დამთხვეულები
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-12-14, 1:51 PM | შეტყობინება # 196 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| სამშაბათი. 15:30 _...და ძალიან მიხარია, რომ თქვენთან დაკავშირება შევძელი და პროდუქციის შემოტანაში დამეხმარებით.–ბიზნეს პარტნიორებს ესაუბრებოდა დუჩე რუსულად. _ჩვენც მოხარულნი ვართ, რომ თქვენნაირი პარტნიორი ვიპოვეთ.–ეუბნებოდნენ თურქები და თან წვრილმანების დაზუსტებას ცდილობდნენ. ეს დუჩეს ინტერესებშიც შედიოდა, ამიტომ ყურადღებით უსმენდა მათ, რაც ტელეფონის ზარმა გაუფანტა. დუდა რეკავდა. ბიჭი წამით შეყოყმანდა, დააპირა ეპასუხა, მაგრამ დაუყოვნებლივ გათიშა, მერე სულაც გამორთო ტელეფონი და შეთანხმება გააგრძელა.
_გამითიშა!–თვალებს არ უჯერებდა დუდა.–მაგას ვუჩვენებ როგორ უნდა იგნორი!–წამოიძახა გაცხარებულმა და ხელმეორედ აკრიფა დუჩეს ნომერი. მისმა გაბრაზებამ უკვე პიკს მიაღწია, როცა მობილურმა ოპერატორმა აცნობა, რომ "ნომერი რომელიც მან აკრიფა გამორთული იყო ან გასული მომსახურების ზონიდან".
მას შემდეგ, რაც დუჩემ ტელეფონი ჩართო და დუდას კიდევ ერთი ზარი ნახა, გადაწყვიტა დაერეკა. ასეც მოიქცა, მაგრამ დუდამ არ უპასუხა. შემდეგ მთელი საღამო ელოდა ზარს დუდასგან, რომელიც არადა არ გაისმა. ბიჭი ნაწყენი იყო და ჯიუტად უმტკიცებდა საკუთარ თავს, რომ არ ღირდა კიდევ ერთხელ დაერეკა და თავი მოებეზრებინა დუდასთვის. გოგონას თუ მოენატრებოდა, თვითონ დაურეკავდა. საღამოს დუდაც იგივე დღეში იყო. დუჩემ რომ დაურეკა, იმ დროს რედაქციაში იყო და მთავარი რედაქტორის შენიშვნებს ისმენდა თავის ნახატებთან დაკავშირებით. ტელეფონსაც სპეციალურად ამ შეხვედრისთვის გამოურთო ხმა. დუჩეს ზარი გვიან ნახა, მაგრამ არც უცდია მისთვის დარეკვა– კეთილი ენება და თვითონ დაერეკა. არა, მაინც როგორ გაბედა და გაუთიშა?
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-12-14, 1:51 PM | შეტყობინება # 197 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ხუთშაბათი. 14:25 _ლოდინს აზრი აღარ აქვს! ისევ მე უნდა დავურეკო!–უკვე 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც დუჩე ტელეფონს თვალებით ბურღავდა. როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიიღო და დუდას ნომერი აკრიფა და გოგონას ნანატრი ხმაც გაისმა ყურმილში. _დუდა, როგორა ხარ? _მე კარგად, შენ? _მეგონა რაღაც მოგივიდა. _რატომ?–"საოცრად" გაკვირვებული ხმა ჰქონდა გოგოს. _ჩემი ზარის მიუხედავად არ დამირეკე და იმიტომ. _ეგ კი იმიტომ, რომ მანამდე შენ გამითიშე. _ბიზნეს–შეხვედრაზე ვიყავი, მაგრამ მე ხომ დაგირეკე მერე? შენ კი არ მიპასუხე. _მე მართლა სერიოზულ საქმეს ვარკვევდი და ხმა მქონდა გამორთული ტელეფონზე. შენ კი, თუ ატყობ, უკვე ტყუილები დაიწყე... _მე სიმართლეს ვამბობ, შენ კი, თუ ატყობ, უკვე ეჭვიანობა დაიწყე...-მისივე ტონი გაიმეორა დუჩემ. _ეს ეჭვიანობა არაა. _ეჭვი შეგაქვს ჩემ სიტყვებში. შენი ნახვა მინდა. რომელზე გამოგიარო? _როცა მზად იქნები აღიარო, რომ მატყუებ...–მოუჭრა გოგომ. _ადამიანო, როგორ ვაღიარო ის, რაც შენი ფანტაზიის ნაყოფია?!–გაცხარდა დუჩე. _მაბრაზებ... _გინდა ჩემი ნახვა თუ არა?–დაშოშმინდა ბიჭი. _არა!–მიახალა უცებ დუდამ. _არა?! _დიახაც! ნერვებს რო მომიშლი მერე როგორღა მენდომება შენი ნახვა?! _კი ბატონო!–გამწარდა დუჩე და გათიშა, თან საკუთარ თავს უთხრა, რომ ამ თავნება გოგოს თავს მოანატრებდა! დიახ, აუცილებლად მოანატრებდა თავს! მაგრამ სანამ ამას მოახერხებდა, მოსაღამოვდა და დუდას ნოსტალგია შემოაწვა, თან სლეშს და ლელას დაელაპარაკა, ყველაფერი მოუყვა და მათ ჩააფიქრეს, იქნებ და არც ატყუებდა დუჩე და ტყუილად დასდო ბრალი? რახან დაჰპირდა, რომ შანსს მისცემდა და ნდობაც გამოუცხადა, მაშინ ბოლომდე უნდა მიეყვანა საქმე. ამგვარად, ტელეფონი მოიმარჯვა და დაურეკა. დუჩემ თვალებს არ დაუჯერა, როცა ტელეფონის ეკრანზე დუდას ნომერი დაეწერა. გულაფანცქალებულმა და თითქოს მაინც გაბუტულმა უპასუხა, მაგრამ სანამ სიტყვას დაამთავრებდა მოესმა: _20 წუთში ჩემ სახლთან იყავი.–და გაუთიშა. _კი, როგორ არა! თავნება! ქარაფშუტა!–ჩასძახა ყურმილში, მაგრამ უკვე წყვეტილი ზუმერი ისმოდა, შეიძლება სწორედ ამიტომაც ჩასძახა ასე თამამად. მერე ტელეფონი მიაგდო და ტელევიზორის წინ ჩაეფლო სავარძელში. ტელევიზორის რამდენიმე წუთიანი "ინტერესით" ყურების შემდეგ, უცებ წამოიძახა: _რას ვაკეთებ?!–მერე მოტოს გასაღებს ხელი წამოავლო, ტყავის ქურთუკსაც და ტელევიზორის გამორთვა არც გახსენებია, სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა, მაგრამ სანამ დანიშნულების ადგილს მიაღწევდა, მოტოს გაჩერება მოუწია, ვიღაც ურეკავდა მობილურზე, ეკრანზე პუშკინას ნომერი დაეწერა. _დუჩე თქვენ ხართ? _დიახ. _თქვენი მეგობარი ავტოავარიაში მოყვა, მძიმედაა დაშავებული, მის ტელეფონში პირველი თქვენი ნომერი ვნახეთ. #N საავადმყოფოშია, გთხოვთ, მის ახლობლებს გააგებინოთ. _დიახ, მეც ახლავე მოვალ. გმადლობთ!–დუჩემ ბიძინას დაურეკა და გააგებინა, რომ ხსენებულ საავადმყოფოში უნდა მისულიყო. თვითონ ტელეფონი გათიშა თუ არა, მაშინვე იქით გაემართა. მეგობარს მისი დახმარება სჭირდებოდა, ის ხომ მისი ჯიპით იყო იმ დროს?!
_ხომ ვთქვი! ხომ ვთქვი რაღაც ისე არაა–მეთქი! აჰა! 1 საათი გავიდა და არ ჩანს!–ცოფებს ყრიდა დუდა და თავის რისხვას ლელას ატეხდა თავს. _იქნებ არ ეცალა იმ წამს?! ცოტა ხანს კიდევ დაელოდე. მიდი, გადაურეკე და ჰკითხე რა ხდება. იქნებ რამე შეემთხვა? _კარგი რა, ლელა, ბავშვები ხომ არ ვართ?! რა უნდა შემთხვეოდა? უბრალოდ მიიღო რაც უნდოდა და აღარ ვაინტერესებ! _ჰოო? და მაინც რა მიიღო ასეთი?!–ჩაეკითხა მეგობარი. _მნიშვნელოვანი არაფერი, მაგრამ ალბათ მეტი არც უნდოდა ჩემგან. ისე ძაანაც არ ვაინტერესებდი, რომ... _დუდა, რა გემართება?! ვერ გცნობ... შენ, მუდამ ასეთი მშვიდი და გაწონასწორებული ასეთ საკითხებში...ყოველთვის აკონტროლებდი საკუთარ თავს და არავის აძლევდი უფლებას დაეტანჯე... _ვერც მე ვერ ვცნობ საკუთარ თავს და სწორედ ეს მაცოფებს! ლელა, შემიყვარდა! შემიყვარდა ის არარაობა და ვაგრძნობინე კიდეც ეს! სწორედ ამაში შევცდი! როგორ დავუჯერე, რომ... ღმერთო, რა სულელი ვარ! როგორ დავუშვი, რომ მაგ არანორმალურს სიყვარული შეუძლია... _დუდა...დარწმუნებული ნუ იქნები... იქნებ მართლა რამე შეემთხვა? ნურაფერს გამორიცხავ... _არა, ლელა! მაგის დანახვაც არ მინდა! ერთი დარეკოს რა, გავლანძღავ და სამუდამოდ ამოვშლი ჩემი ცხოვრებიდან. _ამ ერთი დაგვიანების გამო? _დიახ! ამ ერთი დაგვიანების გამო, რომელსაც ჩემი ერთსაათიანი ლოდინი და იმედგაცრუება მოჰყვა! მომეცი აქ ტელეფონი! ჯერ ტელეფონიდან ამოვშლი მის ყველა მესიჯს, ზარს და საერთოდ ნომერს!–მაგრამ ლელა ადგილიდან არ განძრეულა, ამიტომ თვითონ აიღო თავისი ტელეფონი, მაგრამ სანამ მენიუში შევიდოდა, აწკრიალდა. _ვინაა?–ინტერესით ჩააცქერდა ეკრანს ლელა. _ისაა!–სიხარულისგან შეჰკივლა დუდამ, მაგრამ შემდეგ მღელვარება დაიოკა და მშვიდი ხმით უპასუხა:–დიახ. _დუდა, მაპატიე, ვერ მოვედი, პუშკინა ავარიაში მოყვა, ეხლა საავადმყოფოში ვარ, სულ დამტვრეულია, ვერაფრით ვერ მოვახერხებ წამოსვლას. არ გამიბრაზდე, კარგი? _რა საშინელებაა!!! არა, რას ამბობ, რაზე უნდა გაგიბრაზდე?! მიხედე მეგობარს. სიცოცხლეს საფრთხე ხომ არ ემუქრება? _არა, მაგრამ სერიოზული მოტეხილობები აქვს. _შენი ჯიპით იყო? _ჰო და სულ დამტვრეულია, მაგრამ მაგას ვჩივი? კიდევ კარგი თვითონ არაფერი მოუვიდა, თორე ჭკუაზე გადავიდოდი... არანორმალურია რა! ხომ არ გეწყინა ამდენ ხანს რომ არ დაგირეკე? სანამ არ მოვედი და სიტუაცია გავარკვიე ტვინი არ მიმუშავებდა და არც გამახსენდა დარეკვა. _არაა, არ მწყენია. მივხვდი, რო რაღაც შეგემთხვა...–ლამის თვითონაც დაიჯერა თავისი სიტყვები. _კარგია! მაგიტომ მიყვარხარ!–გულზე მოეშვა დუჩეს.–წავედი ეხლა, თუ ახალი იქნება რამე გაგაგებინებ. _კარგი. ხვალ მეც მოვინახულებ პუშკინას. _კაი, გამოგივლი და ერთად მივიდეთ. _კარგი. დროებით. _დროებით. _მადლობა, რომ დამირეკე და სიტუაცია ამიხსენი...–დუჩეს მხოლოდ გაეცინა და გათიშა. _ხომ გეუბნებოდი!–თითქმის მაშინვე უთხრა ლელამ, რადგან დუდას სიტყვებიდან ასეთუ ისე აზრი გამოიტანა. დუდას მხოლოდ გაეღიმა და შვებით ამოისუნთქა.
| |
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-12-16, 7:20 PM | შეტყობინება # 202 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პარასკევი. 16:22 _დუდა, როგორა ხარ?–დუჩე ურეკავდა. _კარგად, შენ? პუშკინაზე რა ისმის ახალი? _სწორედ ეხლა მივდივარ მისი ამბის გასაგებად. წამოხვალ? მოტოთი გამოგივლი. _ამმ... მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ახლა არ შემიძლია, სლეში უნდა ვნახო. _სლეში?–იმედი გაუცრუვდა დუჩეს.–ა, კარგი. კარგად.–თქვა და პასუხს არც დალოდებია, გათიშა. _ეს გოგო მწარედ მეთამაშება!–თქვა თავისთვის გულისტკივილით და საავადმყოფოსკენ გაემართა.
დუდა ლელას ელოდებოდა, რომ სლეში ერთად ენახათ, მაგრამ გოგონა არ ჩანდა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ გადაწყვიტა დაერეკა. _ლელ, სად ხარ ამდენ ხანს?1 საათია გელოდები.–უთხრა, როცა ბოლოსდაბოლოს მისი ხმა გაიგონა. _მელოდები?–გაუკვირდა ლელას. _ჰოო! ჩემთან არ უნდა მოსულიყავი? სად ხარ? _უი, ჰო! სულ დამავიწყდა!–წამოიძახა ლელამ.–ამმ... ვერ ვახერხებ მოსვლას, არ გეწყინოს. _რატოო? რა ხდება? სად ხარ?–ლელამ პასუხის გაცემამდე უხერხულად ჩაახველა და შემდეგ შემპარავი ხმით უთხრა: _შენ ძმასთან ერთად ვარ... _ლექსოსთან?–აღშფოთდა დუდა. _ჰო. _კარგი. ამაზე მერე ვილაპარაკებთ!–ხმა გაიმკაცრა მან. _კარგი, კარგი, წავედი ეხლა. დროებით!–და გათიშა. დუდამ ქურთუკი აიღო და სახლიდან გავიდა. მაღლივში შერჩენილი ლექსოსთვის უნდა მიეკითხა, იმედი ჰქონდა ლაშა არ დახვდებოდა თავისი მეგობრითურთ... თუმცა სულ ტყუილად. ბიჭები ბიოლოგების კორპუსის წინ იდგნენ კიდევ რამდენიმე ბიჭთან ერთად და რაღაცაზე ხუმრობდნენ. სლეში მოშორებით იყო ჩაცუცქული და დაფიქრებული უყურებდა რაღაცას, როცა დუდამ მანქანა მიაჩერა და მიუსიგნალა. ამ ხმაზე არა მარტო სლეშმა გამოიხედა, არამედ ლაშამ და გიორგიმაც. _ოჰოო, ეს ვინ მობრძანებულა!–შესძახა ლაშამ და მისკენ გაემართა. გიორგი შორიდან ადევნებდა თვალს. ლაშა მანქანასთან მივიდა და მის მშვენიერ მძღოლს კარი გამოუღო და ხელი გაუწოდა, რომ გადმოსულიყო. ეს ყველაფერი მეტისმეტად თეატრალურად გამოუვიდა. სლეში წელში გაიმართა და დუდასკენ გაემართა. _არ გინდა, ლაშა, გავდივართ ჩვენ უკვე. წამოხვალ?–უთხრა სლეშმა ბიჭს, შემდეგ მანქანიდან გადმოსულ მეგობარს გადაეხვია და გადაკოცნა. _გიო, წავიდეთ?–ლაშამ გასძახა გიოს და ისიც მათკენ გამოემართა, მაგრამ მანამდე დუდამ ჩაისისინა: _შენ მეგობარს არავინ ეპატიჟება... _რა არი, თქვენ კიდე გაბუტულები ხართ?–დასცინა ლაშამ.–რით სჯობია ის მოკლექოჩორა და ტუჩებგამობურცული როჟა ჩემ ქერა და ცისფერთვალება მეგობარს?–თავისთვის ხითხითებდა ლაშა. _მოკლე ქოჩრით და გამობურცული ტუჩებით!–მოუჭრა დუდამ და ირონიულად გაუღიმა. _ნწუ ნწუ, ასე ადვილად თუ იკერებოდი, არ მეგონა, დუდა!–ბოლოჯერ დასცინა ლაშამ. _ადვილად რო არ ვიკერები, იმიტო დავახვევინე შენს მეგობარს!–ამ სიტყვების წარმოთქმა დუდას არ მორიდებია იმის მიუხედავად, რომ გიორგი უკვე ნახევარ მეტრში იდგა.–მე და სლეშს გვეჩქარება. თუ მოდიხართ, დაჯექით.–თქვა ლაშასთვის თვალმოუშორებლად და მანქანას მოუარა, რომ მძღოლის გვერდით დამჯდარიყო– მანქანის წაყვანის უფლება მის გარდა მხოლოდ სლეშს ჰქონდა. ბიჭები დანარჩენებს დაემშვიდობნენ, დასხდნენ და დაიძრნენ. _სად დაგტოვოთ?–ჰკითხა სლეშმა, როცა ცენტრში გავიდნენ. _გააჩნია საით მიდიხართ.–უტიფრად უპასუხა ლაშამ. უკანა ხედვის სარკეში დუდამ დაინახა, როგორ ანიშნა რუხაძემ თვალებით რაღაც ლაშას და ამ უკანასკნელმაც, პირველივე მაღაზიის დანახვისთანავე წამოიძახა: _აუ, გააჩერე რა ძმურად! სიგარეტი მაქ საყიდელი.–ლექსომ რბილად შეაჩერა მანქანა.–წამო რა, გადმო, საქმე მაქვს...–უთხრა სლეშს გადასვლისას. სლეში მიხვდა ყველაფერს და დუდას გახედა, რომელმაც ოდნავ დაუქნია თავი. ბიჭები გადავიდნენ თუ არა, რუხაძემ ჰკითხა: _კიდევ მიბრაზდები? _არა. _აბა, რას ნიშნავდა შენი წეღანდელი სიტყვები? _გიორგი, არ მაინტერესებ და შემეშვი, კარგი?–პირდაპირ მიახალა დუდამ და რადიო ჩართო. ბიჭმა თავისთვის შეიკურთხა და მანქანიდან გადავიდა. რამდენიმე წუთში მანქანის კარები სლეშმა გამოხსნა. _რა ხდება? სადაა ვაჟბატონი? _გადავიდა. ჩვენთან ერთად აღარ წამოვა ალბათ.–დუდას ეს ამბავი აშკარად არ აღელვებდა.–დაქოქე, წავედით. როგორმე თვითონაც მოახერხებენ წასვლას. სლეშმა ძრავა აამუშავა და წავიდნენ. უკანა ხედვის სარკეში დუდამ ლაშა დაინახა, გაოცებული უყურებდა მათ, რომ არ დაელოდნენ, მაგრამ შემდეგ რუხაძე მივიდა და რაღაც უთხრა. _რა უნდოდა?–ჰკითხა სლეშმა. _არაფერი, უბერავს ხო იცი. შენ მომიყევი, რაღაცის თქმა მინდაო და გისმენ. _სადმე მივაჩერებ და მერე გეტყვი. _კარგი. თუ გინდა ჩემ ადგილზე ავაჭრათ. ხო იცი, არასდროს არავინაა იქ. _კი ბატონო.–სლეშმა მანქანა მოატრიალა და 15 წუთში დანიშნულების ადგილზე იყვნენ, ამიტომ მანქანიდან გადმოვიდნენ და დუდა მის კაპოტზე შემოსკუპდა, სლეში კი ხის ღობეს დაეყრდნო და ქალაქს გადახედა. _აბა, მოყევი!–რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ უთხრა დუდამ, რადგან ბიჭი არ აპირებდა დაწყებას. სლეში არც შემობრუნებულა ისე უპასუხა: _ცუდად ვარ, დუდა. ვერაფერი გავუგე ამ გოგოს. დავიღალე. ასე არასდროს დავტანჯულვარ. _რატომ ამბობ მაგას? გაარკვიე რამე?–რბილი ხმით ჰკითხა დუდამ.–რომ დამირეკე, ისეთი ხმა გქონდა, შემეშინდა... _თვითონ არაფერს მეუბნება, მაგრამ რამდენჯერმე უკან გავყევი და ცუდ ხალხთან ერთად დავინახე.–გაბზარული ხმით დაიწყო სლეშმა.– თუ რამე ისეთს ვეტყვი, მაშინვე ტირილს იწყებს, იძახის ამაზე ლაპარაკი არ მინდაო და გარბის. გუშინ კიდევ, ამაზე ლაპარაკი რომ დავუწყე, რო ვუთხარი არ მენდობი და შენთვის ალბათ არაფერს ვნიშნავ–მეთქი, თვალები აუცრემლიანდა და მითხრა ჰო, მართალი ხარ, ჩვენი ურთიერთობა შეცდომა იყო და უნდა დავშორდეთ, აღარ დამიკავშირდეო...–ამ სიტყვებით სლეში მოტრიალდა და დუდამ ცხოვრებაში პირველად, მისი აცრემლებული თვალები დაინახა.–დუდა, ვიცი, როგორი ჭკვიანი ხარ და ყოველთვის ბევრად მეტს ხედავ იქ, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები თითქმის ვერაფერს ხედავენ. ადამიანის და მითუმეტეს, გოგოს ფსიქოლოგიაც იცი. გთხოოოვ, მითხარი რა ვქნა, მირჩიე რამე... რა გავაკეთო, რომ ან დავიბრუნო ან სულ დავივიწყო... რითაა გამოუწვეული მისი ასეთი საქციელი? იქნებ ისეთი არ ვარ, როგორიც ვეგონე? ალბათ იმედი გაუცრუვდა, სხვა რა უნდა იყოს? გიჟი ნამდვილად არაა და სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას მისი ალოგიკური საქციელი? _სლეშ, ჩემზე მე მგონი გადამეტებული წარმოდგენა გაქვს, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ამ ქვეყნად არ დაიარება გოგო, რომელსაც შენი გაცნობის შემდეგ იმედი გაუცრუვდება! აქ რაღაც სხვა ამბავია, დამიჯერე. მოდი, შენ ასე მოიქეცი– რამდენიმე დღე ნუ დაუკავშირდები მაგ გოგოს. გამორიცხული არაფერი არაა, იქნებ უბრალოდ გცდის?! მოდი, რამდენიმე დღე თავი შეიკავე და მერე დაურეკე, კარგი? მანამდე კი მისი ნომერი და მისამართი მომეცი. შენს ხსენებას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა მისი პრობლემის შესახებ გავიგო და თუ მართლაც ცუდ წრეში ტრიალებს, იქნებ რაიმეთი დავეხმარო?! მეგობარი ყველას სჭირდება და ეს ისეთი რამეა, რომ რაც არ უნდა ბევრი გყავდეს, ზედმეტი არასდროს არაა. ასე მოვიქცეთ, კარგი? ხომ მენდობი?–სლეშმა ჩაფიქრებულმა დაუქნია თავი. დუდა მიუახლოვდა და ჩაეხუტა: _ჩემი უსაყვარლესი ძმაკაცი შეყვარებულია! რა მაგარია!– წამოიძახა და ყელში აკოცა ბიჭს.
| |
|
|
|
|
|
elle____ | თარიღი: შაბათი, 2011-12-17, 11:40 PM | შეტყობინება # 206 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| ეჰ, ჩემი დუჩე (( მოკლე ქოჩრით და გამობურცული ტუჩებით გამოირჩევა მარტო? :დ:დ იდიოტი ეგგგ ))) სლეში კარგი ტიპია ძალიან )) ნეტა იმ გოგოს რა ჭირს?)) იმედია გაარკვევენ <3 ჩემი დამთხვეულები <3 Quote (☆AnasteishA☆) რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი! პირიქით მადლობა... მადლობა დიდი :*:*:* ყველაზე კარგი ხარ შენ :*:* თუ არ მიიტან ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში ამ ნაწერებს, მოგკლავ და მე მივიტან
| |
|
|
|
|
|
|