ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

viku-vukuთარიღი: კვირა, 2012-04-29, 9:08 PM | შეტყობინება # 1171

397
10  +
12  ±
   ±
Offline
, kai ra ukve meramdened shemovdivar da rato ar debt?



შეტყობინება შეასწორა viku-vuku - ორშაბათი, 2012-04-30, 10:45 PM

nati_cullenთარიღი: კვირა, 2012-04-29, 10:02 PM | შეტყობინება # 1172

400
9  +
30  ±
   ±
Offline
ar calia albat da shemosvlasac ver axerxebs :)))


anukaთარიღი: კვირა, 2012-04-29, 10:28 PM | შეტყობინება # 1173

47
2  +
4  ±
   ±
Offline
auf auf auf auf :| amomdzvda suli !

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 1:58 PM | შეტყობინება # 1174
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ოცნება ტკბილია... განსაკუთრებით, როცა სრულდება...
2012 წელი. 1 იანვარი. 04:34. ჭალისოფელი.


შავპალტოიანი მგზავრი ჩანთით ხელში მარტო მიაბიჯებდა გაკვალულ თოვლში, მაგრამ ისე თოვდა, რომ ალბათ მალევე დაიფარებოდა გაკვალული გზა. მგზავრს, დიახაც, ეჩქარებოდა, მაგრამ მაინც აუჩქარებელი ნაბიჯით მიდიოდა. რა თქმა უნდა, სწრაფად უნდოდა ენახა გულით საყვარელი, მაგრამ ეს წუთებიც ტკბილი იყო, მოლოდინი, რომ ბოლო აღმართიც და კარს შეაღებს და მას დაინახავს, მისივე დანახვით სიხარულისგან თვალებგაბრწყინებულს. ყველაფერს ეტყვის, რისი თქმაც ამდენი ხნის განმავლობაში უნდოდა და ვერ ეუბნებოდა, ყველა იმ გრძნობას, ტკივილს, ემოციას ჩატევს სიტყვებში, რომლებიც ამ დროის განმავლობაში სტანჯავდა... ანდაც, სულაც არაფერს არ ეტყვის– დაე, მისმა თვალებმა უთხრან ყველაფერი, დაე, მათმა ტუჩებმა თქვან სათქმელი ერთმანეთთან შერწყმისას...
თოვლით განათებულ ღამეში ერთ–ერთი სახლის წინ მჯდომი ჩრდილი გამოჩნდა. მის დანახვაზე სანდრო ცოტათი შეკრთა. ალათ უძილობისგან გაწამებული საწყალი ბებო იყო. თუმცა თოვაში რატომ იჯდა ვინ იცოდა.
_გამარჯობათ! ახალი წლის დადგომას გილოცავთ!–შესძახა საკმაოდ ხმამაღლა, მაგრამ ჩრდილი არც შერხეულა. სანდრომ მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო– აღარ უნდოდა მოხუცის ჭროღა თვალების დანახვა, რომელიც შემაშინებლად უმზერდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სანდრო კარგა მანძილზე გაეცალა და მიხვდა, რომ სტუმარი სოფელს ავი განზრახვით არ სტუმრებია ასე გვიან, მოხუცმა ხმადაბლა თქვა:
_მშვიდობით მოხველ.
მაგრამ სანდროს ეს არ გაუგონია, რადგან დაყრუებული მოხუცებისთვის აღარ ეცალა– პირდაპირ დუდას სახლის წინ იდგა. სლეშმა უთხრა, რომ ერთადერთი ვერცხლისფერსახურავიანი სახლი იდგა სოფელში და ისიც დუდას ეკავა. ზედ სოფლის შესასვლელთან დატოვა სანდრო, თვითონ კი ქალაქში დაბრუნდა.
სანდრომ ჭიშკრის ჟანგიანი ურდული ფრთხილად გადაწია, რომ მასპინძელი არ შეეშფოთებინა და ეზოში შევიდა. წამიერად შეყოვნდა– ჭიშკრიდან სახლამდე ორი პაწია ფეხით გაკვალულ გზას გააყოლა თვალი ღიმილით. ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ არა, დაწყნარება არ შეეძლო, გული თავისით გრძნობდა რა ახლოს იყო მასთან და სიხარულისგან ბორგავდა, ძალუმად აჩქეფებდა სისხლს ძარღვებში. ნელი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ და კიბეებს აუყვა– ზუსტად იცოდა დუდა ზედა სართულზე იქნებოდა, რადგან მას ვრცელი აივანი ჰქონდა გარშემო შემოყოლებული– დუდა აივნებზე გიჟდებოდა.
კიბე აიარა და აივანზე აღმოჩნდა, ფეხები ფრთხილად დაიბერტყა კარის წინ სათუთად დაფენილ ტილოზე და სახელური ჩამოსწია. კარი დაკეტილი აღმოჩნდა!
_ჩემი ჭკვიანი გოგო!–ჩაიჩურჩულა სანდრომ ღიმილით. შემდეგ ფანჯრებს მიადგა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა დაკეტილი იყო. მინის ჩამტვრევა არ უნდოდა, ასე ხომ გაეღვიძებოდა და შეეშინდებოდა. შეიძლება სანადირო თოფიც ედო საწოლთან და რა ირონია იქნებოდა– ქურდი რომ ჰქონდებოდა და შემთხვევით შემოკვდომოდა! ესეც რომ არა, სიურპრიზი აღარ გამოუვიდოდა. არაა, სხვა გზა უნდა ენახა.
_საკვამური!–წამოიძახა უცებ, როცა სახურავზე მიდგმული კიბე დაინახა. დაუყოვნებლივ აძვრა კიბეზე და იქიდან სახურავზე აღმოჩნდა.
_თოვლიც თავისით გადაწმინდა ნეტავ?–სევდიანად იკითხა სანდრომ. სახურავი თოვლისგან ახალგადაწმენდილი იყო, თუმცა რადგან თოვდა, თხელი საფარი უკვე დაედო. საკვამურთან ფრთხილად მივიდა და ჩაიხედა– ჩასახტომად საკმაოდ ღრმა იყო. ერთადერთ იმედად ისღა რჩებოდა, რომ იქნებ ბუხრის მწმენდავებისთვის ხელ და ფეხმოსაჭიდები დაეტანებინათ. ბუხარში ნაკვერჩხლები ელავდა, ამიტომ სანდრომ საკვამურთან სახურავზე დადებული თოვლი მოაგროვა და მილში ჩაუძახა.
_საკვამურებში ძრომიალიც დამაწყებინეე! რაღა მე და რაღა სანტა!–ჩაილაპარაკა სანდრომ ღიმილით და მილში ჩაძვრა. ფეხის დადგმასაც ახერხებდა გამოწეული აგურებზე და ხელითაც ეჭიდებოდა მილის კედლებს, ასე რომ ბუხარში მშვიდობიანად დახტა და პირდაპირ საძინებელ ოთახში გამოძვრა ბუხრიდან.
ღამეში არეკლილი თოვლის შუქზე დაინახა, რომ ფართო საწოლზე მძინარე მზეთუნახავი მისვენებულიყო. სანდრო ფეხაკრეფით მიუახლოვდა საწოლს და გოგონას დააცქერდა. მზერით ეფერებოდა ამდენი ხნის ნანატრ კრიალა სახეს, დახრილ წამწამებს, გაბუშტულ ტუჩებს... ისე მოუნდა დახრილიყო და დაეკოცნა ეს ახლობელი, უსაყვარლესი სახე... ხელი წაიღო, რომ ლოყაზე მაინც მიფერებოდა, მაგრამ დაინახა, რომ გამურვოდა თითები, ამიტომ უკანვე წამოიღო.
ჩაკეტილი კარი შიგნიდან გააღო და გარეთ გავიდა, ხელები თოვლში გაიწმინდა, (იმედი ჰქონდა არა დუდას ხელით) დაპობილი შეშა ამოიტანა და ბუხარში კვლავ გააჩაღა ცეცხლი. პალტო გაიხადა და მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდა ისევ სარეცელს. საბნის ზემოდან დაწვა საწოლზე და მძინარეს დაუწყო ცქერა. სახე ისე ახლოს მიუტანა სახესთან, რომ მისი გრილი ამონასუნთქი კანზე ელამუნებოდა. შეშა მხიარულად ტკაცუნობდა, სანდრო თავს შინ გრძნობდა, რადგან მასთან იყო და გული ანცი მხიარულებით უჩქროლდებოდა იმის წარმოდგენაზე, რა რეაქცია ექნებოდა დუდას, როცა გაეღვიძებოდა და იქ დაინახავდა.
_ჩემი ლამაზი.... როგორ მომენატრე, გოგო...–ჩაიჩურჩულა თავისთვის, თავი ვეღარ შეიკავა და ლოყაზე სულ ოდნავ შეახო თითები. გოგონა შეიშმუშნა. –როგორ მინდა გაკოცო...–აგრძელებდა სანდრო.–ჩემი კოცნით გამოგაღვიძო დღეს... და ყოველ დილას... მთელი სიცოცხლე...–სულ ოდნავ, ტუჩებზე გადაუსვა ცერა თითი, კოცნის წყურვილით იკვნეტდა გამშრალ ტუჩებს. მაგრამ გოგონა კვლავ შეიშმუშნა და სანდრომ გადაწყვიტა, რომ ეგოისტური იყო მისი საქციელი, ჯობდა თავისით გაეღვიძა დილას, ასე ტკბილად ჩაძინებულის გაღვიძება მისი მხრიდან, უსინდისობა იქნებოდა. ხელი აიღო და ზურგზე გადაწვა... ფიქრებში ჩაეფლო... და კინაღამ გული გაუსკდა, როცა მოესმა:
_მოხვედი?–დუდას ხმა ისე ისმოდა, თითქოს ამ კითხვას ვინმე ძალიან ახლობელს, შინაურს უსვამდა, ვისი იქ მისვლაც ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ვინც იქ ხშირად მიდიოდა ხოლმე. სანდრომ გოგონას დახედა. დუდა თვალებს ძლივს ახელდა, ნახევრად ეძინა, მაგრამ როცა ახელდა, თვალებში უყურებდა.
_ჰო, მოვედი...–ჩურჩულით უპასუხა ბიჭმა. დუდამ ოდნავ გაიღიმა, შეტყუპებული ხელები ლოყის ქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა.
_მიყვარხარ...–ძალუმად აძგერებულმა გულმა საშუალება არ მისცა სანდროს, არ ეთქვა ეს სიტყვები, ასე ბავშვურად ჩაძინებული გოგონასთვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას ჯერ არ ეძინა, რადგან თვალები გაახილა, ოდნავ გაიღიმა.
_ვიცი, უბრალოდ, ჩემთან არ ხარ და ეს მტკივა...–სევდიანი ღიმილით თქვა გოგონამ. თვალები დახუჭა, ისევ გაახილა. შემდეგ ხელი წაიღო სანდროს სახისკენ და წვერი რომ იგრძნო რბილი თითებით, ღიმილი სახეზე შეახმა. თვალები დააჭყიტა და კარგა ხანს არც კი დაუხამხამებია, დახუჭვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სანდროს გაეღიმა– კარგად ართობდა მისი სახე. წყვილი თვალებში უყურებდა ერთმანეთს და არ იძვროდა– სანდრო ელოდა ის რას მოიმოქმედებდა,"ის" კი ამ ყოველივეს გააზრებას და რაციონალური დასკვნის გამოტანას ცდილობდა. ხელი ისევ სანდროს სახეზე ედო.
_სანდრო... შენ ხარ?–იკითხა ბოლოს ყოყმანით გაუბედავად. ბიჭს მხოლოდ გაეცინა.
_რა საყვარელი ხარ, იცი?
_სანდრო... დუჩე... სანდრო...–აღელვებული, აფორიაქებული, ათრთოლებული წამოჯდა საწოლში დუდა. წამოჯდა სანდროც.–აქ დამელოდე!–გოგონა საწოლიდან წამოხტა და გრძელი საღამურის ფრიალით გავიდა გვერდით ოთახში, საიდანაც სულ მალე სანთლით ხელში დაბრუნდა. თვალები გაუბრწყინდა, როცა ბიჭი ისევ საწოლზე წამომჯდარი დახვდა. შანდალი საწოლთან დადო და თვითონ ისევ სარეცელზე დაბრუნდა.
_დუჩე... დუჩე... სანდრო... არ მჯერა...–თვალებში ჩასცქეროდა და სახეზე ხელებით ეფერებოდა დუდა.–მართლა შენ ხარ...
_ჰო, მე ვარ! სიგიჟემდე მენატრებოდი და შენი სიზმრიდან გადმოვედი...–სახეზე ეფერებოდა სანდროც.
_შენ ხარ! აქ! ჭალისოფელში! საიდან, როგორ??–დუდას თვალები უელავდა, უბრწყინავდა სიხარულისგან, თვალები ტუჩებზე მეტად უცინოდა. სანდრო პასუხის გაცემის ნაცვლად ბაგეზე დააცხრა. ნანატრი, ნაოცნებარი კოცნით გამოწვეული თავბრუსხვევა აგრძნობინა დუდას ცხელმა, მოალერსე ტუჩებმა და თავი ჩახარა სევდიანად.
_რაო, პატარავ?–ჩურჩულით ჰკითხა სანდრომ. გოგონას ისე უყურებდა, როგორც ონავარ ბავშვს, რომლისგანაც კიდევ ერთ ოინს ელოდა.
_ვიცი, რომ ხვალ ყველაფერი გაქრება. –სერიოზული ხმა ჰქონდა დუდას.
_რა?–სანდრომ თავის შეკავება ვერ მოასწრო და გაეცინა.
_ჰო, სიზმარი ყოველთვის ქრება.
_რა სიზმარი? დუდა, აქა ვარ, შემომხედე!
_მოდი აქ...–დუდა საწოლში ჩაწვა და სანდროც მიიპატიჟა. ისიც დაემორჩილა. გოგონამ მხარზე, სახესთან ახლოს დაადო თავი ბიჭს, მკლავიც მოხვია და ღრმად ამოიოხრა.
_როგორ მიყვარს ეს სურნელი...–სანდრო მის ქცევას ღიმილით ადევნებდა თვალს. გოგონა ცხვირის წვერით ელამუნებოდა ყელში, ნიკაპზე, ტუჩებზე ეფერებოდა თითებით. ბოლოს თვალები დახუჭა და ჩაეძინა.



☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 2:01 PM | შეტყობინება # 1175
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მართლა ვერ ვახერხებ ხოლმე და იმიტომ არ ვდებ. თან ხშირად განწყობაც მჭირდება, რომ წერით სიამოვნება მივიღო და მერე შედეგი თქვენთვისაც სასიამოვნო იყოს. განწყობის გარეშე ვერ ვწერ. მაპატიეთ, რომ გალოდინებთ, მაგრამ დამერწმუნეთ არ მსიამოვნებს არავის ნერვებზე თამაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი აზრი და იმიტომ.


Vampire-Barbieთარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 2:37 PM | შეტყობინება # 1176

352
5  +
7  ±
   ±
Offline
რაღაც საოცრად ნაზი თავი იყო,ყველაფერს საოცარს ხდი და ალამაზებ happy
Quote
საკვამურებში ძრომიალიც დამაწყებინეე! რაღა მე და რაღა სანტა!

biggrin ეს კაი იყო
Quote
ვიცი, რომ ხვალ ყველაფერი გაქრება. –სერიოზული ხმა ჰქონდა დუდას.

ოოო wink ინტირგააა



viku-vukuთარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 3:00 PM | შეტყობინება # 1177

397
10  +
12  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, ar vici ra gitxra . ubralod sityvebi ar myofnis rom yvelaferi gadmovce arachveulebrivi tavi iyo fantastiuri mokled saocari. ar vici sxvanairad rogor shevafaso kidev . yochag! martlac ert-erti sayvareli mwerali xar chemtvis smile smile lips lips lips lips lips love love love love heart heart heart


RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 4:08 PM | შეტყობინება # 1178

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ვაიმეე ეხლა ვიბღაცლებბბ !!! რა ტკბილი...ნაზი<333 ჰმმ ! საყვარელებიი^ იესსს,როგოორცც იიქნნნა ხალხოო!
Quote (☆AnasteishA☆)
_ვიცი, რომ ხვალ ყველაფერი გაქრება. –სერიოზული ხმა ჰქონდა დუდას.

ეს რა იყო?ინტრიგა?;სს აუუ გთხოოვვ არრა რა! როგორ მიყვარნნან ესენიი)) ანიი რა კარგი ხარ,პროფესიონალლ.


I Hate This FuCkinG Life <3

anukaთარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 6:51 PM | შეტყობინება # 1179

47
2  +
4  ±
   ±
Offline
amden xans lodini namdvilad girda am tavis gamo ... ani me shen dgiti-dge maoceb. saocrad wer smile warmatebebi kiss shemdeg tavs velodebi moutmenlad

♫_Ani_♫თარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 7:37 PM | შეტყობინება # 1180

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ვაიჰ,რა კარგი იყო..შეწყვეტა დამენანა:(


NessieTთარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 10:04 PM | შეტყობინება # 1181

164
4  +
1  ±
   ±
Offline
yvelafers,rogor gasaocars khdi.. !!
ra magari tavii iyoo..
ra nazi ketilii tbilii <3
dzalian magari <3
chemi duebi ra sayvarlebi iyvnenn


(male dade ra shemdegi kiss ise amdeni khnis lodini jobdaa magari tavi iyo dzann)



Jack♥sparrowთარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 4:25 PM | შეტყობინება # 1182
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
აუ აღარ შემიძლია რა.ვერ ვხვდები კიდევ კიდევ რასაც გულში ვფიქრობ როგორ ამოვთქვა.
გადავირევი რა :~ ეს წყვილი გამაგიჟებს :~ ~~~~ ~~
ჯერ კიდევ სანამ ვკითხულობდი მეგონა დუჩე რომ მივიდოდა იმ სახლში დუდა არ დახვდებოდა,ან მივიდოდა და დუდა დახვდებოდა....ოღონდ სხვასთან ერთად :/// კიდევ არ მჯერა რომ დუჩე უბრალოდ მივიდა და ნახა დუდა. მარტო.მძინარე. სიზმარი რომ ეგონა <3
რაღაც საყვარელი,მაგრამ თან მეგონა თითქოს სევდიანი იტო მაინც რაღაცნაირად :/ / / / / / არ ვიცი დუდა რომ გაიღვიძებს რა ხასიათზე იქნება, ან საერთოდ მოვლენები როგორ განვითარდება. წარმოდგენაც არ მინდა ან არ შემიძლია.
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. ყოველთვის მიხარია,რომ შემოვდივარ და აქ მორიგი თავი გველოდება ჩვენ ყველას.



☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 7:34 PM | შეტყობინება # 1183
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ჩვენი ცხოვრება ეტაპებისგან შედგება, ზოგი ეტაპის გადალახვა მტკივნეულია, ზოგ ეტაპზე გადასვლა კი სასიხარულო. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ სად მთავრდება ერთი ეტაპი და იწყება სხვა. ზოგჯერ კი დასასრული გვეჩვენება იქ, სადაც სინამდვილეში ყველაფერი იწყება.
2012 წელი. 1 იანვარი. 09:27. ჭალისოფელი


დუდამ მანამდე გაიღვიძა, სანამ თვალებს გაახელდა. არც უნდოდა თვალების გახელა. გაღვიძება არ უნდოდა. წუხანდელი სიზმარი ისეთი ტკბილი იყო... ისეთი რეალური... თვალგაუხელლად გააცეცა ხელი საწოლზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მარტო იყო! აბა, რა ეგონა?! მაგრამ მისი სურნელი ისე ცხადად ახსოვდა... წვერი... ტუჩების შეხება... თვალები მაგრად დახუჭა, იქნებ ისევ სიზმარში დაბრუნებულიყო მასთან.
კიბეზე ნაბიჯების ხმა გაისმა.
_ის არის... არა, ვერ იქნება... ის არის... ღმერთო, ის იყოს... გთხოვ... არა, ხომ იცი, რომ ის ვერ იქნება, ნუ იიმედებ თავს...–საკუთარ თავს ებურტყუნებოდა საწოლში წამომჯდარი დუდა და თან თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა კარს.
დუჩეს ოთახში საწოლზე მჯდარი მღელვარებისგან აქოშინებული გოგო დახვდა. გაღიმებული გაჩერდა კართან მკლავებზე გადაფენილი შეშით ხელში. მის რეაქციას ელოდა. დუდა მისთვის თვალმოუშორებლად წამოდგა საწოლიდან, ასევე თვალმოუშორებლად და აუჩქარებლად გადააყრევინა შეშის ნაჭრები მკლავებიდან, ყელზე მოხვია თითები, ფეხის წვერებზე აიწია და სახე სახესთან მიუტანა, თვალებში უყურებდა. დუჩეს ეგონა, რომ კოცნას აპირებდა, დუდასაც ასე ეგონა, მაგრამ კოცნის ნაცვლად მკერდში ძლიერად ჩაეკრა.
_მართლა აქ ხარ!–თქვა წყნარად. დუჩემაც მოხვია მკლავები და გულში ძლიერად ჩაიხუტა გოგონა. ეს ჩახუტება სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. შემდეგ გოგონა გამოიწია, ზურგი აქცია, აქ დამელოდეო დაუბარა და გვერდით ოთახში გავიდა.
სანამ გოგონა დაბრუნდებოდა, სანდრომ მინავლებული ცეცხლი აანთო. დუდა ჩაცმული დაბრუნდა, ბუხართან მიდგმულ სავარძელში ჩაეფლო, დუჩესაც ანიშნა მის გვერდით სავარძელში მოთავსებულიყო და შემდეგ სიტუაციისთვის შეუფერებელი სრულიად სერიოზული ტონით ჰკითხა:
_აქ რას აკეთებ?–დუჩემ დროზე შეაკავა ყბა ჩამოვარდნისგან.
_ზოგადად თუ... ახლა?–დაბნეულმა ჰკითხა.
_ზოგადად. ახლა რო ზიხარ გხედავ.–ცერად გახედა დუდამ და ისევ ცეცხლს ჩააშტერდა.
_მეგონა... მეგონა გაგეხარდა ჩემი ჩამოსვლა.
_გამიხარდა!–გაიბადრა გოგონა და თვალებში შეხედა. ახლა ისევ ჩვეულებრივი დუდა იყო.–უბრალოდ არ მინდა თავში აგივარდეს ჩემი რეაქცია.–გაეღიმა გოგოს და დუჩეს გულზე მოეშვა.–შენ არ იცი მე რა გადავიტანე.
_არც შენ არ იცი, მე როგორ მიჭირდა.–ვალში არ დარჩა ბიჭიც.–ბოლოსდაბოლოს, ეს შენ გამაგდე. მე ხომ არ მინდოდა წასვლა.
_ჰო, მაგრამ მე იმდენ ხანს გელოდი აეროპორტში.... იცი რამდენ ხანს?
_აეროპორტში მოხვედი?
_ჰო, მაგრამ ვერ მოგისწარი... უკანმოუხედავად წახვედი...
_იქნებ ძალიანაც ვიხედებოდი უკან და რახან შენ ვერ გხედავდი იმიტომ წავედი?–ღიმილით ჰკითხა ბიჭმა.–თანაც არამგონია ესპანეთში გამოფრენა შენთვის პრობლემა ყოფილიყო.
_ძალიანაც იყო. რატომ? იმიტომ, რომ შენ შენი არჩევანი გქონდა გაკეთებული. გზაზე ვერ გადაგიდგებოდი...
_ოხ, ეს ქალები!–წამოიძახა სანდრომ. ფეხზე წამოდგა და დუდას სავარძელთან დაუჩოქა.–შენი სიყვარული თავში ვერ ამივარდება იმ მარტივი მიზეზის გამო, მე თავად ვემონები მაგ გრძნობას. აქამდე როგორ ვერ მიხვდი ამას, შე სულელო?-დუჩე თვალებში ასცქეროდა გოგონას.-ამდენი რამის, ამდენი სიგიჟის მერე, რაც მე და შენ გადავიტანეთ...-ბიჭი ნელა და თავდაჯერებულად, რბილი ხმით ლაპარაკობდა.-უნდა მიმხვდარიყავი, რომ ამ გრძნობას ვერაფერი, ვერაფერი ვერ წაშლის. მე და შენ ან ერთად უნდა ვიყოთ ბედნიერები, ან ცალ-ცალკე უბედურები და მუდმივად დანაკლისის გრძნობა უნდა გვქონდეს. მე პირველს ვირჩევ. ეს ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და ისიც უბედურად გავატაროთ? კი, მართალია, მთელი ცხოვრება ისე გავატარე, როგორც მინდოდა და არაფერი დამიკლია, გრძნობებითაც მითამაშია და ყველაფერი. მაგრამ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, რომ მერე ნამდვილი გრძნობა დამეფასებინა და გართობასა და გატაცებაში არ ამრეოდა. გიყურებ და ვერ წარმომიდგენია, რომ სხვა ხარ. შენ ჩემი ნაწილი ხარ... ჩემი ნეკნი.
_მოდი აქ...-დუდა სავარძლიდან ჩაცურდა და ჩაიხუტა.-ჩემი სულელი ბიჭი... ცუდმა გოგომ შეაყვარა თავი?-დუჩეს მის მხარზე, ყელთან ახლოს დაედო თავი და დუდა იხუტებდა. ბიჭიც იფერებდა.
_არა, ყველაზე კარგმა. ჩემი პატარა განდეგილი...-სახეზე ეფერებოდა ბიჭიც.-მარტო როგორ ძლებდი აქ?
_სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მაინც მარტოდ ვგრძნობდი თავს... არავისთან ყოფნის სურვილი არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, სრულიად მარტო ვყოფილიყავი.
_ამიერიდან ეგ აღარ გემუქრება. შენც ხომ ბედნიერ ცხოვრებას ირჩევ? უფრო სწორად, უდანაკლისო ცხოვრებას. მე ვერ შეგპირდები, რომ უეკლო იქნება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ გპირდები, რომ შენთან ერთად გავიზიარებ ყველა განსაცდელს და სიხარულს. და რომ ყოველთვის დაგიცავ...
_...სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს?-გაეცინა დუდას და თმა მოუჩეჩა ბიჭს.-საქორწინო ფიცს დებ?
_არა. ახლა არა.-გაეცინა ბიჭსაც.-მაგრამ მანდამდეც მალე მივალთ... ხო?-თვალებში ახედა გოგოს.



☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 7:38 PM | შეტყობინება # 1184
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
didi madloba bavshvebo aseti gultbili komentarebistvis... stimuls madzlevs tqveni sheqeba rom vecado ufro da ufro gavumjobesde. dzalian ketilebi xart chem mimart, arc vimsaxureb maset sityvebs, magram guls mainc uxaria. (amas imitom ar vambob, rom tqven mitxrat rogor arao). me chemi done vici. mteli cxovreba vecdebi ganvvitarde. amashi tqveni wvlilic devs. me yvelanairad vecdebi chemi nawerit siamovneba miigot da tu damigviandeba dawera an aq dadeba, nu gamlandzgavt, icodet, rom amas tqveni nervebis mosashlelad ki ar vaketeb, aramed imitom, rom sxvanairad ver vaxerxeb, ar gamodis. rogorc ki davwer axal tavs, mashinve davdeb. miyvarxart yvelani. dzalian.


♫_Ani_♫თარიღი: სამშაბათი, 2012-05-01, 7:55 PM | შეტყობინება # 1185

225
6  +
16  ±
   ±
Offline
vaaaih ani ra kargi iyo,ai ai uzomod kargi..madlob shen rom ase gvaxareb:))

ძებნა: