|
|
|
|
|
|
|
|
anuka | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-11, 5:20 PM | შეტყობინება # 1134 |
![anuka]()
47
Offline
| ana sad xaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaar?
| |
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2012-04-15, 4:37 AM | შეტყობინება # 1139 |
![☆AnasteishA☆](/avatar/17/977860.gif) Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ზოგჯერ დაცემა გვანადგურებს... იმედს გვიკლავს დაუსრულებელი საქმე და ცხოვრების გაგრძელების სტიმულს გვიკარგავს... თუმცა ზოგჯერ, როცა რაღაც წარმოუდგენლად მიუღწეველია, როცა მიზნისკენ მიმავალ რომელ გზას დაადგე და არსებობს თუ არა ასეთი გზა საერთოდ ისიც არ იცი, საკუთარ თავში არსაიდან მოსულ ძალას, სიჯიუტეს და ნებისყოფას გრძნობ და იფიცებ, რომ რადაც არ უნდა დაგიჯდეს, მიზანს აუცილებლად მიაღწევ...
20 დეკემბერი. 08:35 ჰო, ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ უნდა ეპოვნა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა. ხომ შეიძლებოდა, რომ ისიც მასავით იტანჯებოდა, მერე? რა უაზრობა იქნებოდა ცალ-ცალკე ტანჯვა, როცა არაფერი უშლიდათ ხელს ერთად ყოფნაში? პირველ რიგში, სამხატვროში უნდა წასულიყო. გამორიცხული არ იყო, რომ დუდა ჯერ კიდევ თბილისში იყო, მაგრამ სხვაგან ცხოვრობდა. თუმცა ისიც შეიძლებოდა, რომ სადაც მშობლიური სახლი და ახლობლები მიატოვა, სწავლაც მიეტოვებინა- მისნაირი გადარეულისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ანუ პირველ რიგში სამხატვრო. თუ არაფერი გამოვიდოდა, სლეში უნდა მოეძებნა. ოღონდ ჯერ არ იცოდა როგორ. როგორმე შეძლებდა, ვინმე საერთო ნაცნობს გამონახავდა და შემდეგ აუცილებლად ათქმევინებდა სად იყო დუდა. სხვა გზა არ ჰქონდა. სხვანაირად უბრალოდ არ შეეძლო. ღამე ფიქრებში გაილია. დილას კი ერთი ძალიან ახლობელი სტუმარი მოჰყვა. _დუდა, შეეენ?! სად იყავი?? არ მჯერა, რომ აქ ხარ... მოდი, ჩემთან... ნეტავ იცოდე როგორ მომენატრე... _ეე, ბიჭო, გაიღვიძე!!!-მოესმა დუდასთვის სრულიად შეუფერებელი, მაგრამ მაინც ნაცნობი ხმა. სანდრომ თვალები დააჭყიტა და საწოლიდან წამოხტა, რომ მეგობარს მიგებებოდა. _შენ აქ საიდან, კახი?! არ ვიცოდი თუ წამოსვლას აპირებდი, ერთად წამოვსულიყავით. _არც მე არ ვიცოდი. ჩემი ფირმიდან გამომიშვეს, თურქეთში კონტრაქტებია გასაფორმებელი. ხოდა გზად სამშობლოშიც შემოვიარე. _ოჰ, დიდი ბიზნესმენი გავხდით? რა დიდი პატივია ჩემთვის თქვენი ამ ბუნაგში სტუმრობა. _მორჩი ბურდღუნს და ადე, გარეთ გავიდეთ. ქართული ჰაერი ჩავყლაპოთ. როდის ბრუნდები? _მგონი აღარ დავბრუნდები.-ჩაცმას შეუდგა მასპინძელი. _რატო?-გაუკვირდა კახის. _დუდა... _ისევ დუდა!-გააწყვეტინა სტუმარმა.-გადაგრევს შენ ეგ გოგო. _ამას ვინ მეუბნება?-ცერად გახედა სანდრომ ღიმილით და სვიტერი გადაიცვა. _ჰო, ერთ დროს მეც გადამრია. მაგრამ შენ ჩემზე მაგარი ბიჭი მეგონე. _რას ვიზამ, ზოგჯერ ვცდებით ხოლმე. სამწუხაროდ, ვერაფერს შემოგთავაზებ, არაფერი მაქვს სახლში, ამიტომ შეგვიძლია წავიდეთ.-სანდრომ ქურთუკი აიღო და სახლიდან გავიდნენ. _ისე, როგორ შემოხვედი? _კარები უნდა ჩაკეტო ხოლმე ღამ-ღამობით. _კარგი, გავითვალისწინებ. შენ კიდევ გაითვალისწინე, რომ სტუმრად რომ მიდიხარ, ზარი უნდა დარეკო, მასე თუ შეაჭრი ან ტყვია მოგხვდება ერთხელაც, ან ბეისბოლის ბიტა.
შუადღემ რომ მოატანა, კახი ახლობელ-ნათესავების სანახავად წავიდა, სანდრო კი სამხატვრო აკადემიისკენ გაემართა და შენობის მოპირდაპირე მხარეს პარკში მერხზე ჩამოჯდა. დიდი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ყურადღებით ელოდა, გამორიცხული ხომ არაფერი არ იყო? ჩაფიქრებულს იმ პარკში მომხდარი სცენა გაახსენდა, როგორ უხდებოდა სიბრაზე დუდას... ველური ავაზა ხდებოდა. მოხდენილი, კდემამოსილი და თან ძლიერი, ულმობელი... მანამ ელოდა, სანამ სამხატვროდან ლამის ბოლო სტუდენტი არ გამოვიდა. შემდეგ ახალნაყიდი დროებითი წინაისტორიული მობილურის ხმა მოესმა და უპასუხა: _კახი! რაო, რა ქენი, მოაგვარე საქმეები? _კი, ძმა, მარა რაღაც უნდა გითხრა რა. _თქვი. _კაროჩე...-კახი აშკარად ყოყმანობდა, ვერ გაებედა თქმა. _ოო, თქვი რა. რას წელავ, ისედაც ნერვებზე ვარ, თუ ძმა ხარ რა. _დუდა ვნახე. _რა? სად?? _არ მოგეწონება რასაც გეტყვი. _კახი, სად ნახე? ახლავე მოვდივარ. _არა, აზრი არ აქვს. უკვე წავიდნენ. _წავიდ-ნენ? _ჰო. ტურისტულ სააგენტოში იყო ვიღაცასთან ერთად. _ბიჭთან.-მძიმედ თქვა სანდრომ. _ჰო, ბიჭთან ერთად. ბედნიერი ჩანდა. _იქნებ... მეგობარი იყო? _სანდრო, შეყვარებული თინეიჯერივით ნუ ფიქრობ ეხლა. აშკარად ეტყობოდა, რომ ერთად იყვნენ. _რატომ მაშინვე არ დამირეკე? _რომ მოსულიყავი და მათ თვალწინ თავი დაგემცირებინა? _კარგი, დაიკიდე. _წავედი, საღამოს გნახავ. _კაი...-სანდრო ის იყო გათიშვას აპირებდა, რომ წამოიძახა.-მოიცა! კახი, სად წავიდნენ? სად აპირებენ წასვლას? _არ ვიცი... _კაი, ხო, კაი. აბა, მაგრად.-სანდრო ფეხზე წამოხტა და მობილური სკამს რამდენჯერმე დაახეთქა გამეტებით. გულის გადასაყოლებლად ბარში ჩავიდა და კარგა ხანს არ გამოსულა იქიდან. ბარმენის დახლთან იჯდა მაღალფეხება სკამზე და ალკოჰოლით იჭყიპებოდა, როცა გოგონა მიუახლოვდა, გვერდით მიუჯდა და ტეკილა შეუკვეთა ბარმენს. _უიმედო სიყვარული?-მომხიბვლელად გაუღიმა სანდროს. _არამგონია ეგ შენი საქმე იყოს.-არც შეუხედია, ისე უპასუხა სანდრომ და კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გადაჰრკა. _ოჰოო... რატომ ასე უხეშად? იქნებ საერთო გამოგვენახა? _შენ აქ მუშაობ?-ჯიქურ ჰკითხა ბიჭმა და თვალი თვალში გაუყარა. შეუხედავი ნამდვილად არ ეთქმოდა, უფრო პირიქით- გრძელი ფეხები, ვიწრო, მოკლე ქვედაბოლო, მაღალი ქუსლები, საშუალო დეკოლტე, მაცდური მზერა და მომხიბვლელი ღიმილი. _რაა?-გაუკვირდა გოგოს.-ამმ... არა, ის არ ვარ, ვინც შენ გგონივარ. _ძალიან კარგი, თორემ ისე შენი ქცევებით, ძალიან ჰგავდი. აქ ნომრებს აქირავებენ? _ბარმენი ჩემი ნაცნობია, შემიძლია... _კარგი, წავედით. _მოიცა, მოიცა, ნუ ჩქარობ, ჯერ... _მოდიხარ თუ არა?-ფეხზე იდგა უკვე ბიჭი. გოგოს აღარ უუარია. ჩახვეული ხის კიბით ავიდნენ ზედა სართულზე და ერთ-ერთი კარი შეაღეს. _რამდენიმე წესი მაქვს- არავითარი ლაპარაკი, ყალბი კვნესა და უადგილო აქტიურობა. თუ ჩემთან ყოფნა გინდა, გაჩუმდი და ხელი არ შემიშალო, დანარჩენს მე მივხედავ.-გოგონა ოდნავ დაფრთხა, მაგრამ იხტიბარი არ გაუტეხია, მაინც მაცდური მზერით უყურებდა როგორ გაიხადა ბიჭმა სვიტერი, შემდეგ კედელთან მიიმწყვდია და მაისური შემოახია კოცნებისგან თავბრუდახვეულს...
| |
|
|
|