bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2012-07-07, 10:03 PM | შეტყობინება # 200 |
842
Offline
| XII თავი
დილით ადრე გავიღვიძე. ყველაფერი უნდა მომესწრო, დღეს ხომ კონკურსის დღეა! სალონში თმის გასაკეთებლად წინასწარ ჩავეწერე. მართალია თმები უბრალოდ მაღლა უნდა შემეკრა, მაგრამ ასეთი რაღაცები საერთოდ არ მეხერხებოდა, ამიტომ დროის ტყუილად დახარჯვას სალონში წასვლა ვამჯობინე. მაკიაჟს კი თავადაც გავიკეთებდი, ამაში უკვე დავსპეცდი. კონკურსების დროს, უბრალო მაკიაჟი არ გამოდგება. რაც შეიძლება მკვეთრი უნდა იყოს და კაბის ფერებს შეესაბამებოდეს. გუშინ ჩემთვის ყველაზე უსიამოვნო ნაწილი შევასრულე-,,ზაგარნი” კრემი წავისვი მთელ ტანზე, მაგრამ ეს პროცედურა დილითაც გავიმეორე, რადგან სასურველი ფერი მიმეღო. იმის გათვალისწინებით რომ თეთრი კანი მაქვს, რამდენიმე ფენა დამჭირდა. სამეჯლისო ცეკვების კონკურსის დროს, რაც შეიძლება თვალშისაცემად უნდა გამოიყურებოდე, რაც ყოველთვის შესანიშნავად გამომდის. - შეიძლება? - ოთახში რიმამ შემოყო თავი. - რა თქმა უნდა, - გავუღიმე და ხელით ვანიშნე, შემოსულიყო. - დახმარება ხომ არ გჭირდება? - მხოლოდ კაბების ჩადებაში თუ დამეხმარები. თხუთმეტ წუთში სალონში უნდა წავიდე ვარცხნილობისთვის, მაკიაჟს ჩემით გავიკეთებ. - გამარჯობაა, - მხიარულად შემოვიდა ბიძია ოთახში, მაგრამ ჩემ დანახვაზე გაკვირვება გამოეხატა სახეზე. - შენ ასე გაშავება როდის მოასწარი? - მკითხა სიცილით. - სპეციალური კრემი წავისვი, - ენა გამოვუყავი. - იქ ყველა შავი იქნება, აი ნახავ, - გადავიკისკისე. რიმა კაბების ჩადებაში დამეხმარა. სამი კაბა მიმქონდა: ანსამბლისთვის ყველას ერთნაირი კაბები გვქონდა, ხოლო ანდრეისთან ცეკვის დროს ჩემი კაბა მეცმეოდა, ლათინისა და სტანდარტის დროს სხვადასხვა. სალონში დავაგვიანე, ამიტომ მოცდა მომიწია. ვნერვიულობდი, არ მინდოდა დამეგვიანა. თანაც ადრე უნდა მივსულიყავი, ლენამ დახმარება მთხოვა. დილისა და საღამოს სეანსები ცალ-ცალკე იყო, დილით ძირითადად პატარა სოლო გოგონები გამოდიოდნენ, საღამოს კი დანარჩენები. ჩემს ჯერს მოუთმენლად ველოდი. თან ყოველ წუთას მობილურის ეკრანს ვუყურებდი, სანდრომ ხომ არ დამირეკა-თქო, მაგრამ მისგან არაფერი ისმოდა. არც რბოლის ამბები შემატყობინა, საერთოდ არაფერი... მე კი ჩემი სიამაყის გამო არ ვურეკავდი, თვითონ დარეკოს! სალონში კოსა ძალიან ლამაზად გამიკეთეს, დამიწნეს და ისე ამიწიეს. სახლში კმაყოფილი წამოვედი და მაკიაჟიც უცებ გავიკეთე. რიმას ძალიან მოეწონა, აი ბიძია კი ოდნავ დაიჯღანა. - კიდევ კარგი ასე ყოველდღე არ დადიხარ ქუჩაში, - ჩაიდუდღუნა თავისთვის. მის რეაქციაზე ორივეს გაგვეცინა. ქართველი კაცია ბოლო-ბოლო... კონკურსი კიევში არსებულ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ დარბაზში ტარდებოდა. ძალიან მაინტერესებდა, როგორ იყო იქაურობა მორთული. ბიძიას მანქანით ზუსტად საჭირო დროს მივედით. შესასვლელში მე ჩემი საშვი ვაჩვენე, ზურამ და რიმამ კი ბილეთები აიღეს. დარბაზში შევედით თუ არა, მისმა მოცულობამ და მორთულობამ აღმაფრთოვანა. საცეკვაო ადგილი ბუშტებით იყო შემოსაზღვრული, ოთხივე მხრიდან განათებები იყო დამონტაჟებული. როცა ტრიბუნას ავხედე... ხალხით იყო გადაჭედილი. ჯერ კიდევ ადრე იყო და უკვე რამდენიმე თავისუფალი ადგილი იყო დარჩენილი. საქართველოს თასი გამახსენდა და გამეღიმა. ნამდვილად ეტყობოდა გარემოს, რომ უკრაინაში სამეჯლისო ცეკვები უფრო დაფასებული და აქტუალურია. ბიძიამ და რიმამ ადგილები დაიკავეს, მე კი გასახდელისკენ წავედი. იქ შესულმა მაშინვე Aნასტასია დავინახე და მისკენ გავეშურე, მასთან ერთად სტუდიის სხვა მოცეკვავეებიც იყვნენ და იცვლიდნენ. - ჯერ ადრე არ არის? - მისალმების ნაცვლად, დაბნეულმა ვიკითხე. - გამარჯობა, - ხუმრობით ტუჩები მოპრუწა ლუბამ. - პრივეტ ლუბაჩკა, - გავუცინე და ანასტასიას მივუბრუნდი, რომელიც სხვებისგან განსხვავებით არ იცვლიდა. - ეშინიათ, რომ გამოცვლას ვეღარ მოასწრებენ, - ამიხსნა მან, მე კი თვალები გადავატრიალე. შალითები ფრთხილად დავაწყვე სკამზე და სავარჯიშო ფორმის ჩაცმა დავიწყე. ბოლოს ჩემი ახალი, ცხრასანტიმეტრიანი ფეხსაცმელებიც ჩავიცვი და ფეხზე ფრთხილად დავდექი. - იმედია ფეხი არ გადამიბრუნდება, - ჩავიბუტბუტე ჩემთვის, მაგრამ Aნასტასიას ყურებს რა გამოეპარებოდათ. - მე შენ რა გითხარი, - თვალები დამიბრიალა. - ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, - გაიღიმა. - აჰა, - თავი დავუქნიე და ლენას მოსაძებნად წავედი. ამდენ ხალხში ძლივს ვიპოვე, მუსიკა იმხელაზე იყო აწეული, რომ თითქმის ვყვიროდით და ისე ველაპარაკებოდით ერთმანეთს. რამდენიმე პატარა გოგონა ჩამაბარა, რომლებიც განსაკუთრებით ნერვიულობდნენ. ჩემთან ერთად ვაცეკვებდი და თან ხმამაღლა ვუთვლიდი, რომ მუსიკიდან არ ამოვარდნილიყვნენ. ამასობაში ჩემი ნერვიულობა სულ გადამავიწყდა და მთლიანად მათზე გადავერთვე, მაგრამ მალევე ანდრეი მოვიდა ჩემთან, მის დანახვაზე მაშინვე გამახსენდა რომ უძლიერეს წყვილებს უნდა შევჯიბრებოდით და შიშმა ისევ შემახსენა თავი. - ამათ თავი დაანებე, ლუბა მიხედავს, - მითხრა და ხელი ჩამკიდა, პირდაპირ ცენტრში დავდექით და მუსიკის ჩართვას დაველოდეთ. გამიმართლა, ჩემი საყვარელი სიმღერა გაისმა Dj Masy-Don’t Matter jv. მაგრამ ჩემი მხიარულება მაშინვე გაქრა, როდესაც ერთმა წყვილმა ჩვენზე ადრე დაიწყო ცეკვა. მათ შემხედვარეს, ცეკვა საერთოდ აღარ მომინდა. - ოჰო, - აღფრთოვანება ვერ დავმალე. ანდრეიმ ჩემს რეაქციას ყურადრება არ მიაქცია და ცეკვა დაიწყო. სხვა რა გზა მქონდა, მეც ავყევი... დაწყებამდე ათი წუთიც არ იყო დარჩენილი, როცა გასახდელიდან ჩაცმული გამოვედი, ანსამბლის კაბა მეცვა. სანამ აღლუმი დაიწყებოდა, იქამდე ბიძია და რიმა ვნახე. სანდროს შესახებ არაფერი იცოდნენ, არც მე შემხმიანებია. საშინლად ვიყავი გაბრაზებული და ამავე დროს ნაწყენი. ხომ შემპირდა მოვალო? ჭირვეული ბავშვივით ფეხები დავაბაკუნე. - ნუ ნერვიულობ, მოვა, - დამაიმედა ანასტასიამ. - თუ არც მოვა! - გავღიზიანდი და გოგოებისკენ გავეშურე. აღლუმზე რაღაც განსხვავებული მუსიკა ჩართეს, ნახევრად არც მესმოდა, ხალხს ვათვალიერებდი. მერე წამყვანმა მსაჯთა ბრიგადა წარადგინა, ტაშს ავტომატურად ვუკრავდი. მიხაროდა, რომ ბიძაჩემი ჩემს ცეკვას ნახავდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში უამრავი საქმე ჰქონდა, მაინც მოიცალა და მოვიდა. ჩემს მშობლებს კი ეს არასოდეს გაუკეთებიათ... არადა, როგორ მინდოდა ენახათ და ჩემით ეამაყათ. რამდენჯერაც ვთხოვე წამოსვლა, იმდენჯერ უარი მივიღე. თავს იმით იმართლებდნენ, რომ სამსახურიდან არ გამოუშვებდნენ. ზოგჯერ წამოსვლა ეზარებოდათ, რადგან კონკურსები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა. მხოლოდ ერთადერთხელ წამოვიდა დედაჩემი კონკურსზე, რადგან პატარა ვიყავი და მარტო ვერ გამიშვებდა... თვალები ცრემლებით ამევსო, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო, ამიტომ თავი ხელში ავიყვანე და ღიმილი მოვირგე სახეზე. როგორც იქნა წამყვანმა დაამთავრა ლაქლაქი, მონაწილეები დავიშალეთ და ჩვენთვის განკუთვნილ ადგილას წავედით. - თამ, სამაჯურები სად არის? - მკითხა იანამ. - რა სამაჯურები? - შენი სამაჯურები, - თვალები გადაატრიალა და ხელებზე მინიშნა. - ჯანდაბა! ახლავე მოვალ. გასახდელში ელვის სისწრაფით შევედი და ჩანთაში სამაჯურების ძებნა დავიწყე. ჩემს უკან კარის გაღებისა და დაკეტვის ხმა გავიგე, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. - ვაუ, - ნაცნობი ხმა გავიგე და შევხტი. უკან მიბრუნებულს, ჩემ წინ სანდრო დამხვა. თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. ვიგრძენი, როგორ მიხურდა ღაწვები. კიდევ კარგი მაკიაჟი მისვია და არ შემეტყობა... - აქ რას აკეთებ? - ცივად ვკითხე. - რა იყო, არ შეიძლება? - ირონიულად ჩაიცინა. თან ჩემს საშინლად მოკლე კაბას თვალს არ აშორებდა. - არა. შენი აქ ყოფნა არ შეიძლება. მითუმეტეს, ეს გოგოების გასახდელია. - აქ სხვა მაინც არავინ არის, - მხრები აიჩეჩა. - რა უაზრო ხარ, - მივახალე და გვერდით ჩავუარე, მაგრამ ხელი იდაყვში ჩამკიდა და წასვლის საშუალება არ მომცა. - ჩემზე გაბრაზებული ხარ? - არა, არ ვარ. თუ გინდა სულ ნუ მოხვიდოდი, - მივხვდი, რომ ბოლო სიტყვებმა გამცეს. - მეგობარი გახდა ცუდად და ვერ მივატოვე. მივხვდი რომ სიმართლეს ამბობდა და თავი დამნაშავედ ვიგრძენი რომ მასზე ვბრაზობდი, მაგრამ... - რომელი, მრბოლელი? - თავი მაინც ვერ შევიკავე, რაიმე მწარე არ მეთქვა. მხიარულად გადაიხარხარა, მაგრამ მერე დასერიოზულდა. - არა, ჩემი ბავშვობის მეგობარია. თანაც, გასაბრაზებელი არაფერი გჭირს. ხომ მოვედი? მე სულ მახსოვხარ, - ბოლო სიტყვები ჩუმად თქვა და ჩემთან ახლოს მოვიდა. სახეზე ნაზად მომეფერა, თან ჩემს თვალებს უყურებდა. მის მზერას ვეღარ გავუძელი და თვალები დავხარე, ის კი უფრო მომიახლოვდა... - თამო დროზ... - ანასტასიას სიტყვა შუაში გაუწყდა. - ოპს. ბოდიში, მე წავედი. - არა, მოიცადე, მეც მოვდივარ, - სანდროს ხელი გავაშვებინე და უსიტყვოდ გავეცალე. როგორც კი გასახდელიდან გამოვედით, ამოვისუნთქე. - არაფერს გკითხავ, ჯერ, - ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა. დავინახე, როგორ გამოვიდა სანდრო გასახდელიდან, გვერდით ჩაგვიარა და თვალი ჩამიკრა. მე კი ყურადღება არ მიმიქცევია, ცეკვას ვუყურებდი. უკრაინის მაშტაბით, ყველა სტუდიიდან იყვნენ ჩამოსულები მოცეკვავეები. ანსამბლების დროც დადგა... ჩვენ ბოლოები ვიყავით, მაგრამ პირველი ანსამბლი გამოვიდა თუ არა, მაშინვე ავნერვიულდი. გულმა გამალებით დაიწყო ძგერა, მეგონა საგულედან ამოვარდებოდა. ჩვენი სტუდიაც გამოაცხადეს... ფეხებში სისუსტე ვიგრძენი და ანასტასიას ხელი ჩავკიდე. - შენ ერთი შემოლაწუნება არ გაწყენდა, - მითხრა იანამ და გაბრაზებული სახით გამშორდა, მაგრამ როგორც კი საცეკვაო “პარკეტზე” გავიდა, ჰოლივიდური ღიმილი მოირგო. წამით თვალები დავხუჭე და საკუთარი თავის მობილიზება ვცადე. მერე ანასტასიას გავხედე გაღიმებულმა და ამაყი ნაბიჯებით შევეგებე აპლოდისმენტებს. როგორც კი ჩვენი მუსიკა ჩართეს, იმწამსვე გადავეშვი ჩემს სამყაროში, სადაც ცეკვის გარდა არაფერია. ყველა შიში, ყველა ტკივილი და იმედგაცრუება დამავიწყდა. უბრალოდ ვცეკვავდი და ამით ბედნიერი ვიყავი! ჩვენი კომპოზიცია დავამთავრეთ თუ არა, რევერანსი გავაკეთეთ და აპლოდისმენტებმაც არ დააყოვნა. ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ არამარტო ჩვენი სტუდიის ბავშვები უკრავდნენ ტაშს, არამედ სრულიად უცხო ადამიანებიც. ესე იგი, ნამდვილად კარგად გამოვედით! უამრავ ხალხში ლენას კმაყოფილ სახეს მოვკარი თვალი და ძალიან მესიამოვნა. თვით ანდრეიმაც მითხრა, ძალიან კარგი იყავიო. ისე გამიკვირდა, პირღია ვუყურებდი. ახლა კი წყვილების ჯერი იყო. გასახდელში სასწრაფოდ შევედი, რომ კაბა გამომეცვალა. მთლიანობაში ათ ცეკვას ვცეკვავდით, მაგრამ პირველი სტანდარტი იყო და ამიტომ გრძელი, თვლებით მოჭედილი კაბა ჩავიცვი და გარეთ გავედი. მე და ანდრეიმ რამდენიმე წუთი წავივარჯიშეთ, ამასობაში დიდების ჯგუფიც გამოაცხადეს. ხუთი ცეკვა, თითო ერთი წუთი და თხუთმეტი წამი ვიცეკვეთ, შემდეგ კი დასვენებისათვის და გამოცვლისათვის დრო მოგვცეს, ამასობაში კი სხვები იცეკვებდნენ. ლათინის კაბა ჩავიცვი, მაკიაჟი შევისწორე და გარეთ გავედი. სანდრო ანასტასიას ელაპარაკებოდა. გულში რაღაცამ გამკრა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და მათკენ გავეშურე. სანდრომ ისევ ისეთივე მზერით ამათვალიერა. წინასთან შედარებით, ახლა უფრო მოკლე და მოღებული კაბა მეცვა, რომელიც უკან მთლიანად ღია იყო, წინ კი ამოღებული იყო. სანდროს ირონიულად გავუღიმე და ანდრეისკენ წავედი, მის გვერდით დავდექი, მან კი წელზე ხელი მომხვია. სანდროს მწველ მზერას ვგრძნობდი, მაგრამ მისკენ არ ვიხედებოდი. ლათინში განსაკუთრებით რთული კომპოზიციები გვქონდა, რომლებიც სანახაობრივიც იყო და საკმაოდ ,,უხერხული” პოზებითა და ილეთებით. სამი ცეკვის შემდეგ ორწუთიანი შესვენება მოაწყვეს, წამყვანს რაც შეეძლო დროს წელავდა და ათას სისულელეზე ლაპარაკობდა. საშინლად მომწყურდა და ზუსტად ამ დროს ჩემს წინ სანდრო გაჩნდა ხელში წყლის ბოთლით. დაუკითხავად გამოვართვი და მოვიყუდე. - ჰმ, იქნებ შენთვის არ იყო? - არ მიკითხავს. - გამარჯობა, - ჩვენთან ანდრეი მოვიდა და ისევ შემომხვია წელზე ხელი. - გამარჯობა, - ანდრეის მზერით ბურღავდა. - სანდრო ეს ანდრეია- ჩემი მეწყვილე, ეს კი სანდროა, - სანდროზე სპეციალურად არაფერი მითქვამს. მოცეკვავეები კვლავ გვიხმეს. ანდრეიმ წასასვლელად მიბიძგა, მაგრამ ერთი წამით გავჩერდი და სანდროს ბოთლი გავუწოდე. - მადლობა, - თბილად გავუღიმე და ანდრეის გავყევი. ისეთი გაბრაზებული და ნაწყენი სახე ჰქონდა, რომ სემეცოდა კიდეც... დანარჩენი ორი ცეკვაც წარმატებით ვიცეკვეთ. მართალია ჯაივის დროს ფეხი კინაღამ გადამიბრუნდა, მაგრამ გადავრჩი და ჩვეულებრივად განვაგრძე ცეკვა. როდესაც ყველა ჯგუფმა იცეკვა და აღლუმი კიდევ ერთხელ ჩატარდა, დარბაზში კვარცხლბეკი შემოიტანეს და შუაში დადგეს. ყველა მსაჯს სიგელები და მედლები ეჭირა, თასები კი ცალკე მაგიდაზე იყო განლაგებული. როდესაც ანსაბლებს შორის ჩვენი სტუდიის სახელი გამოაცხადეს გამარჯვებული, ყველამ ერთად დავიწყეთ ყვირილი და აქეთ-იქით ხტუნვა. მედლები და სიგელები ყველას დაგვირიგეს და უზარმაზარი თასი გადმოგვცეს, რომელიც ჩვენს სტუდიას გადაეცა. აი წყვილების გამოცხადება როცა დაიწყეს, მაშინ კი ძალიან ავნერვიულდი. - რა არის, საერთოდ ვერ გავედით? - ჩავიბუტბუტე ჩემთვის, როდესაც აღარ და აღარ გამოგვაცხადეს. და სწორედ ამ დროს, ჩვენი სახელი და გვარი გამოაცხადეს. გახარებულმა ანდრეიმ ხელი ჩამკიდა და წინ წამიძღვა. მეც ვიღიმოდი, მაგრამ ერთი რამ უნდა დამეზუსტებინა. - მოიცა, რომელი ადგილია? - ვკითხე ჩუმად. - მეორე, - გადაიხარხარა ანდრეიმ და კვარცხლბეკზე ასვლაში დამეხმარა. პირველ ადგილზე ის წყვილი გავიდა, მე რომ აღფრთოვანებული ვუყურებდი. ასე რომ არ ყოფილიყო, შემრცხვებოდა კიდეც. მე და ანდრესი მედლები და სიგელები მოგვცეს, ასევე თასი, რომელსაც მე წავიღებდი! მართალია წყვილი უნდა შეთანხმდეს რომელი თასი რომელმა წაიღოს, მაგრამ მე უკვე გადავწყვიტე. - თასი მე მიმაქვს, - ვუთხარი სიცილით, როდესაც კვარცხლბეკიდან ჩამოვედით და სურათების გადარება დავათვალიერეთ. - როგორც გინდა, მე ისედაც ბევრი მაქვს, - მის ბოლო სიტყვებს ყურადრება არ მივაქციე და კმაყოფილმა გავიღიმე. ჩემთან ბიძია და რიმა მოვიდნენ, ორივეს გახარებული სახე ჰქონდათ. მომილოცეს და გადამეხვივნენ. - არც კი მეგონა, რომ ასე მშვენივრად ცეკვავდი. - შენ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება ზურა? - თვალი მოვჭუტე. - რა თქმა უნდა, არა, - გაიცინა. - შენი მშობლები ნამდვილად იამაყებდნენ შენით, - მითხრა რიმამ. გული მტკივნეულად შემეკუმშა. - მადლობა, - გადავეხვიე. - გიიილოცააავ, - სანდრომ ყვირილით მომილოცა და გადამეხვია. - მადლობა სანდრიკ. ხელები ძლიერად ჰქონდა მოხვეული წელზე და არ მიშვებდა. როცა უკვე საკმარისზე მეტი ხანი ვიყავით ჩახუტებულნი, ოდნავ გამოვიწიე და იძულებული იყო, ხელები გაეშვა, მაგრამ ბოლომდე არ დანებდა და წელზე ისევ შემომხვია ხელი, თან თავისკენ მიზიდავდა. მისი სიახლოვე საშინლად მსიამოვნებდა, მაგრამ არ მინდოდა ბიძიას რაიმე ეეჭვა. თუმცა რა უნდა იეჭვის, რაც არ არსებობს? ილუზიების კოშკებს ნუ ააგებ თამუნა, - დავტუქსე ჩემი თავი. - ჩვენთან ხომ წამოხვალ სანდრო? - ჰკითხა ბიძიამ. - გზად სასმელებსა და ტკბილეულობას ვიყიდით, ავღნიშნოთ. - მემგონი არ გეწყინებათ, თუ თამუნას მოგტაცებთ, არა? სამივემ გაკვირვებული მზერა ვესროლეთ ანდრეის. - ბიძია, რიმა, ეს ანდრეია-ჩემი მეწყვილე. ანდრეი, ეს ბიძაჩემი და ბიცოლაჩემია, - სანდრო ისევ მტრული მზერით უყურებდა დ ახელს არ მიშვებდა. - ბავშვებმა გადავწყვიტეთ ერთად გვექეიფა და იმედია წინააღმდეგი არ იქნებით, რომ თამუნაც წამოვიდეს. - არა, რა თქმა უნდა. ბავშვებთან ერთად გაერთე, ჩვენ სულ მოვასწრებთ, - გამიღიმა ბიძიამ. - მე წავალ, გამოვიცვლი, - ვთქვი დაბნეულმა და სანდროს ხელი ძლივს გავაშვებინე. ჯინსის შარვალი, კედები და სპორტული მაიკა ჩავიცვი. კაბებს ხელი მოვკიდე და ბიძიას გადავეცი, რომ მანქანაში ჩაედო. - რას შვები, მოდიხარ? - მკითხა ანასტასიამ. - აჰა. - თუ გინდა, სანდროც წამოიყვანე... - გაჩერდი, - თვალები დავუბრიალე. ბიძიასა და რიმას დავემშვიდობე, მაგრამ სანდრო ვერსად ვნახე. ნუთუ დაუმშვიდობებლად წავიდა? ბავშვები ჯერ კიდევ იცვლიდნენ, ან ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. გადავწყვიტე, გასასვლელთან დავლოდებოდი. უცნაური, გასასვლელში არავინ იყო. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ცენტრალური გასასვლელიდან გადიოდა. - ესე იგი, საქეიფოდ მიდიხარ, არა? - უკნიდან სანდროს ხმა გავიგე. - ჰო, - შევტრიალდი, მაგრამ მოულოდნელობისაგან შევხტი. სანდროს სახე სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით იყო. მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი და გული გამალებით მიცემდა. - რომ გითხრა დარჩი-თქო, რას იზამ? - ხელები წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა. - ბავშვებს შევპირდი, - ჩემი ხმა ისე უსუსურად ესმოდა... წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი... - ძალიან რომ გთხოვო? - ყურთან ნაზად მიჩურჩულა. მთელ სხეულში ჟრუანტელის სასიამოვნო ტალღამ დამიარა. - სცადე, - გამეცინა. - დიდი სიამოვნებით, - მაშინვე ჩემს ტუჩებს დააკვდა. მოულოდნელი იყო და უცებ ვერ გავიაზრე რა ხდებოდა. თანაც ეს ჩემი პირველი კოცნა იყო... მაგრამ არ დავიბენი, ინსტიქტებს ავყევი... სანდრო ისე ტკბილად, ვნებიანად და ამავდროულად ფრთხილად მკოცნიდა, თითქოს ეშინოდა ჩემთვის რაიმე არ ეტკინა... არ მინდოდა ეს წამები დასრულებულიყო, მისი ნაზი, ცხელი ტუჩები მომშორებოდნენ... ასეთი სიამოვნება პირველად ვიგრძენი, ვნების მორევში ჩავიძირე და... რას ვაკათებ? - სანდრო! - ხელი ვკარი და მოვიშორე. ამ დროს კიბეებზე ანასტასიაც გამოჩნდა. - ისევ უდროო დროს მოვედი, - ჩაიბურტყუნა თავისთვის და შებრუნება სცადა, მაგრამ ამ დროს დანარჩენების გამოჩნდნენ, მხიარული შეძახილებით მოდიოდნენ ჩვენკენ. - აბა, მოდიხარ? - ხან მე მიყურებდნენ, ხან სანდროს. მე კი ხან ბავშვებს ვუყურებდი, ხან სანდროს. იმის შემდეგ, რაც მოხდა, ვერ გამეგო რა უნდა გამეკეთებინა. - მეგობრები გელოდებიან, - გამიღიმა სანდრომ და ამით არჩევანი შემიმსუბუქა. მასთან მივედი, ლოყაზე წამიერად ვაკოცე და ბავშვებს გავყევი. თან გული მასთან მრჩებოდა. მანქანებში გავნაწილდით, მე კი ისევ მაკანკალებდა. ვერ გამეგო, რისი ბრალი იყო ეს, უეცარი ემოციებისა თუ სურვილის? ამის შემდეგ როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა? ის ხომ ჩემი მეგობარია... თუ იყო? გული შემეკუმშა. არ მინდა მისი დაკარგვა...
| |
|
|