ვცეკვავ მონატრებას
|
|
elee | თარიღი: კვირა, 2012-02-19, 8:56 PM | შეტყობინება # 16 |
131
Offline
| vaimeee sawylebi? :S:S
| |
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2012-02-20, 6:24 PM | შეტყობინება # 20 |
842
Offline
| shegashinet bavshveboo? :D axal tavs ramdenime saaitshi davdeb da yvelafers gaigeebt, winaswar arafers ar shegpirdebit Quote (Jack♥sparrow) დავიჯერო ეს მძღოლი უბრალოდ მთვრალი იყო და მეტი არაფერი? სულ არაფერი? :| mzgoli ki, tumca aris kidev ragac...:D
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ორშაბათი, 2012-02-20, 7:14 PM | |
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2012-02-20, 9:50 PM | შეტყობინება # 22 |
842
Offline
| მესამე თავი ვგრძნობდი, რომ სხეულის თითოეული უჯრედი მტკიოდა, უბრალო ამოსუნთქვაც კი ენით აღუწერელ ტკივილს მაყენებდა. განძრევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... ვენაში რაღაც საშინლად მწიწიკნიდა და ვივარაუდე, რომ ალბათ წვეთოვანი მედგა. თვალების გახელა არ შემეძლო, ქუთუთოები დამძიმებული მქონდა. მხოლოდ თითებს ვამოძრავებდი ოდნავ და ისიც დიდი ძალისმევის შედეგად. გავიგე, როგორ გაიღო ოთახის კარი და ვიღაც შემოვიდა. ვიგრძენი, რომ ის ვიღაც ზემოდან დაკვირვებით მიყურებდა. მინდოდა თვალები გამეხილა და ათასი კითხვა დამესვა მისთვის, მაგრამ არ შემეძლო, ძალა არ მქონდა... მაგრამ იმდენად დიდი სურვილი მქონდა იმისა, რომ ყველაფერი გამეგო, სად ვიყავი ან რა მჭირდა, რომ დარჩენილი ძალები მოვიკრიბე და თვალები გავახილე. შუქმა მაშინვე თვალი მომჭრა და დავიმანჭე. ექიმმაც ჩემი ცვლილება უცბად შეატყო და სახეზე დამაკვირდა, მე კი ცალი თვალით ვუყურებდი, მეორე დახუჭული მქონდა. - გამოფხიზლდით? - ღიმილით მკითხა. - დიახ, - როგორც შემეძლო, ისე გავუღიმე ექიმს და გამიკვირდა, რომ ამ მოძრაობას ტკივილი არ მოუყენებია. - მთელი სხეული მტკივა, - დავიწუწუნე. - ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა, საშიში არაფერია. ის, რომ ყველაფერი გტკივათ, ეს ლოგიკურიცაა იმის შემდეგ, რაც მოხდა... აქ ექიმი შეყოყმანდა, თითქოს არ უნდოდა რაღაცის თქმა. მე კი ბოლო სიტყვებზე გავამახვილე ყურადღება. ,,იმის შემდეგ, რაც მოხდა.” რა მოხდა? რატომ ვარ აქ, ასეთ მდგომარეობაში? რა დამემართა... გონება დავძაბე და შევეცადე გამეხსენებინა, თუმცა ყველაფერი ბუნდოვანი იყო. თავში ჩემი მშობლების და ხატიას სახე მიტრიალებდა, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და შიშის გრძნობა მეუფლებოდა. უეცრად რამდენიმე კადრმა სწრაფად გამირბინა გონებაში და მაშინვე გაქრა, მაგრამ ყველაფრის გააზრება მაინც მოვასწარი... ვიგრძენი, როგორ დამეჭიმა სხეულის თითოეული კუნთი, როგორ ამიკანკალდა სხეული და ერთიანად ცივმა ოფლმა დამასხა. ექიმს შეშინებული თვალებით შევხედე, რომელშიც მან ალბათ დაინახა მუდარა და მზერა ამაცილა. მუდარა იმისა, რომ სიმართლე ეთქვა. მაგრამ ამავდროულად ეს არ აღმოჩენილიყო ის, რაც მე მეგონა, რაც მთელ ცხოვრებას დამინგრევდა... - ექიმო, მითხარით, როგორ აღმოვჩნდი აქ? - ხმა მიკანკალებდა. - ავტოავარიაში მოხვდით. აქ კი ყველაფერი დალაგდა თავში, ყველაფერი გამახსენდა. თითოეული დეტალი აღიდგინა ჩემმა გონებამ და ისიც, თუ რას ვგრძნობდი იმ წამს. ჩაბნელებული ქუჩა, შიში, შეშინებული სახეები და ბორბლების გამაყრუებელი ხმა. მერე კი... მერე სრული სიშავე, სიცარიელე... ხელებმა უფრო მეტად დამიწყეს კანკალი. მთელი სხეული, თითოეული უჯრედი ტკივილმა მოიცვა. ოღონდ ამჯერად ეს სულიერი ტკვილი იყო. ვხვდებოდი, რომ ყველაფერი კარგად ვერ იქნებოდა, თუმცა როგორ მინდოდა ასე ყოფილიყო. როგორ მინდოდა, ეს ყველაფერი ერთი მორიგი ცუდი სიზმარი აღმოჩენილიყო. - რა მოხდა? - ვიკითხე ენის ბორძიკით. გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, რომელიც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, სულს მატკიებდა. ყველა ემოციისგან ნელ-ნელა ვიცლებოდი და მხოლოდ ტკივილიღა რჩებოდა. არაფრის გამოხატვა არ შემეძლო, მხოლოდ ცრემლებით მევსებოდა თვალები. - ძალიან დიდი ავარია მოხდა და, თქვენი მშობლები... მეტი აღარ გამიგონია, მეტი აღარ შემეძლო, ვერ აიტანდა ამას ვერც ჩემი გონება და ვერც გული. უბრალოდ გავითიშე, ყველაფრის შეგრძნება დავკარგე... გონს რომ მოვედი, ექიმი და აცრემლებული დეიდაჩემი დავინახე. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი კი არა, საშინელი რეალობა იყო. თვალები ამიცრემლიანდა და თავის შეკავება არც მიფიქრია, ტირილი დავიწყე. - ჩემო ლამაზო, არ იტირო, - თუმცა ჩემთან ერთად ისიც ტიროდა. დაიხარა და ჩამეხუტა, მე კი განძრევა არ შემეძლო. არა იმიტომ, რომ სხვეული მტკიოდა. სული მქონდა იმდენად დამძიმებული, რომ ვეღარც ვმოძრაობდი, მხოლოდ ტირილი შემეძლო. - მოგიკვდეს დეიდა, ყველაფერი კარგად იქნება, - ჩურჩულებდა ლილუ და თან სახეზე მეფერებოდა. - ყველაფერი კარგად აღარასოდეს იქნება. რაც არ უნდა კარგი რამ მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი კარგად მაინც არ იქნებოდა. ისინი ყოველთვის დამაკლდებოდნენ მე. ჩემი მშობლები, ჩემი საყვარელი დედიკო და მამიკო... როგორ მწყდება ახლა გული, რომ ყოველდღე არ ვეუბნებოდი, თუ როგორ ძალიან მიყვარდა ორივე. ახლა უკვე ვეღარასოდეს ვეტყვი... ვეღარასოდეს დავინახავ მამიკოს ეშმაკურ თვალებს, როცა ჩემს გაბრაზებას ცდილობდა და წინასწარ წარმოიდგენდა ჩემს რეაქციას. ვეღარასდროს გავიგონებ დედიკოს დაუმთავრებელი სიცილის ხმას, რომელიც მეც ამიყოლიებდა ხოლმე ყოველთვის. ვეღარასდროს გავიგონებ მათ ხმას. ღმერთო.. რატომ მაინცდამაინც მე? - ხატია როგორ არის? - როცა ოდნავ დავწყნარდი და ლაპარაკიც შევძელი, მაშინ ვკითხე დეიდას. - ის შედარებით კარგადაა. ფანჯარასთან რომ იჯდა, ამან გადაარჩინა, შუშა გატყდა და იქიდან შეძლო თავის დახწევა. მანქანა აფეთქდა...- ბოლო სიტყვები დაიჩურჩულა და თვალებიდან ჩემსავით წამოუვიდა ცრემლები. ლილუ თითქმის მთელი დღე ჩემთან იყო, მივლიდა და საჭმელს ძალით მაჭმევდა, რადგან მე მადა არ მქონდა, არაფერი არ მინდოდა. არაფერი გარდა იმისა, რომ ჩემი მშობლები მენახა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო... სრულიად ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, ცოცხალ გვამს დავემსგავსე. ჭერში ერთ წერტილს მივშტერებოდი და ცრემლები თავისით მდიოდა თვალებიდან. იმდენს ვტიროდი, მეგონა ბოლოს ცრემლიც კი დამიშრებოდა. სულიერად გავნადგურდი, დავეცი და ჩემი ფეხზე წამოყენება არავის და არაფერს შეეძლო. ხატია იმდენად იყო გამოჯანმრთელებული, რომ რომ საავადმყოფოდან გაწერეს და ჩემს სანახავადაც დადიოდა ხშირად. მაგრამ ვატყობდი, რომ ჩემს არაფრისმთქმელ სახეს და უემოციობას ვერ უძლებდა. მასაც ხომ ჩემსავით ტკიოდა გული, ჩვენ ორივემ დავკარგეთ მშობლები. ბიძია უკრაინიდან ჩამოვიდა, ისიც ჩვენსავით განადგურებული იყო. ერთადერთი ძმა დაკარგა, რომელიც სამი წელი არ ჰყავდა ნანახი და როგორც აღმოჩნდა, წელს აპირებდა ჩამოსვლას და ჩვენ არ გვეუბნებოდა უბრალოდ არაფერს, სიურპრიზს გვიკეთებდა. ნელ-ნელა გამოვჯანმრთელდი და სამი კვირის შემდეგ საავადმყოფოდან გამწერეს. არანაირი რეაქცია არ მქონია, ყველაფრის აღქმის უნარი დავკარგე. თუმცა იმის გააზრეაბ საშინლად ძნელი და მტკივნეული იყო, რომ მე და ჩემ დას ისევ იმ სახლში უნდა გვეცხოვრა, სადაც ადრე ვცხოვრობდით, ოღონდ მშობლებთან ერთად. გაშტერებული ვუყურებდი რკინის შავ კარს, თითქოს რაღაც უცნაური საგანი ყოფილიყო, მისი აღქმა მიჭირდა. მიჭირდა იმის გააზრება, რომ მე იქ უნდა შევსულიყავი, სადაც თექვსმეტი წელი გავატარე. აქ იყო ჩემი ყველა მოგონება, კარგიც და ცუდიც. ახლა ცუდიც კარგად მაგონდებოდა... კარი ბიძიამ გააღო და პირველი ისე შევიდა, მე ვერ გავბედავდი. შემობრუნდა და მივხვდი, მე მელოდა როდის შევიდოდი. სახეზე კარგად ვაკვირდებოდი და იმ მხიარული კაცისას ვერაფერს ვატყობდი, რომელსაც ვიცნობდი, რომელსაც სულ უბრწყინავდა მწვანე თვალები. მთელი ძალა, რაც კი შერჩენილი მქონდა მოვიკრიბე და სახლში შევედი. თითქოს წარსულის, მოგონებების სუნი ვიგრძენი და მთელ სხეულში დამაჟრჟოლა. სახლი საშინლად ცარიელი და მკვდარი მეჩვენა, თანაც მეშინოდა კიდეც, მათი ცხედრები ხომ აქ ესვენა. იმ მისაღებში, სადაც საღამოობით ვიყავით ხოლმე ყველანი და ტელევიზორს ვუყურებდით. ნელი ნაბიჯით წავედი მისაღებისკენ და კარებში გავჩერდი, შესვლას ვერ ვბედავდი. უკნიდან შეხება ვიგრძენი, ბიძია იყო. მხრებზე ხელი დამადო და წინ მიბიძგა. მეც მორჩილად დავემორჩილე და ზუსტად იმ ადგილას დავდექი, სადაც ჩემი გათვლით ისინი ესვენებოდნენ. ტკივილისგან გული მეკუმშებოდა, თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლივ მომდიოდა და ძალა ნელ-ნელა მეცლებოდა. ამდენ ემოციურ დატვირთვას ვეღარ გავუძელი და გონება დავკარგე...
| |
|
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-02-21, 8:34 PM | შეტყობინება # 27 |
842
Offline
| bodishi rom guli dagwyvitet, magram siujets schirdeboda ase... Quote (Jack♥sparrow) რაღაცებს მივხვდი რეალურ ცხოვრებაში მაგალითად იმას რომ ჩუმად არ უნდა ვიყო და მშოიბლებს ხშირად ვუთხრა როგორ მიყვარს ისინი ai, swored eg mindoda daenaxa mkitxvels. mixariaa tu chemi chanafiqri gamartldaaa ♥vampiressa♥, dzalian diiiidiiii madloba naaaat RoB-dOd, vaihh, ra cudia dood:XX xo, gmertma yvela daifaros, magram cxovrebashi yvelaferi xdeba...
| |
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-22, 6:33 PM | შეტყობინება # 30 |
842
Offline
| მეოთხე თავი
დრო უაზროდ გადიოდა, ზომბივით დავიარებოდი და მეგონა, რომ ჩემი არსებობით ყველას და ყველაფერს ვამძიმებდი. ორი ყველაზე ძვირფასი ადამიანი დავკარგე-ჩემი მშობლები. თანაც ისე, რომ მათთვის არ მითქვამს რა ძალიან მიყვარდა ორივე. მაგრამ ნათქვამია, როცა დავკარგავთ მერე ვაფასებთო. ყველანაირი ემოციისა და გრძნობის შეგრძნების უნარი დავკარგე, ცოცხალი გვამივით დავიარებოდი. სულში სიცარიელეს ვგრძნობდი. იმასაც ვფიქრობდი, რატომ უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე, ვისთვის? მაგრამ იმაზე ვერ დავიწუწუნებდი, რომ გვერდით არავინ მყავდა. პირიქით, მეგობრები სულ ჩემთან იყვნენ და მხარში მედგნენ. ელე რამდენჯერმე ჩემთანაც დარჩა, სულ ჩემთან იყო და ცდილობდა რამით მაინც გავეხალისებინე. ხატიაც სულ ჩემთან იყო როცა სამსახურში არ დადიოდა, ერთმანეთს ვანუგეშებდით. ერთი შეხედვით ძლიერი ჩანდა, მეც კი არ მანახებდა ბოლომდე მის სისუსტეს, მაგრამ ხომ კარგად მესმოდა რას გრძნობდა, ერთმანეთის ტკივილს ვგრძნობდით... დეიდა მთხოვდა მასთან გადავსულიყავი საცხოვრებლად, მაგრამ მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, რასაც სახლში ყოფნისას ვგრძნობდი, სხვაგან გადასვლა მაინც არ მინდოდა, ისედაც ხშირად ვრჩებოდი სხვაგან, როცა ჩემი და გვიან ბრუნდებოდა სახლში. თითქმის ორი თვე გავიდა და მე ისევ ისე ვიყავი, ყველანაირი ემოციის გარეშე და დილით სველ ბალიშთან ერთად ვიღვიძებდი. ბიძია ისევ ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, უკრაინაში არ ბრუნდებოდა. მე და ხატია ვხვდებოდით, რომ იქ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, მაგრამ არც ჩვენი მარტო დატოვება არ უნდოდა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ცეკვის ხალისი დავკარგე. ის, რაც აქამდე ცხოვრებას მიხალისებდა, ახლა სულ გაქრა. ელე ყოველ დღე მიჩიჩინებდა სტუდიაში წამოდიო, მაგრამ თავს ვიკავებდი, მეგონა სულ დამავიწყდა ყველა ილეთი და მაში დარწმუნების მეშინოდა. - თამ, 6-ის ნახევარზე ცეკვა მაქვს, ხომ არ წამოხვალ? - ისევ მკითხა ელენემ. უკვე მერამდენედ მეკითხებოდა და მერამდენედ იღებდა უარს. - არ შემიძლია ელ, მეშინია... თანაც ვიცი, მათ თვალებში სიბრალულს დავინახავ და ეს საშინლად გამაღიზიანებს. უკმაყოფილოდ თავი გაიქნია და სხვა თემაზე დაიწყო საუბარი. ამასობაში ბავშვებმა დაურეკეს მობილურზე და გარეთ სთხოვეს ჩასვლა. კლასელები სასეირნოდ იყვნენ გამოსულები თურმე. - შენც მოდიხარ! - ისეთი ტონით მითხრა, რომ შეწინააღმდეგება აღარც მიფიქრია. ბავშვებს ჩემი დანახვა გაუკვირდათ და ამავდროულად გაუხარდათ კიდეც. ხშირად არ გავდიოდი გარეთ, ახლა კი პირობა დამადებინეს, რომ სულ მათთან ერთად ვიქნებოდი. უკვე ცეკვაზე წასვლის დრო იყო, ამიტომ ბავშვებმა გადაწყვიტეს ელე სტუდიამდე მიეცილებინათ. ჩემი სურვილის მიუხედავად, მაინც გავყევი მათ. როგორც კი შენობას მივუახლოვდით, გული ამიჩქარდა. მომაგონდა ჩემი დიდი, სარკეებიანი დარბაზი და რა დიდი სიამოვნებით ვცეკვავდი ხოლმე იქ. სარკეში ვაფიქსირებდი ჩემს ყველა მოძრაობას და ვამაყობდი იმით, რომ ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. საშინლად მომინდა შევსულიყავი დარბაზში, ვყოფილიყავი სრულიად მარტო და მეცეკვა ჩემი საოცნებო ცეკვა... ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ცეკვის მასწავლებელი-ნატა შეგვხვდა შენობასთან, მანქანიდან გადმოდიოდა. მე რომ დამინახა, თბილად გამიღიმა და მოსასალმებლად წამოვიდა. - გამარჯობათ ნატა მას, - რაც შემეძლო დამაჯერებლად გავუცინე და გადავკოცნე. მან კი ძლიერად ჩამიხუტა და გულთბილად მომიკითხა. - ესე იგი, დაგვიბრუნდი? - მკითხა გახარებულმა. - არა, არამგონია...- უხერხულობისგან შევიშმუშნე. - ჯერ ვერა, - შევასწორე ნათქვამი. - კარგი, როგორც გინდა. მაგრამ შენი ფახსაცმელები ისევ ჩემს კაბინეტში დევს. ახალი რომ შეუკვეთე გახსოვს? მკერავმა უკვე რამდენი ხანია მოიტანა. გამახსენდა, როგორ ველოდებოდი ახალ ფეხსაცმელებს. ერთი სული მქონდა გამეგო როგორი იყო ათსანტიმეტრიანებით ცეკვა. გული ძალიან დამწყდა, რომ ორ თვეზე მეტი არ ვცეკვავდი. მთელი გულით მინდოდა ისევ გამეგრძელებინე ცეკვა, მაგრამ რაღაც მიშლიდა ხელს. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე დარბაზში ავსულიყავი და თუ არ ვიცეკვებდი, ფეხსაცმელს მაინც წამოვიღებდი. - მაშინ ამოვალ დარბაზში, - გაუბედავად ვთქვი. - მაგარია! - წამოიკივლა ელემ, ბავშვებს უცებ დაემშვიდობა და შენობისკენ წამათრია. დარბაზის კარის წინ ვიდექი და შესვლას ვერ ვბედავდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა იქ შესვლა და ცეკვა, ამავდროულად შიშის გრძნობაც მქონდა. არ მინდოდა ხალხის თვალებში სიბრალული დამენახა, ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებდა! მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი-ელენე იყო. ადამიანი, რომელიც ყოველთვის მამხნევებს და ჩემთანაა, როცა მჭირდება. თბილად გამიღიმა და კარი გააღო. ძალა მოვიკრიბე, სახეზე ღიმილი მივიკერე და შევედი. დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. მხოლოდ ნატა, მისი ქმარი და რამდენიმე ბიჭი იდგა, რომლებსაც არც ისე კარგად ვიცნობდი, მაგრამ ალბათ ჩემი ამბავი მათაც ეცოდინებოდათ. მათკენ წავედი და ყველას მივესალმე. Nატას ქმარი კი, დათო, გადამეხვია და ისე მომესალმა. თურმე ამ კაცსაც ჰქონია თბილი გრძნობები, რას ერჩოდნენ ბავშვები... ბიჭებს შორის ის ბიჭიც იყო, რომელიც ჩემი მეწყვილე უნდა გამხდარიყო, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო... - ანუ ისევ დაუბრუნდი ცეკვას, არა? - მკითხა დათომ. - ჯერ არა. სულ შემთხვევით შემოვიარე აქ. მაგრამ ცეკვას აუცილებლად განვაგრძობ, მის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. - ძალიან კარგი, - გამიღიმა დათომ. ნეტავ მხოლოდ ასეთ სიტუაციებში იღიმის თუ სულ ისეთია, როგორიც აქამდე იყო? ნატამ კაბინეტიდან ფეხსაცმელები გამოიტანა და გადმომცა. ისეთი გახარებული ვიყავი, თავს ძლივს ვიკავებდი რომ სიხარულისგან არ მეყვირა და ხტუნაობა არ დამეწყო. ამ ხნის განმავლობაში პირველად ვიგრძენი სიხარული. ახლა საბოლოოდ და ბოლომდე დავრწმუნდი, რომ ცეკვა ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. ნაწილი, რომლის გარეშეც თავი არასრულფასოვანი მგონია. გასახდელში შევედი და აი იქ ვიგრძენი ის, რისიც აქამდე მეშინოდა. ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული და არ იცოდნენ რა ეთქვათ. - გამარჯობა ბავშვებო, როგორ ხართ? - ისევ ღიმილი ავიკარი სახეზე და თავისუფალი ადგილისკენ წავედი რომ გამომეცვალა. - თამო დაბრუნდი? - რამდენიმემ ერთად მკითხა. ელეს გაეცინა. - დღეს რა ყველა მაგას ეკითხებით. მოიცადეთ და თქვენ თვითონ ნახავთ, - ცოტა უხეშადაც გამოუვიდა. - ჯერ არა, მაგრამ ცეკვის მიტოვებას არ ვაპირებ. სისტემატიურად ვერ ვივლი, ხანდახან თუ შემოვივლი ხოლმე. ამასობაში ნატამ დაიძახა გამოდითო და გასახდელში მხოლოდ მე დავრჩი. რადგან გამოსაცვლელები არ მქონდა წამოღებული, მხოლოდ ფეხსაცმელები ჩავიცვი და დარბაზში შევედი. თავიდან ბავშვები მოთელვას აკეთებდნენ, მაგრამ მე ცალკე დავიწყე ვარჯიში. ვუყურებდი ჩემს ანარეკლს სარკეში და არ მჯეროდა, რომ მე ვიყავი. ისევ ვცეკვავდი და ისევ ვიღებდი სიამოვნებას... თვალები დავხუჭე და ვალსის ცეკვა დავიწყე ჩემთვის, მარტომ... ალბათ შორიდან სასაცილო სანახავიც ვიქნებოდი, ხელები ჰაერში მქონდა დაჭერილი... მაგრამ უეცრად მუსიკა შეწყდა და მეც უკმაყოფილომ გავახილე თვალები. - თამუნა, ჯობია ლექსოს ტანგო ეცეკვო, - მითხრა ნატამ და ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე ჩართო მუსიკა. ლექსო ის ბიჭი იყო, რომელიც ჩემი მეწყვილე უნდა გამხდარიყო, რომ არა... საერთოდ არ მინდოდა თითქმის უცნობ ადამიანთან ცეკვა, მაგრამ ტანგოს ცალკე სრულფასოვნად ნამდვილად ვერ ვიცეკვებდი. ამიტომ ლექსოს გამოწვდილ ხელში ჩემი ხელი ჩავუდე და პოზიციები დავიკავეთ. ჩემთვის გულში ვითვლიდი:,,ნელა, ნელა, ჩქარა, ჩქარა, ნელა...” მეწყვილეზე ბევრია დამოკიდებული. ლექსო კი ძალიან კარგად ცეკვავდა და ამიტომ მეც არ ვფიქრობდი იმაზე, რომ უცებ ხელს გამიშვებდა და წავიქცეოდი. ყველა მოძრაობას დაუფიქრებლად ვაკეთებდი, ფეხები თავისით მოძრაობდნენ... მე კი მეგონა, რომ სულ დამავიწყდა ცეკვა. მუსიკა დამთავრდა და ტაშის ხმა გავიგონე, ნატა იყო. დანარჩენები კი გაოგნებული სახით გვიყურებდნენ. ელენეს, ისევე როგორც ნატას, კმაყოფილი სახე ჰქონდა. იცოდა რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ცეკვა. - არ შევმცდარვარ როცა ვთქვი, რომ თამუნამ და ლექსომ ერთად უნდა იცეკვონ-მეთქი, - თქვა ნატამ. - თქვენ კი საქმეს მიხედეთ, ნუ გაჩერდით, - უთხრა ბავშვებს და ჩვენსკენ წამოვიდა. - ყოჩაღ ბავშვებო, ძალიან კარგი იყო. - გმადლობთ ნატა მას, მაგრამ ახლა სჯობს წავიდე. ცოტა ხნის წინ სრულ ბედნიერებას ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ისევ დავუბრუნდი რეალობას და ჩემი ტკივილი გამახსენდა. როგორ მინდოდა ჩემი ცეკვა ენახათ მშობლებს... მაგრამ სამსახურით იყვნენ დაკავაბულნი და ამიტომ ჩემს არც ერთ კონცერტზე თუ კონკურსზე არ ყოფილან. მხოლოდ ერთხელ წამომყვა დედა ჩემს პირველ კონკურსზე. მინდოდა ენახათ როგორ ვცეკვავდი და ჩემით ეამაყათ, მაგრამ უკვე გვიანია... - კარგი, კიდევ შემოგვიარე ხოლმე. - ჰო, - ჩემთვის ჩავიბუტბუტე და მაშინვე გასახდელში შევედი. დეხზე უცებ გამოვიცვალე და გარეთ გავვარდი. მარტო მინდოდა ყოფნა, მაგრამ დეიდამ დამირეკა და მთხოვა სახლში მივსულიყავი. იქ მისულს კი ახლო ნათესავები დამხვდნენ, სუფრა ჰქონდათ გაშლილი. რას ზეიმობდნენ ვერ მივხვდი, მაგრამ უზრდელობაში რომ არ ჩამოერთვათ, ცოტა ხნით მათთან ერთად ვიყავი. მაგრამ შემდეგ თავის ტკივილი მოვიმიზეზე და ჩემს ოთახში შევედი. ერთ კვირაზე მეტი გავიდა და ისევ ისე ვიყავი. ცვლილება მხოლოდ ის იყო, რომ გარეთ სიარული დავიწყე. თუმცა სულ მარტო ვსეირნობდი. იშვიათად თუ წავიდოდი მეგობრებთან ერთად. არ ვიცი იმ დღეს რატომ მომივიდა თავში ეს, მაგრამ მშობლების სასაფლაოზე გადავწყვიტე ასვლა. Uკვე მოსაღამოვებული იყო სასაფლაოს ჭიშკარს რომ მივუახლოვდი. საშინლად მეშინოდა იქ მარტო მისვლა, თანაც საფლავის ზუსტი ადგილიც აღარ მახსოვდა, ინტუიციით მივდიოდი. ბევრი სიარულის შემდეგ, როგორც იქნა მივაგენი... მათთან საუბარი ძალიან მინდოდა, მათი ხსმი გაგონება... ქვაზე ჩამოვჯექი, ცხელი ცრემლები ლოყას მისველებდნენ და უკვე ნორმალურადაც ვეღარ ვხედავდი. ბუტბუტი დავიწყე, ამ ხნის განმავლობაში რაც მოხდა ყველაფერი მოვუყევი მათ. მინდოდა კიდევ დიდ ხანს ვყოფილიყავი იქ, მაგრამ საშინელი წვიმა წამოვიდა და მეც იძულებული გავხდი სახლში დავბრუნებულიყავი. სახლის კარები შეშინებულმა ხატიამ გამიღო. - სად იყავი აქამდე? რატომ არ დარეკე? მობილური გამორთული რატომ გაქვს? - ვაიმე დეიდა, რას გავხარ! - ეს უკვე დეიდაჩემის იყო. ისე შეიცხადა, თითქოს რაღაც საშინლად გამოვიყურებოდე. დავიხედე და... სასიამონო სანახავი ნამდვილად არ ვიყავი. - უბრალოდ გავისეირნე და წვიმაში მოვყევი. მობილური კი დამიჯდა. ბოდიშით, - არაფრის თქმა აღარ ვაცადე, მაშინვე აბაზანაში შევედი. ამ დღეს უშედეგოდ არ ჩაუვლია, საშინელი სიცხეები მქონდა. მთელი ერთი კვირა სულ ლოგინში ვიწექი და მახველებდა, მაღალ სიცხეს კი ვერ მიგდებდნენ... ერთი კვირის შემდეგ კი შესამჩნევად გამოვჯანმრთელდი, მაგრამ თავს სუსტად მაინც ვგრძნობდი. დილაობით სუფთა ჰაერზე სასეირნოდ დავდიოდი, ვვარჯიშობდი, ყველას უსიტყვოდ ვემორჩილებოდი. ჩემდა საბედნიეროდ საზაფხული არდადეგები დაიწყო და სკოლაში სიარული არ მიწევდა. ერთი სეხედვით თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მე ხომ კარგად ვიცოდი, რომ ისეთი აღარ ვიყავი, ძველი თამუნა ვერ დაბრუნდებოდა. მთელი დღე მე და ბიძია მარტონი ვიყავით. ხატია და დეიდა სამსახურში იყვნენ. ჩემი პატარა დეიდაშვილი მთელი დღე ჩვენთან იყო და გვამხიარულებდა, საღამოს კი დეიდას სახლში მიჰყავდა. ჩემთვის ყველანარი ემოცია გაქრა და მხოლოდ ტკივილი დარჩა, უკვე ცეკვაც კი აღარ მინდოდა. სახლის ყოველი კუნჭული მათ მახსენებდა და ჯერ კიდევ შეუხორცებ იარებს მტკენდა. ბოლო დროს ხატია, დეიდა და ბიძია ხშირად საუბრობდნენ ჩემგან მალულად. ვცდილობდი გამეგო რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ვერ მოვახერხე. სანამ ერთ დღეს სამივემ ერთდროულად არ მოისურვა ჩემთან ლაპარაკი. - თამ, ჩვენ ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ შენთვის უკეთესი იქნება თუ ბიძაშენს უკრაინაში გაყვები.
| |
|
|