დამთხვეულები
|
|
|
|
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 10:44 PM | შეტყობინება # 1190 |
225
Offline
| | |
|
|
|
|
|
E:)B:) | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 12:49 PM | შეტყობინება # 1194 |
106
Offline
| aniii axali taviiii :(( movkvdiiii adamiani :D:D :(((
| |
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-10, 8:13 PM | შეტყობინება # 1198 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ვინ არის ნამდვილი მეგობარი? როგორია იგი? ვინც ყოველთვის გვერდში გიდგას? თუ ვინც შეცდომებზე მიგითითებს მაშინ, როცა სხვები ხოტბას გასხამენ? იგივე დღე. 21:35 წყვილი ჯერ ისევ ბუხართან იჯდა და ერთად ყოფნით ტკბებოდა, როდესაც კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. _ვინაა?-სანდრო მასპინძელს მიაჩერდა- მას უნდა სცოდნოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. სანამ დუდა პასუხს გასცემდა, კარზე კაკუნი და სტუმრის ხმაც გაისმა: _დუდა, მე ვარ, მინდია! ახალ წელს გილოცავ! _მინდია?!-ეჭვნარევი მზერით უკმაყოფილოდ გახედა სანდრომ გოგონას. _ჰო, მინდია! შენი მეგობარი!-ნამუსზე ააგდო გოგომ და ადგა, რომ კარი გაეღო. _ფეხი ჩემი...-დაიწყო გაღიმებულმა მინდიამ კარების გაღებისთანავე, მაგრამ დუდამ ანიშნა არ გინდაო და ბიჭმაც თვალი მოჰკრა ბუხართან იატაკზე მჯდომ რუხ ფიგურას. სანდროც ადგა. _არ მეგონა აქ თუ გნახავდი, ძმაო. _მეც იგივეს ვიტყოდი შენზე.-ვალში არ დარჩა მინდიაც. მასპინძელმა სტუმარი სახლში შემოიპატიჟა. _ეს ხახმატიდან გამომატანეს.-ოდნავ დაიმორცხვა მინდიამ, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია და ჩანთები დუდას გაუწოდა. _ოჰ. რატომ შეწუხდით? დიდი მადლობა.-მორიდებით გამოართვა გოგონამ.-ახლავე გავშლი სუფრას და 2012 წლის დადგომა ერთად აღვნიშნოთ. _არა, არაა საჭირო. ვერ დავრჩები. ხელს არ შეგიშლით. მე უბრალოდ...-მინდია უხერხულად გრძნობდა თავს ამ სიტუაციაში- ეს აშკარა იყო.-არ მინდოდა მარტოს გაგეტარებინა ახალი წლის პირველი დღე. _ვიცი და ამიტომ გცემ პატივს. დიდი მადლობა, მინდია, რომ გაგახსენდი და ამ საშინელ თოვაში ჩემს სანახავად მოხვედი. ნუ წახვალ.-გულწრფელად უთხრა დუდამ. _დღეს ესაა მასპინძელი, ნუ ეტყვი უარს. ხელს მართლა არ შეგვიშლი, ძმა ხარ თუ რა ხარ, ბოლოსდაბოლოს?!-უთხრა დუჩემ. _მართლა ვერ დავრჩები. თან რახან ვიცი, რომ ერთად ხართ, მშვიდად ვიქნები. წავედი, აბა.-კარისკენ წავიდა მინდია. _მოიცა.-სანდრო დაედევნა და კიბის თავზე მოაბრუნა.-გიყვარს?-ხმადაბლა ჰკითხა და პასუხად თვალების ბრიალი დაიმსახურა თითქოს ეუბნებოდა „მაგ კითხვას როგორ მისვამო“.-იმედი მოგცა? _ბუთა, მე უბრალოდ ვზრუნავდი მასზე მთელი ეს დრო. მოვდიოდი, ხან პროდუქტი მომქონდა, თოვლი რომ დადო, შეშას ვუჩეხავდი, სახურავი გადავუწმინდე. მარტოსული იყო და ვცდილობდი გამეხალისებინა, შემემსუბუქებინა საწუხარი, რადგან ვიცოდი, რომ ეს შენით იყო გამოწვეული. მე ისიც კარგად ვიცოდი, რომ რამაც ატკინა, იმაზე უკეთ ვერაფერი მოუშუშებდა იარებს, მაგრამ არ მეგონა ასე უცებ თუ... _დავბრუნდებოდი? _...გარდაისახებოდა. ძალიან გახარებულია, თვალები უბრწყინავს. მე ზედმეტი ვარ. _შენ ჩემი ძმა ხარ! და სადაც მე ვარ, იქ შენ არასდროს არ ხარ ზედმეტი. _არ გინდა. ეგ ვიცი. მაგრამ ახლა მარტო ყოფნა გჭირდებათ. მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით! კარგად! _მინდია!-სანდრომ კიდევ ერთხელ მოაბრუნა მეგობარი.-მადლობა... მადლობა, რომ ასე უფრთხილდებოდი... არ ვიმსახურებ ამ ერთგულებას. _როგორ არა, იმსახურებ...-თქვა და პაუზის შემდეგ გააგრძელა.-თუმცა გულის სიღრმეში ორივემ ვიცით, რომ ეს მხოლოდ შენი მეგობრობის ხათრით არ გამიკეთებია. კარგად იყავით!-მინდიამ სწრაფად ჩაირბინა კიბეები, რომ სანდროს კიდევ ერთხელ არ მოებრუნებინა. * * * _ეს ახალია? არასდროს მინახავს გკეთებოდეს.-სანდროს დუდას კალთაში ედო თავი და მედალიონზე უთითებდა, რომელიც გოგონას ძეწკვით ეკიდა ყელზე. _არა, პირიქით. ძალიან ძველია და ყოველთვის ვერიდებოდი მის ახლოს ქონას. _ერიდებოდი?-გაუკვირდა ბიჭს.-რატომ? ვისია? _დედაჩემის. _ყოველთვის, როცა დედაშენზე იწყებ ლაპარაკს, თვალები ძალიან გისევდიანდება. გინდა მასზე ვისაუბროთ? _არა. მისი გახსენება ტკივილს მაყენებს.-გოგონას თვალები აუცრემლიანდა. სანდრო მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო. წამოჯდა და თბილად უთხრა: _მომიყევი რა მოხდა. უკეთესად გახდები. _არამგონია. _სცადე. _კარგი...
| |
|
|
|
|