ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-09-24, 2:14 PM | შეტყობინება # 121
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ოჰოო! დაახლოებით ასეთ დეპრესიას მოველოდი ადამიანისგან,რომელიც ჯვრისწერის დღეს,საკურთხეველთან მიატოვეს. დიდად არც ის გამკვირვებია,რომ მისი ყველა საჩუქარი გაანადგურა და ბეჭედიც ჩარეცხა.. smile ახლა ის მაინტერესებს ნატალი და ერიკი როგორ გულაობენ cry

ძალიან მომეწონა ეს თავიც,როგორც სხვა დანარჩენები,უბრალოდ შედარებით პატარა იყო? თუ მომეჩვენა .. ნატუკა,შენ ძალიან ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგონა ხარ! მიხარია რომ გიცნობ! და ის რომ შენი ფიკის ძალიან მომწონს,ისიც მეტყველებს რომ ერთი თავის არ გამომიტოვებია და მოუთმენლად ველი შემდეგს,ასე რომ:

მომავალ თავამდე!



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-09-24, 3:10 PM | შეტყობინება # 122
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Jack♥sparrow, ki nin, es tavi shedarebit patara gaamomivida sad
Quote (Jack♥sparrow)
ნატუკა,შენ ძალიან ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგონა ხარ! მიხარია რომ გიცნობ! და ის რომ შენი ფიკის ძალიან მომწონს,ისიც მეტყველებს რომ ერთი თავის არ გამომიტოვებია და მოუთმენლად ველი შემდეგს,ასე რომ:

vaime dzalian didi madloba chemo kargo! mec igive shemidzlia vtqva shenze da arc ki gabedo shewinaagmdegeba! biggrin
Quote (Jack♥sparrow)
მომავალ თავამდე!

momaval tavamde kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-09-24, 11:21 PM | შეტყობინება # 123
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
Quote (♥vampiressa♥)
vaime dzalian didi madloba chemo kargo! mec igive shemidzlia vtqva shenze da arc ki gabedo shewinaagmdegeba!

რაში უნდა შეგეწინააღმდეგო?



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-09-24, 11:45 PM | შეტყობინება # 124
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
imashi rom
Quote (Jack♥sparrow)
შენ ძალიან ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგონა ხარ! მიხარია რომ გიცნობ!

love



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-10-02, 0:46 AM | შეტყობინება # 125
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ბავშვებო, როგორ ხართ? ♥vampiressa♥-მ ვერ მოახერხა ახალი თავის დადება და მე მთხოვა რომ დამედო. აი, ისიც!


თავი 12
ემიმ ტირილით გული რომ იჯერა, გადაწყვიტა ყურადღება სასწრაფოდ სხვა რამეზე გადაეტანა, რათა ამ ყველაფერზე საფიქრელად მინიმალური დრო დაეტოვებინა. სახე ცივი წყლით დაიბანა და კანის დამამშვიდებელი ნიღაბი გაიკეთა, რომ სანამ ტანსაცმელს აარჩევდა ცოტათი მაინც დასცხრომოდა თვალების შესიება.
თავის გარდერობში ხანგრძლივი ძებნის შედეგად, ყველაზე სოლიდური ტანისამოსი_ თეთრი პერანგი, შავი ტანზე მომდგარი შარვალი და პიჯაკი შეარჩია. სანამ ამ ყველაფერს ჩაიცვამდა, სახიდან ნიღაბი ჩამოიშორა, რომელმაც კარგი შედეგი გამოიღო, შემდეგ კი გამოეწყო, ფეხზე დახურული, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა, გული შავი მარგალიტის გრძელი ყელსაბამით დაიმშვენა, თმა კეფაზე ცხენის კუდად შეიკრა, შემდეგ ლეპტოპი თავის ჩანთაში ჩადო, მობილური ტელეფონი და მანქანის გასაღები აიღო, მზის სათვალე გაიკეთა და სახლიდან გავიდა.
გადაწყვიტა სანამ სამსახურში წავიდოდა მისის ლილიანასთან შეევლო და თავისი ნივთები წამეღო. რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო ეს მისთვის, უნდა გაეკეთებინა, იმიტომ რომ ის და ერიკი ერთად და მით უმეტეს იმ სახლში არასდროს იცხოვრებდნენ.
კარი ლილიანამ გაუღო და ემი დაინახა თუ არა, გულში ჩაიკრა, ტირილი დაიწყო და ერიკის ნაცვლად ბოდიშების მოხდას მოჰყვა. ემიმ უბრალოდ გაუღიმა, სთხოვა დამშვიდებულიყო და შემდეგ მოახლისთვის ეთხოვა ემის ჩემოდნების გამოტანა. ლილიმ ვახშმად დარჩენა სთხოვა, მაგრამ ემიმ უარი უთხრა და უხეშად რომ არ გამოსვლოდა სამსახურის საქმეები მოიმიზეზა. მოახლემ ემის ჩემოდნები სასტუმრო ოთახში გამოიტანა, იქიდან კი კარისკაცი დაეხმარა ემის მანქანის საბარგულში ჩადებაში. ემილი ლილიანას თავაზიანად დაემშვიდობა, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა და ამ სახლის ჭიშკრიდან სამუდამოდ გავიდა.
ემილი სამსახურის გზას გაუდგა და თან ცდილობდა თვალებთან მომდგარი ცრემლები შეეჩერებინა. მხოლოდ მან თუ იცოდა რის ფასად დაუჯდა თითოეული გაღიმება ლილიანასთვის. ახლა მას ისე არაადამიანურად სტკიოდა, როგორც არასდროს. უბრალოდ შეყვარებულს რომ დაშორებოდა, გაცილებით მარტივად გადაიტანდა, მაგრამ არა, ერიკმა და ნატალიმ მართლაც რომ არნახული სიურპრიზი მოუწყვეს. ვერც კი გაიფიქრებდა, რომ ოდესმე ნატალი შეძლებდა მისთვის ეღალატა. მას დასავით ენდობოდა და ეგონა, რომ ერთმანეთის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, მაგრამ თურმე მწარედ ცდებოდა. ნატალის ბოლო ლუკმასაც კი გაუყოფდა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მასთან საქმროს გაყოფაც დასჭირდებოდა.
ამ ფიქრებში ემილი თავის სალონს მიუახლოვდა, მანქანა ავტოსადგომზე დააყენა და მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ ეს შავი ფურგონი, თურმე მთელი გზა მას მოჰყვებოდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ეს ფურგონი ჟურნალისტების იყო, ამიტომ ემიმ მიკას გადაურეკა და სთხოვა, რომ სალონის დაცვის რომელიმე წევრი ავტოსადგომზე გამოეგზავნა. ჯეიმსი მალევე გამოჩნდა. ემიმ მის დანახვაზე ჩანთა აიღო, მანქანიდან გადმოვიდა და მასთან ერთად გაემართა სალონისკენ. საკმაოდ მაღალმა და დაკუნთულმა ჯეიმსმა ადვილად მოახერხა ემის დაფარვა და ამავდროულად ჟურნალისტების ჩამოშორებაც, მაგრამ პაპარაცებმა მაინც მოახერხეს რამოდენიმე კადრის დაფიქსირება.
-გამარჯობათ გოგონებო!-სალონში შესვლისთანავე ემი მიკას და ვიკოს მიესალმა.-გთხოვთ არანაირი კითხვები და პირდაპირ საქმეზე გადადით. რა სიახლეები გვაქვს?
-მომწოდებლებმა დარეკეს და იკითხეს, ნახავდით თუ პირდაპირ გამოეგზავნათ ქსოვილები შემოდგომის კოლექციისთვის.-დაიწყო ვიკომ.
-მე კი ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნება შარშანდელი შემოდგომის კოლექციიდან შემორჩენილი სამოსი ფასდაკლებით გავყიდოთ.
-ვიკო, მომწოდებლებს უთხარი, რომ საღამოს შევხვდები „მარკო პოლოში“. მიკა შენი იდეა მომეწონა. 70%-იანი ფასდაკლება გამოაცხადე შარშანდელ კოლექციაზე. მეც საქმეს შევუდგები, თქვენ კი რომელიმემ მაგარი შავი ყავა შემომიტანეთ.-გაუღიმა გოგონებს ემიმ და თავის კაბინეტში შევიდა. მის მაგიდაზე ლარნაკი იდგა, თეთრი ვარდების გამხმარი თაიგულით. ემიმ ის ლარნაკიანად ნაგვის ურნაში ჩაუძახა, შემდეგ კი დამლაგებელს დაუძახა და სთხოვა, რომ ეს სასწრაფოდ მოეშორებინა აქედან.
როდესაც კაბინეტიც გაანთავისუფლა ერიკის ნივთებისგან, მაგიდას მიუჯდა და გადაწყვიტა, სანამ ნახაზების გაკეთებას შეუდგებოდა, ფოსტა გადაემოწმებინა. ლეპტოპი ჩანთიდან ამოიღო, თავის ტრადიციას უღალატა და მუხლებზე დადების ნაცვლად მაგიდაზე დადო, შემდეგ კი საქმესაც შეუდგა. პრესისა და ტელევიზიებისგან გამოგზავნილი წერილები წაუკითხავადვე წაშალა და ბოლოს სრულიად უცნობი მისამართიდან გამოგზავნილი წერილი გახსნა.
„ძვირფასო ემილი! როცა შენ ამ წერილს კითხულობ, მე და ერიკი უკვე კანონიერი ცოლ-ქმარი ვართ. არ მინდა, რომ ამ ყველაფერში მე დამადანაშაულო და ამ წერილსაც სწორედ ამიტომ გწერ და გთხოვ, რომ ბოლომდე წაიკითხო.
ჩემო კარგო, შენ ყოველთვის ყველაფერი გქონდა, მუდამ ყურადღების ცენტრში და პოპულარობის ზენიტში იყავი, მე კი არა. მართალია ყოველთვის შენზე ლამაზი ვიყავი, მაგრამ იმდენი თაყვანისმცემელი არასდროს მყოლია, რამდენიც შენ.
გახსოვს ჩემი სიყვარულის ისტორია რომ მოგიყევი? შენ მითხარი, ყველაფერი იმ გოგოს ბრალი ყოფილაო. დიახ, მართალი ხარ! შენ რომ საკმარისად კარგი ყოფილიყავი, ერიკი სხვის ძებნას არ დაიწყებდა! თავიდან მეც საკუთარ თავს ვთვლიდი დამნაშავედ და ვფიქრობდი, რომ ჩემი საქციელით გღალატობდი, მაგრამ აღარ მინდა მუდამ შენს ჩრდილ ქვეშ ვიყო. სწორედ ის იყო იმის მიზეზიც, რომ ჩემი და ერიკის ამბავი საკურთხეველთან შეიტყვე. ამან მე იმხელა პოპულარობა მომიტანა, რომ ვერც კი ვიოცნებებდი.
ასე რომ, არ გინდა ტრაგედიები. უბრალოდ გაიღიმე, რომ ეს იყო. ამით არაფერი დასრულებულა, ცხოვრება გრძელდება. ძალიან მინდა, რომ მე და ერიკს ბედნიერება გვისურვო და ყოველთვის გამიხსენო, როგორც შენი საუკეთესო მეგობარი ნატალი!„



T-MOMSENთარიღი: კვირა, 2011-10-02, 3:17 PM | შეტყობინება # 126

266
15  +
30  ±
   ±
Offline
nataaliii raa nagliiiiiiiaa fuuf :X :X saintereso tavi iyooo happy


Jack♥sparrowთარიღი: კვირა, 2011-10-02, 3:27 PM | შეტყობინება # 127
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
დიდება!!! ამ ფიკის გაგრძელებას თუ ვიხილავდი აღარ მეგონა biggrin
ემილი თუ არ უსურვებს ბედნიერებას,მე ვუსურვებ... აი ეს ფრაზა კი ყველაზე მეტად მომეწონა:
Quote (☆AnasteishA☆)
მართალია ყოველთვის შენზე ლამაზი ვიყავი, მაგრამ იმდენი თაყვანისმცემელი არასდროს მყოლია, რამდენიც შენ.

biggrin biggrin biggrin biggrin

ძალიან საყვარელი და ამასთანავე ნანატრი თავი იყო,იმედია ასე აღარ გვალოდინებ...

მომავალ თავამდე!



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-10-08, 2:53 PM | შეტყობინება # 128
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline


თავი 13
ემი ამ წერილის წაკითხვისას ისე გამწარდა, ნატალი რომ გვერდით ყოლოდა შუაზე გაგლეჯდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მისი „ძვირფასი მეგობარი“ ასე მოექცეოდა. ეს უკვე აუტანელი ხდებოდა. ამბავს, რომლის დავიწყებასაც ცდილობდა, ყოველ წამს ყველა ახსენებდა და აიძულებდა ახლიდან განეცადა ის ტკივილი, რომელიც ერთხელ უკვე განიცადა და კიდევ დიდი ხანი არ გაუნელდებოდა. ამას უბრალოდ ვეღარ გაუძლებდა, ტელევიზია იქნებოდა ეს თუ პრესა, ყველგან მისი არშემდგარი ქორწილის სურათები და მიმოხილვა იყო. მართალია მისი ნაცნობები ამის შესახებ კრინტსაც არ ძრავდნენ, მაგრამ... აქ გაჩერება აღარ შეეძლო, ყველა დეტალი, ყველა უბრალო ფრაზაც კი ერიკისა და ნატალის ახსენებდა. ეს კაბინეტიც, რომელშიც ახლა იყო, ეს ლეპტოპიც, სადაც ნატალისგან გამოგზავნილი ელექტრონული წერილი წაიკითხა. არა მაინც რა ნამუსით უთხრა ნატალიმ, ყველაფერი შენი ბრალია და ამიტომ ყოველთვის ისე გამიხსენე, როგორც შენი საუკეთესო მეგობარიო. ჰმ! ისე მაინც რა სულელი იყო ემილი, როგორ ვერ მიხვდა, რაშიც იყო საქმე. ამდენი დამთხვევა ხომ მართლაც შეუძლებელია, მაგრამ ასევე შეუძლებელია დაიჯერო ღალატი შენი საყვარელი ადამიანებისგან.
-ემ, ყავა მოგიტანეთ.-კარზე ფრთხილად დააკაკუნა და ყავის ფინჯნით ხელში კაბინეტში მიკა შემოვიდა.-ემ, ტურისტული კომპანიიდან დარეკეს და იკითხეს, გამოიყენებდით თქვენს ბილეთებს თუ გაეუქმებინათ?-მიკა თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა, იმიტომ რომ ეს კითხვა კიდევ ერთხელ გაახსენებდა ემს ყველაფერს.
-კი მაგრამ, რატომ უნდა გააუქმონ? ვადა ჯერ არ გასვლია. მიდი ვიკოს დაუძახე და რაღაცას გეტყვით.
ემს თავში მართლაც რომ არაჩვეულებრივი იდეა მოუვიდა. თუ გოგონები ამაზე დასთანხმდებოდნენ, მაშინ იმდენი საქმე დაუგროვდებოდა, რომ ფიქრის დროც კი აღარ დარჩებოდა.
მიკა და ვიკო ერთად შემოვიდნენ და ემის მაგიდის წინ დადგნენ. რატომღაც ეგონათ, რომ წინ არც თუ ისე სასიხარულო სიურპრიზი ელოდათ, მაგრამ ცდებოდნენ...
-დაბრძანდით გოგონებო. თქვენთვის საჩუქარი მაქვს. წეღან მიკამ მითხრა, პრაღისა და პარიზის ბილეთების გაუქმებას აპირებს სააგენტოო და გული დამწყდა. საცოდაობა იქნება, თუ ორკაციანი საგზური პირველი კლასით და ათი დღის გატარება ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ასე უბრალოდ გაუქმდება. ასე რომ, დღესვე ბარგი ჩაალაგეთ და გაემგზავრეთ.
-რააა?- ერთხმად თქვეს გოგონებმა და თვალებგაფართოებულები ემს მიაშტერდნენ.-თქვენ რა ამ ბილეთებს გვჩუქნით?-სიხარულისგან აჭყლოპინდა ვიკო.
-დიახ და უარს არ მივიღებ. ამ ათი დღის განმავლობაში სალონს მე მივხედავ. თან ახლა ჰაერივით მჭირდება რაიმეზე გულის გადაყოლება.
-მაგრამ მოახერხებთ ამდენი საქმის გაძღოლას დახმარების გარეშე?-ჰკითხა მიკამ.
-რა თქმა უნდა.-თქვა ემიმ, მაგრამ თავისივე ნათქვამში თვითონვე ეპარებოდა ეჭვი.
-და თქვენც რომ გემოგზაურათ და დროებით სხვა დამხმარე აგეყვანათ? - შესთავაზა ვიკომ, რომელსაც თვალები ისე უბრწყინავდა, თითქოს უკვე ეიფელის კოშკზე ვახშმობდა, ან პრაღის ზოოპარკში სეირნობდა.
-ემ, მართლაც რომ კარგი იდეაა, თქვენც იმოგზაურეთ.-ვიკოს აზრი მოეწონა მიკასაც.-დროებით კი სალონი დახურეთ. ათი დღე არანაირი პრობლემა არაა, პირიქით, უფრო კარგი იქნება როდესაც ბაზარს სრულიად განახლებული კოლექციით დავუბრუდებით.
-არ ვიცი, გოგონებო. ასე დაუგეგმავად როგორ, მაგრამ მოვიფიქრებ, არ უნდა იყოს ცუდი აზრი.-გაიღიმა ემიმ და ვიკოს აზრი აეკვიატა.- ახლა კი წადით, ბარგი ჩაალაგეთ, მოწესრიგდით და საღამოს რეისით გაფრინდით. თუ რაიმეს გადავწყვეტ შეგატყობინებთ. კარგ დასვენებას გისურვებთ, თქვენ ხომ ამას იმსახურებთ.
გოგონებმა ემი გადაკოცნეს, მადლობა გადაუხადეს და სახეგაბრწყინებულები გაეცალნენ იქაურობას.
ემიც აღარ დარჩენილა აქ დიდხანს, გაახსენდა შეხვედრა რომ ჰქონდა დანიშნული და სალონში წავიდა თმის გასაკეთებლად. უკვე იგრძნო, რომ გოგონების ხელი აკლდა.
რაღაც გრანდიოზული სულაც არა, უბრალოდ თმისთვის ხელის შევლება უნდოდა. მართალია სტილისტი თავისი საქმის პროფესიონალი იყო, მაგრამ ამავდროულად ბევრი ლაპარაკიც უყვარდა. ემს თითქმის მთელი მსოფლიოს ჭორები მოუყვა, ბოლოს კი მრავლისმეტყველად ჩაახველა და მთავარ სათქმელზეც გადავიდა.
-ისე, ემ, მაინც როგორ ჩაგეშალა ქორწილი, ჩემო კარგო.-სტილისტი კაცი იყო, მაგრამ ამას მხოლოდ საფუძვლიანი დაკვირვების შედეგად თუ მიხვდებოდით.-ყოველთვის მშურდა შენი, ასეთი კაცის საცოლე იყავი, ის იყო ცოლიც უნდა გამხდარიყავი და უცბად ყველაფერი ჩაიშალა. მაინც რა ალქაჯი ყოფილა ეს შენი მეგობარი. შენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, იქვე თმებით ვითრევდი. არა, მაინც რა კაცი დაკარგე....
-მაქს, თუ შეიძლება შენს საქმეს მიხედე, მეჩქარება.-ემს ცოტა უხეშად გამოუვიდა, მაგრამ ამ ყველაფრის ხელახლა მოსმენა სულაც აღარ სურდა. ისედაც საკმაოდ კარგად ახსოვდა, თუ როგორ ჩაეშალა ქორწილი.
საღამოს ემილი ზუსტად დათქმულ დროს მივიდა შეხვედრაზე. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. თმა გაესწორებინა, ტანზე კი დეკოლტე, შავი კაბა ეცვა. პატარა ფერიას ჰგავდა, მაგრამ სევდიან ფერიას....
მიმწოდებლებთან ყველაფერზე ადვილად შეთანხმდა. ადვილად აარჩია ის ქსოვილები, რომლებიც სჭირდებოდა. მათ ემი კომპლიმენტებითაც აავსეს. როცა ყველა საბუთი ხელმოწერილი იყო და ემი უკვე დასამშვიდობებლად წამოდგა, ერთ-ერთმა, სახელად ჯეიკმა, გააჩერა და სთხოვა, რომ რამოდენიმე კითხვაზე ეპასუხა. ემი დაიბნა, უარი არ უთქვამს და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ლუისი და მაიკლი დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
-ემ, იცით ძალიან მაინტერესებს, როგორ ახერხებდა თქვენი ყოფილი საქმრო- ერიკი ყველაფრის დამალვას. ვიცი არამკითხედ ჩამთვლით, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება. იქნებ რაიმე მირჩიოთ, თორემ მეუღლეს ერთადერთხელ ვუღალატე და მაშინვე გაიგო.
ემი ამ თავხედურ კითხვაზე ისე გამწარდა, მოუნდა ჯეიკისთვის წინ მდგარ ნამცხვარში თავი ჩაეყოფინებინა, მაგრამ ისევ უდანაშაულო ნამცხვარი დაინდო, თავი ხელში აიყვანა და რამდენადაც შეეძლო მშვიდად უპასუხა:
-გირჩევთ, რომ უბრალოდ აღარ უღალატოთ მეუღლეს.-შემდეგ კი წამოდგა და წავიდა.
სახლში მივიდა თუ არა, სპორტულად ჩაიცვა, მანქანის გასაღები აიღო და დაბლა ჩავიდა. უნდოდა ცოტა გაესეირნა და გული გადაეყოლებინა. მთელი დღე თავში ვიკოს იდეა უტრიალებდა და გადაწყვიტა, რომ სადმე ქალაქგარეთ სახლი ეყიდა და დროებით იქ გადასულიყო საცხოვრებლად.



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-10-08, 2:56 PM | შეტყობინება # 129
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ბავშვებო, ნათიას ისევ ინტერნეტის პრობლემა აქვს და ამიტომ ვერ ახერხებს თავების დადებას. ძალიან წუხს, რომ გიგვიანებთ, მაგრამ რას ვიზამთ, მისი ბრალი არაა. მთავარია, რომ ხელცარიელი არ ვპოსტავ და ახალი თავი მოგიტანეთ. კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ როგორც ავტორი დაგვპირდა, თავების ზომა გაიზრდება. happy happy happy


T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2011-10-08, 8:11 PM | შეტყობინება # 130

266
15  +
30  ±
   ±
Offline
dzaan sayvareli tavii iyoo )) chemi azriit exla emii ise unda moiqces rom eriks sananebeli gauxdes rom miatovaa biggrin anuu cota uproo magraad unda dadgees da eriks da natalis samagierooc unda gadauxadooos )) qalaq gareet kide emis adgilas ro vyopiliyavi vinme simpatiur bichs gavicnobdii biggrin sayvaareliiii taviii iyoo da mixariaa rom taveebi awi uproo didi iqnebaa biggrin


KristenStewartთარიღი: კვირა, 2011-10-09, 4:56 PM | შეტყობინება # 131
Kristen Stewart
292
24  +
42  ±
   ±
Offline
personajebis suratebi dade ra nat:*


Jack♥sparrowთარიღი: ორშაბათი, 2011-10-10, 8:57 PM | შეტყობინება # 132
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
Quote (KristenStewart)
personajebis suratebi dade ra nat:*

პერსონაჟების სურათები ხო დევს სულ პირველ გვერდზე? smile თუ მეშლება? ....

აი ნატალის სიტყვებმა წერილში გამაგიჟა,ზუსტად ასეთ რეაქციას მოველოდი ემილისგანაც.
აუ იცით რა მგონია? ნუ დარწმუნებული ვარ ვცდები და ნატუკას ფანტაზია ჩემგან ძალიან განსხვავდება და უკეთესიცაა,მაგრამ ასე მოგნია,ეს რომ ქალაქგარეთ წავა ან რაღაც მაგდაგვარი,ნატალის და ერიკს შეხვდება ........ smile

ერთი სული მაქვს,მალე ვნახო თავი,სადაც უკვე გამოჩნდება ნატალი და ერიკი.

ძალიან,ძალიან ცუდია ხშირად დადებას რომ ვერ ახერხებთ,მაგრამ ჯანდაბას!

მომავალ თავამდე! kiss



☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-10-11, 0:15 AM | შეტყობინება # 133
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline


თავი 14
ემილი დიდხანს სეირნობდა მანქანით. არც იცოდა სად მიდიოდა, უბრალოდ გზას მიჰყვებოდა. ამინდს უკვე ეტყობოდა შემოდგომის შემობრძანება. წვრილად, თითქმის შეუმჩნევლად წვიმდა. ემიმ გადაწყვიტა, ხვალ დილითვე წასულიყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვების სააგენტოში და მათი დახმარებით სადმე, ქალაქიდან მოშორებულ ადგილას სახლი შეერჩია. სახლის შერჩევას ის ადრეც აპირებდა, მისთვის და ერიკისთვის კომფორტული და მყუფრო აგარაკი უნდოდა, სადაც უქმეებს გაატარებდნენ, მაგრამ...
ამაზე ფიქრი აღარ ღირდა. არ ღირდა მარილის მოყრა ჭრილობაზე, რომლის ნაიარევიც ყოველთვის დარჩებოდა...
ხანგრძლივი სეირნობის და მტკივნეული ფიქრების შემდეგ ემს პატარა ბავშვივით ღრმად და მშვიდად ჩაეძინა. მაგრამ ეს იყო პირველი ღამე მის ცხოვრებაში, როდესაც სიზმარი არ უნახავს. არც დილით გაუღვიძებია მაღვიძარას ხმას. საათის ციფრები ათს უჩვენებდნენ. უკვე შეიძლებოდა სააგენტოში წასვლა. ემიმ ფანჯრიდან გაიხედა ამინდის შესამოწმებლად, მაგრამ სახარბიელო არაფერი დახვდა. კვლავ წვიმდა...
შავი, ტანზე მომდგარი ჯინსი, უბრალო მაისური, ნაცრისფერი მანტო და კონვერსები მოირგო. ჩანთაში კოსმეტიკა და ლეპტოპი ჩადო, ჩეკების წიგნაკიც არ დავიწყებია. შემდეგ თმა ცხენის კუდად შეიკრა, გასაღებების ასხმა აიღო, მობილური ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა და დაბლა ჩავიდა. დღეს თავისი ძველი მანქანით_ შავი ტოიოტათი მგზავრობდა.
სააგენტოსთან მალევე მივიდა. სანამ შიგნით შევიდოდა შეყოყმანდა, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ჰკითხა ნამდვილად უნდოდა თუ არა ეს, შემდეგ კი მეორე „ემის“ პასუხით გამხნევებულმა თამამად შეაბიჯა ოფისში.
რამოდენიმე წუთი მოსაცდელში იჯდა, შემდეგ კი ერთმა მომღიმარმა გოგონამ უთხრა, რომ გაჰყოლოდა და ემი კაბინეტამდე მიაცილა, რომლის კარზე მიმაგრებულ დაფაზე ლამაზად გამოყვანილი ასოებით ეწერა „ბეატრის ჰიუსტონი“. ემიმ კარზე დააკაკუნა, მიპატიჟების შემდეგ კი კაბინეტში შევიდა.
-ღმერთო ჩემო, რა პატივია! ჩვენთან თავად ემილი კისნერი მოვიდა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მის. დარწმუნებული იყავით, ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეთ ჩვენთან რომ მობრძანდით,-მოკლე შავთმიანი, გამხდარი, კლასიკურად ჩაცმული გოგონა ემს უღიმოდა და აღფრთოვანებული ხელს ართმევდა.-მოდით, დაბრძანდით. ყავა, ჩაი თუ წვენი?
-შავი ყავა თუ შეიძლება, უკოფეინოდ.
-ლიზა, ორი უკოფეინო შავი ყავა თუ შეიძლება.-ღილაკზე თითის დაჭრით უთხრა ბეტიმ მდივანს.-აბა, რომელ ქუჩაზე, უბანში ან რომელი ვარსკვლავის გვერდით ინებებთ სახლს? მაქსიმალურ თანხას რამდენს გადაიხდით და რამდენ სართულიანი სახლი გსურთ?-გოგონამ სათვალე მოირგო და კომპიუტერში დაიწყო კანდიდატურების ძებნა.
ამ დროს ოთახში ლიზა შემოვიდა ფინჯნებით ხელში, ემს უთხრა, რომ ძალიან წუხდა მისი ქორწილის გამო და მალევე გავიდა.
ემიმ ყავა მოსვა და დაიწყო აღწერა, თუ როგორი სახლი უნოდა.
-პირველ რიგში, ჩემი სახლი უნდა იყოს სადმე მშვიდ გარეუბანში, ქალაქგარეთ. უნდა ჰქონდეს მანსარდა და დიდი და ლამაზი ეზო. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.
-არც თანხას?-საქმიანად ჰკითხა ბეტიმ.
-არც თანხას.-გაუღიმა ემიმ და კვლავ ყავა მოსვა.
-კარგით. მასეთი მონაცემებით უკვე შემიძლია რამოდენიმე ვარიანტის შემოთავაზება. შეგვიძლია მათ სანახავად ახლავე წავიდეთ, თუ, რა თქმა უნდა, გცალიათ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ეს პროცესი ნახევარ დღეს მაინც წაიღებს.
-არა, არანაირი გეგმები არ მაქვს, ასე რომ შეგვიძლია საქმეს შევუდგეთ.
ემიმ თავისი ავტომობილი ოფისის ავტოსადგომზე დატოვა, თვითონ კი ბეტის ჯიპში ჩაჯდა და გზას გაუდგნენ.
გოგონას მთელი გზა ენა არ გაუჩერებია, ემს ათას სისულელეზე ელაპარაკებოდა. ასევე აინტერესებდა „ემის სალონს“ სპეციალური ფასდაკლებები ხომ არ აქვს VIP კლიენტებისთვისო. აშკარად იმისკენ უმიზნებდა, რომ ემს მისთვის VIP ბარათი მიეცა. ისიც დაიღალა ამდენით, ჩანთაში ხანგრძლივი ძებნის შედეგად ძლივს იპოვა ერთადერთი VIP ბარათი, ამოიღო და ბეტის გაუწოდა. ამ უკანასკნელმაც ვითომ და თავიდან უარი უთხრა, ასეთ ძვირფას საჩუქარს ვერ ავიღებო, მაგრამ შემდეგ მშვენივრად ჩაიდო ბარათი საფულეში და ემი მადლობებით აავსო.
როგორც იქნა მშვენიერი ტყის შემდეგ გამოჩნდა ლამაზი წარწერა
„მოგესალმებით წარსულის სამეფოში“ , შემდეგ კი სახლები, რომელთა უმრავლესობას სპეციალურ დაფაზე ლამაზი ასოებით ეწერა „იყიდება“. ბეტიმ მანქანა პირველივე სახლთან გააჩერა, ბლოკნოტი აიღო და გოგონები მანქანიდან გადმოვიდნენ.
ეზო ჩვეულებრივის ნაცვლად აგურის ღობით შემოესაზღვრათ. შიგნით შესულს კი თავი ნამდვილად თეთრ სახლში გეგონებოდათ. უზარმაზარი ეზო, კოხტად შეკრეჭილი გაზონით და რამოდენიმე აუზით. ასევე გოლფის სათამაშო მოედნით და ხელოვნურად შექმნილი ტბით. სახლი კი რაღაც სასწაული იყო. უზარმაზარი და ულამაზესი. ფასი კი 5 000 000 $. ასეთ სახლზე არც ერთი ნორმალური, სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი არ იტყოდა უარს, მაგრამ ემილის ეს სახლი რომ ეყიდა ნამდვილად არაფრის გაკეთება არ დასჭირდებოდა. უბრალოდ უნდა დამჯდარიყო, ფეხი-ფეხზე გადაედო და ეცხოვრა ქალბატონივით. მას კი ისეთი სახლი სჭირდებოდა, სადაც ყველაფერი თვითონ უნდა გაეკეთებინა, რომ გული გადაეყოლებინა. ლაპარაკში გართულ ბეტის, რომელიც ამ სახლს აქებდა და ადიდებდა სიტყვა ემიმ შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ამ სახლის ყიდვა არ უნდოდა.
-თქვენ რა არ მოგწონთ? - გოგონამ გაკვირვებისგან წარბები აზიდა და თვალები გაუფართოვდა.
-არა, უბრალოდ ზედმეტად მომწონს.-ემიმ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ეზოდან გამოვიდა.- აბა, რომელია შემდეგი?
რამდენიმე წუთში ბეტი უკვე მეორე სახლის ქებით იყო გართული და თან თითქმის ყოველ წუთს აღნიშნავდა, სხვა თუ არაფერი, ბავშვობაში ჯენიფერ ლოპესი ცხოვრობდა აქო. ემს ეს სახლიც ზედმეტად მოეწონა. ასევე ზედმეტად მოეწონა კიდევ ოთხი-ხუთი სახლი. ერთ-ერთი შედარებით უბრალოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ეზოში ხეები თითქმის არ იყო. ბეტიმ უთხრა, რომ აქ ემისთვის შესაფერისი სახლები აღარ იყო და შესთავაზა ეზო კიდევ ერთხელ კარგად დაეთვალიერებინათ.
ის-ის იყო ემს უნდა ეთქვა, სხვა რაიონში გადასულიყვნენ, რომ რამოდენიმე სახლის მოშორებით შენიშნა ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეძებდა.
-ბეატრის, გთხოვთ მითხარით, რომ ის იყიდება.-თქვა ემიმ ისე, რომ თავისი აღმოჩენისთვის თვალი არ მოუშორებია.
-იმაზე ამბობთ? - გაოცებულმა ჰკითხა ბეტიმ და სათვალე შეისწორა - კი, ეგეც იყიდება, მაგრამ......
-მინდა ვნახო და თანაც ახლავე!



♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-10-11, 1:38 AM | შეტყობინება # 134
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshveboo rogor xart? Samwuxarod tele qartul shrifts ar mixsnis da komentebis umravlesobas ver vkitxulob. Madlobt rom ar chakalit es tema, gansakutrebit didi madloba ki chems betas love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: ოთხშაბათი, 2011-10-12, 9:44 PM | შეტყობინება # 135
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
aha! tu qartuls ver kitxulob mobilurit,inglisuri asoebit davwer komentars smile

ra kargi,sayavreli tavi iyo!dzalian mainteresebs axla im saxlis agwera da darwmunebuli var sheni pantazia kidev kidev ufro metad gamaocebs .. ra naglia es saagentos menejerio tu vinc aris biggrin

da isa erti kitxva gamichnda,sad xar ase gadakargulshi natuka? smile

momaval tavamde!


ძებნა: