ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
არ დავთმობდი, მაგრამ...

viku-vukuთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-02, 9:09 PM | შეტყობინება # 76

397
10  +
12  ±
   ±
Offline
gtxov dade ra dges kide


♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 6:31 PM | შეტყობინება # 77

225
6  +
16  ±
   ±
Offline
დადე რააა ^^ happy happy


viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 8:53 PM | შეტყობინება # 78

397
10  +
12  ±
   ±
Offline
axal tavs dadeb?


bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 9:41 PM | შეტყობინება # 79

842
83  +
   ±
Offline
XI თავი

თბილისში ჩამოვედით, ჩემს ქალაქში. რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. მართალია ყაზბეგის ჰაერის შემდეგ თბილისის სიცხე და მტვრიანი ჰაერი არ მესიამოვნა, მაგრამ მაინც გამიხარდა, რომ ისევ ჩემს ქალაქში ვიყავი, ზურასთან უფრო ახლოს... თუმცა ახლა ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი, რომ სადმე არ შევხვედრილიყავი. ეს კი გამიჭირდებოდა... ზურა კარგად მიცნობდა და ისიც მშვენივრად იცოდა, სად მიყვარდა სიარული. თანაც, ყველაზე მთავარი: ჩვენს კაფეს უნდა დავემშვიდობო, იქ წასვლას ვერ გავრისკავ. ზურა თუ არ იქნებოდა იქ, მაინც გაიგებდა, რომ მე ვიყავი კაფეში. სიცხე საშინლად არ მსიამოვნებდა და ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდით, სიგრილეში...
სანდრომ მე და სოფო ნიასთან წაგვიყვანა, რადგან ყველა ნივთი იქ მქონდა.
- გაბერილოო, - კარებშივე შემომეგება ნია.
- მცხელა არ ჩამეხუტო, - მაშინვე გავცილდი და სახლში სწრაფად შევედი, კონდიციონერი ჰქონდა ჩართული და გრილოდა, მესიამოვნა...
- უკარება გაბერილიი, - გაიცინა სალომ.
- ეხლა შენ, - შევუბღვირე. - არა ვარ მე გაბერილი, სულ სამი თვის ვარ და მუცელი ძლივს მეტყობა, - დავიწყე წუწუნი.
- გამოუძინებელია, მალე გაუვლის, - გაიცინა სანდრომ და დიდი ჭიქით ცივი წყალი მოსვა. საფოსაც მისნაირი დიდი ჭიქა ეჭირა, ცივი წყალი ძალიან მომინდა... სალოსთან მივედი და ჭიქა გამოვართვი სწორედ მაშინ, როცა ის უკვე დალევას აპირებდა.
- ორსულად ვარ მე, და ცივი წყალი მე უფრო მესაჭირეობა,-გავუღიმე და წყალი მოსვი.
- ეს ხომ არ დაგაცლის რა არაფერს, - ჩაიცინა და სამზარეულოში გავიდა.
დივანზე ნახევრად წამოვწექი და თვალები დავხუჭე, გზამ საშინლად დამღალა. თან ყურებიც დამიგუბდა ცოტათი. ასე არასდროს არ მემართებოდა, მაგრამ ორსულობის დროს ხომ ყველაფერი ირევა... უცებ თვალები დავაჭყიტე, ხელი პირთან მივიტანე და მაშინვე სააბაზანოში გავვარდი. გულის რევა მეწყებოდა... უკან სალო გამომყვა. არ მინდოდა შემოსულიყო, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. როცა ყველაფერი მორჩა და უკვე ნორმალურად სუნთქვაც შემეძლო, ფეხზე მყარად დავდექი და სალოს შევხედე, ის კი საწყალი სახით მიყურებდა.
- ახლა არ მითხრა, ტოქსიკური თუ რაღაცნაირი ორსულობა გაქვსო. ვერ ვიტააანნნნ!! - წამოვიყვირე.
- რას ვერ იტან? - გაუკვირდა მას.
- გულის რევას, აბა სხვა რას, - შევუბღვირე.
იქიდან ნახევრად სალომ გამომიყვანა, მე ჩემით წესიერად ვერ დავდიოდი, ძალა არ მქონდა. სანდრომ ასეთ დღეში რომ დამინახა, ჩემთან მოვიდა და ხელში ამიყვანა. მერე ჩემს ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამაწვინა. ნიაც ფეხდაფეხ მოგვყვებოდა, ფეხზე გამხადა და ‘ვინტილიატორი’ ჩართო.
- ვერ ვიტან ამ ჯაბახანას, - ცხვირი ავიბზუე.
- მაშინ იყავი ამ სიცხეში, - სანდრომ ისე მოკიდა ‘ვინტილიატორს’ ხელი, თითქოს მიჰქონდა.
-არ გაბედო და არ გაიტანო ამ ოთახიდან, თორემ მაგ ხელებს დაგამტვრევ, - დავემუქრე.
- ორსულის ჩხუბი მაგარი სანახავი იქნება ისე, - ჩაიცინა, მაგრამ ‘ვინტილიატორი’ მაინც დადო თავის ადგილას.
- ხომ არ გავიწყდება, ჩემი ძმა ვინაა, - შევახსენე.
იკა ბავშვობაში კარატეზე დადიოდა, მერე ბოქსზეც შევიდა და ახლა ბანკში ოფის-მენეჯერი იყო. გამეცინა... საიდან სად წავიდა...
- კარგი ჰო, - სიცილით აწია ხელები.
ექიმთან მეორე დღესვე წავედით მე და სოფო, ნიაც გამოგვყვა. მე თვითონ უნდა შევაფასო ეგ ექიმიო. მირანდა ისედაც გაბრაზებული იყო ჩემზე, ორი თვე არ ვყოფილვარ კონსულტაციაზე. სამაგიეროდ ახლა აინაზღაურა და ათასი ანალიზი ამიღო. სულ კაბინეტიდან კაბინეტში დავდიოდი და ეს ჩემს ნერვებზე ძალიან მოქმედებდა.
- ახლა უკვე ნამდვილად აღარ ავიღებ კიდევ ერთ ანალიზს, კი არ ვკვდები, - გამოვუცხადე მას.
მირანდა თავის მაგიდასთან იჯდა და რაღაც ქაღალდებში იხედებოდა. მე კი მის წინ დოინჯშემოყრილი და გაბრაზებული ვიდექი. თავი ასწია და სათვალის ზემოდან ამომხედა. ისეთი სასაცილო იყო, რომ კინაღამ გამეცინა. თუმცა თავი მაინც შევიკავე და ისევ დაბღვერილი სახით ვუყურებდი.
- დაწნარდი ელენე, ანალიზების ჩატარება აღარ მოგიწევს, -ამოვისუნთქე. - ჯერჯერობით... - დაამატა მან.
- ეს ექიმები ხომ არ გაახარებთ ადამიანს ერთი წუთითაც რა,-ჩავიბურტყუნე და სკამზე დავჯექი, რომ მირანდას მითითებებისთვის მომესმინა.
- აბა ნიი, როგორ მოგეწონა ჩვენი ლეზბიანკა მირანდა ექიმი?-ჰკითხა სოფომ ნიას, როდესაც საავადმყოფოდან გამოვედით.
- როგორი? - წამოიყვირა მან.
მის რეაქციაზე მე და სოფოს სიცილი აგვიტყდა.
- ვერ ხარ შენ, - მომიბრუნდა ნია. - ეგეთ ექიმთან დადიხარ? ვაიმეე დედიკოო, - საწყალი სახე მიიღო ნიამ.
- კარგი ჰო, მართლა ეგეთი კი არ არის, - გავიცინე. - უბრალოდ მე და სოფო ვაშაყირებთ ეგრე, ორმოცი წლისაა და არც გათხოვილა, მგონი საერთოდ მეგობარი მამაკაციც არ ჰყოლია, - გავიცინე.
- და ეგეთ საწყალ ქალს დასცინით ჰო? - შეიცხადა ნიამ.
- არ დავცინით, ვაშაყირებთ, - პატარა ბავშვივით საფომ ენა გამოუყო და მერე მხიარულად გადაიკისკისა.
სახლში დავბრუნდი. იქ, სადაც ჩემი ბავშვობა გავატარე, ჩემი მშობლების სახლში... ნიასთან ვეღარ დავრჩებოდი, მას შეყვარებული ჰყავდა, რომელთანაც მთელ დღეებს ატარებდა, ჩემ გამო კი სახლში იჯდა ხოლმე. არ მინდოდა ხელი შემეშალა მისთვის და ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი. თანაც, მშობლებმაც მთხოვეს და უარი აღარ ვუთხარი. სახლში დაბრუნება მხოლოდ იმიტომ არ მიხაროდა, რომ იქ ლიკაც იყო. სამი თვის განმავლობაში ერთხელაც არ დაურეკავს და არ მოვუკითხივარ. კარგი ურთიერთობა არასდროს არ გვქონია, მაგრამ ერთხელ დარეკვა, მხოლოდ იმიტომ, რომ დები ვართ, შეიძლებოდა...
- შენი ოთახი ისევ ისეთია, მერე ბავშვის საწოლსაც დავდგამთ და უსაყვარლესი იქნება, - მითხრა დედამ, როცა ჩემს ოთახში შევედით და აქეთ-იქით მიმოვიხედე.
- მადლობა, - გავუღიმე და გადავეხვიე.
ჩემი ნივთები ამოვალაგე და ისე დავდე, როგორც ადრე იყო. ახლა მივხვდი, რომ სახლი მონატრებული მქონია... ვცდილობდი, ლიკასთან ნორმალური ურთიერთობა მქონოდა, არ მინდოდა სახლში დაძაბულობა ყოფილიყო. მითუმეტეს მაშინ, როცა მე ასეთ მდგომარეობაში ვიყავი...
დრო გადიოდა... ვცადე და მას ფეხი ავუწყვე, ახლა ერთად მივდიოდით მე და დრო... მას მე მივყავდი, მე კი დრო მიმყავდა... ჩემს ცხოვრებაში ზურას სახით საშინელი დანაკლისი იყო... ვცდილობდი ავრიდებოდი ყველა იმ ადგილს, სადაც ერთად დავდიოდით, ან მე მიყვარდა სიარული... მეშინოდა სადმე არ შევხვედრილიყავი მას და ასე არ ვენახე, დიდი მუცლით... უკვე ხუთი თვის ვიყავი და მუცელი საკმაოდ მეტყობოდა. ყველა გაბერილს მეძახდა, ახლა ვეღარ ვიტყოდი, რომ არ ვიყავი გაბერილი...
ოქტომბერი თვე იყო და სიცხე აღარ მაწუხებდა, გრილოდა... დედაჩემის დაჟინებული თხოვნით თბილად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი სანდროსთან, სადღაც უნდა წავეყვანე. მე თვითონაც არ ვიცოდი სად...
- გაბერიილ, როგორ ხარ? - გამიცინა მან, როცა მანქანაში ჩავჯექი.
- მშია, - გავიცინე.
- ხოდა, ახლა ზუსტად ისეთ ადგილას მიმყავხარ, სადაც შევჭამთ. გუშინ ვიყავი პირველად იქ და მომეწონა, კარგი ადგილია.
- მაინც სად? - დავინტერესდი მე.
- კაფის სახელს არ გეტყვი, - თავი გააქნია.
ვიცოდი რა ჯიუტიც იყო და ამიტომ თხოვნა აღარ დამიწყია, მაინც არ მეტყოდა. თვალები დავხუჭე და მოვდუნდი...
ცოტა ხანში სანდრომ მანქანა გააჩერა, გადმოსვლაში დამეხმარა და მაშინვე თვალებზე ამაფარა ხელი.
- სანდროო მოგკლავ! ვერ ვიტან, როცა ვერ ვხედავ სად მივდივარ, ხომ იცი, - შევუბღვირე.
- ახლა მოგიწევს აიტანო, - ხელი ჩამკიდა და ნელა წამიყვანა სადღაც. მერე კარების გაღების ხმა გავიგონე, სადღაც შევედით. სასიამოვნო სუნი ტრიალებდა იქ და უფრო მეტად მომშივდა. სანდრომ ხელები გამიშვა და ახლა ნათლად ვხედავდი სად ვიყავი. აქეთ-იქით გავიხედე და როცა ბოლომდე მივხვდი სად ვიყავი, ერთ ადგილას გავშეშდი, გული ამიჩქარდა და სუნთქვა გამიხშირდა. ყველაზე მეტად ამ ადგილს ვერიდებოდი, აქ არ მინდოდა მოსვლა... სანდრომ ზურას კაფეში მომიყვანა...
- ელე! - ვიღაცის ყვირილი გავიგონე და ამან გამომაფხიზლა.
ჩემს წინ ზუზი იდგა და გაფართოებული თვალებით მიყურებდა.
- ეს შენ ხარ? - მკითხა გაკვირვებულმა და თითით ჩემ გამობერილ მუცელზე მინიშნა.
- არ გეჩვენები ზუზი, - თვალები გადავატრიალე.
მერე სანდროს მივუბრუნდი და თვალები დავუბრიალე.
- რას უწუნებ ამ კაფეს? - გაიკვირვა.
- არც არაფერს, უბრალოდ აქ არ უნდა მოგეყვანე, - კბილებში გამოვცერი და წასასვლელად მოვემზადე, როცა კიდევ ვიღაცამ დამიძახა. უკან მივიხედე და ახლა ნიკა-ზურას ძმა იყო.
- ვაა, ელე, როგორი გაბერილი ყოფილხარ, - შეიცხადა და სანდროს გახედა ეჭვის თვალით.
ვგრძნობდი, რომ მალე ცუდად გავხდებოდი, აქ ყოფნა ჩემზე ცუდად მოქმედებდა. სანდროს ხელი ჩავკიდე და მას დავეყრდენი, თვალებიდან ნორმალურად ვეღარ ვიხედებოდი. ვიცოდი, რომ ზუზი და ნიკა ზურას ყველაფერს ეტყოდნენ, რომ მეთხოვა მაინც არაფერი გამოვიდოდა. ზუზი თუ არა, ნიკა მაინც აუცილებლად ეტყოდა.
- სანდრო, - დავიჩურჩულე, მეტის ძალა არ მქონდა.
ის მაშინვე მე შემომიტრიალდა და სახეზე შიში დაეტყო, ალბათ ფერი სულ არ მქონდა. ჩემი სახე ხელებსშორის მოიმწყვდია და თვალებში ჩამხედა.
- ცუდად ხარ? - მკითხა აფორიაქებულმა.
ვეღარაფერს ვლაპარაკობდი, ხმის ამოღების თავი არ მქონდა. ყელში რაღაც ბურთი მომებჯინა, თვალები ამიცრემლიანდა და ნორმალურადაც ვეღარ ვიხედებოდი, შინაგანი კანკალი დამეწყო... ყველაფერი გამახსენდა... როგორ გავიცანი პირველად ამ კაფეში ზურა, მისი გაღიმებული სახე, როცა მან ყავა კაბაზე გადამაქცია და მე იმით ვემუქრებოდი, რომ ამ კაფის მეპატრონეს ყველაფერს ვეტყოდი... ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა და თავი ვეღარ შევიკავე, ერთი ცრემლი გადმომივარდა თვალიდან. ახლა ყველაზე მეტად აქ ტირილი არ მინდოდა, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე, ძალა არ მეყო... სანდროს ძალიან მაგრად ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე, დაწყნარება ვცადე... გამომივიდა კიდეც... სანდროს ჩემთან ყოფნა ძალას მაძლევდა, მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი, როგორც ჩემს ძმასთან... თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე და სანდროს გავუღიმე იმის ნიშნას, რომ ყველაფერი კარგად იყო.
- არაფერი მიჭირს, - თუმცა როცა ეს სიტყვები ვთქვი, იმ წამს ყველაფერი შეიცვალა... კიბეებზე ზურას გაკვირვებულ სახეს მოვკარი თვალი... ქვემოთ ჩამოდიოდა, მაგრამ ჩემს დანახვაზე შუაში გაჩერდა... მთლიანად მაკვირდებოდა და მზერა ჩემს მუცელზე შეაჩერა, თვალები გაუფართოვდა და სახე გაუმკაცრდა. არ ვიცი იმ წუთას რას ფიქრობდა, მაგრამ საშინლად გაბრაზებული სახე ჰქონდა, ზურას მზერის პირველად შემეშინდა, საკუთარ თავს არ გავდა... მე რომ მთლიანად შემათვალიერა, მერე სანდროზე გადავიდა, მას ჩემი ხელი ეკავა და ამაზე უფრო მეტად დაეტყო გაბრაზება.
ყველაზე მეტად მომინდა, რომ აქედან გავმქრალიყავი, თუნდაც მიწა გამსკდომოდა... მის ასეთ მზერას ვეღარ ვუძლებდი, მუცელზე ხელი დავიდე, თითქოს რაღაც ტკივილი ვიგრძენი. ღმერთს ვევედრებოდი, რომ ჩემი ნერვიულობის გამო ჩემ პატარას არაფერი მოსვლოდა, ამას ნამდვილად ვერ გადავიტანდი..!
როგორც იქნა ზურა კიბიდან ჩამოვიდა და ჩემ წინ დადგა, სახეზე ირონიული ღიმილი აუთამაშდა. ამის შემყურე კი მე გული მეწვებოდა. ვიცოდი, ვეღარაფერს გავაკეთებდი, რომ ზურას ჩემთვის ისე შემოეხედა, როგორც ადრე მიყურებდა, სიყვარულით სავეს თვალებით... ახლა კი მის თვალებში არაფერი იკითხებოდა, მე ვერაფერს ვხედავდი, სრული სიცარიელე იყო...
- ელენე, - გამიღიმა მან.
არ ვიცოდი რა მეთქვა, ასე ჩუმად დოგმა კი აღარ შემეძლო..
- გამარჯობა ზურა, - როგორც იქნა რაღაცის თქმა მოვახერხე...
- არ მეგონა აქ თუ კიდევ მოხვიდოდი, - ჩაიცინა. - თუმცა რას ვამბობ... უნდა მეთქვა მოხვიდოდით-თქო. ახლა ხომ სამნი ხართ, - მუცელზე მანიშნა.
- როგორც ხედავ, - გავუღიმე.
არ ვიცი საიდან მომივიდა ამდენი ძალა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემში რაღაც შეიცვალა... ზურა მოღალატესავით მიყურებდა, მე კი ეს მზერა უფრო და უფრო მაძლევდა ძალას... მე ხომ მოღალატე სულაც არ ვიყავი... მხოლოდ იმ მიზეზით მაინც, რომ მუცლით მის ბავშვს დავატერებდი...
- გამახსენდა, რომ აქ მშვენიერი საჭმელები იციან. ჩვენ კი ძალიან მოგვშივდა, - მუცელზე ხელი გადავისვი და სანდროს ავხედე, რომელიც გაკვირვებული სახით მიყურებდა. მან ბავშვის მამაზე თითქმის არაფერი იცოდა, არ მიყვარდა ამ თემაზე საუბარი და ისიც არ მაძალებდა.
- მშვენიერია... - ჩაიბურტუნა თავისთვის. - თქვენთვის საუკეთესო მაგიდას ავარჩევ, - რაღაცნაირი სახით ამომხედა ზურამ. მის თვალებში აქამდე თუ ვერაფერს ვერ ვხედავდი, ახლა უდიდესი ტკივილი დავინახე, ნიღაბი მოიხსნა და დამანახა, სინამდვილეში რას გრძნობდა... თითქოს გული სადღაც გამეპარა, მის ფეთქვას ვეღარ ვგრძნობდი... ჩემი გული ამ წუთას ზურამ სამუდამოდ წაიღო.
- არ არის საჭირო, მეცამეტე მაგიდა ხომ თავისუფალია? - ჩვენი მაგიდა გამახსენდა.
ზურასთვის საშინლად მტკივნეული იქნებოდა იმ მაგიდაზე, რომ სხვასთან ერთად დავმჯდარიყავი, მე კი ის ადგილი საშინლად მონატრებული მქონდა...
მხოლოდ თავი დაგვიქნია და ზემოთ წაგვიძღვა. სანდრომ კითხვით შემომხედა, მე კი ვანიშნე, ყველაფერს მერე აგიხსნი-თქო.
მეცამეტე მაგიდასთან მივედით, სანდრომ სკამი გამომიწია და მასზე რბილად მოვკალათდი.
- ზურა, - ხელი გაუწოდა სანდროს.
- სანდრო, - მანაც ჩამოართვა.
რატომღაც ამ სიტუაციაზე სიცილი მომინდა, რას ფიქრობდნენ ახლა ერთმანეთზე სანდრო და ზურა. არცერთმა არ იცოდა, ვინ იყო მეორე ჩემთვის...
- თუ შეიძლება, ელენეს ცოტა ხნით მოგპარავთ, პატარა საქმე გვაქვს და ცოტა ხანში დაგიბრუნებთ, - არ მეგონა ამას თუ იტყოდა ზურა.
სანდროს თვალებით ვაიშნებდი, რომ უარი ეთქვა, მაგრამ ვერ მიმიხვდა და ზურას დათანხმდა. სკამიდან დაუხმარებლად წამოვდექი, თუმცა ორივე აპირებდა დახმარებას, მაგრამ ხელით ვუჩვენე არ მინდა-მეთქი. ზურასთვის არც შემიხედავს, ისე წავედი მისი კაბინეტისკენ და ოთახში შევედი, ისიც უკან შემომყვა და კარები დაკეტა. თავის მაგიდასთან უხმოდ მივიდა და იქიდან დამიწყო ყურება.
- ძალიან შეცვლილხარ, - დაიჩურჩულა მან.
- როგორც ხედავ, - მუცელს მოვეფერე.
- რამდენი თვის ხარ? - ეჭვით ამომხედა მან.
აი აქ კი გავიჭედე... არ მეგონა, თუ ამ კითხვას დამისვამდა. ალბათ რაღაც იეჭვა და ამიტომ დაინტერესდა...
- ოთხის, - ვიცრუე.
- ჰმ... ოთხი თვისთვის ზემდეტად დიდი მუცელი გაქვს...
- ყველა ამას მეუბნება. არ ვიცი გოგოა თუ ბიჭი, შეიძლება სულაც ტყუპებია და ამიტომ მაქვს ასეთი დიდი მუცელი...
- შენ რომელი გინდა? - გამიღიმა და მაგიდას დაეყრდნო.
- გოგო, - მუცელს დავხედე და მოვეფერე.
ჩემი ბავშვი უმამოდ გაიზრდებოდა, ამას უკვე თითქმის შევეგუე... მარტო ბიჭის აღზრდა კი ძალიან გამიჭირდებოდა, გოგო მინდოდა... რომელსაც ყველაფერზე დაველაპარაკებოდი, კიკინებს გავუკეთებდი და როცა წამოიზრდებოდა, ერთად ვივლიდით მაღაზიებში, რომ კაბები აგვერჩია...
- დარწმუნებული ვარ, დედას დაემსგავსება სილამაზეში,-ჩაიღიმა. - შენ ხომ ყოველთვის გინდოდა ბავშვი...
- მართალია...
- რომელიც ჩემთან ვერ გეყოლა, - ისე ჩუმად თქვა ეს, რომ ძლივს გავიგონე. აქ კი... თითქოს რაღაც ჩამწყდა, შინაგანად დავიშალე... ნეტავ რას იტყოდა, რომ ცოდნოდა მუცლით მის ბავშვს დავატარებდი... რომ ჩემში მისი სისხლი და ხორცი იყო, მისი სიყვარულის ნაყოფი ჩემდამი...
- შენ ხომ ბავშვები არ გიყვარს, - თავი გავაქნიე.
- მართალია, - თავი დამიქნია მან. - მაგრამ, ალბათ ეს ბავშვი მეყვარება, თუ კი შენ დაგემსგავსება, ის ხომ შენშია... ნუ, რა თქმა უნდა, როცა არ იტირებს, - გაეცინა. მასთან ერთად მეც გამეცინა, მაგრამ ეს სიმწრის სიცილი უფრო იყო. როგორ მინდოდა მისთვის მეთქვა რომ ეს მისი ბავშვი იყო, მისი და ჩემი შვილი... ‘ჩვენი შვილი...’ მაგრამ ძალა არ მყოფნიდა, ბოლო სიტყვების შემდეგ თითქოს მომეცა იმედი, რომ თუ მას ბავშვი გაუხარდებოდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემში იყო და არა მარტო მე მგავდა, მასაც... ვიცი ისეთი მამებიც, რომელთან მათი საკუთარი შვილი არ უყვართ, მაგრამ ზურა ასეთი არ იყო... ბავშვის ტირილის ხმა ხომ არავის სიამოვნებს, მითუმეტეს მამაკაცებს... გონებაში ვაწყობდი იმ სურათს, რა რეაქცია ექნებოდა ზურას, რომ მეთქვა ეს ჩვენი შვილია-თქო. მაგრამ ვერაფერი მოვასწარი...
ზურა უეცრად ჩემს წინ გაჩნდა, ძალიან ახლოს... მის სუნთქვას ვგრძნობდი და თავბრუ მეხვეოდა.. ტუჩებზე თითი გადამისვა, ცალი ხელი თმებში შემიცურა და სახე კიდევ უფრო ახლოს მოსწია. არ ვეწინააღმდეგებოდი, არც მინდოდა... მთელი ხუთი თვე ამ მომენტზე ვოცნებობდი... ძალიან ნაზად, თითქოს ფაიფურის თოჯიდა ვყოფილიყავი და გავტყდებოდი, ჩემს ტუჩებს შეეხო... მისი ტკბილი ტუჩების გემო ისევ ვიგრძენი... ხელები კისერზე მაგრად შემოვხვიე და ცალი ხელი თმაში შევუცურე...
თუმცა ბედნიერება ხომ მალე მთავრდება... საშინელი თავბრუს ხვევა ვიგრძენი, სხეულიდან ძალა გამომეცალა და გავითიშე, სრულ სიბნელეში გადავეშვი...

♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 9:43 PM | შეტყობინება # 80

225
6  +
16  ±
   ±
Offline
pirveli vaar!1 happy


♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 9:56 PM | შეტყობინება # 81

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ვააააიჰ ვაააიჰ და კიდე 1 ვააიჰ!:||| ვაიმე ახლავე რო დადო შეგიძლია?:( აუ რა იყო ესს cry


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 10:38 PM | შეტყობინება # 82
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime tamuna axali dade tore xval me kai xani ver wavikitxav da infaqtit ro saavadmyofoshi movxvdebi sheni brali iqneba!!!!!!!! biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 10:48 PM | შეტყობინება # 83

842
83  +
   ±
Offline
XII თავი


თვალები გავახილე და უეცარმა განათებამ შემაშინა, დავიჯღანე და სახეზე ხელები ავიფარე, შუქი არ მსიამოვნებდა... გონება დავძაბე და ვეცადე ყველაფერი გამახსენებია, რაც ბოლოს მოხდა. გამომივიდა კიდეც... შეშინებულმა თვალები ვჭყიტე, აქეთ-იქით მიმოვიხედე და სულ თეთრი კედლები დავინახე, მხოლოდ ერთადერთი ფერადი ნივთი ოთახში დივანი იყო-ღია ცისფერი. თუმცა ისიც იმდენად გახუნებული იყო, რომ მე მაინც თეთრად ჩავთვალე, არ იყო დიდი განსხვავება. საწოლიდან წამოვიწიე და ბალიშს მივეყუდე, სისუსტეს ვგრძნობდი... მივხვდი რომ საავადმყოფოში ვიყავი. მთლიანად თეთრი ოთახი, აპარატურა და წამლების სუნი ამაზე მიმანიშნებდა. ვერ ვიტან საავადმყოფოებს! მუცელზე დავიხედე, ისევ ისეთი გამობერილი მქონდა, გამეღიმა და ხელი გადავუსვი, ასე ჩემს პატარას ვეფერებოდი...
ოთახის კარი გაიღო და ნია შემოვიდა, ჩაწითლებული თვალები ჰქონდა და სახეზე ფერი თითქმის არ ედო. ამომხედა და ერთ ადგილას გაქვავდა. ისე მიყურებდა, თითქოს მოჩვენება ვიყავი.
- ელეე, - ჩემკენ გამოექანა და მაგრად ჩამიხუტა.
- ნია ნუ გამჭყლიტე, - გამეცინა.
მომცილდა და ტუჩები გაბუსხა, მერე სახე სულ შეეცვალა და თვალები დამიბრიალა.
- რა გაცინებს შე უნამუსო, იცი როგორ შეგვეშინდა?
- რისი? - ვერ მივხვდი რაზე ამბობდა.
- დებილოო, - ხელები ამიქნია. - გული წაგივიდა, ზურას კაბინეტში.. - ამის თქმისას თვალები დააწვრილა და მივხვდი, რომ ყველაფრის ახსნას ელოდებოდა. - მაშინვე სავაადმყოფოში მოგიყვანეს ზურამ და სანიმ. ზუსტად ვერ გავიგე რა მოგივიდა, მაგრამ... - გაჩუმდა და თავი ჩახარა.
- რა მაგრამ?
- ბავშვს საფრთხე შეექმნა... - დაიჩურჩულა და ფრთხილად ამომხედა. - სერიოზული არაფერი, მაგრამ თავს სუსტად გრძნობდი და რაღაც წამლები გაგიკეთეს, ამიტომ გეძინა ამდენი ხანი.
- რამდენი ხანი? - ვკითხე შოკირებულმა.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ბავშვს რამე საფრთხე დაემუქრებოდა, ამაზე ფიქრი უბრალოდ არ მინდოდა... ახლა ყველაფერი გადავლილი იყო, მაგრამ მაინც შემეშინა. იმ ერთადერთის დაკარგვა შემეშინდა, რომელიც იმედს მაძლევდა, მაბედნიერებდა და მხოლოდ მისთვის ვსუნთქავდი, ის ხომ ჩემში იყო...
- თითქმის ერთი დღე... მალე ექიმი შემოვა და მითითებებს მოგცემს. ყველანი გარეთ არიან და შენს გაღვიძებას ელოდებიან, - შემატყობინა მან.
- ისიც? - დავიჩურჩულე.
- მთელი ეს დრო აქ იყო, საშინლად ნერვიულობდა, საწყალს სახეზე ფერი აღარ ედო. შენებს შენი ძველი მეგობრის სახელით გაეცნო, მაგრამ ყველა ყველაფერს მიხვდა. მიხვდნენ, ვინ არის სინამდვილეში შენთვის ზურა. ყველაფერი გოგოებმა ავუხსენით მათ, შენ აღარაფრის მოყოლა არ მოგიწევს, - გამიღიმა მან. იცოდა, რომ ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებდა, მითუმეტეს ჩემი ოჯახის წევრებთან.
- ახლა სადაა?
- იცი, თავს ცოტათი უხერხულად გრძნობდა. ექიმმა რომ თქვა, ჯერ მხოლოდ ერთი ადამიანი შევიდესო, სანდროს გადახედა, ეგონა ის შემოვიდოდა. თუმცა შენთან დედაშენი შემოვიდა, სანდროს სურვილიც არ გამოუთქვამს, ამაზე კი ზურას გაკვირვება დაეტყო. მერე ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა, ანერვიულდა და წავიდა. თუმცა იქამდე მთხოვა შენთვის გადმომეცა, რომ ბოდიშს გიხდის... იმისთვის, რომ მის გამო შენ და ბავშვს პრობლემები შეგექმნათ.
თვალებზე ცრემლები მომადგა, ზურას ნახვა მინდოდა... ვიცოდი, მეტჯერ ვეღარ გავბედავდი და მის სანახავად ვეღარ მივიდოდი. კაფეში რომ ცუდად არ გავხმდარიყავი, გული რომ არ წამსვლოდა, ალბათ ყველაფერს ვეტყოდი. ვეტყოდი, რომ ჩემში მისი შვილი იყო, ‘ჩვენი შვილი...’
ნია ჩემთან მოვიდა და უხმოდ ჩამეხუტა... იცოდა, ახლა ლაპარაკს ვერ შევძლებდი. არც მინდოდა, მე მარტო ზურა მინდოდა, ჩემთან და ჩემ პატარასთან ერთად, რომელიც ჯერ არც კი დაბადებულა... მაგრამ სულ მალე დაიბადება, სულ მალე... თავი ნიას მხარზე ჩამოვადე, ის კი გვერდით მომიჯდა. უხმოდ ვტიროდი... უბრალოდ თვალებიდან ცრემლები მომდიოდა, უაზროდ ვიყავი და არაფერი აღარ მაინტერესებდა. ცალი ხელით მუცელს ვეფერებოდი. მინდოდა ეგრძნო, რომ მასთან ვიყავი და ახლა ყველაფერი კარგად გვქონდა. თუმცა ‘ყველაფერი’ არა...
ცოტა ხანში ექიმი შემოვიდა ჩემთან, მას კი უკან ყველანი შემოჰყვნენ, ვინც ჩემს სანახავად იყო მოსული. პატარა პალატა სულ გაივსო ხალხით. ექიმმა რაღაც მითითებები მომცა და სახლში წასვლის უფლებაც დამრთო. გამიხარდა, ახლა ყველაზე მეტად ეს მინდოდა. ჩემს ოთახში მარტო დარჩენა, ჩუმად, ჩემთვის... მხოლოდ მე და ჩემი პაწია...
სახლში დიდი სიხარულით მივედი, იქ კი ლიკა და მაკო დამხვდნენ. გამიკვირდა, ლიკამ მომიკითხა და დახმარებაც შემომთავაზა. ცოტა ხანი მაკოსთან ერთად ვითამაშე, მერე კი ჩემს საძინებელში შევედი. ოთახში ყველაფერი შევცვალეთ, ბავშვის საწოლიც დავდგით, უკვე ყველაფერი მზად იყო. ჩემი პაწია კი ოთხ თვეში დაიბადებოდა. ერთი სული მქონდა როდის ავიყვანდი ხელში, მოვეფერებოდი და გულში ჩავიკრავდი. ბავშვის სქესი ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ გოგო იყო. მეც ყველზე მეტად გოგო მინდოდა. რომელსაც თმებს გავუკეთებდი, ლამაზ კაბებს ვუყიდიდი... დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგო იყო. ზოგს ჩემი არ სჯეროდა, და ამბობდა ბიჭიაო. მაგალითად ჩემს ძმას. მას ბიჭი დიშვილი უნდოდა, რომელსაც ფეხბურთს ასწავლიდა. თუმცა არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, ბიჭი იქნებოდა თუ გოგო ბავშვი. მას სამწუხაროდ მამის სითბო მოაკლდებოდა. და ეს ალბათ ჩემი ბრალიცაა... პირველად დავფიქრდი ამაზე.. სალოს სიტყვები გამახსენდა, როცა მამამისზე ლაპარაკობდა. არ მინდა, რომ ჩემმა შვილმაც ასე იგრძნოს თავი, ასე იმედგაცრუებულმა ილაპარაკოს ჩემზე. თუმცა მე ვიცი, რომ მას არასდროს მოვაკლებ სითბოს, სიყვარულს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მის სახეზე ყოველთვის ბედნიერი ღიმილი იყოს.
მუცელში ოდნავი ტკივილი ვიგრძენი და მაშინვე საწოლზე წამოვწექი. თუმცა ეს არ იყო საშიში. ვიგრძენი, რომ ჩემი ბავშვი გაინძრა. ჩემს მუცელში გაინძრა... უკვე დიდი იყო და ამიტომ ფეხებს ხშირად მირტყამდა. ჩემი ძმა კი ამას იმის ნიშნად იღებდა, რომ ის ბიჭი იყო. მის ჯინაზე საწოლიც გოგოს შესაფერისი ვუყიდე და ყველა ტანსაცმელი, სულ ვარდისფერებში იყო. ამაზე პატარა ბავშვივით გამიბრაზდა და გამომიცხადა, რომ ბიჭის საწოლი მას უკვე ჰქონდა შერჩეული და მაშინ მოიტანდა, როცა ბავშვი დაიბადებოდა. მის ჯიუტობაზე ყოველთვის მეცინებოდა. დედამ ყველაზე კარგად იცის გოგო ეყოლება თუ ბიჭი, გრძნობს ამას...
ბალიშზე თავი მოხერხებულად დავდე და თვალები დავხუჭე, ორივეს გვეძინებოდა. მუცელზე ხელი დავიდე და ჩემს პატარას მოფერება დავუწყე. სულ მალე კი ორივეს ჩაგვეძინა...

სამზარეულოში შევდიოდი, როცა რაღაც ჩურჩული გავიგე. იქვე კარებთან შევჩერდი და ისე დავდექი, რომ მათ არ დავენახე. დედაჩემის და გოგოების ხმა გავარჩიე, სახელი ‘ზურა’ კი გულზე მწარედ მომხვდა. იმ ამბის მერე, რაც კაფეში მოხდა აღარ მინახავს, არც არაფერი გამიგია მასზე. არადა უკვე თითქმის ოთხი თვე გავიდა, მე კი უფრო გაბერილი ვარ. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გადავედი მეცხრე თვეში. იმხელა მუცელი მაქვს, რომ უკვე ძლივს დავდივარ, მაგრამ საღამოობით ყოველთვის ვსეირნობთ პარკში, სუფთა ჰაერზე... დავიძაბე და ვეცადე გამერჩია, რაზე ლაპარაკობდნენ.
- როგორ გგონია, რა რეაქცია ექნება, როცა ამას გაიგებს?- ეს აშკარად სალოს ხმა იყო.
- ამ თემაზე უკვე დიდი ხანია არ ლაპარაკობს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დაივიწყა. ელესთვის მისი დავიწყენა ასე ადვილი არ არის, - უპასუხა სოფომ.
- ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს... - ეს უკვე დედაა.
- იქნებ სჯობს, მშობიარობის მერე ვუთხრათ? არ ინერვიულოს, - ნიამაც ამოიღო ხმა.
აქ თურმე ამათ შეკრება აქვთ, რაღაც საქმეებს არკვევენ და მე არ ვიცი. გავბრაზდი... ბრაზიანი ორსული კი ძალიან საშიშია, ეს მათ ძალიან კარგად იციან... სამზარეულოში შევედი და მათ წინ დავდექი. თან ცალი ხელით წელს ვიჭერდი, ამხელა მუცლის გამო ცოტათი მაწუხებდა.
- აბა, რაზე ჭორაობდით? - თვალები დავუბრიალე და მაგიდიდან ვაშლი ავიღე. არადა უკვე ყელში ამოგვივიდა ორივეს ვაშლი, მაგრამ თებერვლის სიცივეში სხვა ხილი არ არის ნორმალური.
- ბავშვის სახელზე ვბჭობდით, - ყალბად გამიღიმა დედამ.
- მაია, - დედაჩემს სახელით მხოლოდ მაშინ მივმართავ, როცა გაბრაზებული ვარ. - ჩემი ბავშვის სახელზე ბჭობის უფლება არავის აქვს, მე თვითონ ვიცი რას დავარქმევ, ეს ერთი.. ახლა მეორე... ორსულად რომ ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭკუა მომაკლდა. ამიხსენით რაზე ლაპარაკობდით, მითუმეტეს რა შუაშია ზურა.
სკამზე ფრთხილად ჩამოვჯექი და ოთხივეც ცალ-ცალკე შევხედე.
- რომელი დაიწყებთ? - თვალები დავაბრიალე და ვაშლი ჩავკბიჩე, უგემურია, მაგრამ მაინც...
- საქმე ისაა, რომ... - დაიწყო დედამ, მაგრამ ვეღარ დაამთავრა.
- დედა ნუ იბნევი ბრინჯივით, - გამეცინა. - ჰო ისე, ამ საღამოს ფლავი გამიკეთე, ბრინჯზე გამახსენდა, - ჩავიცინე.
- რა თქმა უნდა, - ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
- გელოდებიითთ, - ფეხები დავაბაკუნე.
- ელე, იმაზე ვლაპარაკობდით, რომ ზურამ ცოლი მოიყვანა,-ბოლოს მაინც სალომ მითხრა. ვიცოდი, რომ ის მეტყოდა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცუდი რეაქცია არ მქონია. მხოლოდ რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა, ვერ ავღწერ ისეთი.. ერთხელ ვთქვი, რომ ჩემი ბავშვის გულისთვის მის სხვა ქალთან დანახვასაც გავუძლებ-მეთქი. მაგრამ იმაზე არ მიფიქრია, რომ ის ‘სხვა ქალი’ მისი ცოლი იქნებოდა. თუმცა გამიხარდა.. სადღაც, გულის ღრმა კუნჭულში გამიხარდა... ცოლად თუ მოიყვანა, ალბათ მართლა უყვარს, ის ქალი კი ჩემსავით სულელი არ აღმოჩნდა და ბედნიერება არ დაკარგა, თავისით არ დათმო. არც მე არ დავთმობდი, მაგრამ ჩემი სისულელით მომივიდა. არა, ამას სისულელედ არ ვთვლი, წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, მაინც იგივეს გავაკეთებდი, ისევ წამოვიდოდი...
გოგოებს გავუღიმე და ვაშლი სანაგვეში მოვისროლე, საშინლად უგემური იყო.
- მიხარია, - ოთხივემ ისე შემომხედა, თითქოს გიჟი ვიყავი. - მე მისთვის არ მომითხოვია, დამელოდე-თქო. ისიც კარგად ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება არ დამელოდებოდა, ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა. მე კი ბედნიერი ვარ, რადგან ის არის ბედნიერი. ჩოლი თუ მოიყვანა, ესე იგი, მართლა უყვარს ის ქალი. ბედნიერი ვარ, რომ სიყვარული შეუძლია, ჩემი არა, მაგრამ მაინც შეუძლია... - თავი ჩავღუნე და გავიცინე, ალბათ ეს უფრო სიმწრის სიცილი იყო. ვიცოდი, ის ქალი ჩემზე ბევრს მისცემდა, ოჯახს შექმნიდნენ ერთად. ოჯახმა კი, შეიძლება ზურას ბავშვებზეც შეაცვლევინოს წარმოდგენა. მე კი ამას ვერ შევძლებდი. უბრალოდ ვერ შევძლებდი ისე ცხოვრებას, რომ ვიღაცის ‘ცოლი’ მრქმეოდა. ბავშვობის მოგონებები კარგად ჩამებეჭდა გონებაში, და ვეღარასოდეს მოვიშორებ მათ.
ამ ამბის გაგების შემდეგ სრულიად ნორმალურად ვიყავი, ჩემზე განსაკუთრებულად არ უმოქმედია. თუმცა იმ ქალის ნახვა მინდოდა, საშინლად მაინტერესებდა ვინ იყო ისეთი, რომ ზურამ ცოლად მოიყვანა, ესეიგი გამორჩეულია რაღაცით. ‘ძვირფას ლელას’ კი დარწმუნებული ვარ, ამაზე საშინელი რეაქცია ექნებოდა, სიამოვნებით კი ვნახავდი მას გამწარებულს...
- ელეე, გამოდი, - შემომძახა სანდრომ.
სანდრომ და სოფომ გადაწყვიტეს ერთად წავეყვანე სასეირნოდ, თან რაღაც ახალი ამბავიც უნდა შემატყობინონ. გარეთ თებერვალი იდგა, ძალიან ციოდა. ციდან კი პატარა ფიფქები მოდიოდნენ, რომლებიც შეეხებოდნენ თუ არა მიწას, მაშინვე დნებოდნენ. ძალიან თბილად ცავიცვი, რომ მუცელს არ შესციებოდა, ჩემს პატარას... დერეფანში მათთან გავედი, ჩემებს დავემშვიდობეთ და სადარბაზოსთან მდგომ სანდროს მანქანაში ჩავსხედით. მე უკან მომათავსეს, სოფო კი წინ მიუსკუპდა სანდროს.
- სოფიკო ხომ იცი, რომ უკან ჯდომა არ მიყვარს, - ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ.
- მაგხელა მუცლით წინ ვერ დაჯდები, თანაც... - სიტყვა ვეღარ დაამთავრა, მაშინვე სანდრომ გააწყვეტინა.
- სად წავიდეთ? - იკითხა მან.
- ჩემთვის სულ ერთია, ოღონდ ბანანის ნამცხვარი უნდა მაჭამოთ.
- შენ სულ ჭამაზე ფიქრობ, - გაიცინა სოფომ. - ჩვენს კაფეში წავიდეთ.
- სად? - წამოვიყვირე. - მე იქ მეორეჯერ მიმსვლელი აღარ ვარ, გინდა ისევ ცუდად გავხდე? უფრო სწორად გავხდეთ.
- დაწყნარდი ორსულ, - გადმომხედა სანდრომ. - სხვა კაფეში მივდივართ, - სოფოს თვალი ჩაუკრა, ვითომ ისე, რომ მე არ დამენახა, მაგრამ რას გამომაპარებენ.
მათ ნათქვამზე დავფიქრდი და მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივედი.
- თქვენ, ‘თქვენი კაფე’ როდიდად აირჩიეთ? და საერთოდ, სად დაძვრებით ხოლმე ერთად, როცა ორივეს ერთდროულად არ გცალიათ ხოლმე ჩემთვის. უნამუსოებოო! - ბავშვივით გავუბუსხე.
ყურადღება არცერთს არ მოუქცევია. იცოდნენ, ჩემი შემორიგება ტკბილეულით ძალიან ადვილი იყო. მალე სანდრომ რომელიღაცა კაფის წინ გააჩერა მანქანა, რომელიც მე არც ვიცოდი. გადმოსვლაში დამეხმარა და გვერდით ამომიდგა და ისე შემიყვანა შიგნით, მიწა მოყინული იყო და სიარული ძალიან მიჭირდა. კაფის შიდა ინტერიერი ძალიან მომეწონა, მყუდრო იყო.
- ეს კაფე მეც რომ მივისაკუთრო არა?
ორივეს ერთდროულად გაეცინათ და მერე ერთმანეთს გადახედე, რაღაცნაირად..
- თქვენ რა ტყუპებივით ხართ, - გამეღიმა, რადგან უკვე თითქმის ყველაფერს ვხვდებოდი, მხოლოდ მათი დაზუსტებაღა მინდოდა. შეპირებული ბანანის ნამცხვარი მართლაც მომიტანეს. არ ვიცი ამ ზამთარში საიდან იპოვეს ბანანი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, ‘ორივეს’ ძალიან მოგვეწონა. სოფოს ხელი მაგიდაზე ედო, სანდრომ მისი ხელი ნაზად აიღო და ტუჩებთან მიიტანა, ამაზე მე საერთოდ პირი დავაღე.
- ვაიმეეე, - ისე გამიხარდა, რომ სკამიდან ერთ წამში წამოვხტი და სოფოს გადავეხვიე. სანდროსკენაც გავიწიე, მაგრამ მუცელში საშინელმა ტკივილმა შემაჩერა. თავბრუ დამეხვა და წავბარბაცდი, ალბათ სანდროს რომ არ დავეჭირე, წავიქცეოდი.
- მუცელი მტკივააა, - ტკივილისგან ნორმალურად ვეღარ ვლაპარაკობდი.
- ეგრე არ უნდა ამდგარიყავი, ხომ იც... - დაიწყო სანდრომ, მაგრამ სოფომ უცბად გააჩერა.
- სანდრო რაებს ამბობ, დაეწყო.. ვაიი, მშობიარობა დაეწყოო,-წამოიკივლა სოფომ.
- ჰოდა, თუ არ გინდა შენი ნათლული კაფეში დაიბადოს, ამ დებილს უთხარი საავადმყოფოში წამიყვანოს, - სანდროზე ვუჩვენე.
მანაც სწრაფად ამიყვანა ხელში, მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოსკენ დაძრა მანქანა. ისე სწრაფად მიყავდა, რომ კინაღამ შემეშინდა, თუმცა ახლა სიჩქარე ნამდვილად მეორე ხარისხოვანი იყო. ჩემი ბავშვი ვეღარ იცდიდა, მზის შუქის დანახვა უნდოდა, მე კი ამის გამო საშინლად მტკიოდა...
საავადმყოფოში მისულებს ექიმები მომვარდნენ და სასწრაფოს საოპერაციოში შემიყვანს, ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს, გავითიშე...

......................................................
თვალების გახელვის თანავე, გავიგე ვიღაცის ტირილი. ეს ‘ვიღაც’ კი ჩემი ბავშვი იყო, ჩემი გოგონა, რომელიც ვარდისფერ ტანსაცმელში გახვეული ეჭირა ექიმს. ასეც ვიცოდი, ის ჩემი პატარა პრინცესაა! ექიმმა ხელში მომიყვანა, როგორც კი ჩემი სიახლოვე იგრძნო, ტირილი შეწყვიტა.Mმე კი ხელები მიკანკალებდა და სიხარულის ცრემლები მომდიოდა. არ მჯეროდა, რომ ეს პატარა, ულამაზესი არსება, რომელიც ჩემს ხელებზე იწყვა, ჩემი შვილი იყო. შვილი, რომელსაც ამდენ ხანს ველოდი, ჩემი ბედნიერების მიზეზი და ის პატარა ჩანასახი, რომელიც ცხრა თვე მუცლით ვატარე და სულ მის დაბადებაზე ვფიქრობდი. ახლა კი ის ჩემთანაა, მაინც ისევ ჩემშია. პაწუკა თვალებში ჩავხედე და ჩემი თვალები დავინახე, ჩემსავით მწვანე... ძალიან ფრთხილად მეჭირა, მეშინოდა მისთვის რამე არ მეტკინა, ის ხომ ასეთი სათუთი იყო, დედიკოს სიამაყე...
პალატაში მხოლოდ ორი ადამიანი შემოვიდა, დედიკო და ჩემი ძმა. იკას სიამაყით შევხედე, ჩემი შვილი გოგო იყო!
- პატარა პრინცესა, - გამიღიმა მან და შუბლზე მაკოცა. - ყოჩაღ დაიკო. ისე, თუ რამეა, გოგოსაც ვასწავლი ფეხბურთის თამაშს, შენც ხომ გასწავლე, - გაიცინა მან.
- ირაკლი გეყოფა მაიმუნობა, - შენიშვნა მისცა დედა, თუმცა მაინც თბილად გაუღიმა.
- ჩვენი პატარა პრინცესა. იცი როგორ გგავს დე? შენც ასეთი იყავი ახალდაბადებული.
- ყველა ბავშვი ერთმანეთს ჰგავს, ჯერ სულ რამდენიმე საათისაა, - გაიცინა იკამ. მაგრამ ჩემი და დედას დაბღვერილი სახეები რომ დაინახა, ხელები ასწია, ვჩუმდებიო.
- აბა, რა ჰქვია ჩემს ულამაზეს შვილიშვილს? შენ ხომ ეს არავისთვის გითქვამს.
- ესმერალდა, - ჩუმად ვთქვი მე და პატარას დავხედე, რომელიც ჩემს ხელებში წყნარად ჭამდა.
- ლამაზი სახელია, - თბილად დახედა ირაკლიმ ბავშვს. - ვერ დაგიწუნებ არჩევანს, - გაიცინა.
- შენი დასაწუნი რა გვჭირს ნეტა, - ბავშვივით ენა გამოვუყავი. - ესმერალდა, ესმა... ზუსტად უხდება... - გავუღიმე და მის პატარა თითებზე ვაკოცე.
- შენ ახლა უკვე დედიკო ხარ, დიდი გოგო. არა, უკვე ქალი ხარ, რომელსაც ჰყავს შვილი. პატარა არსება, რომელსაც უნდა მიხედო, მასზე უნდა იზრუნო და მხოლოდ მისთვის იცხოვრო, - მითხრა დედამ.
- ვიცი დე. ბოლო ცხრა თვე მხოლოდ ესმასთვის ვცხოვრობ, და ასე იქნება სულ.
- ოცნება აგიხდა, - დაიჩურჩულა თვალცრემლიანმა.
- ჰო, ჩემი ოცნების შვილი მყავს, ესმერალდა... - ასევე თვალცრემლიანმა ვუპასუხე.
მე და ესმას ცხოვრება ნელ-ნელა აგვეწყო. ისევ ჩემს მშობლებთან ვცხოვრობ. უფრო სწორად, ვცხოვრობთ, ესმას ბებიასთან და ბაბუასთან. მის გაზრდაში დედა და ლიკა ძალიან მეხმარებიან, მათგან ვისწავლე ყველაფერი. ლიკა, ჩემი და... არ მეგონა, თუ ოდესმე მე და მას ასეთი ურთიერთობა გვექნებოდა, ახლა დები კი არა, უფრო დაქალები ვართ. ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა და უკვე ოთხი თვის გაბერილი რძალი მყავს.
დღეს კი... დღეს 15 თებერვალია, ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ჩემი ცხოვრების ბედნიერება მოევლინა ამ ქვეყანას, ჩემი პატარა ანგელოზი. ესმას პატარა წვეულება მოვუწყვეთ და ზუსტად ახლა ჩემი პრინცესა სანთელს აქრობს, ჩვენ კი უამრავი სჩუქრით ვულოცავთ ამ დღეს. თუმცა მეც არ დავრჩი უსაჩუქროდ. ესმამ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გამიკეთა.
- ‘დედიკოო’ - მესმის ძახილი.
სალო თავისი პატარა ბავშვით ხელში გამორბის, რომელიც ჯერ მხოლოდ სამი თვისაა.
- ელენე გადი იმ ოთახში დროზე, - ხელით ბავშვების სათამაშო ოთახზე მანიშნებს. შეშინებული იმ ოთახისკენ მივდივარ და საოცრად საყვარელი სცენა მხვდება. ესმა ფეხზე მყარად დგას, ხელში ჩემი და მისი სურათი უჭირავს, რომელიც მის დაბადების დღეზე, ზუსტად ერთი წლის წინაა გადაღებული. მომღიმარმა ამომხედა, სურათი ჩემკენ მოაბრუნა, რომ უფრო კარგად დამენახა და თავისი წკრიალა ხმით პირველად დამიძახა ‘დედიკო.’
ალბათ ყველა დედას ცხოვრებაში ეს უბედნიერესი წუთებია. იატაკზე მის წინ დავჯექი, რომ თითქმის თანასწორები ვყოფილიყავით და გულში მაგრად ჩავიხუტე ჩემი განძი, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთადერთი მანათობელი წერტილია. თვალებზე ცრემლი მომადგა, არ ვიცი როდის იტყვის სიტყვა ‘მამიკოს...’
ალბათ ზურას ამბავიც გაინტერესებთ, თუმცა მე მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ ცოლს დაშორდა. ეს ამბავი არ გამიხარდა, ძალიან შევწუხდი. რადგან ცოლს დაშორდა, მნიშვნელობა არ აქვს ის უყვარდა თუ არა, ესე იგი ის არ არის ბედნიერი, მასთან ერთად კი არც მე. თუმცა მე მყავს ადამიანი, რომლის გამოც ვსუნთქავ, მხოლოდ მისით ვცხოვრობ. მხოლოდ იმიტომ მიხარია ცხოვრება, რომ ის არსებობს, ჩემი ესმა...
ზურა კი... ვიცი, რომ მას ვერასდროს დავივიწყებ, სულ ჩემს გულში იქნება. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ბავშვი გვაკავშირებს და ესმა ყოველ დღე გამახსენებს მის თავს. როცა ის გაიზრდება და მკითხავს ‘სად არის მამა?’ ჩემთვის მტკივნეულ კითხვას... რას ვუპასუხებ არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ ერთში ვარ დარწმუნებული, რომ ტყუილს არ ვეტყვი. ის გაიგებს ვინ არის მამამისი და შემდეგ თვითონ გადაწყვეტს ყველაფერს...
ზურას, ჩემს ერთადერთ სიყვარულს, არ დავთმობდი, მაგრამ მომიწია. იმის გაკეთება მომიწია, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩემით დავთმე. ზუსტად ვიცი, რომ მას არ დავთმობდი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ის ადამიანი, ვინც ზურას სიყვარული გადაფარა და მასზე მეტი ადგილი დაიკავა ჩემს გულში. მე კი მერჩივნა ზურა დამეთმო, ვიდრე ჩემი შვილი... არ დავთმობდი, მაგრამ თურმე მის გარეშეც შემძლებია ცხოვრება. ბედნიერი ცხოვრება ჩემს ბედნიერებასთან, ესმასთან ერთად...

დასასრული


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2012-05-04, 7:21 PM

viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 8:03 AM | შეტყობინება # 84

397
10  +
12  ±
   ±
Offline
heart heart heart heart heart lips lips lips lips love love love love


viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 3:05 PM | შეტყობინება # 85

397
10  +
12  ±
   ±
Offline
va magari iyo imediadges male dade axal tavs


♫_Ani_♫თარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 4:15 PM | შეტყობინება # 86

225
6  +
16  ±
   ±
Offline
გაითიშაა? surprised რამე ჭირს??


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 7:08 PM | შეტყობინება # 87

842
83  +
   ±
Offline
OOps... shecdomit damidia, mapatiet... sxva dadebul tavebs rom gadavxede, mivxvdi rom metormete da mecamete tavebi ertad unda damedo. bolo tavi aseti patara rom davinaxe gamikvirda, arada didi maxsovda :DDD mokled, axla gavaertianeb da gamovyof imas, rac ar wagikitxavt...^^

შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2012-05-04, 7:19 PM

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 7:22 PM | შეტყობინება # 88

842
83  +
   ±
Offline
aha, wertilebit gamovyavi axaliii biggrin biggrin happy

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 7:29 PM | შეტყობინება # 89
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
tamo, arachveulebrivi iyo, brwyinvale!!! dzalian kargi finali iyo, sul jruanteli mivlida, dzalian lamazad gewera yvelaferi, dzalian!!! dzlivs megirsa sheni erti fikis wakitxva romelic damtavrebuli gaqvs biggrin da rac shemexeba me, rogorc gamousworebel optimists mjera, rom elene da zura shexvdebodnen ertmanets da yvelafris miuxedavad sherigdebodnen da ertad iqnebodnen!!!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♫_Ani_♫თარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 8:24 PM | შეტყობინება # 90

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ვაიმე!:|ავჩუყდი:| ეე რატო მოიქცა ეს გოგო ესე:(( ვაიმე რა ამაღელვებელი იყო:(

  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა: