ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულის დედოფალი

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-04-21, 4:21 PM | შეტყობინება # 91

400
9  +
30  ±
   ±
Offline
თავი 11
დილით იგევე აღარ გამიკეთებია,სრულიად ჩვეულებრივად წავედი სკოლაში მაგრამ დათოსთვის ერთი დღეც საკმარისი ყოფილა,ყოველდასვენებაზე ვითომ ჩემ კლასელებთან ამორბოდა და ჩემს
დანახვაზე თვალს მიკრავდა.როგორც იქნა ერთ დასვენებაზე მოვიდა და სახლში გაცილება შემომთავაზა ან უნდოდა ერთად სადმე წავსულიყავით,რათქმაუნდა თვაზიანი უარი ვუთხარი რადგან
ლუკას უნდა შევხვედროდი ჩვენს ბუნაგში.არ გამომივიდა.თითი ცხვირწინ დამიქნია უარს არ მივიღებ და დამიბარა გასასვლელთან დაგელოდებიო.ლუკა იქვე იდგა ბიჭებთან ერთად როცა
ჩემი სმს მიუვიდა,სადაც ყველაფერს ვუხსნიდი.დავინახე როგორი სახით ჩააგდო ტელეფონი ჩანთაში და გაბრაზებული შევარდა სკოლაში.ეს ყველაფერი უკვე მაღიზიანებდა.გამოდიოდა რომ
დათოს ვიყენებდი,გასაგებია რომ გულზე არ მეხატება მაგრამ მე ასეთი არ ვარ,ადამიანების გამოყენება არ მჩვევია.თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვისუნთქე როცა კიდევ ერთი იდეა
მომაფიქრდა.ტელეფონს ხელი დავსტაცე და ლუკას მივწერე რომ მივიდოდი.სკოლის შემდეგ მართლაც დამხვდა სამწუხარო იყო რომ მისი გეგმა უნდა ჩამეშალა.კარგა მანძილი გვქონდა გავლილი,
ჩვეულებრივად ვლაპარაკობდით მაგრამ ის შეგრძნება არ მშორდებოდა თითქოს რაღაც ისე არ იყო.უცებ,როცა ტროტუართან ახლოს მივდიოდი ფეხი ჩამიცურდა და საშინლად გადამიბრუნდა.ცოტათი
წამოვიკივლე და ჩავიკეცე ფეხს ვეღარ ვადგამდი.-ჯანდაბაა,როგორ მტკივა_და ამოვიკვნესე.კიდევ კარგი სახლთან ახლოს ვიყავით თორე ასე ხელში აყვანილი ქუჩაში ნამდვილად ვერ
მატარებდა.კარზე ზარი დარეკა და დედას შეკივლებაც გაისმა.დათომ ფრთხილად შემიყვანა და მდივანზე დამსვა.მერე კი დედას მიუბრუნდა და გაეცნო.-გამარჯობათ მე დათო ვარ,არ
შეგეშინდეთ,საშიში არაფერია უბრალოდ ფეხი გადაუბრუნდა,ალბათ ორ დღეში გაუვლის.მერე კი მე მომიბრუნდა-თავს გაუფრთხილდი_და ღიმილით გავიდა გარეთ.ის იყო დედამ კარები დაკეტა და
შეშინებული სახით ჩემსკენ წამოვიდა რომ უცებ ფეხზე წამოვხტი და დავფაცურდი.ჩანთიდან წიგნები გადმოვყარე და ჩემი ოთახიდან ჩამოტანილი ნივთებით ავავსე.მე და ლუკამ გუშინ
გადავწვიტეთ ჩვენი ბუნაგი უფრო მოგვეწყო და ჩვენი ნივთებიც მიგვეტანა,ასე უფრო მივეჩვეოდით.როცა დედას გაკვირვებულ სახეს შევხედე მივხვდი რომ ვერაფერი გაიგო:-დედა,ძალიან
გთხოვ არ გამიბრაზდე მაგრამ მასთან ერთად ვერ წავიდოდი,ლუკა კი უკვე ბუნაგში მელოდება.გეფიცები ეს ყველაფერი არც მე არ მომწონს,ამ ფორმა ნამდვილი ლიკა არ ვარ მაგრამ
გპირდები ეს ყველაფერი დროებითია.ძალიან გთხოვ არ გამიბრაზდე._და მთელი ძალით მოვეხვიე.-კარგი,ახლა წადი მაგრამ ეს საუბარი არ დამთავრებულა._თავი დავუქნიე და სახლიდან
გავვარდი.ბინაში შესული ვიყავი როცა ჩვენი ბუნაგის კარებთან ლუკა დამხვდა და თვალების დახუჭვა მთხოვა.გამეცინა მაგრამ დავემორჩილე და ვიგრძენი ხელი რომ ჩამკიდა.
-აბა გაახილე_და აი სწორედ აქ მივიღე დამდვილი შოკი.ბუნაგს ვეღარ იცნობდით,უამრავი სხვადასხვა ფერის ნათურები,დიდი ხალიჩა და მასზე დაყრილი ასევე უამრავი პატარა და დიდი
პუფებ,დაბალი პუფების შესაფერისი მაგიდა,ჩარჩოებში ჩასმული სურათები და არ ვიცი სხვა უამრავი რამ.ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე ხელი მომხვია:
-რას იტყვი?
-ვაიმე ლუკა რა ლამაზია,ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომწონს მაგრამ ახლა რომ ბუნაგი აღარ ქვია?
-ჰმ,კარგი რა ჩვენი ამბავი რომ ვიცი 15 წთში აქ ნამდვილად იქნება ბუნაგი_ამის თქმა და ერთ-ერთი პატარა პუფის თავში მოხვედრა ერთი იყო.ადვილად მივხვდი რასაც გულისხმობდა და
მიიგო კიდეც ერტი წითელი საკმაოდ მოზრდილი ბალიში.უაზროდ ვიცინოდით დ ვმხიარულობდით.ბოლოს გასავათებულები იატაკზე მიმოფენილ პუფებსა და ბალიშებს ზემოდან დავაწექით და ცოტათი
დასასვენებლად მოვემზადეთ.თუმცა ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა:''დათო'' ეწერა ეკრანზე.ლუკას გვერდით დაგდებული ერთ-ერთი საცოდავი ბალიში გამეტებით შეასკდა კედელს.
-გისმენ დათო რა ხდება?
-გატყობ რომ გადაბრუნებული ფეხითაც კი საკმაოდ შეგძლებია დროის მხიარულად გატარება არა?_ჩაიცინა და ჩემს პასუხს დაელოდა,მე კი შეშინებულმა გავხედე ლუკას.



viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-04-21, 4:47 PM | შეტყობინება # 92

397
10  +
12  ±
   ±
Offline
va magari iyo imedia male dadeb axal tavs


elle:Xxთარიღი: შაბათი, 2012-04-21, 8:23 PM | შეტყობინება # 93
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
nati_cullen, vaa dzaan magari tavi iyoo am datom kide saidan gaigoo vitom utvaltvaleebs????? sainteresoa...



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-04-21, 10:14 PM | შეტყობინება # 94
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
wow!!!! boloshi ra intriga iyooo biggrin axaaali mindaaa!!!!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-04-21, 10:38 PM | შეტყობინება # 95

400
9  +
30  ±
   ±
Offline
ooooo siurprizebit savse tavebi gvelis win :DDDD


ucnobiucnobi2თარიღი: ორშაბათი, 2012-04-23, 3:06 PM | შეტყობინება # 96
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Oiiiiiii cry cry cry

nati_cullenთარიღი: პარასკევი, 2012-04-27, 10:15 PM | შეტყობინება # 97

400
9  +
30  ±
   ±
Offline
თავი 12
-მხიარულად?რას გულისხმობ?_არ ვიცოდი რა დაინახა ან რა გაიგონე,ნეტა სახლიდან მომყვებოდა?ჩემთვის შეშინებული ვფიქრობდი და პასუხს ველოდებოდი.
-იქნებ გარეთ გამოხვიდე?იმედია მარტო ხარ_და ჩუმად ჩაიცინა.როგორც ამბობენ მოოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე და ვუპასუხე_კი რათქმაუნდა ახლავე გამოვალ.
ლუკა ჩემ გაშვებას არ აპირებდა მაგრამ ახლა ასე იყო საჭირო,დათოს ერთად არ უნდა დავენახეთ.ბოლოს ძლივს დავითანხმე და გასასვლელად წამოვდექი.ისეთი საწყალი თვალებით შემომხედა
გამეღიმა თუმცა ოთახიდან გამოსული,შეშინებული ღრმად ვსუნთქავდი.ფეხს ოდნავ გვერდულად ვდგამდი ვითომ ისევ მტკიოდა,თუმცა თვითონ გაღიმებული დამხვდა.
-გეტყობა ფეხის ტკივილი აღარ გაწუხებს არა?
-ჰო ცოტათი გამიარა,ხო იცი უფროსებს თავისი მეთოდები აქვთ_და ნერვიულად გამეცინა
-ჰოო მართალი ხარ,მაგრამ აქ რას აკეთებ მარტო ხარ?
-ჰო აბა ვისთან ერთად უნდა ვიყო?_ვითომ გაკვირვებულმა შევხედე
-მაშინ ვითომ გენდობი და ლუკას მამასთან არ დავრეკავ სახშია თუ არა ხო?_და ჩემი შეშინებული სახის დანახვაზე გულიანად გაიცინა_როგორ მიყვარს სიურპრიზებიიი,არ ინერვიულო
საიდუმლოს შენახვა ვიცი,ხვალ სკოლაში შევხვდებით,იცოდე უნდა გავისეირნოთ_სიცილით დამიქნია ხელი და წასასვლელად შებრუნდა,მე კი ასე გაოცებული დამტოვა.
-ძვირფასო პირი დახურე თორემ რაც დავითვალე უკვე მე4 ბუზი შეგიფრინდა_ვერც კი მივხვდი ისე მომიახლოვდა.იდაყვი გვერძე მივარტყი და ამოვიკვნესე_რა დროს სიცილია,მგონი პრობლემა
გვაქ.
ლუკას ყველაფერი მოვუყევი,ისიც ჩემსავეთ გაოცებული დარჩა ბოლოს კი აღიარა ალბათ არც ისეთი ცუდია როგორც გვეგონაო,თუმცა რატომღაც მეგონა რომ ყველაფერი ასე იოლად არ იქნებოდა.
მართალიც აღმოვჩნდი.
მეორე დღეს სკოლის შემდეგ დათოსთან ერთად სასეირნოდ წავედი,არაფერს იმჩნევდა ისევე მელაპარაკებოდა როგორც ადრე.მეც ვცდილობდი ცოტათი მაინც ვყოფილიყავი მხიარული.ბოლოს
როგორც იქნა შემომთავაზა სახლამდე მიგაცილებო.შვებით ამოვისუნთქე და თავი დავუქნიე.5 წუთის შემდეგ მივხვდი რომ სახლის გზას არ მივყვებოდით,ჩემი უბნისკენ მივდიოდით მაგრამ
მაინც სხვა მხარეს.გავჩერდი და გაოცებულმა შევხედე,მიხვდა რაც მაინტერესებდა და თითონაც გაჩერდა.-ნუ გეშინია შენს მოტაცებას არ ვაპირებ_მხრებზე ხელი მომხვია და წინ მიბიძგა.
ბოლოს მივხვდი საითაც მივყავდი.ჩვენი ბუნაგისკენ.შენობის წინ გაჩერდა და ცბიერად გაღიმებულმა გადმომხედა.-არამგონია სახლში დიდხანს გაჩერებულიყავი ამიტომ დროის დაზოგვის
მიზნით პირდაპირ მოგიყვანე,არც ლუკაჩოს მოუწევს დიდხანს ლოდინი და ნერვიულობა_ჩემი სახის დანახვაზე სიცილი აუტყდა,მე კი საოცრად გაბრაზებულმა კბილებში გამოვცარი-რა გინდა?
-ყველაფერს თავისი დრო აქვს ძვირფასო_თვალი ჩამიკრა და წავიდა.
გაბრაზებულმა იქვე დაგდებულ დიდ ქვას ფეხი მივარტყი თუმცა ნეტა რაზე ვფიქრობდი,აქეთ მეტკინა.ბოლოს ბუნაგში ავირბინე და ირგვლივ მიმოვიხედე:-ლუკა რახდება შენ რა აქ გადმოსახლდი?
დაბნეულმა შემომხედა და ხელები გამოიშვირა მოსახვევად,მივხვდი რომ რამოდენიმე წუთში ახალ ამბავს გავიგებდი თუმცა არამგონია კარგი ყოფილიყო.



viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-04-27, 10:25 PM | შეტყობინება # 98

397
10  +
12  ±
   ±
Offline
au ra intrigani xar ra axla ra atevs gameebs amaze fiqrit uuuh......
mokled arachveulerivi iyo ragaceebs mivxvdi biggrin biggrin biggrin biggrin ogond ar gavamxel biggrin biggrin biggrin yochag! momwons sheni weris stili



nati_cullenთარიღი: პარასკევი, 2012-04-27, 10:33 PM | შეტყობინება # 99

400
9  +
30  ±
   ±
Offline
viku-vuku, ugrmesi madloba gaixare :*** shegidzlia momwero ras piqrob tongue vnaxot tu mixvdi :DD


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-04-28, 1:53 AM | შეტყობინება # 100
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dato naxe raa!!! da shen qalbatono ra intrigebi chaxlarte aq haa? biggrin male minda axali tavi!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-04-28, 11:25 AM | შეტყობინება # 101

397
10  +
12  ±
   ±
Offline
nati_cullen, ara jerjeroit ar gavamxel biggrin biggrin biggrin smile smile smile


nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-04-28, 12:11 PM | შეტყობინება # 102

400
9  +
30  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, nu ravici ravici xdeba xolme :DDDD viku-vuku, mashin mere mitxari egre piqrobdi tu ara biggrin


viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-04-28, 12:17 PM | შეტყობინება # 103

397
10  +
12  ±
   ±
Offline
nati_cullen, aucilelad biggrin biggrin


bella1999თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-24, 7:43 PM | შეტყობინება # 104

151
5  +
15  ±
   ±
Offline
nati_cullen, exa vnaxe umagresiaaaaaaaaa happy happy happy happy happy
axali tavi rodis iqneba? cry

Crazyთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-24, 9:17 PM | შეტყობინება # 105

202
11  +
6  ±
   ±
Offline
nati_cullen, vaime natia :|| shendeg tavs ar deb gogo?? : OO

ძებნა: