სიყვარულის დედოფალი
|
|
|
nati_cullen | თარიღი: სამშაბათი, 2012-05-29, 6:03 PM | შეტყობინება # 137 |
400
Offline
| თავი 16 როგორც იქნა ლიკას ვნახავდი,თუმცა უკვე მეშინოდა,ვიცოდი როგორი სახითაც შემომხედავდა როცა სიმართლეს ვეტყოდი...ნეტა კარი საერთოდ არ გაეღო,ნეტა მიწისძვრა,ცუნამი ან რამე მომხდარიყო ოღონდ ეს სიტყვები არ მეთქვა.შეხვედრა ბუნაგში დავთქვით.ბიჭებმა მარტო იმ პირობით გამიშვეს რომ სისულელე არ ჩამედინა.სასაცილოდ სულაც არ მქონდა საქმე მაგრამ გამეცინა როცა შევხედე როგორ დადიოდა ოთახში ნერვიულად თითების მტვრევით.როცა გამომხედა თვალებზე ცრემლების კვალი კვლავ ემჩნეოდა,ესეც ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი... (ლიკა) ყურებს არ ვუჯერებდი,ვფიქრობდი ალბათ მომეჩვენათქო მაგრამ ისეთი შეწუხებული სახით მიყურებდა რთული იყო არ დაგეჯერებინა...ვერ წარმომედგინა როგორ უნდა წასულიყო,ვერ წარმომედგინა საერთოდ მის გარეშე.არ ვიცი როგორ მეყო ძალა ერთი შეკითხვა რომ დამესვა-რამდენი ხნით? -ერთი წლით_და თავი ჩახარა.მივხვდი რომ სხვა გამოსავალი არ იყო მაგრამ,ვაიმე ერთი წელი ეს ხომ ამდენი დროა.სახე ხელებში ჩავმალე და პუფზე დავჯექი.მომეხვია და ჩურჩულით პატიებას მთხოვდა.რა უნდა მეპატიებინა მას ხომ არაფერი დაუშავებია... -ძალიან გთხოვ 1 საათში მომაკითხავენ,არ მინდა მთელი ამ დროის განმავლობაში ცრემლებით გხედავდე.ძალიან გთხოვ._მივხვდი რომ მართალი იყო.ერთი საათის შემდეგ ერთი წელი ვეღარ ვნახავდი და არამგონია ტირილისთვის ახლა მქონოდეს დრო...იატაკზე დავწექით,თავი გულზე დავადე და უბრალოდ სუნთქვას ვუსმენდი,ლუკა ჩემი თმებით თამაშობდა და ღიღინებდა.არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავით მაგრამ ბოლოს მისი მობილური აყვირდა.დაცვა იყო.შეატყობინეს რომ 10 წთში აქ იქნებოდნენ და ქვემოთ უნდა დახვედროდა.მობილური ისევ ჯიბეში ჩაიდო და მაგრად მომეხვია.ბოლოს გასწორდა და მხოლოდ თვალებში მიყურებდა.ვიცოდი რომ ჩემსავეთ არ უყვარდა როცა ბიჭი ტიროდა,ამას სისუსტედ მიიჩნევდა მაგრამ როგორ აგიხსნათ რაექცია როცა აცრემლებული თვალებით შემომხედა და ვიცოდი რომ ამ წუთში ამისი არ ცხვენოდა.უბრალოდ სხვანაირად არ შეეძლო. -წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარხარ,გეფიცები შენ გარდა არაფერზე ვიფიქრებ,ყოველ წამს შენზე ფიქრში გავატარებ მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ.მითხარი რომ დამელოდები.მითხარი რომ მოუთმენლად დამელოდები._გამეღიმა,რათქმაუნდა დაველოდებოდი,მოუთმენლად დაველოდებოდი. -შენს გარდა ვისთან უნდა წავიდე,ეს გრძნობა ჩემზე ბევრად ძლიერია და არც სურვილი მაქვსსხვაგან წასასვლელი მქონდეს_მოვეხვიე და ხელს აღარ ვუშვებდი,ბოლოს გავანთავისუფლე რომ ბოლოჯერ მეკოცნა.მინდოდა ეს განსხვავებული დასამშვიდობებელი ყოფილიყო და ასეც იყო,ორივემ მთელი გრძნობა ჩავაქსოვეთ.ალბათ გამოგვივიდა რადგან ძლივს გავიგონეთ მანქანის სიგნალი.ლოყა ლოყაზე მომადო და ჩემი სურნელი შეისუნთქა.მეც იგივე გავაკეთე.თვალები მანამდეარ გაუხელია სანამ კარებთან არ მივიდა.ვიცოდი როგორ უჭირდა ამ კარებში გასვლა და ის უფრო მკლავდა რომ არაფრის გაკეთება შემეძლო.ფანჯარასთან მივირბინე რომ კიდევ ერთხელ დამენახა.სანამ მანქანაში ავიდოდა მანაც შემომხედა.გასამხნევებლად კოცნა გავუგზავნე და ღიმილით დავუქნიე ხელი.მანაც გამიღიმა და მანქანაში ავიდა თუმცა მანქანის ფანჯრიდანაც კი არ მაშორებდა თვალს.სანამ მანქანა ეზოდან არ გავიდა მის თბილ მზერას ვგრძნობდი.... არ ვიცი სახლში როგორ მივედი მაგრამ ვგრძნობდი ტირილისგან მხრები როგორ მითრთოდა,თავი საშინლად მტკიოდა და ირგვლივ ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი.სახში შესული დედასკენ გავექანე და მოვეხვიე. -წაიყვანეს დედა,მაინც წაიყვანეს,მაინც დაგვაშორეს_მხოლოდ ამას ვჩურჩულებდი და უფრო და უფრო ვეხვეოდი.ბოლოს დედამ მდივანზე დამსვა თვალები და ლოყები შემიმშრალა თუმცა აზრი არ ქონდა ცრემლები ისევ და ისევ მდიოდა...ბოლოს ჩაი დამალევინა და ლოგინში ჩამაწვინა.ბალიშს მოვეხვიე და ისევ წამოვიდა ცრემლების ახალი ნაკადი.ცოტა ხანში გავიგონე როგორ დარეკეს ჩვენს კარებზე ზარი და როგორ გააღო დედამ. -გამარჯობათ,შეიძლება ლიკა ვნახო? ამ ხმის გაგონებაზე ცრემლების ნაკადი შემიწყდა და გაკვირვებული წამოვხტი ლოგინიდან.
| |
|
|
|
|
viku-vuku | თარიღი: სამშაბათი, 2012-05-29, 9:51 PM | შეტყობინება # 140 |
397
Offline
| | |
|
|
|
|
|
|
|
nati_cullen | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-30, 11:16 PM | შეტყობინება # 146 |
400
Offline
| თავი 17 უკვე წამომჯდარი ველოდი მის მოსვლას,იმდენად გამიკვირდა რომ ცრემლები თავისთავად შემიწყდა.კარები შემოაღო და ყოველგვარი ნიღბის გარეშე მომიჯდა გვერდით,წარმომედგინა ამდენი ტირილის შემდეგ სახე და თვალები რას მიგავდა მაგრამ საერთოდ არ მანაღვლებდა.შეწუხებული სახით შემომხედა,რაღაცის თქმა უნდოდა თუმცა დაწყებას არ ჩქარობდა.ბოლოს მომბეზრდა ამდენი ხანი დუმილი და მე დავიწყე: -გამიკვირდა აქ რომ ხარ... -ვიცი,დამიჯერე შენი ასე ყურება ძალიან მიჭირს.მართლა ვწუხვარ,არ ვიცი ჩემზე რას ფიქრობ მაგრამ გეფიცები დღეს გავიგე. -ვიცი დათო,და მადლობა რომ იმ დღეს დამეხმარე თუმცა ალბათ ყველაფერი დამთავრდა,რათქმაუნდა ერთმანეთის სიყვარულს ვერავინ დაგვიშლის მაგრამ არამგონია სიყვარულს ამდენი გამოცდის გაძლება შეეძლოს.თუმცა მე ჩვენი სიყვარულის ბოლომდე მჯერა,ვიცი რომ ერთმანეთთან მისასვლელად გზას ყოველთვის გამოვნახავთ. -სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა,ვიცი რომ ლუკას მართლაც უყვარხარ ამიტომ უბრალოდ დააცადე.ცოტაც კიდევ გაატანიოს მამამის,სრულწლოვანი რომ გახდება მერე ვერაფერს დააძალებენ მთავარია მანამდე გაძლოთ. -ამას რატომ აკეთებ?შენ ხო ვერ გვიტანდი?ახლა რატომ გვეხმარები თუ ესეც მორიგი ხრიკია?_პასუხის მოლოდინში ბალიში ჩავიხუტე და ფეხები შემოვიკეცე.დიდხანს არ მიპასუხა,ეტყობა ფიქრობდა რა ეთქვა. -არ ვიცი,იმ კითხვაზე ვერ გიპასუხებ რაზე პასუხიც მეც არ მაქვს_მერე კი ჩურჩულით დაამატა_უბრალოდ ძალიან მინდა ბედნიერს გხედავდე_შემდეგ კი ფეხზე წამოხტა და ხელი გამომიშვირა -არავითარი დეპრესიები ახლავე გარეთ წამოხვალ_გამეღიმა,ბალიშჩახუტებული ისევ ლოგინში შევძვერი და ჩემთვის ჩავიდუდღუნე_მცდელობას არაუშავდა. მადლობა ღმერთს რომ სკოლა მალე სრულდებოდა და სკოლაში არავინ დადიოდა ამიტომ დედამ უფლება დამრთო სახლში დავრჩენილიყავი და მეგლოვა,ოთახიდან არ გამოვდიოდი ტელეფონით ხელში ჩაბღუჯული ვიჯექი და ველოდი.ბოლოს აბაზანაში შესვლა გადავწყვიტე,კარადიდან ხალათი გამოვიღე და კარი უნდა დამეხურა რომ ხალათის ქვემოთ დადებულმა ნივთმა ჩემი ყურადღება მიიპყრო,ჩემი დღიური,ლუკას ნაჩუქარი ახალი დღიური რომელიც თითქმის ცარიელი იყო,აკანკალებული ხელით გამოვიღე და დავფიქრდი რამდენი ხანი არ მქონდა დაწერილი არაფერი.დრო ისე სწრაფად გარბოდა და ლუკასთან იმდენად დიდ დროს ვატარებდი უბრალოდ დრო არ მჩებოდა,თანაც ყველაფერს მას ვუყვებოდი და დღიურში ჩასაწერი არაფერი მქონდა.გახარებულმა ხალათი სადღაც მოვისროლე,კალმით ხელში კი ლოგინის გვერდით ჩავჯექი კედელს მივეყრდენი და ახალი ისტორიის დასაწყებად მოვემზადე.ჩემი სახე ღიმილმა გაანათა,როგორც იქნა მივხვდი როგორ გადმომეცა ჩემი გრძნობები...
| |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-30, 11:38 PM | შეტყობინება # 148 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|
nati_cullen | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-05, 4:31 PM | შეტყობინება # 150 |
400
Offline
| თავი 18 არ ვიცი ზუსტად როდის ჩამეძინა მაგრამ ისეთ მშვენიერ სიზმარს ვხედავდი გამოგვიძებას სიკვდილი მერჩივნა.აეროპორტში ვიდექი და ლუკას რეისის ჩამოსვლას ველოდი.ადგილზე ვცქმუტავდი რადგან 10 წუთით დაგვიანებით ჩამოვიდოდა და უკვე ვეღარ ვითმენდი.როგორც იქნაგამოაცხადეს რომ თვითმფრინავი უკვე დაჯდა და რამოდენიმე წუთშიც მეც ვნახავდი,აი ხალხი უკვე იწყებდა გამოსვლას და მეც ფეხის წვერებზე შემდგარი გაფაციცებით ვუყურებდი რომ რომელიმეში ლუკა ამომეცნო.აი როგორც იქნა დავინახე,ხელი უნდა დამექნია და დამეყვირა როცა.... ბალიშის ქვეშ მობილური ხმამაღლა აყვირდა და ვიბრაციამ უცებ წამომახტუნა ლოგინიდან.ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი როცა ვუპასუხე: -გისმენთ -ჩემი გოგო,გაგაღვიძე?მაპატიე პატარავ მაგრამ საშინლად მომენატრე და რომარ დამერეკა არ შემეძლო. -ვაიმე ლუკა,როგორახარ?კარგად ჩაფრინდი?არა რა გამაღვიძე უბრალოდ წამოწოლილი ვიყავი,მაქ რა ხდება?როგორ მოეწყვე?ერტი კვირაა ჩასული ხარ უნიშიც იქნებოდი უკვე,როგორი კურსელებიგყავს?ეხა არ მითხრა ლამაზი გოგოებიც არისო თუმცა ეჩვი არ მეპარება._უცებ მისმა სიცილმა გამაჩერა -საყვარელო აბა ეხა ამოისუნთქე,დამშვიდდი ყველაფრის მოყოლას მოვასწრებ,შენი არ ვიცი და მე ყოველ წუთის შენთან ლაპარაკში გატარებას ვაპირებ,ნუ რომელსაც მოვახერხებ.ესეიგიკარგად ვარ,ჩაფრენითაც კარგად ჩავფრინდი,უნივერსიტეტშიც ვიყავი,იმხელაა კინაღამ დავიკარგე კიდევ კარგი რუკა მომცეს და ყველფერს იოლად მივაგენი,ლამაზი გოგოებიც არიან რათქმაუნდა მაგრამ საბედნიეროდ მე ჩემი ის ერთი ულამაზესი გოგო უკვე ვიპოვე ამიტომ არანაირად მჭირდება სხვა.შენ როგორ ხარ?დათო ჭკვიანადაა?_ჩუმად დამისვა ბოლო შეკითხვა. -კი ლუკა,სხვათაშორის ჭკვიანადაა,ჩემთანაც იყო მოსული ყველანაირად ცდილობს დამეხმაროს,სახლში დარჩენის უფლებას არ მაძლევდა,ნუ უშედეგოდ მაგრამ ეცადა გარეთ გავეთრიე... -ჯანდაბა,სწორედ მაგისი მეშინოდა,ლიკა ძალიან გთხოვ.... -ვიცი ვიცი ფრთხილად უნდა ვიყო,მაგრამ შენც ხომ იცი საეჩვიანი არაფერი გაქვს,ხომ მენდობი? -შენში ეჭვი არასოდეს შემეპარება,რათქმაუნდა გენდობი და მჯერა შენი მაგრამ იმ გარეწარის არ მჯერა,არ მჯერა რომ ასე უცებ გადაიქცა ანგელოზად.უბრალოდ ფრთხილად იყავი კარგი? -რათქმაუნდა...ლუკა ხომ ხშირად დამირეკავ?ძალიან მენატრები _ასლუკუნებულმა ჩავილაპარაკე და საშინლად მომინდა ზუსტად ამ მომენთი მისი მწვანე თვალების დანახვა. -მიყვარხარ,პირველ რიგში ეს დაიმახსოვრე,ნუ ტირი პატარავ დამიჯერე ეს ერთი წელი მალე გაივლის და ისევ ჩაგეხუტები...ჯობია აღარ გავაგრძელო თორემ... -ჯობია წავიდე,ზემოდხსენებული პიროფნება მოვიდა_ცრემლების მოწმენდით ჩავიბუზღუნე და მეორე მხრიდან ოხვრაც მოყვა. -კარგი პატარვ ერთ საათში დაგირეკავ.ფრთხილად იყავი.მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ და მოუთმენლად გელოდები.გკოცნი_ხმით კოცნის იმიტაცია გავაკეთე და მობილური ლოგინზე მივაგდე.თვალების წმენდით წამოვდექი რომ აღარ დამწითლებოდა და კარებს გავხედე როდის შემოვიდოდა დათო თუმცა გაოცებული გავჩერდი.კარებში დათოსთან ერთად ანუკი და ნინი იდგა.მათი ფრთხილი სახეებით მივხვდი რომ ყველაფერი იცოდნენ და უკვე ორ წამში ორივეს ტირილით ვეხვეოდი.
| |
|
|