♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2012-05-20, 1:40 AM | შეტყობინება # 1230 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| da ai, dadga is netari wutebi, rodesac anis txovnit axal tavs shemogtavazebt! ^_^ ^_^ * * * _რას აკეთებ?–წამოიძახა ნამძინარევმა ბიჭმა, როცა მუქი ფიგურა სიბნელეში საწოლში შეუძვრა ღამით. _შენთან ჩასახუტებლად მოვძვრები. _სულელო...–ჩაეცინა ბიჭს და გულში ჩაიხუტა შეყვარებული.–არ გეძინება? _რა დამაძინებს შენს გარეშე, როცა ასე ახლოს ხარ... თანაც... _რა თანაც? _დაინტრიგებული დამტოვე. შენ ამბავთან დაკავშირებით...შენ რაღა გადაგხდა თავს? _სხვა დროს მოგიყვები, ახლა აჯობებს დაიძინო, კარგი? მოდი აქ... გულზე დამადე ეგ შენი პაწია ყური და ნახე როგორ მიცემს, როცა ასე ახლოს მყავხარ. გესმის? _ჰო...–დუდა გაიტრუნა და გულისცემას მიუგდო ყური. ბიჭმა იფიქრა ჩაეძინაო და ცოტა ხანში თვითონაც დახუჭა თვალები, მაგრამ... _გძინავს?–გაისმა ხმა. _არა. რა არი? _არ მეძინება. _მერე? _მიდი რა.–დუჩემ თვალები დააჭყიტა. _რაა? _მაინც არ მეძინება და მიდი რაა... _"მიდი რა"–ში რას გულისხმობ?–ჩაეკითხა ეჭვნარევად. დუდამ თავი წამოყო და მკერდში მუშტი მსუბუქად მისცხო. _მომიყევი–მეთქი. სხვას რას უნდა ვგულისხმობდე, საზიზღარო! შენ ხომ თქვი, რომ ქორწილამდე ხელს არ მახლებ. დაგავიწყდაა? _არა, მაგრამ მოიცა.... დავფიქრდები... ჰმმმ, შემიძლია მაგ განცხადებას გადავხედო და კორექტირება გავუკეთო, რას იტყვი?–მაცდური ღიმილით შესთავაზა სანდრომ. გოგონას ღიმილი არ დაუნახავს, მაგრამ ხმაც საკმაოდ მაცდურად მოეჩვენა. _დააა, კორექტირებული როგორი იქნება?–გაეცინა მასაც. _"რა დროს ქორწილია, მინდიხარ აქ და ახლავე!" როგორია? _ჰმმმ....ვნებიანად ჟღერს, მაგრამ ნწუ.–გაიცინა გოგონამ. _ორიგინალური პასუხია.–გაეცინა სანდროსაც. _რახან ეგ საკითხი გავარკვიეთ, ახლა შეგიძლია მოყოლაც დაიწყო. გიისმენ. _დარწმუნებული ხარ, რომ გინდა მოისმინო? _რა თქმა უნდა. _შესაძლოა წარმოდგენა შეგეცვალოს ჩემზე. _ოჰოო... რა იყო, სატანიზმით ხომ არ იყავი გატაცებული ახალგაზრდობაში?–ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა დუდამ და გაიცინა. _ახალგაზრდობაში? შენზე სულ რამოდენიმე წლით ვარ უფროსი, უყურე როგორ გამიბლატავდა ეს ლაწირაკი "ხუდოჟნიცა".–ბიჭმა დუდას წელზე შეუღიტინა და ეს უკანასკნელიც საწყლად დაიკლაკნა სიცილით.–და სატანისტიც არ ვყოფილვარ! უბრალოდ, ყოველთვის ისეთი მაგარი ბიჭი არ ვყოფილვარ, როგორადაც შენ გამიცანი. _ოჰოო, რა დამაინტრიგებლად ჟღერს: "სანდრო–ბუთა–დუჩეს აღზევება და დაცემა"... დაიწყე! _კარგი, მოემზადე....
* * * შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს უპატრონო ბავშვთა თავშესაფრის კარს ახალგაზრდა ქალი მიადგა, რომელსაც ხელი 7 წლის ვაჟისთვის ჩაეკიდა. ქალმა ბავშვი ერთ–ერთ ძიძას გაატანა, სანამ თვითონ თავის "ახლობელ" აღმზრდელს დაელაპარაკებოდა და ბავშვს უთხრა, რომ წასვლას რომ დააპირებდა დაუძახებდა. ბავშვი ცოტა ხანს შორიდან უყურებდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებს, შემდეგ კი ისე გაერთო თამაშში, რომ დედა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაახსენდა, როცა მოსაღამოვდა. დედა არც კი გამოემშვიდობა. იმაზეც კი არ შეიწუხა თავი, რომ ეთქვა აქ უნდა დაგტოვოო. უბრალოდ ახლობლის მოსანახულებლად წაიყვანა და უკან წამოყვანა კი "დაავიწყდა". 7 წლამდე ცხოვრება ცხოვრებას გავდა, მეგობრებიც ჰყავდა, კლასში ერთ–ერთი საუკეთესო იყო, დედა კი მისგან უფროდაუფრო მეტს მოითხოვდა. მისგან ზრდასრულივით მოქცევას მოითხოვდა. მამა მუშაობდა დილიდან დაღამებამდე. საღამოს სახლში მოსულს მხოლოდ დასვენება სურდა. დასვენება. მეტი არაფერი. ტელევიზორის წინ უძრავად, უხმოდ ჯდომა. არ აინტერესებდა, რომ პატარა სანდრიკამ 5–იანი მიიღო მათემატიკასა და ბუნებაში. არ აინტერესებდა, რომ მისი ვაჟი თავის კლასელს ეჩხუბა იმის გამო, რომ მან მამამისის სამუშაოსა და ღარიბულ ტანსაცმელზე დასცინა და ამიტომ ჰქონდა ტუჩი გასიებული და ამიტომ ეწვოდა ასე მწარედ. არა, მამას მხოლოდ დასვენება უნდოდა. მერე სახლის გაყიდვა მოუწიათ, სხვა უფრო ღარიბულ ოთახში გადავიდნენ, ნახევარჯერ მშიერს უწევდა დაძინება, მაგრამ მაინც ოჯახში იყო. ოჯახის ნაწილი იყო. მაგრამ შემდეგ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ყველასთვის ასე სჯობდა და ბიჭუნა თავშესაფარში მიაბრძანეს. ყველაზე მეტად დაჯერება გაუჭირდა. დაჯერება, რომ მართლა დატოვეს. რომ წასაყვანად არ მოაკითხავდნენ წუთი–წუთზე. სულ ამას იმეორებდა: როცა საჭმელად ჯდებოდა, როცა თამაშობდა, როცა იძინებდა. არც ტანსაცმელს იხდიდა დაძინებისას და არც ფეხსაცმელს, რათა იქაური ჩუსტები მიეცათ. მუდამ მზად უნდა ყოფილიყო, რომ რაწამს მოაკითხავდნენ, დაუყოვნებლივ წასულიყო ამ სევდიანი ადგილიდან, სადაც მშობელზე ფიქრსაც კი ბავშვების უმანკო ცრემლები მოჰყვებოდა. ბოლოს, როცა ძიძების ძალისხმევით და უამრავი იმედგაცრუების შედეგად დაიჯერა, რომ დატოვეს და მორჩა, იქაურობას უნდა შეჰგუებოდა, მის გულში ბოღმამ დაისადგურა. კი, სკოლაშიც დაიწყო სიარული სხვა ბავშვებთან ერთად, მაგრამ ახლა აღარ იყო ის უწყინარი სანდრიკა, რაც ძველ სკოლაში, მასწავლებელს რომ ლამის თვალებში სთხრიდა ხელებს მე მოვყვები გაკვეთილსო, ახლა ყველაზე უმართავი, ყველაზე ჯიუტი და აბეზარი ბავშვი იყო, ვისაც მასწავლებლებიც ერიდებოდნენ და ბავშვებიც უფრთხოდნენ. რაც მეტი დრო გადიოდა, მეტი წელი, მით უფრო მეტად ეშინოდათ მისი თავშესაფრის ბავშვებს. ტანადაც სხვებზე მაღალი გაიზარდა, გაბედულებაც არ აკლდა, ძალასაც არ იშურებდა, როცა ცემა–ტყეპაზე მიდგებოდა საქმე და ნამდვილ ხულიგნად ჩამოყალიბდა, რომელსაც თავისი ბანდაც კი ჰყავდა.
_კი, მაგრამ შენი მშობლები? საბერძნეთში ხომ გყავს მშობლები? მათ გიშვილეს?
15 წლის იყო, როცა თავშესაფარში ერთი გოგო გადმოიყვანეს სხვა თავშესაფრიდან. სხვანაირი გოგო იყო. რაც მთავარია ახალი და მისივე ასაკის. ბიჭი უკვე ბანდის მეთაური იყო, ატამანი და ეს ახალი გოგო თვალში მოუვიდა. გასაქანს არ აძლევდა. ერთხელ ღამითაც კი შეუვარდა საძინებელში...
_ოჰოო, ადრეული ასაკიდან დაგიწყია... "მოღვაწეობა"...
...მაგრამ გოგომ ერთი ამბავი ატეხა, ყველა გააღვიძა და ბიჭი ოთახიდან გამოათრიეს და ამ საქციელის გამო დასჯილი კარგა ხანი იყო. ქალთან ნამყოფი არ იყო, მაგრამ ნამდვილი მაჩოსავით იქცეოდა. იმ გოგოს ცხოვრებას უმწარებდა და ერთხელაც ამ გოგოს ვიღაც გამოესარჩლა. გაგონილი ჰქონდა, რომ ეს ბიჭი ყველაზე კარგად სწავლობდა, ყველაზე ჭკვიანი იყო, ყველა ენდობოდა და ემეგობრებოდა მას, აღმზრდელები თავშესაფრის გარეთად ხშირად უშვებდნენ სასეირნოდ, ან ვინმესთან პაემანზე. მოკლედ, ყველასგან პატივცემული ვაჟბატონი იყო. და იგი გაემოსარჩლა ამ გოგონას. ბატონ ხულიგანს საკმაოდ მკაცრად უთხრა თავი დაენებებინა და აღარასოდეს გაკარებოდა. მოკლედ, იჩხუბეს. იმ ვაჟბატონმა მუშტი–კრივის დროს დედა შეაგინა და კიდევ ბევრი უხამსი სიტყვაც დააყოლა. კარგად დაჟეჟეს ერთმანეთი და როცა გააშველეს, თავშესაფრის უკანა ეზოში გავიდა, სადაც არავინ არ გადიოდა ხოლმე, კედელთან დაჯდა მიწაზე და უხმოდ, ბიჭურად იტირა... სწორედ ამ დროს შეამჩნია იგი ერთმა ქალმა, რომელიც თავშესაფარში ბავშვის საშვილებლად იყო მისული მეუღლესთან ერთად და უკანა ეზოში ონკანთან დასვრილი ფეხსაცმლის გასაწმენდად გავიდა. მასზე ძალიან იმოქმედა თმაგაქოჩრილი, საკმაოდ მოზრდილი და მხარბეჭიანი ჭაბუკის ცრემლიანმა თვალებმა, თუმცა ამ უკანასკნელმა ქალი საერთოდ ვერ შენიშნა. სამაგიეროდ მან მაშინვე უთხრა ბიჭის შესახებ თავის მეუღლეს, რომელიც დირექტორს ესაუბრებოდა. დირექტორმა ცივად უთხრა, რომ ეს ყველაზე ურჩი და დაუმორჩილებელი ბავშვი იყო თანაც ყველაზე რთული ასაკის და რომ მისი აყვანა არ ღირდა. ურჩევდა უფრო პატარა ასაკის დამჯერა ბიჭუნა აეყვანათ, მაგრამ ქალი ქმარს მოელაპარაკა და დირექტორს სთხოვეს საღამოს თვითონ ბავშვს დალაპარაკებოდნენ და მისი აზრი გაეგოთ, რამდენად თანახმა იყო, რომ წყვილს ეშვილა. სანდრო თანახმა არ იყო. ის აღარავის ენდობოდა. არ სჭირდებოდა 2 მოხუცი, ვინც თავის ჭკუაზე ტრიალს მოსთხოვდა, სახლში გამოკეტავდა და დედიკოს და მამიკოს დაძახებას მოსთხოვდა. ბიჭს 1 კვირა მისცეს დასაფიქრებლად, მაგრამ ბიჭს პასუხი არ შეუცვლია. სამაგიეროდ, ამ ერთი კვირის განმავლობაში დაუახლოვდა იმ ბიჭს, ვისაც ეჩხუბა და ვისი სიტყვების გამოც ეტკინა ისე მწარედ, რომ იტირა. ხშირად მასეც ხდება ხოლმე, რომ ჩხუბის შემდეგ ბიჭები ძმაკაცდებიან, რადგან მოწინააღმდეგეს თანასწორად თვლიან. სწორედ ამ ბიჭმა დაუძახა პირველად დუჩე- ესპანელთა ერთ-ერთი მეთაურის საპატივცემულოდ. კვირის თავზე, როცა წყვილი პასუხის გასაგებად მივიდა თავშესაფარში და უარყოფითი პასუხი მიიღო, ქალმა დაიჟინა, რომ სურდა თავად დალაპარაკებოდა მას.
_მერე? რატომ გაჩუმდი? _რაღა მერე. დამკერა და მიშვილეს. _და როგორ მოახერხა ასეთი ურჩი ყმაწვილის „დაკერვა“? მე იმდენი ვიწვალე და ძლივს... ჰმმ... და იმან ერთი დალაპარაკებით? _დამანახა სიტუაცია, თუ რა მოხდებოდა, თუ წავყვებოდი და რა მოხდებოდა თუ დავრჩებოდი. რომ არ შემზღუდავდნენ, უბრალოდ სახლი მექნებოდა, სუფთა ტანსაცმელი, ადამიანები, ვინც გვერდში დამიდგებოდნენ, თუკი დამჭირდებოდა. მე ისევ დამოუკიდებელი ვიქნებოდი, ოღონდ ახლა მეყოლებოდა ადამიანები, ვისი იმედიც შეიძლებოდა მქონოდა, ვინც ჩემზე იდარდებდა, ვისაც მოვენატრებოდი, როცა მათთან არ ვიქნებოდი. რომ თვითონაც ეშინოდა ამ ნაბიჯის გადადგმის, რომ დამოუკიდებლობას იყვნენ მიჩვეულნი ის და მისი მეუღლე და ამიტომ არ შემაწუხებდნენ, ჩვეულებრივ გააგრძელებდნენ ცხოვრებას, როგორც მანამდე, უბრალოდ ერთ სახლში ვიცხოვრებდით. _და დათანხმდი? _რა თქმა უნდა! 3 წლის მერე ისედაც გამომიშვებდნენ თავშესაფრიდან და ქუჩაში მომიწევდა ცხოვრება. ეს ნამდვილად არ მინდოდა. მე ჩემი პირობები წავუყენე, მათ თავისი, შევთანხმდით, საბუთები გავაფორმეთ და მათთან გადავედი. _რა პირობები იყო? _პირველი- დედას და მამას არ დავუძახებდი; მეორე- ვერ ავიტანდი ჭკუის სწავლებას, უნდა ავეტანე ისეთი, როგორიც ვიყავი; მესამე- არავის არ გააცნობდნენ ჩემ თავს, არცერთ ნათესავს და ახლობელს, როგორც მათ შვილს. არ მჭირდებოდა სანათესაოს შეკრებები და დაკითხვები რა მოუვიდათ ჩემ ნამდვილად მშობლებს და რა გამოვიარე ბავშვთა სახლში. ისინი დამთანხმდნენ და არ გაუტეხავთ პირობა. სამაგიეროდ მათაც წამომიყენეს 3 პირობა- პატივი მეცა მათთვის; ღამე ყოველთვის სახლში გამეთია; მათი სახლი ჩემად მიმეღო- არ მიმეყვანა ხულიგნები, არ გამეტანა სახლიდან არაფერი. გადამიყვანეს ახალ სკოლაში, სადაც მაინცდამაინც არ მისახელებია თავი, მაგრამ ჩემდაუნებურად, არ ვიცი, როგორ მოახერხეს, თითქოს არაფერს არ მიშლიდნენ, ლექციებს არ მიკითხავდნენ ზნეობის საკითხებზე, მაგრამ მათთან ცხოვრებამ მაინც შემცვალა. შემცვალა უკეთესობისკენ. ეს ალბათ იმ ნდობის დამსახურებაა, რომელსაც ჩემს მიმართ ამჟღავნებდნენ. ეს ნდობა მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობას მაკისრებდა და მე არ შემეძლო მათთვის იმედი გამეცრუებინა... საკუთარი თავისთვის გამეცრუებინა იმედი, რადგან გულის სიღრმეში ხომ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი გამოსწორების უკანასკნელი შანსი იყო. იმ პერიოდში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რომ... ძალიან ცუდ რაღაცეებზე მიფიქრია, წამალზეც, ადამიანის მოკვლაზეც... მემგონი ეს ჩემ გამოსაცდელად ხდებოდა. და იცი რას მივხვდი? ადამიანს გონებაში ყველაფერმა შეიძლება გაურბინოს, შეიძლება ვიღაცის მოკვლაზეც იფიქროს, შეიძლება იმ ხალხის გაქურდვაზეც, ვინც საკუთარი შვილივით მიიღო სახლში, შეიძლება თვალიც კი დაადგას დედობილის ქორწინების ბეჭედს, მაგრამ მოპარული, ჯიბეში ჩადებული ბეჭედი ისევ თავის ადგილას დააბრუნოს და იცი რატომ? არჩევანი გააკეთოს კარგსა და ცუდს, ბოროტსა და კეთილს შორის. კი, მე მიფიქრია ყველაფერზე, მაგრამ მგონი ყველაფერზე მნიშვნელოვანი მაინც გადაწყვეტილებაა... მთავარი არჩევანია. რას აირჩევ. თორემ ფიქრით, ყველაფერი შეიძლება გაგეფიქროს. მაგრამ... მაგრამ ისე, გულში მაინც ჩამრჩა რაღაც... ძალიან დიდი ტკივილი... სწორედ ამიტომ ვიყენებდი ყველა ქალს... არ ვფიქრობდი მათ გრძნობებზე ისევე, როგორც დედაჩემი არ ფიქრობდა ჩემს ბავშვურ გრძნობებზე, როცა იქ მტოვებდა... იმ ნახევრადდანგრეულ სახლში. _საან...-ხანგრძლივი პაუზა დუდამ დაარღვია. _რაო?-თბილად ჰკითხა ბიჭმა. _მიყვარხარ.
შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - კვირა, 2012-05-20, 1:40 AM | |
|
|