bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 0:04 AM | შეტყობინება # 154 |
842
Offline
| IX თავი
მთელი საღამო სანდროს გამოჩენას ველოდებოდი, მაგრამ არ გამოჩენილა. მობილურზეც დავურეკე, მაგრამ გამორთული ჰქონდა. საათს შევხედე, უკვე საკმაოდ გვიანი იყო. სანდრო აღარ მოვიდოდა. ერთდროულად სიბრაზესაც და წყენასაც ვგრძნობდი. სიბრაზეს იმიტომ, რომ სანდრო სიმართლის თქმას თავს არიდებდა და რაღაც ისეთს მიმალავდა, რაც ჩემთანაც იყო დაკავშირებული. ეს აზრი თავში უეცრად მომივიდა და საკმაოდ ლოგიკურიც მეჩვენა. მართალია იქ მყოფი ბიჭები ცხოვრებაში პირველად ვნახე, მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ ეს არ იყო “სუფთა” საქმე. იყო რაღაც ისეთი, რაც შიშს მგვგვრიდა. თუმცა შეიძლება ისინი მხოლოდ მისი მეგობრები იყვნენ და უაზრო ეჭვები ჩემი ავადმყოფი ფანტაზიის ბრალია. წყენას კი იმიტომ, რომ არაფრად ჩამაგდო და უბრალოდ არც კი დამირეკა, რომ ეთქვა, მოსვლას ვერ ვახერხებო. მოეტყუებინა მაინც რაიმე, ოღონდ დაერეკა და გავეფრთხილებინე... სანდროზე გაბრაზებული უკვე დაწოლას ვაპირებდი, მაგრამ სახლში ბიძია და რიმა შემოვიდნენ, თან მხიარული ჟრიამული შემოიტანეს. - რა კარგ ხასიათზე ხართ, - ორივე ჩაბჟირებამდე იცინოდა, -ცოტათი ნასვამებსაც ჰგავხართ. - როგორ გეკადრება, ერთი წვეთი ალცოჰოლიც არ დამილევია მთელი დღის განმავლობაში, - შეიცხადა ბიძიამ. - დღეს ჩვენმა დიზაინერმა, საშამ ისე გვაცინა, რომ მხიარულობა აქამდეც გამოგვყვა, - ამიხსნა რიმამ. - ჰო, ეგ მაგარი ტიპი გყავთ, - გამეცინა. - თავისი საქმის პროფესიონალია, - დასერიოზულდა ზურა. - შენზეც მითხრა, რომ ძალიან მოეწონე და უნდა, რომ უახლოეს დეფილეში მონაწილეობა მიიღო. - მე და მოდელი, ხო? - გადავიხარხარე. - არ გინდა ბიძია, სულ შეგარცხვენ. ზურამ ისეთი სახით გამომხედა, მაშინვე შევწყვიტე სიცილი და შრეკის კატის თვალებით შევხედე. ვერ იტანდა, როცა საკუთარ თავზე რაიმე ისეთს ვამბობდი, რაც არ შემეფერებოდა და ჩემს შესაძლებლობებს აკნინებდა. - ბავშვობაში ხომ ოცნებობდი მოდელობაზე? ახლა შეგიძლია სცადო. - ეგ ბავშვობაში, ახლა ჩემი მიზანი ცეკვაა, თუმცა... - ჩავფიქრდი. - ცდა რატომაც არ შეიძლება? მაგრამ ალბათ შენ თვითონაც ხვდები, რომ ამ საქმეს არ გავყვები. - შენ სწავლას უნდა გაყვე, - მითხრა დამრიგებლური ტონით. - აჰა, - ვთქვი და თვალები გადავატრიალე. - ბავშვს რაც უნდა, ის უნდა აირჩიოს თავისი მომავლისთვის, - თქვა რიმამ. - აი საღი აზრი, - გამიხარდა. - სამივემ კარგად ვიცით, რომ რაიმე სერიოზული პროფესია გჭირდება და არა მხოლოდ ცეკვა. - შენ შენი პროფესიით ერთი წელიც ვერ იმუშავე, - გადავიხარხარე. სიცილში რიმაც ამყვა და დაბღვერილი დავტოვეთ ბიძია. - წავედი მე შევჭამო, - ჩაიდუდღუნა და სამზარეულოში გავიდა. - შენ არ გშია? - მომიბრუნდა რიმა. - მე უკვე ვჭამე, ახლა კი დასაძინებლად მივდივარ, - დავემშვიდობე და მეორე სართულზე ჩემს საძინებელში შევედი. ძილის წინ მობილურს დავხედე და შევამოწმე, სანდროსგან შეტყობინება ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა არაფერი არ იყო და მეც უკმაყოფილომ დავიძინე. მეორე დღეს დილაუთენია ბიძიამ გამაღვიძა და მთხოვა სამსახურში წავყოლილიყავი. ვხვდებოდი რატომაც უნდოდა ჩემი იქ მისვლა და ადგომა კიდევ უფრო მეზარებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავთანხმდი და სამსახურში წავედით. იქ მისულები ზურა პირდაპირ თავის კაბინეტში შევიდა, მე და რიმა კი საშასთან გაგვაგზავნა. საშამ ვერც კი შეგვამჩნია რომ შევედით, ფურცლებში იქექებოდა და ხან რომელი კუთხიდან უყურებდა, ხან რომელი. ალბათ ესკიზებს ხატავდა... - საშა, - ჩაახველა რიმამ. როგორც იქნა თვალი მოწყვიტა ფურცლებს და ჩვენ შემოგვხედა. - გამარჯობა რიმა, - თავაზიანად გაუღიმა და მე შემომხედა.-გამარჯობა, მმ... - დაიბნა, ალბათ სახელი დაავიწყდა. - თამო, - შევახსენე. - ჰო, თამო, - ჩაიბუტბუტა. თავი დახარა, მაგრამ რამდენიმე წამში განათებული თვალებით შემომხედა. - იცი, ქართული სახელების დამახსოვრება და წარმოთქმა მიჭირს ხოლმე, ამიტომ იმედია წინააღმდეგი არ იქნები, თუ ტომას დაგიძახებ. ტომა... მგონი ცუდი სახელი არ არის, მაგრამ მე არ შემეფერება! მაგრამ საშა ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე და დავთანხმდი. - ჯანდაბას, მივეჩვევი, - ჩავიბუტბუტე ქართულად. გახარებულმა საშამ რამდენიმე კაბა მომაზომა და პოდიუმზეც გამატარა, თან მითითებებს მაძლევდა როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მე კი უაზროდ ვიცინოდი, როცა წარმოვიდგენდი როგორ გამოვიყურებოდი. - ტომა! - ჩემს საქციელზე საშა ბრაზდებოდა, ახლაც პატარა ბავშვივით ფეხები დააბაკუნა. ალბათ რიგითი მოდელი რომ ვყოფილიყავი კარგად გამომლანძღავდა, მაგრამ ბიძაჩემი მისი უფროსი იყო და ამ სიტუაციაში საშა უძლური ხდებოდა. - sorry, - გავუღიმე. - ქართული, რუსული, ინგლისური, - თითებზე ითვლიდა ის. - კიდევ რა? ფრანგული? - oui, - ფრანგულად ვუპასუხე და გავუღიმე, მაგრამ მისი რეაქცია... - pardon, pardon... ჯანდაბა... извини, - როგორც იქნა მოვახერხე რუსულად თქმა და ამოვისუნთქე. არ ვცდებოდი, როდესაც ვამბობდი, რომ რუსულად საუბარი გამიჭირდებოდა. გაფიქრებაც მეშინია რა მოხდება მაშინ, როცა სკოლა დაიწყება. - არა უშავს, - ჩემს წვალებაზე სიცილი დაიწყო და უფლება მომცა, რომ ტანსაცმელი გამომეცვალა და დამესვენეა. - დღეისათვის საკმარისია, - თქვა მან, მე კი გულში საშინლად გამიხარდა რომ ჩემი ტანჯვა დამთავრდა, მაგრამ მას არ ვაჩვენე. თუმცა რა მიხაროდა, ხვალ ისევ უნდა მოვსულიყავი აქ... - რა კატასტროფაა, - ბიძიას კაბინეტში დაუკაკუნებლად შევვარდი, მაგრამ მარტო არ დამხვდა, რიმა და დევიდიც იქ იყვნენ. - გამარჯობა, - თბილად მომესალმა. - გამარჯობა, - გავინაზე ჩემი საქციელით დარცხვენილმა. - რა მოგივიდა? - ღიმილით მკითხა ზურამ, რომელმაც ალბათ პასუხი უკვე იცოდა. - საშა, - ეს ვთქვი და იქვე მდგომ სავარძელში მოვკალათდი. შამივეს გაეცინათ, მიხვდნენ ალბათ ყველაფერს. - შენგან რა უნდა? - დაინტერესდა დევიდი. - უნდა რომ დეფილეში მივიღო მონაწილეობა, - თვალები გადავატრიალე. - მშვენივრად გამოგდის, ტომა, - მითხრა რიმამ. შამივემ გაკვირვებული სახით შევხედეთ. - შენც არ დაიწყო, გთხოვ, - მუდარით სავეს თვალებით შევხედე. - საშა ტომას მეძახის, - ავუხსენი ბიძიასა და დევიდს. - გიხდება ისე, - გაიცინა ზურამ, რაზეც ჩემი დაბღვერილი სახე მიიღო. - სანდრო როგორ არის? - ჩემთვის საინტერესო კითხვა დავუსვი დევიდს. - ჯერ კიდევ სძინავს მგონი. გუშინ გვიან მოვიდა, დაღლილი იყო. - მართლა? - საზიზღარი!!! - ჰო, გუშინ რბოლა იყო, - ჩემი გაკვირვებული სახე რომ შეამჩნია, მაშინვე განმიმარტა. - ეს ოფიციალური, კანონიერი რბოლებია, რომლებიც საკმაოდ ხშირად იმართება კიევში. სანდროც ხშირად იღებს ხოლმე მონაწილეობას. მართალია საშიშია, მაგრამ ვერ ვუშლი, რადგან ახალგაზრდობისას მეც ამ საქმით ვიყავი დაკავებული, - აღიარა დევიდმა. - ვაუ, - აღფრთოვანება ვერ დავმალე. სამივემ ბიზნესსა და სხვა ჩემთვის უინტერესო თემებზე დაიწყეს საუბარი. ცოტა ხნით დავრჩი მათთან, მაგრამ როცა უმოქმედობა მომბეზრდა, გადავწყვიტე სანდროსთან წავსულიყავი. - მე წავედი, აბა ჰე, - ხელი დავუქნიე და კარისკენ წავედი. - საით? - ცოტას გავისეირნებ და მერე სტუდიაში წავალ. - ჭკვიანად, - მომაძახა ბიძიამ, მაგრამ მე უკვე გარეთ ვიყავი. ტაქსი გავაჩერე და სანდროს სახლის მისამართი ვუთხარი, კიდევ კარგი მახსოვდა. მანქანა ნაცნობი სახლის წინ გაჩერდა, შუა დღისას კიდევ უფრო ლამაზი მომეჩვენა. მძღოლს ფული გადავუხადე და სახლის ეზოში შევედი. ურიგო არ იქნება, რომ ჩვენთანაც დავრგათ ასეთი ლამაზი ყვავილები, თვითონ მოვუვლი... ზარი დავრეკე თუ არა, მაშინვე გააღეს, მაგრამ ჩემს წინ ვიღაც უცნობი ქალი იდგა, და არა სანდროს დედა. საკუთარ თავში ეჭვიც კი შემეპარა, ნუთუ მისამართში შევცდი? - ვინ გნებავთ? - თავაზიანად გამიღიმა უცნობმა. - უკაცრავად, მე მარიას ვეძებ, ან სანდროს... - დავიბენი. - სწორად მოხვედით, - თავი დამიქნია და შიგნით შემიპატიჟა. - ვინ არის? - მისაღებში თავი გამოყო მარიამ. მის დანახვაზე შვებით ამოვისუნთქე, ანუ ნამდვილად სწორად მოვედი. - თამუნა, როგორ ხარ ძვირფასო? - მკითხა ქართულად და გადამეხვია. - გმადლობ, კარგად, თქვენ? - მე ცოტა მოწყენილი ვიყავი, მაგრამ მიხარია რომ მოხვედი. სწორად ახლა ვაკეთებ სანდროს საყვარელ ნამცხვარს. დარჩი და დაგვეწვიე. - ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ცოტა ხნით შემოვიარე, ცეკვაზე უნდა წავიდე. - ცეკვაზე? აბა, მომიყევი, - ხელი ჩამკიდა და დივანზე გვერდით დამისვა. მე ყველაფერი მოვუყევი, რაც ჩემს ცხოვრებაში ცეკვასთან იყო დაკავშირებული. მშობლების თემასაც შევეხე და მაშინვე საშინელი წვა ვიგრძენი გულის არეში, მიჭირდა მათზე საუბარი, ეს ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა. მარიამ შეამჩნია და მაშინვე სხვა თემაზე დაიწყო საუბარი. - სანდროს ჯერ კიდევ სძინავს? - ალბათ გაიღვიძა, მაგრამ ადგომა ეზარება. თუ გინდა ადი. მარიასთან მეუხერხულებოდა, მაგრამ სანდრო ღირსი იყო გამეღვიძებინა. - კარგი, - ვთქვი მხიარულად და კიბეებს ავუყევი. სანდროს საძინებლის კარი ისე შევაღე, დაკაკუნება არც მიფიქრია. ოთახი საკმაოდ დალაგებული იყო, ბიჭის ასეთი საძინებელი პირველად ვნახე და გაკვირვებასთან ერთად სიამოვნებაც ვიგრძენი. ვერ ვიტან არეულობას! სანდროს ისე საყვარლად და ბავშვურად ეძინა, რომ უნებურად გამეღიმა. მასთან ახლოს მივედი და ბრონზოსფერ თმებს ხელი ფრთხილად გადავუსვი. ასეთი უდარდელი ისეთი საყვარელი იყო... გულში სითბო ჩამეღვარა, მაგრამ მისი გუშინდელი საქციელი გამახსენდა და “კეთილი თამო” მაშინვე გაქრა. - სანდრო! - ჩავყვირე ყურში. შეშინებულმა თვალები იმ წამსვე დააჭყიტა. თავი ვერ შევიკავე და სიცილი დავიწყე. - აი ეს არ უნდა გექნა, - ისეთი სახით შემომხედა, სიცილი იმწამსვე სახეზე შემეყინა. სამწუხაროდ მის ჩანაფიქრს გვიან მივხვდი და მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გარბენა გარბენა მოვასწარი. კედელთან მიმიმწყვდია და ხელები ჩემი სახის გარშემო დააწყო, ყველანაირი გასაქცევი გზა მომიჭრა. - იცი რა ბრაზიანი ვარ, როცა მაღვიძებენ? სახე ძალიან ახლოს მომიტანა, მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი. - შენ ჩემი გაბრაზება არ გინახავს, როცა მატყუებენ, - ნიშნის მოგებით ვუთხარი და თვალები დავქაჩე. ერთი წამით მოდუნდა, მაგრამ შემდეგ თვალები გაუნათდა და ერთ წამში ხელში ამიტაცა. - არ გაბედო! მოგკლავ! - გავყვიროდი და თან მისი ხელებისგან თავი დახწევაც ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ. აბაზანაში შემიყვანა და წყალი მოუშვა. ის იყო კაბინაში უნდა “შევეტენე” რომ მარია ამოვიდა. - აქ რა ხდება? - იკითხა ღიმილიანმა, მაგრამ როცა სიტუაცია დაინახა, ღიმილი მაშინვე შეაშრა და სანდროს საყვედურიანი თვალებით შეხედა. - სანდრო, გოგოს როგორ ექცევი? - ეტყობა მის ჯელტმენად აღზრდას ცდილობდა, მაგრამ აშკარად არ გამოსდიოდა. - მე როგორ მექცევიან, როცა მაღვიძებენ? - უკმაყოფილომ ძირს დამსვა, მე კი ამაყი სახით შევხედე. - შუა დღემდე ძილი არ შეიძლება. ახლა თავი მოიწესრიგე და ქვემოთ ჩამოდი, თუ არადა შენს საყვარელ ნამცხვარს მე და თამო შევჭამთ. მარიამ ხელი ჩამკიდა და ქვემოთ ჩამიყვანა. - მოიცათ, სულ არ შეჭამოთ, - ზემოდან გვეძახდა სანდრო, ჩვენ კი ამ დროს გემრიელად მივირთმევდით ნამცხვარს, მართლაც უგემრიელესი იყო. სანდრო ჩამოვიდა თუ არა, სამი უზარმაზარი ნაჭერი შეჭამა და წვენი დააყოლა. - ღორი, არადა სულ არ ეტყობა, - ჩავიბუტბუტე მე. - რაიმე თქვი? - მკითხა ეშმაკური სახით. - არაფერი, - ვთქვი და მეორე ოთახში გავედი, ისიც გამომყვა. დივანზე დავჯექი, ისიც გვერდით მომიჯდა. - კუდში ნუ დამყვები, - ადგომა დავაპირე, მაგრამ ხელი დამიჭირა და ადგილზე დამაბრუნა. - ბოდიში, - ისე თქვა, ძლისვ გავიგე. - რა თქვი? - ბოდიში, - გაიმეორე ხმამაღლა და ოდნავ გაღიზიანებულმა. - ვაუ, - გამეცინა. სანდრომ ბოდიში მოიხადა? - ახლა კი ყველაფერს მეტყვი, - მოსასმენად მოვკალათდი, მაგრამ ვინ მოგართვა... - შენ ცეკვაზე გაგვიანდება, - წამოდგა. - რა? - ყურებს არ ვუჯერებდი. საათს შევხედე, ოთხს ოცი წუთი აკლდა. ჯანდაბა! - წამოდი, მე წაგიყვან. რადგან მაგვიანდებოდა, წინააღმდეგებოა არ გამიწევია და დავთანხმდი. მარიას დავემშვიდობე და სანდროს ბაიკით სტუდიისკენ წავედით. - რომელზე ამთავრებ? - მკითხა, როდესაც სტუდიის წინ გააჩერა ბაიკი. - არ ვიცი, ალბათ ექვსისთვის, - დავემშვიდობე და მაშინვე შენობაში შევედი. სანდრომ ისე სფრაფად იარა, თხუთმეტ წუთში მოვახერხეთ მოსვლა, არადა შორს იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარის მეშინოდა, სანდროს იმედი მქონდა და უკმაყოფილობა არ გამომითქვამს. დარბაზში შევედი თუ არა, ყველას მივესალმე და ლენას დაგვიანებისათვის ბოდიში მოვუხადე, გოგოები უკვე მოთელვას იწყებდნენ. სასწრაფოს გამოვიცვალე და მათ შევუერთდი. ანსამბლის კომპოზიცია ჩემ გარეშე გოგოებმა თავიდან ბოლომდე იცეკვეს. მე კი ვაკვირდებოდი და ვცდილობდი რაიმე მაინც დამემახსოვრებინა. საკმაოდ რთული კომპოზიცია აღმოჩნდა, თუმცა ადვილს არც ველოდი. სამბა, ჩა-ჩა-ჩა, რუმბა, ჯაივი და პასადობლის პოზები ერთად იყო გაერთიენებული. მელოდიის გადასვლა განსაკუთრებით მომეწონა, თავიდან ბოლომდე იდეალურად აწყობილი კომპოზიცია იყო. გამახსენდა, ნატა როგორ გვასწავლიდა ჩვენი ანსამბლის კომპოზიციას და სევდა მომაწვა, ძალიან მომენატრა იქაურობა. პაქტიურად იმ სტუდიაში ვარ გაზრდილი, ყოველთვის ჩემ მეორე სახლად მიმაჩნდა... გოგოებმა ცეკვა დაასრულეს და ახლა ჩემი ჯერი იყო, მე უნდა მესწავლა მოძრაობები და რაც შეიძლება სწრაფად. დამახსოვრებას ორ-სამ გაკვეთილში მოვახერხებდი, მაგრამ საქმე სისუფთავეზე იყო. დიდი პასუხისმგებლობა იყო, რამდენიმე კვირაში უკრაინის თასი ტარდებოდა და ჩვენ პირველები უნდა ვყოფილიყავით! მართალია სხვა ანსაბლები არ მინახავს, მაგრამ მთელ კიევში საუკეთესო სტუდია იყო და შესაბამისად ძლიერი მოცეკვავეები ჰყავდა. ისიც აღსანიშნავი იყო, რომ თასებისა და მედლების საკმაოზე მეტი რაოდენობა ჰქონდა. გაკვეთილი, როგორც ვვარაუდობდი, ორი საათი გაგრძელდა, მეტს უბრალოდ ვეღარ გავუძლებდი. მხოლოდ ხუთი წუთით შევისვენეთ. ხანდახან წყლის დასალევად თუ შევისვენებდი რამდენიმე წამი. მრცხვენოდა კიდეც გაჩერება, დანარჩენებს დაღლა თითქმის არ ეტყობოდათ, წუწუნზე ლაპარაკიც ზედმეტია. მომენატრა ჩემი სტუდია და ჩემი საყვარელი ნატა მასწავლებელი. როცა დავიღლებოდით, იატაკზე დავჯდებოდით და ბავშვები ერთმანეთს მივეყრდნობოდით. ნატა კი ჩვენს სახეებზე იცინოდა და რამდენჯერმე სურათებიც კი გადაგვიღო. როცა საჩვენებლად მოგვიტანა, ჩვენს სახეებზე ჩვენვე დავიწყეთ სიცილი. თერთმეტივე გოგო გავიცანი და არც ისეთი ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, როგორც პირველ დღეს. რამდენიმესთან ახლო მეგობრობაც შეიძლებოდა. ეს რა თქმა უნდა პირველი შთაბეჭდილებით. დაღლილებმა გამოცვლას ნახევარი საათი მოვანდომეთ და ყველანი ერთად გავედით შენობიდან. კართან კი სანდრო მელოდა თავისი ბაიკით. გოგოებს დავემშვიდობე და მისკენ გავეშურე, მათ კი ისეთი მზერა გამომაყოლეს, რომ მეორე დღეს ნამდვილად ვერ გადავურჩებოდი დაკითხვას. გულში სიხარული და სითბო ჩამეღვარა, როცა სანდრო გაღიმებული და ბედნიერი სახით შემხვდა. გულის სიღრმეში ისიც მესიამოვნა, რომ მხოლოდ მე მიყურებდა და არა დანარჩენ თერთმეტ გოგოს, რომლებიც ინტერესით ათვალიერებდნენ. სიმაყეც კი ვიგრძენი... სანდრომ ჩაფხუტი გამომიწოდა, გავიკეთე და ისე გავყევი მას, რომ არც მიკითხავს სად მივდიოდით.
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ოთხშაბათი, 2012-06-27, 0:18 AM | |
|
|