ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

maria87თარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-22, 1:09 AM | შეტყობინება # 226

24
0  +
0  ±
   ±
Offline
momewona kargi fikia da yvela tavi miyvars smile ana imedia ar gvalodineb didxans love love love

RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-22, 2:33 PM | შეტყობინება # 227

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ისე ანნ წელს ძაან გამოსწორდი ხო იცი? :დ ახალ თავებს აღარ გვაკლებ... [ თვალი არ გეცეს ეხლა] biggrin

I Hate This FuCkinG Life <3

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-22, 6:13 PM | შეტყობინება # 228
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
genacvale ramxela tavi iyo,ra sayvareli ra kargi smile
ertianad gamajrjola,dudas es gadauwyveteloba cota mawuxebs.......................
vaime duche <3

ani,ravici,ra gitxra,marto me xom ar geubnebi?
iseti nichieri xar,iseti nichieri xar roooooom ar vici ra gitxra imis garda rom nichieri xar ... ( smile )
miitane gamomcemlobashi da dagibechdon raa tore damelia suli,martla minda ,,damTxveulebi'' wignis yrdaze agmovachino :((
gtxooooov,porfavooot



T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-22, 10:56 PM | შეტყობინება # 229

266
15  +
30  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, auuuuu raa didiiiiiiiiiiii daaa raa magarii tavi iyoooooo happy aiii eseti amgarii tavii jeer arc-erti ar yopillllaaa.. momwoons iis rom duudaa dzliivs tavis taavs gamoutyda duches siyvarulshiii daa kideev bolo nawili momewonaa dzaan, dasawyiisiiic daaa shuaa nawiliic biggrin areulad gamomiviidaa, maagraam martlaaa magaari tavi iyoo happy


Crazyთარიღი: პარასკევი, 2011-12-23, 11:01 AM | შეტყობინება # 230

202
11  +
6  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, iiii kaii iyoooo da shemdegs veliiiiii happy


soniaთარიღი: პარასკევი, 2011-12-23, 4:01 PM | შეტყობინება # 231

118
5  +
25  ±
   ±
Offline
aiii ai sulmoutqmelad velodebi axal tavs....

Crazyთარიღი: შაბათი, 2011-12-24, 2:43 PM | შეტყობინება # 232

202
11  +
6  ±
   ±
Offline
auuuu dadeet raa sad angel1 fish flowers


Crazyთარიღი: შაბათი, 2011-12-24, 6:02 PM | შეტყობინება # 233

202
11  +
6  ±
   ±
Offline
Quote (☆AnasteishA☆)
wow, aseti komplimenti jer ar mimigia... madloba...

lips awi xshirad miigheb,aghfrtovanebuli var sheni nichierebit
love



maria87თარიღი: შაბათი, 2011-12-24, 7:53 PM | შეტყობინება # 234

24
0  +
0  ±
   ±
Offline
gtxovt sanam gavafren axali tavi dadet ra ... PLZ!!!!!!!

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-12-24, 10:01 PM | შეტყობინება # 235
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
დიდი მადლობა ბავშვებო ყველას! ვასრულებ თქვენს თხოვნას და ვდებ შემდეგ თავს. მიყვარხართ ყველანი და მიხარია, რომ კითხულობთ kiss lips love

კვირა. 17:35
_დუდა, აქ ხარ?–საძინებლის კარს მიადგა ლექსო.
_ჰო, შემოდი.–გამოსძახა გოგონამ შიგნიდან. ლექსომ კარი შეაღო და უხერხულ პოზაში გაშეშდა, აშკარად რაღაცის თხოვნა უნდოდა, მაგრამ დუდამ არ აცალა და თვითონ დაიწყო:
_ლექსო, მაპატიე, არ უნდა მეთქვა ის ყველაფერი მაშინ. ნონამ მიმახვედრა, რომ შეიძლება ვცდები... იქნებ ეს მართლა თქვენი შანსია?!
_მართლა ასე ფიქრობ?–თვალები გაუბრწყინდა ლექსოს. დუდამ თავი დაუქნია და ბიჭი დაიკოსკენ გაექანა, რომ ჩაეხუტებინა.
_სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა მეთხოვა რაღაც...
_მითხარი.–ახედა დუდამ.
_მე და ლელა ზუსტად ერთ თვეში ვაპირებთ დაქორწინებას. ლელას გულით უნდა, რომ საქორწილო რამე–რუმეებში დაეხმარო... საქორწილო კაბა, სტუმრების სია, მოსაწვევები, ყვავილები და ეგეთები რა, ხო აზზე ხარ? საჩემო საქმე არაა მასეთებზე სირბილი. ლელას უნდა, რომ შენ გთხოვოს დახმარება, მაგრამ ერიდება, მე დავპირდი, რომ მის ნაცვლად გთხოვდი... და როგორმე დაგითანხმებდი.
_ჰოდა, შენი მისია შესრულებულია! რა თქმა უნდა, დავეხმარები! ჩემი ძამიკოსა და საუკეთესო მეგობრის ქორწილი არაჩვეულებრივი უნდა გამოვიდეს!–ენთუზიაზმით წამოიძახა დუდამ, მაგრამ პაუზის მერე დაიჯღანა.–მოიცა, მაგ ყველაფრის გარეშე არ შეიძლება?

დუჩე თავის დროზე მივიდა და სახლთან მისულმა მანქანის სიგნალიდან ხელი აღარ აიღო. დუდამ სწრაფად ჩაირბინა კიბე და გარეთ გავარდა.
_გავიგე, გავიგე, რომ მოხვედი! რა საჭიროა ამდენი ხმაური?!–საყვედურით წამოიძახა, როცა მძღოლის გვერდით მოთავსდა.
_ვიცი, რომ გაიგე... უბრალოდ მინდოდა დროზე გამოსულიყავი... მალე მინდოდა მენახე...–ამ სიტყვებით ბიჭი ტუჩებზე დააცხრა დუდას. ვნებიანი კოცნა გახანგრძლივდა. ალერსში ჩაკარგულ წყვილს ჩახველების ხმა მოესმათ და მაშინვე განცალკევდნენ. ლექსო წამოსდგომოდათ თავს ღიმილით.
_შენს კავალერს არ გამაცნობ?–ეშმაკური ღიმილით ჰკითხა დუდას. დუჩე მანქანიდან გადმოვიდა და ლექსოს ხელი გაუწოდა.
_სანდრო.
_სასაიამოვნოა, მე ლექსო. გამოდის, ორივე ალექსანდრეები ვყოფილვართ...–და დუდას მიუბრუნდა.–ყოჩაღ, დაიკო! კარგი გემოვნება გქონია!–დუჩემ ხელი ჩამოუშვა. ლექსო ახლა მას მიუბრუნდა.–არ მოგაცდენთ, მგონი სადღაც მიდიოდით, მაგრამ ერთხელ კი აუცილებლად გვეწვიე და დავილაპარაკოთ.
_აუცილებლად! აუცილებლად გეწვევით! თუ ეს ქალბატონი დამპატიჟებს!
_მოვიყვან!–მოკლედ უთხრა ლექსოს დუდამ და მერე დუჩეს მიუბრუნდა.–დაჯე, ჰა, წავედით?
_სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ!–დუჩეც მანქანაში დაბრუნდა და წყვილს ხელის აწევით დაემშვიდობა ლექსო.
_მაგარი ძმა გყავს!
_ვიცი! ვგიჟდები ისე მიყვარს. ჩემი საუკეთესო მეგობარი მოჰყავს ცოლად. მოკლეთმიანი, ხომ იცი?
_ლელა?
_ჰო.
_დიდი ხანია უყვართ ერთმანეთი?–ცერად გახედა დუჩემ.
_ეჰ, მაგ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებდი უცხო რომ იყო... მაგრამ შენთან დასამალი რა მაქვს? ლელას ბავშვობიდან უყვარს ლექსო. მე სულელი როგორ ვერ მივხვდი რატომ ინტერესდებოდა ასე მისი პირადი ცხოვრებით. მეგონა მასაც ძმად მიაჩნდა, რახან ჩემი ძმა იყო.
_ლექსოს? მასაც ასევე უყვარს?
_არა... გულახდილად რომ გითხრა, მგონი ლექსოს საერთოდაც არ უყვარს. უბრალოდ მოსწონს, რომ მასზე ვიღაც შეყვარებულია... სად მივდივართ?
_სადმე... რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, მარტონი ვიყოთ... მხოლოდ მე და შენ... გინდა წყნეთში ავიდეთ და ის ღამე გავიმეოროთ?
_იმედია, "გამეორებაში" ყველაფრის გამეორებას არ გულისხმობ...
_ყველაფრის არა, მხოლოდ იმ ნაწილის, რაც შენც გინდა...
_მთლად სურვილებს ნუ მივენდობით... მაგრამ კარგი, მოდი, წავიდეთ წყნეთის სახლში. ღვინოც ვიყიდოთ გზაში... შავი, მაშინდელივით...–დუჩემ სითბოთი გამოხედა თანამგზავრს, რომელიც საზურგეს მიეყრდნო და მისი ცქერით ტკბობა დაიწყო.
_მასე ნუ მიყურებ, თორე რამე მოგვივა... გადავიჩეხებით.–დაიწუწუნა დუჩემ, გოგონას გაეცინა და სწორედ ამ დროს მისი მობილური აწკრიალდა.
_ჰო, სლეშ, რა ხდება? რააა...? კი, კი, ახლავე! სად, მითხარი! უკვე გზაში ვარ! ნუ გეშინია, მოვდივარ!–სანამ დუდა ტელეფონს გათიშავდა დუჩემ შეშფოთებულმა ჰკითხა:
_რა ხდება?
_სლეშმა თავისი გოგო გონება დაკარგული ნახა... სასწრაფომდე მე დამირეკა. მოატრიალე, ღმერთმა უწყის რა სჭირს იმ გოგოს!
_სად უნდა მივიდეთ?–მანქანა მოატრიალა დუჩემ.
_იმ გოგოს სახლთან, აქვეა...

ადგილზე რომ მივიდნენ, ასეთი სცენა დახვდათ– პატარა სკვერში გადაფითრებული გოგონა მიწაზე იწვა, სლეშს მისი თავი მუხლებზე დაედო და ცდილობდა როგორმე გონს მოეყვანა.
_დუდა! სასწრაფო გამოვიძახე, მაგრამ არ ჩანან!–აყვირდა ბიჭი, როგორც კი თავისი მეგობარი დაინახა.–წარმოდგენა არ მაქვს რა სჭირს! ვერაფრით მოვიყვანე გონს!–წყვილმა მასთან მიირბინა, დუდა გოგონას დააცქერდა და შეეცადა მეგობარი ენუგეშებინა, სანამ დუჩე საძილე არტერიას უსინჯავდა.
_ცოცხალია!–წამოიძახა ბიჭმა და სლეშსა და დუდას მიუბრუნდა.–სასწრაფოს რას ველოდებით, ჩვენვე წავიყვანოთ საავადმყოფოში! სწრაფად!–სლეშმა გოგონა ხელში აიყვანა, დუდა და დუჩე მანქანისკენ გაიქცნენ, დუჩე საჭეს მიუჯდა და ძრავა აამუშავა, სანამ დუდა სლეშს უკანა კარებს გაუღებდა, ჩაჯდომის შემდეგ მიუხურავდა და თვითონ დუჩეს გვერდით დაჯდებოდა.
საავადმყოფოს მიმღებში გოგონა საკაცეზე დააწვინეს და სადღაც გააქცუნეს. სლეში მანამ მისდევდა საკაცეს, სანამ ერთ–ერთი განყოფილების კარი ცხვირწინ არ მიუხურეს. სლეშმა შეიკურთხა და ამ დროს მას დადევნებული წყვილიც გამოჩნდა.
_თქვეს რამე?–ჰკითხა აქოშინებულმა დუდამ.
_არაფერი. შეიყვანეს და კარი მომიხურეს,–სლეში პლასტმასის სკამზე დაეხეთქა. დუდაც გვერდით მიუჯდა და ჰკითხა:
_რა მოხდა? როგორ იპოვე? ერთმანეთს შეხვდით?
_არა. ვერ მოვითმინე, რომ არ მენახა და მის სკოლასთან მივედი. მინდოდა მენახა როგორ იყო, შორიდან მაინც შემეთვალიერებინა. თუმცა ტყუილად ვუცადე გაკვეთილების დამთავრებას– საერთოდ არ ყოფილა სკოლაში. მერე სახლთან წამოვედი. ველოდე, იქნებ მაღაზიაში მაინც გამოსულიყო. რომ მოსაღამოვდა უკვე მის სახლში ასვლას ვაპირებდი, რომ მეკითხა ხომ კარგად იყო, მაგრამ ამ დროს თვალი მოვკარი ვიღაც არეული ნაბიჯებით როგორ მოდიოდა. ვიცანი და მისკენ წავედი, მთვრალი მეგონა და ვიფიქრე დავეხმარები–მეთქი, მაგრამ სანამ მივუახლოვდებოდი, მოცელილივით დაეცა. მთვრალი აშკარად არ იყო, სუნი ხომ ექნებოდა?! რა უნდა მოსვლოდა?!–სასოწარკვეთილი მზერით შეხედა მეგობარს სლეშმა. სანამ დუდა რაიმე პასუხის გასაცემად პირს დააღებდა, დუჩემ ისარგებლა მომენტით.
_მე ვიცი რაც დაემართა.–სლეში მას სხვა დროს ეჭვიანი და ანტიპათიური მზერით უყურებდა ხოლმე, ამჯერად იმედიანი მზერა მიაპყრო.–როგორც ჩანს, შენ მის მავნე დამოკიდებულებაზე არაფერი იცი... შენი მეგობარი, როგორც ჩანს, ნარკომანია...–სლეშს თვალები გაუფართოვდა. დუჩემ დაამატა.–ვწუხვარ...
_საიდან მოიტანე?–ჰკითხა სლეშმა. დუდაც გაკვირვებული მიაჩერდა დუჩეს.
_ჩემი ცხოვრების ძველი სტილიდან გამომდინარე, ბევრჯერ მინახავს ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზისგან გონებადაკარგული ადამიანი. ესეც მათ ჰგავს. პირზე ქაფიც შევნიშნე. ხელში რომ აგყავდა, მკლავზე ნანემსრებიც დავუნახე, მაგრამ ქაფი არამგონია შპრიცით შეყვანილ წამალს გამოეწვია, ალბათ რამე აბი დალია... სუბოტექსი ან რამე მასეთი...–მეგობრები გაფართოებული თვალებით უყურებდნენ მას. დუდას ეჭვნარევ მზერას დუჩემ სიტყვებით უპასუხა.–ნუ გეშინია, მე არასდროს გამიჩხერია...–ამ დროს განყოფილებიდან ექთანი გამოვიდა ჩაღრმავებული ფორმის თავდახურული ჰიგიენური ჭურჭლით ხელში.
_ხომ ვერ გვეტყვით ახლახანს მოყვანილი პაციენტის მდგომარეობა როგორია?–პირველმა დუდამ შენიშნა იგი.
_გოგონასი?–ქალი გაჩერდა.
_დიახ.
_კუჭი ამოვურეცხეთ. მოწამლულია. აი, ექიმი მოდის და ის უკეთ გეტყვით.–ქალმა ჩაიარა და სლეში ახლა მას მივარდა.
_როგორაა?
_სტაბილურად. ბეწვზეა გადარჩენილი. თქვენ მისი ვინ ხართ?
_მმ... მეგობარი. მითხარით, რამ მოწამლა?–კაცმა თავი გვერდზე გადახარა და ეჭვიანი მზერით ჰკითხა:
_თუ მისი მეგობარი ხართ, ალბათ იცით რამაც მოწამლა... შეიძლება თქვენი სხეულიც ისევეა მოწამლული, ოღონდ გარეგნული ნიშნებით არ გეტყობათ. ეს ამბავი პოლიციას უნდა გავაგებინო. თუ თქვენც დალიეთ ის საზიზღრობა, 10 წუთს გაძლევთ აქაურობის დასატოვებლად.
_ანუ... ანუ მართლა ნარკოტიკი დალია?–ყურებს არ უჯერებდა სლეში.
_სლეშ! არ გინდა!–დუდა მოუდგა გვერდში მეგობარს და შეეცადა გამოეყვანა.
_არა, ყველაფერი უნდა გავიგო!–ხელი გააშვებინა ბიჭმა.–როგორ ფიქრობთ, დიდი ხანია... ?
_იდაყვებზე ნანემსრებით თუ ვიმსჯელებთ... საკმაოდ სტაჟიანია. მისი ოჯახის წევრებს ვერ გააგებინებთ? თუ თქვენვე შეავსებთ ანკეტას? მისი შემთხვევა აქ ვერ დამთავრდება, პოლიციას ეცნობება შემთხვევის შესახებ. დღეს გაუმართლა, მაგრამ ხვალ აღარ გაუმართლებს. თქვენ იცით ყოველწლიურად რამდენი ადამიანი კვდება ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით? კიდევ კარგი, რომ აბი დალია და სანამ სისხლს შეერეოდა, ჯერ კუჭში მოხვდა ეს ნაგავი. თხევადი რომ შეეყვანა, მაშინვე გაავრცელებდა სისხლი და ვეღარაფერი გადაარჩენდა. თუ მართლა მეგობარი ხართ, მისი უცნაური ქცევა აუცილებლად უნდა შეგემჩნიათ.
_შევამჩნიე, მაგრამ ფიქრადაც კი არ გამივლია, რომ...–სლეში დადუმდა.
_კარგით, ჯერ–ჯერობით ასეთი სიტუაციაა, თუ რამე შეიცვალა, გაგაგებინებთ. თქვენ კი მანამდე ოჯახის წევრებს გააგებინეთ და პოლიციისთვის ჩვენების მისაცემად მოემზადეთ.–ექიმი დერეფანს გაუყვა და სამეული უკან მოიტოვა...

ნახევარ საათში დუჩე მითითებულ მისამართზე მივიდა და კარებზე ბრახუნი ატეხა. კარი ხანშიშესულმა ქალმა გააღო.
_რა გნებავთ?–მკაცრი ხმით ჰკითხა ქალმა. მის უკან დერეფანში 5–6 წლის პატარა ბიჭი გამოჩნდა.
_კარგი ამბავი ვერ მოგიტანეთ ქალბატონო. უნდა გამომყვეთ, თქვენი შვილიშვილი საავადმყოფოში წევს.
_ვინ? ნათია?–ქალს თვალები გაუფართოვდა.
_დიახ.
_რა სისულელეა! იგი თავის მეგობრებთან ერთადაა. ახლავე დავურეკავ.–ქალმა იქვე დერეფანში დადგმული ტელეფონიდან დარეკა. რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ თქვა.–არ იღებს. მის მეგობრებს დავურეკავ.–და ნომერი აკრიფა.–გამარჯობა, შვილო, ნათიას ბებო ვარ, ვერ დამალაპარაკებ 2 წუთით?... წამოვიდა? დიდი ხანია?... კარგი, მადლობა.–ქალმა ყურმილი დადო და დუჩეს შეშინებული მზერა მიაპყრო.–კარგა ხანია წამოვიდაო...
_ხომ გითხარით...
_რა მოუვიდა?–ხმ აუკანკალდა ქალს.
_გონწასული იპოვეს აქვე სახლთან.–დუჩემ დეტალებში ჩაღრმავებისგან თავი შეიკავა.
_ახლავე... ახლავე წამოვალ... ღმერთო ჩემო! შემობრძანდით! მის მშობლებს დავურეკავ!–ქალი სახლში შევარდა. ბავშვის ქურთუკი გამოუტანა დუჩეს და სთხოვა ჩაეცმია მისთვის, სანამ თვითონ ნათიას მშობლებს ელაპარაკებოდა ტელეფონზე. ბოლოს თვითონაც ჩაიცვა, გასაღებს დასტაცა ხელი და სახლიდან გავიდნენ.
_მოგყავს?–ყურმილი აიღო თუ არა, მოესმა დუდას ხმა.
_ჰო. მანდ რა სიტუაციაა? ახალი ხომ არაფერია?
_არა, ძველებურადაა. ვაი, მგონი გოგონას მშობლები მოვიდნენ... წავედი!–გაითიშა.
_მიგვასწრეს. მაგრამ ჩვენც 5 წუთში მივალთ!–უკანა ხედვის სარკეში უთხრა დუჩემ უკანა სავარძელზე მჯდომ ქალს.

შუაღამე კარგა გადასული იქნებოდა სამეული საავადმყოფოდან რომ წამოვიდა. დუჩე დუდას გამო დარჩა ამდენ ხანს, დუდა სლეშის გამო, სლეშს კი უნდოდა გული დაეწყნარებინა, რომ ნათიას აღარაფერი ემუქრებოდა. ბოლოს, როცა ექიმმა საბოლოოდ გამოაცხადა, რომ გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, რომ უკვე პალატაშიც გადაიყვანეს, და ნათიას ყველასთვის ცნობილი ჟურნალისტი მშობლებიც რომ აღარ მორჩნენ ცოფების ყრას ("როგორ შეარცხვინა ამ ლაწირაკმა მათი ოჯახი! რას იტყვის ხალხი! რატომ არასდროს არ უფიქრდება თავის სულელურ საქციელს! იმედია ჟურნალისტები ვერაფერს იყნოსავენ, თორე მაგრად დაერხევათ" და სხვ.) და თვალების ბრიალს ("ყველაფერი ამ ბიჭის ბრალი იქნება! მაგან გააფუჭა ალბათ ჩვენი გოგო! ახლა კიდევ ისეთი თვალებით იყურება, თითქოს მართლა გული შესტკიოდეს, არადა იმაზე ასხამს ცივი ოფლი, მკვლელობა არ შეეტენოს!"), სლეში როგორც იქნა, სახლში წასვლაზე დასთანხმდა დუდას.
_დაინახე, რა ხალხი არიან მშობლები?–დუდა თავის მეგობართან ერთად იჯდა უკანა სავარძელზე. დუჩე თავს დაქირავებული მძღოლივით გრძნობდა.–მასეთი მშობლები რო მყოლოდა, ალბათ მეც გავნარკომანდებოდი... შვილის ნაცვლად საკუთარ იმიჯზე ღელავენ... ფუჰ...
_კარგი რა, დუდა, ნუ ცდილობ მის გამართლებას. ვერც წარმოვიდგენდი, რომ... რა სულელი ვიყავი...–სლეშმა თავი მწარედ დახარა.
_სლეშ, გაითვალისწინე, რომ პატარაა. რა გამოსავალიც დაინახა, გამოიყენა. უბრალოდ ძალა არ ეყო ცდუნებას შესწინააღმდეგებოდა.
_დუდა, შენ იცი რა მოსდევს ნარკოტიკს?–ჯიქურ მიუბრუნდა სლეში. დუდამ გაკვირვებულმა შეხედა. სლეშმა თავი დუჩესკენ გაიქნია.–შენს მეგობარს ჰკითხე. ეცოდინება...დუდამ ახლა უკანა ხედვის სარკიდან მოთვალთვალე დუჩეს მიაპყრო კითხვით სავსე მზერა.
_ალბათ სხეულით ვაჭრობას გულისხმობს, მაგრამ...
_დიახაც სხეულით ვაჭრობას ვგულისხმობ!–გააწყვეტინა სლეშმა.–თუმცა მე სხვა სიტყვას ვიხმარდი. და მასეთი გოგო შემიყვარდა, რა ბითური ვარ აზზე ხარ?!
_მთლად მასეც არაა, მეგობარო, არამგონია ეგ გოგო მაგ საქმიანობას ეწეოდეს.–დამამშვიდებელი ხმა ჰქონდა დუჩეს.
_შენ არავინ გეკითხება!–მიახალა სლეშმა.
_მე ვეკითხები.–უპასუხა დუდამ და დუჩეს მიაჩერდა.
_ეგ შენი მეგობარი მართლა ბითურივით იქცევა და გოთვერნულად აზროვნებს! საიდან გამოაქვს ეს უაზრო დასკვნები ერთი ვიცოდე! წარმოდგენა არა აქვს სად რა ხდება და მაინც სადღაც რაღაც გაიგონა იმას უბერავს! ვინ ვისთან გულაობდა და ვაფშეტა ვისთან იყო ეგ გოგო გაჩხერის დროს არ ვიცი, მარა წამლისთვის ფულის საშოვნელად პანელზე დგომა რო არ დაჭირდებოდა აშკარაა თუ მის ოჯახს შევხედავთ. მაგის სახლში ნამყოფი ხარ ვაფშე? 9 ათასი რაღაც დევს გასატანი და გასაყიდი და რაღა თავის სხეულს მიადგებოდა? ამას გარდა, წამლის გამჩითავები როგორც კი შეატყობენ რო ფული მოაკლდა ტიპს, ეგრევე გადამყიდველობას სთავაზობენ. ჩარჩენილი ხარ, ჩემო ძმაო! მე ასე თუ ისე ვიცი რა ხდება მანდ. შენ კიდე ბალზე ზიხარ, ტყემალს ჭამ და კურკებს კიდე აქეთ გვესვრი.
_გააჩერე!–დაიღრიალა სლეშმა. დუჩემ სარკეში გახედა მას ისე, რომ სვლა არ შეუნელებია.
_რას აპირებ?–შეშინებული ხმა ჰქონდა დუდას.
_მაგ ტიპს ან მოაკეტინე და ამ მე მოვაკეტინებ. არ ამოგვიყვანა ყელში თავისი პატივისცემა?! გააჩერე–მეთქი!
_კი ბატონო!–მისმა რეაქციამ დუჩე გაამხიარულა და იქვე მიაჩერა მანქანა. სლეშმა კარი გააღო და სიბნელეში დურთა თავი.
_სლეეეშ! საით?!–მიაძახა დუდამ და თვითონაც ჩახტა მანქანიდან.–გმადლობ!–გაბრაზებულმა დაუძახა დუჩეს, სანამ მანქანის კარს მიხურავდა.



Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-12-24, 10:32 PM | შეტყობინება # 236
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
წავაჭრი თავს დუდას !! კიდე დუჩეა დამნაშავე ?
მაგრამ დუჩესაც ამდენი არ უნდა ეყბედა,ისედაც ვერ იყო კარგად სლეში იმ გოგოს გამო.
აუუ,ამოვაძრობ ენას დუდას..........
ფუუ,რა ,,სწერვულად'' ვლაპარაკობ,მაგრამ ეს გოგო მართლა ნერვებს მიშლის,მაგრამ
არაუშავს,ამოუვა ერთ დღესაც დუჩეს ყელში და..........

შემდეგი თავი მჭირდება kiss



RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2011-12-26, 9:20 PM | შეტყობინება # 237

572
28  +
48  ±
   ±
Offline
მოკლედ რო ვთქვა ეს დუდა და დუჩე ერთნაირად აუტანლები არიან და რა ვუყოთ? ეხლა მე ვიცი თავის მეგობრის გულისა დუჩეს მიაგდებს ხო? ააა მოვკლავ ამ გოგოს ; [[ ჩემი აზრით ძაან ცუდად მოიქცა დუდა, ჯერ ის რო მადლობა გადაუხადა,რო გადავიდა მანქანიდან.... ხო აინტერესებდა სლეშს ხოდა გაიგო პასუხი რაღას იქაჩებოდა ერთი? angry

I Hate This FuCkinG Life <3

☆ani_twilighter☆თარიღი: ორშაბათი, 2011-12-26, 9:53 PM | შეტყობინება # 238

56
3  +
4  ±
   ±
Offline
love


☆ani_twilighter☆თარიღი: სამშაბათი, 2011-12-27, 2:06 PM | შეტყობინება # 239

56
3  +
4  ±
   ±
Offline
tavidan rogor iyo gaixsenet biggrin roca pirveli tavebi daido yvelas duda mogwondat da duche "tvalshi ar mogdiodat":D:D mogibrundat xo guli?:d mec kiss swored magitom miyvars ani sheni nawarmoebebi(tamamad vambob rom martla tanamedrove nawarmoebia:*) siuprizebit xar savse:*


☆ani_twilighter☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-29, 6:23 PM | შეტყობინება # 240

56
3  +
4  ±
   ±
Offline
sad cry cry axalii

ძებნა: