|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-08, 6:06 PM | შეტყობინება # 319 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 30 -პაროლი არ გითქვამს და მოვედი, რომ გავიგო-გულუბრყვილოდ გაუღიმა ჯეკსონმა-უი დღეს მთელი დღეა ყავა მინდოდა-ემს ჭიქა გამოართვა და მოსვა, შემდეგ კი უკანვე დაუბრუნა, გოგონასგან კი საპასუხო სილა დაიმსახურა. -ემილი, თვითონაც იცი, რომ არასწორად იქცევი და ამ სპექტაკლის დადგმაც სწორედ იმიტომ დამჭირდა, რომ შენს სიმცდარეში დამერწმუნებინე. ამას მეორედ აღარ გავაკეთებ და იცი, რომ ჩემს ნათქვამს არ გადავუხვევ. ჩემთვის ძვირფასი რომ არ იყო, ახლა აქ არ ვიდგებოდი. არც ისაა პრობლემა, რომ ბოდიში მოგიხადო, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ საპატიებელი არაფერი ჩამიდენია. ახლა კი, შენთვითონ უნდა გადაწყვიტო რა გინდა-საოცრად სერიოზულად უთხრა ჯეკსონმა და რამდენიმე წუთი თვალებში უყურა, შემდეგ ამოიოხრა და წასვლა დააპირა, მაგრამ ემიმ შეაჩერა, გულში ძლიერად ჩაეკრა და უთხრა: -მაპატიე! -პაროლი სწორია-გაიცინა ჯეკმა, გოგონა ხელში აიყვანა და დააბზრიალა.
ემილიმ და ჯეკსონმა მთელი საღამო ერთად გაატარეს, ათას რამეზე ისაუბრეს, მაგრამ როდესაც ემილიმ ჰკითხა თუ რატომ ვერ იტანდა ასე ძალიან სკიტს, ბიჭი საოპცრად დაიძაბა და ეიმ საუბრის თემა მაშინვე შეცვალა. სულ რაღაც ორ დღეში პირველად უნდა ჩაეტარებინა გაკვეთილი და ამაზე საშინლად ნერვიულობდა. ჯეკი ამშვიდებდა, რომ რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მაგრამ გოგონას რაღაც მაინც აფორიაქებდა. შუაღამე იყო ჯეკი რომ გააცილა, მაგრამ დღეს, ისე როგორც არასდროს ორივეს ძალიან გაუჭირდა გამომშვიდობება. ემს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, სულ თავის შეცდომაზე ფიქრობდა. ვერც კი გაიფიქრებდა რა შეიძლებოდა მოსვლოდა ჯეკის გარეშე. აქაურობა მის გარეშე წარმოუდგენლად ეჩვენებოდა და ბედნიერი იყო იმით, რომ ჯეკსონმა თავისი შეცდომა დაანახა და აღიარებინა. ემი საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ჯეკის ფანჯარა ღია იყო, მაგრამ შუქი არ ენთო, ალბათ ეძინა. ემი ისევ საწოლში დაბრუნდა. უცნაურად გრძნობდა თავს, მასში რაღაც უცნაური გრძნობა იბადებოდა და ნელ-ნელა მთელს სხეულს ედებოდა. გოგონამ ჯერ არ იცოდა ამ გრძნობისთვის რა დაერქვა, მაგრამ მან არც ის იცოდა, რომ სულ მალე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმებოდა. გოგონამ კიდევ დიდხანს იწრიალა საწოლში, ბოლოს კი ემოციებით დაღლილს ჩაეძინა.
ჯეკსონიც ასევე გრძნობდა თავს, მაგრამ მას გაურკვევლობის ნაცვლად ეჭვი სჭამდა. ეჭვი იმისა, რომ იმას გრძნობდა ემილის მიმართ, რაც არ უნდა ეგრძნო. ვერ იჯერებდა, რომ ასეთ მოკლე დროში შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ის ხომ მისი მეგობარი იყო! მხოლოდ და მხოლოდ მეგობარი, მაგრამ მაშინ რატომ ეჭვიანობდა ასე ძალიან, როდესაც ემს ვინმე უცნობი ბიჭი გამოელაპარაკებოდა, ან უბრალოდ თვალს გააყოლებდა? არა, შეუძლებელი იყო, არ შეიძლებოდა რომ მის მიმართ მეგობრობაზე გაცილებით დიდი და ღრმა გრძნობა გასჩენოდა. ჯეკსონი საწოლში წამოჯდა, ფანჯრიდან გახედვა უნდოდა, მაგრამ შეამჩნია რომ მეზობელ სახლში სიბნელეს დაესადგურებინა და აღარ ამდგარა. დიდხანს ცდილობდა საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ ეს უბრალოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, რომ ემის მიმართ სხვას არაფერს გრძნობდა, ბოლოს ყურსასმენები გაიკეთა და ღრმა ძილს მიეცა. ორი დღე მალევე გავიდა. ემს თანდათან უფრო და უფრო იპყრობდა ნერვიულობა. მთელი დღეების განმავლობაში საცეკვაო დარბაზში იყო და ცდილობდა ყველაფერი უნაკლოდ გაეკეთებინა. კვირას საღამოს წინასწარვე შეუთანხმდა ჯეკს, რომ დილით ელისს სკოლაში ის წაიყვანდა, შემდეგ მომდევნო დღის ტანსაცმელი აირჩია და თბილ საწოლში შეძვრა. -ვაიმე ვაგვიანებ!-ემიმ სასწრაფოდ თავი წამოყო, მაგრამ საათს რომ დახედა დამშვიდდა, წინ კიდევ საათნახევარი ჰქონდა. ის იყო გვერდი იცვალა და ძილის გაგრძელება დააპირა, რომ კვლავ თვალები დააჭყიტა. -ჯანდაბა! საათნახევარი რას მეყოფა! ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!-ემი წამოხტა და მაშინვე სააბაზანოში შევარდა. შხაპი სწრაფად მიიღო, შემდეგ თმა უკან გადაიწია და ტუალეტის მაგიდას მიუჯდა. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, წითელი ტუჩსაცხი წაისვა, შემდეგ კი შავი კაბა, წითელი მოსაცმელი და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა. თმა გაიშალა, უბრალოდ, ყველანაირი აქსესუარის გარეშე, შემდეგ პატარა ჩანთა აიღო, მობილური და საფულე ჩადო და დაბლა ჩავიდა. ყავა ფეხზემდგარმა დალია, შემდეგ კი ავტოფარეხისკენ გაემართა. მანქანა ჯეკის სახლის წინ შეაჩერა, რამდენიმე წუთი იდგა, მაგრამ არავინ რომ არ გამოჩნდა, თვითონვე წავიდა მათი სახლისკენ. კარი მისის ენჯელამ გაუღო და მის დანახვაზე ჩაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. -სასიამოვნოა შენი დანახვა ემილი, მაგრამ ჯეკსონს სძინავს. მეც მეჩქარება, უნდა გავიქცე, ელისს სტივის გავაყოლებ და ის წაიყვანს სკოლაში, ასე რომ ბოდიში, მაგრამ ვერ შემოგიპატიჟებ, ყველას გვეჩქარება. -იცით მისის ენჯელა, მე ელისის წასაყვანად მოვედი. გუშინ შევუთანხმდი ჯეკს რომ მე წავიყვანდი სკოლაში. -სკოლაში?-გაუკვირდა ქალს. -დიახ. ალბათ იცით, რომ სკოლაში დავიწყე მუშაობა, ჰოდა ვიფიქრე აღარ შევაწუხებ და ელისს მე ვატარებ სკოლაშითქო. -აჰა, კარგი. ახლავე მოვა ელისი, ჩანთას აიღებს და...-ქალმა მაშინვე შვილს დაუძახა, გოგონამაც ემილის დანახვაზე ზურგჩანთას დასტაცა ხელი და მის შესახვედრად დახრილ ემილის გულში ჩაეკრა. ემიმ მას ზურგჩანთა გამოართვა და ხელჩაკიდებული მიიყვანა მანქანასთან. -აბა მოთავსდი პატარა ქალბატონო, მე კი ახლავე მოვალ-ემიმ უკანა სავარძელზე დასვა გოგონა, თვითონ კი კვლავ მისის ენჯელასთან დაბრუნდა. -თუ გნებავთ სამსახურში გაგიყვანთ, მაინც არ ვაგვიანებთ. -იყოს, ელისის წაყვანისთვისაც გმადლობ. მე სტივი გამიყვანს. -კარგით, მაშინ ჩვენ წავალთ-ემი შებრუნდა და მანქანისკენ გაემართა. ემილი-დაუძახა ქალმა, შემდეგ კი უთხრა-წარმატებები. ცოტა ხანში ემილის მანქანა სკოლის ავტოსადგომზე შესრიალდა. რამოდენიმე მეტრში ვარდისფერ კაბრიოლეტთან თინეიჯერები შეკრებილიყვნენ და რაღაცაზე გაცხარებით ლაპარაკობდნენ. ემი მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, ვიღაც გოგომ ხელი მისკენ გაიშვირა და ყველანი მას მიაშტერდნენ. გოგონამ ელისი მანქანიდან გადმოსვა და სკოლისკენ წავიდა, მაგრამ მაშინვე ყველა მისკენ გამოექანა და შესვლის საშუალება არ მისცეს. მხოლოდ ერთი გოგო დარჩა მანქანასთან და ისიც თვალებით ჭამდა ემს. -გთხოვთ, თუ შეიძლება თქვენთან სურათს გადავიღებ! -გთხოვთ, ავტოგრაფი მომეცით! -იცით, მე თქვენი ფანი ვარ!-გაუჩერებლად გაიძახოდნენ ბავშვები. -ბავშვებო დამშვიდდით. ჩვენ დღეიდან ყოველ დღე შევხვდებით ერთმანეთს-თქვა ემიმ და ელისთან ერთად სკოლაში შევიდა. ჯერ ელისი შეიყვანა კლასში, შემდეგ სამასწავლებლოში შევიდა და ყველას მიესალმა. შენიშნა როგორ აათვალიერა მასწავლებლების 60%-მა, რომელსაც ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით, რომ შინაბერები შეადგენდნენ. ემი მდივანთან მივიდა, რომელმაც რაღარ ფურცლები აიღო და ანიშნა, რომ წაჰყოლოდა. -ეს შენი გაკვეთილების გეგმაა. აქ ყველა კლასი და კაბინეტების ნომრებია, სკოლის გეგმაც ხატია. პირველი გაკვეთილი გამოსაშვებ კლასშია. გაკვეთილები რომ დაგიმთავრდება ჩემთან შემოდი და სკოლასაც დაგათვალიერებინებ და შენს დარბაზსაც გაჩვენებ. აი, უკვე მოვედით, აბა წარმატებები.-გაუღიმა გოგონამ, შემდეგ ემს ფურცლები გაუწოდა და ისე წავიდა, ემიმ მადლობის თქმაც ვერ მოასწრო. კლასში რომ შევიდა ბავშვების ნახევარი არ იყო, მაგრამ მალევე მოვიდნენ. ყველას აკვირვებდა ახალი მასწავლებლის დანახვა, გოგონები ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, მაგრამ ზარის ხმა გაისმა თუ არა და ემი თავის მაგიდასთან დადგა, ყოველგვარი ხმაური შეწყდა. ის იყო ემი გაკვეთილის დაწყებას აპირებდა, რომ კარი გაიღო და გოგონა ახალმოსულის დანახვაზე ადგილზე გაიყინა...
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-08, 6:26 PM | შეტყობინება # 325 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Quote (elee) ucnobiucnobi2, T-MOMSEN, me ver mivxvdi vin shemovida :S mitxarit skoti : ))
| |
|
|
elee | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-08, 6:27 PM | შეტყობინება # 326 |
131
Offline
| ucnobiucnobi2, :)))
| |
|
|
★Gvanca★ | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-08, 6:30 PM | შეტყობინება # 327 |
Don’t hate the player, HATE the game!
883
Offline
| | |
|
|
RoB-dOd | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-08, 7:12 PM | შეტყობინება # 328 |
572
Offline
| ფაკ იუ ;ხხ ვაიმე ნათია,შენ თუ შენმა ინტრიგამ არ დაგღუპა რა ! ეს ეს... ვიღაც იდუმალი გოგოო??? აუუ ნეტა ვინ შეიძლება იყოს ო.მ.გ აუ ჩემი აზრით ისაა ისს ჯეკის ბ*** რო არისს ;ხხ ვაიმე გავაფრენ ! Quote (♥vampiressa♥) შენიშნა როგორ აათვალიერა მასწავლებლების 60%-მა, რომელსაც ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით, რომ შინაბერები შეადგენდნენ.
არრა ეხლა რაღაცით გავს ნუ ;დდ
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-02-08, 7:30 PM | შეტყობინება # 329 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|