ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-10-22, 11:09 PM | შეტყობინება # 151

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Linkin park biggrin
Au saYvarLobaa ..If if me alBat MiVaklaVdi iM sWerVa gogos angry


I Hate This FuCkinG Life <3

Jack♥sparrowთარიღი: კვირა, 2011-10-23, 11:23 AM | შეტყობინება # 152
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ჰაჰაჰა ! მომწონხარ ემილი,ესე არ ჯობია,ტყუილი ცრემლების ღვრა,დეპრესია,მიდი ეხლა ისღა დაგრჩენია ახალ სახლში გაქუსლო smile კიარა კიარა biggrin ესეც ერიკის ,,მსხვერპლი'' აღმოჩნდა? biggrin ისე,რომ დავფიქრდეთ,ემილიმ თვითონ გაიმაიმუნა თავისი თავი,როდესაც ამდენი საეჭვო მომენტის შემდეგ მაინც სჯეროდა ერიკის biggrin ან უბრალოდ თავს არწმუნებდა,თავს აიძულებდა დაეჯერებინა biggrin biggrin

ასე მგონია,შემდეგი თავიდან არა მარტო ემილის ცხოვრების,არამედ მთელი ფიკის ახალი ეტაპიც იწყება,შეიძლება ვცდები,მაგრამ ,,ასეთი სუნი მცემს''. cry

აუ ნატუკა ძალიან საყვარელი გოგო ხარ და მართლა ძალიან მახარებ ხოლმე,ახალ თავს რომ ვხედავ აქ smile smile smile smile



♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2011-10-23, 10:27 PM | შეტყობინება # 153
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (RoB-dOd)
If if me alBat MiVaklaVdi iM sWerVa gogos

biggrin biggrin biggrin
Quote (Jack♥sparrow)
ან უბრალოდ თავს არწმუნებდა,თავს აიძულებდა დაეჯერებინა

namdvilaad. aba rogori dasajerebelia sheni ori yvelaze dzvirfasi adamiani rom giyalatebs biggrin
Quote (Jack♥sparrow)
ასე მგონია,შემდეგი თავიდან არა მარტო ემილის ცხოვრების,არამედ მთელი ფიკის ახალი ეტაპიც იწყება,შეიძლება ვცდები,მაგრამ ,,ასეთი სუნი მცემს''.

vnaxot vnaxooot biggrin
Quote (Jack♥sparrow)
აუ ნატუკა ძალიან საყვარელი გოგო ხარ და მართლა ძალიან მახარებ ხოლმე,ახალ თავს რომ ვხედავ აქ

didi madloba chemo kargooo kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2011-10-31, 7:00 PM | შეტყობინება # 154
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ეეეჰ :((((( როგორ მწყინს, რომ ასე დამაგვიანდა ამ ნაწარმოეების წაკითხვა მაგრამ იმდენი სასწავლი მაქვს რო არაფრისთვის არ მრჩება დრო. ხვალისთვის რატომღაც არ მაქვს ბევრი სასწავლი ამიტომაც დავიწყე კითხვა და ერთი ამოსუნთქვით ბოლომდე ჩავედი. მინდა გითხრა რომ შესანიშნავი ფიკია, ყველაფერი ძალიან მომწონს. ჩემი აზრით ემილის ბრალია რაც დაემართა ისეთი კეთილია რომ ვერც კი წარმოიდგენდა საუკეთესო დაქალი ასეთ რამეს თუ გაუკეთებდა . მიხარია რომ მის ცხოვრებაში ახლი ეტაპი იწყება იმედია სხვა ადამიანს შეხვდება რომელთანაც ბედნიერი იქნება. ნათ უმაგრესად წერ ყოჩაღ ასე განაგრძე იმედია ახალი თავი მალე იქნება


♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-10-31, 7:42 PM | შეტყობინება # 155
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
★Gvanca★, gvaanc, rogor gamaxaraa shenma gamochenam am fikis temashiic happy happy happy mesmis sheni, verc me vaxerxeb xshirad weras gadatvirtuli grafikis gamoo. mixaria rom mogewonaa love axalii tavi ukve betastanaa da rogorc ki gamomigzavnis davdeeb mashiinvee kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-10-31, 10:43 PM | შეტყობინება # 156
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 17
ემილი წინასწარ ტკბებოდა, როცა წარმოიდგენდა, რომ დღეის შემდეგ მშვიდი ცხოვრება ელოდა. მიდიოდა და ფიქრობდა, თუ რა შესანიშნავად გაატარებდა დროს. მაგრამ ის აწუხებდა, რომ დღევანდელი დღის გატარება ასეთ მიუხედავ სახლში მოუწევდა. აუცილებლად სწრაფად უნდა დაეწყო ზრუნვა თავის ახალ საცხოვრებელზე და თავისი სტილი შეეტანა ამ ძველ, მაგრამ საოცარ სახლში.
მანქანის საქარე მინაზე წვიმის პირველი წვეთი აცეკვდა, შემდეგ კი მას „მოცეკვავეების“ ნამდვილი ჯგუფი შეუერთდა. ემის ცოტა არ იყოს ხასიათი გაუფუჭა წვიმკამ, მაგრამ მაინც შეეცადა აღტკინებული განწყობის შენარჩუნებას. გზაზეც ნისლი ჩამოწვა და ემი იძულებული გახდა სიჩქარისთვის დაეკლო. სიარული უკვე საკმაოდ გაჭირდა. ემს გუნება თანდათან უფუჭდებოდა, უნდოდა რაც შეიძლება მალე მისულიყო სახლში, გახვეულიყო ფუმფულა ხალათში და თბილი ჩაი დაელია. მართალია სულაც არ სციოდა, მაგრამ ამინდი ასეთ ხასიათზე აყენებდა. ემილიმ შეამჩნია, რომ მანქანის სიჩქარემ უკიდურეს ნიშნულამდე დაიკლო, შემდეგ ძრავამ ერთი ამოიღმუვლა და გაჩერდა. ემილი არ ნებდებოდა, ცდილობდა დაქოქვას, მაგრამ ძრავა საცოდავად ამოიღმუვლებდა და მაშინვე ქვრებოდა. მან საჭეს მუშტები დასცხო, უკანასკნელად მიაჭირა ფეხი გაზის პედალს, მაგრამ ამაოდ.
-ასე ხომ?! კაი, შენს გარეშეც მოვახერხებ რამეს!-ემიმ მანქანას დაუწყო ლაპარაკი, ეს კი სულაც არ იყო კარგის ნიშანი. შემდეგ კარი გააღო გადმოსასვლელად და მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, რომ მისი „ტკინის მეგობარი“ გზის სავალი ნაწილიდან ცოტათი გადასულიყო, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მანქანა საცოდავად გაჭედილიყო ტალახში. როგორც ჩანს ემის უშედეგო მცდელობას, რომ მანქანა დაექოქა უარესად უმოქმედია და მანქანის ბორბლები ახლაც განაგრძობდნენ გზას ქვემოთ და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდნენ ტალახში.
-ჯანდაბა! მეგობარი კი არა მოღალატე ხარ! რა გინდოდა ამ ტალახში?-ემს აშკარად ეტყობოდა ისტერიკისა და ნევროზის ნიშნები.
მან როგორღაც მოახერხა და გზის სავალ ნაწილზე დაუსვრელად გადააღწია, ჩანთაც ადვილად გადაიტანა, მაგრამ ჩემოდნის გადატანაზე კი საკმაოდ გაწვალდა.
როგორც იქნა ემილიმ ავტობანზე მთელი თავი ბარგი გადმოიტანა და გადაწყვიტა, რომ პირველივე გამვლელი მანქანა გაეჩერებინა და დახმარება ეთხოვა. გორგოლაჭებიან ჩემოდანს მიარიხინებდა და ცდილობდა სადმე რაიმე პუნქტი ეპოვა და გაერკვია ზუსტად სად იყო. მაგრამ საგზაო ნიშნების გარდა არაფერიც არ ჩანდა. მობილური ტელეფონი დამჯდარიყო და გამორთულიყო. ემი სადაც იყო აფეთქდებოდა, მით უმეტეს, რომ წვიმა უფრო და უფრო იმატებდა. ემს საგანგებოდ გასწორებული თმაც დაეშალა და მაკიაჟიც გაუფუჭდა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ასე სიარულს აზრი აღარ ჰქონდა, თან ნისლიც იფანტებოდა და შეუძლებელი იყო, რომ ერთ გამვლელ მანქანას მაინც არ შეემჩნია და დახმარება არ შეეთავაზებინა.
ემილის უკვე საკმაოდ სციოდა და ფეხებს ნერვიულად აბაკუნებდა, მაგრამ ჯერ არავინ ჩანდა.
მაგრამ აი, გამოანათა ორმა ნათელმა შუქმა, მის უკან კი დიდი ჯიპიც გამოჩნდა. ემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ხელი განზე გაიშვირა და ცერა თითი ზემოთ აღმართა. შორიდან რომ დაგენახათ ავტოსტოპით მოგზაური გეგონებოდათ. ჯიპი ემს გასცდა, მაგრამ შემდეგ უცბად დაამუხრუჭა და ნელი სვლით დაიხია უკან. შავი მინა უხმაუროდ ჩასრიალდა და სალონიდან ორმოცდაათს გადაცილებულმა მოხუცმა გამოიხედა, ემის დანახვაზე კი გაიღიმა და ულვაშზე ხელი მოისვა.
-გამარჯობა ლამაზო. ხომ არ გაგვესეირნა?-ამ სიტყვების გაგონებისთანავე ემის გაბრწყინებული სახე მოექუფრა და კაცს ანიშნა რომ წასულიყო, მაგრამ რადგან ის ისევ გაღიმებული უყურებდა დაუყვირა გაიარეო.
-ოჰო, ეს რა ბრაზიანი ფისუნია ყოფილა!
-გაიარეთქო ვერ გაიგე? დროზე!
არც შემდეგ სამ მანქანას დაუგვიანია, მაგრამ მათი შემოთავაზებების გამო ემი ყველას ჯანდაბაში გზავნიდა. ბოლოს გაბრაზებულმა, დაღლილმა და შეციებულმა ჩემოდანი ძირს დააწვინა, ზედ დაჯდა და თავი მუხლებზე იდაყვებ დაყრდნობილ ხელებში ჩარგო.
სიბნელეს კვლავ გამოეყო ორი მანათობელი წერტილი, მაგრამ ეს წინამორბედებისგან განსხვავებით უბრალო, გახუნებული წითელი ფერის პიკაპი იყო. მძღოლმა მანქანა ემილის წინ გააჩერა და ფანჯრის მინის ჩაწევის ნაცვლად პირდაპირ ემის მხარეს მდებარე კარი გააღო. ის იყო პირი გააღო რაღაცის სათქმელად, რომ ემი წამოდგა და მიმართა.
-მომისმინე და პირღია ნუ მიყურებ! უკვე ორი საათია აქ ვზივარ, გავიყინე, საშინლად დავსველდი და სხვა თუ არაფერი, თმა დამეშალა და მაკიაჟი გამიფუჭდა. გირჩევ არაფერი თქვა და პირდაპირ წაეთრიო აქედან, სანამ შენ არ აგინაზღაურე ის, რაც შენს წინამორბედებს დავაკელი. და სხვათაშორის, თუ „ტოიოტა პრადოს“ მძღოლს არ გავყევი, მით უმეტეს არ ჩავჯდები ამ ჯართის გროვაში!-ემი თანდათან ხმას უწევდა, ბოლოს კი დასრულების ნიშნად ღრმად ამოისუნთქა.
-ახლა კი შენ მომისმინე ქალბატონო-პირველად ამოიღო ხმა ძალიან სიმპატიურმა მწვანეთვალებამ, რომელიც ემილიზე ორი-სამი წლით თუ იქნებოდა უფროსი-მინდოდა მეთქვა, რომ „წარსულის სამეფოში“ მივდივარ და გზად გაგიყოლებთქო, მაგრამ რადგანაც არ გინდა, კი ბატონო, იდექი ასე წიწილასავით აწურული ამ თავსხმაში-ის იყო ბიჭს კარი უნდა მიეხურა, რომ ემიმ ხელით დაიჭირა და ჰკითხა:
-რაო რა თქვი სად მივდივარო?
-„წარსულის სამეფოში“. გზის ბოლოს, რამოდენიმე მილში არის ასეთი პატარა ქალაქი...
-ვიცი. მეც მანდ მივდივარ, უფრო სწორად კი მივდიოდი. თუ შეიძლება ჩემოდანი საბარგულში ჩამადებინე რა.
-რაა?-გაოცდა ბიჭი.
-რა და მოგყვები-გაუღიმა ემიმ-შენ თვითონ არ შემომთავაზე?
-მე გითხარი, რომ შემოგთავაზებდი. მაგრამ შენ ხომ ამ „ჯართის გროვაში“ არ ჩაჯდები-ირონიულად მიუგო მწვანეთვალებამ.
-კი მაგრამ...
-ოჰ კარგი ხო, ნუ წუწუნებ. შენი აზრით ასეთ წვიმაში დაგტოვებ?
ბიჭმა ჩემოდანი პიკაპის საბარგულში შედო, რომელსაც წვიმისგან დასაცავად სპეციალური ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული, შემდეგ კი საჭესთან დაბრუნდა. ემი უკვე მის გვერდით სავარძელზე მოკალათებულიყო, ფეხი ფეხზე გადაედო და თითებს მოუთმენლად ათამაშებდა.
-ჯეკსონი-ხელი გაუწოდა ბიჭმა.
-ემილი-მის ხელს ხელი შეაგება ემმაც.
ამის შემდეგ არც ერთს ხმა აღარ ამოუღია, ემი ფანჯარაში იყურებოდა, ჯეკი კი დროდადრო ინტერესიან მზერას შეავლებდა ხოლმე მას.
-უკვე შემოვედით ქალაქში და შენი სახლი რომელია?
-ბოლო-გაუღიმა ემიმ.
-ქალაქის ბოლოში?-გაუკვირდა ჯეკსონს.
-მმ... სიმართლე გითხრა არ ვიცი. აგენტმა პირველი სახლიდან მოყოლებული ყველა მანახა და მითხრა ეს ბოლოაო.
-აჰამ, გასაგებია. ანუ ძვირადღირებული სახლების ბოლო სახლი. მოკლედ რომ ვთქვათ ჩემი მეზობელი ხარ.
-ჰმ, გაცნობაც ასეთი უნდოდა!-გაიცინეს ერთდროულად.
ემის სახლთან მალევე მივიდნენ. კიდევ წვიმდა, მაგრამ მთლად ისეთი თავსხმა აღარ იყო, როგორიც წეღან. ჯეკსონმა ემის ჩემოდანი საბარგულიდან ჩამოიღო და სახლის კარამდე მიატანინა.
-არა, მაინც რამ გაყიდინა ეს სახლი?
-მჭირდება. ეს სახლი ძალიან მჭირდება და უკვე მიყვარს.
-ვერ მივხვდი, მაგრამ არაუშავს. მაშინ წარმატებებს გისურვებ და რაც მთავარია ამ ღამის მშვიდობიან გატარებას მაგ სახლში.
-ეს რა, აუცილებლად მესაჭიროება?-გახუმრება სცადა ემიმ, მაგრამ ბიჭის ნათქვამმა შეაცბუნა.
-მერედა რომ იცოდე როგორ-გაუცინა ბიჭმა, შემდეგ კი მანქანისკენ გაემართა.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: ორშაბათი, 2011-10-31, 11:19 PM | შეტყობინება # 157
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
raaaooooo? ra xdeba im saxlshi ar damimalo natuka tore gavbrazdebi biggrin axla ar mitxra sulebi legendebi da mitebio. mwvanetvaleba omewona , magram am dashinebis mere game emilistan darcheniliyo,ar awyenda arcerts wink aba pirveli game marto xo ar iqneba emi?iqneb sulebi,qajebi da kacunebia saxlshi? biggrin biggrin au aq ragaca ambavi aiweva biggrin da es bichi sheuvardeba da daidzaxebs ,,movdivar gijoo,gishveli! ''' biggrin kai es bolo chemi pantaziis nayopia (blush)

moutmenlad veli shemdeg tavs!!!



♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-11-01, 0:23 AM | შეტყობინება # 158
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Jack♥sparrow)
da es bichi sheuvardeba da daidzaxebs ,,movdivar gijoo,gishveli! '''

lol vaiii lol
Quote (Jack♥sparrow)
moutmenlad veli shemdeg tavs!!!

amis garda erti tavi maqvs marto dawerili, magram ar amikrefia jeer, skolisgan var gadamwvarii da vecdebi amden xans agar davigviano kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2011-11-01, 10:10 PM | შეტყობინება # 159

572
28  +
48  ±
   ±
Offline
anci emili angry mara mainc sayvarelii... dry
Ohoo es Bijii Mevasaaaaa


I Hate This FuCkinG Life <3

★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2011-11-02, 2:43 PM | შეტყობინება # 160
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ძაან მაგარი თავი იყო ემი ძალიან საყვარელია . ჯექსონი მომეწონა ასე მგონია ის გახდება ემილის რჩეული happy happy . ძალიან დამაინტერესა იმ სახლში ასეთი რა ხდება . ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე იქნება smile smile

Quote (Jack♥sparrow)
,,movdivar gijoo,gishveli! '''

აუ ამაზე მევრი ვიცინე მაგარი იყო lol lol lol



T-MOMSENთარიღი: ოთხშაბათი, 2011-11-02, 7:54 PM | შეტყობინება # 161

266
15  +
30  ±
   ±
Offline
ნანატრიი ახაალიიი თავიიიი happy ვაიმეე მეე ჯეკსონიი უკვეე მომწოოონს დაა ემილიმ დაა ჯეკსონმა უნდა იცხოვროონ დიდხაანს და ბედნიერაად biggrin ეეს არიიის ჩემი კომენტარიიიი... biggrin მომდევნოო თავამდეეე ))


Jack♥sparrowთარიღი: სამშაბათი, 2011-11-08, 9:48 PM | შეტყობინება # 162
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
????????????????????? ra xdeba? axali tavi ar daideba natuka???


♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-11-09, 1:07 AM | შეტყობინება # 163
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
RoB-dOd, ★Gvanca★, T-MOMSEN, gogoeboooo madloooobt love
Jack♥sparrow, kii niin, magram ar vici rodiis, imedia am kvirashi movaxerxeeeb, komptan dajdomasac vegar vaswreb, akrefas ki ara sad nu ro movkvde avkrifav am kvirashiii kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 1:45 AM | შეტყობინება # 164
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 18
ემი გააოცა ჯეკსონის ასეთმა პასუხმა, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალო ხუმრობად ჩათვალა. განა რა უნდა მოხდეს ისეთი ამ სახლში, რომ ბიჭმა მშვიდობიანი ღამე უსურვა?! რა თქმა უნდა არც არაფერი, ალბათ უბრალოდ ჯეკსონს მისი შეშინება უნდოდა. არა არა, ნამდვილად ასე იქნება. ემილიმ შენიშნა, რომ საკუთარი თავის დარწმუნება არც თუ ისე სახარბიელო რამის მანიშნებელი იყო, შემდეგ კი ისიც შეამჩნია, რომ ჯერ კიდევ პარმაღზე იდგა და გზას გაჰყურებდა. ჩანთიდან გასაღებების ასხმა ამოიღო, ყველაზე ძველებური, დიდი და უცნაური გასაღები საკეტს მოარგო, სახელური ჩამოსწია, კარი შეაღო, მარჯვენა ფეხით შეაბიჯა ოთახში და ჩუმად, თითქოს სიმყუდროვის დარღვევა არ უნდაო ისე დაიჩურჩულა: „ემილი, შენ უკვე შენს სახლში ხარ!“
შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა იქაური ჰაერი, სახლის კარი დაკეტა, ჩემოდანი იქვე დატოვა და გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინა უკვე საკუთარი სახლი. პირველ რიგში სასტუმრო ოთახში შევიდა. ეს ოთახი პირველივე ნახვისას განსაკუთრებულად მოეწონა, თითქოს წარსულში მოგზაურობდა. კუთხეში ეულად მდგარ როიალს თავსახური ახადა და რამოდენიმე კლავიშს ნაზად შეეხო. მკვდარი სიჩუმე ჰარმონიულად მჟღერადმა ბგერებმა გაფანტეს. ემილის სახეზე ღიმილი გადაეფინა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს სახლი მისთვის იყო შექმნილი და ამდენი ხანი ელოდა. სასტუმრო ოთახიდან გამოვიდა და დერეფანს გაუყვა. შეამჩნია, რომ საკუჭნაო ოთახის გვერდით კიდევ ერთი კარი იყო, რომლის შესახებაც ბეტის არც არაფერი უთქვამს და მით უმეტეს არ უჩვენებია. კარი გააღო და სასიამოვნოდ გაოცდა. თურმე ეს უკანა კარი იყო, რომლიდანაც ღია აივანზე გადიოდით. იქვე იყო მრგვალი მაგიდა თავისი სკამებით და აუზიც. გარეთ საკმაოდ ციოდა, თანაც წვიმამაც უმატა და ემიმ გადაწყვიტა „პირადი ექსკურსია“ ხვალისთვის გადაედო, დღეს კი ცხელი აბაზანა მიეღო, თბილ საბანში გახვეულიყო და დაეძინა. ჩემოდანი მეორე სართულზე აიტანა, შემდე კი პატარა კიბით სხვენშიც ავიდა. აქ ერთი ძველისძველი უზარმაზარი საწოლი და კარადა იდგა, საწოლის გვერდით კი პატარა ტუმბო. სამწუხარო ფაქტი ის იყო, რომ სხვენს სააბაზანო არ გააჩნდა...
ემილიმ კარადა გამოაღო თუ არა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ სანამ აქაურობას საგულდაგულოდ არ გაწმენდდა, თავის ტანსაცმელს არ გააკარებდა. ჩემოდანში ჩახედვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ არც პირსაწმენდი და არც პლედი არ წამოეღო. მხოლოდ რამოდენიმე თხელი სამოსი ჩაედო, რომლებიც თუ დღევანდელი ამინდით ვიმსჯელებდით სულაც არ გამოადგებოდა. დიდი სურვილის მიუხედავად მაინც მოუწია ცხელ აბაზანაზე უარის თქმა. ჩემოდანში დიდი წვალების შემდეგ ძლივს იპოვა ვარდისფერი პენუარი, ხალათი და ქოშები.
კიდევ კარგი საწოლი ნორმალურ მდგომარეობაში იყო. ემი იმ იმედით დაწვა, რომ ცოტათი მაინც გათბებოდა, მაგრამ საწოლი ისეთი გაყინული იყო, აქეთ საჭიროებდა გათბობას. გოგონა საწყლად მოიკუნტა უზარმაზარ საწოლში, ემბრიონის პოზა მიიღო და ეცადა, რომ სწრაფად დაეძინა, რათა სწრაფადვე გათენებულიყო...
შუაღამისას ემი ცივი წვეთების შეხებამ გამოაღვიძა. გვერდი იცვალა და გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ესიზმრებოდა და თან ძალიან რეალურად. წვეთები უფრო და უფრო ხშირდებოდა. ემიმ თვალები სწრაფად გაახილა, რომ სიზმარი გაეგდო, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მისი ოთახის ნახევარშიც ისევე წვიმდა, როგორც გარეთ და სამწუხაროდ თვითონ სწორედ ამ ნახევარში მოხვდა. სასწრაფოდ წამოდგა, ხალათი შემოიცვა და სცადა, რომ საწოლი ჩაეჩოჩებინა, მაგრამ ამაოდ. გაბრაზებულმა ფეხი მიარტყა საწოლს და ახლა უკვე გაბრაზებას ფეხის ტკივილიც დაემატა. გადაწყვიტა სასტუმრო ოთახში, დივანზე დაეძინა და მზე ამოვიდოდა თუ არა, ქალაქში წასულიყო და ხელოსნები ჩამოეყვანა. საბნის ჩატანას აზრი არ ჰქონდა, უკვე სველი იყო, ამიტომაც მხოლოდ თვითონ ჩავიდა პირველ სართულზე. სასტუმრო ოთახში შევიდა თუ არა, დაიქუხა, გაიელვა და ფანჯარასთან საკმაოდ ახლოს მდგარი ძაღლის ფიგურა გაანათა. ემიმ მის დანახვაზე იმხელა შეჰკივლა, თავისი ხმის თვითონვე შეეშინდა.
-ჯანდაბა! ნეტავ მშვიდად ძილი აღარ მეღირსება?-თქვა და ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დაიხია, რომ ამ დროს კედლის საათის ზარებმა დაიგუგუნეს. გათენებამდე ხუთი საათიღა რჩებოდა, მაგრამ ემილი უკვე პანიკაში იყო.
-ღმერთო, ვინმეს მაინც ვიცნობდე...-თქვა თავისთვის და უცბად მისი ახალი ნაცნობი გაახსენდა. თან მისი მეზობელი იყო და ემი თვლიდა, რომ ამ საშინელი ღამით შეშინებულ გოგონას უნდა დახმარებოდა. მეზობელი სახლის ფანჯრიდანაც სინათლე გამოდიოდა, მართალია ტელევიზორისას უფრო ჰგავდა, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარია, რომ „მას“ ეღვიძა.
თავისი საზრიანობით აღფრთოვანებულმა ემილიმ გადაწყვიტა, რომ მეზობელი „მოენახულებინა“. სარკეში ჩაიხედა_ნორმალურად გამოიყურებოდა. რადგან სახლის ჩაკეტვას მაინც არ ჰქონდა აზრი, გასაღები არც აუღია ისე გავიდა ეზოში. ჭიშკრამდე მშვიდობით მიაღწია, მაგრამ ჯეკსონის სახლისკენ გაემართა თუ არა ძაღლის ყეფა გაიგონა, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა. ისეთი სისწრაფით მივიდა ჯეკსონის სახლამდე, ვამპირსაც კი შეშურდებოდა. მაგრამ ვაი, რომ ეს ყეფა ამ ეზოში დაბმული ძაღლისგან მოდიოდა. ფუმფულა ნაგაზმა ემის დანახვაზე უფრო ხმამაღლა ატეხა ყეფა. შეშინებულ ემილის კი არც შეუმჩნევია, რომ ძაღლი საკმაოდ სქელი ჯაჭვით იყო დაბმული, სასწრაფოდ აირბინა სამი საფეხური და კარზე ბრახუნი ატეხა. ძაღლი ყეფას არ წყვეტდა, ემი_ბრახუნს, მაგრამ არავინ ჩანდა. ემი ძაღლს თვალს არ აშორებდა და თან ბრახუნს განაგრძობდა, რომ უცბად კარი ხელიდან გამოეცალა. ფრთხილად მიიხედა კარის მიმართულებით და მისკენ მიშვერილი სანადირო თოფის ორი ლულა დაინახა, რომელიც ჩადგმულ, მაღალ კაცს ეჭირა და თან ემის უბღვერდა. მის უკან ტაფამომარჯვებული ქალი იდგა საღამურის ამარა, ალბათ მისი მეუღლე, სულ უკან კი 5-6წლის ქერა, ულამაზესი გოგონა იდგა სათამაშო ტაფოთ ხელში. ემიმ ერთი გაიფიქრა ეს სად მოვხვდიო, მაგრამ შედარებით მშვიდად თქვა:
-უკაცრავად, მგონი სახლი შემეშალა -ძეღლმა ყეფას უმატა-თუ შეიძლება, იქნებ ეს არსება გააჩუმოთ!
-ბომბორა, ჩუმად!-მშვიდად უთხრა კაცმა ძაღლს, შემდეგ კი მზერა კვლავ გოგონაზე გადაიტანა-ასეთ ამინდში მუშაობა როგორ არ გეზარებათ? მხოლოდ ფულის გამო ასეთი რამ როგორ შეიძლება?!-ქალმაც გამკიცხავად გადაიქნია თავი.
-უკაცრავად, რას გულისხმობთ?-გულწრფელად გაოცებული ხმით ჰკითხა ემილიმ. ის ხომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ამ ორს ის ჩვეულებრივი „სხეულით მოვაჭრე“ ეგონა.
-ოხ ვერც ხვდები არა? ღმერთო, რა უტიფარი ახალგაზრდობაა!-თქვა კაცმა და სანადირო თოფი ძირს დაუშვა. ამ დროს მის უკან ჯეკსონი გამოჩნდა გაბურძგნული თმითა და თვალების ფშვნეტით. ემის მის დანახვაზე სახე გაუნათდა.
-აი, აი ეს გეტყვით ვინც ვარ!-და ხელით ჯეკსონზე მიუთითა. მასაც ის იყო რაღაც უნდა ეთქვა, რომ ტაფიანი ქალი, ანუ ჯეკსონის დედა სიბრაზისგან გაწითლდა და კბილებს შორის გამოსცრა:
-ჩემს შვილს თავი დაანებე შე უნამუსო!-თქვა და ემს კარი ცხვირწინ მიუხურა. რამოდენიმე წამში კარი კვლავ გაიღო, მაგრამ იქ არავინ იდგა, მხოლოდ ის ჩანდა, როგორ უსნიდა რაღაცას ბიჭი მშობლებს.
-ეი შენ!-თურმე ემს კარი პატარა გოგონამ გაუღო-მამა იმას გულისხმობდა, რომ პატიოსანი და წესიერი გოგონები ამ დროს ასე ჩაცმულები გარეთ არ დადიან!-თქვა პატარამ და ემს კვლავ მიუხურა კარი.
ემილის სხვა გზა აღარ ჰქონდა, სახლში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ როდესაც წარმოიდგენდა, რომ ის საშინელი ძაღლი ელოდა როდის გაივლიდა გოგონა, მასთან სულ ცოტათი ახლოს, გული შიშით ეკუმშებოდა. ემილის ბრწყინვალე აზრი დაებადა, უფრო სწორედ კი ბრწყინვალე იმისთვის, ვინც ღობეებზე ძრომიალით იყო დაკავებული. სიმართლე ითქვას ღობე არც ისეთი მაღალი იყო და მისი გადალახვის შემდეგ კი ემი უკვე თავის საკუთარ ეზოში იქნებოდა.
ფრთხილად მივიდა ღობემდე და ასვლა სცადა, მაგრამ ფეხი ხალათის ბოლოზე დაებიჯა და ჩამოვარდა. ხალათი გაიხადა, თავის ეზოში გადააგდო და ისე განაგრძო ღობის დაყრობა, მაგრამ ამაოდ. ალბათ უკვე მეთედ შედგა ემიმ უშედეგოდ ფეხი ღობეზე, რომ ზურგს უკან შეკავებული ხარხარი გაიგონა. შემობრუნდა და დაინახა, რომ პირველი სართულის ფანჯრის რაფაზე ჯეკსონი შემომჯდარიყო და სიცილისგან იგუდებოდა. ემი საშინლად გამწარდა და გადაწყვიტა, რომ აქ დარჩენას და თავის დამცირებას ძაღლის ყბაში ჩავარდნა ერჩივნა და სწორედ იქითკენ წავიდა. მაგრამ ამ დროს ჯეკსონი დაბლა ჩამოხტა, მკლავში ხელი წაავლო და მუდარით უთხრა:
-გთხოვ, ოღონდ ბომბორა არ გააღვიძო, თორემ ჩემს მშობლებსაც გაეღვიძებათ ხმაურზე და რაც მთავარია, აქედან გაგდებაც არ აგცდება.
-პირველი_ხელი გამიშვი და მეორე_მირჩევნია მაგ ბომბორას ლუკმა გავხდე, ვიდრე აქ დავრჩე და ავიტანო, როგორ დამცინიან. ვგავარ მე ახლა ჯამბაზს?-თავიდან მკაცრად დაიწყო, მაგრამ შემდეგ საბრალო ხმით დაამთავრა ემიმ.
ამ დროს ერთ-ერთ ოთახში, სავარაუდოდ დერეფანში შუქი აინთო, რაც ორივემ კარგად შეამჩნია, მაგრამ ემისგან განსხვავებით ჯეკსონი მიხვდა და სანამ მისი ოჯახის რომელიმე წევრი გარეთ გამოვიდოდა, ემი იმ ფანჯარასთან მიიყვანა, უწინ თვითონ რომ იჯდა. თვითონ ფანჯრიდან შეძვრა ოთახში და ემსაც ხელი გაუწოდა, მაგრამ ის ასე შესვლას სულაც არ აპირებდა.
-მალე, თორემ ჩაგვავლებენ!-ჩუმად უთხრა ბიჭმა/
-მე მასე არ შემოვალ, ქურდი კი არ ვარ რომ შემოვიპარო-თავისას არ იშლიდა ემილი, მაგრამ ამ დროს კარის გაღების ხმა გაიგონა, სასწრაფოდ ჯეკსონის გამოწვდილ ხელს ხელი ჩაავლო და ოთახში შეძვრა.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 1:18 PM | შეტყობინება # 165

572
28  +
48  ±
   ±
Offline
happy Ahaa gasagebia Exla YvelaFerii : D Chemi jecksona Ukve miyvars : p [neta me vin ar miyvars]
Didi Tavi Da sayvareLii biggrin Mshishara emi tongue tongue


I Hate This FuCkinG Life <3
ძებნა: