☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2012-05-11, 3:13 PM | შეტყობინება # 1207 |
![☆AnasteishA☆](/avatar/17/977860.gif) Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| Quote (Jack♥sparrow) ანი, Taylor Swift - ის სიმღერიდანაა ,,mine'' madlobaa rogorc gitxarit, axali tavs male vdeb
ბოლოს ყოველთვის ყველაფერი კარგად მთავრდება. თუ ყველაფერი კარგად არაა, ესეიგი დასასრულიც არ დამდგარა ჯერ... იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგო, სახელად შორენა. შორენა ძალიან ლამაზი იყო. ისეთი ლამაზი, რომ ნახევარი ქალაქი მასზე იყო შეყვარებული. მასზე შეყვარებულთა შორის იყვნენ ლამაზები და შეუხედავები, მაღლები და დაბლები, მდიდრები და ღარიბები, კეთილნი და ბოროტნი, სწავლულნი და უსწავლელნი. მაგრამ შორენას ერთადერთი ბიჭი, შოთა უყვარდა ლამის დაბადებიდანვე. ისინი თავიდან მეგობრობდნენ, შემდეგ როცა წამოიზარდნენ, ნამდვილმა გრძნობამ- სიყვარულმა იფეთქა მათ გულებში, სიყვარულმა, რომელმაც ბევრი დაბრკოლება- შურიანი გამოხედვები, მზაკვარი ხაფანგები, უიღბლობები და წარუმატებლობები დასძლია და მაისის მზიან, თბილ დღეს წყვილი დაქორწინდა. მართალია, წყვილის მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ- გოგოს ეუბნებოდნენ, რომ იგი უკეთესს იმსახურებდა და არ უნდა გაეყადრებინა იმ ღარიბი ლაწირაკისთვის თავი, ბიჭს კი არიგებდნენ, რომ ჯერ უნდა ესწავლა, ცხოვრებაში რაიმესთვის მიეღწია და მხოლოდ ამის შემდეგ ეფიქრა ოჯახზე- მაგრამ წყვილმა თავზე ხელაღებული საქციელი ჩაიდინა- მათ ჯვარი დაიწერეს და ქალაქის მივარდნილ უბანში, ყველასგან განმარტოვებით დაიწყეს ნაქირავებ ნახევრადსარდაფში ცხოვრება. ღარიბულად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთის სიყვარული აძლიერებდათ. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო- პატარა ოჯახი, მცირე შემოსავლით და დიდი, დაუძლეველი სიყვარულით. დღის პირველ ნახევარში სწავლობდნენ, მეორე ნახევარში ქმარი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა, ცოლი კი სახლში მიდიოდა და საკონდიტრო შეკვეთებს ასრულებდა, რომლებიც არცთუ ბევრი ჰქონდა, მაგრამ თავის გატანას, როგორღაც ახერხებდნენ. მათი დაუძლეველი სიყვარული დაჯილდოვდა- შორენამ ბიჭი გააჩინა. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაისვა საკითხი სხვანაირად- ბიჭუნა ჯილდო იყო თუ სასჯელი?! პაწია მათე ვერცერთ კიდურს ვერ ამოძრავებდა და ამას ვერაფერი გამოასწორებდა. განადგურებული მშობლები შეშინებულნი დასცქეროდნენ ბავშვს. მცირედი იმედიც კი არ იყო. ისღა დარჩენოდათ ბედს შეგუებოდნენ და კვლავ ტკბილად ეცხოვრათ. ძველებურად. მაგრამ არა! ამის ნაცვლად ქმარმა დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ იქნებ ქორწინება მართლა შეცდომა იყო? და იქნებ ღმერთს სწორედ ამის მინიშნება უნდოდა მათეს საშუალებით? ბიჭუნას წამლებში ბევრი ფული მიდიოდა, უკვე საჭმელშიც კი არ ჰყოფნიდათ ქმრის ხელფასი. შორენა სთხოვდა მეუღლეს რამე მოეფიქრებინა, როგორმე გადაერჩინა მათი შვილი. და ქმარმაც მოიფიქრა! ერთ დღესაც ადგა, ჩაიცვა, სახლიდან გავიდა, რათა დამატებითი სამუშაო ეშოვა და... უკან აღარც დაბრუნდა!
_როგორ? ასე ადგა და მიატოვა? თავისი ცოლი მიატოვა? პატარა, ავადმყოფ ბავშვთან ერთად? _დამაცადე, ჯერ არ დამიმთავრებია...
შორენა კინაღამ გაგიჟდა ნერვიულობისგან, როცა დაღამდა და ქმარი უკან არ დაბრუნდა. ავადმყოფ შვილთან პენსიონერი მეზობელი დატოვა და თავად ქმრის მეგობრებთან წავიდა, რათა მისი ამბავი გაეგო. აღმოჩნდა, რომ არავინ არაფერი არ იცოდა. კუნაპეტ ღამეში მარტო, ძებნისაგან დაღლილი და შიმშილისგან მისავათებული მიაბიჯებდა სახლისკენ მიმავალი. არ ღელავდა იმაზე, რომ თავსხმა წვიმა იყო, არც იმაზე, რომ დაგლეჯილ ფეხსაცმელში წყალი შესდიოდა, არც იმაზე, რომ მთელი დღის განმავლობაში თითქმის არაფერი არ ეჭამა. ღელავდა მხოლოდ ქმარზე, რომელსაც შესაძლოა იმ წუთებში უჭირდა და თვითონ ვერაფრით ეხმარებოდა. ღელავდა ბავშვზე, რომელსაც უკვე დიდი ხანია შიოდა, მას კი არაფერი ჰქონდა, რომ ეჭმია. სახლში რომ შევიდა, ტირილის ხმა არ გაუგონია, გაოცებული შევიდა საძინებელ ოთახში. ბავშვს ეძინა. მეზობელმა უთხრა, რომ ბავშვი დიდხანს ტიროდა, შემდეგ კი მისავათებულს ჩაეძინა. შემდეგ ორად გაკეცილი ქაღალდი გაუწოდა, უთხრა, რომ ბავშვის საწოლში იპოვნა შემთხვევით. გაკეცილ ქაღალდში გროშები იდო, ზედ კი ეწერა: „მეტი აღარ შემიძლია. მაპატიე.“
_რა ცინიზმია! ქალი ბედის ანაბარა მიაგდო გაჭირვებაში და პატიებაც სთხოვა?! დუდა, ეს დედაშენის ამბავს მიყვები თუ ახლა თხზავ? რაღაც ტრაგიკულ ზღაპარს ჰგავს, შენ კი არსად ჩანხარ! _მეე? მე... მეც მალე გამოვჩნდები.
გავიდა რამდენიმე წელი. შორენამ საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ თავისი შვილი გადაერჩინა. სიღარიბეს არ მისცა საშუალება დაეჩოქებინა. ყველაფერს ითმენდა, ოღონდ მის შვილს, პაწია მათეს არაფერი მოჰკლებოდა. მშობლებსაც სთხოვა დახმარება. მაგრამ მათ თავისთვისაც არაფერი ებადათ. მერე მოხდა ისე, რომ რამდენიმე მეზობლის შეკვეთით ნამცხვარი გამოაცხო. მეზობლებმა მადლობის ნიშნად ცოტა მასაც დაუტოვეს და საჭმელიც მისცეს ბავშვისთვის. შემდეგ კიდევ მისცეს შეკვეთა, ნახელავი მოეწონათ და თავის მეგობრებთანაც აქეს მცხობელი, მათაც მისცეს შეკვეთა და შემდეგ მათ კიდევ სხვებთან აქეს. ჯერ მათ ქუჩაზე მცხოვრებლებში გაითქვა სახელი, შემდეგ კი მთელ უბანში. ასე გაუჩნდათ საჭმლის ფული. შორენას უკვე შეეძლო ფუფუნების უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის და ჟღარუნა ეყიდა თავისი ვაჟისთვის, რომელსაც იგი თავად ვერასდროს გააჟღარუნებდა. ერთ დღეს კი ერთი მეზობელი ქალი ესტუმრა ცხობაში გართულს. მათეს მარტოხელა მეზობელი პენსიონერი ეთამაშებოდა, როგორც ყოველთვის. ქალმა შორენას საქმიანი წინადადება შესთავაზა... რამდენიმე თვეში მეზობელ ქუჩაზე, სახლთან ახლოს შორენას საკონდიტრო გაიხსნა. წლები გადიოდა. მათე იზრდებოდა. შორენა წელში გაიმართა. ახლა აღარ იყო ბედისგან დაჩაგრული. ნორმალური ბინა იქირავა. საკონდიტროშიც თითქმის აღარ უწევდა მუშაობა, ახლა თვითონ იყო უფროსი. მის ცხოვრებაში ის ბედნიერი დღეც დადგა, როცა შვილს ინვალიდის ეტლი უყიდა და ახლა შეეძლო გარეთ თავისუფლად ესეირნათ, რადგან ბოლო დროს მათე ძალიან დამძიმდა და შორენას ძალიან უჭირდა მისი ხელში აყვანილი ტარება ქუჩაში. და სწორედ იმ დღეს, როცა შორენამ პირველად გაასეირნა ეტლით თავისი ვაჟი, მან გაიცნო მამაკაცი...
_ოჰოო, ეხლა კი მალე გამოჩნდები, არა?-ეშმაკურად ჩაიღიმა სანდრომ. _ნუ ხარ საზიზღარი! დედაჩემზე ვლაპარაკობთ! _ბოდიში, ბოდიში, განაგრძე.
ვახო ძალიან გალანტურად ექცეოდა შორენას, მის მოხიბვლას ცდილობდა და თუმცა შორენა დიდხანს იკავებდა თავს...
_მოკლედ, ჩავისახე მე. _რატომ ასე მოკლედ მათი რომანტიკული სიყვარულის შესახებ? _იმიტომ, რომ...
ვახო არც ისეთი გულწრფელი და სანდო ადამიანი აღმოჩნდა, როგორც შორენას ეგონა. მან ხომ იმიტომ გააბა ეს ურთიერთობა, რომ საიმედო დასაყრდენი სჭირდებოდა, ზურგი, რომელსაც ამოეფარებოდა და მკერდი, რომელიც დაიცავდა. მაგრამ მალე გამჟღავნდა, რომ ვახოს ცოცხალი და საღ-სალამათი მეუღლე და 3 მშვენიერი ნაშიერი ჰყავდა. იგი უბრალოდ თავგადასავალს ეძებდა, დროებით ან თუნდაც მუდმივ საყვარელს. შორენა არ დასთანხმდა მას ყოფილიყო მისი სიყვარულის ფარული ქალღმერთი, ოცნებების, სურვილების ერთადერთი მუზა და აზრი, როგორც მას ვახო უწოდებდა. მათ ურთიერთობა გაწყვიტეს.
_კიდევ ერთი დარტყმა დედაშენისთვის. მერე რა მოხდა?
მერე გამოჩნდა შოთა.
_შოთა?? მოიცა, ვერ მივხვდი. ჩვენ ახლა ვახოზე ვლაპარაკობდით? დავიბენი! ოპააა, შოთა მამაშენი არ არის? ლექსოს მამა და მათეს მამა ერთი და იგივე შოთაა? _მოვლენებს წინ ნუ უსწრებთ, ახალგაზრდავ!
შოთამ პატიება სთხოვა ცოლს.
_და შორენამ... რა, აპატია? ბოდიში, დედაშენმა. _რა გითხარი? მოვლენებს წინ ნუ უსწრებ! დამაცადე! _ბოდიში!
შოთა ის ძველი შოთა აღარ იყო. სხვა კაცი დაუბრუნდა შორენას. ეს შეძლებული კაცი იყო. საკუთარი ბიზნესით, მდიდრული სახლითა და მანქანებით. ახლა აღარ იყო მხრებში მოხრილი და დაბეჩავებული სიღარიბის ტვირთისგან.
_და შორენა ამან მოისყიდა? ფულმა? _დუჩე! _კარგი, გააგრძელე.
შორენამ კინწის კვრით გააგდო სახლიდან. შემდეგ მათეს მიაკითხა, შორენამ მიკარება აუკრძალა, მაგრამ როცა დაინახა მისი გონებრივად ჩამორჩენილი შვილი როგორ უღიმოდა მისთვის უცნობ ძიას, უარი ვეღარ უთხრა და მათემ კვლავ შეაერთა ისინი... ემოციურად. ოღონდ მათესგან მოშორებით ისინი კვლავ უცხონი რჩებოდნენ ერთმანეთისთვის. თითქმის მთელი წელი ეხვეწებოდა შოთა ეპატიებინა და შერიგებოდა. ამასობაში შორენას მუცელი დაეტყო. შოთასთვის ეს დიდი დარტყმა იყო, მაგრამ სიტყვა არ ეთქმოდა- თავადაც ჰყავდა ცოლი, რომელიც დაეღუპა და რომლისგანაც ვაჟი დარჩა.
_ლექსო. _თავი ერკიულ პუარო გგონია, ხო? მაგას ჩვენი მკითხველიც კი მიხვდა (გეკაიფებით (: ავტ.). _მერე რა მოხდა?
გაჩნდა გოგონა. შორენამ ბავშვს იმ მოხუცი პენსიონერის სახელი დაარქვა, ვინც მათეს გაზრდაში დაეხმარა და ვინც ისევ მასთან ერთად ცხოვრობდა- დიანა. შოთასა და მას ისევ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ტრაგედიამ მალე გააერთიანა ისინი- უეცრად მათ ბიჭს შეტევები დაეწყო. ახლა უკვე შეეძლოთ ცნობილ ექიმებთან მიეყვანათ იგი და ნებისმიერი თანხა გადაეხადათ, ოღონდაც გადაერჩინათ, მაგრამ მცდელობა დაგვიანებული აღმოჩნდა- მათე 10 წლის ასაკში გარდაიცვალა- თავისივე დაბადების წინა დღეს.
პაუზა ჩამოწვა. დუდასაც და დუჩესაც დაბლა დაეხარათ თვალები. _ვწუხვარ.-ხმადაბლა თქვა ბიჭმა.-სიმართლე გითხრა, არ გამკვირვებია. ახლა შენს ცხოვრებაში რომ ყოფილიყო მათე, აუცილებლად მეცოდინებოდა. მოდი, ნუ გაჩუმდები. ყველაფერი თქვი. მოყოლა გააგრძელე!
შოთა, რა თქმა უნდა, თავის თავს ადანაშაულებდა ამაში. ხვდებოდა თავის შეცდომას, რომელიც 10 წლის წინ ჩაიდინა და რომელსაც ვერასდროს გამოასწორებდა. იგი ყოველდღე მიდიოდა შვილის საფლავზე და პატიებას სთხოვდა. ღმერთს სთხოვდა წაეყვანა.
_შორენა? მან როგორ გადაიტანა?
შორენა გარე სამყაროს სრულიად გამოეთიშა. თავის გოგონას აღარ უვლიდა, აღარ არსებობდა მისთვის აღარაფერი და აღარავინ. იჯდა თავის ოთახში და უაზროდ მიშტერებოდა კედლებს. საერთოდ გადაეჩვია ლაპარაკს. შოთამ ფსიქოლოგები, ფსიქიატრები მიუყვანა, მაგრამ მათ პაციენტის სულით ავადმყოფთა სახლში გადაყვანა ურჩიეს, რასაც შოთა არ დათანხმდა. წლები გადიოდა. გოგონა იზრდებოდა. იგი დიანა ბებოს უფრო მეტად მიეჩვია, ვიდრე საკუთარ დედას, რომელიც 5 წლის გოგონას ერთადერთხელ დაელაპარაკა და მაშინაცის უთხრა, რომ მისი ბრალი იყო მათეს სიკვდილი, რომ მან მიითვისა მათეს ყურადღება და ამიტომ დაეღუპა ბიჭი, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო... რომ მამამისივით მზაკვარი და ბოროტი იყო, რომ...
_დუდა, დუდა... ნუ ტირი, პატარავ, გთხოვ... ხომ ხვდები, რომ მაშინ დედაშენი ვერც კი ხვდებოდა რას ამბობდა. დამშვიდდი, გთხოოვ... ის უბრალოდ შვილის სიკვდილით იყო გამწარებული. უმწეო შვილის სიკვდილით, რომელსაც მთელი ცხოვრება თავს დაჰფოფინებდა. _ჰო, მაგრამ მე მხოლოდ 5 წლის ვიყავი და ესაა ერთადერთი მოგონება, რომელიც მასზე მაქვს!
დიანა ბებო მას ატყუებდა, რომ ღამით, როცა გოგონას ეძინა, დედა მასთან მიდიოდა და შუბლზე ჰკოცნიდა, ეფერებოდა. გოგონას ეს სჯეროდა და ყოველღამე იმის იმედით იძინებდა მშვიდად, ყოველგვარი ზღაპრის გარეშე, რომ დედა მასთან მივიდოდა და მოეფერებოდა. შვილს უწოდებდა... ჩაიხუტებდა... შოთა ამ ყველაფერს უყურებდა. არ სცილდებოდა შორენას და მის გოგონას. ვინ იცის, მათეს გამო დანაშაულის გრძნობის, შორენასადმი სიყვარულის, დიანასადმი სიბრალულის, ამ ყველაფრის ერთად თუ კიდევ სხვა მიზეზის გამო, შოთა გოგონას დაუახლოვდა. ცდილობდა მამასავით მოპყრობოდა. სათამაშოებს ჩუქნიდა, სასეირნოდ მიჰყავდა. სკოლაშიც ატარებდა 6 წლის რომ გახდა.
_მერე?
მერე შორენა მოკვდა. იშვიათად და ცოტას ჭამდა, სუფთა ჰაერზე წლების განმავლობაში არ გასულა. ჭლექით დაავადდა და სანამ ძალით ჩასხმული წამლები იმოქმედებდა, ხელიდან გამოეცალათ.
_მაგრამ მანამდე, ერთ ღამეს... არ ვიცი, დიანა ბებიას ტყუილების გავლენით დამესიზმრა თუ მართლა მოხდა... შორენას ხმამ გამაღვიძა. სახეზე მეფერებოდა გაუბედავად. მე თვალებს არ ვახელდი, მეშინოდა, რომ სიზმარი იქნებოდა. ჩურჩულით მთხოვდა პატიებას და მეუბნებოდა, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან ვახოს შვილი ვიყავი და რადგან მათეს სიკვდილი ჩემი ბრალი იყო. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვუყვარდი ამ ნაკლოვანებების მიუხედავად და უნდოდა, რომ მისგან სახსოვრად დამრჩენოდა რაღაც. დილას რომ გავიღვიძე, ჩემ ბალიშთან ეს მედალიონი იყო, რომელიც ძალიან ძააააალიან დიდი ხნის განმავლობაში ეგდო შოთას სახლის სხვენზე ძველ ყუთებში. იქიდან აქ გადმობარგებისას ვიპოვე გადავიწყებული ეს ნივთი და მას მერე ყელს მიმშვენებს. _და შოთამ შორენას გარდაცვალების შემდეგ გიშვილა? _ოფიციალურად არა. მაგრამ რეალურად კი. თავიდან ალბათ მართლაც დანაშაულის გრძნობის გამო აიღო ჩემს გაზრდაზე პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს ორივემ ვიცით, რომ მე მისი ქალიშვილი ვარ, ის კი ჩემი მამა. ყოველთვის გვერდში მედგა, როცა მისი მხარდაჭერა მჭირდებოდა და ნამდვილი მამობა გამიწია. ვიცი, რომ ამას მხოლოდ დანაშაულის გრძნობით არ აკეთებს. მას მართლა ვუყვარვარ და არ აქვს მნიშვნელობა რა გრძნობამ აიძულა აღვეზარდე, მე მადლობელი ვარ განგების იმისთვის, რომ ისაა მამაჩემი. _ვახოზე რას იტყვი? არ გიცდია მოგეძებნა? _კი, როგორ არა.-თვალცრემლიან დუდას სიმწრით ჩაეცინა.-შოთა არ შემწინააღმდეგებია როცა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი. პირიქით, მის მოძებნაშიც კი დამეხმარა. სამსახურში მივაკითხე და როცა გაიგო ვინც ვიყავი, სახე წაეშალა, გაფითრდა და მთხოვა დამესახელებინა თანხა, რომ შემდეგ მისი ცხოვრებიდან გავმქრალიყავი. _მერე? _გაუმართლა! თანხის გარეშე გავქრი!-ნაძალადევად გაიღიმა დუდამ და თვალები შეიმშრალა. _აბა, რას იტყვი, როგორი ისტორიაა? _მარტო ერთ რამეს ვიტყვი: ამ ყველაფრის შემდეგ უფრო მეტად მიყვარხარ! იმის გამო, რომ ამდენი რამ გადაიტანე და დღეს ასეთი ხარ. _ჰოო? მაინც როგორი? _შენებური. უბრალოდ ის ხარ, ვინც შემიძლია მთელი ცხოვრება მიყვარდეს. უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. ადექი, ძილის დროა.-ფეხზე წამოდგა ბიჭი და ხელი გაუწოდა დუდას.-ოდესმე ჩემს ამბავსაც მოგიყვები. _შენს ამბავს?-თვალები დააჭყიტა დუდამ.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - პარასკევი, 2012-05-11, 3:26 PM | |
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: პარასკევი, 2012-05-11, 9:00 PM | შეტყობინება # 1214 |
![Jack♥sparrow](/avatar/37/2737-594758.jpg) I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| მომეწონა ამ თავის სიდიდე,თუმცა უფრო მეტად – შინაარსი.
რაღაც პატარა ზღაპარი იყო,სევდიანი ზღაპარი . დუდას ამბავზე გული მეტკინა,ისედაც დაგრუზული ვიყავი შოთას საქციელს ვგმობ,მაგრამ ჩემი აზრით,საბოლოოდ ზრუნვით შორენაზე,მათეზე და დუდაზე,თავისი შეცდომა მოინანია. :| რაც შეეხება შორენას,მე დედა არ ვარ ! ვერ გავამტყუვნებ არ შემიძლია, მათე მოკვდა. დედამ დაკარგა შვილი.შვილი,რომელსაც წლების განმავლობაში თავს ევლებოდა მარტოდმარტო. ( ხოდა ის იმედი,რომელიც ცხოვრების გაგრძელებას აიძულებდა,ხელიდან გამოეცალა. განადგურდა. ცოტა ეგოისტური იყო მისი საქციელი დუდასთან მიმართებაში,მაგრამ მართლა მჯერა რომ დუდა უყვარდა არ შეიძლებოდა არ ყვარებოდა,მაგრამ მათეს სიკვდილის შემდეგ მისმა ცხოვრებამ უკვე მეორეჯერ დაკარგა აზრი,ასე რომ ...............
ჩემი აზრით,თვითონ ეს თავი იყო ძალიან ორიგინალური. დასაწყისში კინაღამ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ხომ ვთქვი პატარა სევდიანი ზღაპარია–თქო.
დუჩეს ისტორია წარმომიდგენია. ქალები,ქალებ,ქალები,ქალები,ქალები .......... დუდა! (ვცდები ვიცი ხო)
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.
Quote (☆AnasteishA☆) _თავი ერკიულ პუარო გგონია, ხო? მაგას ჩვენი მკითხველიც კი მიხვდა (გეკაიფებით (: ავტ.).
შეტყობინება შეასწორა Jack♥sparrow - პარასკევი, 2012-05-11, 10:52 PM | |
|
|