სიყვარულის დედოფალი
|
|
|
nati_cullen | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-18, 11:49 PM | შეტყობინება # 77 |
400
Offline
| თავი 10 დილით ლოგინიდან ცოტათი ადრე წამოვხტი,ჩემი საძულველი მოკლე კაბა ჩავიცვი,დღეს ჩემი გეგმისთვის გამომადგებოდა.თმის აწევის შემდეგ დედას ოთახში შევიპარე და მაკიაჟისთვის საჭირო ნივთები ცოტა ხნით ''ვინათხოვრე''.ფეხზე ძველისძველი ცოტათი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი და მზად ვიყავი.ასე სკოლაში არასდროს წავსულვარ მაგრამ ახლა მჭირდებოდა. მაინტერესებდა როგორი ვიყავი მაგრამ გადაფიქრების შემეშინდა და სარკეს გვერდი ავუარე.სკოლასთან მისული,შესასვლელთან შევყოვნდი,თვალები დავხუჭე,ღრმად ჩავისუნთქე და ვითომ გაღიმებული სახით შევაბიჯე ეზოში.სწორად ვფიქრობდი,ბიჩების ნახევარმა ვინც კი ეზოში იდგა გაოცებული სახით ამათვალიერეს,მე ვითომც არაფერი გზას ვაგრძელებდი და მათ რეაქციას ყურადღებას არ ვაქცევდი,სამი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ლუკას მოვკარი თვალი,მართლაც რომ პირდაღებული მიყურებდა,მზერაში კი ერთი კითხვა ''რა ხდება'' იკითხებოდა.გულში გულიანად გამეცინა რადგან მინდოდა სწორედ ასეთი მინდოდა მენახა,აღფრთოვანებული თვალებით და მოსიყვარულე მზერით თუმცა ამავდროულად გაკვირვებულიც.ბოლოს თავი გადააქნია თითქოს ფიქრები მოიშორაო დათოს მიუბრუნდა თუმცა დათო მე მიყურებდა და სულაც არ აქცევდა ლუკას ყურადღებას.მეც სწორედ ეს მჭირდებოდა,სალომეს არ ყოფნით ვისარგებლე და თვალი ჩავუკარი რაზეც ღიმილით მიპასუხა,გეგმის პირველი ნაწილი შესრულებული იყო.ვიცოდი დანარჩენს თითონ გააკეთებდა,ამიტომ სკოლაში მშვიდად შევაბიჯე...სამი გაკვეთილი ისე გავიდა არაფერი მომხდარა,დერეფნებში სტვენას კი ყურადღებას არ ვაქცევდი,ვამჩნევდი ლუკას ჩემტან დალაპარაკება უნდოდა მაგრამ ვერ მოვახერხეთ.ბოლოს დიდი დასვენებაც მოვიდა,კლასიდან გამოვდიოდი როცა კარებთან სილუეტი დავინახე და სულელივით გამეღიმა,თურმე სულ ადვილად შეგიძლია ბიჭი იქეთ შეაბა,მთავარი მონდომებაა... -ვაა,დათო?ვინმეს ელოდები?კლასი ცარიელია_და საშინელი კევის ღეჭვით თითით კლასისკენ გავახედე თან მომხიბვლელად გავუღიმე.როგორც ჩანს იმოქმედა. -არაა,შენ გელოდებოდი.არ გინდა ერთად წავიდეთ კაფეტერიაში?მე გეპატიჟები_და თვალი ჩამიკრა.როგორ მინდოდა იმ მომენტში კარგი სილა მიეღო. -ვაახ,კაფეტერიში დათოსთან ერთად?არც ღირს უარის თქმა_და მხრები ავიჩეჩე.ასე თუ გავაგრძელებდი მალე ჩემი თავი შემზიზგდებოდა.
| |
|
|
|
|
|
nati_cullen | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-19, 5:26 PM | შეტყობინება # 81 |
400
Offline
| თავი 10 დილით ლოგინიდან ცოტათი ადრე წამოვხტი,ჩემი საძულველი მოკლე კაბა ჩავიცვი,დღეს ჩემი გეგმისთვის გამომადგებოდა.თმის აწევის შემდეგ დედას ოთახში შევიპარე და მაკიაჟისთვის საჭირო ნივთები ცოტა ხნით ''ვინათხოვრე''.ფეხზე ძველისძველი ცოტათი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი და მზად ვიყავი.ასე სკოლაში არასდროს წავსულვარ მაგრამ ახლა მჭირდებოდა. მაინტერესებდა როგორი ვიყავი მაგრამ გადაფიქრების შემეშინდა და სარკეს გვერდი ავუარე.სკოლასთან მისული,შესასვლელთან შევყოვნდი,თვალები დავხუჭე,ღრმად ჩავისუნთქე და ვითომ გაღიმებული სახით შევაბიჯე ეზოში.სწორად ვფიქრობდი,ბიჩების ნახევარმა ვინც კი ეზოში იდგა გაოცებული სახით ამათვალიერეს,მე ვითომც არაფერი გზას ვაგრძელებდი და მათ რეაქციას ყურადღებას არ ვაქცევდი,სამი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ლუკას მოვკარი თვალი,მართლაც რომ პირდაღებული მიყურებდა,მზერაში კი ერთი კითხვა ''რა ხდება'' იკითხებოდა.გულში გულიანად გამეცინა რადგან მინდოდა სწორედ ასეთი მინდოდა მენახა,აღფრთოვანებული თვალებით და მოსიყვარულე მზერით თუმცა ამავდროულად გაკვირვებულიც.ბოლოს თავი გადააქნია თითქოს ფიქრები მოიშორაო დათოს მიუბრუნდა თუმცა დათო მე მიყურებდა და სულაც არ აქცევდა ლუკას ყურადღებას.მეც სწორედ ეს მჭირდებოდა,სალომეს არ ყოფნით ვისარგებლე და თვალი ჩავუკარი რაზეც ღიმილით მიპასუხა,გეგმის პირველი ნაწილი შესრულებული იყო.ვიცოდი დანარჩენს თითონ გააკეთებდა,ამიტომ სკოლაში მშვიდად შევაბიჯე...სამი გაკვეთილი ისე გავიდა არაფერი მომხდარა,დერეფნებში სტვენას კი ყურადღებას არ ვაქცევდი,ვამჩნევდი ლუკას ჩემტან დალაპარაკება უნდოდა მაგრამ ვერ მოვახერხეთ.ბოლოს დიდი დასვენებაც მოვიდა,კლასიდან გამოვდიოდი როცა კარებთან სილუეტი დავინახე და სულელივით გამეღიმა,თურმე სულ ადვილად შეგიძლია ბიჭი იქეთ შეაბა,მთავარი მონდომებაა... -ვაა,დათო?ვინმეს ელოდები?კლასი ცარიელია_და საშინელი კევის ღეჭვით თითით კლასისკენ გავახედე თან მომხიბვლელად გავუღიმე.როგორც ჩანს იმოქმედა. -არაა,შენ გელოდებოდი.არ გინდა ერთად წავიდეთ კაფეტერიაში?მე გეპატიჟები_და თვალი ჩამიკრა.როგორ მინდოდა იმ მომენტში კარგი სილა მიეღო. -ვაახ,კაფეტერიში დათოსთან ერთად?არც ღირს უარის თქმა_და მხრები ავიჩეჩე.ასე თუ გავაგრძელებდი მალე ჩემი თავი შემზიზგდებოდა. ცალკე მაგიდასთან დავჯექით,თუმცა სალომეს თვალი ვერ მოვკარი,ლუკა კი შორენკასთან ერთად იჯდა თუმცა ჩვენს დანახვაზე გაცეცხლებული წამოხტა და გარეთ გავარდა,ქალბატონიც უკან მიყვა. დათო დიდი მოსაუბრე არ აღმოჩნდა,დიდი სიფრთხილიდ არჩევდა სიტყვებს და ისე მელაპარაკებოდა,ვერ ვგებულობდი რატომ თუმცა ვხვდებოდი რომ რაღაც ისე არ იყო.როგორც იქნა ზარიც დაირეკა და ჩემი კლასისკენ წავედი.იმ დღეს მეტად აგარ შევუწუხებივარ. როგორც იქნა სახლშიც წავედი,აღარ მეგონა ეს დღე თუ ოდესმე დამთავრდებოდა.ცოტაც და ლუკასაც ვნახავდი,მაგრამ რათქმაუნდა არ გამიმართლა.ნახევარი საათით დააგვიანდა მოსვლა როცა უცხო ნომრიდან მესიჯი მომივიდა.''მაპატიე ვიცი მაგვიანდება მაგრამ ვერ გამოვიპარე,ჯერ კიდევ სახლშია.როგორც კი წავა გამოვალ.მიყვარხარ''.საშინლად მომეშალა ნერვები,მაინდამაინც დღეს ვერ შეძლო როცა უნდა გველაპარაკა და ჩემი გეგმები მეთქვა.გაღიზიანებული დავეყრდენი ჩემი ოთახის ფანჯარას და წინ ვიხედებოდი როცა ერთი აზრი დამებადა.მოპირდაპირე მხარეს არც ისე შორს ძველისძველი დანგრეული ბინა მოჩანდა რომელშიც რათქმაუნდა არავინ ცხოვრობდა და არც არავინ შედიოდა.ჩემს იდეაზე გამეღიმა,ტელეფონს ხელი დავსტაცე და უბრალოდ მისამარტი დავწერე. ქვემოთ ჩავირბინე და საკუჭნაოში შევყავი თავი,ძველი ცოცხი,რამოდენიმე ჩვარი და იატაკის საწმენდი ავიღე.დედას დავუბარე გავდივართქო და გარეთ გავვარდი,მის გაოცებულ სახეს კი ყურადღება აღარ მივაქციე.დიდი ხანი მართლაც არ დამჭირდა,10 წუთში უკვე იქ ვიყავი.პირველი სართული უცებ ავირბინე,დაბლა იყო და ვინმე თავისუფლად შემოიხედავდა ამიტომაც თავი დავიზღვიე და მესამეზე ავირბინე,კარებები არც არსებობდა.ყველა ოთახი ერთმანეთში გადიოდა,თუმცა რატომღაც ერთი ოთახი ამოვიჩემე და შესვლისთანავე იატაკზე უაზროდ დაყრილ ნივთებს ხელი წავავლე,მინდოდა ცოტათი ოთახისთვის დამემსგავსებინა.მხიარულად ვმუშაობდი და არც ვიღლებოდი,ჩვენი ბუნაგის აშენება საოცრად მსიამოვნებდა.არ ვიცოდი როდის მოახერხებდა მოსვლას მაგრამ მინდოდა ცოტა მილაგებული დამეხვედრებინა.უკვე ცოცხზე ვიყავი გადასული როცა კარებში დავლანდე,არ ვიცოდი რამდენი ხნის მოსული იყო მაგრამ ჩუმად და ღიმილით მადევნებდა თვალს,საშინლად მომხიბვლელი იყო მე კი დიდი ფართუკით,ხელებზე ხელთათმანებით,დამტვერილი და ცოცხით ხელში ალბათ საოცარი სანახავი ვიყავი.ბოლოს ოთახში შემოვიდა და ხელები მომხვია -აბა რა ხდება ხო მშვიდობაა? -კი უბრალოდ ჩვენს ბუნაგს ვაშენებ,თნაც მარტო_არ მინდოდა გაწითლება შეემჩნია ამიტომ დავეჭყანე. -რატო არ დამელოდე?ჩვენი იმიტომ ქვია რომ ერთად უნდა ავაშენოთ,თუ სხვა იგულისხმე უკვე ჩვენში?_უნდოდა ირონიულად გამოსვლოდა მაგრამ ეჭვიანობა ვეღარ დამალა.გაბრაზებულმა ცოცხი მოვუქნიე და ისიც სიცილით გახტა გვერძე. -ლუკა სულარ მეცინება,ვერც კი წარმოიდგენ რა საშინელება იყო. -ჰმ,შორენკას მერე არაფერი არ გამიკვირდება.საშინელიც კი აღარ არის.მაგრამ კაფეტერიაში რატომ გაყევი?ან საერთოდ ეგ როგორ მოახერხე? -ქალების საკუთარი საიდუმლოებები გვაქ რასაც ვერასდროს გაიგებთ და ამიტომ არც ეცადო_თვალი ჩავუკარი და ზურგი შევაქციე,მინდოდა დროზე დამემთავრებინა მილაგება.უკნიდან დამეტაკა და ხელში ამიყვანა.წრეზე მატრიალებდა და მის სიცილის ჩემი კივილი მოყვებოდა. -არა წარმოდგენა მაინც თუ გაქვს დღეს რა ლამაზი იყავი?კიდევ კარგი კარგი მსახიობი ვარ_ამაზე გაეცინა_და თავი მალევე მოვთოკე თორემ,ალბათ არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი.საოცარი იყავი_დაასრულა და სახე დამიჭირა,ტუჩები ისე ახლოს გვქონდა ცოტაც და ვაკოცებდი მაგრამ თავში შურისძიების წყურვილმა ერთი აზრი ჩამაგონა.ცოცხი შევმართე და პირდაპირ ჩვენი ტუჩების შორის ჩავთურთე,მე კი მოვასწარი გამოწევა მაგრამ ლუკამ მგონი მართლაც აკოცა ცოცხს და უცებ ხელები გამიშვა.ვიცოდი არ შემარჩენდა ამიტომ ცოცხი იქვე მივაგდე და სიცილით გავვარდი მეორე ოთახში,ისე გულიანად ვიცინოდი უკვე მუცელი მტკიოდა.ოთახიდან ლუკას არაადამიანური ღრიალი გავიგონე და თვალი მოვკარი როგორ დამედევნა.სიცილისაგან სირბილიც აღარ შემეძლო და თანაც ფეხბურთის მოთამაშეს ნამდვილად ვერ გავასწრებდი.მალევე დამიჭირა და მისკენ მიმაბრუნა,ჩემი ბედნიერი სახის დანახვაზე მასაც გაეღიმა მაგრამ მეორე წამს მაგრად,მთელი გრძნობით და საოცრად ვნებიანად მაკოცა.ცოტაც და თვას დავკარგავდი,მთლიანად ვიყავი გრძნობებში ჩაკარგული როცა უცებ მომშორდა და თავზე იატაკის მოსაწმენდად გამზადებული წყალი გადამავლო. ახლა მან დაიწყო სიცილი და მე ამომხდა არაადამიანური ღრიალი. -ჰაჰ,ახლა უკვე ვიცი თურმე როგორ შეიძლება გაგართო და ყურადღება გადაგატანინო_დამეჭყანა და ჩვენს ოთახში შევიდა.ამას ასე არ დავტოვებდი.გავიქეცი და პირდაპირ ზურგზე სჰევახტი. უცებ ვერ მიხვდა რა ხდებოდა მაგრამ მერე ხელები მომხვია და კარგად დამიჭირა რომ არ ჩამოვვარდნილიყავი.ნიკაპი ბეჭზე დავადე და ლოყა ლოყაზე მივადე.ასე დავქროდით უაზროდ ოთახებში და სიცილით ბოლო ხმაზე გავჭყიოდით.ბოლოს საოცრად დაღლილები ჩემს ვითომ მოსუფთავებულ იატაკზე დავჯექით რომელიც ამ ომის შემდეგ ისევ ისეთი ბინძური იყო.ერთმანეთის შეხედვაზე ისევ აგვიტყდა სიცილი. -იცი ყოველთვის ვწერდი ჩემს ნოველებში რომ,როცა ერთმანეთს შორდებოდნენ ამბობდნენ რომ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლოთ.ეს ფრაზა ყოველთვის უაზროდ გადამეტებული მეგონა მაგრამ რაც შენ გაგიცანი,ყოველდღე ერთად ვიყავით,აქ ასეთი ომი გავმართეთ,მართლა არ ვიცი უშენოდ როგორ უნდა გავძლო.მიყვარხარ.მართლა მთელი გულით მიყვარხარ._და თმა ყურზე გადამიწია.სუნთქვა შეკრული ვუსმენდი და არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.ბოლოს გულზე მივეკარი და რომ შემძლებოდა მთელი ცხოვრება ასეც დავრჩებოდი მაგრამ უკვე საკმაოდ შებნელებულიყო და ჯობდა წავსულიყავით.დავთქვით რომ ხვალ ამავე დროს აქ შევხვდებოდით და მთხოვა დათოსთან ძაან ახლოსაც არ მივსულიყაი.ჯანდაბა ხვალ სკოლა.სულარ მახსოვდა.სახლში მისული მალევე დავწექი თუმცა ხვალინდელი დღის გახსენებაზე უსიამოვნოდ გამცრა.
| |
|
|
|
|
|
|
nati_cullen | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-19, 6:16 PM | შეტყობინება # 86 |
400
Offline
| | |
|
|
|
|
|
elee | თარიღი: შაბათი, 2012-04-21, 0:16 AM | შეტყობინება # 90 |
131
Offline
| nati_cullen, dade ra axali tavi )))
| |
|
|