სიყვარულის დედოფალი
|
|
ninicullen | თარიღი: შაბათი, 2012-06-16, 9:07 PM | შეტყობინება # 166 |
38
Offline
| aq axali tavis dadebas agar apireeebt?
| |
|
|
|
|
nati_cullen | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 0:43 AM | შეტყობინება # 169 |
400
Offline
| თავი 20
უკვე 6 თვე გავიდა რაც ტელეფონზე დამოკიდებული გავხდი,თითქოს შევეჩვიე რომ მხოლოდ მისი ხმა უნდა გამეგონა,გოგოები გვერდიდან არ მშორდებოდნენ ამიტომ ასე თუ ისე ვითმენდი.თუმცა სხვა გზაც არ მქონდა...სკოლაში ძველი დათო დაბრუნდა,შეყვარებულიც ძველებურად ყავდა მაგრამ სკოლის მერე ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა.გოგოებს ღიმილით გააგდებდა სახლიდან და მთელი საღამო ჩემთან იჯდა.ამ დროს ვერც ლუკას ველაპარაკებოდი და ყოველთვის სიჩუმე ჩამოწვებოდა როცა ვეტყოდი რატომ უნდა გამეთიშა და ცოტა ხანში დამერეკა.ეს ყველაფერი მაღიზიანებდა მაგრამ როცა მაინც ველაპარაკებოდი დათო ურცხვად მიყურებდა და თითოეულ ჩემს სიტყვას უსმენდა,ზოგზე თავს მიქნევდა ზოგზე ეცინებოდა.აღარ ვიცოდი უკვე რა გამეკეთებინა არც მინდოდა მადლობის მაგიერ გამომელანძღა...რაც გოგოები გვერდიდან არ მშორდებოდნენ ბუნაგში მისვლას ვეღარ ვახერხებდი თუმცა გვიან როცა სახლში გავაგდებდი ჩუმად ვიპარებოდი.ყოველ ნივთზე ყოველ კუთხე-კუნჭულს თავისი ისტორია ქონდა და ეს ყველაფერი მოსვენებას არ მაძლევდა.თუმცა მხოლოდ აქ ვგრძნობდი თავს მშვიდად,ხან რომელ პუფზე ჩამოვჯდებოდი ხან რომელზე და ვიხსენებდი აი აქ რომ ვიჯექით ამას ვლაპარაკობდით,უცებ გიჯივით წამოვხტებოდი სხვაგან გადავჯდებოდი და ჩემ თავს განვლილ ამბებს ვუყვებოდი.ჩემს სიცილს კი თან ცრემლები ახლდარომელიც მხოლოდ მაშინ წყდებოდა როცა ჩემი ტელეფონი დარეკავდა და იატაკზე გაწოლილი თვალებ დახუჭული ერთმანეთთან ლაპარაკით ვირთობდით თავს,წარმოვიდგენდით ვითომ ისევ ერთმანეთის გვერდით ვიყავით.ერთხელ როცა მობილური გვერდით მედო და ლუკას საუბარი ხმამაღალზე მქონდა ჩართული ერთ წამს მართლა მომეცჰვენა გვერდით მყავსთქო თუმცა როგორც კი ხელი გადავწიე და სიცარიელე მომხვდა ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა ცრემლების თანხლებით. ერთ საღამოს გოგოებთან ერთად დივანზე ვიჯექით როცა კარებზე კაკუნის ხმა გავიგონეთ.წიგნს ვკითხულობდი და ნინი უცებ წამოყტა ჩემს მაგივრად.მის მოუთმენლობაზე ჩამეცინა და კარებს გავხედე რატომგაც დათოს მოლოდინში,უკვე მიჩვეული ვიყავი რომ დღის ნებისმიერ დროს შეეძლო მოსვლა.ჩემდა გასაკვირად ფოსტალიონი იყო,გაოცებული წამოვდექი ფეხზე როცა ჩემი სახელი და გვარი გავიგონე,არ მეგონა თბილისში ფოსტალიონები კიდევ თუ იყვნენ.ეს განსაკუთრებული შემთხვევაა ღიმილით ამიხსნა და კონვერტი გამომიწოდა.ჯერ კიდევ გაოცებულმა გავხიე და და შიგნით ჩავიხედე.ფოტოები იყო.ამოვაძვრინე და თვალიერება დავიწყე,ნელნელა თვალები მიფართოვდებოდა.ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი.ანუკამაც მოირბინა და ჩვენთან ერთად დაიწყო თვალიერება.კონვერტი ხელიდან გამივარდა და ფოტოებიც მიყვა.5 წუთში მაგიდასთან ვიჯექით და ამბავს განვიხილავდით.არა ისინი განიხილავდნენ და მე ჩუმად ვფიქრობდი. -გარეწარი_ანუკიმ გაუბედავად და ჩემსკენ ყურებით თქვა._ენატრები არა?ეტყობა -უნამუსო,არა ეს როგორ გაკადრა?_უცებ აყვა ნინიც_ამის გარდა ყველაფ.... -გაჩუმდით,ორივე გაცუმდით_ჩემი მშვიდი ხმა მეთითონაც გამიკვირდა._გეტყობათ რომ არასდროს გყვარებიათ,ცხელ გულზე არაფრის გადაწყვეტას არ ვაპირებ,ყველაფერს თავისი ახსნა აქვს,ამიტომ დიდი სიამოვნებით მოვუსმენ მის ახსნას._სწორედ ამ დროს გაისმა ჩემი მობილურის ხმა და მაშინვე ვუპასუხე. -პატარა როგორ ხარ? -კარგად,შენ არ შეგეკითხები იგივეს იმიტომ რომ ვიცი დღეს კაფეში მშვენივრად რომ გაერთე._უცებ შეიკურთხა,ლუკასგან ასეთი სიტყვა პირველად გავიგონე ამიტომ იმაზე მეტად გავოცდი ვიდრე ფოტოების ნახვისას. -ლიკა ძალიან გთხოვ მომისმინე,ვიცოდი რომ ასე იქნებოდა,გეფიცები არ ვიცნობ ვინაა ჩემთვის ვიჯექი და გამოცდისთვის კონსპექტს ვაკეთებდი როცა არც კი მკითხა ისე მომიჯდა.პირველად ვხედავდი გეფიცები არც კი ვიცნობ,ყურადღებაც არ მიმიქცევია პასუხსაც კი არ ვცემდი,არც კი შემიხედავს,თითონ ლაყბობდა,ახალი დაბრუნებული ვარ საქართველოდან არც იქ ვიცნობ არავის და აქ რადგან ქართველი ვნახე შანს არ გავუშვებ ხელიდანო,საქართველოშიც მხოლოდ ერთ ბიჭს ვიცნობდი წესიერადო,ბოლოს ბეჭზე ხელის დადება და ლოყაზე მოფერება დამიწყო, გეფიცები მაშინვე წამოვდექი და საერთოდ საცხოვრებელში წავედი,გთხოვ დამიჯერე_ბოლო სიტყვებში მუდარა გაისმა და სიჩუმე მოყვა. -ლუკა ჩემთან გოგოები არიან,წესიერად მაინც ვერ დაგელაპარაკები,როცა დროს გამონახავ დამირეკე_და მაშინვე გათიშვა მინდოდა როცა ისევ ალაპარაკდა -ლიკა უნდა დამიჯერო გეფიცები მიყვარხარ და არასოდეს გიღალატებ._გამეღიმა,წარმოვიდგინე ახლა როგორი მავედრებელი თვალები ექნებოდა.არ ვაპირებდი თუმცა: -ვიცი და მჯერა.ძილინებისა._ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და გოგოებს ხელი დავუქნიე_არაფრის გაგონება არ მინდა პირველი ორივე ჩემთან რჩებით და მეორე სიტყვა არ გავიგონო ფოტოებზე.გამკიცხავი გამომეტყველებით გადააქნიეს თავი და უკან გამომყვნენ. დილით ერთად ვისაუზმეთ,გასეირნებას ვაპირებდით როცა დათო მოვიდა...დღეს რაღაც შეცვლილი მომეჩვენა,თითქოსდა ირონიულად მიყურებდა თუმცა გაუკვირდა როცა მხიარულად მოვიკითხე.დაბნეულმა გადახედა გოგოებს.ამ დროს ლუკას ზარს ვუპასუხე.მასთან ვლაპარაკობდი როცა დათოს ხმა გავიგონე:-მას რა ფოტოები არ მიუღია? ამ სიტყვებით ყველაფერს მივხვდი,არ არსებობდა ამ ქვეყნად კეთილი დათო,მჯეროდა იმისი რაც მინდოდა რომ ყოფილიყო და არ ვაღიარებდი ჩემ შეცდომას.ამ სიტყვებზე კი არ ვიცი პირველად გამიჩნდა სურვილი ადამიანზე ძალადობის.გაბრაზება და ზიზღი გონებას მირევდა,უკვე მეორედ განვიცდიდი მის მიმართ ასეთ გრძნობას:-ლუკა უნდა წავიდე მესამე მსოფლიო ომი დაიწყო_ჩავისისინე და მის შეძახილებს ყურადღება არ მივაქციე ტელეფონი გავთიშე და სამზარეულოში შევედი.კარი მაგრად მივიჯახუნე და დაწვრილებული თვალებით შევხედე. მისმა ირონიულმა სახემ უარესად გამხადა.-მორჩა დავიღალე,მემგონი დროა ის გითხრა რასაც იმსახურებ.თვალებში აქამდე ჩემთვის უცნობი ნაპერწკალი გამიჩნდა რომელიც თითონ მალაპარაკებდა და უკან დახევის საშუალებას არ მაძლევდა.
| |
|
|
|
|
|
viku-vuku | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 7:52 PM | შეტყობინება # 173 |
397
Offline
| | |
|
|
ani_ani | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-20, 11:29 PM | შეტყობინება # 174 |
6
Offline
| axali tavi agar gvegirsebaaa???????
| |
|
|
ninicullen | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-21, 10:49 PM | შეტყობინება # 175 |
38
Offline
| nati_cullen, axali tavi mindaaaa
| |
|
|
|
|
|
|
|