საპნის ბუშტები
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-10-13, 0:28 AM | შეტყობინება # 137 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| mshvenieri tavebi iyo : )) ar gegonos nati rom sheni ertguli mkitxveli ar var sul sul vkitxulob ufro vigroveb da mere vkitxulob : )) momaval tavamde : ) P.S yochagh
| |
|
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-10-14, 0:09 AM | შეტყობინება # 141 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 15 -თქვენ რა... ემ, გთხოვთ არ თქვათ, რომ იმ სახლის ყიდვა გნებავთ. -ბეტი, თუ შეიძლება სახლი მაჩვენეთ. ბეატრისმა ერთი ამოიოხრა, შემდეგ კი ის და ემი მის მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუყვნენ. ემის რჩეული სახლი „ძვირადღირებული სახლების“ ჩაყოლებაზე ბოლო იყო. გოგონები უკვე სახლის წინ იდგნენ. ემი თვალს ვერ სწყვეტდა აქაურობას. -აბა, ახლაც გნებავთ სახლში შესვლა?-ცოტა არ იყოს ირონიულად გამოუვიდა ბეტის-კი მაგრა, თქვენი მეზობლები ხომ უბრალო, არაფრით გამორჩეული ხალხი იქნებიან. აი თუ პირველ სახლს იყიდით ხელოვნური ტბითა და გოლფის მოედნით, მაშინ კი... -ბეტი, მოდით მორჩით დანარჩენი სახლების ქებას და წამომყევით. ბეტი ამ სახლის მიმართ აშკარად უარყოფითად იყო განწყობილი. ის ხომ მართლაც არაფრით გამოირჩეოდა. წლების წინ ალბათ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა ამით. სულ რაღაც ორი სართულისა და სხვენისგან შედგებოდა. მართალია კარგი ნაშენი იყო, მაგრამ წლებს მაინც დაეტყო თავისი კვალი. მხოლოდ ერთადერთი პლიუსი ჰქონდა_ ულამაზესი ეზო. სახლი მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული, მის გარშემო კი პატარ-პატარა ყვავილები ყვაოდნენ. ეზოში იყო პატარა ბაღიც. ამხელა ტერიტორიაზე მხოლოდ მას ეტყობოდა სიცოცხლის ნიშანწყალი. ბეტიმ ღობის კარი ერთჯერადი ხელსახოცით გამოაღო, რომელმაც გულის გამაწვრილებლად დაიჭრიალა და გოგონები ეზოში შევიდნენ. ღობის კარიდან პარმაღამდე ქვის ლამაზი ბილიკი იყო, რომელსაც ოდნავ მოდებოდა ხავსი. -უკვე გადაიფიქრეთ თუ ჯერ სახლი დაგათვალიერებინოთ? -რა თქმა უნდა არ გადამიფიქრებია. შევიდეთ სახლში. სახლი ძველ სტილში იყო მოწყობილი. იქ შესვლისთანავე ემს ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს წარსულში მოგზაურობდა. სასტუმრო ოთახის კუთხეში ლამაზად ნაშენი ბუხარი იყო. მის წინ კი ორი ჩვეულებრივი და ერთიც სარწეველა სავარძელი იდგა. ავეჯს თეთრი ქსოვილი ჰქონდა გადაფარებული, მაგრამ უკვე იმდენად გაცრეცილიყო, რომ მის შიგნით ყველაფერი კარგად ჩანდა. ოთახში იყო ასევე ძველებური მრგვალი მაგიდა თავისი სკამებით, ფუმფულა დივანი, მის წინ კი პატარა ჟურნალების მაგიდა. ოთახის მეორე კუთხეში დიდი შავი როიალი იდგა, მასზე დალაგებული პატარა მოცეკვავე ფიგურებით. ემილის მათ დანახვაზე თავისი ბავშვობა გაახსენდა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის იმაზე უკეთ ცეკვავდა, ვიდრე დადიოდა. ყველა ელოდა, რომ თავის მომავალს ცეკვას დაუკავშირებდა, მაგრამ დიზაინის სიყვარულმა სძლია და პროფესიონალურ ცეკვას ორი წლის წინ დაანება თავი. ახლაც ყველაზე მეტად ის დრო ენატრებოდა, როცა სცენაზე იდგა და თავის სტიქიაში იყო. ძირითადად თეატრისა და ოპერის სცენებზე იდგა, ცეკვავდა მხოლოდ თავისთვის და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სადაცა იყო აფრინდებოდა. ახლაც მის წარმოსახვაში, როიალზე მდგარი ფიგურები ააცეკვა და თავი ბედნიერად იგრძნო. -გადავინაცვლოთ სამზარეულოში? -დიახ რა თქმა უნდა. სამზარეულოს კედლები იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, ვერც კი გაარჩევდი თავდაპირველად ისინი რა ფერით იყვნენ შემოსილნი. ფანჯრის ჩარჩოებიც მინის გარეშე დარჩენილიყო. აქაურობა სამზარეულოს მხოლოდ კედლის თაროებითა და კუთხის მაგიდით ჰგავდა. ემი დერეფანში გავიდა და ხის კიბეს აჰყვა. ბეტიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და თან ყოველ წუთს აცემინებდა მტვერის გამო. მეორე სართულზე სამი საძინებელი განეთავსებინათ თავისივე აბაზანებით. აქაურობა იმდენად მოუვლელი იყო, რომ ცხოვრება თითქმის არ შეიძლებოდა. პატარა კიბით ადიოდი სხვენშიც, რომელშიც ერთი საშუალო ზომის ოთახი იყო დაქანებული ჭერითა და მრგვალი ფანჯრით. ემს ეს ოთახი განსაკუთრებულად მოეწონა და გადაწყვიტა, რომ სწორედ ის უნდა გამხდარიყო მისი საძინებელი. -ბეატრის, თუ შეიძლება სახლის პატრონს დაუკავშირდით, პირადად მინდა გავესაუბრო. ბეტიმ თავისთვის ჩაიბურტყუნა რაღაც ახირებებიან ხალხზე და მობილური ტელეფონით თავის ოფისში დარეკა, საიდანაც ჯინასთან დააკავშირეს. -დიახ მისის, მეც მიკვირს................... არ ვიცი რატომ...................... თუ შეგიძლიათ მალე მოდით..................... კარგით გელოდებით. -მისის ჯინა რამოდენიმე მილის დაშორებით ცხოვრობს. გაგვიმართლა და ახლა აქ არის, სუპერმარკეტში გამოუვლია და მალე მოვა. მანამდე კი მოდით ქვევით ჩავიდეთ და იქ დაველოდოთ. გოგონებს დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებიათ. ათ წუთში სახლის წინ დიდი ჯიპი გაჩერდა. ემს გაუკვირდა აქ ყველა დიდი მანქანებით რატომ დადისო, მაგრამ ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია. -გამარჯობათ გოგონებო, როგორ გიკითხოთ? ეს თოჯინაა ამ სახლის მსურველი? -დიახ, მე გახლავართ-ემიმ მოხუცს თბილად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა-ემილი კისნერი. -მისის ჯინა, ემს თქვენი სახლი ძალიან მოეწონა და მთხოვა, რომ პირადად დაგლაპარაკებოდათ. -რა პრობლემაა შვილო. ეჰ, ამ სახლს უკვე 25წელია ვყიდი და ვერც ვიფიქრებდი თუ მსურველი ამდენი ხნის შემდეგ გამოჩნდებოდა. ემილი, დარწმუნებული ხარ, რომ ასეთ ადგილას გინდა ცხოვრება? მართალია აქ ყველაფერია, მაგრამ ქალაქიდან ხომ საკმაოდ შორსაა. სანამ ქალაქში შემოხვალ კი შეამჩნევდი რომ საკმაოდ დიდი ტყეა, ასევეა ქალაქის უკანაც და სახლის ესზოდანაც პირდაპირ ტყეში შედიხარ. ემიმ უბრალოდ გაუღიმა და უთხრა, რომ სწორედ ასეთი ადგილი სჭირდებოდა, ქალმა კი ლაპარაკი განაგრძო. -ამ სახლში რაც არის, შეგიძლია ყველაფერი გამოიყენო. არც სახლს დავადებ ძალიან მაღალ ფასს, მაგრამ ერთი პირობა უნდა მომცე: აუცილებლად უნდა მოუარო ბაღს. ამ სახლში მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით. ბაღიც მისი გაკეთებულია. ის მასში ყველაფერს დებდა და მისი სიკვდილის შემდეგაც სულ მოვდიოდი აქ ბაღის მისახედად. არ მინდა როდესმე ის ცუდ მდგომარეობაში ვნახო. -არანაირი პრობლემა არ არის ქალბატონო. -ძალიან კარგი. უკანა ეზოში დიდი აუზიცაა, მხოლოდ ქვით ნაშენი. ფარდულიც კარგადაა გამართული, სახლი კი ამით ვერ დაიკვეხნის. თითქმის ყველა ოთახში წყალი ჩამოდის, სასტუმრო ოთახის ფანჯრებს კი საკეტები არ აქვს და არ იხურება. ღამე კი ტყიდან ძაღლები ჩამოდიან და ღია ფანჯრებში ყოფნა არც თუ ისე სახარბიელოა. მხოლოდ სხვენის ოთახია შედარებით გამართული. -და ფასი? -რავიცი შვილო, ამ სახლში 500 000 $-ზე მეტს ვერ მოგთხოვ. -რაა?-აღშფოთდა ბეტი-თუ შეიძლება ერთი წუთით წამომყევით-მისის ჯინა მოშორებით გაიყვანა. -ჯინა, თქვემ იცით ეს გოგო ვინ არის? მისთვის ფულს მნიშვნელობა არ აქვს. წეღან 5 მილიონიან სახლზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ ზედმეტად მოეწონა. 800 000 $ მაინც უთხარით, თორემ ჩემი ოფისისმომსახურეობის საფასური ძალიან ცოტა იქნება. -მის, რომ ფასობდეს 800 000$-ად შეიძლება, მაგრამ უბრალოდ სირცხვილია ამ სახლში ნახევარ მილიონზე მეტის გამორთმევა. მისის ჯინამ გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა, ემიმ კი მადლობის ნიშნად ჩეკში 600 00 $ ჩაწერა, მისის ჯინამ მას სახლის გასაღები გადასცა და წავიდა. გოგონებიც დიდხანს აღარ დარჩენილან, ბეტის ჯიპში ჩასხდნენ და ქალაქში დაბრუნდნენ.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: კვირა, 2011-10-16, 3:29 PM | შეტყობინება # 143 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| ვაიმე! ისეთი კარგი და ისეთი საყავრელი და ისეთი თბილი და ისეთი .... თავი იყო,რომ აი მართლა ძალიან ძალიან მომეწონა. როგორ მიყვარს ძველი სახლები,ძველი ავეჯი,ბუხარი,ძველი სარწეველა სკამი,ადამიანს წარსულში,სიმყუდროვეში რომ აბრუნებს.რა მშვენიერია! თან რომ შეხედავ სურათზეც ისეთი საყვარელია,ისეთი მარტო,მაგრამ თბილი,რომ არ შეიძლება არ შეგიყვარდეს.სად ერთი პატარა გოგო გრანდიოზულ სახლში მარტო,რომ იცხოვრებს და სად პატარა მყუდრო გემრიელ სახლში,სადაც შეგეძლება საღამოობით აივანზე იოცნებო,წვიმას უყურო ფანჯრიდან მყუდროდ,ცივ სუსხიან ღამეს ბუხართან მოკალათდე და მზიან ლამაზ დღეს ბაღში საქმიანობით შეეგებო. ძალიან მაგარია! და ძალიან მაგარი ხარ,ნატუკა!
მიყვარხარ!!!!!!
| |
|
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-10-18, 0:52 AM | შეტყობინება # 147 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (ucnobiucnobi2) naxevari milioni am saxlistvis ? sasaciloa rom mqondes mec mivcemdi aset saxlshi naxevar milions sad daxarjos agar icis am gogom da me ra, daxarjos da iyos Quote (ucnobiucnobi2) shemdeg tavamde shemdegi tavi samwuxarod ar vici rodistvis iqneba, am kvirashi titqmis yovel dge sakontroloebi maqvs da isedac otxe adre ver movdivar saxlshi vecdebi iqneb paraskevamde davdo. miyvarxaart
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2011-10-22, 3:58 PM | შეტყობინება # 148 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 16 ემიმ სააგენტოში ყველა საჭირო დოკუმენტი შეავსო, ათასგვარ საბუთს მოაწერა ხელი და როგორც იქნა, ის სახლი უკვე ყვალანაირად მას ეკუთვნოდა. სააგენტოდან მალევე წამოვიდა. ათასი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, დიზაინერები უნდა დაექირავებინა, ეშოვა კარგი მშენებლები და თავადაც შეედგინა გეგმა, თუ რომელ ოთახში რისი გაკეთება სურდა. მიკასა და ვიკოსთვისაც უნდა ეცნობებინა თავისი გადაწყვეტილება და დროებით სალონისთვის ვინმე მოეძებნა, რომ გოგოების ჩამოსვლამდე დაკეტილი არ ყოფილიყო. ემი ბედნიერი იყო დღევანდელი დღით. ჰქონდა კიდეც ამის მიზეზი: პირველი ის, რომ ზუსტად ისეთი სახლი იპოვა, როგორსაც ეძებდა და მეორე ის, რომ უამრავი საქმე გამოუჩნდა და ფიქრის დრო აღარ რჩებოდა. მართალია, ბეტიმ კი უთხრა კიდევ კარგად დაფიქრდით სანამ ყველა საბუთს ხელს მოაწერდეთ, გაფრთხილებთ თქვენი მეზობელი ცოტათი უცნაური ოჯახი იქნებაო, მაგრამ ემიმ ყურადღება არ მიაქცია და თანდათან უფრო რწმუნდებოდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. სააგენტოდან პირდაპირ სამსახურში მივიდა. უკვე შუა დღე იყო და სალონი ჯერ კიდევ არ გაეხსნა. ავტოსადგომზე უკვე ელოდნენ შავ ფურგონში ფოტოკამერებით ჩასაფრებული პაპარაცები. ემიმ მათ დანახვაზე ერთი კი ამოიოხრა, მაგრამ შემდეგ მზის სათვალე მოირგო, ჩანთა ცალ მხარზე გადაიკიდა და ამაყად გადმოვიდა მანქანიდან. მაშინვე გაისმა ფოტოკამერების ჩხიკინის ხმა და არც მიკროფონმომარჯვებულმა ჟურნალისტებმა დაიზარეს მასთან მისვლა. -ემილი, რას გვეტყვით თქვენი არშემდგარი ქორწილის შესახებ?- ეკითხებოდა ახალგაზრდა გოგონა. -ემ, ხალხს აინტერესებს თუ მოელოდით ამას? -ემილი, კიდევ ხართ თუ არა დეპრესიაში? ან რამდენი დღე გაგრძელდა ის?-ჟურნალისტები ერთმანეთს კითხვის დასმას არ აცლიდნენ, ემი კი სალონამდე მიღწევას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ყველასთვის გულწრფელი პასუხი გაეცა, იქნებ ამ გზით მაინც ჩამოეშორებინა. შეჩერდა, მზის სათვალე მოიხსნა და ნახევარ წამში უკვე ყველა მიკროფონი მისკენ იყო მიმართული და გაშეშებული. -ძალიან გთხოვთ თვალები კარგად გაახილეთ და ისე შემომხედეთ,-თქვა ემიმ.-მგონი არც თვალები მაქვს დასიებული და არც საავადმყოფოში მოვხვედრილვარ თვითმკვლელობის მცდელობით და საერთოდაც, არავის გამო არ ღირს ცრემლების ღვრა. მე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა კი თუ შეიძლება ცხოვრების მშვიდად გაგრძელების საშუალება მომეცით. ვინ იცის, თუ თავს არ მომაბეზრებთ იქნებ პრეს-კონფერენციაც გავმართო და თქვენს ყველა კითხვას ვუპასუხო.-ემიმ ჩათვალა, რომ ამით დროებით მაინც მოიცილებდა ჟურნალისტებს და სწორიც აღმოჩნდა. ისინი უბრალოდ თავ-თავიანთ მანქანებში ჩასხდნენ და ავტოსადგომის ტერიტორიას მოშორდნენ. ემილი ხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ დროებით ჩამოაშორებდა მათ, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც კარგი იყო. ემი მშვიდად მივიდა სალონამდე, შემდეგ ყავა დაისხა და მიკას სამუშაო მაგიდას მიუჯდა. იქ უამრავი მნიშვნელოვანი ქაღალდი იყო, რაც ემის ჯოჯოხეთს წარმოადგენდა. ის ბევრს ეცადა, მაგრამ საბუთებს ვერაფერი გაუგო და შეეშვა. გადაწყვიტა, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ რამოდენიმე დღე საბუთებს არ მოაწესრიგებდა და მიკასა და ვიკოს დაუტოვებდა ყველაფერს. მათ გახსენებაზე ისიც გაახსენდა, მიწერას რომ აპირებდა და სასწრაფოდ აკრიფა ტექსტი, რომლითაც გოგონებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებდა და კარგ დასვენებას უსურვებდა. გაგზავნის შემდეგ ფოსტა გადაამოწმა, ბოლოს კი სოციალურ ქსელზეც შეიხედა, სადაც თავისი ერთ-ერთი მეგობრის წერილი დახვდა. ჯესიკა დღეს, საღამოს ათზე თავის სახლში გამართულ წვეულებაზე ეპატიჟებოდა და უარის შემთხვევას საერთოდ არ განიხილავდა. ემი გაამხიარულა მეგობრის შეტყობინებამ და გადაწყვიტა, რომ წასულიყო. ერთი დღით გვიან თუ დაიწყებდა სახლის გარემონტებას არაფერი დაშავდებოდა. როდესაც კაბის და აქსესუარების შერჩევას მორჩა, სალონში შეიარა და თმები გაისწორა. რამოდენიმე საათში კი უკვე ჯესიკას სახლის პარმაღზე იდგა და ზარს რეკავდა. კარი ჯესიკამ გაუღო, რომელიც უკვე საკმაოდ ნასვამი იყო და ემი დაინახა თუ არა, კისერზე ჩამოეკიდა. -ეემ, ჩემო დაიკოოო...... როგორ გამიხარდა რომ მოხვედი. წამოდი, ბავშვებს გაგაცნობ.-ჯესიკამ ემი თინეიჯერების ჯგუფთან მიიყვანა. -ბავშვებო, გაიცანით__ ემილი კისნერი! -გამარჯობა, ემ, სასიამოვნოა შენი გაცნობა. მე ნათანი ვარ.-ხელზე ამბორით მიესალმა ერთი სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი. ხმამაღალი მუსიკა, ხმაური, სასმელი და კლუბური გარემო__აი, რა გამოდგა ჯესიკას „წვეულება“. ყველაფერი კარგად იყო, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ რამოდენიმე გოგონამ ემის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა მისი ქორწილის გამო, რამაც ემი გააღიზიანა. ვისკის დასხმას აპირებდა, რომ უცნობი გოგონა მიუახლოვდა და გაუღიმა. -გამარჯობა, მე კიარა ვარ. -სასიამოცნოა.-მიესალმა ემიც, მაგრამ აღარ წარუდგა, იმიტომ რომ დარწმუნებული იყო უკვე ეცოდინებოდა ვისაც ელაპარაკებოდა. -შენ არ წარმიდგები ვინ ხარ? მაგრამ თუმცა რა საჭიროა! შენ ხომ ყველა გიცნობს__მდიდარი მშობლების განებივრებული თოჯინა. სულ მალე შენი მამიკო მდიდარ ქმარსაც გიყიდდა და ზღაპრის იმ ბოლო ფრაზას ჩაგაგონებდა, როცა ტკბილად და ბედნიერად უნდა გეცხოვრათ სამუდამოდ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა შენი ზღაპარი სხვანაირად დასრულდა. მეზღაპრე გაბოროტდა და მდიდარი საქმრო წაგართვა, მაგრამ სამაგიეროდ პოპულარობა გაგიორმაგა. ისეც არასდროს გაკლდა, მაგრამ ასეთი დოზითაც არასდროს გქონია. ზოგს როგორ უმართლებს, რაღაცას კარგავს და მაშინვე ახალს პოულობს. ერიკიც ასეა. სწორედ შენს გამო მიმატოვა, შემდეგ კი შენ მიგატოვა შენი დაქალის გამო, მაგრამ მერწმუნე, მისი ჯერიც მალე მოვა. მაგრამ შენ ჩემგან განსხვავებით ერიკს არ იმსახურებდი, იმიტომ რომ ის მამიკომ გიყიდა თავისი ფულით.-თქვა შავთმიანმა გოგომ და ირონიულად ჩაიცინა.-ახლა ვის ყიდვას აპირებ მამიკოს ფულებით? კიდევ ვინმეს ხომ არ წაართმევ შეყვარებულს იმისთვის, რომ შემდეგ დაქალმა წაგართვას?-ამბობდა და თან იცინოდა გოგონა, მაგრამ უცბად ლოყაზე მწვავე ტკივილი იგრძნო. ემიმ მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და არამკითხეს სილა გააწნა. შემდეგ კი თავის ჩანთას ხელი დაავლო, კარი გაიჯახუნა და ეზოში ხმამაღლა დაიყვირა: _ჯანდაბამდეც გზა გქონიათ! შემდეგ მშვიდად ჩაჯდა მანქანაში, დაქოქა და სახლში წავიდა. უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რაც უნდა გაეკეთებინა. მანქანა სახლის წინ გააჩერა, სწრაფად შევიდა შიგნით და საძინებელს მიაშურა. დიდი კარადიდან ჩემოდანი გადმოიღო, საწოლზე დადო და ერთი ხელის მოსმით ჩაყარა შიგნით თავისი ტანსაცმელი. ჯერ მხოლოდ ზაფხულისა და ძალიან ცოტა შემოდგომის ტანსაცმელი ჩაალაგა, დანარჩენის წაღება კი შემდეგისთვის გადადო. ყველაფერი აუცილებელი ჩემოდანში ჩადო და ბოლოს დიდი წვალების შედეგად მოახერხა მისი შეკვრა. ხელჩანთა გახსნა და შიგ პარფიუმერია, მუსიკების დისკები და აიპოდი ჩადო. გზაში მანქანის მაგნიტოფონით აპირებდა სარგებლობას. როცა უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა, გადაწყვიტა შესაფერისადაც ჩაეცვა. ერთი შედარებით ძველი__რამდენიმე კვირის წინ ნაყიდი ჯინსის კაბა და ყვავილებიანი, ცისფერი მოდური ბოტები ჩაიცვა. თმა ჯერ კიდევ კარგად ჰქონდა გასწორებული. ბოლოს სარკეში თავის ანარეკლს თვალი ჩაუკრა და ჩემოდნისა და ხელჩანთის თანხლებით დაბლა დაეშვა. ჩემოდანი თავისი სპორტული მანქანის საბარგულში წვალებით ჩადო, შემდეგ კი რადგანაც წვიმას აპირებდა მანქანას სახურავი გადმოაფარა. გარემოს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა, „linkin park”-ის დისკი ჩართო და მანქანის ძრავა ააღმუვლა.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2011-10-22, 10:07 PM | შეტყობინება # 150 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (T-MOMSEN) bolooos gamiswordaa im gogos rooom gaartyaaa mec gamiswordaa Quote (T-MOMSEN) ertiii suliii maaaqvss momdevnoooo taavs rodis daadeeb )) skolis gamo vichedebi xolme dzalian da zustad ar vici, magram tu movaxerxe xval sheidzleba davdoo
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|