ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 1:18 PM | შეტყობინება # 166

572
28  +
48  ±
   ±
Offline
happy Ahaa gasagebia Exla YvelaFerii : D Chemi jecksona Ukve miyvars : p [neta me vin ar miyvars]
Didi Tavi Da sayvareLii biggrin Mshishara emi tongue tongue


I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 3:52 PM | შეტყობინება # 167
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (RoB-dOd)
Ahaa gasagebia Exla YvelaFerii : D

neta vicode ra aris gasagebi biggrin
Quote (RoB-dOd)
Chemi jecksona Ukve miyvars : p [neta me vin ar miyvars]

neta viin? biggrin
Quote (RoB-dOd)
Didi Tavi Da sayvareLii

love



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 6:11 PM | შეტყობინება # 168
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
biggrin :D biggrin
momewona es tavi,da vpiqrob rom sashishi araferia ara?
jacksoni da emili :))))) ee me sul damekarga imedi rom natalis da eriks vixilavt biggrin tu ra tqma unda natali am jacksonis bicola an da agmochndeba biggrin chemi pantazia <3



♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-11-11, 6:34 PM | შეტყობინება # 169
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Jack♥sparrow)
tu ra tqma unda natali am jacksonis bicola an da agmochndeba

bicola da da ki ara chamova da etyvis me mamashenio varo, magram ro movkvdi gamyines, oci wlis mere gamalgves da amitom var aseti axalgazrdao lol masea mgoni im ragac seeriaalshii reklamebidan gamomdinare daa biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2011-11-17, 8:25 PM | შეტყობინება # 170

266
15  +
30  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, dzaaaaaaan maagaariiiiii taviii iyooooo )) malee dadee raa axaliiiiii happy


RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2011-11-17, 8:55 PM | შეტყობინება # 171

572
28  +
48  ±
   ±
Offline
natia ra aris axali tavi ar unda dado? dry angry angry

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-11-17, 10:51 PM | შეტყობინება # 172
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
T-MOMSEN, RoB-dOd, love axali tavis aba ra gitxrat, vecdebi xval davdooo, magram verafers dagpirdebiit sad


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-11-19, 11:02 PM | შეტყობინება # 173
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 19
ოთახი მთლიანად ჩაბნელებული იყო, მხოლოდ ტელევიზორის სინათლე ანათებდა იქაურობას, რომლიდანაც უცნაური ხმები მოისმოდა. სანამ ემი ტელევიზორისკენ შებრუნდებოდა ჯეკსონმა ის სასწრაფოდ გამორთო.
-დიდხანს უნდა ვიდგეთ სიბნელეში?-თქვა ემიმ, გაგრძელებასაც აპირებდა, მაგრამ ბიჭმა პირზე ხელი ააფარა.
-ჩშშ...ჩემებს ჯერ კიდევ არ დაუძინიათ,-დაუჩურჩულა მან.- თუ მამაჩემს ძილი გაუტყდა, მთელი ღამე ვეღარ დაიძინებს, ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ.
-კი მაგრამ, მთელი ღამე აქ უნდა გავატაროთ?-დაიჩურჩულა ემიმ.-აქ ხომ საშინლად ბნელა, ვერც კი გხედავ სად ხარ...
-აქ ვარ.-ჯეკმა ხელი მის ხელს ჩასჭიდა.-ცოტა ხანი აქ მოგვიწევს ყოფნა, მერე კი ჩემს საძინებელში აგიყვან.
-მოიცა მოიცა...-გააწყვეტინა ემიმ.-არსადაც არ ამოვალ, რა მინდა საძინებელში?!
-თუ არ გამაწყვეტინებდი გაიგებდი.-ჩაიბუზღუნა ბიჭმა.-უნდა მეთქვა, რომ სანამ გაშრები და თავს მოიწესრიგებ იქ იყავი-მეთქი. და საერთოდაც, ამ დროს ჩემს სახლში რა გინდოდა?
-რა მინდოდა და სანამ არ გათენდება მე იმ სახლში ვერ დავბრუნდები. სასტუმრო ოთახის ფანჯარასთან დიდი მგლისმაგვარი რაღაც იდგა, სხვენში კი წყალი ისე ჩამოდიოდა, ალბათ უკვე წყალდიდობა იქნება...
-და შენც გადაწყვიტე, რომ ისეთი ჯენტლმენი, როგორიც მე ვარ დახმარებაზე უარს არავის ეტყოდა, ხომ ასეა?-ჯეკსონის ხმაში აშკარად გაიჟღერეს თვითკმაყოფილმა ნოტებმა. მართალია ემილი მის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ისეთივე თვითკმაყოფილი სახე ექნებოდა, როგორიც ხმა ჰქონდა.
-არა, მე გადავწყვიტე, რომ ჩემნაირ არაჩვეულებრივ გოგონას, არც ერთი ნორმალური არ ეტყოდა უარს დახმარებაზე.-უპასუხა ამაყად ემიმ.
-და თუ არანორმალური ვარ?-არ ეშვებოდა ჯეკი.
-მაშინ ალბათ ჩემი არაჩვეულებრივობა გაგხდის ნორმალურს.-ემიც გაჯიუტდა, ხვდებოდა როგორი პასუხის მოსმენაც უნდოდა ბიჭს, მაგრამ სპეციალურად არ პასუხობდა ისე.
-არა, უბრალოდ არანორმალური ჯენტლმენი ვარ, თორემ შენი არაჩვეულებრივობა აქ არაფერ შუაშია.
-ჰმ, ხომ ხედავ შენი პირით აღიარე, რომ არაჩვეულებრივი ვარ.
-ღმერთო ჩემო რა ჯიუტი ხარ, ემ!
-ვიცი,-გაიცინა ემილიმ.-კიდევ დიდხანს უნდა დავრჩეთ აქ?
-არ ვიცი, აქ დამელოდე და გავარკვევ.-თქვა ჯეკსონმა, შემდეგ კარი გაიღო, ოთახი წამიერად გაანათა დერეფნიდან შემოჭრილმა შუქმა, მაგრამ ისევე უცბად გაქრა, როგორც გაჩნდა.
რამოდენიმე წუთში კარი კვლავ გაიღო.
-ემილი, შეგვიძლია ზემოთ ავიდეთ.
ემი ხმის მიმართულებით ავიდა, მაგრამ ისეთი უკუნი სიბნელე იყო, რომ ჯეკსონს შეასკდა და საცოდავად ამოიკრუსუნა. ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა და ჩუმად აიყვანა მეორე სართულზე, თავის საძინებელში. ოთახში შევიდნენ თუ არა, ჯეკსონმა მაშინვე შუქი აანთო, რამაც ემს თვალი მოსჭრა.
-აბა მე სად ვიძინებ?-თქვა მხიარულად ემიმ და ოთახს თვალი მოავლო, სადაც ერთი საწოლის და პატარა დივნის გარდა არაფერი იდგა საძილედ გამოსადეგარი.
-ოჰ, უკვე დაძინებაც მოგინდა? ხომ თქვი გათენებამდე დავრჩებიო, ჰოდა მზე მალე ამოვა, სადღაც ორ საათში, მანამდე კი შეგვიძლია ჩვენ...-ჯეკსონს სიტყვა კაკუნმა შეაწყვეტინა.
მან და ემილიმ ერთმანეთს გადახედეს. ჯეკმა ის არც მეტი, არც ნაკლები საწოლის ქვეშ დამალა და კარი მშვიდად გააღო. კართან მისი პატარა დაიკო იდგა, ხელში კი წითური კატა ეკავა.
-ჯეკ, იმ გოგომ ძილი დამიფრთხო და შეიძლება ცოტა ხანი შენს ოთახში ვიყო?
-მოდი პატარავ, კითხვა რად გინდა, მაგრამ იცოდე მალევე უნდა წახვიდე დასაძინებლად, თორემ ხვალ სკოლაში დაგაგვიანდება.
გოგონამ კატა ძირს დასვა, თვითონ კი პირდაპირ საწოლისკენ გაემართა და იქ მოკალათდა.
-არა, მე მაინც არ მესმის ამ შუაღამისას იმ გოგოს რა უნდოდა. თან როგორ ეცვა...
-რა იცი რაში იყო საქმე...
-ო, კარგი რა ძამიკო, როდის უნდა გაიზარდო?!
-ელის, ხომ არ გავიწყდება, რომ შენ ჯერ კიდევ ექვსი წლის ხარ, მე კი ოცდასამის?-სიცილით უპასუხა ჯეკსონმა. როგორც აღმოჩნდა ის ემზე სულ რაღაც სამი წლით ყოფილა დიდი.
-ჯეკ, რა მინდა გთხოვო...
-ოღონდ დღეს არა,-თქვა შეწუხებულმა ჯეკსონმა, იმიტომ რომ უკვე ხვდებოდა რის თხოვნასაც აპირებდა ეს პატარა ონავარი.
-გთხოოვ...-გოგონამ საწყალი თვალებით შეხედა, ჯეკსონს კი არასდროს შეეძლო მისთვის უარი ეთქვა მაშინ, როცა ასე უყურებდა.
-იცოდე, სულ ცოტა ხანი!
ეს სიტყვები და ელისის საწოლზე ხტუნაობის დაწყება ერთი იყო. ემს ერთი სული ჰქონდა ბავშვი როდის გაჩერდებოდა, თორემ უკვე თავს ისე გრძნობდა, როგორც დაბეგვილი ხორცის ნაჭერი.
სანამ ელისი ხტუნაობით ერთობოდა, ემილის ის აოცებდა, თუ რისი პოვნა არ შეიძლებოდა ამ საწოლის ქვეშ: სხვადასხვა ჟურნალები ბიკინიანი გოგონების გამოსახულებიანი ყდებით, სიგარეტის კოლოფები, გიტარის მედიატორი და გაწყვეტილი სიმებიც კი. როგორ შეიძლებოდა, რომ ჯეკსონს ერთხელ მაინც არ გასჩენოდა სურვილი, რომ ეს ყველაფერი დაელაგებინა. ემიმ ისიც შეამჩნია, როგორ დაბაჯბაჯებდა ოთახში მსუქანი, წითური კატა და ინატრა, რომ როგორმე ეს ბეწვის გორგალი მის ცხვირთან ახლოს არ აღმოჩენილიყო, რადგან ემი თავს ვერ შეიკავებდა, დააცემინებდა და ელისიც გაიგებდა უცხო სტუმრის არსებობის შესახებ.
-ელის, უკვე დროა დაიძინო.
-გთხოოვ, ცოტა ხანიც რაა... ჩემს საწოლზე ასე კარგად ვერ ვხტუნაობ.-ამბობდა და თან ტემპს უმატებდა გოგონა.
-ელის, თუ გინდა აქ დარჩი, მაგრამ დაიძინე.
-ოო, კარგი ხო კარგი!-თქვა ბავშვმა ჯუჯღუნით და საწოლიდან ჩამოხტა. კატა ხელში აიყვანა და ოთახიდან გავიდა, მაგრამ მალევე შემობრუნდა, ძამიკოს ჩაეხუტა, მან კი საპასუხოდ აკოცა და ტკბილი ძილი უსურვა.
როდესაც ჯეკსონი დარწმუნდა, რომ თავისი პატარა დაიკო თავის ოთახში შევიდა, საწოლთან დაიხარა, რათა ემისთვის ეთქვა, რომ უკვე შეეძლო გამოსულიყო, მაგრამ როდესაც დაიხარა, დაინახა, რომ გოგონას ჟურნალებზე თავი დაედო და ტკბილად ეძინა. სცადა შეეღვიძებინა, მაგრამ რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, თვითონაც საწოლში ჩაწვა და დაიძინა.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-11-19, 11:36 PM | შეტყობინება # 174
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
shemdegi tavi minda drozeee !!!!!!!!
dila mainteresebs !!



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-11-19, 11:47 PM | შეტყობინება # 175
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Jack♥sparrow, lol ar vici nin, meechveba xval avkrifo, magram vecdebi. amis garda erti taviga maqvs dawerili, meti agar biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2011-11-20, 9:35 AM | შეტყობინება # 176

572
28  +
48  ±
   ±
Offline
biggrin dilit albat gaafrens emi mand ro gaighvidzebs biggrin
Vaime ra sayvarloobaa happy smile smile smile


I Hate This FuCkinG Life <3

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2011-11-20, 9:36 AM | შეტყობინება # 177

572
28  +
48  ±
   ±
Offline
biggrin dilit albat gaafrens emi mand ro gaighvidzebs biggrin
Vaime ra sayvarloobaa happy smile smile smile


I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2011-11-20, 10:49 AM | შეტყობინება # 178
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
RoB-dOd, biggrin love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-11-30, 7:53 PM | შეტყობინება # 179
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

თავი 20
დილით მზის თბილმა სხივებმა გაათბო და გაანათა ოთახი. ამოიწვერა მზე მთის წვერზე და უაილდების ოჯახში ერთი ჩვეულებრივი დღე დაიწყო. როგორც ყოველთვის მამალმა თავისი მოვალეობა შეასრულა და გააღვიძა ოჯახის უფროსი წევრები. მისტერ სტოვი და მისის ენჯელა გამოეწყვნენ და პირველ სართულზე ჩავიდნენ. მისტერ სტივმა როგორც ყოველთვის ახალი ჟურნალ-გაზეთები აიღო ფოსტიდან, სათვალეები მოირგო, სარწეველა სავარძელში მოკალათდა და კითხვას შეუდგა. მისის ენჯელამ კი წინსაფარი გაიკეთა, სიმინდის მარცვლებით სავსე ჯამი აიღო და გარეთ გავიდა. საქათმის კარი გააღო და იქიდან ჩასუქებული ვარიები, კრუხები, მამალი და პატარა ყვითელი წიწილები გამოუშვა და სიმინდი ძირს მიმოფანტა. შემდეგ ბომბორასთან მივიდა და საყელური ახსნა. თავის საჭმელთან ერთად ძვალიც დაუდო თავისივე ჯამზე, რომელზეც გამოყვანილი ასოებით ეწერა „ბომბორა“. შემდეგ საჯინიბოსკენ გასწია, ცხენებს თივა დაუყარა, გობში წყალი ჩაუსხა და როდესაც ყველაფერი მოითავა, საქათმეში წავიდა. ახალდადებული კვერცხები წინსაფრის კალთაში ჩაიდო და სახლისკენ გაეშურა.
მისის ენჯელამ წყლით სავსე ჩაიდანი გაზზე შემოდგა, ტაფაც მის გვერდით დადგა, ზედ ზეთი მოასხა, შემდეგ კი ჯამში კვერცხები ჩაახაალა, ათქვიფა, ათქვეფილ მასაში პურის თხელი ნაჭრები ამოავლო და აშიშხინებულ ტაფაზე დააწყო. სანამ პური შეიწვებოდა კარადიდან ოთხი ჭიქა ჩამოიღო, ორში ჩაის ფერი ჩაასხა, ელექტრონული გიტარის სურათებით გაფორმებულ ჭიქაში ყავა, ხოლო „დისნეის“ გმირებით დამშვენებულში კი კაკაო ჩაყარა. შემდეგ მამალოები ტაფიდან დიდ ლანგარზე გადაალაგა, ბოლოს კი ჭიქებში ადუღებული წყალი ჩაასხა. საუზმე მაგიდაზე დაალაგა, ასევე მაგიდაზე მოათავსა ანანასის წვენი, შოკოლადის კრუასანები, ტოსტები და არაქისის კარაქი.
როდესაც საათის გუგულმა რვა საათის დადგომა აუწყა, მისის ენჯელა მეორე სართულზე ავიდა, ჯერ პატარა ელისი გააღვიძა და გამოაწყო, შემდეგ კი ჯეკსონსაც მიუკაკუნა კარზე, მაგრამ როდესაც საპასუხო ხმა არ გაიგონა, კარი ფრთხილად შეაღო.
-ჯეკ, გაიღვიძე დე.
-მმმ...-ამოიგმინა ბიჭმა და ბალიში თავზე დაიმხო.
-ჯეკსონ, ყავა უკვე დაგისხი, შენი დაც სკოლაში უნდა წაიყვანო.
-ხო, კარგი, ვდგები,-თქვა ძილბურანში მყოფმა და გვერდი იცვალა.
-ჯეკსონ! ნუ ხარ ძილისგუდა!-ამოიჭყლოპინა ელისმა, ოთახში შევარდა და ჯეკსონს ზედ დაახტა, ამ უკანასკნელმაც რაღაც ჩაიბურტყუნა, დაიკო გულში ჩაიკრა და შუბლზე აკოცა, შემდეგ კი თმები აუჩეჩა და ძირს ჩასვა.
-ჩავიცვამ და ჩამოვალ. ისაუზმეთ, ნუ დამელოდებით.-თვალების ფშვნეტით წამოდგა საწოლიდან და სააბაზანოსკენ გაემართა.
-ჯეკ, ჩემი კატა ხომ არ გინახავს? ნეტავ შენი საწოლის ქვეშ ხომ არაა? ჩემს ოთახში არ იყო.-ის იყო ელისს საწოლის ქვეშ უნდა შეეხედა, რომ ჯეკსონმა მოატრიალა.
-არა, ელის, არა. რა უნდა აქ შენს კატას, ალბათ სამზარეულოშია და თავის საჭმელს მადიანად შეექცევა. მოდი ჯობია მეც თქვენთან ერთად ვისაუზმებ.
მთელი ოჯახი გაშლილ მაგიდას მიუჯდა. მისტერ სტივმა ლოცვა წაიკითხა, ღმერთს მშვიდობიანი დღე სთხოვა და შემდეგ ყველა საუზმეს შეექცა. უხმოდ ისაუზმეს და დაახლოებით ნახევარ საათში წამოიშალნენ. ჯეკსონი სწრაფად გაემზადა, შემდეგ ელისის ზურგჩანთა აიღო და დაიკო სკოლაში წაიყვანა. მისის ენჯელაც სუპერმარკეტში წავიდა სამუშაოდ, მისტერ სტივმა კი ჯერ ძროხები წაიყვანა საძოვარზე და შემდეგ ისიც სამსახურში წავიდა.
-ჯეკ, სკოლიდან შენ წამომიყვან თუ გაბრიელას დედიკო?
-არ ვიცი, ელის, ყველანაირად ვეცდები მე გამოგიარო, მაგრამ თუ რაიმე პრობლემები შემექმნა და ვერ მოვახერხე, გაბრიელას დედას ვეტყვი და ის წამოგიყვანს.
-კაი, ჯეკ. ისე დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და საჩუქრისთვის ფული მჭირდება.-ელისმა ეშმაკურად გაუღიმა.
-დავიჯერო დედამ და მამამ არ მოგცეს?-მიუხვდა ჯეკსონიც ჩანაფიქრს, მაგრამ ჯინსის ჯიბიდან მაინც ამოიღო საფულე და დაიკოს ფული მისცა.
-რა თქმა უნდა, მომცეს, მაგრამ იმ ფულით რომ საჩუქარი ვიყიდო, მერე ახალ მოდურ ჟურნალებს ვინღა მიყიდის?-გაიცინა გოგონამ.
-ოხ, ელის, ელის... უკვე მოვსულვართ, აი, შენი ზურგჩანთა და გაიქეცი, იცოდე ჭკვიანად.-ჯეკსონმა დაიკოს შუბლზე აკოცა, ზურგჩანთა მისცა და სკოლაში შეუშვა.

ამასობაში ემილისაც გაეღვიძა და როდესაც წამოჯდომა სცადა და თავი საწოლს აარტყა, მხოლოდ მაშინ შეამჩნია სადაც იყო.
-ჯანდაბა! გუშინ ჯესიკას წვეულებაზე ამდენი არ უნდა დამელია.-ჩაიბურტყუნა თავისთვის და საწოლის ქვემოდან გამოძვრა.
ოთახისთვი თვალი არც მოუვლია, დარწმუნებული იყო, რომ ჯესიკას სახლში იყო, გუშინდელი უცნაური დღე კი დაესიზმრა, რადგან ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი სახლი სინამდვილეშიც ასეთ მდგომარეობაში იყო. ოთახში აბაზანის ღია კარს თვალი მოჰკრა და პირდაპირ იქით გაემართა.
ცხელმა შხაპმა მოადუნა, დაამშვიდა და გამოაფხიზლა. მართალია როცა პირსახოცშემოხვეული ოთახში დაბრუნდა, იქაურობა საერთოდ არ ეცნო, მაგრამ ჩათვალა, რომ ჯესიკას სახლში შესაძლებელი იყო ისეთი ოთახის არსებობაც, რომელშიც ემი არ იყო ნამყოფი. სააბაზანოდან სავარცხელი გამოიტანა, საწოლზე ჩამოჯდა და თმის ვარცხნას შეუდგა. მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში ვიღაც შემოვიდა, მაგრამ რატომღაც ემიმ ამას ყურადღება არ მიაქცია. ბიჭმა ჩაახველა და შემდეგ მხიარული ხმით თქვა:
-უკაცრავად, დამავიწყდა მეთქვა: თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში.
-ჰო... არაუშავს.-გაიღიმა ემმაც, მაგრამ უცბადვე გამოერკვა და მომენტალურად ხმის მიმართულებით შეტრიალდა.-მოიცა, შენ ვინ ხარ? გუშინდელი წვეულებიდან არ მახსოვხარ, შენც იყავი ჯესიკასთან?
-მე ვინ ვარ?! კი მაგრამ, მე ვინ ვარ?!-ჯეკსონს ხმაში სიცილი შეერია.-და საერთოდ რა წვეულება?
-ჯესიკას სახლში გამართული წვეულება, გუშინ ხომ მთელი ღამე იქ ვიყავით და მიუხედავად იმისა, რომ ეს ოთახი არ მეცნობა, ახლაც იქ ვართ.
-აჰ, ხო, რა თქმა უნდა.-უცბად ჯეკსონს თავში მზაკვრული იდეა მოუვიდა.-კი მაგრამ, შენ რა, არაფერი გახსოვს?
-არა, არაფერი. რა მოხდა?
-შენ რა მართლა არ გახსოვს გუშინ რა მოხდა?-ხელოვნურად გაბუტული სახე მიიღო ბიჭმა.-როგორ შეიძლება, რომ ეს არ გახსოვდეს? როგორ შეიძლება, რომ გუშინდელი ღამე არ გახსოვდეს?-მიხვდა ჯეკსონი, ღრმად რომ შეტოპა, მაგრამ ემი ისეთი გაფართოებული თვალებით უყურებდა, რომ არ სიამოვნებაზე უარს ვერ ამბობდა.
-რას გულისხმობ, რომელი ღამე?-სერიოზულად შეშფოთდა ემი.
-ჰმ, გუშინ სანამ ოთახში არ ამოგიყვანე არ შემეშვი და დღეს კი აღარაფერი აღარ გახსოვს, არა? ასეთები ხართ ქალები...-ჯეკსონი თავს ძლივს იკავებდა, რომ არ გაეცინა.
-შენ ხომ არ გაგიჟდი? ცხენის დოზა სასმელიც კი ვერ მაიძულებდა მაგის გაკეთებას!
-გუშინ მასე არ ფიქრობდი...
-მოკეტე! ახლავე მივდივარ აქედან!-თქვა ემიმ და ოთახს თვალი მოავლო, რომ ტანსაცმელი აეღო და წასულიყო, მაგრამ თავისი ვარდისფერი პენუარის გარდა, რომელიც სააბაზანოს საკიდზე დატოვა, ვერსად ვერაფერი ვერ ნახა. საწოლის ქვეშაც შეიხედა და იქ ბიკინიანი გოგონების სურათებით აჭრელებული ჟურნალები დაინახა. ამის დანახვაზე უცბად თავში გუშინდელი საღამო ამოუტივტივდა! ჰო, რა თქმა უნდა! ეს ყველასფერი სიზმარი არ ყოფილა და არც მასსა და ჯეკსონს შორის მომხდარა რამე!
-გამახსენდა, გუშინ მთელი ღამე ეზოში ვცეკვავდით და შემდეგ აქ ამოვედით.-ხმა დაითაფლა ემიმ, საწოლის ქვეშიდან კი შეუმჩნევლად შედარებით ყველაზე სქელი ჟურნალი გამოაძვრინა და ზურგსუკან დამალა, თან მისი დახვევა დაიწყო.-სხვათაშორის მინდა გითხრა, რომ ჩემთვის არაჩვეულებრივი ღამე იყო.-თქვა ნაზად და ჯეკსონს მიუახლოვდა, მას კი თვალები გაუფართოვდა.- ისე, შეგვიძლია რომ...-ემიმ ცალი ხელი თმაში შეუცურა ჯეკს, მეორეთი კი ჟურნალი კეფაში შემოარტყა.
-არაჩვეულებრივი ღამე იყო არა?!-უთხრა ირონიულად.-ვერაფერს ვიტყვი, ღამე მართლაც რომ არასდროს გამიტარებია საწოლის ქვეშ! შენ რა, გეგონა არაფერი გამახსენდებოდა და ბოლოს და ბოლოს ვერ მივხვდებოდი, გუშინდელი ღამე რომ სიზმარი არ იყო?! კი მაგრამ, რას ფიქრობდი? ვთქვათ და დამეჯერებინა, მერე? მაგრამ შენ რა, შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას!
-მოიცა, მოიცა! დაწყნარდი! არაფერსაც არ ვაპირებდი, მით უმეტეს ასე შეტოპვას, მაგრამ ისეთი სასაცილო და საყვარელი იყავი, რომ თავი ვეღარ შევიკავე.-ჯეკსონს სიცილი აუტყდა.-კარგი, ბოდიშს გიხდი.-გაუღიმა ჯეკმა.-აბა, მაპატიებ?
-ერთი პირობით.-ეშმაკურად გაუღიმა ემილიმ.
-გისმენ.
-რაღაცაში უნდა დამეხმარო. შეგიძლია დღეს ნიუ-იორკში წამიყვანო?
-დღეს? კი მაგრამ, გუშინ არ ჩამოხვედი? უკვე მიდიხარ?-ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილი ხმით უთხრა ბიჭმა, ემიმ კი შეამჩნია, რომ მას გუშინდელივით მწვანეს ნაცვლად, ცისფერი თვალები ჰქონდა.
-არსად არ მივდივარ, უბრალოდ დღეს აუცილებლად უნდა ჩავიდე ნიუ-იორკში. და მართლა, თვალის ფერი გეცვლება?
-კი, ამინდისა და მაისურის ფერის მიხედვით.-გაუღიმა ჯეკსონმა და რაღაცნაირად ესიამოვნა, რომ ემილიმ ეს ცვლილება შენიშნა.
-აბა, როდის მივდივართ?
-შეგვიძლია ახლავე წავიდეთ, ჩაიცვი, მოემზადე და მეც მანამდე მანქანას მოვაწესრიგებ. უი, მოიცადე.-ჯეკსონს რაღაც გაახსენდა, ჯინსის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და გაბრიელას დედის ნომერი აკრიფა.
-გამარჯობა, როზა, შეგიძლია დღეს ელისი სკოლიდან წამოიყვანო?.....................-კარგით, დიდი მადლობა.
-ჩემს დას მისი კლასელის დედა წამოიყვანს სკოლიდან, გზად დედაჩემის სუპერმარკეტთან გავჩერდეთ, გავაფრთხილებ რომ დღეს დამაგვიანდება და არ დამელოდონ და შემდეგ შეგვიძლია სიჩქარის შეუნელებლად გავუყვეთ გზას „წარსულის სამეფოდან“ ნიუ-იორკისკენ.
-გმადლობ.-ემიმ გაუღიმა.-ისე, შეგიძლია რამე მათხოვო, სახლში რომ გადავიდე?
-კი, კი, რა თქმა უნდა.-ჯეკსონმა კარადა გამოაღო, იქიდან შემოსაცმელი გამოიღო და ემილის მისცა.
ემილი სააბაზანოში შევიდა გამოსაცვლელად და იქიდან რომ გამოვიდა, ჯეკსონმა სიცილი ვერ შიკავა. გოგონას შემოსაცმელი რამის მუხლამდე სწვდებოდა, სახელოები კი მართალია აეკეცა, მაგრამ მაინც დიდი ჰქონდა.
-გიხდება.
-ჰმ! რა თქმა უნდა!
-არა, მართლა გიხდება.
-მე ყველაფერი მიხდება.-გაიცინა ემიმ და ენა გამოუყო.-გმადლობ რომ ღამე გამათევინე, ახლა წავალ, გავემზადები და წავიდეთ. კარგი?
-ჰო, ერთ საათში გადმოდი და წავიდეთ.
ჯეკსონმა ემი გააცილა, დამშვიდობებისას გოგონამ ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი თავისი სახლისკენ გაემართა, გზად კი ჯეკსონის მზერა მიაცილებდა.




შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ოთხშაბათი, 2011-11-30, 7:53 PM

T-MOMSENთარიღი: ოთხშაბათი, 2011-11-30, 8:37 PM | შეტყობინება # 180

266
15  +
30  ±
   ±
Offline
oooo ragaciiiis suniii mceeeeeems biggrin raa sayvarlebii ariaaaaaan )) jacksoni gansakutrebiiiit happy uxdebiaan ertmaneets biggrin ))

ძებნა: