ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-09-14, 6:20 PM | შეტყობინება # 91
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 9
რამდენიმე წუთში შერიფი სმიტის კაბინეტში შეშფოთებული ერიკი შევარდა. ემი ჩასახუტებლად გაემართა, მაგრამ მან ის სწრაფი მოძრაობით ჩამოიშორა, შერიფის მაგიდასთან მიიჭრა და მკაცრად განაცხადა:
-სად არის დამნაშავე? ახლავე მაჩვენეთ! რა უქნეს ჩემს საცოლეს?
-დამნაშავე თუ ვინმეა, ის სწორედ თქვენი საცოლეა.
-ცილისწამებისთვის დაისჯებით!-ერიკმა მაგიდას მუშტი დასცხო. ემი ეცადა მის შეჩერებას, მაგრამ ამაოდ.-როგორ ბედავთ ჩემს საცოლეზე ასე ლაპარაკს? ასე არამარტო მას, არამედ ჩემს რეპუტაციასაც შეურაცხყოფთ.
-მომისმინეთ მისტერ, თქვენი საცოლე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას, არ ჰქონდა მართვის მოწმობა, არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი, საკმაოდ გადააჭარბა დაშვებულ სიჩქარეს, წინააღმდეგობა გამიწია და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ყველაფერი ამის გათვალისწინებით კი, მან უნდა გაატაროს ერთი ღამე წინასწარი დაკავების საკანში და თუ 24 საათის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას 6700 აშშ დოლარის ოდენობით, ჩვენთან კიდევ ორი კვირით მოუწევს დარჩენა.
-ემილი, ეს ყველაფერი მართალია?-ჰკითხა გაოგნებულმა ერიკმა, ემიმ კი თავი ჩაღუნა.-ჰმ, ესე იგი მართალია. შერიფო, ჩვენ მაინც ერთ სფეროში ვმუშაობთ და არამგონია ასეთი სიმკაცრე საჭირო იყოს.-დაიწყო ერიკმა შერიფის მოთაფლვა.-ჯარიმას თუ ახლავე გადავიხდით, არამგონია ემის აქ დარჩენა საჭირო გახდეს. რას იტყვით?
-დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ მანქანაც საჯარიმო ავტოსადგომზე დგას.
-დიახ, მის ჯარიმასაც გადავიხდით. სულ რამდენი გამოდის?
-25 000 აშშ დოლარი. მგონი ეს თანხა თქვენ სასაცილოდაც არ გეყოფათ.
-ჰოო, აბა რაა.-ერიკმა სიმწრით გაიცინა, შემდეგ კი ხელის კანკალით გამოწერა 25 000 დოლარიანი ჩეკი. შერიფმა მას მანქანის გასაღები გადასცა და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა.
ერიკმა ემს ხელი მოჰკიდა და კაბინეტიდან გამოიყვანა, შემდეგ კი რიგითი პეკერის თანხლებით საჯარიმო ავტოსადგომზე ჩავიდნენ და როდესაც ემიმ თავის მანქანაზე მიუთითა, ერიკმა კინაღამ თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა.
-მერსედესის ბოლო მოდელის სპორტული კაბრიოლეტი?-ძლივს ამოილუღლუღა როცა პეკერი წავიდა.-კი მაგრამ, შენი ტოიოტა ქამრი ხომ სულ რამდენიმე თვის წინ იყიდე?
-ეს მანქანა დღეს ვიყიდე შენი პლასტიკურით. სულ რაღაც 28 000 $ ღირდა. ხომ ლამაზია?-თქვა ემიმ ისეთი გაბრწყინებული სახით, თითქოს რომელიმე სამუზეუმო ექსპონატზე საუბრობდა.
-ჩემი პლასტიკურით?-ერიკს თვალები გაუფართოვდა.-კი ძალიან მაგარია, მაგრამ სალონს რა სჭირს?
-არაფერი ისეთი, წვიმაში ვიარე და... მისი გამოცვლა 3 000 $-ზე მეტი არ დაჯდება, ხვალვე წავიყვან სახელოსნოში. შენს პლასტიკურზე დარჩებოდა იმედია თანხა. „ჯეკ დენიელსს“ არ დალევ? ცოტა კიდევ დამრჩენია.-ამ სიტყვებით მან ერიკს თითქმის დაცლილი ბოთლი გაუწოდა, მაგრამ როცა მისი მზერა დააფიქსირა, ჩაილაპარაკა.-კარგი, არ გინდა და ნუ გინდა, მე დავლევ.-ბოთლი მოიყუდა, მაგრამ ერიკმა უხეშად გამოართვა, ძირს დადგა, შემდეგ მანქანის კარი გააღო, ემი ჩასვა, თვითონ კი საჭეს მიუჯდა.
-ჯანდაბა! ეს სველია, ჩემი მანქანით წავიდეთ.
სულ მალე ისინი უკვე ემის სახლში იყვნენ.
-ემილი კისნერ, ხვდები მაინც რა გააკეთე?-ასე მკაცრად ჯერ ერიკს არასდროს მიუმართავს მისთვის.
-კი მაგრამ, არაფრისგან ტრაგედიას რატომ ქმნი?-ჰკითხა ემიმ მიამიტი სახით და სააბაზანოდან ფუმფულა ხალათით გამოვიდა.
-ემ, ეს არაფერი არ არის! ჯერ იყო და მე და ნატალის ვიღაც სოფლელი გომბიოსავით სცენა გაგვიმართე, შემდეგ კი ქუჩის ქალივით გამოთვერი და იმასაც მიაღწიე, რომ ნიუ-იორკის მთავარ სამმართველოში ამოყავი თავი. შენს თავზე თუ არ ფიქრობ, ჩემს კარიერაზე მაინც იფიქრე. ის ხომ ერთიანად დაიმსხვრევოდა ამ საქმეში ტელევიზია რომ ჩარეულიყო?!-ერიკმა ხმასაც კი აუწია.-მართლა უმადური და ეგოისტი ხარ! მე და ნატალი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქორწილი დაუვიწყარი იყოს და ისეთ სიურპრიზს გიმზადებთ, როგორზეც ყველა პატარძალი იოცნებებდა! შენ კი რანაირად იქცევი! გვსაყვედურობ და თავი მსხვერპლად გამოგყავს! ოღონდაც ცრემლები არ გვინდა რა.-ირონიულად თქვა ერიკმა ემის აცრემლიანებული თვალების დანახვაზე.-რომ ნახო რა დღეშია ნატალი, გული მოგიკვდება. თავს დამნაშავედ თვლის, მაგრამ რის გამო?! იმის გამო, რომ უნდა თავისი დაქალის ქორწილი მსოფლიო სენსაციად იქცეს?! არა, ემილი, მსხვერპლის ნიღაბი არ გიხდება.
-კი მაგრამ, ერიკ...-ძლივს თქვა ემიმ და ჩახუტება სცადა, მაგრამ ერიკმა მოიშორა.
-არავითარი მაგრამ! ახლა უნდა წავიდე, დღეს შენთან ვერ გავჩერდები. ახლა აბაზანაში შედი და იქამდე არ გამოხვიდე, სანამ შენს სულელურ აზრებს არ გამოირეცხავ თავიდან. იმედია მიხვდები შენს დანაშაულს და ნატალის ბოდიშსაც მოუხდი.-ამ სიტყვებით ერიკმა კარი გაიჯახუნა, ემიმ კი მას ბროლის ლარნაკი მიაყოლა.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

ucnobiucnobi2თარიღი: ოთხშაბათი, 2011-09-14, 8:50 PM | შეტყობინება # 92
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
vaime kargi raghacaa...es eriki cudi bichiaa : @ auuh ise bolo modelistvis mgoni 28.000 mizeruli tanxaa : )

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-09-14, 8:54 PM | შეტყობინება # 93
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (ucnobiucnobi2)
.es eriki cudi bichiaa : @

degenerati biggrin
Quote (ucnobiucnobi2)
auuh ise bolo modelistvis mgoni 28.000 mizeruli tanxaa : )

xo nu ravici biggrin seilebi iyo da biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: ოთხშაბათი, 2011-09-14, 9:16 PM | შეტყობინება # 94

572
28  +
48  ±
   ±
Offline
OMG es Ra iYo saiDan erIks amdeNI ufleba angry angry angry emis adgilze ro vyofiliyavi ise vcemdi ise ro ar vici ra larnaki ki ara culi monagoni iqneboda angry shen unda momkla qaloo

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-09-14, 10:31 PM | შეტყობინება # 95
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (RoB-dOd)
larnaki ki ara culi monagoni iqneboda

lol moxval shen xval skolashi lol



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-15, 4:22 PM | შეტყობინება # 96
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
რა საოცარია. თითქოს მომწონს ეს ერიკი,აღარც ვიცი რა ვიფიქრო,ასე მგონია ჭკუა ასწავლა ემის თუ რავი . . . ამ ,,უარყოფითი'' პერსონაჟის მიმართ რაღაცა კარგად განვეწყვე ..

ყოჩაღ,ნატუკა! ძალიან კარგი გოგო ხარ!

მომავალ თავამდე!



T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-15, 4:31 PM | შეტყობინება # 97

266
15  +
30  ±
   ±
Offline
uuuuf biggrin ar viciii raa davweroooo, kargi iyooo biggrin happy


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-15, 6:38 PM | შეტყობინება # 98
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Jack♥sparrow)
ასე მგონია ჭკუა ასწავლა ემის თუ რავი . . . ამ ,,უარყოფითი'' პერსონაჟის მიმართ რაღაცა კარგად განვეწყვე ..

mixaria rom eriki mogewona love biggrin
T-MOMSEN, madlobaaa kiss vecdebi dges tu ara xval mainc davdo axali tavi kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-15, 8:05 PM | შეტყობინება # 99
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, დიახ,დიახ.მართლაც რომ მომეწონა biggrin


♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-09-19, 6:50 PM | შეტყობინება # 100
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 10
ერთი კვირის განმავლობაში ემი და ნატალი წამითაც არ შორდებოდნენ ერთმანეთს. საქორწინო სამზადისის ბოლო დეტალებს აზუსტებდნენ, მოსაწვევ ბარათებს აგზავნიდნენ, თაიგულებს არჩევდნენ და კიდევ ერთხელ ამოწმებდნენ მორთულობის დიზაინს. ემიმ გადაწყვიტა, რომ მისი საქორწინო კაბაც შეეცვალა, რადგან ერიკმა ის იმ კაბაში უკვე ნახა, მისი აზრით კი ეს ცუდის ნიშანი იყო. ცნობილი დიზაინერის, პეპე ბოტელას უახლესი კოლექციიდან შეარჩია კაბა, რომელიც წინანდელზე მეტადაც კი უხდებოდა. გოგონებმა ტურისტულ ბიუროშიც შეიარეს და ორი ბილეთი იყიდეს პრაღასა და პარიზში სამოგზაუროდ. მართალია ემი იქ ბევრჯერ იყო ნამყოფი, მაგრამ უნდოდა საყვარელ ადამიანთან ერთადაც სტუმრებოდა ამ ადგილებს. ემიმ ეს ხარჯები ერიკის პლასტიკური ბარათით დაფარა და ერთხელაც არ შეუწუხებია სინდისს. ჯვრისწერის შემდეგ ყველანი ერიკის სახლში გაემართებოდნენ ალა-ფურშეტზე. მენიუს შედგენას მისის ლილი ხელმძღვანელობდა. მომავალშიც ერიკის სახლში აპირებდნენ ცხოვრებას, ამიტომ ემიმ მისი ტანსაცმელების ნახევარი უკვე იქ გადაიტანა. ერთი სიტყვით ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც წესი მოითხოვს.
და აი, დადგა ქორწილის დღეც. ამ დღისთვის ემილის მშობლებიც ჩამოვიდნენ თავის კოლეგებთან ერთად. თითქმის ყველა სტუმარს უკვე დაეკავებინა ადგილი ეკლესიაში. მხოლოდ ჟურნალისტები ქმნიდნენ არეულობას. თითქმის ყველა ცნობილი და პოპულარული ტელევიზიის და ჟურნალის წარმომადგენლებს აქ მოეყარათ თავი. ეს ქორწილი ხომ მართლაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო. ყოველ დღე კი არ თხოვდება მსოფლიოში ცნობილი ქირურგების ქალიშვილი და „ემის სალონის“ ქსელის მეპატრონე ყველაზე სასურველ სასიძოზე და ასევე ცნობილ იურისტზე. სტუმრების სიაში იყვნენ ნიუ-იორკის ელიტაც.
ერიკი, თავის მეჯვარესთან ერთად საკურთხეველთან იდგა და ელოდა ყველაზე ლამაზ პატარძალს მთელს დედამიწის ზურგზე.

-მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია კეიტ ფოქსი. მე ახლა ვდგავარ ეკლესიის წინ და ველოდები უმშვენიერესი ემილი კისნერის გამოჩენას,-დაიწყო ჟურნალისტმა თავისი რეპორტაჟი, რომელიც ემილისა და ერიკის ქორწილს ეძღვნებოდა.-მანამდე კი, მოდით შევიჭყიტოთ ეკლესიაში და გადავათვალიეროთ, თუ ვის ხვდა წილად ბედნიერება- მოხვედრილიყო სტუმრების სიაში,-ახალგაზრდა გოგონას ენერგიულად მიჰყავდა რეპორტაჟი.-როგორც ჩანს, აქ არამარტო ნიუ-იორკის, არამედ რომის ელიტასაც მოუყრია თავი. მაგრამ ეს არცაა გასაკვირი, სწორედ რომში მოღვაწეობენ მსოფლიოში სახელგანთქმული ქირურგები__ დევიდ და ანიტა კისნერები. ასევე აქ არიან პრესის და ტელევიზიის წარმომადგენლებიც. სწორედ ახლა გამოჩნდნენ ემისა და ერიკის კოლეგებიც. ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ პატარძლის გამოჩენას დაველოდოთ.-კეიტმა რეპორტაჟის პირველი ნაწილი დაამთავრა და ოპერატორთან ერთად იმ თაღისკენ გადაინაცვლა, სადაც უნდა გაჩერებულიყო ემის ეტლი.

ემი და ნატალი კი უკვე გზაში იყვნენ. ემი ულამაზესად გამოიყურებოდა. ოქროს კულულები ლამაზად დაემაგრებინა კეფაზე სვაროვსკისა და მარგალიტის თვლებით გაწყობილი საჭერებით, რამდენიმე კი მხარზე ჩამოეყარა. კაბის კორსეტი კარგად იყო ტანზე მომდგარი და ხაზს უსვამდა ემის იდეალურ ფორმებს. წელთან სადა ქსოვილი იყო შემოხვეული, გვერდით დიდი ბაფთით იკვრებოდა, შემდეგ კი კაბა იშლებოდა და პატარა შლეიფით მთავრდებოდა. კაბა სადა, მაგრამ უძვირფასესი და ულამაზესი იყო, ექსკლუზიურად ემისთვის შექმნილი.
-ნატ, ძალიან ვღელავ. დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის?
-ასი პროცენტით, ემ, სულ ტყუილად ღელავ ძვირფასო. შენნაირი ქორწილი არავის არ ექნება.
-იმედია ნატ...

-და აი, როგორც იქნა გამოჩნდა პატარძლის ეტლიც.-ამ სიტყვებით კეიტმა რეპორტაჟი გაანახლა.-ეტლი გაჩერდა, კარი გაიღო და გამოჩნდა ემის მეჯვარე_ ნატალი რობერტსი, შემდეგ კი ნამდვილი დედოფალი და ხილული სასწაული_ ემილი კისნერი. მან მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ასევე ვხედავთ, რომ მას კაბის დიზაინერიც შეუცვლია და ბენჟამინ რობერტსის ნაცვლად პეპე ბოტელას კაბაშია გამოწყობილი. ასეთი ღვთიურად ლამაზი პატარძალი, მხოლოდ ერთეული თუ ახსოვს ისტორიას.


აი, გაისმა საქორწინო მარშიც და ეკლესიაში ფეხი შედგეს პატარა გოგო-ბიჭებმა, რომლებმაც კალათიდან ვარდის ფურცლები გადმოფანტეს, მათ მიჰყვება ნატალიც. სულ ბოლოს კი, ულამაზესი ემი მიაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, მის დანახვაზე მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელს სუნთქვა შეეკრა და შეშურდა საკურთხეველთან მდგომი ერიკ ტაილერის.

როგორც იქნა, ემილი ერიკის გვერდით დგას საკურთხეველთან, მათ კი გვერდს უმშვენებენ თავ-თავიანთი მეჯვარეები. აი, მღვდელმაც წარმოთქვა პირველი სიტყვები.
-ემილი კისნერ, ხართ თუ არა თანახმა ცოლად გაჰყვეთ ერიკ ტაილერს, იყოთ მისი ერთგული სიცოცხლის ბოლომდე და მასთან ერთად გაიზიაროთ ჭირი და ლხინი?-ეკითხება მღვდელი ემს.
-თანახმა ვარ,-უპასუხა სახეგაცისკროვნებულმა ემიმ და ერიკს თბილი მზერით შეხედა.
მღვდელმა ერიკსაც წაუკითხა საქორწინო ფიცი,-გოგონა აღფრთოვანებული განაგრძობდა რეპორტაჟს.-და ჩვენ, ყველანი ველოდებით მის თანხმობას, იმისთვის რომ მას და ემს გაბედნიერება მივულოცოთ. მაგრამ მოიცადეთ, რაშია საქმე? ერიკი დუმს. ემიმ მას შეშფოთებული თვალები მიაპყრო, ერიკმა კი მასთან ახლოს მდგარ ჟურნალისტს მიკროფონი გამოართვა, ალბათ უნდა ყველამ კარგად გაიგოს, თუ როგორ უყვარს თავისი საცოლე.
-არა, არ ვარ თანახმა. მე შენ არ მიყვარხარ, ემილი კისნერ, და არც არასდროს მყვარებიხარ!-ჰოი საოცრებავ, აი მსოფლიო სენსაციაც, კი მაგრამ რაშია საქმე? მოდით მეც ჩემს კოლეგებთან ერთად ერიკთან გადავინაცვლებ.-დიახ, თქვენ სწორად გაიგეთ. მე ემილი კი არა, ნატალი მიყვარს და სწორედ ის უნდა გახდეს ჩემი მეუღლე!-ღმერთო ჩემო! ერიკმა ნატალის ხელი ჩაჰკიდა და ისინი საქორწინო ეტლისკენ გაიქცნენ, ხალხის ნაკადი კი მათ გაედევნა, მაგრამ ისინი თვალის დახამხამებაში საქორწინო ეტლში ჩასხდნენ და ადგილს მოსწყდნენ.




ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: ორშაბათი, 2011-09-19, 7:45 PM | შეტყობინება # 101
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
Shen genacvaleeeee kiss chemo natuka da chemo eric kiss Tqven gaixaret! dzalian dzalian vixalise da dzalian momeowna es tavi,mikroponi rom gamoartva mahsinve mivxvdi,dzalian dzalian dzalian gamixarda,ra magaria!!!!!!!albat ese emociurad ar damitovebia komentari. Natali da Eric WOW! BRAVO! Sauketeso nabiji da Sauketeso gadawyvetileba! kiss

nat,shen agarafers vityvi!

momaval tavamde!



bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2011-09-19, 8:52 PM | შეტყობინება # 102

842
83  +
   ±
Offline
auffff, asec vicodi, ra degeneratia es eriki! natali ufro meti! angry angry tu ar uyvarda iqamde etqva, raga sakurtxeveltan unda mietovebinaaaaaaaaa angry sashinlad gavbrazdi naatt :(( emi ki sashinlad shemecodaaa : (( velodebi shemdeg tavs naatt da ar daagviano dzalian raa :*** kiss
Jack♥sparrow, niniiii, ra gagixardaaa?? surprised surprised biggrin biggrin

RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2011-09-19, 9:05 PM | შეტყობინება # 103

572
28  +
48  ±
   ±
Offline
aeeeeeeeeeeeee cry cry es ra dainaxa chemma tvalebma angry angry fuu aii asec vicodii raa angry angry natalis da ericis raa angry angry mokled natia dagaxchooooooooooob angry
angry


I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-09-19, 9:16 PM | შეტყობინება # 104
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Jack♥sparrow)
nat,shen agarafers vityvi! momaval tavamde!

martlac rom emociuri komenti iyo. magram tamos shevuertdebi da gkitxav, ra gagixarda gogo aa? qorwili ro chaushales im degeneratebma chemi emilikos iiis? biggrin
Quote (RoB-dOd)
auffff, asec vicodi, ra degeneratia es eriki! natali ufro meti!

getanxmebi chemo kargo kiss
Quote (RoB-dOd)
natalis da ericis raa

raa? biggrin
Quote (RoB-dOd)
mokled natia dagaxchooooooooooob

ee ra chemi bralia raa biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

T-MOMSENთარიღი: ორშაბათი, 2011-09-19, 10:28 PM | შეტყობინება # 105

266
15  +
30  ±
   ±
Offline
aseec vicodiiiiiiiiiiii vaimeeee movklaaaav oriveeeeeees dry biggrin kargi tavii kii iyooo maagraam m=nerveebi maqvs dawyvetazee biggrin

ძებნა: