ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ვცეკვავ მონატრებას

♫_Ani_♫თარიღი: პარასკევი, 2012-07-20, 5:11 PM | შეტყობინება # 226

225
6  +
16  ±
   ±
Offline
აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქ(მეტი აღარ ვიცი მგონი biggrin ) <- ემოცია :დ რომანტიული ნაწარმოებები აღარ მომწონს,არადა ეს მაინც ისეთია,რომ ტავისით მეკითხება :შ შემდეგი დადე რა :შ


ancho90თარიღი: შაბათი, 2012-07-21, 5:24 AM | შეტყობინება # 227

3
0  +
0  ±
   ±
Offline
taaaam daooooo..... ai axali tavi unda dado elvis siswrafiiiiiiiiiiiiiiiiittttt.. tore gavafreeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeennnnnn........... geloidebi gelodebi gelodebiiiiiiiiiiii......
nikit micani imedia.... :D:D:D:D

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-07-21, 1:12 PM | შეტყობინება # 228

842
83  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, vaih nat, dzalian didi madlobaa kiss mec miyvarxar! kiss
♫_Ani_♫, :DDD kiss
ancho90, gicani, aba ra:DDD davdeb dges gvian, axla gavdivar saxlidan da rom moval davweeeer kiss

ancho90თარიღი: შაბათი, 2012-07-21, 4:17 PM | შეტყობინება # 229

3
0  +
0  ±
   ±
Offline
bella-vampire, okk sixarulooo... gelodebiiii.... kiss kiss :* kiss

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-07-21, 10:48 PM | შეტყობინება # 230

842
83  +
   ±
Offline
XIV თავი


თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ფრთები მქონდა და დავფრინავდი, ბედნიერების ფრთები... ყველა საზრუნავი თუ პრობლემა გადამავიწყდა. ჩემი სამყაროს ცენტრი სანდრო გახდა, სადაც მის გარდა და ჩვენი სიყვარულის გარდა არავინ და არაფერი არსებობდა. ყველანაირი ტანჯვა, ტკივილი და ცუდი მოგონება შარშანდელი თოვლივით გაქრა. მისით იწყებოდა და მთავრდებოდა ჩემი დღე. თუმცა, ვცდები...
- ტომა, დაგაგვიანდა! - დღევანდელი დღე საშათი დაიწყო.
- ბოდიში საშა, სულ მალე ოფისში ვიქნები, - ჩავიბუტბუტე ტელეფონში ახალგაღვიძებულმა.
- შენთვისვე აჯობებს იყო, თორემ გავგიჟდები!
საშა შემეცოდა, რადგან ძალიან ნერვიულობდა, ხვალ დეფილე იმართებოდა. მაგრამ ჩემი თავი უფრო მეცოდებოდა, რადგან მე უფრო მეტად ვნერვიულობდი, ხალხის თვალწინ პირველად უნდა გამოვსულიყავი პოდიუმზე. როგორ მეშინოდა ფეხი არ გადამბრუნებოდა, ან კაბაზე არ დამებიჯებინა, პანიკაში ვიყავი... ყველაზე მეტად კი იმის მეშინოდა, რომ ბიძაჩემი არ შემერცხვინა. უცხოეთიდან რამდენიმე დიზაინერი და კიდევ უამრავი ხალხი იყო ჩამოსული. ისე მეშინოდა, კინაღამ უარიც ვთქვი, მაგრამ სინდისმა დროზე შემახსენა თავი. დეფილე სამი დღე იმართებოდა, მაგრამ მე მხოლოდ ორში ვმონაწილეობდი. პირველ და მეორე დღეს, დასვენებას ვასწრებდი.
საწოლიდან ნელა წამოვდექი, რადგან ამდენი სიარულით ფეხები მტკიოდა. თანაც ცეკვა სექტემბრამდე დამიმთავრდა, მარტო ვარჯიში კი მეზარებოდა. აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში მხოლოდ რამდენიმე ლუკმა შევჭამე. გარეთ უკვე მელოდა ბიძიას მძღოლი, რომელიც ოფისიდან გამომიგზავნა. დარწმუნებული ვიყავი სანდროს ახლა ეძინა, თანაც ბოლო-ბოლო მართლა ჩემი მძღოლი ხომ არ იყო...
შენობაში შევედი თუ არა, მაშინვე საშა შემხვდა. ხელი ჩამკიდა და უსიტყვოდ გამაქანა გასახდელში.
- მერე ეს კაბა ჩაიცვი, სტილისტი კი ახლავე მოგხედავს. რამდენიმე კაბა ჯერ კიდევ დაუმთავრებელია, გავგიჟდები ნამდვილად! - ხელებს აქეთ-იქით სასაცილოდ იქნევდა.
უძილობის გამო ისეთი სახე მქონდა, რომ მაკიაჟმაც ვერ მიშველა. ძალით ვიღიმოდი, რაც აშკარად არ გამომდიოდა და საშა სულ თავში ირტყამდა ხელებს.
- ნუ გეშინია, ხვალ ასეთი სახ ეარ მექნება, - გავუღიმე საშას და გასახდელში შევედი.
კაბა ფრთხილად გავიხადე და დივანზე მივაფინე. ჩემი საყვარელი სპორტული ტანსაცმელები ჩავიცვი და მაკიაჟი მოვიშორე. სარკეში ჩახედილს, ასეთი თამო უფრო მომეწონა, ვიდრე მაკიაჟითა და საღამოს კაბით. საშას და დანარჩენ გოგოებს დავემშვიდობე და ბიძიას კაბინეტისაკენ წავედი, მაგრამ მდივანმა მითხრა რომ შეხვედრა ჰქონდა და მეც იქვე, მოსაცდელში ჩამოვჯექი. მაგრამ თხუთმეტი წუთის შემდეგ ლოდინი მომბეზრდა და წამოვედი. მძღოლი ისევ გარეთ მელოდა. ანასტასიას მისამართი ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი. მინები ჩამოვუშვი, ქალაქში ძალიან ცხელოდა. რამდენჯერმე გავიფიქრე, ბიძიას ხომ არ ვთხოვო, კარპატებში გამიშვას-მეთქი, იქ სახლი აქვს. თუმცა მარტო არ მინდოდა, ამიტომ დღეს ანასტასიასთვისაც ვაპირებდი ამ იდეის გაზიარებას. სახლის კარები ისევ დედამისმა გამიღო და თბილად შემიპატიჟა. კიდევ კარგი უკვე კარგა ხნის გაღვიძებული იყოAანასტასია, თორემ ვერ გადავურჩებოდი. ჩემი იდეა ისე მოეწონა, საწოლზე ხტუნვა დაიწყო. უკვე პირველი საათი იყო და სანდროს არც კი დაურეკავს. არადა როგორც კი გაიღვიძებდა, მაშინვე მირეკავდა ხოლმე. მისი ხმის გაგება მინდოდა, მაგრამ ჯიუტად მე მაინც არ ვრეკავდი პირველი. ვიცი, არ გამომადგება ასეთი ზედმეტად ჯიუტი და ამაყი რომ ვარ, მაგრამ ეს თვისებები ჩემში ჯერ კიდევ ვერ დავძლიე. სწორედ ამ დროს გავიგე მობილურის ხმა, რომელიც ასე სანატრელი იყო ჩემთვის.
- გისმენ, - გულგრილად ვუპასუხე.
- როგორ არის მსოფლიოში ყველაზე საყვარელი გოგო? - ახალგაღვიძებულის ხმა ჰქონდა.
- მშვენივრად, - მის სიტყვებზე გამეღიმა. - შენ როგორ ხარ?
- მე ძალიან კარგად მეძინა და მომენატრე.
- როგორ, ძილში? - გამეცინა.
- ჰო, ძილში მომენატრე. არ შეიძლება?
- აფერისტი, - ჩავიფხუკუნე.
- ახლა შევჭამ და გამოგივლი. სახლში ხარ?
- არა, ანასტასიასთან ვარ.
- კარგი, მაშინ დანისაც გამოვიყოლებ, - გაიცინა სანდრომ. დანი მისი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა, როგორც გავარკვიე. თან ერთხელ სტუდიასთან სანდროსთან ერთად დამხვდა და ანასტასიას მოეწონა. სანდროს რომ ვუთხარი, აუცილებლად გავაცნობო, შემპირდა.
- ოკეი. გკოცნი, - გავინაზე და გავთიშე ტელეფონი.
- მალე სანდრო და დანი მოვლენ აქ, - შეფარვით გავხედე ანასტასიას.
- დანიც? - მაშინვე გაუნათდა თვალები.
ბიჭები ერთ საათში მოვიდნენ ბაიკებით. იქამდე ანასტასიამ ათასჯერ გამოიცვალა ტანსაცმელი, იპრანჭებოდა. რადგან ორივე ბაიკით იყო, მე, რა თქმა უნდა, სანდროს მივუჯექი, ანასტასია კი დანის.
ოთხივემ ერთად მთელი დღე მხიარულად გავატარეთ. პატარა ბავშვებივით ვერთობოდით. ანასტასია და დანი დაახლოვდნენ, მე კი სანდროსთან ყოდნით გული ვიჯერე. მთელი დღე, თითქმის სულ ერთად ვიყავით, მაგრამ მაინც არ მყოფნიდა, სულ მასთან მინდოდა. იმაზე ფიქრსაც ვერ ვბედავდი, რომ ერთ დღეს... არა. ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი.

...

- აბა, ყველანი მზად ხართ? - დაფეთებული სახით შემოვიდა საშა.
- ყველაფერი წესრიგშია, შენ არ ინერვიულო, - უპასუხა ვალიამ, მისმა ასისტენტმა.
- იმედია. ტომა, ხომ იცი, შენ პირველი გამოდიხარ.
- ამ სიტყვებს რაც უფრო ბევრჯერ გამიმეორებ, მით უფრო ავნერვიულდები.
- იცოდე, ღიმილი არ დაგავიწყდეს, - თითი დამიქნია. - ყველას წარმატებები, თქვენი იმედი მაქვს, - დაიყვირა და გავიდა.
მაკიაჟი და ვარცხნილობა კიდევ ერთხელ შემისწორეს, მე კი გაკვირვებული სახით ვუყურებდი ჩემ თავს სარკეში. კონკურსებზე ათასნაირ მაკიაჟს ვიკეთებდი, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. სარკიდან ჩემი ორეული მიყურებდა, მაგრამ ბევრად უფრო დიდი, დახვეწილი, ქალური და ნაზი... ეს მე არ ვიყავი, მაგრამ ჩემი თავი ასეთიც მომწონდა.
პოდიუმზე გასვლის საშინლად მეშინოდა, მაგრამ როდესაც ფეხი შევდგი და უამრავი ფოტოგრაფი დავინახე, რომლებიც მე მიყურებდნენ და კიდევ უფრო ბევრი ხალხი, ნერვიულობა სადღაც გაქრა. უცნაურია, არა? წესით ამ ყველაფერს უნდა ავენერვიულებინე, მაგრამ პირიქით, დამამშვიდა... პოდიუმზე თავისუფლად დავდიოდი და ვიღიმოდი, ისე, თითქოს მთელი ცხოვრებაა რაც ასე ვარ. ბიძიას გაღიმებულ სახეს მოვკარი თვალი და გული სიხარულითა და სიამაყით ამევსო. ანუ ყველაფერი გამომივიდა, ბიძია არ შევარცხვინე! უკან დაბრუნებელს იქვე რიმა დამხვდა, რომელიც კმაყოფილი სახით მიყურებდა.
- ძალიან ლამაზი ხარ, - თბილად გადამეხვია.
- გმადლობ, რიმა, - გავუღიმე და გული შემეკუმშა. ჩემი წარმატება ისევ ვერ ნახეს მშობლებმა, ვერ გაიზიარეს ჩემი სიხარული. და ასე იქნება მთელი ჩემი ცხოვრება...
უეცრად ხელში ვიღაცამ ამიტაცა და დამატრიალა. სანდრო, ჩემი სანდრო... მის თბილ ხელებს როგორ ვერ ვიცნობ...
- უმშვენიერესი ხარ. არა, გრანდიოზული, ღვთაებრივად ლამაზი.
- სანდრო ნუ აჭარბებ, - ვიგრძენი, როგორ მიხურდა ღაწვები.
- არ ვაჭარბებ, სიმართლეს ვამბობ, - გამიღიმა და ჩემს ბაგეებს დააკვდა. ეს ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც ჰაერი. დაღლილობისაგან, ემოციებისაგან თუ სანდროს სიყვარულისაგან, ფეხებში ძალა გამომეცალა და წავიქცეოდი, მისი ძლიერი მკლავები რომ არა.
- გადაიღალე, - თბილად გამიღიმა და ცხვირზე წამიერად მაკოცა. - არ გინდა წავიდეთ? - თვალებში ეშმაკუნები აუციმციმდა.
- ახლა? - გამიკვირდა. - სანდრო, ბიძიას ვერ მივატოვებ.
- ოკეი, მაგრამ იცოდე, არ გაგიშვებ, - მითხრა და მთელი ძალით ჩამიხუტა გულში.
აქამდე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ასეთი სიყვარული შემეძლო. სანდრო ჩემი ჰაერი იყო, რომლითაც ვსაზრდოობდი. ადამიანი, რომელიც ზუსტად შემეფერება. უსიტყვოდ ხვდება ყველაფერს, ჩემი გულის მელოდია იცის...
ჩვენების შემდეგ წვეულება გამართეს, სადაც უამრავი ცნობილი სახე იყო. თუმცა მე არცერთი არ მქონდა გაგონილი, რადგან უკრაინაში იყვნენ პოპულარულები. მე კი უკრაინელი ვარსკვლავებით არ ვინტერესდებოდი არასდროს. მხოლოდ რამდენიმე, ძალიან ცნობილი მოცეკვავე ვიცოდი. ბიძია ჩემ თავს ყველას აცნობდა, მეც ღიმილით ვხვდებოდი მათ. მაგრამ ამდენი თავაზიანი ღიმილი და იმ საუბრების მოსმენა, რომლებიც მე საერთოდ არ მაინტერესებდა, მოსაბეზრებელი გახდა.
- ზურა, დავიღალე, - დავიწუწუნე, როდესაც რამდენიმე წუთით მარტო დავინახე.
- თუ მოიწყინე, შეგიძლია სახლში წახვიდე, როგორც გინდა.
- მადლობა, - გახარებული გადავეხვიე და ზუსტად ამ დროს, აპარატის ხმა გავიგეთ.
- ბოდიში, მაგრამ არ შემეძლო ასეთი თბილი მომენტი არ დამეფიქსირებინა, - მხრები აიჩეჩა და გულწრფელად გაგვიღიმა საკმაოდ სიმპატიურმა ახალგაზრდა კაცმა.
- რას ამბობ, არა უშავს, მერე რა მოხდა, - ხელი აიქნია ბიძიამ და მეგობრულად გაუღიმა.
- მაშინ შენთან ერთი საქმე მაქვს...
მათ ლაპარაკს უკვე აღარ ვუსმენდი, სანდროს ვეძებდი.
- ვის ეძებ? - უკნიდან სანდროს ხმა გავიგე, წელზე ხელები შემომხვია და მიმიხუტა.
- შენი შემოთავაზება წასვლასთან დაკავშირებით ისევ ძალაშია?
- რა თქმა უნდა!

...

ზაფხულმა სწრაფად ჩაიარა და სექტემბერიც მოვიდა, სკოლა! ისევ ახალი გარემო, ახალი ადამიანები... რამდენ რამეს უნდა შევეგუო. ამდენი სიახლე უკვე მაბნევს, ვერ ვიგებ კარგია, თუ ცუდი... ერთადერთი იმის იმედი მქონდა, რომ მე და ანასტასია კლასელები ვიქნებოდით. სანდრო ჩემზე ერთი წლით დიდი იყო. მეთორმეტეში სწავლობდა და წელს ამთავრებდა. მიხაროდა, მაგრამ ამავდროულად ეგოისტობამ შემომიტია. რადგან წელს ამთავრებდა, მეცადინეობისათვის უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა და შესაბამისად, მთელ დღეს ჩემთან ერთად ვეღარ გაატარებდა. საყვარელი ადამიანის მიმართაც ეგოისტი ვარ...
მაგრამ ჩემი შიში უსაფუძვლო გამოდგა. სკოლა ძალიან მომეწონა, ზედმეტადაც კი. მე და ანასტასია კლასელები ვიყავით, დანარჩენი ბავშვებიც ძალიან კარგები იყვნენ. ყველას ძალიან შევეჩვიე, მაგრამ რა თქმა უნდა საქართველო და ჩემები არ მავიწყდებოდნენ. ყოველდღე ვსაუბრობდით და ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდი. ისინი ძალიან მენატრებოდნენ, მაგრამ აქაურებსაც იმდენად შევეჩვიე და თითოეული ადამიანი ისე შევიყვარე, რომ წასვლა აღარ მინდოდა. რატომ არ შეიძლება ადამიანი ერთდროულად ორ ადგილას იყოს? საშინლად ძნელი არჩევანის წინაშე დავდექი, რომლის ორივე მხარეს ჩემი უსაყვარლესი ადამიანები იყვნენ...

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-07-21, 10:49 PM | შეტყობინება # 231

842
83  +
   ±
Offline
esec axali tavi...
ragac uxalisod davwere da imedia dzalian cudic ar gamomivida. shecdomebi tua momitevet, ar gadamixedavs...

ancho90თარიღი: შაბათი, 2012-07-21, 10:59 PM | შეტყობინება # 232

3
0  +
0  ±
   ±
Offline
cudi araa tu ar chavtvlit imas rom pataraa.... :Xx velodebi axal tavs.... :))

nini_1997თარიღი: შაბათი, 2012-07-21, 11:05 PM | შეტყობინება # 233

14
1  +
5  ±
   ±
Offline
bella-vampire,
vaime taam... ar meyo.. :DD ase rom ar chavtvli am tavs wakitxulad.. ;d zgvaze wasvlamzde veli imedia kidev axal tavss.. :DD (es xumrobit.!)

nati_cullenთარიღი: კვირა, 2012-07-22, 0:58 AM | შეტყობინება # 234

400
9  +
30  ±
   ±
Offline
rogor mesmis am gogosi :x:x:x rtuli ara uuurtulesia am archevanis winashe dadgoma,gepicebit martla,martalia sheyvarebuli (madloba gmerts) aq kiarada ar myavs da ar makavebs arc iqet arc aqet magram mainc :((((( kidev minda raa :(((


♫_Ani_♫თარიღი: კვირა, 2012-07-22, 5:14 PM | შეტყობინება # 235

225
6  +
16  ±
   ±
Offline
მინდა,მინდა,მინდა:ს შემდეგი მინდა:>


♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-07-22, 8:17 PM | შეტყობინება # 236
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
auuu ar meyo eees, kide mindaaaaa biggrin biggrin biggrin biggrin tamo shemdegs rodistvis velodot? kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-07-22, 9:04 PM | შეტყობინება # 237

842
83  +
   ±
Offline
ancho90, aq gepatarava, magram shen iq naxe ramxela iqneba:DDD
nini_1997, shen ra geyofa erti is mitxari:DDD zgvaze rveuli unda wamovigo da davwero ragac, dawyebuli maqvs ukve da wagakitxeb xolme biggrin biggrin biggrin
nati_cullen, martali xar nati, dzalian rtulia. me ar gamomicdia da imedia arc gamovcdi, magram bevrisagan vici.
♫_Ani_♫, mec minda. arc me vici ra iqneba shemdegshi:DDD
♥vampiressa♥, an dges gvian, an xval nat kiss

nini_1997თარიღი: კვირა, 2012-07-22, 9:10 PM | შეტყობინება # 238

14
1  +
5  ±
   ±
Offline
bella-vampire,
aucilebladd.. :DD ise tam, ise ar gamovides rm martla zgvamde ar daamtavro. :dd dges chemi xatrit ver dadeb xom axal tavs ? iq ver davjdebi. :XX ici ratomacc..

nati_cullenთარიღი: კვირა, 2012-07-22, 9:11 PM | შეტყობინება # 239

400
9  +
30  ±
   ±
Offline
bella-vampire, girchev arc gamocado :DDDDD dges gvian jobiaaaaa ogond amati chxubis gareshe icode biggrin


bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-07-22, 9:18 PM | შეტყობინება # 240

842
83  +
   ±
Offline
nini_1997, torem xval dajdebi ra xo ici:DDD me davdeb da shen daagrove tavebi:DDD or-sam tavshi davasruleb ukvee.
nati_cullen, ho, ra vici:DDD mec ar vici ra unda davwero, marto dasasrulit erti scena maqvs warmodgenili:DDD
ძებნა: