ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ვცეკვავ მონატრებას

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-06-29, 6:29 PM | შეტყობინება # 181

842
83  +
   ±
Offline
gushin ver movaswari dawera. dges iqneba aucileblad...))

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-06-29, 10:31 PM | შეტყობინება # 182

842
83  +
   ±
Offline
X თავი


სანდრომ კიევში თავისი საყვარელი ადგილები დამათვალიერებინა. რამდენიმე მყუდრო, ლამაზი და მხიარული სკვერი, მაგრამ ის ადგილი არც კი უხსენებია, რაც მე მაინტერესებდა.
- სანდრო, კიევში რბოლები არ იმართება? - ვკითხე გულობრყვილო სახით. ვიგრძენი როგორ დაიძაბა.
- რაში გაინტერესებს? შენ ხომ სიჩქარის გეშინია.
- ეს ახლა, ადრე ვგიჟდებოდი სიჩქარესა და ადრენალინზე. რამდენჯერმე თბილისში გამართულ რბოლებზეც ვიყავი.
- შენ? - გადმომხედა გაკვირვებული სახით.
- რა გაგიკვირდა?
- შენ, ასეთი პატარა და სათუთი, რბოლაზე როგორ წახვედი?
- ამ პატარა და სათუთმა გოგომ სხვათაშორის ძალიან ცუდი გაბრაზება იცის, - თვალები დავქაჩე.
- ვჩუმდები, - გაეცინა.
ცოტა ხანს ორივე გავჩუმდით. მე გარემოს ვათვალიერებდი, სანდრო კი ჩაფიქრებული სახით მიწას მიშტერებოდა.
- აქ რამდენი ხნით ჩამოხვედი?
ამ კითხვას არ მოველოდი და გამიკვირდა, მაგრამ პასუხი მაინც გავეცი.
- თვითონაც არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე. - აქ ახალი ცხოვრების დასაწყებად გამომგზავნეს და მგონი არ შემცდარან. საქართველოში ზომბივით ვიყავი, ყველაფერს დაპროგრამებულივით ვაკეთებდი. აქაური გარემო ჩემზე კარგად მოქმედებს, მაგრამ ვიცი რომ დიდ ხანს ვერ გავძლებ. ყველაზე მეტად მონატრების გრძნობას ვერ ვიტან, შინაგანად მასუსტებს. არ მგონია ერთ წელზე მეტი გავჩერდე.
- გული მაინც იქითკენ მიგიწევს, არა?
- რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან დიდი ტკივილი მაკავშირებს, ბევრი კარგი მოგონება და ჩემთვის ძვირფასი ხალხია იქ. თუმცა ეს ტკივილი, სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ჩემთან ერთად იქნება, - თუ ტანჯვასა და ტკივილს თვალებში არ ჩავხედე, ვერასდროს გავუმკლავდები მათ.
- მიუხედავად იმისა, რომ ნათესაობის უმრავლესობა აქ ცხოვრობს, საქართველოს ნახვა მაინც მინდა, თითქოს მონატრებასაც კი ვგრძნობ, - თქვა მან.
- არასდროს არ ყოფილხარ? - გამიკვირდა.
- ბოლოს რომ ჩავედით, ხუთი წლის ვიყავი. ახლა ჩვიდმეტის ვარ, - გაეცინა.
- სანდრო, - ფრთხილად წარმოვთქვი მისი სახელი. - შენ ხომ ჩემთვის რაღაც უნდა აგეხსნა?
- ასახსნელი არაფერია, - მოკლედ მომიჭრა.
- შენ შემპირდი, - ვჯიუტობდი.
- მერე ვინ გითხრა, რომ ყველა პირობას ვასრულებ? - ეშმაკური სახით გამომხედა. მე კი ისე მომინდა გამელამაზებინა მისი ირონიული ფიზიონომია.
- პირობა პირობაა და საერთოდაც, ვერ ვიტან როცა ადამიანი დანაპირებს არ ასრულებს. უპასუხისმგებლოდ და მატყუარად მიმაჩნია, - მინდოდა მიმეხვედრებინა, თუ არაფერს მეტყოდა, მასზე ცუდი შთაბეჭდილება შემექმნებოდა.
- მანდედან არცერთი არ ვარ, - თვალი ჩამიკრა.
სიბრაზისგან სისხლმა თავში ამასხა და ვიგრძენი, როგორ წამოვწითლდი. სიმწრისგან თვალებიც კი ამიცრემლიანდა.
- ოქეი, - სკამიდან ავდექი, ზურგი შევაქციე და წამოვედი.
მეგონა გამომეკიდებოდა, მაგრამ შევცდი. საკმაოდ დიდი მანძილი გავიარე უკვე. თუ უნდოდა, აქამდე მოვიდოდა. ცნობისმოყვარეობა მეუბნებოდა რომ უკან უნდა გამეხედა და მენახა რას აკეთებდა სანდრო, მაგრამ სიამაყე ამის უფლებას არ მაძლევდა. ბოლოს, როგორც ყოველთვის, სიამაყემ აჯობა. ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.
სახლში მისული საშინელ ხასიათზე ვიყავი. ნერვები მქონდა მოშლილი და გარშემო ვერაფერს ვიტანდი. ცოტათი შიმშილი ვიგრძენი და სამზარეულოში შევედი, მაგრამ როცა ჭურჭელი დავინახე, საშინლად მომინდა მათი დამტვრევა და ამით ბრაზის ამონთხევა, მაგრამ ბიძიასა და რიმას ნივთებს გავუფრთხილდი და საძინებელში ავედი.
ლეპტოპი ჩავრთე და სკაიპში ჩემი ელენე რომ დავინახე, სიხარულისაგან ბრაზი თითქმის დამავიწყდა, თითქმის! ელეს დიდი ხანი ველაპარაკებოდი, აბსოლუტურად ყველაფერი მოვუყევი და მისგანაც გავიგე იქაური ამბები. სანდროს სასახებ იმდენი მოვყევი, იმდენი ვიწუწუნე და ისე გამოვლანძღე, რომ ელე დაიღალა მისი ამბების მოსმენით.
- იცი რა ქენი? ჩემთან რომ წუწუნებ მასზე და კარგადაც რომ გამოლანძღე, ყველაფერი პირში უთხარი და მოგეშვება. რომელი მორიდებული შენ ხარ, - გადაიკისკისა.
- არა, იცი როგორი კარგი მშობლები ჰყავს? ეს საიდანაა ასეთი, - ბუზღუნს ისევ არ ვწყვეტდი.
- ბოლოს და ბოლოს, სულ რაღაც სამი დღეა რაც იცნობ და ასე რატომ ენდობი? რატომ შეგექმნა ისეთი წარმოდგენა, თითქოს კარგი ადამიანია? მხოლოდ იმიტომ რომ კარგი მშობლები ჰყავს და მამამისი ბიძაშენის მეგობარია? პატარა ბავშვივით იქცევი, თამ. ასე არ უნდა ენდო ადამიანებს.
დავფიქრდი. ელენე მართალი იყო. რატომ ვენდობოდი სანდროს ასე და რატომ მეგონა, რომ კარგი ადამიანი იყო? რა მიმდობი ვარ... მაგრამ როცა მის სახეს წარმოვიდგენდი, მიკვირდა, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი ცუდი იყოს?
- წიგნს ყრდით არ აფასებენ, თამ, - თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა ელენემ.
- მართალი ხარ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც არ მინდა იმის დაჯერება, რომ სანდრო ცუდი ადამიანია.
- შეიძლება არც არის ცუდი, მაგრამ რამდენიმე დღის გაცნობილს ასე არ უნდა ენდობოდე, უცხო ქვეყანაში ხარ, -შემახსენა მან.
- ყველაფერი ხომ უნდა გავარკვიო? - გაბუტული ბავშვივით, ტუჩები გამოვბერე.
- კი, მაგრამ მისი საქციელი გულთან ასე ახლოს არ უნდა მიიტანო, - განაგრძობდა ჩემს დარიგებას ელენე.
- არადა როცა მასთან ვარ, ისეთი მხიარული ვხდები. რომ დამინახო, ვერც კი მიცნობ. უკრაინა ჩემზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ დიდ ხანს ვერ გავძლებ აქ.
- კიდევ კარგი ბოლო ნაწილიც მიაყოლე, თორემ ვერ გადამირჩებოდი, - გამეცინა.
ელესთან კიდევ დიდ ხანს ვილაპარაკე. მერე ხატიასა და დეიდას დავურეკე, მათთან საუბარით გული ვიჯერე და ლეპტოპი გამოვრთე. საწოლზე მოკალატებულს წიგნის კითხვა უნდა დამეწყო, რომ ზარის ხმა გავიგე. პირველ სართულზე ჩავედი, კარი ფრთხილად გავაღე და სანდრო შემრჩა. კარი ხმის ამოუღებლად ცხვირწინ მივუხურე და გამოვბრუნდი, მაგრამ რადგან არ ჩამიკეტია, სახლში შემოვიდა.
- დამშვიდდი? - ირონიულად მკითხა.
სიბრაზემ ისევ შემახსენა თავი, სანდროს ისე შევხედე, სახე შეეცვალა.
- რა იყო? - დაიბნა.
- რა უნდა ყოფილიყო? შეგიძლია ირონიულად მელაპარაკო, მომატყუო, დაპირება არ შეასრულო და მე დამჯერი ფინიასავით გაგიღიმებ, - მხრები ავიჩეჩე.
- თამო, - ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ ჟესტით ვაჩვენე რომ არ განძრეულიყო.
- ახლა მე ჩემს ოთახში ავდივარ დასაძინებლად. როცა გავიღვიძებ, იმედია აქ აღარ დამხვდები, გასასვლელი იცი სად არის.
კიბეებს ავუყევი და გაკვირვებული სანდრო ქვემოთ დავტოვე. საძინებელში შევედი თუ არა, მაშინვე საწოლზე დავემხე და ჩემი საყვარელი დათუნია ჩავიხუტე. თვალები ცრემლებით ამევსო. რატომ ვარ ასეთი გულჩვილი და გულობრყვილო? ბოლოს დაზარალებული ყოველთვის მე გამოვდივარ. ცოტა ხანში თვალები მიმელულა და ნელ-ნელა ძილიც მოდიოდა, მაგრამ ყველაფერი ჩემი საძინებლის კარის გაღებამ გააქრო. ოთახში სანდრო შემოვიდა. ერთ წამით შემეშინდა კიდეც. მთელ სახლში მარტონი ვიყავით და თუ მართლაც არ იყო კარგი ადამიანი, ხელს ვერაფერი შეუშლიდა და მეც ვერ შევეწინააღმდეგებოდი მის დაკუნთულ სხეულს.Mმომიახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, მე კი უნდობლად ვუყურებდი. ხმა არ ამოუღია, ჯიუტად მეც ჩუმად ვიყავი.
- დიდხანს აპირებ ასე ყოფნას? - დაღლილი გამომეტყველებით მკითხა.
- ჩემი საქციელი თუ არ მოგწონს, შეგიძლია წახვიდე და თავი დამანებო.
- შენ გინდა რომ წავიდე?
ჩამჭრელი კითხვა... მიუხედავად იმისა რომ დაძაბული ვიყავი და შიშის გრძნობა არ მტოვებდა, ეს ადამიანი საოცრად მიზიდავდა. პასუხი არ გამიცია, სიჩუმე ვამჯობინე. ,,არა” რომ მეთქვა, მაშინ სამუდამოდ უნდა დამეკარგა სანდრო, რაც შეიძლება მერე მენანა. ჩემი სიამაყიდან გამომდინარე ,,კი”-ს არასდროს ვეტყოდი.
- ჰმ, - ჩაეცინა.
ჩემკენ უფრო ახლოს მოიწია და ხელი ასწია. ვერც კი გავიაზრე რას ვაკეთებდი, რომ უკვე მისგან მოშორებით ვიდექი და შეშინებული თვალებით ვუყურებდი.
- რა მოხდა? - გაკვირვებული იყო.
მე კი ვერ ვხვდებოდი რა მოხდა და რა უნდა გამეკეთებინა, ერთ ადგილას გაუნძრევლად ვიდექი და დათუნიას ძლიერად ვიკრავდი გულში. ყოველთვის ასე იყო, როცა რამის მეშინოდა.
- შენ რა, ჩემი გეშინია? - დავიდა მის ტვინამდე.
არაფერი ვუპასუხე, კედელს ჯიუტად ვბურღავდი მზერით.
- თამუნა! - ჩემი სახელი მკაცრად წარმოთქვა. მოულოდნელობისაგან შევხტი.
- მოიცა, მართლა? - გაოცებას ვერ მალავდა.
- არ მომწონს, როცა სამი დღის გაცნობილ ბიჭთან ჩემს საძინებელში მარტო ვარ, - რა ბავშვურად ჟღერდა ჩემი ხმა.
- ჰაჰა, - გადაიხარხარა. - შენ ფილმებს ნაკლებად უნდა უყურო, მდიდარი ფანტაზია გაქვს.
მე კი დასჯილი ბავშვივით ვიდექი და ვუყურებდი როგორ იცინოდა სანდრო. შეიძლება მართლაც ბავშვურად მოვიქეცი და ჩემი ფანტაზიის ბრალია, მაგრამ სრულიად აზრზსმოკლებული არ იყო ჩემი შიში და ეჭვი.
- მოდი აქ, - ხელით მის გვერდით მაჩვენა. რამდენიმე წამს ვყოყმანობდი, მაგრამ ბოლოს მის გვერდით მაინც დავჯექი და თავი ჩავღუნე.
- რა სულელი ხარ, - გაიცინა და თავი ნაზად ამაწევინა. გაბრაზების ძალაც აღარ მქონდა...
- გინდა ყველაფერი მოგიყვე?
თავი ოდნავ დავუქნიე.
- შენ მკითხე, იმართება თუ არა რბოლები კიევში, მე კი არა გიპასუხე. იმართება, თან ძალიან ხშირად, მაგრამ ეს სრულიად კანონიერად ხდება. შეამჩნევდი, რომ სიჩქარე ძალიან მიყვარს, ამიტომ რბოლებში ხშირად ვმონაწილეობ. ვერ დავიკვეხნი რომ ყოველთვის ვიგებ, მაგრამ არც წაგებას ვჯერდები. იმ დღეს, როცა ბიჭებთან ერთად დამინახე და მე სახლში გამოგიშვი, ისეთი არაფერი ხდებოდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, შენმა ფანტაზიამ უკვე ყველაზე საშინელი ამბები წარმოიდგინა, - თბილად გამიღიმა. - ისინი ჩემი მეგობრები არიან, თუმცა იმ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნებიან, რომელთან ყველაფერში ვენდობი. არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრების ამ ნაწილში გაგხვიო, ამიტომ აჯობებს თუ მეტს არ დავკონკრეტდები და მითუმეტეს, ჩემი იქაური მეგობრებიდან არავის გაიცნობ.
- ანუ მათ არ ენდობი.
- გააჩნია რა საკითხში. შენ თავს ვერ ვანდობ.
მისი სიტყვები მეუცნაურა და გაკვირვებულმა შევხედე. კითხვის დასმა მინდოდა რას გულისხმობდა, მაგრამ ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა და გაჩუმება მომიწია.
- ხო დედა, - ამოვისუნთქე, როცა გავიგე რომ დედამისი იყო და არა მისი რომელიმე ,,მეგობარი.”
საუბარი დაამთავრა და მე მომიბრუნდა.
- თამ, უნდა წავიდე. ნათესავები მისულან ჩვენთან და დედამ სახლში მისვლა მთხოვა.
- რა პრობლემაა, წადი, - გავუღიმე.
- დარწმუნებული ხარ რომ შენი ფანტაზია რაიმე ახალსა და უცნაურს არ მოიგონებს? - მკითხა სიცილით.
- სანდრო!
- კარგი, ჰო, - სიცილით ხელები აწია. მერე შუბლზე ნაზად მაკოცა და დამემშვიდობა.
დაღლილი საწოლზე მივწექი, ჩემი დათუნია მივიხუტე და მორფეოსის სამეფოში გადავეშვი...

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-06-29, 10:32 PM | შეტყობინება # 183

842
83  +
   ±
Offline
ugimgamod davwere es tavi... cud xasiatze var da mitxarit tu mogewonebat, gavertobi cotas:DDD

nati_cullenთარიღი: პარასკევი, 2012-06-29, 10:55 PM | შეტყობინება # 184

400
9  +
30  ±
   ±
Offline
au kide minda kide kide kideeee ai aq odnav chans im sandros tvisebebi rac chamotvale,ironiulad molaparake da vitom yvelapris pexebze damkidebeli....dzalian momwons


makieთარიღი: პარასკევი, 2012-06-29, 11:23 PM | შეტყობინება # 185

144
4  +
28  ±
   ±
Offline
happy happy happy


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-06-30, 5:05 PM | შეტყობინება # 186

842
83  +
   ±
Offline
nati_cullen, mixaria rom mogewona happy es tavi ise saswaulad davwere:DDD sul sxva ragacis daweras vapirebdi, magram rom daviwye vegar gavcherdi da bolos agar momewona:DDD axali tavi albat xval iqneba. kiss

niniko14თარიღი: კვირა, 2012-07-01, 2:12 AM | შეტყობინება # 187

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Dzalian momewonaa <3 magram xval davdeboda da ukve xval aris :| ar unda dadoo ?? :))) dzaan minda :X


bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-07-01, 1:47 PM | შეტყობინება # 188

842
83  +
   ±
Offline
niniko14, mere jer xom ar damtavrebula dge? :))

niniko14თარიღი: კვირა, 2012-07-01, 10:25 PM | შეტყობინება # 189

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Exa ukve zeg aris ;D

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-07-02, 0:02 AM | შეტყობინება # 190

842
83  +
   ±
Offline
biggrin biggrin
me vtqvi "albaT"-tqo...
martalia ardadegebia, magram amis miuxedavad xshirad arc dro maqvs da arc weris ganwyoba. carieli sityvebis raxaruxi ki ar minda gamomivides. vici cudia lodini, magram me sxvanairad ar gamomdis...

niniko14თარიღი: ორშაბათი, 2012-07-02, 2:16 AM | შეტყობინება # 191

194
3  +
3  ±
   ±
Offline
kai gogo ra kiss rogorc moaxerxeb ise gaakete kiss


bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 7:15 PM | შეტყობინება # 192

842
83  +
   ±
Offline
XI თავი


დღის უმეტეს ნაწილს სტუდიაში ვატარებდი, საშინლად ვიღლებოდი, გადატვირთული გრაფიკისგან ნორმალურად ძილსა და დასვენებასაც ვერ ვასწრებდი, მაგრამ არ ვწუწუნებდი. სამაგიეროდ, როცა ვცეკვავდი, სიამოვნებას ვიღებდი. შეიძლება ეგოისტური იყოს, მაგრამ საკუთარი თავით ვამაყობდი. ვამაყობდი, როცა ცეკვის დროს სარკეში ჩემს ანარეკლს ვუყურებდი, დახვეწილად და ჰაეროვნად ვმოძრაობდი. მაგრამ ერთი რამ მაწუხებდა_შიში! შიში იმისა, რომ მასწავლებელსა და გოგოებს იმედებს გავუცრუვებდი და შუა ცეკვის დროს ილეთი დამავიწყდებოდა, ან მუსიკიდან ამოვვარდებოდი, ან ფეხი გადამიბრუნდებოდა, ან... იმდენად ვიყავი შეშინებული, თითქმის პანიკა დამეწყო. თან ვერც ვამბობდი ბოლომდე... ერთხელ როცა შიშზე დავიწყე საუბარი, ყველა მომაჩერდა და იმდენმა დამიწყო ჭკუის სწავლება, რომ გაჩუმება ვარჩიე. ანასტასია, გოგო, რომელთანაც განსაკუთრებით დავახლოვდი, სულ იმას მიმეორებდა რომ შესანიშნავად ვცეკვავდი და შიშის მიზეზი არ მქონდა. არა, მეც ვიცოდი რომ კარგად ვცეკვავდი, მაგრამ მაინც მეშინოდა, უკრაინის თასი იყო ბოლო-ბოლო... თანაც მხოლოდ ანსამბლისთვის არ ვემზადებოდი. ლენამ გადაწყვიტა, მე და ანდრეიც მოვემზადებინეთ კონკურსისათვის. თანაც ჩვენი ასაკის მიხედვით, დიდებში, ანუ ყველაზე გამოცდილ მოცეკვავეებთან ერთად უნდა გვეცეკვა. გამარკვების იმედი არ მქონდა, მაგრამ ძალას არ ვიშურებდი, ფინალში ხომ მაინც უნდა გავსულიყავით. მაგრამ თუ ვერ გავიდოდით, არც ეს არ იყო კატასტროფა. სამაგიეროდ გამოცდილებას შევიძენდით. უფრო სწორად, შევიძენდი მე! ანდრეი კონკურსების ხშირი გამარჯვებული იყო თავის ყოფილ წყვილთან ერთად, ამიტომ ახლაც არ აპირებდა დანებებას და ჩემგანაც მაქსიმალურს მოითხოვდა.
ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ მეორე მხრიდან საშა იყო. საშა და დეფილე... ასეთ გაწამაწიაში მისთვის თავაზიანი უარის თქმაც ვიფიქრე, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ დამრჩა, როდესაც კოლექციის მთავარი კაბა სპეციალურად ჩემთვის შეკერა. იმედებს ვერ გავუცრუვებდი, თანაც ეს ხომ ბიძაჩემის ფირმა იყო...
დღე-ღამეში ხუთი საათი მეძინა, მაგრამ ამას როგორმე გადავიტანდი, მეგობრებთან და ნათესავებთან საუბრისთვისაც რომ დამრჩენოდა დრო. სახლში მისული, იმდენად ვიყავი დაღლილი, რომ საწოლის გარდა არაფრის დანახვა აღარ მინდოდა, განსაკუთრებით კი კომპიუტერის. ამიტომ როდესაც გზაში ვიყავი, მობილურით ვუკავშირდებოდი საქართველოში ჩემებს და ისიც დიდ ხანს საუბარს ვერ ვახერხებდი.
სანდროს ხშირად ვნახულობდი, რადგან ფაქტიურად ჩემი მძღოლი გახდა. ძალიან მეხმარებოდა, მამხიარულებდა... რამდენჯერ ჩამძინებია ბაიკზე მის უკან მჯდომს, მას კი არც გავუღვიძებივარ, მძინარე შევუყვანივარ სახლში. მისი უსაზღვროდ მადლიერი ვიყავი და მიხაროდა, რომ გავიცანი.

საშინლად დაღლილმა, ბოთლიდან ცივი წყალი მოვსვი და თითქმის ბოლომე ჩავიყვანე. არ მდგომარეობაში ცივი წყლის დალევა არ შეიძლებოდა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. თანაც ჩემი ორგანიზმი უკვე მიჩვეული იყო გახურებულზე ცივი წყლის მიღებას. ორ საათნახევრიანი გაკვეთილი(შესვენების გარეშე) როგორც იქნა დამთავრდა. ყველანი იატაკზე ვისხედით და სულ ვითქმავდით. ყველანი დაღლილები ვიყავით... როგორც ჩანს, პირველ გაკვეთილზე არასწორი დასკვნა გავაკეთე.
- ბავშვებო ხვალ ისევ გვექნება დამატებითი გაკვეთილი, ყველაფერს დავაზუსტებთ. ზეგ კი უკვე კონკურსია. უკვე ყველაფერი იცით, მაგრამ კიდევ აგიხსნით ყველაფერს, ადგილმდებარეობასა და სხვა დეტალებს.
- თამუნას თავისი მძღოლი მოიყვანს, - გადაიკისკისა ნასწიამ, მას სხვებიც აყვნენ, აი ანასტასიამ კი მტრული მზერით დაასაჩუქრა. მათ არასდროს ჰქონიათ კარგი ურთიერთობა. ალბათ ნასწიას აღიზიანებდა, რომ მე და ანასტასია დავახლოვდით და მითუმეტეს ის ფაქტი, რომ ყოველი გაკვეთილის შემდეგ სანდრო გასასვლელთან მელოდა.
- ხვალ დილით 12-ზე მოდით, დანარჩენი დრო კი დაისვენეთ. ლენამ გამომშვიდობების ნიშნად რევერანსი გააკეთა.
- თქვენ მაინც არ გაქვთ ამის თავი, - გაიცინა და თავის კაბინეტში შევიდა.
ნელ-ნელა წამოვიშალეთ და გასახდელში შევედით. ძლივს გამოვიცვალე, სანდრომ ორჯერ დამირეკა, მალე ჩამოდიო.
- სანდრო, რა ბზიკმა გიკბინა? ვიცვლი, შიშველი ჩამოვიდე?
- პრინციპში ცუდი იდეა არ არის, - გადაიხარხარა.
- დეგენერატო! - ჩავძახე ყურმილში და მაშინვე გავუთიშე.
- ვეღარ ითმენს, - გადაიკისკისა ანასტასიამ.
- დღეს საშასგან თავისუფალი ვარ, - სიხარულისგან ტაში შემოვკარი.
- მომილოცავს. როგორ მაინტერესებს მისი გაცნობა, ძალიან სასაცილო ტიპი ჩანს.
- მართალია. ერთხელ წამომყევი და გაგაცნობ, - თვალი ჩავუკარი და წამოვდექი.
- კარგად იყავით გოგოები, მე მაგვიანდება.
ანასტასია გადავკოცნე, სხვებს ხელი დავუქნიე და ჩქარი ნაბიჯით გავწიე გასასვლელისაკენ.
- ძლივს, - ჩემს დანახვაზე ჩაიბუტბუტა სანდრომ.
- წავედით, - ვუთხარი ცივად და შლემი გამოვართვი.
- რა იყო?
- სანდრო კატასტროფულად ვარ დაღლილი, თან შენც გეჩქარება და დროზე მიმიყვანე სახლში.
- ვინ გითხრა რომ მეჩქარება?
- აბა მაშინ რას ამიფეთქე ტელეფონი, - შევუბღვირე.
- ჰმ, მომენატრე, - ჩაიცინა ირონიულად და თმები ამიჩეჩა.
- აი მე კი მონატრების გრძნობას საერთოდ ვერ ვგრძნობ.
ეჭვნარევი მზერით გამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს და უხმოდ ბაიკი დაძრა.
ორივემ ვიცოდით რომ საშინელი ტყუილი და სისულელე ვთქვი. მოანტრების გრძნობა ყოველ წამს თან დამყვებოდა, სულ ჩემთან იყო. მენატრებოდა ყველა და ყველაფერი... განსაკუთრებით ორი ადამიანი, რომლებსაც ვერასდროს ვნახავდი. მონატრებისა და ამავდროულად ტკივილის გრძნობა გულს მიღრღნიდა. ყველაზე ცუდი ისაა, როცა იცი რომ ვერასდროს ნახავ, ვერასდროს გაიგონებ შენი საყვარელი ადამიანების ხმას, უბრალოდ და უსიტყვოდ შარშანდელი თოვლივით გაქრნენ...
თვალებში წყლის რაოდენობამ იმატა და მივხვდი, რომ თუ არ გავჩერდებოდი, ტირილს დავიწყებდი. ყველა მოგონება ერთად ამეშალა, წარსულის ბედნიერი წუთები გამახსენდა და საშინლად მომინდა მეც ავვორთქლებულიყავი ამ სამყაროდან. მაშინ ხომ ვეღარ ვიგრძნობდი ამდენ ტკივილს.
სანდროს წელზე ხელები ძლიერად მოვუჭირე და თავი მხრებზე ჩამოვადე. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემთვის სცალია... ბაიკმა სვლა შეანელა და მეც გავსწორდი, რომ გარემო შემეთვალიერებინა. ჯერ კიდევ შუა გზაში ვიყავით, რატომ გავჩერდით?
- რატომ გავჩერდით? - გავაჟღერე ჩემი ფიქრები.
- რა გჭირს? - ჩემკენ მობრუნდა და პირდაპირ თვალებში ჩამაცქერდა.
- არაფერი, - ხმა გამებზარა და მარტოსული ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე.
სანდრომ ცრემლი ნაზად მომწმინდა და ჩამიხუტა.
- გინდა სადმე წავიდეთ?
მხოლოდ თავი დავუქნიე. ხმა რომ ამომეღო, ავღრიალდებოდი.
ხელები გამიშვა, წინ მიბრუნდა და ბაიკი დიდი სიჩქარით მოატრიალა.
სანდრომ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს პარკში წამიყვანა, სადაც ძირითადი ნაწილი ატრაქციონებს ეკავა, მაგრამ სიღრმეში თუ შეხვიდოდი, ულამაზესი ბუნება და კიდევ უფრო ულამაზესი ხედი იშლებოდა. პარკი ქალაქის გარეუბანში მდებარეობდა, რაღაცით ,,ბომბორას” მახსენებდა, აქ მოსულს გული ყოველთვის გამალებით მიცემდა.
მზე ჩადიოდა, ჰორიზონტი ცეცხლისფრად შეიღება... როგორ მიყვარდა მზის ჩასვლის ყურება, შვებას მგვრიდა.
- აქედან კიევი ყველაზე ლამაზია, - ჩახლეჩილი ხმით ვთქვი და ჩავახველე.
თითქოს ყელში გული მომაწვა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ასე ვიყავი ერთხელ, როდესაც საშინლად გაციებული გავედი კონკურსზე. სურდოს გამო ცხვირით ვერ ვსუნთქავდი, იძულებული ვიყავი პირით მესუნთქა. ჩემ ჯინაზე ექვსი ცეკვა ორ-ორი წუთი გვაცეკვეს, როგორ გავძელი ახლაც მიკვირს. სამაგიეროდ ცეკვა დავამთავრე თუ არა, ყელში სპაზმები მომაწვა და ძლივს ამოვისუნთქე. მაგრამ ახლა ესეც ტკბილ მოგონებად მახსენდება, აი ეს მომენტი კი არა მგონია ოდესმე ტკბილად გამახსენდეს...
ტირილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. არ მინდოდა სანდრო შემეწუხებინა, ისედაც ბევრს აკეთებს ჩემთვის. დაღლილმა სანდროს მხარზე ჩამოვადე თავი, მან კი ხელი მომხვია და მისკენ მიმიზიდა. მასთან სიახლოვე მსიამოვნებდა და წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია.
- ზეგ კონკურსი მაქვს, - მინდოდა სხვა თემაზე გადავრთულიყავი.
- ესე იგი, როგორც იქნა, ვნახავ შენს ცეკვას?
- ჰო, - გამეღიმა.
- კარგი რომ ზეგ არის, ხვალ რბოლა მაქვს, - თქვა ფრთხილად.
- მართლა? - მაშინვე თავი წამოვყავი.
- არც იფიქრო, - მკაცრად გამაფრთხილა.
- რა არ ვიფიქრო?
- ხომ იცი, რომ წინასწარ ვხვდები რას ფიქრობ შენს პატარა თავში, - მითხრა თბილად და გამიღიმა.
- მაგრამ...
- ა-რა, - დამიმარცვლა.
- ოოფ, - პატარა ბავშვივით გავიბუტე და ტუჩები გავბუსხე.
- აი ასეთი მიყვარხარ, - წელზე უფრო ძლიერად შემომხვია ხელები და ჩამიხუტა.
- როგორი, ასეთი?
- დამჯერი, - გაიცინა.
- ანუ სხვა დროს არ გიყვარვარ, ჰო? - თვალები მოვჭუტე.
- არა, მე ყოველთვის მიყვარხარ, - გამიღიმა და თავზე მაკოცა.
გულში სითბო ჩამეღვარა, მესიამოვნა მისი სიტყვები. თავი ოდნავ ავწიე და სანდროს ავხედე, რომელიც ღიმილიანი სახით გასცქეროდა ჰორიზონტს, მეც გამეღიმა... თავი ისევ მის მხარს დავადე და ბედნიერად ამოვისუნთქე. პირველად კიევში ყოფნის დროს, თავს მსუბუქად ვგრძნობდი და ეს სანდროს დამსახურება იყო...

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 7:16 PM | შეტყობინება # 193

842
83  +
   ±
Offline
rogorc iqna davwere shemdegi taviiii biggrin :D
bolo momentis ufro gavrcoba mindoda, magram ar gamomivida:DDD
gaertet kiss :*


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ხუთშაბათი, 2012-07-05, 7:25 PM

nati_cullenთარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 11:24 PM | შეტყობინება # 194

400
9  +
30  ±
   ±
Offline
auuu rogor gamexarda axali rom damxvda tan guli damwyda iset adgilas gaachere kide minda da shemdegi albat or kvirashi iqneba biggrin


niniko14თარიღი: პარასკევი, 2012-07-06, 2:18 AM | შეტყობინება # 195

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Vaime la chichoceeebi arian kacho esheni biggrin magari tavi iyo daa ra cud adgilas gawyvite mteli dzafi adamiano :\ aradaa ra kargad vtkbebodi biggrin shemdegi tavi imedia male iqneba =))))

ძებნა: