სიყვარულის დედოფალი
|
|
|
elee | თარიღი: სამშაბათი, 2012-04-17, 11:41 PM | შეტყობინება # 62 |
131
Offline
| auuuuuuuuu
| |
|
|
elee | თარიღი: სამშაბათი, 2012-04-17, 11:58 PM | შეტყობინება # 63 |
131
Offline
| auu tsota male dade ra :S male unda avdge :((
| |
|
|
nati_cullen | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-18, 0:00 AM | შეტყობინება # 64 |
400
Offline
| თავი 9 ასე არასდროს გამჭირვებია სკოლაში გაჩერება.ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც ზარის დარეკვისთანავე გავარდა გარეთ.სახლში შევედი და ამოვისუნთქე.თითქმის მერბინა და სულს ძლივს ვითქვამდი მაგრამ სულაც არ მაღელვებდა.მდივანზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე როცა უკანა ოთახიდან ფანჯრის გაღების ხმა მომესმა.გაღიმებული წამოვხტი ფეხზე და ოთახში შევირბინე...სწორედ იმ დროს ცდილობდა ფანჯრიდან შემოპარულიყო,ჩემს დანახვაზე გაეღიმა და დამიძახა:-აღარ დამეხმარები თუ აქ უნდა გავიჭეჭყო?_სიცილით მივედი და შემოვუშვი_ვაიმე ლუკა არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა შენი სხვა გოგოსთან დანახვა. -აბა ახლა მე მკითხე,საშინელება იყო,გამომიჭედა ყურები სისულელეებით,არა რა დღევანდელი დღისთვის ოსკარი გვეკუთვნის_სიცილი აგვიტყდა და სასტუმრო ოთახში გავედით.მაცივრიდან წვენი გამოვიღე და მდივანზე ჩამოვუჯექი.-აბა ტვინიკოსა ხვალისთვის რა გეგმა გაქვს,ახალი გოგო უნდა იპოვო თუ მე დამავალებ ვინმეს შებმას ვითომ შენ საეჭვიანებლად?_კინაღამ წვენი გადაცდა და შეშინებულმა გამომხედა.-არც ისეთი ეჭვიანი ვარ მაგრამ არავითარ შემთხვევაში,ჩვენ სკოლელ ვერცერთ ბიჭს ვერ გაგაკარებ,თორე ვინც არ უნდა იყოს რომ გაგიცნობს აუცილებლად შეუყვარდები. _სიცილით მოვუჩეჩე თმები და შეპასუხება დავაპირე მაგრამ თითის აწევით გამაჩუმა-ყველაზე მეტად შენ გენდობი მაგრამ გთხოვ რა ეხა საჩხუბრად მამაჩემიც გვეყოფა,დარჩენილ სკოლელ ბიჭებსაც ნუ გადამკიდებ_ენა გამომიყო და დამეჭყანა,მე ვითომ გავიბუსხე და ქვედა ტუჩი ამოვაბრუნე-აჰაა ეგრე არაა,და რა იცი იქნებ მეც მომეწონოს_და მეც დავანახე ჩემი პაწაწინა ენა_აჰ მაგისი სულაც არ მეშინია იმიტომ რომ ჩემსავეთ მაინც ვერავინ შეგიყვარებს და მართალია პასუხი არ გაგიცია მაგრამ შენივე ტუჩებმა გაგცა,ამიტოომ ....._ნელნელა ჩემსკენ გადმოიხარა და მეც ტუჩები შევაგებე თუმცა მეორე წამს გასაღებების ხმა გავიგონეთ და სიცილით მოვშორდით ერთმანეთს,წამიც და დედა შემოვიდა.გაოცებულმა შემოგვხედა და ბოლოს ჩემსკენ მობრუნდა:-ლიკა რა ხდება?თქვენ ერთად ხართ?ამ წუთას მაღაზიიდან მოვდივარ და გამყიდველმა ვითომ ძაან დამწუხრებულმა,ირონიულად მითხრა რა ცუდია თქვენ შვილს პარლამენტარის ბიჭთან რომ არაფერი გამოუვიდაო,რა ხდება?_მე და ლუკა ერთმანეთს გადავხედეთ და ხელები მივარტყით_არიიიის გამოგვდის_მე კი დედას მივმართე_ახლავე ყველაფერს აგიხსნი_როცა მოვუყევით გაეღიმა და თავის გადაქნევით გავიდა სამზარეულოში რამეს მოგიმზადებთო,ჩვენ კი იმითი გახარებულებმა რომ გეგმა მოქმედებდა აღნიშვნა გადავწყვიტეთ,მაგრამ მეორე წუთს ისიც გაგვახსენდა რომ ჩვენი სადმე ერთად გამოჩენა ეხა სასაცილო იქნებოდა და რათქმაუნდა ყველაფერი ჩაგვეშლებოდა.საღამოს უკვე შებინდებულზე მოწყენილმა გავაცილე,სკოლაში ვეღარ ვლაპარაკობდით და საშინელება იყო მაგრამ გავუძლებდით.დილით სკოლაში გოგოებთან ერთად მივედი,ლუკა ისევ სალომეს დაქალ შორენკასთან ერთად იჯდა და ვითომ მხიარულად ელაპარაკებოდა.ჩემს დანახვაზე მაინც ვერ მოითმინე და ორი წამით გამომხედა თუმცა შორენკასთვის ესეც საკმარისი იყო,ვითომ გაებუტა.შესვენებაზე დერეფანში მარტო მივდიოდი თავდახრილი როცა წინ ვიღაცას მთელი ძალით შევასკდი არადა დარწმუნებული ვიყავი რომ არავინ იდგა,ლუკა აღმოჩნდა.სხვების დასანახად ვითომ ხმამაღლა წამოიძახა წინ იყურე რაო,ხელიდან გავარდნილი წიგნები აიღო ერთი ფურცლის გარდა და გამეცალა.მივხვდი რატომაც დადგა ეს სპექტაკლი,ფურცელი ავიღე და უახლოეს კლასში შევვარდი.მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა ეწერა ''დათო რაღაცას ეჭვობს,ბოლომდე არ სჯერა''.ამოვიოხრე და ნაკუწებად ქცეული ფურცელი იქვე ნაგვის ყუთში ჩავაგდე.ჯანდაბა,ეს დათო საკმაოდ ცბიერი იყო თუმცა,არა ჩვენზე მეტად.სასწრაფოს გოგოების მოსაძებნად გავიქეცი,რამე იდეა აუცილებლად ექნებოდათ,მათაც როგორც ყოველთვის იმედი არ გამიცრუეს.ახალი იდეის მოსმენისას აღფრთოვანებულმა გამეღიმა.
| |
|
|
|
elee | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-18, 0:04 AM | შეტყობინება # 66 |
131
Offline
| vaimee ra intrigani xar :))))))) auu shemdegi tavi minda :D:D
| |
|
|
|
|
|
|
elee | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-18, 0:24 AM | შეტყობინება # 71 |
131
Offline
| :D:D
| |
|
|
|
|
|
elee | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-18, 10:51 PM | შეტყობინება # 75 |
131
Offline
| nati_cullen, dapireba?
| |
|
|