შემომთავაზა. ხელი ავწიე და ზარს მივაჭირე. ზარი რამდენჯერმა გადაბმულად დავრეკე, ვიცოდი ნია ყოველთვის აგვიანებდა კარის გაღებას. - მოვდივარ ჰო, - გავიგე მისი ხმა. მერე გასაღების ჩხარუნი და კარიც გაიღო. ჩემს წინ სახლის ტანსაცმელში გამოწყობილი ნია იდგა. და რაც მთავარია სახე... მწვანე სახე ჰქონდა... - ფუ, რა არის ეგ, რა წაიცხე სახეზე ნია, - თვალები დავუბრიალე. ვერ ვიტანდი, როდესაც რაღაც საშინელებებს ისვამდა სახეზე. ისედაც ძალიან ლამაზი იყო. - მაინც ვერ გადამაჩვევ ნიღაბების წასმას, - განმიცხადა მან. - მაგასაც ვნახავთ! დღეიდან შენთან ვცხოვრობ, - ორი ჩემოდანი ავიღე და სახლში შევედი. - მესამე შენ შემოიტანე, მე სამი ხელი არ მაქვს, - გავუღიმე და სასტუმრო ოთახში შევედი. ნიასთვის აშკარად დიდი სახლი იყო, ორ სართულიანი, უზარმაზარი ოთახებით. ნეტავ აქ მარტო როგორ ცხოვრობს. არაუშავს, დღეიდან მე ჩავუსახლდები. - როგორც ვხედავ, შენი სიტყვები აასრულე და მართლა წამოხვედი, - მითხრა მან და ჩემს წინ სავარძელში მოკალათდა. ბევრჯერ მითქვამს გაბრაზებულს, რომ იმ სახლში ვეღარ დავრჩებოდი და წამოსვლა მინდოდა. ბევრჯერ ვთქვი, მაგრამ არ ავასრულე.. ახლა კი როგორც იქნა წამოვედი იქიდან. - აბა რა გეგონა. უკვე ვეღარ ვუძლებ მათ, საშინლად მაღიზიანებენ. ლიკასაც ვეჩხუბე, მანაც დამიწყო ჭკუის დარიგება. თვითონ ამხელა ქალია და თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს. თვითონაც წვალობს და იმ საწყალ პატარა ბავშვსაც აწვალებს. ხან მამასთან რომ არის და ხან დედასთან. აი ირაკლის, ჩემ ძმას კი არაფერი არ უთქვამს. ჩემი საყვარელი ძამიკო, როგორ მიყვარს. არასდროს არ მეჩხუბება და უკმაყოფილობას არ გამოხატავს. - შენი ძმა ანგელოზია, გაგიმართლა. აბა ჩემს ძმას კი არ ჰავს. - რა გინდა ბექასგან, შენნაირს რომ იტანს იმითაც ჩანს მისი გამძლეობა, - მაშინვე დავიცავი ბექა. როგორც ჩემი ძმა ისე მიყვარდა და მის დაჩაგვრას ნიასაც არ ვპატიობდი. - იგივე შემიძლია ვთქვა ირაკლიზეც, - ენა გამომიყო. - ახლა მომიყევი, რატომ გეჩხუბნენ მშობლები. არ თქვა ისევ დავიწყე ‘ისეთი გაგულავებებიო.’ - თითებით პრჭყალები გააკეთა მან. - არაფერიც არ დამიწყია, - თავი დავიცავი. - საქმეც იმაშია, რომ არაფერი დამიშავებია. სწორედ ამან გამაბრაზა ყველაზე მეტად. ახლა მართლა უდანაშაულო ვარ, - პატარა ბავშვივით ტუჩები გავბუსხე. - არაუშავს, მოინელებ რამენაირად. მიჩვეული ხარ შენც და ისინიც... მაგრამ ახლა ეს მითხარი: მე რომ მომადექი, ‘მასთან’ ვერ წახვვედი? - მკითხა მან ეჭვით. - ‘ვერა’ კი არა, ‘არა.’ არ წავედი, არ მინდოდა. თუ მას უნდა რომ მასთან მივიდე, თვითონ შემომთავაზოს და მერე დავფიქრდები. ახლა კი, გაურკვეველი ვადით შენთან ჩავსახლდი, - თვალი ჩავუკარი. - ელე ხომ იცი, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამდენი ხანიც შენ გინდა იმდენი ხანი დარჩი. მე პირიქით მიხარია, მარტო აღარ ვიქნები, - გამიღიმა მან. - ვიცოდი, რომ ამას მეტყოდი. ამიტომ მიყვარხარ ყველაზე მეტად, - სავარძლიდან წამოვხტდი რომ მისთვის მეკოცნა, მაგრამ უცბად გავჩერდი. - მოიშორე რა ეგ საზიზღრობა სახიდან, მოჩვენებას ჰგავხარ.. დაქალს ვეღარ ჩახუტებიხარ ნორმალურად რა... - დავიწყე ბუზღუნი და თან ჩემოდნები ავიღე და კიბეს ავუყევი, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა. ნია კი პირველ სართულზე მისაღებში იდგა და მხიარულად კისკისებდა. - ნუ იცინი ტყუილად. ქენი სიკეთე, აიღე ეგ ჩემოდანი და ამომიტანე ოთახში. - აჰა, კარგით ქალბატონო, მაგრამ რომელ ოთახში მიბრძანდებით? - თეატრალურად დამიკრა თავი. - მე რომ მომწონს იმ ოთახში, - ვუთხარი და ოთახისაკენ გავემართე. ტანსაცმლის ამოლაგების თავი არ მქონდა, მარტო პიჟამო ამოვიღე, შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი. თვალები დავხუჭე და ძილისთვის მოვემზადე, როცა ჩემს ოთახში ნია შემოვიდა. საწოლზე ჩამოჯდა და თავზე ხელი გადამისვა. თვალები მაშინვე გავახილე. - კარგად ხარ? - მზრუნველურად მკითხა. მან კარგად იცოდა, რომ დღე რაც არ უნდა კარგად და ლაღად ვყოფილიყავი, ღამე მაინც ვერ ვიკავებდი ემოციებს. ღამეს ვერასდროს ვერ ვატყუებდი... ძილის წინ ამიტყდებოდა ყოველთვის ფიქრი და შედეგად ხანდახან სველ ბალიშზე ჩამეძინებოდა ხოლმე. ჩემი ცრემლებით დასველებულ ბალიშზე... დღე არასდროს არ ვტიროდი, არასდროს, რაც არ უნდა მომხდარიყო. 15 წლის მერე ჩემი ცრემლები არავის არ უნახავს ახლობელი მეგობრების გარდა. და ისიც ღამე.. დღე მხიარული ელენე ვიყავი, რომლებსაც სხვების აზრით არაფერი ადარდებდა. - კი ნი, კარგად ვარ. შენ არ ინერვიულო, - გავუღიმე. - თუ რამეა, ხომ იცი ყოველთვის მოგისმენ, - თბილად გამიღიმა და თავზე მაკოცა. - ვიცი ნი, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ამიტომ მიყვარხარ ყველაზე მეტად. - მეც მიყვარხარ ჩემო ელე, ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს.. ტკბილი ძილი, - ერთხელ კიდევ მაკოცა თავზე და საწოლიდან ადგა. - მეც ძალიან მიყვახარ ნია. ძილინებისა, - დავიჩურჩულე ჩუმად, მაგრამ მან მაინც გაიგო. კარები გააღო, ერთი გამომხედა, გაიღიმა და ოთახიდან გავიდა. ნიასთან ასეთმა საუბარმა და სხვა ყველაფერმა ერთად გული ამიჩუყეს, თითქოს მასზე მძიმე ლოდი იყო ჩამოკიდებული და სადღაც ქვემოთ ექაჩებოდა. მე კი ვცდილობდი ის ისევ თავის ადგილას დამებრუნებინა. თვალები დავხუჭე და ერთი პაწაწინა ცრემლი გადმომვარდა, ისევ სველი ბალიში...
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2012-04-27, 11:00 PM | შეტყობინება # 13 |
842
Offline
| II თავი
ახალი დღეც გათენდა. დღე, როდესაც სულ სხვა ელე ვიყავი. ელე, რომელიც ყოველთვის იღიმოდა და მხიარულობდა. ზოგისთვის სწერვა და საშინლად აუტანელი ვიყავი, ზოგისთვის კი ძალიან თბილი და მეგობრული. თუმცა ჩემი გრძნობების გამოხატვა ხშირად არ მჩვევია. სისულელეა ვიცი, მაგრამ თითქოს ამას სისუსტედ მივიჩნევ. ყველამ რომ დაინახოს როგორი ვარ სინამდვილეში, ჩემს სუსტ ადგილებს გამოიყენებენ.. მგონი პარანოია მჭირს, მაგრამ ასეა... ღამე, სანამ დამეძინებოდა მივხვდი, რომ ‘ის’ მომენატრა. ორი დღეა არ მინახავს, მისგან ბოლოს გაბრაზებული წამოვედი და მისი კაბინეტის კარები გამოვიჯახუნე. ის არ მირეკავდა. იცოდა, რომ დაწყნარება მჭირდებოდა. იცის, როცა გაბრაზებული ვარ, მითუმეტეს მასზე, ჩემთან ურთიერთობა საშიშია. ჩემი მძიმე ხასიათი უფრო მძიმდება და აუტანელი ვხდები. თუმცა ის ყველაინარს ‘მიტანს’ ასე ამბობს... კარგად იცის, რომ პირველი მე არ დავურეკავ, ძალიან ამაყი ვარ. მაგრამ ჯინაზე თვითონაც არ მირეკავს, არადა ვიცი რომ მასაც ვენატრები. საათს გავხედე, თორმეტი ხდებოდა. უნივერსიტეტში დავაგვიანე, ახლა მისვლას აზრი აღარ ჰქონდა. საწოლიდან წამოვდექი და აბაზანაში გავედი. ძალიან ნელა ვიქცეოდი, დროის გაყვანა მინდოდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოვედი და პიჟამოსამარა ქვემოთ ჩავედი. კიბეებიდანვე გავიგე ტელევიზორის ხმა, ესეიგი ნია უკვე ადგა. - დილამშვიდობისა ძილისგუდა, - მომესალმა ის, როდესაც ქვემოთ ჩავედი. - არც შენ ხარ ნაკლები, - ვუთხარი მისალმების ნაცვლად და მის გვერდით დივანზე მოვიკალათე. - უნივერსიტეტში ვეღარ წავალთ, ახლა მთელი დღე სახლში ხომ არ ვიჯდებით, - დაიწუწუნა ნიამ. - აბა რა ვქნათ? - მხრები ავიჩეჩე. - გოგოებს დავურეკოთ და მაღაზიებში წავიდეთ, მერე კი ჩვენ კაფეში. რამდენი ხანია იქ არ ვყოფილვართ, - თავისი იდეით ნია გახარებული იყო. - მაღაზიები კი, მაგრამ ჩვენი კაფე? - უხერხულად შევიშმუშნე. საქმე იმაში იყო, რომ ჩვენ, რამდენიმე ახლო მეგობარს უკვე დიდი ხანია, რაც ერთი კაფე გვაქვს ამოჩემებული, თითქმის ყოველ დღე იქ დავდივართ. სწორედ იქ გავიცანი ‘ის.’ ამ კაფის მეპატრონე იყო, საოჯახო ბიზნესი ჰქონდათ, შეძლებული ოჯახი აქვს. მშობლები საზღვარგარეთ ჰყვას, აქ კი მხოლოდ ის და მისი უმცროსი ძმა არიან, რომელიც კაფის მენეჯერად მუშაობს და სულ იქ არის. ‘ის’ კი იშვიათად მიდის კაფეში, კიდევ რაღაც კომპანიაში მუშაობს, რომელიც არ ვიცი რას აკეთებს და არც მაინტერესებს. - ის იქ არ იქნება, - თვალი ჩამიკრა. - გარდა ამისა, რამდენი ხანი უნდა იყოთ ასე? - რამდენიც საჭირო იქნება! ხომ იცი, მე პირველი არ დაველაპარაკები. - რა ჯიუტი ხარ. - ვიცი, - გავუღიმე და სამზარეულოში გავედი. - მე ცოტას შევჭამ, შენ კი გოგოებს დაურეკე, - ვუთხარი ნიას. - აჰა, - ჩაიბურტყუნა და მისაღებში გავიდა. მაგიდაზე ცივი ფორთოხლის წვენი და ნამცხვრები დავდე. ტკბილეული ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ბევრსაც ვჭამდი, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არ ვსუქდებოდი. მაქსიმუმ 2-3 კილოს თუ მოვიმატებდი, მაგრამ ესეც არ მეტყობოდა. სამზარეულოში ნია შემოვიდა, როდესაც მე მაგიდას ვალაგებდი. - ვაუ, შენ მაგიდას ალაგებ? მეჩვენება არა? - თვალების მოფშვნეტა დაიწყო. - ბოლოს და ბოლოს, ნამუსი მეც მაქვს, მაგიდას მაინც ვალაგებ ხოლმე, მაგრამ ჭურჭელს შენ დარეცხავ, - გავუღიმე. - ჰო, აბა რა. მე კი იმედი მქონდა ეს ბავშვი ცოტა მაინც გამოსწორდა-მეთქი, - ამოიხვნეშა მან. - ბავშვი არა ეხლა ის, - შევუბღვირე. ვერ ვიტანდი, როდესაც ‘ბავშვს’ მეძახდნენ. უკვე დიდი ხანია რაც გავიზარდე და ბავშვი აღარ ვარ! - ჩემი გამოსწორება შეუძლებელია, - ჭურჭელი ნიჟარაში ჩავდგი და კიბისკენ წავედი. - ტანსაცმელს ამოვალაგებ და ჩამოვალ, გოგოები რომ მოვლენ დამიძახე, - ვუთხარი და კიბეზე ავედი. სამი დიდი ჩემოდნის ამოლაგება, რომლებიც ტანსაცმლით იყო გატენილი, არც ისე იოლი აღმოჩნდა. ოთახში დიდი გარდერობი იდგა, მაგრამ მე იმდენი ტანსაცმელი მქონდა, რომ შემეშინდა, არ დაეტევა-თქო. მაგრამ გამიმართლა, ტანსაცმელი გარდეროფში შესანიშნავად დავატიე და საკმაო ადგილიც დარჩა. დაღლილი მაშინვე საწოლზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე. ახლა მაღაზიებში ბოდიალის თავი ნამდვილად არ მქონდა. - ელეე, - ვიღაც მეძახდა. ცალი თვალი გავახილე და კარებისკენ გავიხედე. იქ კი თავშემოყოფილი სალო დავინახე. - შემოდი რა იყო, კი არ შეგჭამ, - გავუცინე და საწოლიდან წამოვდექი. ის კი ოთახში შემოვიდა და რბილ პუფში ჩაჯდა. წინასწარ გამზადებულ ტანსაცმელთან მივედი, რომელიც სკამზე გადავკიდე. ძალიან მოკლე, იასამნისფერი კაბა და მისი შესაფერისი მაღლები. პიჟამო გავიძრე და კაბა ჩავიცვი. სალოს გავხედე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში სულ ჩუმად იყო. გამიკვირდა, სიჩუმე არასდროს არ უყვარდა. სახეზე დაკვირვებით მათვალიერებდა და უკმაყოფილება ეტყობოდა. - რა იყო სალი, პირველად მნახე? - გავუცინე და ფეხსაცმელების ჩაცმას შევუდექი. - სახეზე რა გჭირს? - უცებ მკითხა მან. - რა მჭირს? - კითხვა დავუბრუნე. ჩემთან მოვიდა, ხელი ჩამკიდა და სარკის წინ დამაყენა. თავიდან ჩემი ტანის დათვალიერება დავიწყე, კაბა ძალიან მომიხდა, ჩემ გრძელ ფეხებს კარგად აჩენდა. მერე სახეც შევათვალიერე და გავშეშდი. - ვაი, - მარტო ამის თქმა მოვახერხე. თვალები საშინლად ჩაშავებული მქონდა, უძილობა მეტყობოდა. სახეზეც გაფითრებული ვიყავი. რა საშინელებაა! ჩემი თავის შემეშინდა! აბაზანაში სარკეში ერთხელაც არ ჩამიხედავს, სარკეს თვალს ვარიდებდი. ვიცოდი, რომ კარგად არ გამოვიყურებოდი, რადგან გუშინ ღამით ცუდად მეძინა, ან თითქმის საერთოდ არ მეძინა... მაგრამ თუ ასე ვიქნებოდი, ვერ წარმოვიდგენდი. - როგორ მოახერხე ეს? - ჩემს სახეზე მიმითითა სალომ. დიდ სარკეს უხმოდ გავცილდი და სკამზე დავჯექი. წინ ჩემი პარფიუმერია და სარკე დავიდგი, მაკიაჟი უნდა გამეკეთებინა. საფრთხობელასავით გარეთ ვერ გავიდოდი. - გუშინ ცუდად მეძინა უბრალოდ, - მისთვის არც შემიხედავს ისე ვუთხარი. სახეზე კრემს ვისმევდი. - სულ წამოხვედი, არა? - ჩემთან მოვიდა და მაკიაჟის გაკეთებაში მომეხმარა, ამ საქმეში ექსპერტი იყო. - შენ როგორ ფიქრობ? - ირონიულად ჩავიღიმე. - აღარ დაბრუნდები, - თავი გააქნია მან. - ასეა, - თავი დავაქნიე. 15 წუთში სალომ მაკიაჟიც გამიკეთა და ჩემი ღია წაბლისფერი თმები დამისწორა. ისედაც ძალიან სწორი თმები მაქვს, მაგრამ მას ჩემს თმებზე მუშაობა ძალიან უყვარს. ორივენი ქვემოთ ჩავედით, სადაც დანარჩენები იყვნენ. - ძლივს ჩამოხვედით, - შემოგვეგება სოფო. - სოფ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, - გადავეხვიე. სოფო ჩემი ჯგუფელი იყო და პირველივე დღიდან მასთან ძალიან დავახლოვდი. მე, სალო და ნია კი ბავშვობის მეგობრები ვიყავით. - აბა წავედით, - ტაში შემოკრა ნიამ და სახლიდან ყველანი გაგვყარა. ბოლოს თვითონ გამოვიდა, კარი ჩაკეტა და თავისი მანქანისკენ წავიდა. ნიას ვერცხლისფერ ჯიპში ყველანი ჩავსხედით და სავაჭრო ცენტრ ‘ქარვასლაში’ წავედით საყიდლებზე. ბევრი ბოდიალისა და უამრავი დროის დაკარგვის შემდეგ, როგორც იქნა თავი დავახწიეთ მაღაზიებს და ახლა ჩვენი კაფისკენ მივდიოდით. მე ცოტა დაძაბული ვიყავი. მინდოდა ისიც აქ ყოფილიყო და მენახა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, თავს დაბნეულად ვგრძნობდი. პირველად ცხოვრებაში არ ვიცი როგორ მოვიქცე და ესეც ‘მასთან’ ურთიერთობაში ხდება, ჯანდაბა! ნიამ მანქანა კაფის ავტოსადგომზე გააჩერა. მანქანიდან ყველანი გადავიდნენ, მხოლოდ მე დავრჩი და გადასვლას ვერ ვბედავდი. თუ დილით ვგრძნობდი, რომ მომენატრა და მისი ნახვა მინდოდა, ახლა მზად ვიყავი ტაქსი გამეჩერებინა და სასწრაფოდ სახლში წავსულიყავი. ასეთ მომენტებში ჩემს თავს ვერ ვიტანდი. ვერ ვიტანდი, როცა საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი და ვყოყმანობდი. საბედნიეროდ, ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, მაგრამ მე ესეც მყოფნიდა გასაბრაზებლად. მოგვიანებით, როცა ჩემს საქციელს ვიგონებდი, ყოველთვის ბრაზი მახრჩობდა ჩემი თავის გამო. - ელენე! - დამიყვირა სოფომ, რომელიც მანქანის გაღებულ კართან იდგა და მკაცრი სახით მიყურებდა. - რა იყო? - უხეშად ვუპასუხე. - გადმოდი მანქანიდან, - ტონი შეცვალა და თბილად გამიღიმა. - ნუ ბავშვობ ელე, როდის იყო ასეთი რაღაცეების გეშინოდა. ‘მეშინოდა...’ მხოლოდ ამ ერთმა სიტყვამ გადამაწყვეტინა მანქანიდან გადავსულიყავი და თავაწეული შევსულიყავი კაფეში. სოფომ ჩემი სუსტი წერტილი მონახა. იცის, რომ როდესაც შიშს მიხსნებს და მეტყვის რომ მეშინია, ყველაფრის გამკეთებელი ვარ მაშინ. კაფეში პირველი შევედი, გოგოები უკან მომყვებოდნენ. ჩვენს დანახვაზე ყველას გაეღიმა, აქ ყველა გვიცნობდა. - როგორ ხართ გოგოებო? - ჩვენთან ერთ-ერთი ოფიციანტი მოვიდა-ზუზი. ლიზი ერქვა, ჩვენ კი ლიზუზის ვეძახდით ხუმრობით, მოფერებით კი ზუზის. - ჩვენ კარგად, შენ როგორ ხარ? - ჰკითხა სალომ. - მშვენივრად, - გაგვიღიმა. - მეორე სართულზე ახვალთ ხო? აქ მოსულები ყოველთვის მეორე სართულზე ავდიოდით, იქ კი ერთი მაგიდა გვქნოდა, სადაც სულ ჩვენ ვსხდებოდით. ამ კაფის კლიენტებმა უკვე იცოდნენ, რომ ის მაგიდა მუდმივად დაკავებული იყო და არ სხდებოდნენ. თორემ იცოდნენ, ადგომა მაინც მოუწევდათ. - კი, მეორეზე ავდივართ და ოთხივეს პიცის მენიუ და კოკა-კოლა მოგვიტანე, - უთხრა ნიამ და კიბეებისკენ წავიდა. მეც მას მივყვებოდი, მაგრამ უცებ ზუზიმ ხელი მკლავში დამიჭირა. გამიკვირდა და მისკენ მივტრიალდი, ის კი გაღიმებული მიყურებდა. - რა მოხდა? - ვკითხე. - კარგ დროს მოხვედი ელ, ისიც აქ არის, - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. არ ვიცი იმ დროს რა დამემართა, ალბათ ერთ ადგილას გავშეშდი, იატაკს შევეზარდე და ერთი სანტიმეტრითაც ვეღარ ვინძრეოდი. კაფეში კონდიციონერები იყო და გრილოდა, მაგრამ მე უეცრად დამცხა, საშინლად დამცხა. - კარგად ხარ ელე? - შეშინებული ხმით მკითხა ზუზიმ. - რა მოხდა? - მაშინვე ჩემთან გაჩნდნენ გოგოები. - არაფერი, - მდგომარეობიდან უცებ გამოვედი. უდარდელად გავუღიმე მათ და მხიარული სახე მივიღე. - და კიდევ... - ხმას ჩაუწია ზუზიმ და ახლა თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა. - ის ქალბატონიც აქ ბრძანდება. - ვინ ‘ის ქალბატონი?’ - იკითხა დაბნეულმა სოფომ. მე კი მაშინვე მივხვდი ვიზეც იყო ლაპარაკი. ქალი, რომელსაც ვერ ვიტან. მგონი ერთადერთი ადამიანი ამ ქვეყნად, ვინც მძულს. ყველაფერს რომ თავი დავანებო, საშინლად უარყოფითი პიროვნებაა, მასში ერთ კარგ თვისებას ვერ იპოვის ადამიანი. მასაც იგივე გრძნობები აქვს ჩემს მიმართ. დიდი ხანია აღარ გამოჩენილა და მიკვირდა კიდეც, მაგრამ ახლა ისევ გამახსენა თავი. საზღვარგარეთ შვებულებაში იყო და აღარ მიწამლავდა დღეებს, მის ზიზღნარევ გამოხედვას აღარსად შევჩეხებივარ. - ლელა... ის სწერვა ქალი, - აგვიხსნა ზუზიმ. - ვიღაც თავის მეგობართან ერთადაა. რომ შემოვიდა, მაშინვე ზურა იკითხა. მეორე სართულზე კაბინეტში იყო და ლელას მოსვლა შეატყობინეს, ისიც მაშინვე გამოვიდა. მე მეტი აღარაფერი ვიცი, მეორე სართულზე არ ავდივარ, ხომ იცით. ზურა... აი ის არის ჩემი ‘შეყვარებული.’ თუმცა მისთვის ეს სიტყვა არასდროს არ დამიძახია, არც ის მიძახის ამას. ის ჩემი კაცია, მე კი მისი ქალი... და არავის არ დავუთმობ, არასდროს... მითუმეტეს ლელას, რომელიც კარგა ხანია ზურას ხელში ჩაგდებას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. არც მომავალში გამოუვა რამე..! აი სწორედ ეს მჭირდებოდა! წინააღმდეგობა, რომ ჩემი სისუსტეები დამევიწყა და ისევ ის ელენე გავმხდარიყავი, რომელიც უკან არასდროს არ იხევს. ხასიათი ერთ წუთში შემეცვალა და ეს სახეზეც დამეტყო. ეშმაკური ღიმილით ჩავიცინე, გოგოებს ეს არ გამოპარვიათ და კმაყოფილად გაიღიმეს, რომ ისევ დავბრუნდი. - მე არაფერი მითქვამს, - ხელები გაასავსავა ზუზიმ. - რა თქმა უნდა, მაგაზე არ ინერვიულო, - გავუღიმე და ამაყი გამომეტყველებით კიბეს ავუყევი. გადაწყვეტილი მქონდა რაც უნდა გამეკეთებინა. მე არ მივიდოდი ზურასთან, მაგრამ ისე გავაკეთებდი, რომ თვითონ მოვიდოდა ჩემთან. მეორე სართულზე ავედი და ჩვენი მაგიდისაკენ გავიხედე და... გავშეშდი..! ჩვენ მაგიდასთან ლელა და მისი მეგობარი ისხდნენ. სიგარეტს ეწეოდნენ და თავიანთი ჭკუით ‘გამომწვევად’ იცინოდნენ, მაგრამ ეს უფრო გულის ამრევი იყო, ვიდრე ‘გამომწვევი.’ მაგრამ ეს არ იყო ყველაფერი... მათ მოპირდაპირე მხარეს, იგივე მაგიდაზე ზურა იჯდა, და მათ ღიმილით ელაპარაკებოდა! - ამას უყურე, - ჩაიბურტყუნა ჩემს გვერდზე მდგარმა ნიამ. სწორედ ამ დროს ლელამ აქეთკენ გამოიხედა და ხელი, რომელშიც სიგარეტი ეჭირა, გაუშეშდა. ზურამ მის მზერას თვალი გამოაყოლა და ჩვენ დაგვინახა. უცნაურად ჩაიღიმა და ისევ მათ მიუბრუნდა. ერთ წუთში კი ის ფეხზე იდგა და ჩვენკენ მოდიოდა. უფრო სწორად ჩემკენ... აი ასე! ბავშვებო რომ თამაშობენ ხოლმე თამაშს: ‘ჩემი ოქრო ჩემთან’ ასე გამომივიდა მეც: ‘ჩემი კაცი ჩემთან.’ თავი ძლივს შევიკავე რომ იქვე სიცილი არ ამეტეხა. ამის ნაცვლად ზურას ‘ტკბილად’ გავუღიმე. ის უკვე ჩემს წინ იდგა, ძალიან ახლოს, მის სუნთქვას ვგრძობდი... დაიხარა და ყურში ჩამრჩურჩულა. - ვიცოდი, რომ მოხვიდიდო. - შენთან არ მოვსულვარ, - ხელით გავწიე. - ხოო? - ეჭვნარევი მზერა მომაპყრო. - შენს გარდა აქ ბევრი ვინმე მყავს. აი მაგალითად... ლაშა! მივმართე ერთ-ერთ ოფიციანტს, რომელიც ყოველთვის ძალიან ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართ. ზურა რომ არ გამეცნო, ალბათ რაღაც შანსი მასაც ექნებოდა. მოტრიალდა და გამიღიმა. მისკენ წავედი და გადავეხვიე. პირველად გამოვიჩინე მის მიმართ ასეთი ყურადღება. - როგორ ხარ? რამდენი ხანია შვებულებაში იყავი, რამე ხომ არ მოხდა? - თბილად გავუღიმე. ის კი დადებილებული მიყურებდა, ალბათ ჩემგან ასეთი საქციელი ძალიან უკვირდა. - არა, უბრალოდ დასვენება გადავწყვიტე. შენ როგორ ხარ? უფრო გალამაზებულხარ, - თვალიერება დამიწყო. ჰმ... მოკლე კაბა და ამოღებული გული ყველაფერს შვება, თანაც მშვენიერი გარეგნობაც მაქვს. მხიარულად გადავიკისკისე და მის წინაშე დავტრიალდი. ზურას სახეს ერთი წამით მოვკარი თვალი, საშინელი გამომეტყველება ჰქონდა. ეტყობოდა, რომ ბრაზდებოდა... ვერ იტანს, როცა ვინმე სხვა ისე მიყურებს, როგორც ახლა ლაშა. - გმადლობ კომპლიმენტისთვის. შენც მშვენივრად გამოიყურები, - გავუღიმე ლაშას და წელზე ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი. ზურამ მხარზე მიმიხუტა და ხელი უფრო მაგრად შემომხვია, ცოტაც და მეტკინებოდა. - ლაშა მეცხრე მაგიდასთან გელოდებიან, - უთხრა ცივი, ბრძანებლური ტონით. - ახლავე, - თვალები ძლივს მოაშორა ჩემს სხეულს და მაგიდისკენ გაიხედა, სადაც ხალხი იჯდა, მაგრამ ოფიციანტის მისვლას ნამდვილად, არ ელოდებოდნენ, საჭმელს გემრიელად მიირთმევდნენ. - ლაშ, ჩვენს მაგიდას შენ მოემსახურე, - ვუთხარი ღიმილით და თმის ნაწილი თითზე დავიხვიე. საპასუხოდ კი ზურამ ხელი უფრო მაგრად მომიჭირა. როგორ ვერ ვიტან ასეთ კეკლუცობას და ცანცარობას, მაგრამ ახლა საჭიროა ზურას გასაბრაზებლად. მერე კი ლაშას ზედაც აღარ შევხედავ. - სიამოვნებით. და... რომელ მაგიდასთან? - იკითხა ცოტა დაბნეულმა. - რა კითხვაა, - ჩამეცინა. - მეცამეტე მაგიდასთან ლაშა, როგორც ყოველთვის. - მაგრამ ის ხომ... დამთავრება აღარ ვაცადე. - არანაირი მაგრამ. მიდი მათთან და უთხარი, რომ სხვა მაგიდასთან დასხდნენ. არ მაინტერესებს რას იტყვიან. თუ საჭიროა, ძალით ააყენე, - ვუთხარი ისეთი ტონით, რომ შემოპასუხებას ვეღარ გამიბედავდა. თავი დამიქნია და მეცამეტე მაგიდისკენ წავიდა. ლელა და მისი მეგობარი უკვე მიდიოდნენ ეტყობა, ლაშას ფული მისცეს, ჩანთები აიღეს და ჩვენკენ წამოვიდნენ. ძალიან კარგი რომ მიდის, მის სახეს დღეს მაინც აღარ დავინახავ. ჩემთან მოვიდა, წინ დამიდგა და გულის ამრევად გამიცინა. ახლა უკვე მე მივეკარი ზურას უფრო მეტად და ხელები მოვხვიე. - გამარჯობა ელენე. - გაგიმარჯოს, - მისთვის არც შემიხედავს, ისე ვუთხარი. - ჰმ... - ჩაიცინა მან. - კარგად ზუკა, - გამომწვევად გაუღიმა. - ზურა, - შევუსწორე მკაცრი ტონით და ტკბილად გავუღიმე. ვერ ვიტან, როცა მას ასე ეძახიან. პატარა ბიჭი ხომ არ არის ამხელა კაცი ‘ზუკა’ დაუძახო. - აჰ... შენ ზურა, მე კი ზუკა, - გამიღიმა და სიგარეტის ბოლი გამოუშვა, რომელიც პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. რა საზიზღრობაა! ხელით ბოლის გაფანტვა დავიწყე. - ზრდილობა, - შავახსენე. ზურასკენ მივტრიალდი, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა და ვაკოცე. იმის დასამტკიცებლად, რომ ის მხოლოდ ჩემი იყო და სხვისი არავისი. ერთი ხელი წელზე მაგრად შემომხვია, მეორე კი თმებში შემიცურა.. მიყვარს, როცა ჩემს თმებს ეთამაშება.. მისი მკლავებისგან თავი დავიძვრინე და გვერდზე დავუდექი, მაგრამ მან წელზე ხელი ისევ მაგრად მომხვია, თავისკენ მიმიზიდა და ყურში ჩამჩურჩულა. - აი ახლა ჩემი ელე ხარ. - კარგად იყავით, - ირონიულად ჩაიღიმა ლელამ და ზურგი გვაქცია, მეორე ქალიც მას გაყვა. ზურასგან თავი გავითავისუფლე და გამომწვევი ნაბიჯებით მაგიდისკენ წავედი. ახლოს, ერთ მაგიდასთან ბიჭები ისხდნენ, რომლებიც თავიდანვე მათვალიერებდნენ. ვიგრძენი, რომ თვალი გამომაყოლეს. კიდევ ერთი ეჭვიანობა ზურას არ აწყენს. - ელენე! - დამიძახა მან. მისკენ შევბრუნდი, მან კი თვალები დამიბრიალა და ჩემკენ წამოვიდა. ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და არ დავლოდებივარ, მაგიდისკენ ისე გავაგრძელე გზა. უკვე უნდა დავმჯდარიყავი, რომ ზურა ხელში მწვდა, მისკენ მიმაბრუნდა და ხელები ძალიან მაგრად მომიჭირა. - დაიმახსოვრე, შენ მარტო ჩემი ხარ, - თმებში ხელი შემიცურა, სახე უფრო ახლოს მოწია და ჩემს ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა. ხელები მის კისერზე შემოვაწყვე და მაგრად მოვუჭირე. აი ჩემი კაცი, ერთ წამში ყველაფერი დამავიწყა...
| |
|
|