სიყვარულის დედოფალი
|
|
|
nati_cullen | თარიღი: კვირა, 2012-05-27, 1:05 AM | შეტყობინება # 122 |
400
Offline
| თავი 14 -რა ხდება ახალი ინტრიგა მოიგონე და მთავარი გმირი გჭირდება?_ჩემი მტკიცე ხმა მე თვითონვე მეუცხოვა,ლუკამ კი გაკვირვებულმა გამომხედა და ყური ტელეფონს მოადო რომ გაეგო რა ხდებოდა.ეტყობოდა ჩემმა ხმამ დააბნია,დაიბნა და ენა დაება... -არა...მე...რადა...უბრალოდ....მე.... -გამოცნობანა ვითამაშოთ თუ ბოლოსდაბოლოს იტყვი რა გინდა? -შენი ნახვა_როგორც იქნა ორი სიტყვის ტქმა მოახერხა გადაბმულად. -რაა?შენ რა დამცინი?_ყურებს არ ვუჯერებდი ლუკა კი ხელ გამოწვდილი მელოდა როდის მივცემდი ტელეფონს თუმცა არ ვაპირებდი. -არა,რადაც არ უნდა დამიჯდეს მაინც უნდა გნახო თუნდაც ბოლოჯერ,შემიძლია დაგემუქრო და ისე გამოგიყვანო მაგრამ ძალიან გთხოვ ამას ნუ მაიძულებ და უბრალოდ მარტო ქვემოთ ჩამოდი,სულ 5 წუთით მეტი არ მჭირდება. ტელეფონი გავთიშე და ფეხზე წამოვდექი,ლუკა ისეთი სახით იდგა ვიცოდი იოლად ვერ გავიდოდი,იოლად კიარა ალბათ საერთოდ ვერ გავიდოდი თუმცა მისი სუსტი წერტილები ვიცოდი,ჩემდა საბედნიეროდ და მისდა საუბედუროდ.ეშმაკური ღიმილით მივუახლოვდი და ლოყაზე მოვეფერე,მერე სახე საოცრად ნელა მივუახლოვე და რბილად ვაკოცე,სამწუხაროდ არ ამყვა თუმცა ასე იოლად არ დავნებდებოდი,ინტერესი მკლავდა რა უნდოდა დათოს.მეორე მცდელობაზე ალბათ თავი ვეღარ შეიკავა და ამყვა თუმცა ეს არ იყო უბრალოდ საპასუხო კოცნა,არ ვიცი რა უნდა დამერქვა,საოცრად ვნებიანად მკოცნიდა და 2 წამში დათოს სახელი არაფერს მეუბნებოდა თუმცა მალევე მივხვდი რა ხდებოდა,ჩემ ხრიკზე მისივე ხრიკით მპასუხობდა.სიცილით მოვწყდი მის ტუჩებს და ამჯერად მართლა გავუღიმე: -ასე კარგად რომ მიცნობ უკვე პრობლემას მიქმნის_მანაც სიცილით მიპასუხა: -შემიძლია იგივე გიპასუხო,თუმცა ახლა ამ ოთახიდან გასვლის იმედი შენს ადგილზე არ მექნებოდა_და საოცრად გამიღიმა.მოვეხვიე და ყურში ჩავჩურჩულე: -სამწუხაროდ მართლა კარგად გიცნობ,მიყვარხარ,5 წუთში აქ ვიქნები,არ მოიწყინო._ისევ ვაკოცე და კიბეები ჩავირბინე. შემოსასვლელთან დათო დავლანდე მივუახლოვდი და პირდაპირ ვკითხე -რა გინდა?_მივხვდი რომ უარესად დაიბნა რადგან მისი ბუტბუტიდან მხოლოდ სამი სიტყვა გავიგონე -მე....მინდა....პატიება....გთხოვოთ....
| |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2012-05-27, 1:10 AM | შეტყობინება # 124 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: კვირა, 2012-05-27, 12:03 PM | შეტყობინება # 126 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Vaa : )) velodebit shemdegs
| |
|
|
|
|
|
|
nati_cullen | თარიღი: კვირა, 2012-05-27, 8:17 PM | შეტყობინება # 131 |
400
Offline
| თავი 15 აი თურმე რას ნიშნავდა თვალების შუბლზე ასვლა,სწორედ ასე დამემართა -შენ გინდა...რაა? -ხო მინდა რომ მაპატიო,არამარტო შენ ლუკამაც,სხვათაშორის მამამისი ეძებს,მე უკვე დამკითხეს._და დამნაშავეს სახით გამომხედა.აი თურმე რატომ მოვიდა.ამაზე სულ გავცეცხლდი და შევკივლე-შენ რა ჩაგვიშვი და აქ სინდისის დასამშვიდებლად მოხვედი?ასეთი არამზადა როგორ ხარ?_გაცოფებულმა შემომხედა,უცებ მომეჭრა,მხრებზე ხელები მაგრად მომიჭირა,ოდნავ შემანჯღია და ყვირილით დაიწყო:-შენ რა ვერაფერს ხვდები?თუმცა რას მიხვდები შენ ხომ ჩემნაირი ცხოვრება არ გქონია,არ იცი როგორია მთელი ცხოვრება მამის ჩრდილში ყოფნა,არ იცი როგორია როცა ყოველ საგამოს შენზე უარესი სიტყვებით მლანძღავენ,არ იცი როგორია როცა თითოეულ ნივთს გაყვედრიან და გაძახებენ რომ არ იმსახურებ,რომ მამის ღირსეული შვილი არ ხარ. ამ ყველაფერს ვერ ვხედავდი სანამ შენ არ გამოჩნდი,ვერ ვხედავდი და მეგონა ცხოვრება მქონდა სანამ შენ არ შემიყვარდი._არ ვიცი როგორი სახე მქონდა მაგრამ როგორც კი ლაპარაკი შეწყვიტა და შემომხედა მაშინვე ხელები გამიშვა,თითქოს ზედმეტი წამოცდაო ორი ნაბიჯით უკან დაიხია და წარბები შიწმუხნა.უკან გაბრუნებისას კი ჩუმად დაილაპარაკა -არაფერი მითქვამს,შეგიძლიათ ბედნიერებით დატკბეთ_და ისე ამათვალიერა თითქოს ბოლოჯერ მხედავდა.ბოლოს თვალებში ფრთხილად შემომხედა და წავიდა.გულთან თითქოს რაღაც ჩამწყდა... არ ვიცი ის დღე როგორ გავძელი,ლუკა ხვდებოდა რომ რაღაც მოხდა მაგრამ ისიც იცოდა თუ თქმა მენდომებოდა ისედაც ვეტყოდი,ვხვდებოდი რომ ვერ ითმენდა მაგრამ სწორედ ამიტომ მიყვარდა ასე უაზროდ,ჩემს აზრს ყოველთვის პატივს ცემდა.დილით ჩვეულებრივად წავედი სკოლაში,ლუკა უკვე შესასვლელთან მელოდა.ხელი გადამხვია და სკოლისკენ გავემართეთ როცა დათოს მოვკარი თვალი მის შეყვარებულთან ერთად იჯდა და ორივე მხიარულად იცინოდნენ.ცოტათი გამიკვირდა თუმცა ყველაფერს მივხვდი როცა შემომხედა და უცებ თვალი ამარიდა.არც მე შევიმჩნიე და ლუკას ჩურჩულიც გავიგონე:-როგორც ჩანს ყველაფრისდა მიუხედავად ძველი დათო დაგვიბრუნდა.ოჰ რა ბედნიერებაა როგორ მაკლდა_სარკასტულად ჩაილაპარაკა და წასასვლელად მიბიძგა.უცებ გავჩერდი და გაკვირვებულმა შევხედე-ყველაფრისდა მიუხედავად?რას გულისხმობ?_მოწყენილმა გაიღიმა_ძვირფასო არც ისეთი სულელი ვარ,ერთად საკმაოდ ბევრ დროს ატარებდით რაც ჩემი ბრალია და ჩემ თავს არასოდეს ვაპატიებ,ვიცი რომ გიყვარვარ მაგრამ ის ბიჭია და ყველაფერი თავისთავად მოხდა.გუშინაც აღარ გკითხე არაფერი რადგან დაახლოებით ვიცი რასაც გეტყოდა დაწვრილებით კი როცა მოგინდება მომიყვები._ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე,მართლაც რომ უაზროდ მიყვარდა,თითონაც ყველაფერს მიხვდა სიტყვები ზედმეტი იყო მაგრამ სწორედ ამ დროს მომინდა მეთქვა -მიყვარხარ....მართალია მეტს არავის გაუგონია მაგრამ თვალის კუთხით შევხედე როგორ წავიდა დათო სკოლის უკან...რამოდენიმე დღემ მშვიდად ჩაიარა,ჩემი და ლუკას ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა,ძველი დათო დაბრუნდა თუმცა თითქმის ვერ ვხედავდი.მჯეროდა რომ როგორც იქნა მეღირსა ბედნიერად ცხოვრება მაგრამ თურმე ვცდებოდი. ერთ დღესაც,მე და ლუკა სკოლიდან გამოვედით ყველა ეზოში იყო,როგორც იქნა ზაფხული მოდიოდა და კარგი ამინდის სახლში გატარება არავის უნდოდა,ჩვენც იქვე ბალახზე ჩამოვჯექით.უცებ სკოლის ეზოსთან სამმა ერთნაირმა ჯიპმა დაამუხრუჭა,სანამ ვინმე რეაგირებას მოახდენდა ლუკასთან მოვარდნენ ხელი სტაცეს და მანქანისკენ გააქცუნეს.შოკისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი,მხოლოდ ლუკას ვყვიროდი,ის კი პასუხსაც ვერ მცემდა.მანქანაში ისე შეტენეს სულ ალბათ სამი წამი გავიდოდა.ცრემლები თავისთავად წამომივიდა,ამღვრეული თვალებით მიმოვიხედე და დათოს შევხედე.ისიც მე მიყურებდა,თითქოს ჩემს ნათქვამს ელისო,მე კი ცრემლები მახრჩობდა და ვერ ვიკავებდი თუმცა როგორც იქნა ამოვილუღლუღე -ძალიან გთხოვ_და ისიც უცებ მივარდა მანქანას და შიგნით ჩამხტარმა ადგილს მოწყვიტა... (ლუკა) სახლში წამიყვანეს,ვიცოდი რომ ეს დღეც დადგებოდა თუმცა ლიკაზე უფრო ვნერვიულობდი ალბათ საშინლად გაურკვევლობაში იყო.როგორღაც ფანჯარაში გავიხედე და უკან ნაცნობ მანქანას მოვკარი თვალი,სახლამდე მოგვყვა მერე კი უცებ მოატრიალა და წავიდა,ოდნავ ამოვისუნთქე,ვიცოდი ლიკას გააგებინებდა.სახლში შემიყვანეს და პირდაპირ კაბინეტში შემიშვეს. მამაჩემი მაგიდასთან იჯდა და საბუტებზე ხელს აწერდა.ამომხედა და ღიმილით მითხრა:-როგორც იქნა პატივი დამდე და საკუთარი მამა მოინახულე. -არამგონია სხვა არჩევანი მქონოდა. -სწორია_გადაიხარხარა და უჯრა გამოაღო_მითუმეტეს როცა კიდევ დიდხანს ვერ მნახავ_და ამ სიტყვებზე ჩემს წინ საქაღალდე დააგდო.მართლაც რომ სიურპრიზი მელოდა,შიგნიტ პასპორტი, ვიზა და ამერიკაში გასაფრენი ბილეთი იდო,კიდევ რომელიღაც უნივერსიტეტში ჩარიცხვის ფურცლები.ჯერ კიდევ ხმას ვერ ვიღებდი. -მოემზადე ორ დღეში მიფრინავ,ხო კიდევ პირველი ის რომ ვეღარ გაიქცევი ეს ბიჭები არ მოგშორდებიან და მეორეც,ხვალ ერთ საათს მოქცემ რომ შენს საყვარელ შეყვარებულს თუ რასაც ეძახი იმას რომ დაემშვიდობო. -ამერიკაში ვერ გამიშვებ,ასე ვერ მომექცევი_მუდარით ჩავილაპარაკე თუმცა ვიცოდი მის ქვად ქცეულ გულს ვერაფერი უშველიდა. -არასრულწლოვანი ხარ,როგორც მინდა ისე მოვიქცევი,ვითომ არ მიცნობდე_ხელი აიქნია და მეც უცებ ჩემს ოთახში შემაგდეს.სასწრაფოდ ტელეფონი ამოვიღე და ლიკას ნომერი ავკრიბე. ვიგრძენი როგორ მომაწვა გრძნობები როცა მისი შეშინებული ხმა გავიგონე.მისი ხმის,ტუჩების,თვალების გარეშე როგორ გამეძლო,ერთი წელი მის გარეშე როგორ მეცხოვრა?ვინმეს შესწევს ძალა მისი ცხოვრების გარეშე რომ იცხოვროს?
| |
|
|
|
|
|
|