ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულზე შეყვარებული

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 10:48 PM | შეტყობინება # 196

842
83  +
   ±
Offline
bavshvebo tqven verc ki warmoidgent rogor maxareebT:XXX madloba tqveni titoeuli tbili sityvisatvis, stimuls madzlveT. kiss kiss

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 10:49 PM | შეტყობინება # 197

842
83  +
   ±
Offline
XVIII თავი


ორ დღეში ქიმიის გაკეთება დავიწყე. უამრავ წამალს ვსვამდი და რაც ყველაზე მეტად არ მომწონდა ის იყო, რომ პირველი წამალი დილის ექვს საათზე უნდა დამელია, თანაც ნაჭამზე. ერთ ტანჯვას გამოვივლიდი ხოლმე დილით გაღვიძებასა და ჭამაზე. ნახევრად გამოღვიძებულს კი თავიდან დაძინება მიჭირდა. მარტო ერთი წუთითაც არ ვრჩებოდი, რაც ხანდახან ძალიან მიშლიდა ნერვებს და აგრესიული ვხდებოდი. მაღიზიანებდა დედაჩემის ზრუნვა, რომელიც გადამეტებული მეჩვენებოდა და გოგოების საუბარი, რომლებიც ჩემს გართობას ცდილობდნენ, უაზრო ლაყბობად მიმაჩნდა. ხასიათი საერთოდ გამიფუჭდა. ანდრიას გარდა ვეღარავინ მეკარებოდა. არავინ არაფერს მეუბნებოდა, რადგან ჩემი ესმოდათ. აი ანდრიას კი საშინლად აღიზიანებდა ჩემი შეცვლილი ხასიათი და არ ნებდებოდა, ჩემი მოთხოვნისა თუ თხოვნის მიუხედავად ისევ ჩემთან რჩებოდა. ხანდახან მთელი დღე არცერთი არ ვიღებდით ხმას, მაგრამ ის მაინც ჩემს პალატაში იყო, მარტ ოარ მტოვებდა. ვაფასებდი მის საქციელს, მაგრამ ხანდახან საშინლად მაღიზიანებდა.
- ხანდახან იცი როგორ მინდა შენი მოკვლა? - ვუთხარი, როდესაც კიდევ ერთხელ მომიშალა ნერვები და ეს ყველაფერი შემთხვევით არ გაუკეთებია.
- მეც იგივე შემიძლია ვთქვა, - თვალი ჩამიკრა.
- შენ არ გესმის, რომ ეს ჩემდაუნებურად ხდება, ოპერაციის შემდეგ ყველა ასეა. შენ კი გამიზნულად მიშლი ნერვებს. ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებ.
- უნდა გაჩვენო, როგორ არიან სხვები, როცა შენ უშლი მათ ნერვებს.
- თვითონ არ მომიშალონ და არც მე არ მოვუშლი! - გავჯიუტდი.
- პატარა ბავშვივით ხარ, - გაიცინა.
- ვიყო, - ტუჩები გამოვბერე.
- ხომ იცი როგორ მიყვარხარ. შენთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა, - მოვიდა და ლოყაზე მაგრად მაკოცა.
- ვიცი.
სამი-ოთხი დღე ისევ უნდა დავრჩენილიყავი საავადმყოფოში. მერე გამიშვებდნენ და კვირაში ორჯერ მომიწევდა მოსვლა დასხივებისათვის. ხანდახან თავის ტკივილი მაწუხებდა და მარკუსს ვეწუწუნებოდი. ის კი მიმტკიცებდა, ეს ნორმალური რეაქციააო.
საღამოს პალატიდან ყველა გავუშვი, ანდრიაც კი არ დავტოვე და სკაიპში შევედი. ,,დამალულის რეჟიმზე” გადასვლა ვერც მოვასწარი, ისე შემოვიდა ზარი თორნიკესგან. თავიდან პასუხს არ ვაპირებდი, მაგრამ ისე მომენატრა ჩემი გადარეული მეგობარი, რომ გადავიფიქრე და ვუპასუხე.
- როგორ ხარ, თოკო? - მხიარულად ვკითხე.
- მე კარგად, შენ როგორ ხარ დაკარგულო? მომენატრე.
- მეც ძალიან მომენატრე.
- თამო, თვალი ჩართე.
ყველა თვალის ჩართვას როგორ მთხოვს, ნუთუ ისე ვერ მელაპარაკებიან.
- ნუთუ ისე მოგენატრე რომ მაინც და მაინც ჩემი დანახვა გინდა? - გავიცინე.
- თამო, ჩართე! - ხმა გაუმკაცრდა.
- რა გჭირს?
- უბრალოდ თვალი ჩართე, რა მოხდება?
- არაფერი არ მოხდება, მაგრამ როგორ ჩავრთო, თუკი ლეპტოპს არ აქვს თვალი? - სიმწრის სიცილით გავიცინე.
- მაშინ ძალიან მაინტერესებს, როგორ ელაპარაკებოდი ელენეს?
მთელ სხეულში სიცივე ვიგრძენი, ნუთუ ერთ-ერთი ის იყო? და იქნებ ზუსტად მან დამინახა... მაგრამ ხმაზე ხომ ვიცნობდი.
- საიდან იცი? - ხმა ამიკანკალდა.
- დაგინახე.
ენა ჩამივარდა, ხმას ვეღარ ვიღებდი. ალბათ უკვე ყველაფერი იცის, ათქმევინებდა ელენეს.
- თამო, მე ყველაფერი ვიცი. ელენეს იმდენი ვეჯუჯღუნე, მითხრა სიმართლე. რომც არ ეთქვა, მაინც ვხვდებოდი რაღაცას. ასე რომ, დასამალი არაფერი გაქვს.
- ისე საშინლად გამოვიყურები რომ ვერც კი მიცანი. რაში გინდა ჩემი მეორეჯერ დანახვა? გული გაგისკდება.
- მინდა რომ დაგინახო, - მითხრა თბილი ხმით.
წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე და თვალი ჩავრთე. თორნიკე რამდენიმე წუთი გაჩუმდა, ალბათ შოკში იყო. სიჩუმეს ვეღარ გავუძელი, თვალები ამიცრემლიანდა და გავთიშე. თორნიკე ისევ მირეკავდა, მაგრამ ამჯერად არ მიპასუხია.
- თამო, მიპასუხე, - ჩათში მომწერა მან.
- თოკო ახლა ექიმი უნდა შემოვიდეს, - მოვატყუე.
- იცოდე არ ინერვიულო! საშიშროებამ უკვე ჩაიარა. თავს გაუფრთხილდი, მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ, ყველა მომიკითხე.
კომპიუტერი გამოვრთე და დასაძინებლად მოვემზადე, ამდენი ემოცია მეტისმეტია.
მეორე დღეს მარკუსმა საავადმყოფოდან გამწერა. ისე მივეჩვიე აქაურობას, სიხარულს სულაც ვერ ვგრძნობდი. რომ ეთქვათ კიდევ დიდი ხანი უნდა დარჩეო, არც კი გავაპროტესტებდი.
- ყოველი დღე შენი წუწუნის გარეშე აღარ იქნება ის, რაც იყო, - მითხრა მარკუსმა.
- არა უშავს. კვირაში ორჯერ ხომ გნახავ. ჰოდა, იმდენს ვიწუწუნებ რომ მთელი კვირისას უდრიდეს, - მის საწყალ სახეზე გამეცინა.
- ეგრეც არ მინდა, - დაიმანჭა.
სამი დღე სახლში ვიყავი, გარეთ საერთოდ არ გავდიოდი. არც სურვილი მქონდა და არც ძალა. თითქმის სულ ვიწექი და მეძინა. ყველა მიმეორებდა რომ ეს უფრო მეტად დამასუსტებდა და გარეთ სულ ცოტა ხნით მაინც უნდა გავსულიყავი სასეირნოდ, მაგრამ ყურს არ ვუგდებდი და მაინც ჩემსას ვაგრძელებდი.
- აბა დროზე, ადგა!
ოთახში ანდრია შემოვიდა და ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი.
- ნუ ხარ აუტანელი, მაცადე ძილი, - ბალიში თავზე დავიმხე და ვეცადე დამეძინა, მაგრამ ვინ მაცადა.
- საავადმყოფოში მივდივართ, ადექი! - ბალიში წამართვა და საბანი გადამაძრო.
- აუტანელი, - ჩავიბუტბუტე და საწოლიდან წამოვდექი.
ტანსაცმელი ავიღე, ჩაცმა უნდა დამეწყო, როცა გამახსენდა რომ ანდრია ისევ ოთახში იყო.
- არ გახვალ?
- რატომ? მშვენივრად ვზივარ, - ბორბლებიან სავარძელზე იჯდა და აქეთ-იქით ტრიალებდა.
გაბრაზებული სააბაზონოში შევედი და კარები მაგრად მოვაჯახუნე. როგორც იქნა ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახში დავბრუნდი, მაგრამ ანდრია იქ აღარ დამხვდა. სამზარეულოში გავედი, ყველა საუზმობდა. ანდრია როგორც ყოველთვის, ყველასგან განსხვავებით საკმაოდ ბევრს ჭამდა.
- ფრთხილად ღორმუცელა, ჩანგალიც არ მიაყოლო.
- ლაყბობას გირჩევნია დაჯდე და შეჭამო, გვეჩქარება.
- ყბედის ხმა მესმის, - ცალი წარბი ავწიე.
საავადმყოფოში მხოლოდ მე და ანდრია წავედით. მარკუსს ჯერ არ ეცალა და ამიტომ მოცდა მოგვიწია.
- აქედან თიერგართენის პარკში მივდივართ, - გამომიცხადა ანდრიამ.
- რატომ?
- ჯერ ეს ერთი, ძალიან მაინტერესებს. ბევრისგან გამიგია, ულამაზესიაო. თანაც სადე წასვლა შენ აუცილებლად გჭირდება, სუფთა ჰაერი უნდა ჩაყლაპო. აქედანვე მიეჩვიე, ამიერიდან სახლში არ გაგაჩერებ, - თითი დამიქნია.
ამოვიხვნეშე, რადგან მასთან შეკამათებას აზრი არ ჰქონდა, მაინც თავისას გაიტანდა.
- სანდროს არ უნდა შეეხმიანო? - მკითხა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ.
- არ ვიცი, - ტუჩები გავბუსხე. - ვიცი, რომ რაღაც გართულებები მოსალოდნელია, ამიტომ ჯერ თავს ვიკავებ. არ მინდა თავი ვალდებულად იგრძნოს. -ქნებ უკვე დამივიწყდა კიდეც...
ამის გაფიქრებაზე გული მტკივნეულად შემეკუმშა, მაგრამ თუკი სანდრო ბედნიერი იქნებოდა, ამასაც შევეგუებოდი.
- რა ჩერჩეტი ხარ, - თავზე ხელი მზრუნველურად გადამისვა.
- რატომ? - მისმა სიტყვება გამაღიზიანა.
- საკუთარ ბედნიერებაზე თვითონ ამბობ უარს. ღატომ ფიქრობ რომ უკვე დაგივიწყა? მე კი მგონია, რომ ახლა შენზე გაბრაზებულია და ისიც გივეს ფიქრობს. ფიქრობს, რომ ახალი ცხოვრებით ისე გაერთე, რომ ძველი დაგავიწყდა.
- რა სისულელეა, - დაუფიქრებლად წამოვიყვირე.
- შენს მოსაზრებაზე ისიც იგივეს იტყოდა, - ჩაეცინა.
ამ დროს მარკუსიც გამოვიდა კაბინეტიდან და ჩვენკენ წამოვიდა. მეც შევეგებე და გადავეხვიე. ამ დროის განმავლობაში ისე შევეჩვიე, რომ მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა, ახლა კი სამ დღეს გავუძელი. საოცრად შემიყვარდა და ჩემთვის ძვირფასი მეგობარი გახდა. იმის მიუხედავად რომ ჩვენს შორის საკმაოდ იყო ასაკობრივი სხვაობა, ამას მაინც ვერასდროს ვგრძნობდი. ჩემს გვერდით ჩემი ჭკუის, თექვსმეტი წლის ბიჭი ხდებოდა თითქოს.
კაბინეტში გასასინჯად შემიყვანა. ანდრიაც შემომყვა, მაგრამ მერე გასვლა მოუწია.
- მარკუს, დღეს უჩვეულოდ გახარებული ხარ თუ მეჩვენება?
- არ გეჩვენება, - თვალები უფრო მეტად აუციმციმდა. - ხომ გახსოვს, ვივიენზე რომ გიყვებოდი? - თავი დავუქნიე. - გუშინ ცოლობაზე დამთანხმდა.
- რა? - იმხელა წამოვიყვირე, ინერციით კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი. - ვაიმე, რა მაგარია! გილოცავ, როგორ გამიხარდა! აბა, ახლა ყველაფერი დეტალებში მომიყევი.
სასაცილო სანახავები ვიყავით ალბათ. ოცდაათი წლის კაცი თექვსმეტი წლის გოგოს, თანაც პაციენტს უყვებოდა თავისი პირადი ცხოვრების დეტალებს, თანაც ძალიან გულახდილად. მარკუსი საკმაოდ რომანტიკული აღმოჩნდა, რაც აქამდე შემჩნეული არ მქონდა.
საუბრის დასრულების შემდეგ, პროცედურების ჩასატარებლად წამიყვანა. წამოსვლისას პირობა გამოვართვი რომ აუცილებლად გამაცნობდა თავის რჩეულს. მომდევნო ვიზიტამდე ისევ სამი დღე უნდა მეცადა და უკვე აღარ ვიცოდი, როგორ გამეძლო მარკუსის გარეშე. იმაზე ფიქრიც კი არ შემეძლო, როცა მე საქართველოში წავიდოდი, ის კი აქ დარჩებოდა და მხოლოდ სამ, ან ექვს თვეში ერთხელ ვნახავდი. თვალები ამიცრემლიანდა და ამაზე ფიქრს თავი დავანებე, ტანჯვა და მონატრება მერეც მეყოფოდა.
სანდროს შესახებ რა თქმა უნდა მარკუსმაც იცოდა და ისიც ანდრიას აზრზე იდგა. მითუმეტეს დამარწმუნა, რომ გართულებები მოსალოდნელი არ იყო, რადგან სიმსივნე კეთილთვისებიანი იყო და ბოლომდე ამოკვეთეს. მიხაროდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც არ მჯეროდა, რადგან საქართველოში იმედი გადამიწურეს. მშობლების მადლიერი ვიყავი, რომ ჩემი გერმანიაში წამოყვანა გადაწყვიტეს. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი...
მე და ანდრიამ იმდენი ვისეირნეთ, ბოლოს სიარულისგან ფეხები მეტკინდა და როცა მიხვდა, რომ ზედმეტად გადავიღალე, ბოლოს და ბოლოს წამიყვანა სახლში.
დაღლილი ვიყავი, მაგრამ კომპიუტერი მაინც ჩავრთე იმ იმედით, რომ სანდრო ხაზზე იქნებოდა და დამირეკავდა, მე ჩემი სიამაყის გამო ვერ დავურეკავდი. ამ მდგომარეობაშიც ვერ ვივიწყებდი სიამაყეს... თანაც მაინტერესებდა, თვითონ თუ დარეკავდა. თუკი დამირეკავდა, ესე იგი ისევ ვახსოვდი და ასე უცებ არ დავვიწყებივარ. მაგრამ არ გამიმართლა, სკაიპში თითქმის არავინ არ იყო. ცოტა ხანი ველოდე... როცა გამოსვლას ვაპირებდი, ზუსტად მაშინ შემოვიდა ელენე. დარეკვის ღილაკს ვერც კი დავაჭირე, ისე სწრაფად დამირეკა.
- დამასწარი, - ვუთხარი სიცილით.
- თავს როგორ გრძნობ დაკარგულო? - გავიგე თოკოს ხმა.
- მე ნორმალურად, თქვენ როგორ ხართ? ოთხი დღეა გამომწერეს და სახლში ვარ.
- ჩვენ გვენატრები, - გაბუტული ბავშვის ხმით მითხრა ელემ.
- მინიმუმ სამი თვე ვერ ჩამოვალ, მერე არ ვიცი. ვნახოთ, მარკუსი თუ დამრთავს ნებას. მაგრამ ექვს თვეში ერთხელ უნდა ვიარო შემოწმებაზე.
- მარკუსი ვინ არის? - დაინტერესდა თორნიკე.
- ჩემი ექიმია. იცი რა საყვარელია? ძალიან კარგი ადამიანია.
- ოჰო, საყვარელია თურმე. რამდენი წლის არის?
- ნუ ხარ საზიზღარი და სულ ცუდ რაღაცებზე ნუ ფიქრობ. ოცდაათი წლისაა და ცოტა ხანში თავისი საცოლე უნდა გამაცნოს.
- ვაუ, ასე დაუახლოვდით ერთმანეთს?
- კი, ჩემი დიდი მეგობარია, - ვთქვი სიამაყით.
- ანდრიაც ხომ ჩამოვიდა?
- კი, აქ არის. მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევენ, მაგრამ მანდაურობა ძალიან მენატრება.
- ამიტომაც, ჩართე თვალი, - მითხრა ელემ და თვითონ ჩართო.
თორნიკეს ხელში სიგარეტი ეჭირა და პირდაპირ ელენეს აბოლებდა. ელეს კი ისეთი სახე ჰქონდა, შემეცოდა. თვალი მეც ჩავრთე და მათ რეაქციას დაველოდე.
- ეს რა არის? - ორივემ ერთად წამოიყვირა.
- არ მითხრა რომ ასე მალე გაგეზარდა თმები, - სიცილი მორთო თორნიკემ.
- ნუ იცინი. პარიკია, - ვთქვი ნაწყენმა. - აბა სულ ქუდით ხო მარ ვივლი, დავიღალე. ისედაც აღარ მინდა სარკეში ჩახედვა. ცოტა კი მიჭირს პარიკზე შეგუება, მაგრამ მალე მივეჩვევი.
ელენეს თვალები აუცრემლიანდა, თორნიკეს კი სიგარეტიანი ხელი ჰაერში გაუჩერდა. საშინლად მინდოდა ტირილი, მაგრამ თავს მთელი ძალით ვიკავებდი.
- შენს სანდროს არ უნდა შეეხმიანო? - მოულოდნელად იკითხა თოკომ.
- თქვენ ისევ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?
- სხვათაშორის, ისევ ისეთი არა. გუშინ შემხვდა. შენზე მკითხა და მეც ვუთხარი რომ ცოტა ხნის წინ გელაპარაკე. უკმაყოფილო იყო მე რატომ არ შემეხმიანაო. გაგამართლე, დრო არ აქვს და სულ ცოტა ხნით დამირეკა-თქო. ახლა ხომ აღარ კვდები. ჰოდა, ინებე და დაურეკე.
- მწარე ენიანი, - შეუბღვირა ელენემ.
ერთი შეხედვით თორნიკე მართალი იყო. რატომ არ უნდა შევხმიანებოდი სანდროს? მითუმეტეს ახლა, როცა გავიგე, რომ ჩემზე ღელავდა და ვენატრებოდი. მაგრამ მაინც მიჭირდა, ვნერვიულობდი... სიმართლეს ვერ ვეტყოდი ჯერ, რადგან ყველაფერი ბოლომდე არ იყო დასრულებული. ქიმიასა და დასხივებებს ისევ ვიკეთებდი და არ ვიცოდი, რამდენი ხანი მომიწევდა აქ დარჩენა.
- ვნახოთ, - ჩავიბუტბუტე ჩემთვის. - ბავშვებო, დაღლილი ვარ და ახლა უნდა დავისვენო. აბა თქვენ იცით, მიყვარხართ ძალიან.
- ჩვენც. თავს გაუფრთხილდი, - ორივემ ერთად გამომიგზავნა საჰაერო კოცნა.
ლეპტოპის გამოთიშვას ვაპირებდი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და სანდროს მივწერე. ისიც იმიტომ, რომ ხაზზე არ იყო და ახლავე ვერ ნახავდა. სინდისი მქენჯნიდა რომ უნდა მომეტყუებინა, მაგრამ შინაგანი ხმა არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ მისთვის სიმართლე მეთქვა. ჯობია იცოდეს რომ შორს ვარ, მაგრამ ჯანმრთელი.
როგორც კი სანდროსთვის წერილის წერა დავამთავრე(საკმადო დიდი გამოვიდა), მაშინვე დასაძინებლად მოვემზადე. ხვალ მარკუსის საცოლე უნდა გამეცნო...

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 10:50 PM | შეტყობინება # 198

842
83  +
   ±
Offline
wesit es unda yofiliyo bolo tavi, magram jerjerobit mec gaurkvevlobashi var dasasrultan dakavshirebit da sanam raimes gadavwyvitav, ase vamjobine.:))

viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 11:04 PM | შეტყობინება # 199

397
10  +
12  ±
   ±
Offline
vaaaaaaaaaaaaaaa tamo ar vici ra gitxra saocrad agwer movlenestqo es gitxar nichierixartqo esec gitxari yvelaferi gitxari da meti raga gitxra? biggrin biggrin biggrin mokled shen me maoceb! madloba didi madloa rom aset did taves deb madloba happy happy happy


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 11:17 PM | შეტყობინება # 200
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
tamo shemdegi ise minda vkvdebi! sad sad sad


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

nati_cullenთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 11:29 PM | შეტყობინება # 201

400
9  +
30  ±
   ±
Offline
dasasruliiiii jer ra dasasruli ar gadamrio ase unda datovo? :DDDDD mogklaaaaav :DDDd


bella1999თარიღი: პარასკევი, 2012-06-15, 2:55 PM | შეტყობინება # 202

151
5  +
15  ±
   ±
Offline
wow!umagresi iyo happy happy happy happy smile biggrin

makieთარიღი: პარასკევი, 2012-06-15, 9:51 PM | შეტყობინება # 203

144
4  +
28  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
wesit es unda yofiliyo bolo tavi, magram jerjerobit mec gaurkvevlobashi var dasasrultan dakavshirebit da sanam raimes gadavwyvitav, ase vamjobine.:))

au cudaaad damtavrebas es mirchevnodaaaaa happy happy happy happy
kargi tavi iyooo happy happy imedi maq tamo sandros simartlees male etyviiis



bella1999თარიღი: პარასკევი, 2012-06-15, 11:02 PM | შეტყობინება # 204

151
5  +
15  ±
   ±
Offline
Quote (makie)
imedi maq tamo sandros simartlees male etyviiis

happy happy happy happy smile biggrin

niniko14თარიღი: შაბათი, 2012-06-16, 0:16 AM | შეტყობინება # 205

194
3  +
3  ±
   ±
Offline
ai umagresi tavebi iyo <3 da mjeroda rom tamos ar gawiravdii happy sandro codoa :(((( andria usayvarlesia biggrin da tavidan andria megonaa sandro :\ anuu rom ewera, palatashi shevnishneo ulamazesi zgvisperi tvalebit bichiio , axlobelio , metqi vaimee ess sandroa sad vaime mecodeba :\\ imedia male ertad iqnebian happy tamo kidev gavimeoreb, unichieresi adamiani xar <3 male iqneba axali tavi ?? biggrin


bella1999თარიღი: შაბათი, 2012-06-16, 9:33 AM | შეტყობინება # 206

151
5  +
15  ±
   ±
Offline
Quote (niniko14)
da tavidan andria megonaa sandro :\ anuu rom ewera, palatashi shevnishneo ulamazesi zgvisperi tvalebit bichiio

tavidan mec egre megona biggrin biggrin biggrin biggrin

Mari_Amiთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 10:56 AM | შეტყობინება # 207

436
7  +
9  ±
   ±
Offline
iise ra yvela bichs chreli tvalebi aqvss ) )

ninicullenთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 1:00 PM | შეტყობინება # 208

38
1  +
2  ±
   ±
Offline
au axali tavi male iqnebaaa? mainteresebs smile

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 1:21 PM | შეტყობინება # 209

842
83  +
   ±
Offline
arc ki vici rogor gadagixadot madlobaa:XXX dzalian kargebi xart, weris stimuls mmatebs tqveni titoeuli komentari kiss kiss
Mari_Ami, saertod lamazi tvalebi chemi sisustea da chems yvela motxrobashi bichebs cisferi an mwvane tvalebi aqvt mgoni:DDD
sagamos davdeb dasasruls kiss kiss

Mari_Amiთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 1:47 PM | შეტყობინება # 210

436
7  +
9  ±
   ±
Offline
veli sixaruloo happy
ძებნა: