ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ვცეკვავ მონატრებას

nati_cullenთარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-11, 8:13 PM | შეტყობინება # 211

400
9  +
30  ±
   ±
Offline
dges ufro mawyooooooooobs :DDDD


nini_1997თარიღი: პარასკევი, 2012-07-13, 0:53 AM | შეტყობინება # 212

14
1  +
5  ±
   ±
Offline
aaah ..!! de, kidev ar meyo.. :XX ertic im Tavs... momdevno Tavi mwyuria sashinlad.. ;xx

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-07-13, 1:49 PM | შეტყობინება # 213

842
83  +
   ±
Offline
bavshvebo am dgeebshi ver movaxerxe dadeba, magram dges iqnebaa:DDD
nini_1997, sanam shen waxval davdeb kidev ert taavs kiss ise ar megona tu daiwyebdi kitxvas..:**

nini_1997თარიღი: პარასკევი, 2012-07-13, 2:49 PM | შეტყობინება # 214

14
1  +
5  ±
   ±
Offline
bella-vampire,
ar damiwyia.. meotxe tavis shua nawilidan ganvagrdze kitxa.. ;dd dade, ogondac didi dzalian gtxiov ra.. is 3-4 dgec meyofa.. :XX ;dd ro dadem momwere mobze.. kiss

nati_cullenთარიღი: პარასკევი, 2012-07-13, 10:44 PM | შეტყობინება # 215

400
9  +
30  ±
   ±
Offline
püirobas nu vargvevt ra qalbatono angry angry angry angry biggrin biggrin biggrin


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-07-13, 10:58 PM | შეტყობინება # 216

842
83  +
   ±
Offline
XIII თავი


სახლში გვიან ღამით მივედი. ზურასაც და რიმასაც ეძინათ უკვე. ვცდილობდი ჩუმად მოვქცეულიყავი და ისინი არ გამეღვიძებინა, მაგრამ საკმაოდ ნასვამი ვიყავი და თავის შეკავება მიჭირდა. როგორც კი საძინებელში შევედი, ტანსაცმელი მაშინვე გამოვიცვალე და პიჟამო ჩავიცვი. შხაპის მიღების თავი არ მქონდა, პირდაპირ საწოლში ჩავწექი და მკვდარივით ჩამეძინა...
Time, is going by, so much faster than I, And I’m starting to regret not spending all of it with you...
თვალებდახუჭულმა ტელეფონი ხელის ფათურით მოვძებნე და ნამძინარევი ხმით ვუპასუხე.
- გაიღვიძე ძილისგუდა, უკვე დროა, - ბიძია იყო.
- რომელი საათია?
- პირველი დაიწყო. გუშინ სახლში რომელზე მოხვედი?
- არ მახსოვს, - ჩავიდუდღუნე და თვალები გავახილე. - ვაიმე, თავი!
- მესმის შენი, - მითხრა სიცილით. - სამზარეულოში რიმამ საუზმე დაგიტოვა, შენ არაფრის გაკეთების თავი არ გექნება. დიდი ხანი არ გაჩერდე საწოლში, ეცადე მალე ადგე.
- ვეცდები, - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
თავი წამოვწიე და აქეთ-იქით მიმოვიხედე. გუშინდელი ტანსაცმელი გაურკვეველი მიმართულებით ეყარა ოთახში. თავს ძალა დავატანე და წამოვდექი, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, როგორ მტკიოდა სხეულის თითოეული კუნთი. ამდენი არ უნდა დამელია... თან არაყი! ცხოვრებაში რომ არ დამილევია, გუშინ იმდენი ვსვი რომ ავანაზღაურე. საწოლიდან ძლივს ავდექი და პირდაპირ აბაზანაში შევედი. სარკეში არ ჩამიხედავს, ვიცოდი საკუთარი თავის დანახვაზე გული გამისკდებოდა. ცივმა წყალმა ცოტათი გამომაკეთა, მაგრამ თავი მაინც მტკიოდა.
სამზარეულოში მართლაც უგემრიელესი საუზმე დამხვდა, მაგრამ ვიეჭვე რომ რიმას გაკეთებული არ იქნებოდა, რადგან უკვე წლებია სახლში საჭმელი არ მოუმზადებია. მას და ბიძიას ისეთი გადატვირთული გრაფიკი აქვთ, რომ ოფისში ჭამას ძლივს ახერხებენ, არათუ სახლში მოამზადონ. როდესაც ჭამა დავამთავრე, ანასტასიას დავურეკე.
- ჰო, - ხმაზე შევატყვე, რომ ისიც ჩემ დღეში იყო.
- თავი გისკდება? - ვკითხე სიცილით.
- თან ძალიან! ცოტა ხნის წინ გავიღვიძე.
- მეც, ბიძიამ გამაღვიძა. ამდენი არ უნდა დამელია, - დავიწყე წუწუნი.
- ახლა გვიანაა მაგის ფიქრი. იცი რა? ჩემთან გამოდი და ერთად ვებრძოლოთ თავის ტკივილს, - ორივეს გაგვეცინა.
- კარგი აზრია. ცოტა ხანში შენთან ვიქნები, - ტელეფონი გავთიშე და სახლის დალაგებას შევუდექი. ჭურჭელი გავრეცხე და ჩემი საძინებელიც მივალაგე. დანარჩენს მოსამსახურეც გაუმკლავდება, მე მეტის თავი არ მაქვს... ტანსაცმელი გამოვიცვალე, საჭირო ნივთები ავიღე და გარეთ გავედი. სუფთა ჰაერი მესიამოვნა, ქუჩას ფეხით გავუყევი ანასტასიას სახლისაკენ. მართალია ის მოშორებით ცხოვრობდა, მაგრამ თუ დავიღლებოდი, ტაქსი ყოველთვის არსებობდა. ტორტუარის ნაპირას დავდიოდი და სულ არ ვაქცევდი ყურადრებას მანქანებს. ბავშვობიდან ასე ვარ მიჩვეული. დედა ყოველთვის მეჩხუბებოდა ამ ჩვევის გამო, მაგრამ ვერ გადამაჩვია. უეცრად გვერდზე, ძალიან ახლოს ბაიკმა ჩამიქროლა და თმა ამიწეწა.
- იდიოტი! - ჩავიბურტყუნე უკმაყოფილოდ და გზა განვაგრძე, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ იგივე განმეორდა. მაგრამ ამჯერად ნაცნობი ბაიკი იყო... გვერდით ჩამიარა, მაგრამ უეცრად გააჩერა და უკუსვლით ჩემკენ წამოვიდა.
- აქ რას აკეთებ?
- თავისუფალი მოქალაქე ვარ და უფლება მაქვს, სადაც მინდა იქ წავიდე, - შევუბღვირე.
სანდრომ ჩაფხუტი მოიხსნა და დამაბრმავებლად გამიღიმა.
- რატომ ასე აგრესიულად?
- თავი მტკივა, - პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე. თუმცა მეც არ ვიცოდი, რატომ ველაპარაკებოდი ასე. იმის შემდეგ, რაც ჩვენ შორის მოხდა, არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
- ბევრი დალიეთ? - უემოციოდ მკითხა.
- საკმაოდ, - ასევე ვუპასუხე.
- ჰმ, - ირონიულად ჩაიცინა. - ახლა სად მიდიხარ?
- ანასტასიასთან.
- სანდრო, დროზე, - პირველი ბაიკი, რომელმაც გვერდით ჩამიქროლა, ჩვენთან ახლოს მოვიდა ნელი სვლით.
- გამარჯობა, - მომესალმა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. უხერხულად შევიშმუშნე.
- დანი, გაიცანი, ეს თამოა. თამ ეს ჩემი მეგობარი დანია.
- სასიამოვნოა, - გამიღიმა დანიმ.
- ჩემთვისაც.
- სანდრო, გვეჩქარება, - შეახსენა.
- ჰო, მართალია. შენ ტაქსი გააჩერე და ისე წადი ანასტასიასთან, ფეხით საშიშია. ახლა საქმეზე მივდივართ, მაგრამ საღამოს დაგირეკავ, - თვალი ჩამიკრა და ისე უცბად მოსწყდა ადგილს, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი.
გზა მაინც ფეხით განვაგრძე, მაგრამ მალევე დავიღალე და ტაქსი გავაჩერე. ანასტასიას სახლის კარები დედამისმა გამიღო. მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, როდესაც სტუდიაში კონკურსის ამბების გასაგებად მოვიდა, რადგან ანასტასია ცუდად იყო.
- შემოდი თამო, - თბილად გამიღიმა და სახლში შემიპატიჟა.
- ანასტასია თავის ოთახშია, დრეფანს გაყევი და პირველივე კარია. ცოტა ხანში ტკბილეულობას მოგიტანთ.
- დიდი მადლობა. არ შეწუხდეთ.
- იცოდე არ მაწყენინო, - ღიმილით დამიქნია თითი და მეორე ოთახში გაუჩინარდა.
- სტას! - მეგობრის ოთახში დაუკაკუნებლად შევედი და კართან მდგარ პუფში ჩავჯექი. თან იატაკზე დავარდნილი ბალიში გავუქანე, მაგრამ ხელით მოიგერია.
- უკვე გაგიარა თავის ტკივილმა?
- შენ წარმოიდგინე და კი. ოდნავ ისევ მაწუხებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
- აი მე კი საშინლად ვარ. არა, რას ვეჯიბრებოდი ბიჭებს?
- შემდეგში გაითვალისწინებ, - მისი საწყალი სახის შემხედვარე სიცილს ვერ ვიკავებდი.
ანასტასიას დედამ ტკბილეულობა და წვენები შემოგვიტანა. ძალიან თავაზიანი და კეთილი ქალი ჩანდა ერთი სეხედვით. თუმცა ცუდი ვერც იქნებოდა, მან ხომ ანასტასიასნაირი ბავშვი გაზარდა. ცუდი ადამიანი კი ამას ვერ მოახერხებდა... მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია კარგი ადამიანი იყო და მასთან ახლოს ვიყავი, ის მაინც ვერ შემიცვლიდა ელეს და სხვებს. მასთან ვერ ვგრძნობდი იმას, რასაც ჩემს ბავშვობის მეგობრებთან ვგრძნობ. ისინი უბრალოდ ჩემი ნაწილები არიან, რომელთა გარეშე არ შემიძლია. მთელი ცხოვრებაა ვამაყობ და ვიამაყებ, რომ ასეთი მეგობრები მყავს.
ანასტასიასთან საღამომდე დავრჩი, კარგად ვერთობოდით. სკაიპით ჩემებს დავურეკე და ერთმანეთი გავაცანი. ყველანი ელესთან იყვნენ შეკრებილნი. ისე დამწყდა გული მეც რომ მათთან ერთად არ ვიყავი, თვალები ამიცრემლიანდა... თოკო და დათო ისეთი სასაცილოები იყვნენ. რუსული არ იცოდნენ, არადა ანასტასია ძალიან მოეწონათ და ცდილობდნენ, რაღაც გაეგებინებინათ. მე და ელე ვუთარგმნიდით, ისინი მხოლოდ ღიმილს ახერხებდნენ.
- ძალიან კარგი მეგობრები გყავს, თამ, - მითხრა ანასტასიამ, როცა მათთან საუბარი დავასრულეთ.
- ვიცი, - გამეცინა. - ყველანი ერთად ბავშვობიდან მოვდივართ, განუყრელები ვიყავით და ახლა ძალიან მიჭირს მათ გარეშე.
- ხო, მაგრამ ხომ დაბრუნდები საქართველოში?
- რა თქმა უნდა! უცხოეთში დიდხანს ვერ გავძლებ, არ შემიძლია სხვა ქვეყანაში ცხოვრება.
- მერე ძალიან მომენატრები.
- მეც მომენატრები სტასი, მაგრამ ერთმანეთს არ დავკარგავთ, ხშირად ჩამოვალ ხოლმე. შენც მესტუმრები, - თვალი ჩავუკარი და გადავეხვიე.
- რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ დამიძახებ სტასის, აქვე დაგემშვიდობები, - თქვა და ხუმრობით კბილები გააღრჭიალა.
Heart Over Mind, Yes I’M My Father’s Son. I Live My Life, Just Like My Father’ Done...
ამ დროს ჩემი მობილურის ხმა გაისმა. მელოდიაზე მივხვდი, ვინც იქნებოდა, მასზე განსხვავებული მეყენა...
- ჰო, - ფრთხილად ვუპასუხე.
- ისევ ანასტასიასთან ხარ?
- კი, რაიმე მოხდა?
- არა, არაფერი. მისამართი მითხარი და გამოგივლი.
- ოკეი...
მისამართი ჩავაწერინე და გავუთიშე.
- სანდრო იყო? - თვალები ჭყიტა ანასტასიამ.
- ჰო, გამომივლის.
- ვაიმე, რა დებილი ვარ! გუშინდელი ამბები რომ გამომეკითხა სულ დამავიწყდა. დროზე მომიყევი, სანამ მოსულა.
Aნასტასიას ყველაფერი მოვუყევი, თან მის შეცბუნებულ სახეზე მეცინებოდა.
- უყვარხარ! - დაასკვნა მან.
- არ გამაცინო, - გადავიკისკისე. - ის, რომ მაკოცა, სულაც არ ნიშნავს, რომ ვუყვარვარ.
- ნუ მეწინააღმდეგები! - თვალები დაქაჩა.
- თამო, მოგაკითხეს, - ოთახში ანასტასიას დედამ შემოყო თავი.
- ახლავე გამოვალთ დე, - გასძახა და ანიშნა, რომ კარი მიეხურა.
- იცოდე, ახლა შენებურები არ დაიწყო. ზუსტად ვიცი რისთვისაც მოგაკითხა და წინასწარ გილოცავ, - საწოლზე ხტუნაობა დაიწყო.
თვალები გადავატრიალე და მისაღებში გავედი, სადაც სანდრო იჯდა. ჩემს დანახვაზე წამოდგა და ისე გამიღიმა, რომ ჩემმა მუცელმა სალტო გააკეთა.
- პრივეტ სანდრიკ, - მიესალმა ანასტასია. - ბოდიში, მაგრამ მე უნდა გავიქცე, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა.
- არა უშავს. მეც მეჩქარება, თამოს მოვაკითხე.
- ძალიან კარგი, - წამოიძახა და გასასვლელისკენ მიბიძგა.
- მერე შეგეხმიანები, - თვალები დამიბრიალა და გარეთ გაგვყარა, პირდაპირი მნიშვნელობით.
- რა მოუვიდა, პაემანზე მიდის? - იცინოდა სანდრო.
- გამოიცანი.
ბაიკი ჩემთვის უცნობი მიმართულებით გააქანა. მასთან ერთად სიჩქარისაც არ მეშინოდა, ყველა შიში მავიწყდებოდა... ხელები წელზე ძლიერად მოვხვიე, თავი მის მხარს მივადე და სიამოვნებისაგან გატრნულს თვალები თავისით დამეხუჭა. ქარი თმებს მიჩეჩავდა და სახეზე მეალერსებოდა... თვალებდახუჭულს მეგონა ფრთები მქონდა და მივფრინავდი, მივფრინავდი სადღაც შორს, დაუსრულებლად... აი, ეს არის თავისუფლება... გრძნობდე, რომ შორს ხარ ყველა ამქვეყნიურისაგან, მსუბუქი ხარ, თითქოს ქარიც მოგერევა, რომ უსასრულობისკენ გაგაქანოს... სიამოვნებისაგან ტანში ჟრუანტელი მივლიდა, ტუჩები თავისით იღიმოდნენ. ხელები ფრთხილად მოვაშორე სანდროს და გავშალე, მივფრინავდი... დროის შეგრძენება დავკარგე დ ავერ ვხვდებოდი, რამდენი ხანი ვიყავი ასე. ასე ბედნიერი და თავისუფალი... თითქოს ოცნება ავიხდინე, სხეულის თითოეული უჯრედი ბედნიერების გრძნობით იყო გაჟღენთილი და გაჰკიოდა, რომ თავისუფალი იყო. ასე მსუბუქად ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი.
სანდრომ ბაიკი გააჩერა და გადმომხედა.
- აბა, როგორი იყო ფრენა?
- შესანიშნავი!
გამეღიმა, ის ყველაფერს ხვდება.
- წამოდი, - ხელი ჩამკიდა და ჩვენი თითები ერთმანეთში გადახლართა. იმ პარკში ვიყავით, სადაც რბოლის წინა დღეს მომიყვანა. ეს ადგილი მამშვიდებდა, ულამაზესი ხედი იშლებოდა, მთელი კიევი ხელის გულივით მოსჩანდა. ისევ იქ დავსხედით, სადაც მაშინ ვიყავით და მე ისევ ისე დავადე სანდროს მხარზე თავი. ამჯერად სრულიად ბედნიერმა და თავისუფალმა ამოვისუნთქე. ვინ თქვა, რომ სრული ბედნიერება არ არსებობს? ძალიან შემცდარა. მეც ვცდებოდი. ადამიანი ცხოვრებაში რამდენიმე წამით მაინც არის სრულიად ბედნიერი.
- ვგიჟდები ამ ხედზე.
- ჰოო? მე კი უფრო სხვა რამეზე ვგიჟდები.
- მაინც რაზე? - დაინტერესებულმა შევხედე.
- შენს თვალებზე, - უხერხულად გამეცინა.
- სანდრო, ისეთი თვალები არ მაქვს მე, რომ ვინმე გიჟდებოდეს. ყოველ მეორეს აქვს ჩემნაირი.
- არა. შენნაირი არავის აქვს და შენ ეს იცი. შენს თვალებში იმდენი რამ იკითხება, მთელი შენი ცხოვრება, განცდები, გრძნობები... თვალები გყიდიან...
უნებურად დავახამხამე თვალები, ნეტავ რას ხედავს მათში?
- და მაინც, ზუსტად რას ხედავ?
- ყველაფერს, - გაიცინა. - ვიცი, რასაც გრძნობ და ფიქრობ.
- და ეს თვალების მიხედვით? - ჩავიფხუკუნე. თუმცა, იქნებ მართლა ასეთი მეტყველი თვალები მაქვს? ბევრს უთქვამს, მაგრამ ეს სხვა არის. ან იქნებ, ეს უბრალო რომანტიკაა და მე ვერ ვხვდები?
- იცი, არ რისთვის მოგიყვანე? - თემა შეცვალა.
- მითხარი და გავიგებ, - გავუღიმე.
- იმისთვის, რომ რაღაც გაიგო. თუმცა ეს მე შენ უკვე გითხარი ზუსტად ამ ადგილას, მაგრამ შენ სხვანაირად გაიგე.
მისმა სიტყვებმა საბოლოოდ დამაბნია.Mმიხვდა, რომ ვერ ვხვდებოდი რას აპირებდა და გაეღიმა. ჩემკენ მოიწია და შუბლი შუბლზე მომადო. ტუჩებს მზერას არ აშორებდა, მე კი მორცხვად დავხარე თვალები და ლოყები გამიხურდა, ანუ გავწითლდი.
- გუშინ არ გრცხვენოდა, - ჩაიცინა და ამ ერთი ფრაზით გააფუჭა ყველაფერი.
- სანდრო! - მისი სახელი მკაცრად წარმოვთქვი და სიმწრისგან თვალები ამეცრემლა. თავი დამცირებულად ვიგრძენი. ნუთუ მხოლოდ მეთამაშება?
- მოიცა, რამ გაგაბრაზა? - სახეზე შემატყო ალბათ.
- თუ შენი სიტყვებით გინდა მაჩვენო რომ რადგან ბიჭი ხარ პრივილეგიები გაქვს, მაშინ...
- მოიცა, გაჩუმდი და ნუ მაცინებ.
- შენ ეს ყველაფერი სასაცილოდ მიგაჩნია? - სისხლმა თავში ამასხა.
- არა სულელო, ნუ ბრაზდები, - ხელი მომხვია. ვეცადე მომეშორებინა, მაგრამ ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო. გავიბრძოლე, მაგრამ რომ არაფერი გამომივიდა, წყნარად დავჯექი.
- ახლა შეიძლება დაწყებული საქმე დავამთავრო?
- რა?... - უნდა გამეპროტესტებინა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე, კოცნით გამაჩუმა. მისი ალერსის წინააღმდეგ უძლური ვიყავი და კოცნითვე ვუპასუხე. ხელები კისერზე მოვხვიე და ჩემკენ მოვიზიდე, მაგრამ უფრო ახლოს შეუძლებელი იყო... ეს იყო ყველაზე მგრძნობიარე, ტკბილი და ამაჩუყებელი კოცნა. ვხვდებოდი, რომ ამის შემდეგ დაიწყებოდა რაღაც ახალი. ის, რაც ჩემთვის უცხო იყო... თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ვერ ვხვდებოდი რატომ ვტიროდი, მაგრამ მთავარი იყო რომ ეს შვებას მგვრიდა. უეცრად, ისე, რომ ვერც მივხვდი, სანდროს კალთაში აღმოვჩნდი, მთელი ძალით მიკრავდა გულში. სახე მის დიდ და ღონიერ ხელებში მოიმწყვდია და თვალებში ჩახედა, თითქოს ის ჩემს სულს ხედავდა.
- მიყვარხარ, - გარკვევით მითხრა, მაგრამ მეგონა რომ მეჩვენებოდა. ამქვეყნად ყველაზე სანატრელი სიტყვა, საყვარელი ადამიანისაგან... თვალებიდან ისევ წამოვიდა ცრემლები შადრევანივით.
- ჩუ... რა გატირებს, - ცალი ხელით ცრემლებს მწმენდა, მეორეთი კი ისევ მიხუტებდა.
- ეს ბედნიერების ცრემლებია, რადგან მხოლოდ შენ არ გრძნობ ამას. უბრალოდ... - ვეღარ ვლაპარაკობდი.
სახეზე მოვეფერე და თვალებში ჩავხედე. ისინი ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიმზერდნენ... არასდროს, არავის თვალებში არ შემიმჩნევია ამდენი გრძნობდა ერთად, ამდენი სიყვარული...
- მიყვარხარ, - ჩუმად ვთქვი, მაგრამ მან გაიგო და სახე ღიმილმა გაუნათა.
- ეს ის არის, რისი გაგებაც მინდოდა, - და ისევ დააკვდა ჩემს ტუჩებს. ამჯერად უფრო თამამად და ვნებიანად მკოცნიდა, და მეც ავყევი... ავყევი, რადგან ვგრძნობდი, რომ მის გარდა არავინ მინდოდა.

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-07-13, 10:59 PM | შეტყობინება # 217

842
83  +
   ±
Offline
nati_cullen, davdee :PPP biggrin

nini_1997თარიღი: პარასკევი, 2012-07-13, 11:10 PM | შეტყობინება # 218

14
1  +
5  ±
   ±
Offline
bella-vampire,
auu, dee... mogklav icode... vaime 3 dghe ra gadzlebss.. :XXX tu ar camomasvenes kargia.. ;dd

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-07-14, 0:02 AM | შეტყობინება # 219

400
9  +
30  ±
   ±
Offline
bella-vampire, vaime ai ar mindoda rom damtavrebuliyo da xazs rom shevxede kinagam vikivle KIDEV MINDAAAAAAAA :DDDD


niniko14თარიღი: შაბათი, 2012-07-14, 1:09 AM | შეტყობინება # 220

194
3  +
3  ±
   ±
Offline
vaime vaime vaime :X es ra tavi iyooooooo heart is sanatreliiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii heart miyvars es orii heart
au mec minda aseti siyvaruli mewvios :X aseti cxovreba minda :X ogond ra tqma unda ded-mama myavdes kaco <3
au shemdegiiiiiiiiiiiiii minda :X
sad gawyvite gogooo :@ biggrin kiss
umagresi xar !!!!!!!



soniaთარიღი: შაბათი, 2012-07-14, 12:35 PM | შეტყობინება # 221

118
5  +
25  ±
   ±
Offline
neta shemdegi tavi rodis iqneba? wacko wacko wacko wacko wacko

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-07-15, 5:13 PM | შეტყობინება # 222

842
83  +
   ±
Offline
nini_1997, nin shen rom chamoxval mgoni dawerili isev ar meqneba:DDD
dzaalian didi madloba gamxnevebisatvis da tbili sityvebisatviiis kiss kiss kiss
shemdegi tavis daweras dges vgegmavdi, magraam kaaatastrofulad var daglili:XXX xval tu isev ar gavedi sadme, davweeer. kiss

niniko14თარიღი: ორშაბათი, 2012-07-16, 7:37 PM | შეტყობინება # 223

194
3  +
3  ±
   ±
Offline
tamoo =) ar dadeeb ?? ^^


bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-18, 6:26 PM | შეტყობინება # 224

842
83  +
   ±
Offline
bavshvebo vcdilob swrafad davwero, magraam gaciebuli var da tavi miskdebaa:XXX
verafers ver shegpirdebit, magram vecdebi male iyooos kiss

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-19, 1:27 AM | შეტყობინება # 225
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaimeee!!!!!!!!!!! shoki iyooo!!! ramdeni xania neti gatishuli mqonda da dges chavirte tu ara egreve am temashi shemovqandi martlaaa!!! sul guli mwydeboda rom ver vkitxulobdi, magram exla ertad amdeni tavis wakitxva saswauli iyo! sandro miyvars!!!!! aii ai uzomooood!!! dzalian dzalian lamazi, tbili, tkbili da sayvareli tavebi iyo, ai dzalian kargi. exla iset emociebshi var sityvebi ar myoofnis bolomde gadmosacemad. miyvarxar tam!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: