დამთხვეულები
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2012-04-15, 5:31 PM | შეტყობინება # 1144 |
![☆AnasteishA☆](/avatar/17/977860.gif) Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ზოგჯერ პატარა ნაპერწკალი უდიდეს წყვდიადს ამარცხებს... ზოგჯერ ჯობია აწყენინო მეგობარს და ისე მოიქცე, როგორც მისთვის უკეთესია... ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებთ... და ზოგჯერ ვეღარც ვასწორებთ მათ, მაგრამ მთავარია ოდესმე მაინც მიხვდე, რომ ეს შეცდომა იყო და აღიარო... წამები არ მეორდება... ბედნიერება წამებშია... 30 დეკემბერი. 20:50 სანდრო ბარგს ალაგებდა. ცხოვრებით კმაყოფილი იყო. ახლა ისევ ძველი დუჩე იყო. ძველი მისწრაფებებით, ძველი ჩვევებით, ძველი სინდისით. ახლა ისევ უყვარდათ ქალებს და მასაც უყვარდა ისინი. ანხელიტასაც მიხედავს რომ ჩავა. რატომაც არა? ის ხომ ასე სთხოვს ყურადღებას? ასევე სთხოვს სხვა ათასი და ან ისინი რატომ უნდა გაანაწყენოს? საერთოდ, რატომ უნდა გაჩერდე ერთზე, როცა ამდენია თანახმა? საახალწლოდ ესპანეთში ბრუნდება. ახალდაქორწინებული წყვილის ოჯახები ერთად ხვდება ახალ წელს, მათ საზოგადოებაში თავს უხერხულად იგრძნობს, ალბათ მოსაწყენი იქნება მათი გაპრანჭული ღიმილი და ყალბი ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახეების ყურება მისთვის. რეალურად ბედნიერმი მხოლოდ თამო და პუშკინა იქნებიან. ან შეიძლება მათაც შენიშნოს სიყალბე ხმაში და ეს ყველაფერს გააფუჭებს. მათ მიმართ პატივისცემას გააფუჭებს და არ უნდა. ჯობია თავის ანხელიტასთან ერთად შეხვდეს ახალ წელს. ნუკის მაინც არ მოეწონა ახლებური სანდრო, რომელმაც მოურიდებლად დაუპირა კოცნა. სილა რომ გაარტყა, ისიც უთხრა, რომ ასეთი ქცევით იმ ვიღაც დუდას ვერ დაიბრუნებდა. არადა, ვის რაღაში სჭირდება ის გოგო? ერთი გრძელთმიანი გოგჩო, რომელიც დიდი ხნის წინ შეეძლო თავისად ექცია, რომ მოენდომებინა. განა თვითონ არ უთხრა უარი მაშინ? კარზე კაკუნის ხმა გაისმა. _მობრძანდით!-გასძახა და თეთრი მაისურების ჩალაგება განაგრძო. _გამარჯობა.-ოთახში ნასტენკა შემოვიდა. _ვა, ჩვენი პირველკლასელიც მოსულა! _უკვე მიდიხარ?-მოწყენილი ხმა ჰქონდა გოგოს. _ეგ ფრაზა უკვე ბევრი გოგოსგან მოვისმინე ამ კვირაში დილაობით. შენ ხომ სხვანაირი ხარ? მოდი, სხვანაირად მკითხე. _კარგი. დუდას არ შეურიგდები?-სანდროს გაღიმებული სახე ჩამოერეცხა. დაკეცილი ჯინსები ჩანთას მიუდო გვერდზე და ნასტენკას მითითებულ ადგილას საწოლზე ჩამოჯდა. _არა. _რატომ? _ერთმანეთი აღარ გვჭირდება და იმიტომ. _ეგ ვინ თქვა? _ნასტენკა, შენ პატარა ხარ... არ გესმის, რომ ზოგჯერ რაღაცის თქმა საჭირო არაა, ეს თავისთავად ცხადია. _ჰო, მე პატარა ვარ, მაგრამ თქვენ, უფროსები უფრო შტერები ხართ. ზოგჯერ ისე აკეთებთ დასკვნებს. კითხვით კი არაფერს კითხულობთ. დაელაპარაკე. გთხოვ.-ბავშვი ისეთი თვალებით უყურებდა სანდროს, რომ გააოგნა. _მთხოვ? რა გჭირს? _ერთი შენს თავს შეხედე და მერე თქვი იმაზე, აღარ მჭირდებაო. _არ ვიცი, ჩემში რა ნიშანს ხედავ ასე უბედურს, მაგრამ მას კი მართლა აღარ ვჭირდები და საერთოდაც, შენი ძილის დრო არ არის? _დედიკო სახლში არ არის. მარტო დამტოვა. ვერ დავიძინებ მარტო. _თუ გინდა, აქ დარჩი. ალბათ მალე მოვა დედიკო, მანამდე კი შეგიძლია დაიძინო. მე გვიანობამდე არ მივდივარ აეროპორტში. _შეიძლება საწოლში ჩავწვე??-თვალები გაუბრწყინდა ბავშვს. _ჩაწექი. დედა რომ მოვა გაგაღვიძებთ. _ყველაზე მაგარი სანდრო ხარ მსოფლიოში!-მიეხუტა ბავშვი, შემდეგ საბნის ქვეშ შეძვრა და თვალები დახუჭა, მაგრამ სანამ დაიძინებდა, ხმადაბლა თქვა: _სანდრო, გახსოვს დუდასთან რომ დამტოვე? მე ტელევიზორს ვუყურებდი, ის კიდევ თავისთვის ლაპარაკობდა, რომ უყვარდი და მთელი ცხოვრების შენთან ერთად გატარება უნდოდა, მაგრამ ამას არასდროს არ გეტყოდა, რადგან შენად ჩათვლიდი და თავში აგივარდებოდა. დარწმუნებული ვარ, იმ გოგოს სჭირდები, მოძებნე, სანდრო.-ბიჭი ჩააფიქრა მისმა სიტყვებმა. ამოიოხრა. სპორტული შარვალი ჩანთაში ჩადო და საწოლზე ჩამოუჯდა ნასტენკას: _ახლა ნამდვილად აღარ ვჭირდები, დამიჯერე, პატარავ. ტკბილი ძილი.-შუბლზე აკოცა ბავშვს, შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა.
რამდენიმე საათში, როცა უკვე ყველაფერი მზად იყო და სახლიდან გასვლამდე სულ ნახევარი საათი რჩებოდა, სანდრომ ნერვიულობა დაიწყო. რა უნდა ეყო ბავშვისთვის, მშობლებს რომ არ მოეკითხათ, მაგრამ ტყუილად ნერვიულობდა, რადგან შუაღამე რომ გახდა, კარზე დააკაკუნეს. სანდრომ იმედიანად გააღო და ნასტენკას დედა რომ აღმოჩნდა, შვებით ამოისუნთქა. _ნასტენკა აქაა?-მისალმების შემდეგ ჰკითხა ქალმა. _დიახ. იქითაა, საძინებელში სძინავს. თქვენ ალბათ ღამის სმენაში იყავით არა?-თანაგრძნობით ჰკითხა ბიჭმა. _ღამის სმენაში? არა. სახლში ვარ მთელი დღეა. რამდენიმე დღე ვისვენებთ დღესასწაულებთან დაკავშირებით. _ნასტენკამ მითხრა, რომ...-დაიბნა სანდრო. ქალს ჩაეღიმა და ქალიშვილი ხელში აიყვანა საწოლიდან. სახლიდან რომ გადიოდნენ, ბავშვმა თვალები გაახილა და თვალი ჩაუკრა ბიჭს.
სანდრომ ბარგი აიღო და უკანასკნელად მოხედა სახლს. თითქმის ყველაფერი თან მიჰქონდა, რომ აღარასოდეს დაბრუნებულიყო. აღარ უნდოდა იქ გაჩერება, სადაც დუდასთან ერთად ყოფილა. მორჩა, ცხოვრების ეს ეტაპი გადალახულია, წიგნის ეს ფურცელი- გადაშლილი. მშვიდობით თბილისურო ღამეებო, მოგესალმებით, მადრიდელო სინორიტებო! აეროპორტში რეგისტრაციის რიგში იდგა, როცა მისი დანჯღრეული ტელეფონი აწკრიალდა. _კახი, რაშვები? რა ხდება თურქეთში? _თურქეთში არ ვიცი, სახლში ვბრუნდები უკვე. მადრიდში ვარ. _მეც მალე ჩამოვალ. აეროპორტში ვარ, რეგისტრაციას გავდივარ. _ჰო. მისმინე, რაღაც უნდა გითხრა. _შენი ხმა არ მომწონს. მასე რომ იწყებ, რაღაც საშინელებით ამთავრებ ხოლმე. თქვი, იმაზე უარესს ვერაფერს მეტყვი, რაც წინაზე მითხარი, როცა მასეთი ხმით დაიწყე. _რიგიდან გამოდი. აღარ მოფრინავ. _რა? რატო? _დამიჯერე. ისეთ რამეს გეტყვი, რომ გადაიფიქრებ წამოსვლას.-სერიოზული ხმა ჰქონდა კახის. პაუზის შემდეგ დაამატა.- ან არ გადაიფიქრებ და დამერხევა... _კახი, რა ხდება? აჰა, გამოვედი რიგიდან. გისმენ. _მოგატყუე. _რა მომატყუე? _დუდაზე. _რააააა? _კარგი, ნუ ყვირიხარ, სირცხვილია, აეროპორტში ხარ.-მიაყარა კახიმ.-არავინაც არ დამინახავს ტურისტულ სააგენტოში. დუდა თვალით არ მინახავს, მითუმეტეს ვინმესთან ერთად. გაგეკაიფე. შური ვიძიე მაშინდელზე. მერე მივხვდი, რომ ბავშვობაა ეს ჩემი მხრიდან და... მოკლედ, შევცდი. იპოვე დუდა და ბედნიერები იყავით. მე წავედი, იცოდე მისამართი შევიცვალე, ნომერს ვიცვლი...-შეშინებული ხმით მიაყარა ბიჭმა. _კახი, მოიცა.-სერიოზული ხმა ჰქონდა სანდროს. _...ტყუილად ნუ მომძებნი, ჩემი ჩამოხრჩობა სიყვარულს ვერ დაგიბრუნებს. ჯერ დუდა მოძებნე... იქნებ მანამდე სიბრაზემაც გადაგიაროს...-თავისას აგრძელებდა კახი. _კახი! არ გათიშო! მოიცა! _რა? _მადლობა. _რა?? _მადლობა, რომ მითხარი. ჯიგარი ხარ. რომ არ გეთქვა, ხომ ვერასდროს გავიგებდი. ძმა ხარ. _ანუ...არ მიბრაზდები და ჩემ დასახრჩობად არ ჩამოდიხარ? _არა, ვრჩები. და მადლობელიც კი ვარ შენი. წავედი, დუდა უნდა მოვძებნო. _კარგი, წარმატებები. _მაგრად, ძმა. _მაგრად.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - კვირა, 2012-04-15, 5:38 PM | |
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: კვირა, 2012-04-15, 6:29 PM | შეტყობინება # 1146 |
![RoB-dOd](/avatar/40/860489.jpg)
572
Offline
| ქრისტე აღსდგა! გილოცავთ... ეს თავი,აუ რა კაი იყო!ასეთი რამე ჯერ არ წამიკითხია გჯერათ ? რა საინტერესოა,გასაგიჟებელი.ჯერ სტილი,მერე ყველაფერი. .. არაფერს არ ტოვებ ყველაფერს ეხები და თან რა კარგად...!მიყვარს......... ეს ისტორია ძაან <333 )) კიდე იმაზე ვგიჟდები და ძალიან მომწონს თავის წინ პატარა ჩანახატები რო გიწერია.მოკლედ ვგიჟდეეეეეეებიიი !
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2012-04-17, 2:06 AM | შეტყობინება # 1152 |
![☆AnasteishA☆](/avatar/17/977860.gif) Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ახალი წელი ყოველთვის ახალ იმედებს, ახალ ცხოვრებას, ახალ ოცნებებს, ახალ სამყაროს გვპირდება. ხშირად იმედები გვიცრუვდება, პირველი იანვარი ზოგჯერ წინა წლისნაირი, ანდაც უარესი თენდება... ჰო, ზოგჯერ იმედები გვიცრუვდება, მაგრამ ზოგჯერ ოცნებები ხდება... და ვინც ქვას გესროდა, შეიძლება ყვავილიც გესროლოს... 31 დეკემბერი. 23:47 აი, ასე. ჭიქა შამპანური. თეფში საცივი და რამდენიმე ნაჭერი გოზინაყი. ესეც ასეე! _რა ჯობია მარტოობას. მოდი აქ, ჩემო კომპანიონო!-სარკეს მიუბრუნდა სანდრო.-რისთვის ველოდოთ 12 საათს? გილოცავ ახალ წელს, ბრატ! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, როგორც ჩემ თავს რა, ბრატ. და კიდე უფრო მეტსაც რა. შენ გაგიმარჯოს რა, ჯიგარო! შენზე უტვინო და გამოშტერებული თუ ვინმე არსებობდეს, ნაშვილები ვიყო რა!-ბიჭმა ჭიქა მიუჭახუნა სარკეს და შამპანური მაშინ გადაჰკრა, როცა სხვა ოჯახებში ჯერ შესაძლოა სუფრასაც არ შემოსხდომოდნენ. ის იყო კიდევ ერთხელ უნდა შეევსო ჭიქა შამპანურით, რომ კარზე დააკაკუნეს. _ვაა, მეკვლეც მოსულაა!!! მარა ცოტა ადრე მოუვიდა მგონი... პრინციპში რაც მასპინძელი, ისიც მეკვლეე.-ადგა და კარი გააღო. _შემოდგი ფეხი, მწყალობდეს...-თქვა სტუმრის მაგიერ, მაგრამ რომ შენიშნა ვინც იყო, გაჩუმდა.-შენ?! _გმადლობ, რომ შემომიპატიჟე.-სლეში ოთახში შევიდა. _როგორ მომაგენი?-გაკვირვებული იყო სანდრო. _თბილისი პატარა ქალაქია.-სერიოზული სახით თქვა სლეშმა.-ორეულთან ერთად ქეიფობ?-სარკეს გახედა დაცინვით მან. სანდრომ კარი მიხურა და სტუმარს მიუბრუნდა. _ჰო, მარა თუ რამეა, შენც მიგიღებთ ჩვენ სასტავში. ხუჭუჭა როჟები გვევასება, არა ბრატ?-სარკეს ჩაეკითხა სანდრო. _სხვა სასტავი მელოდება, სპასიბა.-იუარა სლეშმა. _მაშინ აქ რა გინდა? _კარგად არც მე არ ვიცი, მარა... კაროჩე, დღეს ერთ ადგილას ვიყავი. სადაც ჩემს ერთ ძალიან კარგ მეგობარს უყვარდა ხოლმე ყოფნა. წყნარი ადგილია და თითქმის არასდროს არავინ არაა. ჰოდა, საქმეში ხარ, დღეს ვიღაც ტიპი არ დამეჩითა იქ? _ჰო, ზაპროსტა ვიყავი ასული. არ შეიძლება? _შეიძლება, ოღონდ შენთვის არა. _რატო, მე ზანგი ვარ? დავაი რა. _მოკეტე შე... გამოშტერებულო და მაცადე რა... -სლეშს ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა, ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო.-მოკლედ, დუდამ არაფერი არ იცის. ახლავე უნდა აიკრა გუდა-ნაბადი და მასთან წახვიდე.-სანდრო ყურებს არ უჯერებდა.- შეიძლება გაბრაზდეს და დამკარგოს ამის გამო, მაგრამ ასე ვთვლი საჭიროდ და ასე ვიქცევი. _მისმინე, საკუთარ თავთან თავის მართლებას მოეშვი და მითხარი სადაა.-ვეღარ ითმენდა ბიჭი. _ხევსურეთში.-გარეთ ფოიერვერკმა იფეთქა, იაფფასიანი მაშხალები აბათქუნდნენ, თბილისის ცა გაკვეთა ფერადმა ნაპერწკლებმა, ელვებმა, ელვარე ვარსკვლავებმა. მხოლოდ ორს არ ადარდებდა ეს ხმაური და სილამაზე. _ხახმატში?-ხმამაღლა დაიძახა გაკვირვებულმა მასპინძელმა, რომ სლეშს გაეგონა. _არა. მაგრამ იქვე ახლოს. ჭალისოფელი გაგიგია? _რა თქმა უნდა, კი! წავედი! მადლობა!-სანდრო დაფაცურდა, პალტოს დაუწყო ძებნა. _ეე, ჭკვიანო, რითი აპირებ წასვლას? _ტაქსით ან... რავიცი... რამით. რა მნიშვნელობა აქვს? _მანქანით ვარ. ქვემოთ დაგელოდები, მალე ჩამოდი, ლოდინი არ მიყვარს.-სლეშმა კარი გამოაღო.-ჰო, და ეგ ჩანთაც წამოიღე, არამგონია ხვალვე დაბრუნდე.-ჩალაგებულ ჩანთაზე ანიშნა სანდროს და კარი გაიხურა. სანდრომ ვახშამი ნაგავში გადაუძახა, ტელევიზორი გამორთო, ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა.
| |
|
|
|
|
|