ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 17
  • 18
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ვცეკვავ მონატრებას

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-02-18, 8:48 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება:ვცეკვავ მონატრებას
ავტორი: bella-vampire
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G(General)
ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst)
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისაგან: ბავშვებო, გადავწყვიტე ეს მოთხრობა გამეზიარებინა თქვენთვის, სანამ ჩემს ფიკს გავაგრძელებ. როგორც კი ამას დავასრულებ, მაშინვე შევუდგები ჩემი ძველი ფიკის წერას. თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. და კიდევ, წინასწარვე ვამბობ იმათთვის, ვინც ეს მოთხრობა სხვაგანაც ნახა. იქაც მე ვწერ რა თქმა უნდა და გადავწყვიტე აქაც დამედო. იმედია მოგეწონებათ...


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - კვირა, 2012-02-19, 5:57 PM

eleeთარიღი: შაბათი, 2012-02-18, 8:59 PM | შეტყობინება # 2

131
2  +
7  ±
   ±
Offline
bella-vampire, Velodebi pirvel tavs :))) :**

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-02-18, 9:04 PM | შეტყობინება # 3
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bella-vampire, tamooo saxelii dzaaliaan lamaziaa da velodebii pirvel taavs kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2012-02-18, 9:18 PM | შეტყობინება # 4
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
bella-vampire, სახელი მომეწონა და ძალიან დავინტერესდი, დარწმუნებული ვარ შენი ფიკივით ესეც საინტერესო იქნება happy .


DreaMyთარიღი: შაბათი, 2012-02-18, 10:44 PM | შეტყობინება # 5
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
ai amas ki wavikitxav. tamoo, pirveli tavi maleeee :DDDDDDDDDDd

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-02-18, 11:51 PM | შეტყობინება # 6

842
83  +
   ±
Offline
პირველი თავი


ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი ისეთი, როგორიც წესით უნდა ვყოფილიყავი. თუმცა ამ ,,წესში” რა იგულისხმებოდა ვერ ვხვდებოდი... სულ მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ჩემით ყველა უკმაყოფილო იყო. თუმცა ყველა არა, ძირითადად ოჯახის წევრებთან მქონდა ეს გრძნობა. იდეალური, სრულყოფილი არავინაა, მაგრამ როდესაც თითქმის ყველაფერში გაკრიტიკებენ, თვითშეფასება თავისდაუნებურად დაბლა იწევს. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ჩემს შემთხვევაში კი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასე მოხდა...
მახსოვს, ბავშვობაში ხშირად ვიყურებოდი სარკეში, საკუთარი თავი ძალიან მომწონდა და ყოველთვის ვამბობდი, რომ მომავალში ცნობილი მოდელი გამოვიდოდი! დრო გადიოდა, მეც ვიზრდებოდი და ნელ-ნელა უფრო მეტი და მეტი მომეთხოვებოდა. მაგრამ ალბათ ყველაფერს კარგად ვერ ვაკეთებდი, რადგან ჩემდამი უკმაყოფილებას არ მალავდნენ. თუმცა უკმაყოფილო მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო. ადამიანები, რომლებიც წესით მხარში უნდა ამომიდგნენ და მათი სიყვარული და სითბო მაგრძნობინონ... ჩემი ოჯახის წევრები: დედა, მამა და უფროსი და. თუმცა მამა... ეს ცალკე თემაა.. მისი იმედი ყოველთვის მაქვს. ჩემთვის ყურადღება და სითბო არასდროს დაუკლია. სახლში ყოველ საღამოს დაღლილი მოდის, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის გამონახავს დროს. ჩემი და კი, ის უკვე დიდია, თავისი ცხოვრება აქვს.. ძირითადად სულ რამდენიმე საათით ვხვდებით ერთმანეთს, სამსახურის გამო სახლში გვიან ბრუნდება. ბევრჯერ მიგგრძვნია ის, რომ მისთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი დაიკო ვარ, თუმცა საპირისპირო გრძნობებსაც ხშირად შევხვედრილვარ. დედა კი... ყოველთვის მტკივა ამ თემაზე საუბარი, ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები ვიფიქრო ამაზე. გამომდის კიდეც. არც ჩემს გონებას და გულს არ სიამოვნებს ამაზე ფიქრი და მეც ყველანაირად ვცდილობ გვერდი ავუქციო ამ საკითხს. თუმცა ყოველთვის არ გამომდის. დედა ხომ მსოფლიოში ყველაზე საყვარელი, ყველაზე სათუთი და სათნოა. ადამიანი, რომელმაც ცხრა თვე მუცლით მატარა, ვინ იცის რა წვალებით გამაჩინა და გამზარდა ისე, რომ არაფერი არ მაკლდა. ჰო, არაფერი არ მაკლდა-ეს მატერიალურად. რაც ვიზრდებოდი, დედასთან ურთიერთობა უფრო მეძაბებოდა და ეს ძალიან მაწუხებდა. თუმცა უნდა ვაღიარო: ხშირად გვქონდა ნამდვილი, მოსიყვარულე დედა-შვილის სცენები, მაგრამ ამას ყოველთვის რომელიმის დაუფიქრებელი სიტყვა აფუჭებდა.
ალბათ ყველაფერი ზედმეტად მუქ ფერებში დაგიხატეთ და თქვენც ფიქრობთ, რომ სამყაროს მუფი ფერებით ვუყურებ. თუმცა ასე ნამდვილად არაა. მიუხედავად ამ ,,პატარა პრობლემებისა” მე მაინც გამოუსწორებელ ოპტიმისტად ვრჩები და ყოველ დილით სარკეში ჩემს ანარეკლს ვუღიმი. მიხარია ახალი დღის დადგომა და ჩემს ბედნიერებას ველი... მყავს ყველაზე კარგი მეგობრები. ცოტა, მაგრამ ერთგული და ვიცი, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს ჩემს გვერდით იქნებიან!
ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ცეკვაა. როცა ვცეკვავ, სულიერად ვმშვიდდები და სადღაც, ფერად სამყაროში გადავდივარ. სტუდიიდან გამოსული კი, ქუჩაში სულელივით მომღიმარი დავდივარ, ყველა და ყველაფერი მიხარია.
საერთოდ მგონია, რომ წინათგრძნობა თითქმის არ გამაჩნია... თუმცა, დღეს საშინელი შეგრძნებით გავიღვიძე და მთელი დღე შიშის გრძნობა არ მტოვებდა. მეგონა რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყო და ამიტომ სულ დაძაბული დავდიოდი. ცეკვაზეც კი ვერ მოვისვენე, უღიმღამო სახით ვცეკვავდი, ყველანაირი ემოციების გარეშე და როცა სარკეში ჩემი ანარეკლი დავინახე, მეგონა ზომბი ცეკვავდა. ჩემს თავზე საშინლად გავბრაზდი, ცეკვა შევწყვიტე და იატაკზე დავჯექი.
- რა მოხდა? - მასწავლებელი მომიახლოვდა და ზემოდან ჩამომხედა.
- ვერ ვცეკვავ რაა, - ისეთი ხმით დავიწუწუნე, ცოტაც და ავტირდებოდი.
ნატას ჩემს წუწუნზე გაეცინა და თავი გააქნია.
- უფრო მეტი ეცადე და გამოგივა, ნუ გეზარება, - ხელით მინიშნა, რომ ავმდგარიყავი და ცეკვა გამეგრძელებინა.
მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო გამაბრაზა. ,,ეცადე და გამოგივა,” “ნუ გეზარება.” ეს სიტყვები რომ მახსენდებოდა, მასწავლებლის კარგად ყოფნაში მეპარებოდა ეჭვი. როდის იყო ცეკვა მეზარებოდა, არ ვცდილობდი საუკეთესო ვყოფილიყავი... ყველაფრის მიუხედავად, ცეკვა გავაგრძელე, მაგრამ მაინც დაძაბული ვიყავი. ამას ისიც დაემატა, რომ ნატას ქმარი უკან დამიდგა და სარკეში მის სახეს რომ ვხედავდი, კიდევ უფრო ვიძაბებოდი. მკაცრი და ძალიან მომთხოვნი კაცი იყო. აქამდე ეს არ მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცოდი რომ რამეს მეტყოდა, რამე ,,მწარეს.”
როგორც იქნა მუსიკა დამთავრდა. კედელზე ჩამოკიდებულ საათს შევხედე და პირველად გამიხარდა, რომ სახლში წასვლის დრო იყო.
- დღეს მგონი ვიღაცეებს ცეკვა დაავიწყდათ, - უთხრა დათომ თავის ცოლს და ჩემსკენ გამოიხედა. ჰმ, ასეც ვიცოდი... ნატა მკაცრი არასოდეს ყოფილა, მისთვის არაფერი უპასუხია, უბრალოდ თბილად გამიღიმა...
- რა ჯანდაბა დაგემართა? - მკითხა ჩემმა საუკეთესო დაქალმა, როდესაც გასახდელში ვიყავით უკვე გოგოები.
- რა ვიცი, - ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
ელენემ ცოტა ხანი მიყურა, მერე თავი გააქნია და ჩაცმა გააგრძელა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქუჩაში როგორც კი გამოვედით, დაძაბულობა სულ დამავიწყდა და გოგოებთან ერთად მეც დავიწყე ხუმრობა, გულიანად ვიცინოდი და სულ არ ვგავდი გოგოს, რომელიც სულ რაღაც ხუთი წუთის წინ თავს საშინლად დაძაბულად გრძნობდა.
- ახლა რომ ცანცარებ აქ, ცეკვაზე რა ზომბივით იყავი, -გაიცინა მარიმ და მეც გამეცინა. მერე სერიოზული სახით შემომხედა. - ჰო რა იყო? რა გაცინებს? - ისეთი ტონით თქვა, ყველამ სიცილი დავიწყეთ, ის კი ვითომ ნაწყენი სახით მოდიოდა.
გოგოებს დავემშვიდობე და სახლის გზა გავაგრძელე, დღეს მარტო მომიწია წასვლა... უკვე გვიანი იყო, ძალიან ბნელოდა, მაგრამ ლამპიონები ქუჩას ანათებდა და მეც გრძელი, განათებული გზით გადავწყვიტე წასვლა. როცა სრულიად მარტო დავრჩი, ცუდმა წინათგრძნობამ ისევ შემახსენა თავი და სახლში საშინლად დაძაბული მივედი. თუმცა როდესაც მისაღებში შევედი და სამივე ერთად დავინახე, დაძაბულობა მაშინვე მომეხსნა.
- თამ, ხვალ ჩვენებთან მივდივართ, - მითხრა მამამ.
ეს ამბავი ძალიან გამიხარდა! მივხვდი, რომ ტყუილად ვიყავი მთელი დღე დაძაბული და ჩემს თავზე გავბრაზდი. მართალია ზუსტად ვერ მივხვდი სად მივდიოდით, თუმცა ,,ჩვენებში” ნათესავები იგულისხმებოდნენ, რომლებიც ცოტა გვყავდა და არც დიდი ვარიანტი იყო. უფრო სწორად ბევრი გვყავდა, მაგრამ მე ვიცნობდი ცოტას... გავიფიქრე მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად ვისთან მივდივართ-მეთქი და ჩემს ოთახში შევედი. მხოლოდ ახლა ვიგრძენი დაღლილობა და ის, რომ ჩემი დღევანდელი საშინელი ცეკვისგან ფეხები მტკიოდა. ამიტომ ცხოვრებაში პირველად დავიძინე ათ საათზე...

♫_Ani_♫თარიღი: კვირა, 2012-02-19, 0:26 AM | შეტყობინება # 7

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ძაან საინტერესოა happy მომწონს happy


♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-02-19, 1:26 AM | შეტყობინება # 8
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ohooo, saintereso dasawyisiaa. tam sheni stili momewona, dzalian kargad, msubuqad wer, tavs gakitxinebs ise biggrin imedia gagrdzeleba male iqneba kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-02-19, 10:15 AM | შეტყობინება # 9

572
28  +
48  ±
   ±
Offline
თამ, აი რა კარგია იცი...ჯერ თავიდან როგორ გქონდა აღწერილი,ძალიან მომეწონა...  მერამდენედ უნდა გითხრა,რომ ძალიან კარგად წერ ! მიყვარს შენი მო თხრობების კითხვა. პ.ს შენც კაი ინტრიგანი ყოფილხარ ხო იცი))) პროფესიონალი ხარ ამ დარგში შემიძლია თავისუფლად გითხრა! შენ ერთგულ მკითხველად მიგ ულე. ეხლა ბოლოში რაღაცა გული მმიგრძნობს რა მოხდება და თუ ისე იქნება ვნახოთ აბა...

I Hate This FuCkinG Life <3

T-MOMSENთარიღი: კვირა, 2012-02-19, 3:03 PM | შეტყობინება # 10

266
15  +
30  ±
   ±
Offline
auu raa kaargii iyoooo happy
kideeev mindaaaaaaaa ))



bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-02-19, 4:30 PM | შეტყობინება # 11

842
83  +
   ±
Offline
rogor mixaria rom mogewonaT bavshvebooo kiss
Quote (RoB-dOd)
შენც კაი ინტრიგანი ყოფილხარ ხო იცი))) პროფესიონალი ხარ ამ დარგში შემიძლია თავისუფლად გითხრა! შენ ერთგულ მკითხველად მიგ ულე. ეხლა ბოლოში რაღაცა გული მმიგრძნობს რა მოხდება და თუ ისე იქნება ვნახოთ აბა...

vgijdebi intrigazee. ogomd mashin roca chems nawerebshia, sxvashi ver vitan roca rame gaugebaria chemtvis :DD ra profesianali, uimeee(neta martla viyo) jer bevri miklia mandamde, magram imedia gavxdebi ragac drois shemdeg kiss sanam shemdeg tavs davdeb mitxari raa raze fiqroob. aq tu ara, sadme sxvagan momwere raaa, mainteresebs dzaliaan kiss
shemdegi avi cota mogvianebit iqneba smile

Jack♥sparrowთარიღი: კვირა, 2012-02-19, 4:31 PM | შეტყობინება # 12
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
აუ ისეთი საყვრლობა იყო თამოო ისეთი დალაგებული ისეთი დაწყობილი biggrin
მომეწონა
ნუ სათაურზე უკვე აღნიშნეს რომ ძალიან მაგარია და მეც ამასვე ვფიქრობ
,,ვცეკვავ მონატრებას'' <3 ძალიან ორიგინალურია
წარმატებებს გისურვებ kiss



DreaMyთარიღი: კვირა, 2012-02-19, 5:35 PM | შეტყობინება # 13
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
Perfect, happy . მომწონს, შემდეგი თავი.

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-02-19, 7:48 PM | შეტყობინება # 14

842
83  +
   ±
Offline
მეორე თავი


მეორე დღეს შესანიშნავ ხასიათზე გავიღვიძე. ჩემს თავს ვერ ვცნობდი, დიდი ხანია ასე კარგად არ მიგრძვნია თავი, თანაც უმიზეზოდ. ერთი სული მქონდა როდის წავიდოდით სტუმრად. სახლში ყველას ვაჩქარებდი, როცა ყოველთვის პირიქით არის ხოლმე. როგორც იქნა სახლიდან გავედით და მანქანაში ჩავსხედით. ვიცოდი, იქ მხიარულობა მელოდა და ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით.
- თამ, დღეს ბიძაშენის დაბადების დრე რომ არის, არ უნდა დაურეკო? - მკითხა უცებ მამამ.
გაკვირვებულმა შევხედე. სულ აღარ მახსოვდა დღეს თუ ბიძიას დაბადების დღე იყო...
- უი, - გავიცინე და დარცხვენილმა ჯიბიდან მობილური ამოვიღე.
იმდენი ხანი ველოდე როდის აიღებდა ბიძაჩემი, რომ მგონი ხელიც კი მეტკინა. ბოლოს, როგორც იქნა, აიღო.
- ბიძია, გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი სულ ბედნიერად და ჯანმრთელად.
- მადლობა თამუნია. გამიხარდა, რომ მომილოცე.
ასეთ მომენტებში მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მიყვარდა და მენატრებოდა. თუმცა, ყოველთვის ვჩუმდებოდი, არ მიყვარდა ჩემს გრძნობებზე საუბარი. ღრმა ბავშვობის შემდეგ არასდროს არ მითქვამს ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მე ისინი ძალიან მიყვარს. მხოლოდ მისალოც ბარათებში თუ მივუწერდი ხოლმე ბოლოს, გამოკვეთილად. ახლა უკვე დიდი ხანია მისალოც ბარათებს აღარ ვწერ და შესაბამისად, ოჯახის წევრების მიმართებით დიდი ხანია არც დამიწერია და არ მითქვამს სიტყვა ,,მიყვარხარ.” არ ვიცი რატომ ხდებოდა ასე, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო მათთვის ამის თქმა, ალბათ რაღაც კომპლექსიც იყო... მხოლოდ ერთი, დეიდაჩემი იყო გამონაკლისი, რომელსაც ყველანაირი კომპლექსის გარეშე ვეუბნებოდი, ჩვეულებრივად ველაპარაკებოდი ჩემს გრძნობებზე. ის და ჩემი პატარა დეიდაშვილი, ორივე უზუმოდ თბილი ადამიანები არიან. მათ გვერდით უბრალოდ შეუძლებელი იყო სხვანაირად მოქცეულიყავი...
- უთხარი, იქნებ ჩამოვიდეს აღდგომისთვის, - მითხრა დედამ.
ბიძიას სიცილი გავიგე და მივხვდი, რომ ყველაფერი გაიგო.
- გაიგე? - მეც გამეცინა.
- კი, გავიგე და თუ მოვახერხებ, აუცილებლად ჩამოვალ. მომენატრა მანდაურობა, - ხმაში სევდა შეეპარა და ალბათ ტკბილი მოგონებებიც გაახსენდა.
- ჰო, ნამდვილად კარგი იქნება თუ ჩამოხვალ, - ისე ვიყავი, აღარ ვიცოდი რა მეთქვა.
- კარგი თამუნია, ახლა უნდა წავიდე, აქ იმდენი საქმეა გასარკვევი... - ამოიხვნეშა. ვიცოდი, არ სიამოვნებდა ის სიტუაცია, რომელშიც ახლა იყო. ან ვის ესიამოვნებოდა... ჩემი საყვარელი ბიძია უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც უკრაინაში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც აქვს, თუ ჰქონდა... არ ვიცი ამას რა დავარქვა... სამუდამოდ ჩამოსვლას ვერ ახერხებს, რადგან მის გარდა საქმეს ვერავინ ვერ მიხედავს. ის და მისი ცოლი არიან ყველაფრის უფროსები. ცოლი, რომელსაც არც კი ვიცნობ, მხოლოდ სურათებით მყავს ნანახი...
- აჰა კარგი, კარგაად, - ჩავყვირე ტელეფონში და კმაყოფილმა იმით, რომ მხოლოდ მე დაველაპარაკე, მობილური ისევ ჯიბეში ჩავიდე. ეგოისტი ვარ...
- ასე უცებ რას დაემშვიდობე, ჩვენ არ გვინდოდა? - გაეცინათ.
- არა, - დავიჯღანე და ფანჯარაში დავიწყე ყურება.
მგონი მთელი თბილისი გავიარეთ და ბოლოს, როგორც იქნა, მივედით ჩვენი ნათესავების სახლში. ისე მიხაროდა, ხუთი სართული შეუჩერებლად ავირბინე და კარზე გაბმულად დავრეკე ზარი.
- თამო! - შემომეგება პატარა ანანო და ჩამეხუტა.
- პრივეტ, - გავუცინე. მან კი ხელი ჩამკიდა და ისე სწრაფად გამაქანა მისაღებში, რომ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი.
იქ კი უამრვი ხალხი დამხვდა. იმდენი იყვნენ, რომ ყველას სახე ერთმანეთში ამერია და უკვე ვეღარც კი ვარჩევდი, ვის ვიცნობდი და ვის არა. ყველა ერთმანეთში აირია და დაიწყეს ქეიფი, როგორც ეს ქართველებმა იციან. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ქეიფის დიდი მოყვარული არ ვიყავი, დღეს რატომღაც ესეც მიხაროდა და ღვინოსაც მშვენივრად ვსვამდი. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მე მიყვარს...
- მორჩა, წავედით, ჰო? - ნახევრად მთვრალმა და ნახევრად მფხიზელმა მამაჩემმა აქეთ-იქით გაიხედა, თითქოს რაღაც რჩებოდა, მერე ყველას დაემშვიდობა, მე ხელი გამახვია და გარეთ გამიყვანა.
- კარგად, - სიცილით დავიძახე და ხელი დავუქნიე ყველას.
გარეთ საშინლად წვიმდა და ამიტომ ტაქსი გამოვიძახეთ. მამა წინ მოთავსდა, დანარჩენები უკან ჩავსხედით და მანქანაც დაიძრა. რატომღაც მძღოლი ძალიან არ მომეწონა, რაღაც უცნაური და ცოტა საშიში სახე ჰქონდა. საშინლად შემეშინდა, როცა დიდ ხნიანი დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მძღოლი ნასვამი იყო. თუმცა ამაში ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვიყავი და ამიტომ ჩემ დას გადავუჩურჩულე.
- ხატი, მეჩვენება თუ ეს მძღოლი მართლა მთვრალია?
მან გაფართოებული თვალებით შემომხედა და მძღოლს დაუწყო დაკვირვება. მე ხან მძღოლს ვუყურებდი, ხან ხატიას, რომ მისი რეაქცია ამომეცნო.
- არა თამ, მგონი გეშლება. ასეთი სახე აქვს ალბათ ამ კაცს, - და თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა.
- აა ჰო, მაშინ რას ვერჩი, - ჩავიცინე.
ხატიას ნათქვამმა თითქოს დამამშვიდა, მაგრამ ვცდილობდი მძღოლისთვის თვალი არ მომეშორებინა.
- სად ვართ? - იკითხა დაბნეულმა დედამ.
ფანჯრებში გავიხედე და ვერც მე მივხვდი სად ვიყავით, არ მეცნობოდა ეს გზები.
- სხვა გზით წამოვედით, ეს უფრო მოკლეა, - აგვიხსნა მძღოლმა.
მაშინ მივხვდი, რომელ გზაზეც ამბობდა და სად ვიყავით ახლა.
- სულ მაინტერესებდა ეს ქუჩა, - ჩემთვის ჩავიბუტბუტე და გამეცინა.
მარცხნივ პოლიციის განყოფილება დავინახე. თითქმის ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემს სახლთან ახლოს იყო, მაგრამ ზუსტად მივხვდი, რომ ის არ იყო. პირდაპირ გზისკენ გავიხედე და ისეთი სიბნელე დავინახე, რომ შემეშინდა კიდეც. მართალია გზას ფარები გაანათებდნენ, მაგრამ სხვა ადგილას ლამპიონები ყველგან ენთო და იქ რაღაც არ ჩანდა. მძღოლმა რაღაც ჩაიბურტყუნა თავისთვის, მგონი შეიგინა და მაშინვე სიჩქარეს მოუმატა. მართალია გამიკვირდა ასე საგრძნობლად რომ უმატა სიჩქარეს, მაგრამ არაფერი არ ვთქვი, რადგან მანქანით სწრაფი სიარული ყოველთვის მიყვარდა. თუმცა იმანაც დამაფიქრა, რომ წვიმდა და ასეთ ამინდში დიდი სიჩქარით სიარული არ იყო მიზანშეწონილი. ამასობაში იმ ადგილსაც მივუახლოვდით, მე რომ ასე შემაშინა. მიუხედავად სიბნელისა, მძღოლმა სიჩქარეს მაინც არ უკლო და საქარე მინაში სულ ბუნდოვნად შევამჩნიე, რომ მარჯვნივ მოსახვევი იყო, ჩვენ კი აშკარად პირდაპირ მივდიოდით და მგონი მოხვევას არც აპირებდა. ერთი წამით ვიფიქრე, ხომ არ მომეჩვენა-მეთქი, მაგრამ როდესაც მარჯვნიდან მკვეთრად დავინახე ფარების შუქი და მანქანამ საეჭვოდ არამყარად დაიწყო სიარული, მაშინვე მივხვდი, რომ არ მომჩვენებია.
- ამის... - მძღოლმა უცებ ისე ხმამაღლა შეიგინა, რომ წინა სავარძელზე მძინარე მამაც გააღვიძა. მერე დავაფიქსირე, რომ საჭე მკვეთრად გადაწია მარცხნივ და ჩემს ირგვლივ ყველაფერი ისე დაბზრიალდა, როგორც ცეკვის დროს ბზრიალებდა მთელი დარბაზი. თუმცა მივხვდი, რომ ახლა მანქანა ტრიალებდა, მძღოლი უკვე ვეღარ დაიმორჩილებდა საჭეს და რაღაც საშინელება მოხდებოდა... გზას ავცდით... მეორე მხარეს კი თბილისის ხედი მოჩანდა, ანუ საკმაოდ მაღლა ვიყავით და გადავარდნის ალბათობაც მაღალი იყო. არ ვიცი, როგორ მოვახერხე ამდენის გააზრება, მაგრამ შიშისგან თვალებს ვერ ვხუჭავდი და ჩემდა საუბედუროდ ყველაფერს აღვიქვამდი. მანქანა წრიულ ბრუნებს აკეთებდა და თავს ვერცერთი ვეღარ ვიკავებდით. უკვე ვეღარ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სადღაც ქვემოთ მივემართებოდით...


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ორშაბათი, 2012-02-20, 7:05 PM

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-02-19, 8:37 PM | შეტყობინება # 15

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ვაიმე. ვაიმე დამბურძგლა.. რა საშინელებაა ღმერთო..თან ისე გქონდა აღწერილი კინაღამ ვიკივლე. ხელი გამეყინა რატომღაც(ცხელა ჩემს ოთახში) არ ვიცი რ ატო ვთქვი ეს... გავგიჟდები. აუ! იმედია გადარჩებიან ყველა თორე არ ვიცი რა... თამუნააა! sad cry

I Hate This FuCkinG Life <3
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 17
  • 18
  • »
ძებნა: