დამთხვეულები
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-29, 9:11 PM | შეტყობინება # 241 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ..._ასეთი რა ვთქვი?!–გაკვირვებულმა წამოიძახა ბიჭმა, მაგრამ დუდა უკვე ღამის სიბნელეს შერეოდა. დუჩე საქმის ასეთ შემოტრიალებას არ ელოდა– დღე დღეს მისდევდა და მათი ურთიერთობა კი აშკარად ფუჭდებოდა! არადა რა კარგად დაიწყო ყველაფერი! მაგრამ დუდა თითქოს არც ცდილობდა მათი ურთიერთობის გამოსწორებას– უფრო პირიქით. დუჩე მიხვდა, რომ მასთან ურთიერთობა რაღაცას აკარგვინებდა. რაღაც მნიშვნელოვანს... აუცილებელს... რაღაც ისეთს, რასაც ზოგი თავმოყვარეობას ეძახის... იმ ღამით მარტო დარჩენა არ უნდოდა, ამიტომ თამოსთან ააჭრა. _ოჰო! ეს ვინ მობრძანებულა! –შესძახა დეიდაშვილის დანახვაზე, დინჯად გადაეხვია, გადაკოცნა და პირველი გაემართა სახლის სიღრმისკენ.–რა ქარმა გადმოგაგდო?–ჰკითხა და მისაღებში ტელევიზორის წინ სავარძელში ჩაეფლო, როგორც ჩანს, დუჩეს მოსვლამდეც იქ იყო მოკალათებული, რადგან დაბალ მაგიდაზე გადაშლილი, პირქვეჩამხობილი წიგნი აიღო და კითხვა გააგრძელა. დუჩე მიჩვეული იყო მის ასეთ ხასიათს. თამო ყოველთვის სხვანაირი იყო. დუჩე ვერ გეტყოდათ ამ "სხვანაირ"–ში დადებითობა იგულისხმებოდა თუ უარყოფითობა, მაგრამ ეს გოგო ნამდვილად სხვანაირი იყო– არაამქვეყნიური. მაგალითად ახლაც არ იმჩნევდა სტუმარს–დუჩეს არ სწყინდა. _ისე შემოგიარე. _შეყვარებულს ეჩხუბე?–წიგნიდან თავაუღებლად კითხა თამომ. დუჩემ ჩაახველა. _მანანა სადაა?–დედამისზე შეეკითხა. _ღამის სმენაშია. რა მითხარი, შეყვარებულს რატომ ვეჩხუბეო?–კვლავ მონოტონური ხმა ჰქონდა თამოს. _არავისაც არ ვეჩხუბე. მომენატრე უბრალოდ. _მჯერა. სად დაწვები? მე მანანას საწოლში ვწვები. _არ შეგიძლია ერთი წუთით მოსწყდე წიგნს?–ჩაეღიმა დუჩეს.–იქნებ სულ არ ვაპირებ აქ დარჩენას. _როგორ არ აპირებ. დუდას ეჩხუბე და მარტო ყოფნისგან თავის დასაღწევად ამოხვედი, რა...–თამომ თვალი თვალში გაუყარა დუჩეს.–არა? _ბებიაჩემს გავხარ.–გასაბრაზებლად უთხრა დუჩემ, მაგრამ ასეთ რეაქციასაც არ მოელოდა და სანამ გაწევას მოასწრებდა, ბალიში მიიღო სიფათში. _მაგ კუდიანს ნუ მადარებ! გშია?–წიგნი დახურა და სამზარეულოსკენ დაიძრა თამო. დუჩეც უკან მიყვა.
დუდა და სლეში ლამის გათენებამდე ერთად იყვნენ. დუდა ადრევე მიხვდა, რომ ასე მოუწევდათ და სლეშის დას დაუმესიჯა ამაღამ ჩემთან რჩება და არ ინერვიულოთო. მერე სახლშიც დარეკა და მამა გააფრთხილა, რომ დააგვიანდებოდა. უხმოდ ისხდნენ გვერდი–გვერდ მიყრუებული პარკის მერხზე. დუდა დუჩეს ნაცვლად თხოვდა პატიებას იმ სისულელეების გამო, რაც მან თქვა და დაპირდა, რომ დაელაპარაკებოდა და პასუხს აგებინებდა იმ სიტყვებისთვის, მაგრამ სლეშს ეს არ ადარდებდა. ისევ ნათიაზე ფიქრობდა და ვერ პატიობდა ნარკომანობას. ბოლოს გამთენიისას ძლივს დაიყოლია დუდამ, ტაქსი გამოიძახა და სლეში თავისთან წაიყვანა. სახლში მისულები დუდას ოთახში ავიდნენ და კიდევ დიდხანს არ დაუძინიათ, ხმადაბლა საუბრობდნენ. შემდეგ სლეში ჩაფიქრდა და დუდა მიხვდა, რომ მარტო დარჩენა უნდოდა, დაუბარა შენ დაწექი, მე ჩავალ რაღაც საქმე მაქვსო და ოთახიდან გავიდა. კიბეებზე ჩასული სამზარეულოსკენ გაემართა ჩაფიქრებული. წყალი დალია და ტელეფონი მოიმარჯვა: _"ნამდვილი იდიოტი ხარ!"–გააგზავნა მესიჯი. კარგა ხანს ფანჯარასთან იდგა და უყურებდა როგორ თენდებოდა ნელ–ნელა ეზოში და აუზში როგორ ციალებდა ირიბი მზე. შემდეგ კიბისკენ დაიძრა. ოთახის კარი რომ შეაღო დაინახა, რომ სლეში მის ფართო საწოლზე მიწოლილიყო, მკლავი თავქვეშ ამოედო და ცალ გვერდზე ეძინა. დუდამ ფანჯრებზე ფარდები ჩამოაფარა, რომ სინათლეს არ გაეღვიძებინა ბიჭი და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა. პირველ სართულზე სტუმრების ოთახში შევიდა და საწოლში შეძვრა– გრძელი ღამე დასრულდა.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ხუთშაბათი, 2011-12-29, 9:12 PM | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-29, 9:11 PM | შეტყობინება # 242 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ოთხშაბათი. 17:25 2 დღე ისე გავიდა დუჩეს და დუდას ერთმანეთთან დაკავშირება არც უცდიათ. დუჩე გიჟს გავდა– ვერ წარმოედგინა, რომ დუდა ამ უაზრო მიზეზით მოიშორებდა თავიდან. ვერ დაეჯერებინა, რომ ეს მათი ურთიერთობის დასასრული იყო. არადა თავის დამცირებაც აღარ უნდოდა– რატომ უნდა ეთხოვა პატიება იმის გამო, რისთვისაც სულაც არ თვლიდა, რომ პატიება უნდა ეთხოვა. მან ყველაფერი სიმართლე თქვა და იმ სლეშს თუ ვიღაცას თუ ნერვები არ უვარგოდა, მისი ბრალი სულაც არ იყო. დუდასგან კი ნამდვილად არ მოელოდა ასეთ გაცხარებას. ან ის მესიჯი რა იყო? "ნამდვილი იდიოტი ხარ!" კვირის ბოლომდე როგორმე გაძლებს და მანამდე თუ თვითონ არ შეეხმიანება, მიაკითხავს და სერიოზულად დაელაპარაკება.
დუდას სიბრაზე დაუცხრა, მაგრამ მაინც ვერ პატიობდა დუჩეს იმდღევანდელ გამოხტომას– იმის ნაცვლად, რომ სლეშს გვერდში დასდგომოდა, ჭკუის კოლოფობა დაიწყო და ისედაც ნერვებმოშლილ მის მეგობარს ცეცხლზე ნავთი დაუსხა და უარესად გააღიზიანა. და ახლაც იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადა, საერთოდაც არ გამოჩნდა. დუდა ატყობდა, რომ ბოლო დროს გაცილებით მეტ სიგარეტს ეწეოდა. ტილომ სახელწოდებით "მე და ის" სახელოსნოდან სარდაფში გადაინაცვლა.
საღამოს დუდამ სლეშს დაურეკა: _როგორ ხარ?–ჰკითხა მეგობარს. _კარგად, დუდა. მისმინე, ეხლა ვერ გელაპარაკები. ხვალ გამოგივლი, რაღაც უნდა გითხრა. _კარგი. სამხატვროში მოხვალ? _ჰო. _კარგი, მაშინ ხვალამდე.–სლეშმა გათიშა. მისი ხმის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით სლეშისთვის რაღაც სასიკეთოდ შეცვლილიყო.
| |
|
|
|
|
☆ani_twilighter☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-12-30, 0:06 AM | შეტყობინება # 245 |
56
Offline
| | |
|
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: პარასკევი, 2011-12-30, 5:31 PM | შეტყობინება # 247 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| ratom da imitom Quote (☆AnasteishA☆) samagierod, gpirdebit axali wlis dadgomamde yvela nawils davdeb rac miweria... sityvaze gicher
| |
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: შაბათი, 2011-12-31, 2:45 PM | შეტყობინება # 250 |
572
Offline
| Abaa axaaLii Tavioo :x Da yvelas Davdebo?
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-12-31, 5:11 PM | შეტყობინება # 252 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-12-31, 5:32 PM | შეტყობინება # 253 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
|
ხუთშაბათი. 14:40 _სლეშ, რაღაც გახარებული მეჩვენები. მგონი რაღაც ისეთი ხდება, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდე!–შორიდანვე შესძახა დუდამ სამხატვრო აკადემიის შენობიდან გამოსვლისას სლეშის დანახვაზე. _მეც მასე მგონია. დავჯდეთ და მოგიყვები,–მანქანაზე ანიშნა სლეშმა მას შემდეგ, რაც გადაკოცნა. _კარგი.–დუდამ სიგნალიზაცია მოხსნა და ჩასხდნენ.
_დუდას ელოდები?–დუჩე მოულოდნელობისგან ოდნავ შეკრთა. სამხატვროს წინ პარკში იდგნენ. _ამმ... არა. შენ...ანა, ხო?–დუდას ერთ–ერთი მეგობარი იყო. _ჰო, ანა. ვისთან ხარ?–დუჩეს რაღაც არ ესიამოვნა ზედმეტი ცნობისმოყვარეობა. _მეგობართან. გამეხარდა, რომ გნახე.–დუჩე შებრუნდა, რითაც გოგოს ანიშნა, რომ საუბარი დამთავრებული იყო და შეეძლო იქ წაბრძანებულიყო, საიდანაც მოვიდა. _მისმინე...–მკლავზე შეახო ხელი გოგომ. დუჩე მობრუნდა.–რაღაც მინდოდა მეთქვა დუდაზე... ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, ჩემ მეგობარზე ამას რომ ვამბობ, მაგრამ... _რას "ამას"? _კარგად არ გიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და არ იმსახურებ დუდასგან ასეთ მოპყრობას... თან მგონი შენ სერიოზულად ფიქრობ დუდაზე და... _მოკლედ მითხარი, რის თქმას ცდილობ?–კოპები შეეკრა დუჩეს. _დუდაც ისევე სერიოზულად არაა დაინტერესებული შენით, როგორც შენ– მისით. შენზე არც ისე კარგ რაღაცეებს ამბობს ხოლმე მეგობრებთან... იმასაც ამბობს, რომ ძალიან პრეტენზიული ხარ და მეტისმეტს მოითხოვ მისგან, ის კი ყოველთვის მეგობრებთან ყოფნას ამჯობინებს შენთან სიარულს... რომ თუ ძაან გაუტევ, ადგილზე მოგსვავს და დაგახვევინებს. _რაა?–გაეცინა დუჩეს, მაგრამ ვერც თვითონ და ვერც ანა ვერ მიხვდა ეს გულწრფელი სიცილი იყო თუ სიმწრის. _ჰო, ასეა. დუდა არც ისეთი იდეალურია, როგორიც ყველას გონია. _მეჩვენება თუ მისი გშურს?–ჩაეკითხა დუჩე. _რა სისულელეა! მაგ ფულიანი თოჯინასი როგორ უნდა მშურდეს?–შეიცხადა გოგომ. _მე მეგონა დუდა შენი მეგობარი იყო... _ეგ მხოლოდ გარეგნულად. მასეთ მატყუარა და პატივმოყვარე ადამიანთან როგორ ვიმეგობრებ! _გამოდის ფარისეველი ყოფილხარ... _რაც გინდა ის იფიქრე, მე უბრალოდ გადავწყვიტე საქმის კურსში ჩამეყენებინე. _მადლობაც ხომ არ გადაგიხადო მაგ სისულელეების თქმისთვის?!–ირონიამ გაიჟღერა დუჩეს ხმაში. ანამ ავად დააკვესა თვალები. _ჩემთან შეგიძლია მაგარი ბიჭის როლი ითამაშო, მაგრამ დუდა რომ მართლა რამედ გთვლიდეს, ახლა მის მანქანაში შენ იჯდებოდი და არა სლეში!–მტკივნეულად დაასრულა ანამ და სამხატვროსკენ შებრუნდა– იმ წამს ლელა გამოვიდა შენობიდან და სწორედ მასთან შესახვედრად გაემართა.
_...ჰოდა, მოკლედ, ვეღარ მოვითმინე, საავადმყოფოში მივედი, დაველაპარაკე და ყველაფერი გავაკრვიეთ. რომ დამინახა სახეზე ხელები აიფარა და ყვირილი ატეხა ახლავე აქედან წადიო, არ მინდა ასეთ მდგომარეობაში მხედავდეო. ძლივს დავაშოშმინე. ისე ლაპარაკობდა ჩემზე, ისე მოწიწებით და ისე თბილად, რომ არ უნდოდა მისი ბნელი მხარის შესახებ მცოდნოდა და ამის გამო დამშორდა და რომ ახლა ძალიან ნანობს ამ ყველაფერს და ნეტავ 1–2 წლით ადრე გამეცნო, როცა მართლა ისეთი იყო, როგორიც მგონია. იმხელა ტკივილით ლაპარაკობდა, რომ ვერ მოვითმინე და ცრემლიანი თვალები დავუკოცნე, ჩავიხუტე და ვუთხარი, რომ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს და უწინდელივით მიყვარს. და ცოტა ხანში შენც დარეკე. ამიტო ვერ დაგელაპარაკე. _არ არსებოოობსსსს!!!!–დუდა ემოციებს ვერ იოკებდა ისე გახარებული იყო. სლეშის მონოლოგის განმავლობაში თვალებანთებული უსმენდა.–როგორ მიხარია!–მეგობარს გადაეხვია დუდა.–მიხარია, რომ გადაწყვიტე და მიხვედი. ვერ გიყურებდი ისეთს... არ ვარ მიჩვეული შენ ცრემლიან თვალებს...–კიდევ ერთხელ მოეხვია მეგობარს დუდა და აკოცა. _ეგ ჩვენს შორის დარჩეს... აუცილებელი არაა ყველამ გაიგოს ჩემი ცრემლიანი თვალების შესახებ...–ცერად გახედა სლეშმა. _რა თქმა უნდა! ვერავინ გაიგებს ნათიას გარდა!–მის გასაბრაზებლად დაამატა დუდამ. ჩაჩუმდნენ. მოაჯირს ეყრდნობოდნენ თაკარა მზის ქვეშ და ქალაქს გადაჰყურებდნენ. _იმ ვაჟბატონისგან არაფერი ისმის?–ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძლივს ამოღერღა სლეშმა. _დუჩეზე ამბობ?–რატომღაც ყელში წუხილის ბურთი გაეჩარა და ძლივს წარმოთქვა. _ჰო. _არა.–ისევ პაუზა. _იცი რა, იმ დღეს ის არაფერ შუაში იყო. მე ვარ იდიოტი. ის მართალი იყო. ასე ხელაღებით არ უნდა დამეწყო ნათიას ლანძღვა. წინა დღის გაცნობილი ხომ არ იყო, არა? მე კიდე მაშინვე ჯვარზე გავაკარი და როცა მან დაიცვა, ვერ ავიტანე და ავშარდი. _არ ხარ მართალი. მე ყველა სიტუაციაში შენს მხარეს ვარ და ის თუ ჩემთან იყო, მასაც შენი მხარე უნდა დაეჭირა და ენუგეშებინე იმ გამოხტომების ნაცვლად. _არა, დუდა, მას რომ ის სიტყვები არ ეთქვა, შესაძლოა მე ვერც გადამეწყვიტა ნათიას ნახვა და დღეს ერთად არ ვიქნებოდით. მაშინ მართლა საჭირო იყო, რომ სიტუაციის მეორე მხარე ვინმეს დაენახვებინა და მან სწორედ ეს გააკეთა, მე კი... მე კი ერთმანეთს წაგაჩხუბეთ. თუ გიყვარვარ, ერთი თხოვნა შემისრულე....–დუდამ თვალებში ახლაღა შეხედა და თხოვნას დაელოდა.–დაურეკე... ახლავე... _რატომ დავურეკო? მას რომ ვადარდებდე, ხო თვითონ დამირეკავდა? ხოდა ალბათ უჩემოდაც მშვენივრად გრძნობს თავს და ხელი რატომ შევუშალო? _დუდა! _ახლავე?–დუდას უცებ შეეცვალა სერიოზული და მტკიცე გამომეტყველება ანცი მზერით. სლეშმა თავი დაუქნია და მან მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა. _გამარჯობა, დუჩე, დუდა ვარ...
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-12-31, 5:36 PM | შეტყობინება # 254 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პარასკები. 18:45 _კიდევ მიბრაზდები? _არა, სულელო, რაზე უნდა გიბრაზდებოდე? პირიქით, ძალიან მიხარია, რომ ჩემთან ხარ. რომ ყველა საქმე გადადე, ცოტა ხნით მეგობრებიც დაივიწყე და ჩემთვისაც გამონახე დრო. _რა გინდა მაგით მითხრა, რომ შენი აზრით ჩემთვის მეგობრები შენზე ძვირფასები არიან?–მისი მხრიდან თავი არ აუღია, ისე ჰკითხა დუჩეს ჩახუტებულმა დუდამ. _მე არც მაქვს პრეტენზია, რომ რომელიმე მეგობარზე ძვირფასი ვიყო, მეგობარს თავისი ადგილი აქვს და იმედი მაქვს, რომ მე– ჩემი. _მიყვარხარ...–დუდამ თავი გამოწია და ტუჩებზე დაეწაფა.–რაღაც მინდა გთხოვო...–უცებ გამოიწია დუდა. დუჩე დასერიოზულდა რაღაც საშინელის მოლოდინში.–მინდა, რომ ყოველთვის, როცა რაღაც სისულელეს ვიტყვი გამაჩუმო და ჩამიხუტო, არ დამაცადო რამე ისეთის თქმა, რაც ამ ყველაფერს გააფუჭებს...იცოდე, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ... ეს დაიმახსოვრე იმიტომ, რომ ხშირად გამეორება არ მიყვარს... _ჰოდა, მაშინ სანამ რაიმე მასეთის თქმას დაიწყებ, გაიხსენე, რომ უშენოდ ჩემ ცხოვრებას აზრი არ აქვს...–წყვილის ბაგენი კვლავ შეერთდა. უცებ ტელეფონი აწკრიალდა. დუჩე დაიჯღანა და გაიწია. _გამორთე რა. _ლელა რეკავს. ვკითხავ რა უნდა, კარგი?–თვალებში შეაცქერდა დუჩეს, რომელმაც უხალისოდ დაუქნია თავი და მანქანის საქარე მინიდან გარეთ დაიწყო ყურება. _ჰო, ლელ, რა ხდება? ... რა გჭირს, ტირიხარ?! ... რააა? ... სად ხარ?... ფეხი არ მოიცვალო, უკვე მოვდივარ!–დუჩემ გაკვირვებულმა გახედა, დუდას შეშლილი სახე ჰქონდა. _რა ხდება?–შეშფოთდა დუჩეც. _ასეც ვიცოდი, რა! ასეც ვიცოდი! ფუ, ამის... სახლში მიმიყვანე. ლექსოს და ლელას პრობლემები აქვთ...–დუჩემ ძრავა აამუშავა.–განსაკუთრებით ლექსოს...–კბილებში გამოსცრა დუდამ. _რო მოიცლი, დამირეკე, კარგი?–უთხრა დუჩემ, როცა მისი სახლის ჭიშკართან გააჩერა მანქანა. _კარგი, თუ მოვახერხე, დაგირეკავ. მოგწერ მაინც. გავიქეცი!–დუდა მანქანიდან გადავიდა, ვერ ან არ შეამჩნია საკოცნელად ოდნავ გადახრილი დუჩე. დუდა სახლში შევარდა და დაიძახა: _ლელ, სად ხარ?–მაგრამ სულ მალე სლუკუნი მოესმა და ნონას ხმაც: _აქაა, დუდა, სამზარეულოში ვართ.–და დუდაც მათკენ გაემართა. სამზარეულოში ასეთი სცენა დახვდა–ლელა მაგიდასთან იჯდა და ერთჯერადი ცხვირსახოცების შეკვრა ედო წინ, თან ტიროდა და ამაოდ იწმენდდა თვალებს- ცრემლდენა არ წყდებოდა, გვერდით ნონა ეჯდა და მხარზე ეფერებოდა, ცდილობდა ენუგეშებინა. _ლელა, რა მოხდა? _სულელი ვარ, დუდა... ნამდვილი იდიოტი... ეს რა გავაკეთე...–სლუკუნებდა ლელა. _ნონა, გეხვეწები რამე დამამშვიდებელი ჩაი მოუმზადე, კარგი?–უთხრა დუდამ და ლელას მიუბრუნდა.–შენ კიდე გულს ნუ მიხეთქავ, წამოდი და მომიყევი რა მოხდა...–წამოაყენა, გვერდზე მოიხუტა და თავისი ოთახისკენ წაიყვანა. საწოლზე რომ დასვა მყუდროდ და თვითონაც ახლოს დაუჯდა, მაშინღა ჰკითხა: _დამშვიდდი, გთხოვ და დალაგებით მომიყევი რა მოხდა. _ყველაზე ცუდი... რაც კი შეგიძლია წარმოიდგინო...–თავდახრილს სდიოდა ცრემლები გოგონას. _ჯობია მითხრა, თორემ იმაზე გაცილებით უარესი მეგონება, ვიდრე სინამდვილეშია. _ამაზე უარესი ვერ გეგონება. _ლელა!-გოგონამ ცრემლები მოიწმინდა და ძლივს გაუსწორა თვალი მეგობარს. _დუდა... მე და ლექსო ერთად ვიყავით... _ვიცი, თქვენ ხშირად იყავით ერთად, რამდენჯერ დამირეკია და... _კარგი რა, ბავშვი ხომ არ ხარ, ვერ ხვდები რას ვამბობ?-დუდამ თვალები დახუჭა, მერე ისევ გაახილა, მერე ისევ დახუჭა და ისე თქვა: _არ მითხრა, რომ... _ჰო. _ლელა! კარგი რა! კარგი რა! რამ გაგასულელა?! არ იცი, რომ ბიჭების ნდობა არ შეიძლება? _ის ხომ შენი ძმაა! _მერე რა? არაფრით ჯობია სხვებს. ყველას ერთი მენტალიტეტი აქვს. მაგრამ რა გატირებს? ასეთი საშინელება იყო?-გაეცინა დუდას. ლელასაც ჩაეღიმა ოდნავ. _საშინელება არ იყო, მაგრამ... _მაგრამ არ მოგეწონა და ახლა ჩემი ძმის დანახვაც აღარ გინდა?-იმედიანი ხმა ჰქონდა დუდას.-ძალიანაც კარგი! პრობლემა არაა! _არა, არა, რას ამბობ. პირიქით... ლექსო გამირბის... მას აღარ უნდა ჩემი დანახვა. _საიდან მასეთი დასკვნა?-სერიოზული ხმა ჰქონდა დუდას. _რამდენი დღეა უკვე არ დაურეკავს, მე თუ ვურეკავ რაღაცას იმიზეზებს. ეხლა მოვაკითხე და მითხრა მაპატიე რაღაც საქმეზე გავრბივარო და წავიდა... რა უნდა ვიფიქრო? უბრალოდ მოვბეზრდი და მეტი არაფერი... ილუზია იყო ეს ყველაფერი...-„ხომ გეუბნებოდი“ გაიფიქრა დუდამ, მაგრამ ენას კბილი დააჭირა და ამის ნაცვლად თქვა: _მოდი, არასწორ დასკვნებს ნუ გამოიტან. ჯერ ყველაფერი გავიგოთ, კარგი? _კარგი!-ცრემლები შეიწმინდა და გააქტიურდა ლელა.-ოღონდ დამპირდი! დამპირდი, რომ ლექსოს დაელაპარაკები და სიმართლეს მეტყვი. თუ ჩემთან ურთიერთობა აღარ უნდა, ჯობია ვიცოდე... ხომ ასეა? _კარგი, გპირდები, რომ სიმართლეს არ დაგიმალავ...-დუდა მეგობარს ჩაეხუტა.-არა, მაინც არ მესმის, როგორ დაგკერა? _დუდა! კარგი რაა!
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-12-31, 5:36 PM | შეტყობინება # 255 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| შაბათი. 01:37 _სად იყავი ამდენ ხანს?-ჩაბნელებულ მისაღებში აბაჟური აანთო დუდამ. _გული გამიხეთქე!-შეხტა ბიჭი. _ვიცი, სწორედ მაგ ეფექტის მოხდენა მინდოდა.-ჩაეცინა დუდას და ძმისკენ გაემართა.-სალაპარაკო გვაქვს. _ჯანდაბა, უკვე გითხრა?-თვალები აატრიალა ლექსომ. _დიახ! უკვე მითხრა! _ჰო, და რა თქმა უნდა, იმასაც შემოგჩივლებდა, რომ ამ ბოლო დროს ყურადღებას აღარ ვაქცევ! _არა, მაგას რომ მეუბნებოდა უბრალოდ მეგობარი ვიყავი და არა პოტენციური მული. _ეხლა როგორ მელაპარაკები? როგორც მისი მეგობარი, თუ როგორც ჩემი და? _როგორც შენი და, რომელიც მისი მეგობარია. _ანუ ჩემი და, პირველ რიგში. _ჰო, მაგრამ არამგონია ეგ შენთვის უკეთესი იყოს. რა ხდება, ლექსო? მიიღე რაც გინდოდა და გადაწყვიტე შეეშვა? შენც სხვებს ჰგავხარ?-დაღლილი ხმა ჰქონდა დუდას. _არა. ლელას მიტოვებას არ ვაპირბ. _არა? აბა, რა ხდება? _არაფერი, უბრალოდ დრო მჭირდებოდა საფიქრელად. _მერე, რა მოიფიქრე? _ქორწილის საქმე როგორაა? _რომელი ქორწილის, როცა არც კი ელაპარაკები წესიერად? _ქორწილისთვის მზადებაში მიეხმარე, დუდა. ძილინებისა.-კიბეზე აირბინა ლექსომ. _ეს ამბავი რაღაც არ მომწონს!-აღმოხდა გაბრაზებულ დუდას.
| |
|
|