ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-12-19, 7:15 PM | შეტყობინება # 211
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
RoB-dOd, Jack♥sparrow, kiss kiss lips lips
Quote (elle____)
თუ არ მიიტან ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში ამ ნაწერებს, მოგკლავ და მე მივიტან

biggrin არ მომკლა და ისე მიიტანე! biggrin კაი რა ელე ვის აქ ჩემი ნაჯღაბნების დარდი? არ დამიბეჭდავენ. მე და vampiressa ვაპირებდით მისვლას, მარა ახალი წლების გამო გადავიფიქრეთ, ეხლა მაგისთვის არავის ეცლება და რო ჩაივლის მივალთ მერე და ვნახოთ...
Crazy, ახალი ხარ?? მიხარია, რომ ჩემი ნაჯღაბნის კომენტებში გიხილე happy
lucky, გაიხარეე. საყვარელი ხარ ძალიან ძალიან lips
RoB-dOd, დავდებ ეხლა
Crazy, რატო გააფრენ? surprised



☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-12-19, 7:16 PM | შეტყობინება # 212
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
00:25
"გძინავს?" მესიჯი მიუვიდა დუჩეს, რომელიც ბალიშზე მისვენებულიყო და იმ ღამეებს იხსენებდა, როცა იმავე სარეცელს ხან ქერა იზიარებდა, ხან შავგვრემანი, ხანაც წითური (თუმცა ეს უკანასკნელი იშვიათად).
"არა." უპასუხა ბიჭმა. ნაწყენი იყო და მიუხედავად იმისა, რომ გაეხარდა დუდას მესიჯი, მაინც არ გამოუკეთდა ხასიათი.
"რატომ?"
"არამგონია ეს მართლა გაინტერესებდეს. დაიძინე, დუდა."
"მარტო ხარ?"
"არა. იქით–აქედან ორი ლამაზმანი მიწევს, მესამე სამზარეულოში ყავას მიდუღებს. მეოთხე საფერფლის გასაცლელად გავიდა."
"ეგ კარგია, მაგრამ რეალურად?"
"რეალურად მე და ჩემი ბალიში ვართ."
"ჩამეხუტე..."
"არა."
"რატომ?"
"ხვალ რომ გნახავ, მერე ჩაგეხუტები. ეხლა დაღლილი ვარ..."–დუჩეს თვითონ გაეცინა თავის მესიჯზე.
"ჩამეხუტე მეთქი, სხვა რამე კი არ მითქვია"– სიცილის "სმაილები" არ დაინანა დუდამაც.
"მენატრები..."–დასერიოზულდა ბიჭი. პასუხმა დააგვიანა. იმდენ ხანს ელოდა პასუხს, რომ ბოლოს ჩაეძინა. დილასღა ნახა დუდას მონაწერი:
"მეც"



☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-12-19, 7:17 PM | შეტყობინება # 213
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
შაბათი. 10:33
დუდამ ჩაიცვა და სასაუზმოდ ჩავიდა. ლექსო უკვე შემოსჯდომოდა სუფრას სამზარეულოს მომცრო მაგიდასთან და გემრიელად ილუკმებოდა. დუდა პირისპირ დაუჯდა და ნეიტრალურად მიესალმა. შემდეგ, ჩაიდანს წამოავლო ხელი, რომ ჩაი დაესხა და თან ნონას ბავშვების ამბები გამოჰკითხა. ნონა კარგი დიასახლისი და მზარეული იყო, მაგრამ ამას გარდა ისეთი პიროვნული თვისებებიც გააჩნდა, რომელნიც დუდას მკაცრ და პირდაპირ ხასიათს კარგად ეგუებოდნენ. ამ უკანასკნელმა იცოდა, რომ ქალს ყოველთვის აღელვებდა მისი სატკივარი და აბედნიერებდა მისი სიხარული. ასაკით მასზე 10–15 წლით უფროსი თუ იქნებოდა, ცხოვრებაში კი საკმაოდ ბევრი გამოეცადა და გადაელახა. თუნდაც მისი ბოლო გამოცდილება ყოფილ ქმართან დაკავშირებით. დიახ, ასეთი რამ ხშირად ხდება, როცა ახალგაზრდა ქალი გარიგებით თხოვდება.
მიუხედავად იმისა, რომ დუდა ნონას ბავშვობიდან არ იცნობდა, მაინც ადვილად მიიღო და შეეთვისა, არადა საერთოდ საკმაოდ უჭირდა უცნობებთან საერთოს გამონახვა. ალბათ მასთან ურთიერთობა იმიტომ გაუადვილდა, რომ ბებოს გარდაცვალების შემდეგ მის გარდა სახლში სხვა ქალი არ იყო. ბებოსაც ხშირად იხსენებდნენ და მისი რეცეპტითაც არაერთხელ მოუმზადებია კერძები თუ ტკბილეული.
ფიქრებში წასულ დუდას ბებო მოენატრა... და სანამ უფრო დიდი იარა გაეხსნებოდა გულში, ფიქრებიდან სასწრაფოდ რეალობაში დაბრუნდა.
_ლელამ მითხრა, რომ ერთად იყავით...–მიმართა ლექსოს და ნონას მიერ გახუხული და ზედ ჯემწასმული პური ჩაკბიჩა. ქალი იქვე ტრიალებდა და კიდევ ერთ პურზე უსვამდა ჯემს, მაგრამ დუდას მისი თანდასწრებით საუბარი სულაც არ ეხამუშებოდა.
_ვიცი. მეც იქ ვიყავი რომ დაურეკე.–უპასუხა ლექსომ და ჩაი მოსვა.
_ბედნიერი ხარ?–პირდაპირ ჰკითხა დუდამ.
_ისევ არ დაიწყო, ძალიან გთხოვ.–მოუჭრა ბიჭმა.
_არაფრის დაწყებას არ ვაპირებ. უბრალოდ კითხვა დაგისვი. პასუხს გავიგებ და გავჩუმდები.
_ჰო! ბედნიერი ვარ!–წამოიძახა ლექსომ.–სიხარულით გავრბივარ მასთან შესახვედრად. როცა ვხვდები მსიამოვნებს მისი გაბრწყინებული მზერის დანახვა, მისი სითბო. მსიამოვნებს ლელასთან ყოფნა და მის მიტოვებას არ ვაპირებ! კმაყოფილი ხარ?–აგრესიული ტონით ჰკითხა ბიჭმა.
_კმაყოფილი ვიქნებოდი, ეგ ყველაფერი სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს...–წყნარად უპასუხა დუდამ და ჭამა გააგრძელა.
_შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს!–ლექსო სკამიდან წამოხტა და სამზარეულოდან გავიდა. დუდამ ნონას გადახედა და ჰკითხა:
_რა ვთქვი ასეთი?
_ადამიანს იმაზე მეტად არაფერი სწყინს, როცა საკუთარ თავზე იმას ეუბნებიან, რასაც თვითონაც ეჭვობს. შენ ხომ იცი, რა მდგომარეობაშიცაა. მიეცი შანსი, იქნებ არც გააუბედუროს ის შენი მეგობარი და ბედნიერები იყვნენ?
_შენ რა, ყველაფერი იცი?–გაუკვირდა დუდას.
_ჰო, ხანდახან მიყვება ხოლმე. ცოდოა. ძალიან. მხარში დგომა და სითბო სჭირდება. ლელაზე უკეთ კი ვერავინ დაეხმარება.
_ჰო, ნონა, მაგრამ არ გეჩვენება, რომ ადამიანის გრძნობების სამკურნალოდ გამოყენება და მერე სანაგვეზე გადაგდება უსამართლობაა?
_დარწმუნებული ვარ, ლელამ ყველაფერი იცის და თანახმაა. ალბათ ურჩევნია სცადოს და დამარცხდეს, ვიდრე დამარცხების შიშით არ სცადოს არასდროს...–დუდა ჩააფიქრა ქალის სიტყვებმა. რამდენიმე წუთის განმავლობაში უხმოდ უყურებდა ნონას, რომელიც სადილისთვის იწყებდა შორეულ სამზადისს.
_ალბათ მართალი ხარ...–თქვა ბოლოს ყრუდ და სამზარეულოდან გავიდა. ნონამ ღიღინით განაგრძო ბოსტნეულის დაჭრა.
დუდა გარეთ, სუფთა ჰაერზე გავიდა, გადაწყვიტა ბატონი აკაკი მოენახულებინა.
განახლებული სახლის კარზე დააკაკუნა და მასპინძელს დაელოდა. კარი მალე გაიღო და მოხუცის ჭაღარა თავი გამოჩნდა.
_შემოდი, ქალბატონო...–ჩვეული კეთილი და თან ოდნავ სევდიანი ხმით უთხრა და გზა დაუთმო.
_გმადლობთ!–უპასუხა დუდამ თბილი ღიმილით და სახლში შევიდა.
_როგორ ხართ? როგორ მოეწყვეთ? როგორ შეეგუეთ ახალ სახლს?–ჰკითხა დუდამ, როცა პირისპირ მოთავსდნენ.
_კარგია, შვილო, ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ ერთი რამ მაწუხებს...–დუდამ ინტერესით შეხედა და მოხუცმაც გააგრძელა.–ერთი სურათი მქონდა... ძველისძველი... ვერაფრით ვერ ვპოულობ და გული ძალიან მწყდება... ალბათ დაიწვა... თუმცა არაუშავს... თქვენ რა შუაში ხართ... ხდება ხოლმე, ხომ ასეა?–მოხუცმა ისევ კეთილი ღიმილით დაასრულა, მაგრამ ეტყობოდა, რომ გული მართლა ძალიან წყდებოდა.
_რა სურათი იყო? ფოტოსურათი? ლექსოს ვეტყვი, იქნებ სადმე ნახა...
_ჰო, ფოტოსურათი იყო... ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი...
_ვისი ფოტო იყო? ალბათ თქვენი რომელიმე მიჯნურის, არა?–ეშმაკურად ჰკითხა დუდამ, მაგრამ კაცი უცებ შეცბა, მოუსვენრობა დაეტყო და თვალი მოარიდა გოგონას, რომელმაც თავი უხერხულად იგრძნო, ალბათ ძალიან პირადულს შევეხეო.
_მიჯნურის არა...–თქვა ბოლოს კაცმა.–ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულის უკანასკნელი სურათი იყო... მხოლოდ ეგ დამრჩა მისგან... და ახლა ისიც...
_ძალიან ვწუხვარ. იქნებ ლექსომ იპოვა? ან ბიჭებმა? იმედი მაქვს, ჭკუა ეყოფოდათ და არ გადააგდებდნენ. თქვენი რომანტიული სიყვარულის ამბავი რატომ არ ვიცი? ნუთუ არასდროს მომიყვებით?
_განა რაა მოსაყოლი? ახალგაზრდობა ისეთი რამაა, სისხლი ძარღვებში გამალებით გიჩქეფს და გინდა–არ გინდა, გრძნობებს აღგიძრავს ვინმე. ჰოდა შემიყვარდა, ვხვდებოდით, მაგრამ ალბათ თავის შესაფერად არ ჩამთვალა. გამოვიდა, რო მე მიყვარდა, მას– არა... შემდეგ ის გათხოვდა... ახლა ალბათ შვილიშვილებიც ეყოლება.
_და თქვენ დღემდე...?–წინადადება ვერ დაასრულა დუდამ.–არ მეგონა, რომ მარადიული სიყვარული კიდევ არსებობდა...–მოხუცმა არაფერი თქვა, მზერაც კი მოარიდა და ფანჯარაში გაიხედა. დუდამ დაინახა, რომ მის თვალებში წყლის დონემ მოიმატა.
_რა ჰქვია?–ჰკითხა ყრუ ხმით.
_დიანა...–ძლივსგასაგონად თქვა კაცმა.–როგორც შენ.–და დუდა მიხვდა, რომ ღრმად შეტოპა. ამ კაცისთვის ალბათ ძალიან რთული იყო მტკივნეული წარსულის, ახალგაზრდობის სიყვარულის და მაშინდელი ვნებათაღელვის გახსენება. ალბათ მოშუშებული იარის შეხსნასავით იყო, ამიტომ დუდა წამოდგა, მოხუცს დაემშვიდობა და წამოვიდა.

_დუ, რაშვები?
_დუ?–გაეცინა დუდას.
_ჰო, დღეიდან შეგარქვი.
_მე თუ დუ, შენც დუ,–დასცინა გოგომ.
_უი, მაგაზე კი არ მიფიქრია. მე სან დამიძახე...
_სან?
_სან–დროო
_არა, დუ ჯობია.
_ორივე დუ ვიყოთ?
_ვიყოთ.
_კაი, დუ, რას აკეთებ? გამოგივლი, კაი?
_კაი, დუ, გამომიარე,–გასცინა დუდამ.
_მოვდივარ, მარა არ მეჩხუბო, წინასწარ გეუბნები, რო გნახავ და უცებ გავვარდები. არ გამიბრაზდე, კაი?
_გაბრაზებით არ გავბრაზდები, მაგრამ თუ გინდა არც მოხვიდე თუ მასე სასწრაფოდ უნდა გავარდე...–ძალიან შეეცადა, მაგრამ მაინც ნაწყენი ხმა ჰქონდა გოგოს.
_დუუუ, შენი ნახვა მინდა და იმიტო მოვდივარ და ნუ მაბრაზებ ეხლააა... გამოვდივარ უკვე. დროებით.–პასუხს აღარ დაელოდა, გათიშა და სახლიდან გავიდა დუჩე.

ჭიშკარს რომ მიადგა, ლევანს სთხოვა კარი გაეღო და ბიჭმაც მაშინვე გაუღო. სანამ მოტოცკლეტი მხედრითურთ ეზოში შევიდოდა, დუდა მიუახლოვდა მათ და ლევანს უთხრა:
_საერთოდ, ვინმე რო მომადგება, ნაცნობი თუ უცნობი, ჯერ მკითხე ხოლმე შეიძლება თუ არა შემოშვება. სლეშის და ლელას არ ეხებათ ოღონდ.
_ჰმმ, დავიმახსოვრებ...–უპასუხა ლევანმა და დუჩეს გადახედა ირონიული ღიმილით.
_ლელას ეხება, სლეშსაც ეხება და მე არა?–არ ეხუმრებოდა დუჩეს.
_შენ ახლა დაგიახლოვდი, იმათ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ.
_ისევ არ მენდობი...–წარბები შეჭმუხნა ბიჭმა. დუდას ეუხერხულებოდა ლევანის თვალწინ დუჩესთან ასეთ თემებზე საუბარი, ამიტომ გამოსავალი მოძებნა:
_დუჩეც შემოუშვი ხოლმე...–უთხრა ლევანს და დუჩეს ისეთი მზერით გადახედა, თითქოს ეუბნება: აი, თუ არ გენდობიო, მაგრამ ბიჭს არ ეტყობოდა კმაყოფილება, უფრო –პირიქით, მოტო მოატრიალა და წავიდა.
_დუჩე, რას აკეთებ?!–მიაძახა დუდამ, ჭიშკარს გასცდა და გზაზე მიმავალს გაადევნა თვალი.
_ოჰო, რა ფიცხი ბიჭია...–უთხრა ლევანმა, როცა დუდა ჭიშკარში შემობრუნდა და სახლისკენ გზად გვერდზე ჩაუარა.
_მოკეტე.–უპასუხა წყნარად დუდამ ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს.



☆ani_twilighter☆თარიღი: ორშაბათი, 2011-12-19, 8:24 PM | შეტყობინება # 214

56
3  +
4  ±
   ±
Offline
Quote (☆AnasteishA☆)
lucky, გაიხარეე. საყვარელი ხარ ძალიან ძალიან

shen ufro lips tan dzalian dzalian..rasac wers,adamiani nawilobriv imit xom tavis shexedulebebs,azrovnebas,gemovnebas da a.sh gadmoscems..me ki dzalian momwons duche da duda:heart:



Crazyთარიღი: ორშაბათი, 2011-12-19, 8:33 PM | შეტყობინება # 215

202
11  +
6  ±
   ±
Offline
uiiiii sad ani es fiki adasamtavrebelia xoo? da exa rac aq gidesv imis garda kide gaaq dawerili? happy


Jack♥sparrowთარიღი: ორშაბათი, 2011-12-19, 8:44 PM | შეტყობინება # 216
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
auuu ra unda dudas?
xandaxan mgoni saod ver afasebs es gogo duches siyvaruls sad

shemdegi tavic tu amxela an amaze didi iqneba kmayofilni davrchebiTTT
:))))



Crazyთარიღი: ორშაბათი, 2011-12-19, 11:46 PM | შეტყობინება # 217

202
11  +
6  ±
   ±
Offline
shendegs velodebi didi didi didi surviliiiiiiiiiiiiit ^_^_^_^


☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-12-20, 0:31 AM | შეტყობინება # 218
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
lucky,
Quote (lucky)
rasac wers,adamiani nawilobriv imit xom tavis shexedulebebs,azrovnebas,gemovnebas da a.sh gadmoscems..me ki dzalian momwons duche da duda

wow, aseti komplimenti jer ar mimigia... madloba...
Crazy, kii, blomad maq dawerili magis merec. vecdebi male davdo.
Jack♥sparrow, ar vici... zomas ver shegpirdebi. mere vnaxav, vecdebi mozrdili davdo.
madloba, miyvarxart!



maria87თარიღი: სამშაბათი, 2011-12-20, 12:31 PM | შეტყობინება # 219

24
0  +
0  ±
   ±
Offline
dges daideba shemdegi tu damtavrda???

Crazyთარიღი: სამშაბათი, 2011-12-20, 2:37 PM | შეტყობინება # 220

202
11  +
6  ±
   ±
Offline
didi diiidii madloba ani dzn nichierii xaar happy kiss


RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2011-12-20, 8:47 PM | შეტყობინება # 221

572
28  +
48  ±
   ±
Offline
rogor aris is cxovreba ise awyobili ara ? xan duda aris autaneli xan kidec duche batoni sad
es tavi dzalian intriguli iyo... ise duches adgilze ro vyofiliyavi mec egre moviqceodii... aba ra ponWia ? :X sad
auu ertii duda manaxa saDme kargad vcemdii , magram xoo ici shexeduleba male icvleba da ra vici erti ra moxdeba iqneba duches mosaklavad qileri daviqirao biggrin sad


I Hate This FuCkinG Life <3

Crazyთარიღი: ოთხშაბათი, 2011-12-21, 3:50 PM | შეტყობინება # 222

202
11  +
6  ±
   ±
Offline
eeeeeeeee dadeeet : (((((((( plzzz : ( cry cry


☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-12-21, 5:17 PM | შეტყობინება # 223
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
maria87, დამთავრებამდე შორია ჯერ. არ დამიწერია ჯერ დამთავრება.
Crazy, მადლობა დიდი! happy happy ეხლა დავდებ
RoB-dOd, სხვათაშორის, მეც biggrin biggrin



☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-12-21, 5:19 PM | შეტყობინება # 224
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
13:30
დუდამ მოიწყინა. აღარ იცოდა რა ეფიქრა და რა გაეკეთებინა. ვეღარ ხვდებოდა სად მთავრდებოდა მისი დანაშაული და სად იწყებოდა დუჩეს სიამაყე. ვეღარ გარკვეულიყო რაციონალური თვალსაზრისით მართლა შეიძლებოდა, რომ დუჩეს მისი სიტყვები სწყენოდა, თუ ეს უბრალოდ საბაბი იყო, რომ გაქცეულიყო? მაგრამ განა თვითონ არ უთხრა შენი ნახვა მინდა და იმიტომ მოვდივარო? და დუდამაც ყველაფერი გააფუჭა!
თუმცა... სულაც არა! რა მისი ბრალია ასე უაზროდ ამაყი რომაა ის ვაჟბატონი?! ეწყინა და ცივი წყალი დალიოს! დუდას მასზე ნერვიულობის გარდა სხვა საქმეებიც აქვს...
და აუცილებლად დაურეკავს და დაელაპარაკება, როცა ამ საქმეებს მორჩება... თუ საჭირო იქნება, ეტყვის, რომ სიტყვები სწორად ვერ შეარჩია და ცუდად გამოუვიდა...
ჰო, ასე იზამს... მაგრამ მანამდე საქმეს უნდა მიხედოს...
ჯინსის ჯიბიდან ფურცელი ამოიღო, რომელზეც სლეშის ნათიას მობილურის ნომერი და სახლის მისამართი ეწერა.
დაბლა ჩამოვიდა, მანქანა გარაჟიდან გამოიყვანა და ნათიას სახლისკენ გაემართა.
მითითებულ კორპუსთან რომ მივიდა, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და გარემოს თვალიერება დაიწყო. ეს იყო ჩვეულებრივი, 9 სართულიანი კორპუსის ეზო, მისთვის დამახასიათებელი მიხვავებული გარაჟებით და ერთ–ერთი სადარბაზოს გასწვრივ დადგმული ხის მერხით და სკამით.
რამდენიმე წუთში ჭაღარათმიანმა მოხუცმა ქალმა ჩამოიარა. დუდამ მორიდებულად დაუძახა:
_უკაცრავად!–ქალი მოტრიალდა.–თქვენ აქ ცხოვრობთ?–მისი სახე ცნობისმოყვარეობას გამოხატავდა, თვალები კი ეჭვით მოეჭუტა.
_დიახ. რა გნებავთ?–უპასუხა ღირსების გრძნობით.
_მე ერთ ადამიანზე მინდა შეგეკითხოთ. აი, იმ სადარბაზოში ცხოვრობს. ნათია ჰქვია, 15–16 წლის გოგონაა... მინდოდა...–მაგრამ ქალი შეშფოთებული მზერით მიბრუნდა და უკანმოუხედავად შეძლებისდაგვარად ჩქარა გახუსხუსდა სწორედ იმ სადარბაზოსკენ.–უპსსს....–აღმოხდა მარცხით გაოგნებულ დუდას. სწორედ ამ დროს ბადურიანი შუახნის ქალი გამოჩნდა პუტკუნა ბავშვთან ერთად. ქალმა ბავშვს ხურდები მისცა და ისიც მაშინვე ჯიხურისკენ გაქანდა ტკბილეულის საყიდლად.
_უკაცრავად, ქალბატონო!–გაუღიმა დუდამ მას.
_დიახ.–ქალს მზერაში შეეტყო ჭორების სიყვარული. აი, ვინ სჭირდებოდა დუდას!
_თქვენ ამ კორპუსში ცხოვრობთ?–გადაწყვიტა დაეზუსტებინა.
_დიახ. რა გაინტერესებთ?
_მე იმ სადარბაზოში მცხოვრებ ერთ გოგონაზე მინდა გკითხოთ. ნათია ჰქვია.
_ნათია?–ქალი შეყოყმანდა.–რამე დაწესებულებიდან ხართ?–და დუდას ჩაცმულობა შეათვალიერა.
_არა, არა. ისე მაინტერესებს. არავითარი სხვა ზრახვები. უბრალოდ ჩემი...და მეგობრობს მასთან და გადავწყვიტე გადამემოწმებინა... ჩემმა დამ თქვა უცნაურად იქცევა ხოლმე ხანდახანო და... ხომ გესმით?
_კი, შვილო, მესმის და მარტო ერთს გეტყვი– შენ დას გადაეცი, რომ მაგ გოგოსთან არ იმეგობროს, თუ ცუდ წრეში გარევა არ უნდა.–ქალი წასასვლელად შებრუნდა.
_რას გულისხმობთ?–სასწრაფოდ ჰკითხა დუდამ.
_მე ვერავის ოჯახურ საიდუმლოს ვერ გავცემ. აი, ბებიამისი...– ქალმა მე–5 სართულის აივანზე აახედა დუდა და მან ის ჭაღარათმიანი მოხუცი დაინახა ცოტა ხნის წინ შეშფოთბული რომ გაეცალა.–...და მას ჰკითხე.–სანამ დუდა მოხედვას მოასწრებდა ბადურიანი ქალი უკვე შორს იყო და დუდამ დაასკვნა, რომ საქმე იმაზე სერიოზულად იყო, ვიდრე ეგონა– რახან ამ ჭორიკანამაც კი ვერ თქვა რა სჭირდა ამ გოგოს ასეთი, ეჭვი არ იყო, საქმე დიდ საიდუმლოსთან ჰქონდა.

საღამოს, დაპირებისამებრ, ტელეფონი მოიმარჯვა და დუჩეს ნომერი აკრიფა.
_რა გინდა?–ბუზღუნა ხმით უპასუხა ბიჭმა.
_მინდოდა მეთქვა, რომ უაზროდ პატივმოყვარე ხარ და ეს სიამაყე უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება, მაგრამ...
_დუდა, საუბრის ხასიათზე არ ვარ. მორჩა.–გააწყვეტინა დუჩემ, მაგრამ სანამ გათიშავდა დუდამ ყვირილი ატეხა:
_მოიცა, მოიცა! არ გათიშო! მე უბრალოდ...–პაუზის შემდეგ გააგრძელა.–მაპატიე! იდიოტი ვარ და საკუთარ სიტყვებს ვერ ვაკონტროლებ! მეც მეწყინებოდა ის სიტყვები შენს ადგილზე და საერთოდაც... მომენატრე. ძალიან. მაპატიე დღევანდელი სისულელე, კარგი?
_კარგი, დუდა, მაგრამ ახლა მართლა არ ვარ ამ საუბრის ხასიათზე. მამაჩემი ავარიაში მოყვა ათენში, მე კი უკვე 2 საათია აღარაფერი ვიცი. გიჟს ვგავარ. მერე დაგირეკავ. კარგად.–დუჩეს მართლა არ ჰქონდა ჩვეულებრივი ხმა და ბოლოს წყვეტილი ზარიც გაისმა.
1 საათის განმავლობაში დუდა სახელოსნოში იჯდა და "მე და ის"–ს უყურებდა. თითქოს რაღაც აკლდა. ამ ბოლო დროს მრავლად იყო არეულობები, დამთხვევები, გაუგებრობები მის ცხოვრებაში და ეს ნამუშევარზეც აისახებოდა, ეს ნახატი ხომ სწორედ მისი ცხოვრების ამ ეტაპს გამოსახავდა? ფუნჯი შეემართა და ცდილობდა რამე ახალი შეემატებინა ნამუშევრისთვის, მაგრამ ამაოდ, ხატვასაც კი ვერ უდებდა გულს. ბევრი აღარ უფიქრია, თბილი ჟაკეტი მოიცვა და მანქანის გასაღებით შეიარაღებული გარაჟისკენ დაიძრა. როგორმე უნდა ენახა დუჩე. მაინცდამაინც ბევრი იდეა არ ჰქონდა– იმედოვნებდა, რომ ბიჭი სახლში დახვდებოდა. კარგად ახსოვდა როგორ მიიყვანა ერთხელ მას შემდეგ, რაც დუჩე ერთ–ერთი სახლის სახურავიდან მოლბერტის ჩამოტანაში დაეხმარა.
თავსხმა წვიმაში ძლივს იკვლევდა გზას, ბოლოს სადარბაზოსაც მიადგა, მაგრამ რამდენიმე წუთს იყოყმანა, რას იფიქრებდა დუჩე? მაგრამ რა დროს ამაზე ფიქრი იყო? მას დუდას მხარდაჭერა სჭირდებოდა ასეთ რთულ მომენტში. მანქანიდან გადმოხტა, ჩაკეტა და სადარბაზოში შევიდა. სანამ დაიბნეოდა, კიბეზე ფეხის ხმა გაისმა და შუახნის მელოტი კაცი გამოჩნდა.
_უკაცრავად, სანდრო რომელ სართულზე ცხოვრობს?–ჰკითხა დუდამ.
_მე–3–ზე, ყავისფერი კარი.–კაცმა გოგონა აათვალიერა და თავისთვის ჩაიცინა. დუდამ არ შეიმჩნია და კიბეებს აუყვა. წუთიც არ გასულა მითითებული კარის წინ იდგა და ზარს რეკავდა. კარი მალევე გაიღო. დუჩე თვალებს არ უჯერებდა.
_შენ?! აქ საიდან?!
_გაუფრთხილებლად მოვედი, იმედია ხელი არ შეგიშალე.–სახლის სიღრმეში შეიხედა დუდამ, საიდანაც მულტიპლიკაციური ფილმების ხმა გამოდიოდა.
_არა. შემოდი.–და განზე გაიწია, რომ დუდა შეეტარებინა.–დღეს ძიძობასაც ვითავსებ,–მისაღებში მშვიდად მჯდარ პატარა გოგონაზე ანიშნა დუჩემ.– მეზობელმა დატოვა. გასაღებს სულ ჩემთან ტოვებენ ხოლმე, დღეს დაავიწყდათ დატოვება. რომ მოვიდნენ და ჩემთან არ დახვდათ, მთხოვა ცოტა ხნით დაიტოვე ბავშვიო, სანამ ქმართან მივიდოდა სამსახურში და გასაღებს გამოართმევდა. მთლად დალაგებული ვერ მაქ სახლი, არ შეიმჩნიო, ვერ მოვიცალე რო მიმელაგებინა...–ალაგ–ალაგ მიყრილი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წამოკრეფა დაიწყო დუჩემ.
_არაუშავს. მე შენს სანახავად მოვედი, შენი სახლის კი არა.
_ნასტია, შენ მულტფილმების ყურება განაგრძე, თუ რამეა ჩვენ სამზარეულოში ვიქნებით, კარგი?–რუსულად უთხრა ბავშვს დუჩემ, გოგონამ ოდნავ დაუქნია თავი. დუდასთვის კი საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება– ტელევიზორს უყურებდა გაშტერებული. დუჩემ დუდას ჩაჰკიდა ხელი და სამზარეულოში გაიყვანა.
_რა უცნაური ვინმეა...–აღმოხდა დუდას, სანამ ბიჭის მიერ მითითებულ ადგილას ჩამოჯდებოდა მაგიდასთან.
_რუსეთიდან ახლახანს გადმოვიდნენ. მგონი ქართული არ იცის. ან შეიძლება იცის კიდეც, რავიცი ხმას საერთოდ არ იღებს. ერთი თვეა აქ გადმოვიდნენ, ჩემ კარისმეზობლად ქირაობენ სახლს.
_შენს მეტი ვერავინ ნახეს ბავშვის დასატოვებლად?
_ეტყობა ვერა. ბევრმა არ იცის რუსული და...–მცირე პაუზის შემდეგ, დუჩემ შეცვლილი ხმით გააგრძელა.–მიხარია, რომ მოხვედი.
_ჰო, არ შემეძლო არ მოვსულიყავი. გაიგე რამე მამაშენზე?
_ვერაფერი. დედაჩემის ზარს ველოდები. მე ვერაფრით ვერ ვრეკავ ხან დაკავებაა, ხან არ გადის...
_მამაშენი ფეხით იყო თუ მანქანით?
_არც ეგ არ ვიცი. მარტო ის ვიცი, რო მძიმედაა და ოპერაციას უკეთებენ. –სახე ხელებში ჩარგო ბიჭმა. თითქმის მაშინვე ტელეფონი აწკრიალდა და დუჩემ სასწრაფოდ უპასუხა:
_ჰო, თამო! ...რა?...ახლავე! გამოვდივარ უკვე!–დუჩემ გათიშა და ფეხზე წამოხტა.–დუდა, მაპატიე, უნდა წავიდე. ბავშვთან დარჩი, გთხოვ, კარგი? მალე მოვლიან მშობლები და წაიყვანენ. თუ გინდა ნუღა დამელოდები და წადი მერე შენც.
_კარგი, მაგრამ რა ხდება? სად გარბიხარ?–კარისკენ მიმავალს დაედევნა დუდა.
_თამოსთვის დაურეკია დედაჩემს და უთქვია როგორმე ინტერნეტში შემოვიდეს სასწრაფოდო. ინტერნეტ–კაფეში უნდა გავვარდე. დარჩი, ხო?
_რა პრობლემაა! წარმატებები!
_მადლობა, გავიქეცი!–კარი გაიხურა დუდამ და რომ მობრუნდა კინაღამ გული გაუსკდა– მისაღების შესასვლელში ნასტია იდგა და ასაკისთვის შეუფერებელი ჭკვიანური მზერით უყურებდა დუდას.
_სანდრო წავიდა, მე დავრჩები შენთან.–რუსულის მარაგი მოიშველია დუდამ. ბავშვს არ ეტყობოდა გაიგო თუ არა ნათქვამი, არც არაფერი უპასუხია, მიატრიალდა და ტელევიზორთან დაბრუნდა. დუდაც მის კვალს მიყვა, მთელი თავისი ხალისი მოიკრიბა და გოგონას ახლოს დაუჯდა.
_გამარჯობა, მე დუდა მქვია, შენ ნასტია, ხო? –ბავშვმა ისეთი მზერით შეხედა, თითქოს ღორი ელაპარაკებოდა ლათინურად. დუდა არ დაიბნა და გააგრძელა.–იცი, ძალიან საყვარელი ბავშვი ხარ. მაგრამ მეტისმეტად სერიოზული... გახალისება გჭირდება!–სანამ წინადადებას დაამთავრებდა, ბავშვი ტელევიზორს დაუბრუნდა. დუდამ ჩათვალა, რომ ბავშვს მისი ნალაპარაკები არ ესმოდა და ამიტომ რუსულზე გადავიდა.–გინდა რამე ვითამაშოთ? ამ დათუნიას ხედავ?–დიდი პლუშის სათამაშო დათვი აიღო დუდამ.–ნაახე როგორი დიდი თათები და დრუნჩი აქვს! და როგორ შვება? ტყეში დადის, თაფლს ეძებს და ასე შვება ხო?–დუდა შეეცადა დათვის ხმისთვის მიებაძა, მაგრამ ბავშვი გაუნძრევლად იჯდა და გულგრილად უყურებდა მის ცანცარობას. დუდაც მიხვდა თავის უხერხულ მდგომარეობას, წელში გასწორდა, დათვი თავის ადგილას დააბრუნა და გოგონას მოუბრუნდა, რომელიც უკვე ტელევიზორის ეკრანს მიშტერებოდა.
_გინდა, დამალობანა ვითამაშოთ?–გოგონამ გამოხედა.–მე ბავშვობაში ყოველთვის...–ისევ ტელევიზორს შეხედა ინტერესით.–ვთამაშობდი და ყველაზე გვიან მე მპოულობდნენ ხოლმე... ან ვერც მპოულობდნენ.–დუდას უკვე ხალისი ეკარგებოდა, ვერ წარმოიდგინდა თავისზე უჟმური არსება თუ ოდესმე შეხვდებოდა. ახლა მიხვდა რა ძნელია სერიოზულ და ჩუმ ადამიანთან ურთიერთობა.–არ გესმის?–ქართულად ჰკითხა ბავშვს და უცებ ეშმაკური იდეა მოუვიდა.–აბა, თქვი "ბა–ყა–ყი წყალ–ში ყი–ყი–ნებს". თქვი აბა! დავაი, სკაჟი! "ბა–ყა–ყი წყალ–ში ყი–ყი–ნებს".–ბავშვმა გამგმირავი მზერა მიაპყრო და ისევ ტელევიზორის ეკრანს მიაჩერდა. დუდამ საბოლოოდ დაყარა ფარ–ხმალი, შემობრუნდა, რომ სავარძელში ჩამჯდარიყო, მაგრამ გასასწორებელ ხალიჩას წამოკრა ფეხი და ძირს გაიშხლართა.
_ამის დედაც!–წამოიძახა და უცებ ხარხარის ხმა მოესმა. რუსი ლაწირაკი დაუფარავად დასცინოდა! ახლა დუდამ ესროლა გამგმირავი მზერა, თავმოყვარეობის ნაგლეჯები წამოკრიფა ხალიჩიდან, წელში გასწორდა, ფუმფულა სავარძელში ჩაეფლო და კარგა ხანს იქიდან მზერით ბურღავდა ბავშვს, რომელიც უკვე მულტფილმის ყურებას განაგრძობდა. ნელ–ნელა მოეშვა და აღარც ბავშვს უყურებდა მტრული მზერით, ხალიჩის ორნამენტებს აკვირდებოდა და ფიქრობდა. მისი ფიქრის ერთადერთი ობიექტი დუჩე იყო. სანამ საკუთარი თავის შეჩერებას მოასწრებდა, თქვა:
_იცი, როგორ მიყვარს?–და შემდეგ შიშით გადახედა ბავშვს, მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია, ჭრელი მულტიპლიკაციური ფილმები უფერულ დუდაზე საინტერესოდ ეჩვენებოდა. რას იზამ, ვერც გაამტყუნებდი!–ჰო, მართლა მიყვარს...–თავისთვის გააგრძელა ბუტბუტი დუდამ.–ჰო, ხან მაგიჟებს თავისი თავდაჯერებითა და პატივმოყვარეობით, სიჯიუტით, მაგრამ ესეც მომწონს. მომწონს, რომ მაგიჟებს. არ ვიცი, ალბათ მაზოხისტი ვარ, მაგრამ... წარმოგიდგენია? მთელი ცხოვრების გატარება მინდა მასთან ერთად, მაგრამ ამას მას, რა თქმა უნდა, არასდროს არ ვეტყვი. იქნებ ახლა ჰგონია, რომ ვუყვარვარ, მაგრამ გული რომ გადავუშალო, დაპყრობილად ჩამთვლის და...–დუდა უცებ გაჩუმდა და ისევ ზურგშექცევით მჯდარ ბავშვს გახედა.–თუმცა ვის ველაპარაკები...–მერე ფეხები აიკეცა სავარძელში და ფიქრებს აედევნა.
_ჩემი ჭამის დროა!–თავზე დაადგა ბავშვი. სერიოზული ხმა ჰქონდა– რუსულში კარგად გავარჯიშებული.
_ჭამის? და რას ჭამ ხოლმე?–მზარეულობის პერსპექტივა არ ეპიტნავა დუდას.–ჩიპსები გინდა?–რუსულადვე უპასუხა.
_ჩიპსები არაჯანსაღი საკვებია. შეგიძლია რამე წვნიანი მომიმზადო.
_მაპატიე, მაგრამ წვნიანების მომზადება არ ვიცი.
_მე კი გაპატიებ, მაგრამ დიაბეტი მაქვს და რამე თუ არ ვჭამე ცუდად გავხდები...
_ოპაა! ესღა მაკლდა!–ქართულად წამოიძახა დუდამ და სავარძლიდან წამოხტა. ყოველგვარი მორიდების გარეშე გავიდა სამზარეულოში და მაცივარი გამოაღო. გოგონაც უკან დაედევნა. რა თქმა უნდა, აქ არანაირ ხორაგით სავსე თაროებს არ ელოდა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს მაინც სასტიკად გადააჭარბა. კარებზე ლუდის ბოთლები ჩამწკრივებულიყო, საჭმელად ვარგისი კი მხოლოდ 2 ცალი კვერცხი, მწვანილების დამჭკნარი კონა, ნახევრადნაჭამი მაწონი– სწორედაც ნახევრადნაჭამი, რადგან აშკარად პირდაპირ ქილიდან ეჭამათ, და შებოლილი ძეხვის პატარა ყუა იდო.
_რაო, ვერაფერი ნახე?–თავზე დაადგა გოგონა, რომელსაც დიდი კიტ–კატი ჩაებღუჯა და გემრიელად ახრამუნებდა.
_ეგ საიდან აიღე?–მაცივრის კარი მიხურა დუდამ.
_კარადიდან.–იქვე კარადაზე ანიშნა ბავშვმა და თან მხრები გულგრილად აიჩეჩა.
_სხვის კარადაში დაუკითხავად ძრომიალი არ შეიძლება!
_შენ ვის კითხე მაცივარში რომ შეძვერი?–უტიფრად უპასუხა ბავშვმა და ჭამა განაგრძო.
_მეჩვენება თუ შენი ასაკისთვის ძალიან ბევრს ლაპარაკობ? და საერთოდ, ეგ შოკოლადი შეიძლება შენთვის? წეღან არ მითხარი დიაბეტი მაქვსო?
_რაც მინდა, ყველაფერი შეიძლება!–განაცხადა ბავშვმა და მისაღებში დაბრუნდა ხრაშა–ხრუშით.
_ეე, ერთი ამას უყურე!–აღმოხდა დუდას. ძალიან რომ არ გაბრაზებულიყო, კარადიდან ჭიქა გამოიღო, ონკანიდან აავსო წყალი და დალია. მისაღებში დაბრუნებისას, საპირფარეშოს ღია კარიდან ხმა მოისმა:
_გოგონა, უკვე ვქენი!
_უკაცრავაად?–გასძახა დუდამ.
_ჯერ პატარა ვარ, ჩემით გამოწმენდა არ ვიცი...
_არ არსებობს! როგორღაც უნდა მოახერხო! დიდი ბოდიში, მაგრამ...
_გეხუმრე, გოიმო!–საპირფარეშოდან გამოყო თავი და ენა გამოუყო დუდას. ცოტაც და ვიღაცას მაგრად მოხვდებოდააა!
საპირფარეშოდან გამოსულ ნასტიას დუდა დივანზე გაშხლართული დახვდა პულტით ხელში, რაღაც ფილმს უყურებდა.
_არ გადავრთავ, ტყუილად არ მთხოვო!–გამარჯვებულის ღიმილით უთხრა დუდამ ოთახში შემოსულს.
_არა, უყურეე, არაა პრობლემა...–დუდამ გაოცებისგან დააჭყიტა თვალები.–ოღონდ...მე უნდა დავიძინო... ჩემი ძილის დროა... დედიკო აგვიანებს, მაგრამ რომ გაიგოს, თავის დროზე არ მძინებია...
_დაიძინე, არაა პრობლემა...–მხრები აიჩეჩა და ფილმის ყურება განაგრძო დუდამ. პაუზა ჩამოწვა, ბავშვი ადგილიდან არ იძვროდა. დუდამ შეხედა:
_რა?
_მანდ უნდა დავწვე...
_ვითომ რატომ?
_ძილში შეიძლება კრუნჩხვები დამემართოს და იქ რომ დავწვე...–სავარძელზე ანიშნა.–გადმოვვარდები. იმ ლამაზი ბიჭის ლოგინში ჩაწოლა მისი ნებართვის გარეშე მეუხერხულება, ასე რომ...
_რაა? შენ ვინ ხარ საერთოდ?–აღშფოთდა დუდა.
_გაითვალისწინე, დიაბეტი მაქვს...

რამდენიმე წუთში დუდას ადგილას ნასტია იწვა, გოგოს მიერ საძინებლიდან მოტანილი საბანი ეფარა და ცდილობდა ზღაპარი მოეყოლა, მაგრამ რუსული სიტყვების მარაგი არ ჰყოფნიდა. სწორედ ამ დროს დუდას მშველელად კარის ზარი მოევლინა. მაშინვე ფეხზე წამოხტა და კარი გააღო. ხელში გამხდარი, სასიამოვნო გარეგნობის დაახლოებით 30 წლის ქალი შერჩა.
_თქვენ ნასტიას დედა ხართ?–მუდარით ჩაეკითხა დუდა.
_დიახ, თქვენ ვინ ხართ?–ქართულად ჰკითხა ქალმა და დუდას გულზე მოეშვა.–სახლის პატრონი სადაა?
_მე მისი მეგობარი ვარ, სანდროს გასვლა მოუწია და...
_ა, ნასტინკამ ხომ არ გაგაწვალათ?
_იცით, თქვენი შვილი ძაააალიან...–სანამ სიტყვას დააბოლოვებდა თვითონ გამობრძანდა და დედას სიხარულით მიაფრინდა, თან მოწკურული თვალები შეავლო დუდას.–არაა, –გადაიფიქრა დუდამ.–სულაც არა. ძალიან საყვარელი ბავშვია.–სიტყვა "საყვარელი" კბილებს შორის გამოსცრა.
_თამაში უყვარს და ბევრი ვერ უგებს, არადა ცუდი ბავშვი არ არის...–შვილს იხუტებდა ქალი.
_თამაში უყვარს?–პირი დააღო დუდამ. ან ეს ქალი უბერავდა, ან დუდა, 2 საათის განმავლობაში ვერაფრით გაახალისა ეს ღლაპი და დედამისი ეუბნება, თამაში ძალიან უყვარსო. იქნებ ისიც ეთქვა ზედმეტად ხალისიანია და ამიტომ ქუჩაში არ ვუშვებთ, რომ სხვებსაც არ გადაედოთ ეს სიხალისეო?!
_კარგი, ჩვენი წასვლის დროა. მადლობა, რომ მიხედეთ...–ქალი გაბრუნდა, მაგრამ დუდამ მოაბრუნა, გადაწყვიტა ჩაეშვა ეს ლაწირაკი:
_იცით, ტკილეული ჭამა და იმედია რამე პრობლემა არ იქნება... მითხრა დიაბეტი მაქვსო, მაგრამ ვერ წავართვი შოკოლადი და...
_დიაბეტიო?–სიცილი აუტყდა ქალს და შვილს დახედა, რომელიც თავისთვის ხითხითებდა.–ეს რაღა მოიგონე? ასე იგონებს რაღაცეებს და უცნობებს აჯერებს ხოლმე. არავითარი დიაბეტი არ აქვს, მაგაზე არ ინერვიულოთ...–ქალი სიცილით შებრუნდა და კარის გაღებას შეუდგა.
_კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. კარგად ბრძანდებოდეთ! გამიხარდება თუ დავმეზობლდებით!–თვალი ჩაუკრა ქალმა და სახლში შევიდა, სანამ ბავშვიც შევიდოდა და კარს მოხურავდა, ნასტია მობრუნდა, დაეჭყანა და ქართულად უთხრა (მან პირველად დაილაპარაკა ქართულად მთელი ამ დროის განმავლობაში):
_მეჟდუ პროჩემ, ბაყაყი წყალში სულაც არ ყიყინებს!–და კარი მოაჯახუნა.

დუდა დაღამებამდე ელოდა დუჩეს. ბოლოს დივანზე მიწვა და ისე დაიწყო ტელევიზორის ყურება. რომ შესცივდა საბანიც გადაიფარა და დუჩე რომ მოვიდა, სახლი ჩაბნელებული, მისაღებში კი მძინარე მზეთუნახავი დახვდა. ჯერ გაშეშდა- დარწმუნებული იყო, რომ გოგო უკვე წავიდა და სახლის კარი ღია დატოვა, მაგრამ არა! ის დაელოდა და ახლა ასე საყვარლად ეძინა მის დივანზე, მისივე საბნის ქვეშ. ტელევიზორის ფერები ანათებდა მის ლამაზ სახეს, რომელზეც ურჩი თმა ჩამოყროდა. ტელევიზორი გამორთო, რომ გოგონას არ გაჰღვიძებოდა. მის წინ სკამზე დაჯდა და რამდენიმე წუთს უხმოდ დასცქეროდა. მერე ვერ მოითმინა და სახიდან თმა გადაუწია, რომელიც აშკარად უღიტინებდა და აწუხებდა. ამ დროს თითებზე დუდას ამონასუნთქი მიელამუნა და ბიჭს გააჟრჟოლა. ვერ მოითმინა, დაიხარა და ლოყაზე ნაზად აკოცა. დუდამ მაშინვე გაახილა თვალები, დუჩე იცნო, გაუღიმა და ჰკითხა:
_დიდი ხანია მოხვედი?-ძილისგან ხმა ჩახლეჩვოდა.
_არა, 10 წუთი იქნება. მისმინე, თუ გინდა დაიძინე, აქ დარჩი. ხელს არ შემიშლი...-გულწრფელი და უწყინარი ხმა ჰქონდა ბიჭს.
_არა, აღარ მეძინება. მამაშენზე რა გაიგე? როგორ არის? დამშვიდებული მეჩვენები...
_ჰო, იმიტომ, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ახლა ნორმალურადაა. გონზეც მოვიდა და დედაჩემსაც ელაპარაკა. ამიტომ შემაგვიანდა, მინდოდა ბოლომდე დავმშვიდებულიყავი და ისე წამოვსულიყავი. მაპატიე, რომ არ დაგირეკე და გალოდინე.
_გაპატიე...-უპასუხა დუდამ და უცებ თავი ვერ შეიკავა, რომ არ ჩახუტებოდა მისთვის საყვარელ ადამიანს. დუჩე ამას არ მოელოდა და წამით გაშეშდა, მაგრამ შემდეგ მანაც ძლიერად მოხვია მკლავები გოგოს და დუდამ ნაზი კოცნა იგრძნო ყელზე, რომელიც ზემოთ დაიძრა და ტუჩებთან დაბოლოვდა. ორივემ ერთდროულად გაახილა თვალი, დუჩე ვნებით დაეკონა ბაგეზე და გოგონამაც კოცნითვე უპასუხა. სანამ შორს წავიდოდა ალერსი, დუდა გაიწია და ჩაახველა.
_ჩემი წასვლის დროა.
_კარგი,-ფეხზე წამოდგა დუჩეც.-მე გაგიყვან. ნამძინარევი ხარ და მარტო არ გაგიშვებ.
_რა სისულელი ხარ!-გაეცინა დუდას.
_სულელი, რომელიც შენზე ზრუნავს...
_სწორედ ამიტომ...-დუდამ ენის წვერზე დაიჭირა სიტყვა „მიყვარხარ“ და დააბოლოვა.-...ამიტომ აჰა ჩემი მანქანიც გასაღები...-ჯიბიდან გასაღები დააძრო და ბიჭს გაუწოდა.

დუდას სახლთან რომ მივიდნენ, მანქანიდან გადმოვიდნენ და ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. მალე შუაღამე გახდებოდა.
_ღამე მშვიდობისა!-უთხრა დუჩემ და შუბლზე აკოცა.
_ღამე მშვიდობისა. მისმინე, ფეხით ხომ არ წახვალ? ჩემი მანქანა წაიყვანე... და ხვალ მიზეზიც გექნება, რომ გამომიარო...
_დარწმუნებული ხარ, რომ... გინდა ხვალ გამოგიარო?-დაეჭვდა დუჩე. დუდამ თვალები მოწკურა.
_ხვალ 18 საათზე აქ იყავი, გაიგე! არ იქნები და მოგძებნი!-თვალები დაუბრიალა დუდამ და სახლისკენ წავიდა. გასაღები დუჩეს შერჩა, რომელიც ღიმილით ადევნებდა თვალს როგორ შევიდა სახლში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაჯდა მანქანაში.

P.S. ეს თავი ძალიან მიყვარს biggrin biggrin biggrin




შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ოთხშაბათი, 2011-12-21, 5:20 PM

RoB-dOdთარიღი: ოთხშაბათი, 2011-12-21, 6:25 PM | შეტყობინება # 225

572
28  +
48  ±
   ±
Offline
happy happy aii ess ruseebii imitoom mdzulss biggrin dzaan eamayebat raghac da ar vici ra. ra zegenerati vighaca iyo kacooo angry dudam ise rogor moitmina ro ar midzuyna biggrin boloshiiiiiiii ra magarii iyoooooooooooooooooo happy happy Chemi takallebi happy happy

I Hate This FuCkinG Life <3
ძებნა: