სიყვარულის დედოფალი
|
|
|
|
|
|
|
elee | თარიღი: პარასკევი, 2012-05-25, 5:55 PM | შეტყობინება # 111 |
131
Offline
| Quote (nati_cullen) arc vicodi vinme tu elodeboda Mets velodebi akhal tavs )))
| |
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: შაბათი, 2012-05-26, 11:28 AM | შეტყობინება # 112 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Meeeeeeeeec
| |
|
|
bella1999 | თარიღი: შაბათი, 2012-05-26, 12:17 PM | შეტყობინება # 113 |
151
Offline
| | |
|
|
|
nati_cullen | თარიღი: შაბათი, 2012-05-26, 2:48 PM | შეტყობინება # 115 |
400
Offline
| თავი 13 მოწყენილი ჩამეხუტა და ხმას ვერ იღებდა...მეც მშვიდად მოვეხვიე და არაფერს ვეკითხებოდი,ვიცოდი როცა დამშვიდდებოდა თვითონ მომიყვებოდა.ბოლოს პუფზე დაჯდა და აღელვებულმა დაიწყო:-დათომ მოგვატყუა,აქედან როცა წავედი მამაჩემი სახლში დამხვდა და მკაცრად დამელაპარაკა,თუ ამას დალაპარაკებად ჩავთვლით,მითხრა რომ ან ამ ყველაფერს მოვრჩები ან მასთან დავამთავრებდი ურთიერთობას_არ ვიცი რა სახით ვუყურებდი ამის თქმის დროს მაგრამ მოწყენილმა გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა_დამიჯერე ამად ღირხარ,ჩემთვის უმნიშვნელოვანესიხარ და არავის მივცემ უფლებას შენი თავი წამართვას.მიყვარხარ_მთელი ძალიტ მომეხვია და ჩემს თმებს დაუწყო თამაში.მე კი ასე იოლად შეგუებას არ ვაპირებდი,არც დათოს ვაპატიებდი ასე მოქცევას,უფლება არ ქონდა თვითონ გადაეწყვიტა სხვისი ცხოვრების ბედი.არ მინდოდა ლუკას რამე შეემჩნია ამიტომ საღამომდე თითქოს მშვიდად ვიყავი,საჩმელი გავუმზადე ერთადაც ვივახშმეთ და ბოლოს როგორც იქნა ბუნაგიდან წამოსვლა გადავწყვიტე.მისი იქ დატოვება საშინლად არ მინდოდა მაგრამ არც სხვა გზა მქონდა,მე იქ ვერ დავრჩებოდი დედა მომკლავდა,სახლშიც ვერ წავიყვანდი უარესად მომკლავდა...ბოლოს დასამშვიდობებლად ვაკოცე და ტკბილი ძილი ვუსურვე,სახლიდან გამოსულმა კი ტელეფონში დათოს ნომერი მოვძებნე და დავურეკე.მე თვითონაცგამიკვირდა ჩემი მტკიცე ხმა რომელიც ტელეფონში ჟღერდა.15 წუთში მოვიდა.რათქმაუნდა დამცინავი სახით:-რა იყო ძვირფასო ასე მალე მოგენატრე_და ირონიული ღიმილით ჩემი კოცნა მოინდომა თუმცა არ ვიცი ამდენი ძალა საიდან მაგრამ იმდენად მაგარი სილა მიიღო სახეში გვერძე გადაიხარა.ხელი ლოყაზე მიიდო და გაცოფებულმა გამომხედა.სანამ რამეს მოიმოქმედებდა თითი სახის წინ მივუშვირე და მთელი ხმით დავიყვირე:-ნაძირალა,ეგოისტი,შურიანი და უნამუსო ხარ,ეხა რომ იცოდე როგორ მძულხარ შენივე ფეხით წაეთრეოდი აქედან მაგრამ შენ ხომ სინდისი არ გაგაჩნია,სხვისი ცხოვრების გამწარებით ხარ დაკავებული იმიტომ რომ საკუთარი არ გაგაჩნია,შეყვარებულიც კი მხოლოდ პოპულარობისთვის გყავს.მამაშენის ერთი იდიოტი ლაქია ხარ და მისთვის ყველაფერს გააკეთებ თუნდაც ეს შენს მეგობრებს ეხებოდეს.მეც კი ნაწილობრივ შენნაირი გამხადე იმიტომ რომ ადამიანი არასდროს გამომიყენებია და ასეთი სიტყვები არასდროს მითქვამს თუმცა შენი თავის გარდა ვერავის დააბრალებ რადგან შენთვითონ მაიძულე.იცოდი რომ ერთმანეთის გამო მე და ლუკა ყველაფერს გავაკეთებდით და ეს გამოიყენე და იცი რატომ?იმიტომ ეს სიყვარულია დათო,სიყვარული რომელიც შენ არ შეგიძლია და ვერც ვერასოდეს შეძლებ.მეცოდებიან ადამიანები რომლებსაც შენს გვერდით უწევთ ყოფნა და მიხარია რომ მე მათ რიცხვში აღარ შევდივარ_ბოლო სიტყვები ზიზღით ამოვთქვი და საოცრად გაოცებული სახით დავტოვე,ალბათ ჩემგან ამას არ ელოდა,თუმცა არც მე.სახლში მისული ლოგინზე დავენარცხე და ამდენი ფიქრის ტავ ატკივებული ბალიში დავიფარე.არ ვიცი რატომ მაგრამ ოდნავ გულზე მომეშვა როცა ეს ყველაფერი ვთქვი და თამაში აღარ მომიწევდა.დილით ჩვეულებრივად წავედი სკოლაში,დათო არ დამინახავს ალბათ სკოლაში არ იყო,ოდნავ არ მომეწონა მაგრამ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია.რამოდენიმე დღე ისე გავიდა არ მოსულა.უკვე ვფიქრობდი სად იყო დაკარგული თუმცა მალევე გამოჩნდა და ჩვეულებრივად გაგრძელდა ყველაფერი.ჩემთან მოსვლას ვერ ბედავდა,მეც რათქმაუნდა რაც შეიძლებოდა შორს ვიჭერდი თავს.ერთხელაც ბუნაგში ლუკას ველოდებოდი,უკვე ორი კვირა იყო გასული რაც არაფერი მომხდარა ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა,მე და ლუკა თითქმის ერთად ვცხოვრობდით,დათოს აღაც ვეკარებოდი,დედასთანაც ასე თუ ისე შეთანხმებული ვიყავი და ვოცნებობდი რომ ცოტახანს კიდევ გაგრძელებულიყო ასეთი ''ბედნიერი'' ცხოვრება როცა ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა,სწორედ ამ დროს ლუკაც შემოიდა. გაღიმებულმა გავხედე და ხელის დაქნევით მივესალმე თან ტელეფონი მოვძებნე რომ მეპასუხა თუმცა როგორც კი დავხედე სხეული გამიშეშდა.ორი კვირის შემდეგ პირველად ეწერა ჩემი ტელეფონის ეკრანზე ''დათო''.
| |
|
|
|
|
viku-vuku | თარიღი: შაბათი, 2012-05-26, 3:29 PM | შეტყობინება # 118 |
397
Offline
| Quote (♥vampiressa♥) rogorc iqna gvegirsa axali tavi es dato me tavidanve ar momwonda, etyoboda ra degeneratoc iyo. vaime es gogo miyvars, ra sayvarlad galandzga imedia yvelaferi kargad gagrdzeldeba +1
| |
|
|
|
nati_cullen | თარიღი: კვირა, 2012-05-27, 1:03 AM | შეტყობინება # 120 |
400
Offline
| თავი 14 -რა ხდება ახალი ინტრიგა მოიგონე და მთავარი გმირი გჭირდება?_ჩემი მტკიცე ხმა მე თვითონვე მეუცხოვა,ლუკამ კი გაკვირვებულმა გამომხედა და ყური ტელეფონს მოადო რომ გაეგო რა ხდებოდა.ეტყობოდა ჩემმა ხმამ დააბნია,დაიბნა და ენა დაება... -არა...მე...რადა...უბრალოდ....მე.... -გამოცნობანა ვითამაშოთ თუ ბოლოსდაბოლოს იტყვი რა გინდა? -შენი ნახვა_როგორც იქნა ორი სიტყვის ტქმა მოახერხა გადაბმულად. -რაა?შენ რა დამცინი?_ყურებს არ ვუჯერებდი ლუკა კი ხელ გამოწვდილი მელოდა როდის მივცემდი ტელეფონს თუმცა არ ვაპირებდი. -არა,რადაც არ უნდა დამიჯდეს მაინც უნდა გნახო თუნდაც ბოლოჯერ,შემიძლია დაგემუქრო და ისე გამოგიყვანო მაგრამ ძალიან გთხოვ ამას ნუ მაიძულებ და უბრალოდ მარტო ქვემოთ ჩამოდი,სულ 5 წუთით მეტი არ მჭირდება. ტელეფონი გავთიშე და ფეხზე წამოვდექი,ლუკა ისეთი სახით იდგა ვიცოდი იოლად ვერ გავიდოდი,იოლად კიარა ალბათ საერთოდ ვერ გავიდოდი თუმცა მისი სუსტი წერტილები ვიცოდი,ჩემდა საბედნიეროდ და მისდა საუბედუროდ.ეშმაკური ღიმილით მივუახლოვდი და ლოყაზე მოვეფერე,მერე სახე საოცრად ნელა მივუახლოვე და რბილად ვაკოცე,სამწუხაროდ არ ამყვა თუმცა ასე იოლად არ დავნებდებოდი,ინტერესი მკლავდა რა უნდოდა დათოს.მეორე მცდელობაზე ალბათ თავი ვეღარ შეიკავა და ამყვა თუმცა ეს არ იყო უბრალოდ საპასუხო კოცნა,არ ვიცი რა უნდა დამერქვა,საოცრად ვნებიანად მკოცნიდა და 2 წამში დათოს სახელი არაფერს მეუბნებოდა თუმცა მალევე მივხვდი რა ხდებოდა,ჩემ ხრიკზე მისივე ხრიკით მპასუხობდა.სიცილით მოვწყდი მის ტუჩებს და ამჯერად მართლა გავუღიმე: -ასე კარგად რომ მიცნობ უკვე პრობლემას მიქმნის_მანაც სიცილით მიპასუხა: -შემიძლია იგივე გიპასუხო,თუმცა ახლა ამ ოთახიდან გასვლის იმედი შენს ადგილზე არ მექნებოდა_და საოცრად გამიღიმა.მოვეხვიე და ყურში ჩავჩურჩულე: -სამწუხაროდ მართლა კარგად გიცნობ,მიყვარხარ,5 წუთში აქ ვიქნები,არ მოიწყინო._ისევ ვაკოცე და კიბეები ჩავირბინე. შემოსასვლელთან დათო დავლანდე მივუახლოვდი და პირდაპირ ვკითხე -რა გინდა?_მივხვდი რომ უარესად დაიბნა რადგან მისი ბუტბუტიდან მხოლოდ სამი სიტყვა გავიგონე -მე....მინდა....პატიება....გთხოვოთ....
| |
|
|