♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2012-04-28, 5:59 PM | შეტყობინება # 475 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 38 ელისს მზესთან ერთად გაეღვიძა, თან მშვენივრად იყო გამოძინებული, მას ხომ ჯეკსონის საწოლში ეძინა. კივე უჩუმრად ჩაიარა და ასევე უჩუმრად გადაატრიალა სარდაფის კარის საკეტიც, მაგრამ ემის და ჯეკს ისე ღრმად და ტკბილად ეძინათ, რომ არაფერი არ გაუგიათ. ელისმა ხელ-პირი დაიბანა და ჩაიცვა, შემდეგ კი მულტფილმების ყურებას შეუდგა. არც ემის და ჯეკს სძინებიათ დიდხანს, მით უმეტეს რომ ცივ იატაკზე იწვნენ. პირველად ემს გაეღვიძა და შეეცადა უჩუმრად ამდგარიყო, მაგრამ ამაოდ_ჯეკსონმაც მაშინვე გამოიღვიძა და ჯერ შეშინებულმა დააჭყიტა თვალები, აქეთ-იქით მიმოიხედა, შემდეგ კი როცა ოთახი ეცნო დამშვიდდა და მიხვდა, რომ გუშინდელი ღამე არ დასიზმრებია. -როგორ გეძინა? -ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგად-სრულიად გულწრფელად უპასუხა ჯეკსონმა, მაგრამ ემს უბრალოდ გაეცინა და მოსაცმელი მოიხურა. -აუ ყინავს აქ-ის იყო ემს კიდევ უნდა გაეგრძელებინა წუწუნი, რომ მოახლოებული მანქანის ხმა გაიგეს და ორივემ ერთმანეთს გადახედეს შეშინებული თვალებით. -ჩემები ჩამოვიდნენ!-აღმოხდა ჯეკს და წამოხტა, შემდეგ კი კარს ეცა და ჯაჯგური დაუწყო, ის აზრადაც კი არ მოსვლია, რომ უბრალოდ სახელური ჩამოეწია და კარის გაღება ისე ეცადა. ემილიმ სასწრაფოდ პლედი დაკეცა და თავის ადგილას დააბრუნა. -მე ვცდი-ჯეკს შეენაცვლა ემი. ვინ თქვა რომ ქერები სულელები არიან? ემილი ქალური „მეექვსე გრძნობის“ დახმარებით მიხვდა, რომ ჯერ სახელური ჩამოეწია და ისე ეცადა გაღება და ჰოი საოცრებავ! ჯეკისა და ემისათვის კარი „მაგიური ძალით“, ხოლო სინამდვილეში კი უბრალოდ სახელურის ჩამოწევით გაიღო. -ეზოს კარი უკვე გააღეს! როგორ გამოვიყურები? -ეჰ, შენ მშვენივრად, მაგრამ აი სახლი როგორ გამოიყურება არ ვიცი და არც მინდა რომ ამაზე ვიფიქრო.-სასოწარკვეთილი ხმით ჩაილაპარაკა ჯეკსონმა და შემდეგ ორივენი სწრაფად გავიდნენ გარეთ. როდესაც სახლის კარი გაიღო და მის მიღმა ჯეკსონის გაღიმებული მშობლები გამოჩნდნენ, ემილი, ელისი და ჯეკსონი მისაღებ ოთახში დივანზე იჯდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. ერთი შეხედვით ვერც კი წარმოიდგენდით, რომ რამოდენიმე წამის წინ აქხელჩართული ბრძოლა იყო გამართული. -დედა, მამა, მომენატრეთ!-წამოიკივლა ელისმა და დედამისს კისერზე ჩამოეკიდა. -ჩემი ლამაზი, ჩემი საყვარელი, დედას ანგელოზი. მეც ძალიან მომენატრე დე-მისის ენჯელა შვილს ეფერებოდა, შემდეგ კი ძირს ჩამოსვა და ემილი და ჯეკსონიც გადაკოცნა. მისტერ სტივმა ბოლო ჩემოდანიც შემოიტანა სახლში და ყველას მიესალმა. -აბა, მომილოცეთ! პირველი ხარისხის ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო ვეტერინარს!-მისტერ სტივმა სპეციალური ქეისიდან გაპრიალებული, ლამაზი, პატარა ძაღლის ფორმის ქანდაკება ამოიღო და თავისი ჯილდოების თაროს შემატა. -რა მაგარია! უნდა აღვნიშნოთ!-წამოიძახა ჯეკსონმა. -მართლა მაგარია. გილოცავთ!-აჰყვა ემიც. -ვიღაცამ აღნიშვნა ახსენა? რას იტყვით ბარბექიუ რომ მოგვეწყო? -და წვიმა რომ არის გამოცხადებული არაუშავს? -მაშინ სადმე ვივახშმოთ. -მგონი ჯობია ჯერ მისის ენჯელამ და მისტერ სტივმა დაისვენონ, დაღლილები იქნებიან მგზავრობით და შემდეგ, საღამოს ყველას ჩემთან გეპატიჟებით ვახშამზე. -მშვენიერი აზრია!-ტაში შემოჰკრა ელისმა. -მართლაც რომ!-დაეთანხმა ჯეკი. -მაშინ შევთანხმდით-განაცხადა ბოლოს მისტერ სტივმა-ახლა კი თქვენი ნებართვით დაგტოვებთ, საშინლად მეძინება. არც ემი დარჩენილა დიდხანს, მალევე წავიდა სახლში რომ იქაურობა მოეწესრიგებინა. შემდეგ შხაპი მიიღო და ცოტა წაუძინა. ამასობაში კი ჯეკსონმა ყველაფერი დაგეგმა. ყველაფერს დღეს აეხდებოდა ფარდა, მეტის გადავადება აღარ შეიძლებოდა, მეტს უბრალოდ ვეღარ შეძლებდა. -კაკ-კუკ! შეიძლება?-ღია კარზე კაკუნის იმიტაცია გააკეთა ჯეკმა და ელისის ოთახში შევიდა. -საყვადურებს არ მივიღებ! -არც ვაპირებ...-გაეცინა ჯეკს-რატომ გააკეთე ეს? -იმიტომ რომ თქვენი ჩხუბის ატანა არ შემეძლო და ნერვები მეშლებოდა. -გმადლობ ელის. -ანუ შერიგდით ხო? რა ნიჭიერი ვარ! -მეტი რო არ შეიძლება!-დასცინა ბიჭმა და თმა მოუჩეჩა-როგორ ფიქრობ, დღევანდელი ვახშამი როგორ ჩაივლის? -სავარაუდოდ კარგად, მაგრამ ალბათ დედა და ემი მაინც დაძაბულები იქნებიან. სხვათაშორის ეს შენ უნდა მოაგვარო და დედას დაელაპარაკო ამ თემაზე. -მგონი ჯობია ჯერ ემს ვუთხრა ყველაფერი. -ეს უკვე მომწონს! როდის აპირებ? -დღეს, ვახშმის შემდეგ. -ბაიკით წაიყვანე-ელისმა თვალი ჩაუკრა. -რა ჭკვიანი მყავხარ! ჩემი პატარა, დიდი დაიკო-ჯეკსონმა ელისი ჩაიხუტა და კალთაში ჩაისვა. ჯეკსონი მთელი დღე გულმოდგინედ ემზადებოდა, უამრავჯერ გამოიცვალა, მაგრამ ბოლოს მაინც ელისის არჩეული ტანსაცმელი ჩაიცვა. ემილი კი მთელი დღე სამზარეულოში ტრიალებდა. რამოდენიმე სახეობი კერძი და დესერტი მოამზადა. მაგიდა ლამაზად გაშალა და ბოლოს ჯინსის ტანზე მომდგარ შარვალსა და ვარდისფერ, თავისუფალ პერანგში გამოეწყო. უკვე ათი ხდებოდა კარზე ზარი რომ გაისმა. -მობრძანდით-ემილიმ კარი გაუღო და გაუღიმა. ელისმა შოკოლადები, ჯეკსონმა კი ღვინის ბოთლი გაუწოდა და ყველანი სახლში შევიდნენ. ვახშამმა ბრწყინვალედ ჩაიარა. ბევრი იხუმრეს და იცინეს. ემილისა და მისის ენჯელას შორის ურთიერთობა ნორმალურზე ცოტათი კარგი გახდა. მისტერ სტივი კი პირდაპირ აღფრთოვანებული იყო ამ გოგონათი. ჯეკის ოჯახი რამოდენიმე საათში წავიდა, ჯეკსონი კი გვიანობამდე დარჩა. ჭურჭელი დარეცხეს, ერთმანეთი ქაფით გაწუწეს, ფილმებს უყურეს, ნაყინი ჭამეს და ის იყო ემს ჯეკი უნდა გაეცილებინა, რომ ჯეკმა ემილის შემოსაცმელი აიღო და გარეთ გაიყვანა. -საქმე მაქვს, სადღაც უნდა წაგიყვანო-ჯეკსონმა თვალი ჩაუკრა და მოსაცმელი შემოაცვა. -ამ დროს?-გაეცინა ემს-მალე მზე ამოვა, თან ხვალ გაკვეთილები მაქვს. -არაუშავს. პირობას გაძლევ, რომ მეთვითონ მიგიყვან სკოლაში. -მაშინებ, რა საქმეა ამისთანა? ხომ მშვიდობაა? -ადგილზე გაიგებ-გაეცინა ჯეკს-სხხვათაშორის ბაიკით მივდივართ. -რაღას ველოდებით? მალე!-აღფრთოვანებულმა წამოიყვირა ემილიმ. რამოდენიმე წუთში უკვე რკინის რაშზე ამხედრებულები მიაპობდნენ ჰაერს და მშვიდ, ლამაზ წვიმაში კი არ სველდებოდნენ, გრძნობდნენ მას. მალევე მივიდნენ ტირიფების დერეფანთან და ჩამოქვეითდნენ. -უკვე მოვედით? -თითქმის-ჯეკმა ხელი მოხვია და ხეების დერეფნის გავლით ძველ, ზოგგან ჩამონგრეული დიდი შენობის წინ მივიდნენ. სახურავის ჩუქურთმაში ღამის წყვდიადის მიუხედავად, სავსე მთვარის შუქზე ნათლად ჩანდა სხვადასხვა ქალღმერთის სახელი. ძირითადად ბერძნული მითოლოგია იყო გამოყენებული შენობის დიზაინში. ქალღმერთებს შორის ლამაზად მოჩუქურთმებული, მინა ჩამსხვრეული, გაჩერებული საათი იყო. ისეთი გარემო იყო, თითქოს დრო გაჩერებულაო. ემი კართან მივიდა და მასზე ჩამოკიდებულ ფირფიტას ხელი გადაუსვა. აღმოჩნდა, რომ ეს შენობა წარსულის საუფლოს ოპერისა და ბალეტის თეატრი იყო. ემილიმ კითხვით სავსე თვალებით ჯეკსონს გახედა, მან კი უბრალოდ ხელი მოხვია და ოპერაში შეუძღვა. იატაკი საშინლად ჭრიალებდა. ყველგან აბლაბუდები იყო გაბმული. არც თაგვებს მოისაკლისებდით, რომლებისაც ემის გულის წასვლამდე ეშინოდა, მაგრამ ახლა იმდენად აღფრთოვანებული იყო, რომ შეშინებაც არ შეეძლო. ჯეკი თითქმის ჩამონგრეულ კიბეს აუყვა და ემსაც ეხმარებოდა ასვლაში. შემდეგ გრძელი დერეფანი გაიარეს და დიდ, მრგვალ, მთავარ დარბაზში აღმოჩნდნენ, რომელსაც უზარმაზარი სცენა და კიდევ უფრო უზარმაზარი, თითქმის ჩამოვარდნილი ჭაღი ამშვენებდა. სცენის დაბლა, სპეციალურ ადგილას, რომელიც ორკესტრს ეკუთვნის, ძველისძველი როიალი იდგა. სცენა ადგილ-ადგილ ჩამტვრეულიყო, სკამები კი ზოგი გატეხილი და ზოგიც დამწვარი. ემილი როიალს მიუახლოვდა და თითები კლავიშებს შეახო. მთელ დარბაზში ლამაზმა, ჰარმონიულმა ნოტებმა გაიჟღერეს და ძველი ოპერა საუკუნოვანი ძილისგან გამოაღვიძეს. ემილიმ დაკვრა დაასრულა და ჯეკს შეხედა, რომელიც მოხიბლული უყურებდა. მან გოგონას ხელი მოკიდა და სცენაზე აიყვანა. როგორ სხვანაირად ხდებოდა ყველაფერი... ჯეკს ეგონა რომ არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ახლა ვერაფრით იწყებდა. ემის ხელი თავის ხელებში მოექცია და დაჰყურებდა. ემიც დაახლოებით ხვდებოდა რას მოისმენდა მისი საყვარელი ადამიანისგან. გული ისე გამალებით უცემდა, ეგონა რომ მთელ დარბაზში ისმოდა ხმა. -დაიწყე-უთხრა ჯეკს ძალიან ჩუმად და ახლა თვითონ აზარა თავი. -ეს ყველაფერი ადრე უნდა მეთქვა. ფესტივალზე ვაპირებდი კიდეც, მაგრამ საქმე სხვანაირად წავიდა. ემ, შენ მომიყევი შენი ცხოვრების შესახებ, მე კი ყველა დეტალი კარგად დავიმახსოვრე... შენ მითხარი, რომ შენი პირველი სოლო ოპერის სცენაზე შეასრულე, რის შემდეგაც შენი მთლიანი ცხოვრება შეიცვალა. მას შემდეგ შენი ცხოვრებაც „სოლოს“ გავდა. არ ვიცი ჩემს სიტყვებს როგორ მიიღებ, არ ვიცი ამის შემდეგ რა მოხდება, არც ის ვიცი საერთოდ გაგიჩნდება თუ არა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი, მაგრამ ვიცი ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი_ მიყვარხარ! აქ სწორედ იმიტომ მოგიყვანე, რომ კვლავ ოპერის სცენაზე შეცვლილიყო შენი ცხოვრება და ის სოლოში კი არა, დუეტში გაგეგრძელებინა. პირველად როცა დაგინახე, ერთი ჩვეულებრივი, გამეტიჩრებული გოგო მეგონე, მაგრამ როდესაც გაგიცანი, ყველაფერი შეიცვალა... შენგან ყველაზე მეტი თანადგომა ნიუ-იორკში ვიგრძენი. მაშინ შენთვის თითქმის უცხო ვიყავი, მაგრამ ამან ხელი არ შეგიშალა იმაში, რომ მდგომარეობიდან გამოგეყვანე და დამხმარებოდი. შენ არ იცი ის, რომ კიდევ უამრავ რამეში დამეხმარე. მხოლოდ შენ შეძელი ჩემთვის ისეთი რამის გაკეთება გეიძულებინა, როგორიც ექვსი წლის შემდეგ კვლავ ბაიკის მართვა იყო. შენ ვერც კი წარმოიდგენ ახლა როგორ ვრისკავ. ხომ შეიძლება, რომ უბრალოდ მოღალატედ ან შენ რიგით ფანატად ჩამთვალო. მაგრამ მირჩევნია გავრისკო და ვთქვა, რომ არ გამომივიდა, ვიდრე მთელი ცხოვრება ვინანო, რომ არ გავრისკე. შენ თუ ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ მოგინდება, მართლა არ ვიცი რა მომივა. ჩემი გალაქტიკა ხარ. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ ყოველ დღე არ გნახო, შენი სურნელი არ ვიგრძნო და შენს თვალებში არეკლილი ჩემი სახე არ დავინახო. მინდა ისიც იცოდე წინასწარ, რომ მხოლოდ მეგობრები ვეღარ ვიქნებით. უბრალოდ აღარ შემიძლია რომ მეგობარი ვუწოდო ქალს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს... ნუ ხარ ჩუმად, რამე მითხარი, გთხოვ...-ჯეკმა ემს თავი ნელა ააწევინა და თვალებში ჩახედა. გოგონა ჯერ კიდევ გაოგნებული იყო და ლაპარაკის უნარი ჰქონდა წართმეული. ბოლოს, როდესაც დარწმუნდა რომ აზრის ჩამოყალიბებას შეძლებდა, ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით დაიწყო: -მართალი ხარ, ჩვენ მეგობრები ვეღარ ვიქნებით. იმაშიც მართალი ხარ, რომ ჯობია გარისკო. ერთი თვის წინ ჩემთვის ვინმეს დღევანდელი დღე რომ მოეყოლა, სიცილით გულს ვიჯერებდი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ცხოვრებაში პირველად, მინდა უფალს მადლობა შევწირო იმისათვის, რაც მოხდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქორწილი ჩაიშალა. ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდი და მართალი ხარ, ჩვენ მეგობრები ვეღარ ვიქნებით, იმიტომ რომ მე მხოლოდ ეს სტატუსი აღარ მაკმაყოფილებს-ემილიმ თვალის მომჭრელად გაუღიმა ბიჭს, მან კი წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. მიყვარხარ-ყურში ჩასჩურჩულა ჯეკსონმა და ყურის უკან ნაზად აკოცა, შემდეგ სახე დაუკოცნა და ბოლოს მისი მთრთოლვარე ბაგეების სითბოც შეიგრძნო... -კიდევ რაღაც უნდა გაჩვენო-ჯეკმა ემს ხელი ჩაკიდა და წაიყვანა. ბევრი დერეფნის გავლის, აბლაბუდებისა და თაგვების შემდეგ ისინი კედელზე მიმაგრებულ კიბესთან მივიდნენ. -მე აქ არ ამოვალ!-ხელები გაასავსავა ემილიმ და უკან დახევა დაიწყო. -დარწმუნებული ხარ?-ცალი წარბი აწია ჯეკსონმა. -მეშინია, ჩამოვვარდებით! ვერ ხედავ აქაურობა რა დღეშია?! -მენდობი?-ჰკითხა უკვე კიბეზე ფეხშედგმულმა ჯეკსონმა და ხელი გაუწოდა. -შენ კი-ემიმ თავისი ხელი ხელში ჩაუდო ჯეკს და ისიც კიბეს აუყვა. აღმოჩნდა, რომ კივე სახურავზე ადიოდა. სახურავი კიდევ უფრო ცუდ დღეში იყო, ვიდრე თვითონ ოპერა. -გაგიჟდი? აქ რა გვინდა? -მოდი და ნახავ-ჯეკმა ხელით ანიშნა რომ დამჯდარიყო. გოგონაც მის გვერდით ჩამოჯდა და მხარზე თავი ჩამოადო. წვიმას გადაეღო და საოცრად სუფთა ჰაერი იყო. სუსტი ნიავი ოდნავ აშრიალებდა ფოთლებს და ემს თმას უწეწავდა. წყვდიადი ბინდმა შეცვალა. სულ მალე მთებს შორის ცეცხლისფერი ბურთი ამოიწვერა. სხივები სხვადასხვაფრად გაიფანტნენ და სამყარო გამოაღვიძეს. ჩიტები ნელ-ნელა ჭიკჭიკს იწყებდნენ, მზე კი ჩუმად მოიპარებოდა მთების სიღრმიდან. ემი გაცისკროვნებული სახით ადევნებდა თვალს ამ არაჩვეულებრივ სანახაობას და იმდენად იყო მოხიბლული, რომ თვალს ვერ წყვეტდა. ემი მზეს შესცქეროდა, ჯეკსონი_ემს. -მიყვარხარ-დაიჩურჩულა ემილიმ და ბიჭს გულში ჩაეკრა. ალბათ კიდევ დიდხანს იჯდებოდნენ ასე, რომ არა ემის მობილური ტელეფონი, რომელმაც ეს სიმყუდროვე დაარღვია. -მაღვიძარა რეკავს!-გაეცინა ემს და მობილურს ხმა გააკმენდინა. -ერთი დღე რომ გააცდინო? ისეთი ამინდებია, გამორიცხული არ არის გაციებულიყავი. -არამ არ შემიძლია ჯეკ. კონკურსის პირველი ეტაპი ახლოვდება და ბავშვებს ვჭირდება. -მე უფრო მჭირდები. -სკოლიდან დავბრუნდები თუ არა, მაშინვე გნახავ. ახლა კი წავიდეთ. სახლთან მალევე მივიდნენ, მაგრამ შესვლა, უფრო სწორად კი მცირე განშორება გაუჭირდათ. შეთანხმდნენ, რომ ემს სკოლაში ჯეკი წაიყვანდა და სახლებში შევიდნენ. ემიმ კარი მიხურა თუ არა, მაშინვე კივილით დაემხო დივანზე. -მიყვარს!-წამოიკივლა ბოლოს და საკუთარ საძინებელში ავიდა. სულ ნახევარი საათი ჰქონდა მოსამზადებლად. რადგან დღეს მხოლოდ პრაქტიკული გაკვეთილები ჰქონდა, ბევრი არც უფიქრია, სპორტული შარვალი, უბრალო მაისური და კედები ჩაიცვა. თმა ცხენის კუდად შეიკრა, საჭირო ნივთები სპორტულ ჩანთაში ჩაუძახა და კიბეები ჩაირბინა. მინის კედლის წყალობით დაინახა, რომ ჯეკი უკვე გამოდიოდა სახლიდან და თვითონაც გარეთ გავიდა. -უკვე მომენატრე!-ხელში აიტაცა გოგონა ჯეკსონმა და დაატრიალა. -მეც, ძალიან! ელისი სად არის? -სად და... მოკლედ, ყველაფერს მიხვდა და დაიჟინა თქვენ ბაიკით წადით და მე ლუსის დედა გამომივლისო. ლუსი ერთ-ერთი მისი კლასელია, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ. -და თან ბაიკით!-ტაში შემოჰკრა ემილიმ. სულ მალე სკოლის ავტოსადგომზე შავ „ჰარლი დევიდსონზე“ ამხედრებული წყვილი გამოჩნდა და ყველას ყურადღება მიიპყრო. ყველა გაოგნებული იყო და ურცხვად აშტერდებოდნენ მათ. ემს ამაზე მხოლოდ ეღიმებოდა, რადგან იცოდა_ახალი სკანდალი უკვე იწერებოდა. ცხოვრებაში პირველად სულერთი იყო მისთვის რას იტყოდა ხალხი. ეს მისი ცხოვრება იყო და როგორც უნდოდა ისე მოიქცეოდა. არავის ჰქონდა უფლება, რომ მისთვის რამე აეკრძალა. -წავედი, თორემ უკვე ზარი იქნება, მე კი არც წამივარჯიშია. -მაინც არაჩვეულებრივი იქნები-ემიმ უბრალოდ გაუღიმა, სწრაფად აკოცა და შენობაში შევიდა. ბედნიერი იყო...
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: შაბათი, 2012-04-28, 6:19 PM | შეტყობინება # 477 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| Quote (♥vampiressa♥) ჩემი გალაქტიკა ხარ. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ ყოველ დღე არ გნახო, შენი სურნელი არ ვიგრძნო და შენს თვალებში არეკლილი ჩემი სახე არ დავინახო. მინდა ისიც იცოდე წინასწარ, რომ მხოლოდ მეგობრები ვეღარ ვიქნებით. უბრალოდ აღარ შემიძლია რომ მეგობარი ვუწოდო ქალს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს... ნუ ხარ ჩუმად, რამე მითხარი, გთხოვ... ამ მომენტზე შოკი დამემართა, ,,დაგლიჯა'' !!! რაღაც საოცრება იყო. სანამ ემი უპასუხებდა თანხმობას,ჯეკს გულში მე ვუპასუხე რამდენჯერმე ,,დიახ,დიახ,მიყვარხარ ......'' ბლაბლაბლა და ბლა. // გავგიჟდი ისე მომეწონა. ელისი საერთოდ გამაგიჟებს,ყველა გამაგიჟებს ამ თავში ყველაფერი რაღაც საოცრად დალაგებული იყო,ზღაპარს გავდა,თითქოს რაღაც მთავრდება,რაღაც კარგად სრულდება და ყველამ შეგვიძლია მოვისმინოთ სიტყვები ,,ჭირი იქა,ლხინი აქა,ქატო იქა, ფქვილი აქა.....'' მაგრამ ყველაფერი აქ არ დასრულებულა არა? წარმომიდგენია წინ რამდენი ამაღელვებელი თავი გველოდება ინტრიგის ქსელით გაჯერებული //// ერთი სული მაქვს ასეთი დიდი ხნის ლოდინი ამად ღირდა! ეს ამაად ღირდა!! ძალიან მაგარი იყო :* ნატ,შენზე რაღა უნდა ვთქვა . გენიალური ადამიანი,გენიალური მწერალი ხარ უსაზღვრო,უკიდეგანო ფანტაზია :*: *
| |
|
|