ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

anukaთარიღი: ორშაბათი, 2012-04-02, 8:32 PM | შეტყობინება # 1111

47
2  +
4  ±
   ±
Offline
anaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa !!!!!!!!!!!!!!!!!!! sad xar gogo? gamdzvra suli! :|

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-05, 2:57 PM | შეტყობინება # 1112
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
არის რაღაცეები, რაც არასდროს გვავიწყდება. ესენი შეიძლება ცუდი მოგონებები იყოს, რომლებიც გვაშფოთებს, რეალობას გვაშორებს, საკუთარ თავს, სხვებს, სამყაროს გვაზიზღებს... და ტკივილს გვაყენებს. ან შეიძლება დადებითი მოგონებები იყოს, რომლებიც საკუთარ თავს, სხვებს, სამყაროს გვაყვარებს... მაგრამ მათი გახსენება მაინც ტკივილს გვაყენებს. ძნელია გაექცე მოგონებებს, რომლებმაც გარკვეული კვალი დატოვა შენში, მაგრამ შესაძლებელი მაინცაა, ამისთვის ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქოლოგიური მექანიზმები არსებობს, მაგრამ შეუძლებელია გაექცე იმას, რისგან გაქცევის სურვილიც არ გაქვს...

17 დეკემბერი. 05:35
დიდხანს არ უძინია. უკვე აღარც ახსოვდა ბოლოს როდის ეძინა დიდხანს. დაღლილობა ორიოდსათიანმა წაძინებამაც მოუხსნა. თვალები რომ გაახილა, თავიდან ვერც დაიჯერა, რომ მის თბილისურ ბუნაგში იყო და არა მადრიდის აპარტამენტებში. შემდეგ ნელ–ნელა ამოტივტივდა უკანასკნელი მოგონებები და გამოფხიზლდა. საწოლის გვერდით, ტუმბოზე შემოდგმულ ტელეფონის აპარატს გახედა, ერთხანს უყურა, მერე ოდნავ გადაიხარა და ყურმილი აიღო. გაუაზრებლად აკრიფა ნომერი და პასუხიც უმალ გაისმა: "თქვენი ნომერი გამორთულია დავალიანების გამო". ყურმილი უკან დააბრუნა და ადგა. პირველ რიგში სააბაზანოს მიადგა– ცხელი შხაპი მიიღო. დიდხანს ვერ შორდებოდა ცხელი წყლის ჭავლს. ფიქრებს გაურბოდა. აწვალებდა ფიქრები. ახლა ყველაფერზე მეტად ის უნდოდა, მთელ დღეს მონატრებული ქალაქის ქუჩებში ებორიალა და ბოლოს, გზააბნეული "მის" სახლს მიდგომოდა...
მაგრამ არა, ასე არ მოიქცეოდა. ჯერ ერთი, ამის დრო არ იყო, რამდენიმე საათში თამოს და პუშკინას ჯვრისწერა გაიმართებოდა, მერე ხელისმოწერა, რასაც სვეტსკური რბოლები მოყვებოდა მანქანით, რაც ტრადიციული ქართული ღრეობით დაგვირგვინდებოდა. ალბათ აქაც გამოხტებოდა ვინმე გადამთვრალი, რომელიც თანამეინახეს აუშარდებოდა და წავიდოდა გაწევ–გამოწევა. მერე პატარძალი ტირილს მორთავდა და დაიწყებდა, რომ არაფერში ბედი არ ჰქონდა და ბლაბლაბლა... თუმცა არა, თამო ასეთ სისულელეს არასდროს არ იტყოდა. თანაც ის ხომ სხვებს არ ჰგავდა?!
ქორწილის შემდეგ რამდენიმე დღეს დარჩებოდა, ახლობელ–ნათესავებს მოინახულებდა, შემდეგ კი ახალ სამშობლოს, ახალ სამსახურს, ახალ სამეგობროს დაუბრუნდებოდა. ახალ "თითქმის–შეყვარებულსაც". ჰო, არ დაავიწყდეს, ანხელიტას დაურეკოს მოგვიანებით და აცნობოს, რომ თვითმფრინავი მშვიდობიანად დაჯდა. გულახდილად რომ თქვას, ძალიანაც უხარია, რომ თამომ გათხოვება გადაწყვიტა და სანდროს საშუალება მისცა ანხელიტა, ეს მეტიჩარა, თამამი გოგო დროებით მაინც ისე მოეშორებინა, რომ უზრდელობაში არ ჩათვლოდა.
მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ დაბრუნდება და... სხვა გზა არაა, უნდა აუხსნას, რომ არ აინტერესებს და შეეშვას. იქნებ ტელეფონით მაინც მოახერხოს აქედან ამის თქმა?
ჰო, პირველი მიზეზი, რატომაც არ გავა ქალაქში დროის უქონლობაა. მეორე– შიში. შიში იმისა, რომ თუ კვლავ გაუხსნის გულს ამ ქალაქს, წასვლას ვეღარ შეძლებს და თუ წასვლას ვეღარ შეძლებს– უეჭველად დაიღუპება.
მესამე და მთავარი მიზეზი "მისი" შიშია. ვაითუ მართლა შეხვდეს სადმე? რა უნდა ქნას? გვერდით ჩაუაროს თითქოს... თითქოს... არა, ვერ შეძლებს ამას. საინტერესოა, ის რას იზამს... მან რომ ჩაუაროს გვერდით, როგორც ცარიელ ადგილს? არა, ამას ვერ გადაიტანს...
სწორედ ამიტომ, სანდრო ქუჩაში მარტო საერთოდ არ გავა. ეგ კიარა, ფეხით არ იმოძრავებს საერთოდ.
ბიჭმა საშხაპის ონკანი გადაკეტა და საძინებელში დაბრუნდა წელზე პირსახოცით. ჯერ საკმაოდ ადრე იყო სმოკინგში გამოსაწყობად, ამიტომ საშინაო მაისური, საცვლები და სპორტული შარვალი ჩაიცვა და სამზარეულოს მიაშურა.
გაეცინა– თბილისი მაინც თბილისი იყო– კვერცხი, შებოლილი ძეხვი, მაწონი ქილით, ბორჯომი და ქილა ლუდი– ეს სანოვაგე მხოლოდ აქ შეიძლებოდა დებულიყო მაცივარში.
სანდრომ ბორჯომის ბოთლი მოიყუდა და ლამის ნახევრამდე ჩაიყვანა– რა გულით უნდოდა როგორმე მოეშორებინა ეს ნოსტალგია. მაგრამ არა– სამზარეულოში აჩრდილივით ტრიალებდა "მისი" ზმანება. იგრძნო როგორ მონუსხა შემოჩვეულმა ტკივილმა მკერდში და წამიერი გახევების შემდეგ მუშტი უდანაშაულო კარადას მისცხო. გონს მოგებულმა ბორჯომის ბოთლი მაცივარში დააბრუნა და მაწონი გამოიღო.
წახემსების შემდეგ პუშკინას დაურეკა და დროზე შეუთანხმდა, თუ რომელზე უნდა გაევლო მისთვის, თუ პირდაპირ ტაძარში მისულიყო.
შეთანხმდნენ– ორ საათში სასიძოსთან უნდა მისულიყო სანდრო.

ტყუილი იქნება იმის მტკიცება, რომ ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა– პირიქით, ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი იყო– თეთრი კაბა,ფაცი–ფუცი, სურათები, თაიგული, ჯვრისწერა, ხელმოწერა, ღიმილი, გაბრწყინებული თვალები, სავალდებულო მილოცვები, რალი მანქანებით, რესტორანი...
სანდროს, რა თქმა უნდა, ახარებდა ბავშვობის მეგობრისა და დეიდაშვილის ბედნიერება, მაგრამ... მის გარშემო არსებული "ბედნიერი" ატმოსფერო მისთვის მეტისმეტი იყო. განსხვავებულით შესვა ახალდაქორწინებულთა სადღეგრძელო და მათ არათითებზე გაჩენილი ოქროს ბეჭდების წრეებივით დაუსრულებელი ბედნიერება გულწრფელად უსურვა, მაგრამ სასმისი დაცალა თუ არა, სევდამ და მოგონებებმა ჩაითრიეს. არ შეეძლო არ ეფიქრა იმაზე, რომ ამდენხნიანი განშორების შემდეგ აი, ისევ აქაა. და მისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით "ის" სუნთქავს, ხატავს, იცინის... ან იქნებ ვინმეს კოცნის კიდეც... როგორც არასდროს ისე მოუნდა დაენახა... მის ხშირ წაბლისფერ თმაში ეთამაშა თითებით... თვალებში ჩაეხედა– იქნებ იქ მაინც ეპოვა საკუთარი თავი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ეძებდა... რომელიც 3 თვეა დაკარგა.
სიგარეტის კოლოფი აიღო და წამოდგა, რომ გარეთ მოეწია, მაგრამ თამომ ხელით გააჩერა:
_სანამ ჩემი და შენი მეგობრის ნაწვალებ ცეკვას არ იხილავ, მოსაწევად გასვლა არც იფიქრო!–თამოს ნაადრევად მოერგო გათხოვილი, დასერიოზულებული ქალის იმიჯი. მალე ჩაირთო წყნარი მელოდია, რომელზეც ქართველები ჩვეულებრივ, "ვალსს" ცეკვავენ ("ვალსს" პირობითად ეძახიან, თორე ისე უბრალოდ ადგილზე ირხევიან ხოლმე) და სიძე–პატარძალი საცეკვაო მოედნის ცენტრში მოექცა. ყველა გაისუსა. ჰო, მათ მართლაც აეთვისებინათ ვენური ველსის რამდენიმე ილეთი. ცოდნის მარაგი რომ ამოწურა, თამო სანდროზეც გადავიდა– თვალები დაუბრიალა და თავის მეჯვარეზე ანიშნა– გოგონას საკმაოდ სადად ეცვა და მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც ვერაფრით დააინტერესებდა სანდროსნაირ ბიჭს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცანცარა, ამპარტავანი თინეიჯერი იყო. სანდრო ის იყო მისკენ დაიძრა, რომ ხელისმომკიდის ერთ–ერთი უაზრო მოვალეობა აღესრულებინა, რომ გოგონამ ხელი დასტაცა ეკრან–აციმციმებულ ტელეფონს და მესიჯის წერა დაიწყო– ასეთ თინეიჯერულ საქციელს სანდროს მოთმინებაც ვერ აიტანდა, ამიტომ გოგონამ თავი რომ აიღო და ლამის ხელიც გაიწოდა სიძის მეჯვარის შესაგებებლად და საცეკვაოდ გასაყოლად, აღმოაჩინა, რომ ის უკვე ცეკვავდა თამოს ერთ–ერთ დაქალთან ერთად.
სანდრო ცეკვის დასრულებისთანავე გავიდა ვიწრო აივანზე და სიგარეტს მოუკიდა.
_....წარმოგიდგენია? უნდა გვეცეკვა და...-მოესმა გოგონას ხმა. ტელეფონზე ლაპარაკობდა მისგან ზურგშექცევით.- თან რა სიმპათიურია, ეგ დამპალი. მაგრამ მაინც გავბრაზდი. ნამდვილი იდიოტივით მოიქცა. მე სხვანაირი მახსოვდა, შეცვლილა, მაგრამ...-სანდრომ მის გასაგონად ჩაახველა. გოგონამ თითქოს ზურგით იგრძნო ვინც იქნებოდა. არ შემობრუნებულა ისე ჩაილაპარაკა ხმადაბლა.-კარგი, მერე დაგირეკავ. დროებით.-და მხოლოდ ტელეფონის გათიშვის შემდეგ შემობრუნდა.
_დიახ?-მკაცრი სახით მიაჩერდა ბიჭს.
_ჩემზე ჭორაობა ჩემივე თანდასწრებით კარგ ტონად ნამდვილად არ ჩაგეთვლება.-გოგონა წამით დაიბნა და ლოყებიც შეუწითლდა, მაგრამ შემდეგ, როგორც მეტიჩარა თინეიჯერს შეეფერებოდა, შეტევაზე გადავიდა.
_ეს შენ მელაპარაკები ეტიკეტსა და ზრდილობაზე? შენ არ იყავი პირდაღებული რომ დამტოვე და სხვას ეცეკვე?
_შენი ბრალია- ტელეფონით იყავი დაკავებული, ხელს ხომ არ შეგიშლიდი?
_ჰმ... ზრდილობის ეტალონი ხარ პირდაპირ!-გესლი გაურია ხმაში გოგომ.
_შენ კიდევ კდემამოსილების.
_იდიოტი!-გოგონა წასასვლელად შებრუნდა. სანდრომ წყნარად ჩაილაპარაკა:
_ლაწირაკი!- ხელი ჩაიქნია და შიგნით შევიდა.
რამდენიმე ცეკვის შემდეგ, მეჯვარეებს მოუწიათ ცეკვის გახსნა. გოგონა გაბრაზებული სახით გაჰყვა სანდროს და ცეკვის დროსაც არ დააკლო ფეხის დაბიჯება და მისთანანი. სანდრო არ იმჩნევდა მის ქცევას და ცდილობდა ზრდილობიანი და გალანტური ყოფილიყო.
მისდა და ალბათ სხვათა გასაკვირადაც, ქორწილმა ექსცესების გარეშე ჩაიარა– არავის გასჩენია შარიანობის სურვილი. უკვე გამთენიისას დაიშალნენ. ყველაზე გვიან, რა თქმა უნდა, ნეფე–პატარძალი და მეჯვარეები წავიდნენ. სანდროს ერთ–ერთი მანქანა ათხოვეს და თამოს დაქალების მიყვანა დაევალა. მათ შორის, მისი მეჯვარისაც.
როცა ყველანი ჩამოარიგა სახლებში, მხოლოდ მძღოლის გვერდით მოკალათებული მეჯვარე, სახელად ნუკი დარჩა.
_რაც არ უნდა იყოს, მიხარია, რომ შენ ხარ თამოს მეჯვარე.–უთხრა სანდრომ, როცა სახლთან მიიყვანა.
_ჰო, მეც.-გოგონა ისევ ნაწყენი ჩანდა.
_მემგონი, დროა წყენა დავივიწყოთ. თითქმის ნათესავები ვართ, ბოლოსდაბოლოს.
_ანუ ბოდიშს მიხდი?
_მთლად ბოდიშს არ ვგულისხმობდი, მაგრამ კარგი, მასე იყოს.
_კარგი, გპატიობ. ღამემშვიდობისა, სანდრო!-გოგონამ შეკრული წარბები გახსნა, გადაიხარა, ლოყაზე აკოცა ბიჭს, რომელიც ვერც მიხვდა რა ხდებოდა და მანქანიდან გადავიდა.
_ღამემშვიდობისა!–მიაძახა გაოგნებულმა, როცა გოგონამ კარი მოხურა.
თავის სახლთან რომ მივიდა, სანდრომ მანქანიდან გადმოსვლისას შეამჩნია, რომ ნუკის ტელეფონი დარჩენოდა მძღოლის გვერდით სავარძელზე. დარეკვა არ ღირდა, უკვე გვიან იყო. სანდრო ავიდა და საწოლზე გაიშხლართა იმაზე უფრო დაღლილი, ვიდრე წინა ღამით იყო.




შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ხუთშაბათი, 2012-04-05, 2:57 PM

Vampire-Barbieთარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-05, 3:05 PM | შეტყობინება # 1113

352
5  +
7  ±
   ±
Offline
ooh Rogorc Iqnaa Ramdeni Xani Velodii:D biggrin :D Pirveli Varr biggrin :D



შეტყობინება შეასწორა Vampire-Barbie - ხუთშაბათი, 2012-04-05, 3:10 PM

♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-05, 4:31 PM | შეტყობინება # 1114

225
6  +
16  ±
   ±
Offline
რაღაც თვალში არ მომივიდა ეს ნუკი dry dry


anukaთარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-05, 6:04 PM | შეტყობინება # 1115

47
2  +
4  ±
   ±
Offline
auh ragac ar momwons es gogo me :| neta momdevno taavi male iqneba? :((

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-05, 8:55 PM | შეტყობინება # 1116
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ეს ნუკი რატომღაც მომეწონა,შეიძლება გატუტუცებული თინეიჯერია,მაგრამ ჯერჯერობით ცუდი გოგო არ ჩანს,მაგრამ დუდა ყველა ვარიანტში ძალიან მენატრება.დუდა რა , უფრო დუდა და დუჩე ერთად . :|
საოცრად იყო არწერილი დუჩეს განცდები დასაწყისში,იტანჯება და რა ქნას :| ნეტავ დუდა როდის გამოჩნდება? !
შემდეგ თავს მოულოდნელად ველი



NessieTთარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-05, 10:32 PM | შეტყობინება # 1117

164
4  +
1  ±
   ±
Offline
nuki? es nuki vingaaaa.. ragac damdzapra nukim :S
vaime, rogor minda shemdeegi tavii :X
duda sad arii dudaaaaaaaa ???
erti suli makvs ertad vnaxo dueebi !!



RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2012-04-06, 7:06 PM | შეტყობინება # 1118

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ნუკი გვინდა ეხლა ამხელა ინტრიგან ხალხს? ულამაზესად გეწერა.უტკბესად,შემაჟრჟოლა. დუჩე... რა შავთეთრი გახდა. უნდა რა "ის" და რა ქნას ! 
დუჩე+დუდა=მაინც შეყვარებულებს. smile happy happy


I Hate This FuCkinG Life <3

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2012-04-08, 2:28 PM | შეტყობინება # 1119
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ზოგჯერ ძალა არ გვყოფნის, რომ პრობლემებს დავუპირისპირდეთ, ზოგჯერ, როცა ვეცემით, ძალა არ გვყოფნის რომ წამოვდგეთ, ზოგჯერ, როცა ყველაფერი რთულადაა, ძალა არ გვყოფნის, რომ გავამარტივოთ, ზოგჯერ კი იმისთვის არ გვყოფნის ძალა, რომ გავაკეთოთ ის, რაც გვსურს... ძალა ან იღბალი...

18 დეკემბერი. 14:40

შუადღისით ძლივს აკრიფა დაღლილი სხეულის ნაწილები საწოლიდან, გამოიცვალა, სააბაზანოში გავიდა და თავი მოიწესრიგა. ტელევიზორი ჩართო და სიგარეტი გააბოლა ფანჯარასთან. ადგილს ვერ პოულობდა. შიმშილიც იგრძნო, სახლში კი არაფერი არ იყო. პალტოს და ვიღაცის მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი და ის იყო გარეთ უნდა გასულიყო, რომ ტელეფონი აწკრიალდა.
_ეს გუშინ გამორთული არ იყო?!-წაიბურტყუნა გაკვირვებულმა, დაბრუნდა და ყურმილი აიღო.
_სანდრო! როგორ ჩაფრინდი? არ უნდა დაგერეკა? მოვკვდი ნერვიულობით!-მოესმა დედის საყვედურები.
_დავიჯერო შენ დაიკოსთან არ გილაპარაკია?
_ჩემ დაიკოსთან კი მილაპარაკია, შვილის გაბედნიერება მივულოცე, მაგრამ სად შენ რომ დამირეკავდი და მეტყოდი სანამ მე დაგიწყებდი ძებნას.
_გამორთული იყო ტელეფონი.-თავი იმართლა ბიჭმა.-მამა როგორაა?
_სარეაბილიტაციო ცენტრშია. იმედია მალე გაივლის, თორემ გაგიჟებასაა და მეც მაგიჟებს.
_რამდენიმე დღეში გამოვფრინდები და გნახავთ.
_ჩვენთან დარჩები???-გაეხარდა ქალს.
_არა, ვისარგებლებ შემთხვევით, რახან გზა მაქეთ მაქვს. იქნებ ცოტა დავამშვიდო შენი ბერიკაცი.
_კარგს იზამ კარგს. ჭამე რამე?
_დედა! ეხლა მაქედან მაკონტროლე კიდე! წავედი! ჭკვიანად იყავით!-ბოლო სიტყვები ღიმილით თქვა ბიჭმა და ყურმილი დაკიდა. შემდეგ ისევ აიღო და ციფერბლატს დააჩერდა წამიერად. მაგრამ დარეკვა გადაიფიქრა. სანამ ყურმილს აპარატზე დააბრუნებდა, მისი ყურადღება ვარდისფერმა მობილურმა მიიპყრო. თვალები აატრიალა მის დანახვაზე, ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა. კარებს რომ კეტავდა, ვიღაც ამოვიდა მის სართულზე.
_სანდრო, დაბრუნდით?-მოესმა მეზობლის ხმა, მობრუნდა და ნასტენკა და დედამისი დაინახა.
_რამდენიმე დღით ჩამოვედი, ისევ ვაპირებ წასვლას. როგორ ხართ, საქმეები როგორ მიდის?-მოიკითხა მეზობელი.-შენი სწავლის საქმე როგორ მიდის ნასტენკა?-კითხვას პაუზა მოჰყვა- ნასტენკამ ჯერ სანდროს უყურა თვალებში უტყვი მზერით, შემდეგ დედას ახედა და დაიჩივლა:
_დედა, ამ ბიჭმა კიდევ დიდხანს უნდა მიყუროს ისე, როგორც ბაღის ბავშვს?!
_ჰო, მაპატიე, დამავიწყდა! შენ ხომ უკვე პირველკლასელი ხარ! ბოდიში!-ხელები აიქნია სანდრომ და გაიცინა.
_რას არ იტყვის ხოლმე!-გაიცინა დედამისმაც და სახლის კარი გააღო.
_რომ მოიცლი, ერთ დღეს შემომიარე, პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ, პირველკლასელო!-გაუცინა სანდრომ ნასტენკას და კიბეს დაუყვა.
_აი, დე! ისევ დამცინის. ევროპამაც ვერ უშველა.-კვლავ ჩიოდა ბავშვი.
სანდრომ ერთ-ერთ ბარში შეიარა ლუდის დასალევად და წასახემსებლად. თითქოს მონატრებოდა იქაურობა, თითქოს ხალხიც მონატრებოდა, მაგრამ უგულოდ... არავის დანახვა არ უნდოდა... იმ ერთის გარდა... რომელიც არ ჩანდა და ღმერთმა უწყოდა მხოლოდ გამოჩნდებოდა თუ არა საერთოდ. წახემსების შემდეგ მანქანაში დაბრუნდა და ქალაქში უაზროდ დაიწყო სიარული. ნელა დადიოდა, თითქოს რაღაცას ეძებდა... ან ვიღაცას... რამდენჯერმე ძააალიან ნელი სვლით ჩაუარა შესახვევს, რომელიც მრავალჯერ გაუვლია მისი სახლისკენ მიმავალს.... ბოლოს, როცა კიდევ ერთხელ შემოუარა წრე და შესახვევთან დაბრუნდა, მანქანა გააჩერა და სიგარეტს მოუკიდა.
_გამოჩნდი რა... გამოჩნდი, დუდა... გთხოვ...-ჩაილაპარაკა მუდარით. სარკეში საკუთარ თავს მოჰკრა თვალი- სევდიანი მზერა, ნაოჭები შუბლზე, გაქოჩრილი მუქი ფერის ურჩი თმა, ოდნავ მოზრდილი წვერი, რომელიც ვერ ფარავდა ტუჩების დახვეწილ მოხაზულობას. ჰო, დიდი ხანია ვერ იყო გუნებაზე და არც გარეგნობაზე უზრუნია განსაკუთრებულად, მაგრამ ბიჭი, რომელიც სარკიდან უცქერდა, მაინც სიმპათიური იყო.
_შენ რაღას მიყურებ!-შეუბღვირა საკუთარ თავს, სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა და სიჩქარის კოლოფთან მიგდებულ ვარდისფერ მობილურს დასტაცა ხელი. კონტაქტებში შევიდა და ნომერზე, რომელსაც „დედა“ ეწერა, დარეკა.
_გამარჯობა. ნუკის დაუძახეთ თუ შეიძლება...
_მისი ტელეფონით რეკავთ? საიდან გაქვთ?
_მე გურამის მეჯვარე ვარ, ტელეფონი ჩემ მანქანაში დარჩა წუხელ და...
_რა უყურადღებოა ეს გოგო. ახლავე დავუძახებ.-და წამში მისი პრეტენზიული ხმა გაისმა ყურმილში:
_დიახ.
_ნუკი! გამარჯობა. რამე ხომ არ დაკარგე?
_კი, თავმოყვარეობა, შენ რომ გელაპარაკები.-ჩაიცინა გოგომ.-შენ კიდევ მორიდება დაკარგე, ჯერ გუშინ გაგიცანი და უკვე ზარებით ამიკელი.
_ჰაჰა, ძალიან სასაცილოა.-სრულიად სერიოზული ტონი ჰქონდა ბიჭს.-სად ინებებ მობრძანებას ტელეფონის დასაბრუნებლად?
_ტელეფონის?–გაიკვირვა გოგომ, მერე კი უცებ შესძახა.– ჩემი ტელეფონი! ჩანთიდან ამომაცალე! ნამდვილი ჯიბგირი ხარ!
_მორჩი ქოთქოთს და ადგილი მითხარი, თორემ შენი ლამაზი ვარდისფერი სიამაყე მტკვარში დაიდებს ბინას.
საუბრის დასრულების შემდეგ ბიჭმა გაოგნებულმა გაიღიმა და ძრავა ააამუშავა. ჰო, ეს გოგო გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ მასში მაინც იყო რაღაც საინტერესო... თითქოს.
კაფეში დიდხანს მოუწია ლოდინი. ყავაც შეუკვეთა და დალია კიდეც, მაგრამ ნუკი არ ჩანდა. იმას თუ ეგონა, რომ პაემანზე მიდიოდა და დაგვიანებით მეტად მოხიბლავდა სანდროს, ძალიან ცდებოდა, რადგან ყოველი დაგვიანებული წუთი მისი მოთმინების ფიალაზე თითო წვეთს ამატებდა.
_მოიტანე?-მოისმა ჩურჩულით ნათქვამი სიტყვა ზურგსუკან. ასე ფილმებში ეჩურჩულებიან ნარკომანები „ბარიგებს“. სანდრო მოტრიალდა და გაღიმებული ნუკი დაინახა.
_მორჩი მაიმუნობას, აჰა, შენი ტელეფონი და კარგად იყავი.-სანდრომ ხელში მიაჩეჩა მობილური.
_ასე დაგაბნია ჩემმა სილამაზემ?-თავმომწონედ გაიღიმა გოგომ.
_რაა?-მობრუნდა გაკვირვებული ბიჭი.
_აბა, ზრდილობა რამ დაგავიწყა? ყავაზე არ დამპატიჟებ?-გოგო მაცდურად უყურებდა და უღიმოდა.-სანდრო...-ჩაილაპარაკა გოგომ ნაზად.
_კარგი, ოღონდ მაგ უაზრო მზერით ნუ მიყურებ.-ცივი წყალი გადაასხა სანდრომ მის მცდელობას, მაგიდასთან დაბრუნდა და მიმტანს ყავის მოტანა სთხოვა.
_კარგი.-ხალისიანად შეიცვალა სახის მიმიკა გოგომ და ახლა უბრალო მხიარულ თინეიჯერად იქცა. მხრები აიჩეჩა და მაგიდას მიუჯდა.-ვიცოდი, რომ მოგწონდი, მაგრამ ყავა აუცილებელი არ იყო...-სანდრომაც კი ვერ შეიკავა თავი, რომ არ გაღიმებოდა.

საღამოს, როცა ნუკი სახლში მიაცილა და მან ისევ აკოცა ლოყაზე, დაბნეულმა ბიჭმა მანქანა პუშკინას მიუყვანა, მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულა, ახალდაქორწინებულთა შეწუხება არ უნდოდა. გასვლისას პუშკინამ უთხრა:
_ხვალ ამოდი, კარგი? ქორწილის სურათები დავათვალიეროთ, ხვალ უნდა მოვიტანოთ.
_ნუკიც იქნება...-ისე დაამატა თამომ, თითქოს 10 წლის ბავშვს ეუბნებოდა ტორტიც იქნებაო.
_ბოლო რომ არ გეთქვა, ალბათ მოვიდოდი...-დასცინა სანდრომ.
_საზიზღარო. კარგი ბავშვია, რას ერჩი?!
_ცოტა მეტიჩარაა. მიკვირს როგორ გამონახე მაგასთან საერთო.
_ერთმანეთს ვანეიტრალებთ. ხვალ 3-ზე გელოდებით.
_კარგი, დროებით. შე გათხოვილო!-ღიმილით მოუჩეჩა თმა დეიდაშვილს.
_შე უცოლო!-ცოლი დაიცვა პუშკინამ ღიმილით.
_ხოდა შენ კიდევ ცოლიანო, რა გიხარია? თავისუფლებას რა ჯობია.
_ვაი, მაგ თავისუფლებას...-სევდიანად თქვა პუშკინამ. თამომ ისეთი მზერით გადახედა, სანდროს გურამის ადგილზე, მასთან ერთად მარტო დარჩენის შეეშინდებოდა.
_არაფერია. პუშკინა მართალია. ვაი, ამ თავისუფლებას. მაგრამ თავისუფლება თავისუფლებაა... აბა, თქვენ იცით...-სანდრო კიბეებს ჩაუყვა.
_რა ვთქვი ასეთი?-მოესმა პუშკინას ხმა.
_იდიოტი ხარ! ეგ უნდა გაახსენო მეგობარს?!-ხის კარი დაიხურა. თამოს შესანიშნავად მოერგო ბრაზიანი ცოლის როლი. სანდრომ ცომის საბრტყელებელით ხელში წარმოიდგინა დეიდაშვილი და გაეღიმა... მაგრამ მალევე დასერიოზულდა... ჭრილობა ვერა და ვერ ხორცდებოდა...



anukaთარიღი: კვირა, 2012-04-08, 2:53 PM | შეტყობინება # 1120

47
2  +
4  ±
   ±
Offline
au au au au au imedi mak ro nuka ar sheuyvardeba ra sad duda sadaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa? ar varga duche dudas gareshe sad shemdegi tavic male dade gtxooooov kiss exla xo dasveneba ikneba da smile

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2012-04-08, 3:14 PM | შეტყობინება # 1121
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
anuka, a batono

ზოგჯერ ოცნებები ხდება... რაზეც დიდხანს ფიქრობ, დიდხანს ნატრობ, შეიძლება რეალობაში წააწყდე... ამბობენ, რომ მთავარია ინატრო და იბრძოლო მიზნის მისაღწევად, მაგრამ ზოგჯერ ჩვენს ოცნებებს ქვიშის კოშკივით ანგრევენ სხვები... ხანდახან ნანატრ სიყვარულს, იმედგაჩენილს, ცეცხლის ერთი ნაპერწკალი ყოფნის იმისთვის, რომ ზოგისთვის ალი ავარდეს... ზოგში სამუდამოდ ჩაიფერფლოს...

19 დეკემბერი. 16:33

ოთახში ოთხნი იყვნენ. მხიარულობდნენ. ქორწილის დეტალებს, კურიოზებს იხსენებდნენ და თან სურათებს ათვალიერებდნენ.
_აუ, ეს რა მაგარი სურათია!-წამოიძახა ნუკიმ- ფოტოზე ახალდაქორწინებული წყვილი იყო გამოსახული, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს წარმოუდგენელი, ენით გამოუთქმელი გრძნობით- მოწიწებით, სიყვარულით, იმედით, მზრუნველობით, ნდობით უცქეროდნენ თვალებში.-არ გინდათ დაახატინოთ?
_აბა, მაჩვენე.-გამოართვა თამომ, სურათს დახედა, ოდნავ გაწითლდა და მეუღლეს გადახედა.
_მე ყოველწამს შემიძლია გიყურო მაგ მზერით.
_მეც... მაგრამ ყოველთვის ასეთი ახალგაზრდები და ლამაზები კი არ ვიქნებით.
_რა თავმდაბლობაა!–აღშფოთდა ნუკი, მაგრამ მერე დაამატა.–მე ვიცნობ ერთ მხატვარს!
_მეც ვიცნობ ერთ ძალიან მაგარ მხატვარს!-სანამ თავს შეიკავებდა, სანდროს მიერ ნათქვამი სიტყვები უკვე ჰაერში ეკიდა და თვითონვე უწვავდა ყურებს. თამომ და პუშკინამ ერთდროულად შეხედეს მას. ნუკი ვერაფერს მიხვდა, რა თქმა უნდა.
_მართლა? ვის?-დაინტერესდა გოგონა.
_უფრო სწორად, ვიცნობ...დი.
_მოგწონს მხატვრობა?-ჩაეკითხა ნუკი, ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედა და კვლავ სურათებში ჩარგო თავი.
_საერთოდ... მომწონდა... ერთ დროს მომწონდა... ახლა აღარ ვიცი...-როგორ უნდოდა როგორმე გაეჩუმებინა ეს ცნობისმოყვარე გოგო.
_მისმინე, მაგარს გეტყვი! 2 დღის წინ ძაალიან მაგარი გამოფენა გაიხსნა. არ გინდა წავიდეთ? მოსაწვევები მაქვს, ჩემი ერთი ახლობლის სურათებიც უნდა გამოიფინოს.
_მე და შენ გამოფენაზე?-ისე გახედა სანდრომ, თითქოს ლომის გალიაში ეპატიჟებოდა.
_ჰო, რა იყო. არ გინდა? დღეს საღამოს ემატება ჩემი ახლობლის სურათები გამოფენას და ხელახლა გახსნასავით იქნება. წამოვიკავოთ შამპანურიანი ჭიქები და ინტელიგენტებივით შევაფასოთ უნიჭოთა ნაჯღაბნები. რას იტყვი?
_გამოფენა ნამდვილად არაა ის ადგილი, სადაც ახლა ვისურვებდი წასვლას.
_ჰოო? აბა, სად ისურვებდი?-ამ კითხვაზე რატომღაც ცოლ-ქმარმაც წამოყო თავი. სანდრო დააბნია მათმა მზერამ, კითხვამ და საერთოდაც, აბნევდა ეს გოგო!
_იცი რა? წავიდეთ იმ შენს გამოფენაზე. რომელზეა?
_8-ზე! მომზადებას მოვასწრებ!-ტაში შემოჰკრა ნუკიმ.-ოღონდ თუ ახლავე გავიქცევი!-გოგონა ფეხზე წამოხტა და სანამ კარს გაიჯახუნებდა დაიძახა.-თქვენ დროებით! შენ კიდევ 8-ის ნახევარზე გამომიარე!
_სად გამოგიარო?-პასუხად მხოლოდ კარი გაჯახუნდა.
_სად უნდა გავუარო?-ახლა წყვილს მიუბრუნდა სანდრო, რომელსაც მისი გულუბრყვილოდ შეშფოთებული სახის დანახვაზე სიცილი აუტყდა.

სანდროს ტანსაცმელზე ბევრი არ უფიქრია- რახან გამოფენაზე მიდიოდა რა, ისევ პინგვინივით სმოკინგში უნდა გამოწყობილიყო? ნურას უკაცრავად- ჯინსი, მაისური და ჩვეულებრივი ველვეტის პიჯაკი ჩაიცვა პალტოს შიგნით. ზუსტად 8-ის ნახევარზე თამოს მიერ მიცემულ მისამართზე იყო- კორპუსის წინ იდგა პუშკინას მანქანით. ნუკის უკვე დაურეკა და გაიგო, რომ უკვე კიბეზე ჩამოდიოდა. სადარბაზოდან გრძელ, შავ ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი, მკვეთრმაკიაჟიანი გოგონა გამოჩნდა, რომელსაც ყელს ყალბი ბრილიანტები უმშვენებდა. სანდრო მანქანიდან გადავიდა და პირი დააღო- ნუკის მართლაც შეეძლო კაცის მოხიბვლა, თუკი მოინდომებდა... და აი, მან თავდაჯერებულად და მომხიბვლელად გაიღიმა და ხელი გაუწოდა თავის კავალერს, რომ მანქანამდე მიეცილებინა და...
_ეს რა არის?-გაკვირვებული ხმა ჰქონდა ბიჭს. ნუკისდა სამწუხაროდ, მათში სულ არ ჟღერდა აღფრთოვანების ნოტები.
_რა „ეს?“-წარბი შეკრა გოგომ.
_რა და ეგ ყველაფერი: კაბა, ყელსაბამი, მაკიაჟი, თანაც 20 სმ-იანი ქუსლები. გაგიჟდი?
_არა, რატომ? შენზე დაბალი ვარ და ხალხმა რატომ უნდა იფიქროს, რომ გემოვნება არ გივარგა?
_მისმინე, შეგიძლია მაგ შენი 20 სმ-იანი ქუსლებით უკან აპრაკუნდე იმიტომ, რომ არსადაც აღარ მივდივართ. ასეთ ფორმაში ვერსადაც ვერ წაგიყვან.
_რას ქვია ვერ წამიყვან? იქ ყველას ასე ეცმება!-გააპროტესტა გოგონამ.
_ჰოდა, მოდი, მე და შენ ამოვვარდეთ ბანალურობის ჩარჩოებიდან და ვიყოთ ორიგინალურები. ადი, გამოიცვალე და ადამიანურად ჩაიცვი, ან დღევანდელი საღამო ჩაიშალა.
_რა? ამას ვერ გამიკეთებ! 3 საათია ვცდილობ...
_10 წუთი გაქვს დრო მაგ ყველაფრის მოსაშორებლად და გამოსაცვლელად. თუ 10 წუთში მანქანაში არ იჯდები ადამიანურად გამოწყობილი, წავალ.-სანდრომ მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა.
_ხოდა, სულ კარგად იყავი. პრეტენზიული იდიოტი!-ზურგი შეაქცია ნუკიმ და ბორძიკით წავიდა სადარბაზოსკენ- ერთის მხრივ, კაბა არ აძლევდა ნორმალურად სიარულის საშუალებას, მეორე მხრივ, არანორმალურად მაღალი ქუსლები.
_პატივმოყვარე ლაწირაკი!-არ დააკლო სანდრომაც.
ამის მიუხედავად, ზუსტად 7 წუთში გოგონა ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე, სადად გაშლილი თმით და ოდნავ რეტროსტილური ჩაცმულობით ჩაჯდა მძღოლის გვერდით სავარძელზე.
_არაფერი მითხრა! უბრალოდ დაქოქე!-ხელი აუქნია ბიჭს და ღვედი შეიკრა.
_საყურეების მოხსნა დაგვიწყებია.-ჩაიცინა სანდრომ, როცა დაიძრნენ.
_არაუშავს, ძალიანაც მიხდება.
_შენ კი, მაგრამ შენს ახლანდელ ჩაცმულობას არ უხდება.-წყნარად უთხრა ბიჭმა.
_უხდება.-ჯიუტად გაიმეორა გოგონამ. სანდრომ მხრები აიჩეჩა, მაგრამ მოგვიანებით, როცა მითითებულ მისამართზე გააჩერა მანქანა, გადმოსვლისა შენიშნა, რომ ნუკიმ უჩუმრად მოიხსნა საყურეები და შარვლის ჯიბეში ჩაიჩურთა. სანდრომ ოდნავ გაიღიმა თავისთვის და კარი გამოუღო.
შენობაში შესვლისას ტაშის ხმა მოესმათ- ვიღაც მიკროფონს მისდგომოდა და სიბრძნეებს აფრქვევდა. დანარჩენები ტაშით ხვდებოდნენ ამ ამოფრქვევებს.
_ეს ჩემი ბიძაშვილის ნახევარდაა... შენ შეგიძლია უჩემოდ დაიწყო დათვალიერება, რომ მოგენატრები, მოვალ...-ჩვეული განწყობა დაიბრუნდა ნუკიმ, მცირე ტრიბუნისკენ გაემართა, ბიჭი კი ვრცელი დარბაზის შესასვლელში დატოვა.
სანდროს გაუკვირდა თავისი ახლობლის გასაცნობად რომ არ წაიყოლა გოგომ, მაგრამ არ შეიმჩნია და სურათების თვალიერება დაიწყო. ჩვეულებრივი სურათები იყო, თითქოს ერთნაირი, ერთნაირი განწყობით შექმნილი... უხალისო, უფიქრო, უგრძნობი, უგულო სურათები...
სანდრომ ახლა მოპირდაპირე კედელზე დაკიდული ნამუშევრებისკენ შებრუნდა.
_"მარია–ანტუანეტა".–წაიკითხა სურათის ქვეშ მიკრული წარწერა.–ოჰო, კარგად უმუშავია...–თავისდა გასაკვირად, ტილო ძალიან მოეწონა. აი, შემდეგი სურათის დანახვაზე კი გაშეშდა. ამაზე ნამდვილად ვერ იტყოდით, რომ უგრძნობი ტილო იყო... პირიქით. ეს ტილო ბევრ ფიქრს, გრძნობას, ტკივილს იტევდა და ძირითადად მუქ ფერებში იყო გადაწყვეტილი. სანდროს ხატვა რომ შესძლებოდა, ამ 3 თვის განმავლობაში აუცილებლად შექმნიდა ასეთ ნახატს... ამ ნახატს... ასეთი უმთვარო, უიმედო, ტკივილიანი ღამეები ბევრი ჰქონდა ესპანეთში ყოფნისას.
_აი, თურმე სად ყოფილხარ!-თავს წამოადგა ნუკი.-გავიგონე გონებით მეძახდი და მეც მოვედი. ასე უცებ მოგენატრე?-გოგონამ საყვარლად გაბუშტა ტუჩები, შემდეგ ხელკავი გამოსდო და ლოყაზე აკოცა ბიჭს- არ ვიცი, ვინმეს ატყუებდა, რომ სანდრო მისი შეყვარებული იყო, თუ უბრალოდ მომენტით სარგებლობდა, რადგან ბიჭი უბრალო, მეგობრულ კოცნაზე იმ სიტუაციაში მაინც ვერ ეტყოდა უარს და ვერც ეუხეშებოდა პასუხად.
_ნუკი, ხომ არ იცი, ეს ვისი ნახატია?-კოცნის ამბების გასარჩევად არ ეცალა სანდროს. გული რატომღაც სწრაფად უცემდა.
_ეგ არა, მაგრამ წამოდი... ერთი ნახატია... აუცილებლად უნდა ნახო...-გოგონამ დარბაზის ბოლოსკენ გაიყოლა ბიჭი.
_მოიცა... ეს გავარკვიოთ რა...-გაიბრძოლა სანდრომ.
_მოდი, მოდი, მოგეწონება. ძალიან მაგარია. წარმოიდგინე, 20 000 $-ს იძლევიან თურმე ამ ნახატში, მაგრამ ვიღაც სულელი უარს ამბობს გაყიდვაზე.-გოგონამ თითქმის მთელი მეტრი სიგანის, ლამაზჩარჩოიანი ტილოს წინ დააყენა თავისი კავალერი, რომელსაც ენა მუცელში ან შესაძლოა უფრო მიუწვდომელ ადგილას ჩაუვარდა.
_ეს... ეს... -აბლუყუნდა ძლივსგასაგონად. ჰო, ეს ის ტილო იყო, რამდენჯერმე თვალი რომ მოკრა ერთი, ძალიან ახლობელი გოგონას სახელოსნოში. ვერ წარმოედგინა თუ ტილოზე ამხელა... ამდენი... ასეთი სიყვარულის გადმოცემა შეიძლებოდა... აქ ყველაფერი იყო... მთელი ისტორია... მთელი ვნება... მთელი გულისტკივილი... ოცნებები... ფიქრები... იმედები... აქ წყვილი იყო, რომელიც თითქოს ერთად იყო, მაგრამ არც იყო... ესეც ისეთივე ბნელი სურათი იყო, როგორც ის, რომელსაც სანდრო ნუკის მიახლოებამდე ათვალიერებდა. აშკარა იყო, მის ავტორს დიდხანს ემუშავა ამ ტილოზე. მრავალჯერ შეეცვალა სიუჟეტი, მაგრამ თემა იგივე დაეტოვებინა... იგივე იყო თვალებიც, რომლებიც სანდროს ნახატიდან უცქერდნენ... ეს მისი თვალები იყო... ალბათ ასეთი მზერა ჰქონდა, როცა უკანასკნელად გამოიხურა მისი საძინებლის კარი... ასე ძლიერად არასდროს შეჰკვრია სანდროს სუნთქვა... ასე ძალუმად არასდროს... არასდროს ასძგერებია გული... ასე სწრაფად არასდროს უქროლია მის ტვინში ნეირონებს, რომლებიც მთელ ორგანოში დაატარებდნენ ერთ ინფორმაციას- „არა, ვერასდროს დავივიწყებ, მთელი არსებით მიყვარს...“
_მაგარი ნახატია, არა?-გამოაფხიზლა ნუკის ხმამ.
_ვინ არის მისი ავტორი?-შემობრუნდა ბიჭი და გააფთრებულმა ჰკითხა მას. ნუკის კინაღამ გული გაუსკდა- ვერ ხვდებოდა რა ბზიკმა უკბინა ამ უცნაურ ბიჭს.-სად არის??
_არ ვიცი...-შეშინებულმა უპასუხა და ოდნავ უკან დაიხია. სანდრო შეეცადა დამშვიდებულიყო და შედარებით ხმადაბლა და დაწყნარებული ხმით უთხრა:
_მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიგო ვინ არის ან სად არის მისი ავტორი, გესმის?
_მესმის, მაგრამ ავტორის ვინაობა არავინ არ იცის. ანონიმურობას ინარჩუნებს.
_ჯანდაბა!-წამოიყვირა და ისევ ნახატს მიუბრუნდა.
_მაგრამ...-გაუბედავად თქვა ნუკიმ, სანდრომ მობრუნდა.-მისი მეგობარია აქ. შემიძლია გაგაცნო.
_კარგი, გმადლობ.
_ახლავე მოვიყვან.-ნუკი წავიდა.
_ჩემი სულელი...-ოდნავი ღიმილით ჩაილაპარაკა სანდრომ და გულში თბილმა ტალღამ დაიწყო ბორგვა.-არ უნდა მამამისის ფულის ხათრით შეაფასონ... ჩემი სულელი...
_სანდრო... გაიცანი...-მოესმა ნუკის ხმა, მოატრიალდა და ხელთ... სლეში შერჩა!
_შენ?!-წამოიძახა ორივემ.
_ვიცოდი, რომ ის იყო ავტორი!-წამოიძახა თვალებგაბრწყინებულმა.
_აქ რას აკეთებ?-სანდროსგან განსხვავებით, არც ისე ტრიუმფალური ხმა ჰქონდა სლეშს.
_შემთხვევით მოვედი. რა მნიშვნელობა აქვს? დუდა...-მთელი 3 თვის განმავლობაში პირველად წარმოთქვა მისი სახელი და ცოტა გაუჭირდა.-სადაა?
_აქ არ არის. ხალხის თვალიერებას მორჩი. საერთოდ, რისთვის დაბრუნდი?-უხეშად ჰკითხა სლეშმა.
_ეგ შენი საქმე არ არის.
_თუ ისევ დუდას ცხოვრებაში აპირებ ჩარევას, დიახაც, ჩემი საქმეა. ჩემი მეგობარი დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა შენს გამო და აღარ მოგცემ უფლებას ტკივილი მიაყენო.-წარბშეკრულმა უთხრა სანდროს და ზურგი შეაქცია. ნუკი გაკვირვებული უყურებდა როგორ დაედევნა სანდრო დაწინაურებულს.
_მარტო ის მითხარი... ხვდება ვინმეს? დამივიწყა?
_შენი საქმე არ არის!
_ანუ არა! ისევ ვახსოვარ!
_არა. ანუ შენი საქმე არ არის! შენ თუ მოახერხე ახლის პოვნა, მას გაუჭირდებოდა?!-ნუკიზე ანიშნა სლეშმა.
_ნუკიზე ამბობ? არ გაბედო და არ უთხრა, რომ სხვასთან ერთად დამინახე... ისედაც ძნელი იქნება...
_არ გავბედო?! თორემ?-უარესად მოიქუფრა სლეში.-მაგრამ შეგიძლია მშვიდად იყო, არაფრის თქმას არ ვაპირებ. არც კი გახსენებ მასთან საუბარში. შენი ხსენებით არ ავაფორიაქებ.-სლეში ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
_იცნობდი? რა ხდება? ვიზე ლაპარაკობდით?-მიუახლოვდა ნუკი გაშეშებულ სანდროს.
_მივდივარ. მოდიხარ?-ცივად უთხრა გოგოს.
_ჰო, აი, ერთი მხატვრის ნამუშევრებსაც ვნახავ და...
_მე ახლავე მივდივარ. ან მოდიხარ, ან რჩები.
_მოვდივარ.-ურჩობა აღარ უფიქრია ნუკის.
გოგონა სახლამდე მიაცილა და შემდეგ თავისი სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა. კარი გაცეცხლებულმა შეგლიჯა და ბოლთის ცემა დაიწყო. იქნებ მართლა ყავდა ვიღაც, მაშინ? იქნებ მართლა მორჩა ყველაფერი და ის ტყუილად ებღაუჭებოდა ხავსს წყალწაღებულივით? რა აზრი ჰქონდა ქარის წისქვილებთან შებრძოლებას თუკი მთავარი ბრძოლა უკვე წაგებული იყო? არა, არა, ასე უცებ ვერც მას დაივიწყებდა, ვერც ამხელა გრძნობას გააქრობდა, რომელიც ნახატზე იყო გადმოცემული. შეიძლება მართლა ხვდება ვინმეს, მაგრამ გულის გადასაყოლებლად... როგორც თვითონ გაჰყვა გამოფენაზე ნუკის. ჰო, ალბათ მასე იქნება. მაგრამ ისიც ხომ შესაძლებელი იყო, რომ დუდამ ძალა მოიკრიბა, მართლა თქვა უარი მის სიყვარულზე და სხვა ნახა? ვინც ნაკლებ პრობლემებს შეუქმნიდა? სასწრაფოდ უნდა ნახოს... ყველაფერი გაარკვიოს... დაურეკოს? არაა, აზრი არ აქვს... ურჩევნია თვალებში უყუროს... ლამაზ, გრძელწამწამება, თაფლისფერ თვალებში და ისე უთხრას, რომ აღარ სჭირდება... ოღონდ ერთხელაც ნახოს... ბოლოჯერ თუნდაც...
სანდროს გული ისე აუჩქროლდა, შეეშინდა ინფარქტი არ მიეღო. ისე მოუნდა მისი დანახვა... თბილი, ნაზი ხმის გაგონება... მყის მიიჭრა აპარატთან და ნომერი აკრიფა. პაუხი- „თქვენი ტელეფონი გამორთულია დავალიანების გამო.“
ყურმილი დაახეთქა, გასაღები აიღო და სახლიდან გავიდა. ქუჩა-ქუჩა ეძება სატელეფონო ჯიხური, რომელიც თბილისში არ არსებობს და ბოლოს პატარა კაფეში შევიდა. ლუდი შეუკვეთა და ჰკითხა დარეკვა თუ შეიძლებოდა. თანხმობის მიღების შემდეგ, სულმოუთქმელად აკრიფა გონებაში სამუდამოდ აღბეჭდილი ციფრები და მხოლოდ მაშინ, როცა ბოლო ციფრიღა დარჩა ასაკრეფი, ღრმად ჩაისუნთქა, შეეცადა დამშვიდებულიყო, მაგრამ ამაოდ. ის ბოლოს ციფრიც აკრიფა და დაელოდა ნაცნობი, ნანატრი ხმის გაგონებას...
„ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ, გამორთულია დავალიანების გამო.“
სანდრომ ხელახლა აკრიფა ნომერი. ისევ იგივე.
_ალბათ ნომერი შეიცვალა.-ჩაიბურტყუნა იმედგაცრუებულმა და ახლა სახლში სცადა დარეკვა, მაგრამ პასუხი იქაც იგივე იყო.
_ორივე შეიცვალა?-ჰკითხა გაოგნებულმა იქვე მდგარ მიმტანს, რომელიც უამისოდაც შეშინებული ადევნებდა თვალს მის გიჟურ ქცევებს. სანდრო თავს ვეღარ აკონტროლებდა, ყურმილი აპარატზე დაახეთქა, ლუდის ფული გადაიხადა და ისე, რომ ერთი ყლუპიც არ მოუსვია, კაფედან გავიდა.
_ვინაა ეს დამთხვეული!-აღმოხდა მიმტანს.

იმ ღამით ვერ მოისვენებდა. ვერ დაიძინებდა. არ შეეძლო. უნდა გაერკვია ყველაფერი. უნდა მისულიყო! ტელეფონის ნომრები გამოიცვალა? სახლში მიაკითხავდა. სად გაექცეოდა?
_ვერსად წამიხვალ! მაინც მოვალ და... და...- მაგრამ რა „და“, არ იცოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ექნა, დუდა მაშინდელივით გულცივი რომ დახვედროდა. მის თვალებში მონატრება კიარა თავგაბეზრება რომ ამოეკითხა.
_ხვალ წავალ მოუსავლეთში. სულ დავანებებ თავს... მართლა დავივიწყებ. ოღონდ დღეს უნდა ვნახო. მჭირდება...-ირწმუნებდა თავს ბიჭი. ასე შეუხვია ნაცნობ შესახვევში. გაიარა რამდენიმე კილომეტრი და ნაცნობი სახლის ნაცნობი ალაყაფი აისვეტა მისი მანქანის წინ. დიდი შანსი იყო დაცვას ვინმე ბოროტმოქმედი ჰგონებოდა და პოლიცია გამოეძახა, ან საერთოდაც ესროლა... რა სასაცილო იქნებოდა- ამდენი ხნის ტანჯვის შემდეგ ისევ აქაა და ბრმა ტყვისს მსხვერპლი რომ გამხდარიყო... დაცვის რომელიმე ბიჭის სილაჩრის მსხვერპლი... თუმცა ის ხომ სახლში შეპარვას არ აპირებდა? არა, აი, მანქანიდან გადავა და პატიოსნად დარეკავს ზარს.
ასეც მოიქცა. მაგრამ მისდა გასაკვირად, ალაყაფთან ჩადგმული ჯიხურიდან არავინ გამოსულა.
_ეი, შენ! არ გესმის ზარის ხმა? მოეთრიე და გააღე!-დაუღრიალა დაცვის ბიჭს, რომელიც წესით ჯიხურში უნდა მჯდარიყო. დიდხანს აჭერდა ზარის ღილაკს, მაგრამ ამაოდ.
_ალბათ ჩაეძინა, მაგის დედაც... მაგრამ ყველა ერთად რამ დააყრუა?!-ღილაკს ხელი დააჭირა და აღარც აუღია, სანამ რაღაც ხმაური არ გაისმა ეზოს სიღრმიდან და ბნელი სილუეტი არ გამოჩნდა, რომელიც ხალათის ფრიალითა და ჯოხის კაკუნით მოიწევდა.
_მოვდივარ, მოვდივარ, ჰო, რა ამბავია?!-მოხუცის ხმა იყო.
_ძია აკაკი?-გაკვირვებულმა ჰკითხა მან.
_რომელი ხარ?
_სანდრო ვარ. თქვენი სახლის მშენებლობაში რომ...
_ასე გვიან რამ მოგიყვანა აქ? ხო მშვიდობაა?-აკაკი ჯიხურში შევიდა და ღილაკზე დაჭერით კარი გაუღო ბიჭს.
_დუდას ნახვა მინდა. სასწრაფოდ. თქვენი გაღვიძება არ მინდოდა, მაგრამ სხვას ვერავის გავაგონე და...
_დუდას ნახვა გინდა?-გაუკვირდა კაცს. შემდეგ სიბრალულით სავსე მზერით შეხედა ბიჭს და უთხრა.-წამო, თითო ფინჯანი ჩაი დავლიოთ.-კაცი შებრუნდა და თავისი სახლისკენ წავიდა.
_მაგრამ მე დუდას...–შეეწინააღმდეგა ბიჭი.
_წამოდი,–მტკიცედ გაუმეორა კაცმა.–რაღაც უნდა გითხრა.

_დიდი ხანია გადავიდნენ...-დაიწყო კაცმა, როცა წყალი ადუღდა და ქაფქაფა სითხე ფინჯნებში ჩამოასხა. მყუდრო სახლში საკმაოდ თბილოდა და კომფორტული სიტუაცია შექმნილიყო საცხოვრებლად, სასაუბროდ. უბრალოდ საარსებოდ.
_გადავიდნენ? სად?
_ზოგი სად, ზოგი სად. შენ ვინც გაინტერესებს ის სადაა, არავინ არ იცის.
_რას ნიშნავს არავინ არ იცის??
_ბარგი ჩაალაგა და წავიდა. არავისთვის უთქვამს სად მიდიოდა. ხანდახან, იშვიათად ეხმიანება ოჯახის წევრებს და მეგობრებს. ტელეფონიც კი არ აქვს. სხვადასხვა ნომრიდან რეკავს როგორც ვიცი. ჰოდა რაც ბატონების სახლი დაცარიელდა, დაცვაც დაითხოვეს, მსახურებიც და მხოლოდ მე შევრჩი. ისიც იმიტომ, რომ ჯამაგირს არ ვთხოვ.
_ბატონო აკაკი, როგორ ფიქრობთ, დუდა საქართველოშია? თუ საზღვარგარეთ? სულ წავიდა?
_ამდენ ხანს სად იყავი? არ უნდა დაგეტოვებინა...-რბილად უთხრა კაცმა იმ კითხვებზე თავის არიდებით, რომლებზეც პასუხი არ გააჩნდა. ისეთი ტონი ჰქონდა, როგორიც ბებოს, რომელმაც შვილიშვილს საკუჭნაოში მურაბის ჭამისას წაასწრო და უთხრა: „ახლა ჭამე, მაგრამ სხვა დროს კი ნუღამ იზამო.“

meti ar miweria. ro davwer davdeb kiss



RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-04-08, 3:19 PM | შეტყობინება # 1122

572
28  +
48  ±
   ±
Offline
რას შეუხორცდება მითხარი რა... აუ,ალბათ ამას რო სხვა შეუყვარდეს მე ვერ ავიტან,ოღონდ მართლა ! უმაგრესი,მიყვარს...აეე ფანნნნიი ვარრრრ! happy happy happy happy happy happy happy happy happy

I Hate This FuCkinG Life <3

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-04-08, 3:20 PM | შეტყობინება # 1123

572
28  +
48  ±
   ±
Offline
უი ახალი !ეხლავე გადავიკითხავ..აუ რა კაია. happy

I Hate This FuCkinG Life <3

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-04-08, 3:34 PM | შეტყობინება # 1124

572
28  +
48  ±
   ±
Offline
რა რა ამაღელვებელია.ცუდად მაქვს ხოლმე გული ამის კითხვისას ვაა არავის ვედარდები?; (( ანნი აიი რაღა გითხრა???? მინდა რომ ამის წინგნი მქონდეს.ძალიან თან. cry sad

I Hate This FuCkinG Life <3

NessieTთარიღი: კვირა, 2012-04-08, 3:45 PM | შეტყობინება # 1125

164
4  +
1  ±
   ±
Offline
vaime rogor avporiakdii..
guli bagabugobdaaaa :X
duda martoa iseve da duche ukvarss
duches elodeba mainc da misi tkvili misi grdzobebi tiloze akvs gadmocemuli
vaime ra magrad wer gulshi chamiwvdii
imedia miagnebs malee :S
dzaan magariaa kochaaggg... naxatsac imitom,rom kidis rom mteli misi grdznobebi ikvaa
rodis shexvdebian ertmanets :S:S


ძებნა: